კომენტარები

Xashursky's picture
Xashursky (ჯუმბერ ტაგანაშვილი)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2015/09/28
ბოლო შემოს: 2021/02/21 17:12:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მარიხუანის მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა არის თუ არა? პირველ შემთხვევაში ვიცი რომ 500 ლარია მაგრამ თუ მეორედ მესამედ და მე13 ედ განმეორდა იგივე 1 წლის განმავლობაში, რა ხდება ამ დროს?

აიკმა's picture
აიკმა (გიორგი )
სხვა
რეგ. თარ: 2012/09/07
ბოლო შემოს: 2021/04/13 22:26:58
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რატომ საჩივრდება ამ მუხლის მხოლოდ მე-12 ნაწილი სასამართლოში მე-10 ნაწილმა რა დააშავა ?

აიკმა's picture
აიკმა (გიორგი )
სხვა
რეგ. თარ: 2012/09/07
ბოლო შემოს: 2021/04/13 22:26:58
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ერთობლიობა კია მაგრამ დაკვალიფიცირება საბოლოოდ უნდა მოხდეს მესამე ნაწილით რადგან მესამე ნაწილის დისპოზიცია იყწბა ასეთი სიტყვებით იგივე ქმედება......

სანდრო-გიორგი's picture
სანდრო-გიორგი (სანდრო სარუხანივილი)
სხვა
რეგ. თარ: 2015/09/18
ბოლო შემოს: 2021/05/02 21:31:28
კონტაქტი - ყველა კომენტარი

თუ ერთი 15 წლისაა, მეორე კი სრულწლოვანი, მაგრამ მათ იქორწინეს როცა ერთ-ერთი 14 წლის იყო (თუმცა ორივე არასრულწლოვანი), მაშინ რა ხდება? o.O

აიკმა's picture
აიკმა (გიორგი )
სხვა
რეგ. თარ: 2012/09/07
ბოლო შემოს: 2021/04/13 22:26:58
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ცვლილების წელი შეასწორეთ 12.06.2015 უნდა იყოს და არა 12.06.2016

Gio_Goga's picture
Gio_Goga (giorgi)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2016/04/05
ბოლო შემოს: 2016/04/05 16:47:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ცოტა გამკაცრონს ეს მუხლი, ჩემი აზრით ვერ იცავ 151-ე მუხლი მოქალაქეს :/

Giorgi_Gelashvili's picture
Giorgi_Gelashvili (გიორგი გელაშვილი)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2016/04/24
ბოლო შემოს: 2017/01/29 02:27:37
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კარგი იქნება თუ მოხდება მუხლში ცვლილებების შეტანა, კერძოდ უფრო თვალსაჩინოდ ჩამოყალიბება. უნდა განიმარტოს ცხოველში რა ჯიშის და წარმომავლობის ცხოველი იგულისხმება. ცხოველში ძროხაც შედის და ღორიც, მაშინ ყველა ვინც ძროხას ან ღორს დაკლავს მისი ქმედება ამ მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს და სათანადო ზომები გატარდეს.

giorgi 1959's picture
giorgi 1959 (giorgi)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2016/06/04
ბოლო შემოს: 2016/06/04 15:32:35
კონტაქტი - ყველა კომენტარი
ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

Xashursky განსხვავება მხოლოდ სექსუალური კავშირის ფორმებშია. 137-ე მუხლი მხოლოდ ქალსა და კაცს შორის ბუნებრივ სექსუალურ კავშირს ეხება და 138-ე მუხლი ნებისმიერ სხვა ფორმას, (ანალური, ორალური და ა.შ. )
განსხვავება კომიკურია, რადგან თუ ქალი გაუპატიურებული იქნა ბუნებრივი ფორმითაც და გაუკუღმართებული ფორმითაც - დანაშაულთა ერთობლიობა გამოდის. ჩემი აზრით ეს ორი მუხლი ერთ მუხლად უნდა გაერთიანდეს.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
რეგ. თარ: 2011/07/24
ბოლო შემოს: 2018/09/07 19:54:27
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მეორედ ამ მუხლით ისჯება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აღარ შეიძლება.

Eka Inasaridze's picture
Eka Inasaridze (ეკა ინასარიძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2017/01/17
ბოლო შემოს: 2019/08/10 19:05:37
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ეს მუხლი ვრცელდება თუ არა ნოტარიუსისი მიერ გამოცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფისათვის ?

Hovik's picture
Hovik (Hovik)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2016/04/03
ბოლო შემოს: 2021/04/22 21:59:47
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ვთქვათ მე დავარღვიე ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, რასაც მოჰყვა ეპიზოოტის გავრცელება. რომელი ნაწილით უნდა დამსაჯონ? :)

nukri gelashvili's picture
nukri gelashvili (ნუკრი გელაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2015/01/12
ბოლო შემოს: 2019/05/14 16:54:48
კონტაქტი - ყველა კომენტარი
nukri gelashvili's picture
nukri gelashvili (ნუკრი გელაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2015/01/12
ბოლო შემოს: 2019/05/14 16:54:48
კონტაქტი - ყველა კომენტარი
startffwolf's picture
startffwolf (edishery)
სხვა
რეგ. თარ: 2018/05/10
ბოლო შემოს: 2018/05/10 17:20:04
კონტაქტი - ყველა კომენტარი

უკაცრავად! პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში რა არის ნაგულისხმები?? ანუ კონკრეტულად როგორი სახის საიდუმლო??

datuna080's picture
datuna080 (datuna)
სხვა
რეგ. თარ: 2019/03/02
ბოლო შემოს: 2019/07/22 13:44:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

shedegi sikvdili mizez kavshiri pirobata teoriis tanaxmad rom ara a s kmedeba shedeg ar dadgeboda shesabamisad a s qmedeba shedegtan mizezobriv kavshirshia ob sheracxva a m a m shekmna samartlerivad dasadzraxi riskiromelic konrketul shedegshi realizda anu a obiekturi sheracxva saxezea sub mxare a mokmedebda pirdapiri ganzraxvit martlwinaagmdegoba gamomricxveli garemoebebi ar gvakvs anu kmedeba aris umartlo brali qmedeba daskvna a daisjeba 108 muxlit a n 109 2

datuna080's picture
datuna080 (datuna)
სხვა
რეგ. თარ: 2019/03/02
ბოლო შემოს: 2019/07/22 13:44:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

shedegi sikvdili mizez kavshiri pirobata teoriis tanaxmad rom ara a s kmedeba shedeg ar dadgeboda shesabamisad a s qmedeba shedegtan mizezobriv kavshirshia ob sheracxva a m a m shekmna samartlerivad dasadzraxi riskiromelic konrketul shedegshi realizda anu a obiekturi sheracxva saxezea sub mxare a mokmedebda pirdapiri ganzraxvit martlwinaagmdegoba gamomricxveli garemoebebi ar gvakvs anu kmedeba aris umartlo brali qmedeba daskvna a daisjeba 108 muxlit a n 109 2 obiekti g s sicocxle kmedeba iaragidan gasreo;a

Xashursky's picture
Xashursky (ჯუმბერ ტაგანაშვილი)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2015/09/28
ბოლო შემოს: 2021/02/21 17:12:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

6. გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

ანუ გაქარწყლებული რომც მქონდეს ნასამართობა და ახალი დანაშაული ჩავიდინო, არაერთგზისობით დაკვალიფიცირდება ხო?

და ეს გაქარწყლება რაში გამოიხატება აბა? ანუ სამოქალაქო საქმიანობაში აღარ განიხილები როგორც ნასამართლევი ალბათ?

Xashursky's picture
Xashursky (ჯუმბერ ტაგანაშვილი)
სისხლის სამართალი და პროცესი
რეგ. თარ: 2015/09/28
ბოლო შემოს: 2021/02/21 17:12:14
კონტაქტი - ყველა კომენტარი

პირველ ნაწილში სასჯელის სახე მხოლოდ თავისუფლების აღკვეთაა და ამავდროულად მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენის გამო ანტიკონსტიტუციურია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და ამ შემთხვევაში რა ხდება ხოლმე? ბრალდებული დამნაშავედ იცნობა მაგრამ სასჯელის სახედ არაფერი განესაზღვრება? :-D

datuna080's picture
datuna080 (datuna)
სხვა
რეგ. თარ: 2019/03/02
ბოლო შემოს: 2019/07/22 13:44:56
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სუბიექტი ა ობიექტი გ ს სიცოცხლე ქმედება იარაღიდან გასროლა შედეგი სიკვდილი მეზეზობრივი კავშირი პირობათა თეორიის თანახმად რომ არა ა ს ქმედება შედეგი არ დადგებოდა შესაბამისად ა ს ქმედება შედეგთან მიზეზობრივ კავშირშია ობიექტური შერახვა ა-მ შექმნა სამართლებრივად დასაძღახი რისკირომელიც კონკრეტულ შდეგში რეალიზდა ანუ ა ობიექტური შერაცხვა სახეზეა სუბიექტური მხარე ა მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით მართლწინააღმდეგობის გამოომრიცხველი გარემოებები არგვაქვს ანუ ქმედება არის უმართლო ქმედება ბრალეულია დასკვნა ა დაისჯება 108 მუხლით ან 109 2 19 177

justice123's picture
justice123 (ლელა მეტრეველი)
სხვა
რეგ. თარ: 2019/11/07
ბოლო შემოს: 2019/11/07 17:32:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რა იგულისხმება მნიშვნელოვან ზიანში და არსებობს თუ არა დადგენილი ციფრები თუ რამდენია დიდი ოდენობის შემოსავალი და რამდენია მცირე ოდენობის შემოსავალი?

elviri2's picture
elviri2 (ელვირი )
სხვა
რეგ. თარ: 2020/01/15
ბოლო შემოს: 2020/02/07 16:11:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსი 1
1)მერსა და შპს შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ფორმა
2) ადმ. ორგანოს უარის სამართლებრივი ფორმა
3) ადმ. ორგანოს უარის კანონიერება

1)ჰიპოთეზა: შესაძლოა სახეზე იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება

სამართლის ნორმა: სზაკ-ის 2 მუხლის 1 პუნქტის ზ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. იმისათვის, რომ სახეზე იყოს ხელშეკრულება საჭიროა შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) სახეზე უნდა იყოს სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მხარეებს აკისრებს ვალდებულებებს. ბ) ერთ-ერთ მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო. სზაკ- ის მე-2 მუხლის 1 პუნქტის ა ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. გ) აღნიშნული ხელშეკრუყლებით უნდა განხორციელდეს საჯარო უფლებამოსილება. ასევე სზაკ-ის 69-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობიტ სხვა რამ თუ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.

სუბსუმცია: კაზუსიდან ვარკვევთ, რომ მერსა და შპსს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რითაც შპსმ იკისრა ვალდებულება დასუფთავების შესახებ, ხოლო თავისწილ მერმა იკისრა ვალდებულება, რომ დასუფტავების სანაცვლოდ გადასცემდა მიწას კორპუსის ასაშენებლად. აქედან გამომდინარე, ირკვევა რომ ხელშეკრულების პირველი წინაპირობა სახეზეა. კაზუსიდან ასევე ირკვევა, რომ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს მერი. სზაკ-ის მე-2 მუხლის 1 პუნქტის ა ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მერი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, აქედან გამომდინარე მეორე წინაპირობა, ადმინისტრაციული ორგანოს არსებობა ერთ-ერთ მხარედ, სახეზეა. შემდეგი წინაპირობა არის საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. კაზუსიდან ირკვევა, რომ შპსს მიერ დასუთავებული ტერიტორია ემსახურება საჯარო ინტერესებს, აქედან გამომდინარე, კი ვასკვნით, რომ სახეზეა ეს ელემენტიც. რაც შეეხება ბოლო ელემენტს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმას, დადებულია წერილობითი ფორმით, ანუ დაცულია 69-ე მუხლით გათვალისიწნებული ფორმა.
დასკვნა: სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

elviri2's picture
elviri2 (ელვირი )
სხვა
რეგ. თარ: 2020/01/15
ბოლო შემოს: 2020/02/07 16:11:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამართლებრივი აქტი
2) ჰიპოთეზა: შესაძლოა სახეზე იყოს ინდივიდუალურ ადმნინისტრაციული სამართლის ნორმა: სზაკ-ის მე-2 მუხლის 1 პუნქტის დ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. იმისათვის, რომ უარი ჩაითვალოს ინდაქტად საჭიროა შემდეგი წინაპირობების არსებობა: ა) უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული.
სზაკ- ის მე-2 მუხლის 1 პუნქტის ა ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
ბ) უარის მთქმელ ორგანოს უნდა ჰქონდეს ამის უფლებამოსილება
სუბსუმცია:მერის დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანომ განაცხადა უარი და შესაბამისად ჩაითვლება ამდინისტრაციულ ორგანოდ.პირველი წინაპირობა, რომ გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ - სახეზეა, რადგან მერიას დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანომ განაცხადა უარი და შესაბამისად ჩაითვლება ადმინისტრაციულ ორგანოდ.
რაც შეეხება მეორე ელემენტს, კაზუსიდანაც ირკვევა, რომ მას ჰქონდა ამის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ინდაქტის ყველა ელემენტი და წინაპირობა წინაპირობა სახეზეა.
დასკვნა: სახეზეა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი

elviri2's picture
elviri2 (ელვირი )
სხვა
რეგ. თარ: 2020/01/15
ბოლო შემოს: 2020/02/07 16:11:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

3) გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ განხილვა უნდა დავიწყოთ ფორმალური კანონიერებით, ტერიოტირული და საგნობრივი უფლებამოსილებით.
საგნობრივი უფლებამოსილება სახეზეა, რადგან უარის გამცემ ორგანოს ჰქონდა ამის უფლებამოსილება, იქიდან გამომდინარე, რომ ის მერიას დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება ტერიტორიულ უფლებამოსილებას, მას ჰქონდა ეს უფლებამოსილება, რადგან ეს ობიექტი, სადაც შენობა უნდა აშენებულიყო ეკუთვნოდა თბილისის ტერიტორიას, ხოლო მერიას უფლებამოსილება თბილისის მასშტაბით ვრცელდება.
უფლებამოსილების შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ ფორმაზე. სზაკ-ის თანახმად ინდაქტი შეიძლება გამოიცეს, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით. აღნიშნულ შემთხვევაში ინდაქტი გამოცემულია წერილობითი ფორმით, ანუ ფორმა დაცულია.
რაც შეეხება დასაბუთებას, უარს თან მოჰყვა დასაბუტება თუ რატომ ეთქვა უარი. ამის მიზეზად კი დასახელდა, ქალაქ-დაგეგმარების გეგმასთან წინააღმდეგობა. აქედან გამომდინარე, ინდაქტის დასაბუტება სახეზეა.
რაც შეეხება მატერიალურ კანონიერებას, ეს ინდაქტი შეესაბამება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე კანონმდებლობასაც და გააჩნდა სამართლებრივი საფუძვლებიც, რადგან უარის თქმა სწორედ, რომ კანონმდებლობიდან იყო გამომდინარე.
დისკრეციული უფლებამოსილებას, სახეზე არ გვაქვს.
რაც შეეხება კანონიერ ნდობას, შპს აპელირებდა კანონიერი ნდობის წარმოშობაზე. შპს ამბობდა, რომ მან შეასრულა იურიდიული მოქმედებები და ამ ინდაქტით მას მიადგებოდა ზიანი, რომლის ანაზრაურებასაც იტხოვდა შპს. თუმცა გასათვალისიწნებელია ის, რომ კანონიერ ნდობას მხოლოდ და მხოლოდ აღმჭურველი ინდაქტები და ადმინისტრაციული დაპირება წარმოშორს. ამ ორიდან სახეზე არცერთი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე, კანონიერი ნდობა სახეზე არ გვაქვს.
დასკვნა: ეს ინდაქტი აკმაყოფილებს, როგორც დასაშვებობას, ასევე ფორმალური და მატერიალური კანონიერების ყველა ელემენტს. შესაბამისად სახეზეა კანონიერი ინდაქტი.

elviri2's picture
elviri2 (ელვირი )
სხვა
რეგ. თარ: 2020/01/15
ბოლო შემოს: 2020/02/07 16:11:21
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ჰიპოთეზა
ქმედების შემადგენლობა
ობიექტური შემადგებლობა
ქმედება-აქ წერ მოქმედებითაა თუ უმოქმედობით
შედეგი- აქ წერ რა შედეგი დადგა, მაგალითად გარდაიცვალა, ჯანმრთელობა დაუზიანდა და ა.შ.
მიზ. კავშირი- აქ წერ, რომ არა დამნაშავის ქმედება დადგებოდა თუ არა შედეგი
ობიექტური შერაცხვა- აქ ტექსტი სტანდარტულია, დაწერ ობიექტური შერაცხვა სახეზეა რადგან შეიქმნა სამართლებრივად გასაკიცხი რისკი რაც ობიექტურას რეალიზდა შედეგში

მერე გადადიხარ სუბიექტური შემადგელობა- აქ წერ უკვე განზრახვაზე და ძირითადი სამსჯელი რაც გაქვს ყველაფერი აქ უნდა დაწერო

მერეა მართლწინააღმდეგობა და ბოლოს ბრალი

gio12's picture
gio12 (giorgi)
თავდაცვა, უშიშროება
რეგ. თარ: 2020/02/08
ბოლო შემოს: 2020/02/09 17:54:00
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1) ჰიპოთეზა: შესაძლებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გულისხმობდეს ადმინისტრაციულირეალაქტის განხორციელებას.
სამართლის ნორმა: რეალაქტის კონკრეტულ დეფინიციას სზაკ არ განსაზღვრავს ცალკეული მუხლებით,არამედ მისი მოთხოვნის საფუძვლები გაბნეულია სხვადასხვა მუხლებიში.
ადმინისტრაციული რეალაქტი არის ისეთი საჯარო-სამართლებრივი ქმედება რომელიც არ გულისხმობს ინდაქტის გამოცემას.რეალაქტი ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,შეცვლის ან შეწყვეტისკენ,არამედ -ფაქტობრივი შედეგების დადგომისკენ.
ამასთან როგორც რეალაქტის დეფინიციიდან ირკვევა აუცილებელია სახეზე გვყავდეს ადმინისტრაციული ორგანო რომელიც სზაკ-ს მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის ა-ქვეპუნქტის თანახმად არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
სზაკ-ის 208 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.
ამასთან სზაკ-ს 209 მუხლის 1 ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევას,როდესაც სახელმწიფო ვალდებულია პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი „თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიყენებული ზიანი.“
სუბსუმცია: იმისათვის რომ კაზუსში მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ ფორმად მივიჩნიოთ რეალაქტი აუცილებელია პირველ რიგში არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანო რომელმაც უნდა განახორციელოს მოთხოვნილი მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოდ გვევლინება თბილისის მერია რაც ასაბუთებს მის სახეზე არსებობას.
ამის შემდგომ უნდა დადგინდეს რამდენად შეესაბამე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 208 და 209 მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს და რამდენად დაცულია წინაპირობები. როგორც უკვე სამართლის ნორმაში აღვნიშნეთ მოცემულ კაზუსში სახეზე გვაქვს 208 და 209 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები და წინაპირობები,რადგან კაზუსში კერძო პირი საქმიანობას ახორციელებდა სახელმწიფო ორგანოს დავალების საფუძველზე რა დროსაც სხვა პირს მიადგა ზიანი,ამასთან 209 მუხლის საფუძველზე თუ პირს ადგება ზიანი მას სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.აქედან გამომდინარე სახეზე გვაქვს კერძო პირის მიერ მიყენებული ზიანი რომელიც უნდა აუნაზღაურდეს ადრესატს.
ამასთან აღნიშნული მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზეითვალისწინებს ისეთი მოქმედებების განხორციელებას რომელიც არ გულისხმობს ინდაქტის გამოცემას.
დასკვნა: მიხეილის მოთხოვნი სამართლებრივი ფორმაა რეალაქტი

2)ჰიპოთეზა: საჩივარი ადმინისტრაციული რეალაქტის განხორციელების თაობაზე შეიძლება იყოს დასაშვები.
სამართლის ნორმა: სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის ი-ქვეპუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;
სზაკ-ს 177 მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად პირს აქვს უფლება გაასაჩივროს ადმ.ორგანოს ქმედება რომელიც არაა დაკავშირებული ინდაქტის გამოცემასთან.
საჩივრის დასაშვებობის შემოწმების პირველ ეტაპს წარმოადგენს საჩივრის საგნის დადგენა რომელიც უნდა იყოს ადმ.სამართლებრივი აქტის გამოცემა ან რეალაქტის განხორციელება.
მეორე კრიტერიუმია სუბიექტები:დაინტერესებული მხარე....მესამე ეტაპია ვადები.
ამასთან სზაკ-ს 178 მუხლის თანახმად სახეზე უნდა იყოს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
სუბსუმცია: უფლებამოსილი ადმ.ორგანო სახეზეა...საჩივრის საგნის არსებობაც დაცულია მიზანიც სახეზე გვაქვს.ვადები დაცულია
დასკვნა:საჩივარი არის დასაშვები

gio12's picture
gio12 (giorgi)
თავდაცვა, უშიშროება
რეგ. თარ: 2020/02/08
ბოლო შემოს: 2020/02/09 17:54:00
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსი 2

ჰიპოთეზა: შესაძლებელია მოთხოვნის სამართლებრივი ფორმა იყოს ინდ.აქტი.
სამართლის ნორმა: ზაკ-ის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე
განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები;
ინდ.აქტს აქვს 4 ელემენტი:
1.ადმ.ორგანოს მიერ უნდა იყოს გამოცემული.ზაკ-ის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის
თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი
(გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო
სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
2.ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე უნდა იყო გამოცემული;
3.ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი:პირთა განსაზღვრული წრე და კონკრეტული
შემთხვევა;
4.მომწესრიგებელი ფუნქცია:აწესებს,ცვლის,წყვეტს ან ადასტურებს უფლბებს და
მოვალეობებს;
სუბსუმცია: კაზუსის თანახმად პირი ითხოვს უკანონო ინდ.აქტის გაბათილებას და
ახალი ინდ.აქტის გამოცემას , რომელიც ინქება ადმ.ორგანოს მიერ
,ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოცემული (ზაკ-ის
60’1) დემონტაჟი აუცილებელი არ იყო,ინდივიდულური სამართლებრივი აქტი იქნება
რადგან კონკრეტულიპირის მიმართ უნდა გამოიცეს ამ შემთხვევაში სანდროს მიმართ.
.მომწესრიგებელი ფუნქციაც სახეზე ცვლის პირის მდგომარეობას.
დასკვნა:მოთხოვნის სამართლებრივი ფრომა არის ინდ.აქტი.
ჰიპოთეზა:შესაძლებელია მოთხვნის სამართლებრივი საფუძველი იყოს ზაკ-ს 60’; მუხლი

სამართლის ნორმა:1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი
ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის
კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით
დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის
32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან
კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა
კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე
მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ინდ.აქტის კანონიერების ელემნტებია:დასაშვებობა,მატერიალური და ფორმალური
შესაბამისობა კანონთან
დაშვებობის დროს კონკრეტული საკითხის ამ სამართლებრივი ფორმით მოწესრიგება
უნდა შეიძლებოდეს
ფორმალური კანონიერება:1.გამომცემი უფლებამოსილი ორგანო საგნობირი და
ტეროტირული
2.წარმოების სახე
3.აქტის ფორმა
4.დასაბუთებულობა
მატერილური:1.მოქმედ კანონებთან და სამართლის ოზგად პრინციპებთან შესაბამისობა
2.უფლებამოსილების სამართებრივი საფუძველი;
3.დისკრეციული უფლებამოსილება;
4.თანაზომიერების პრიცნიპი
5.კონკრეტულობის პრინციპი;
სუბსუმცი:დასაშვებია ინდ.აქტი რადგან შეიძლებოდა საკითხის ამ სამართლებრივი
ფორმით მოწესრიგება
ფორმალური კანონიერება:
1.გამომცემი უფლებამოსილი ორგანო საგნობირი და ტეროტირული
2.წარმოების სახე-მარტივი

3.აქტის ფორმა-წერილობითი
4.დასაბუთებულობა-სახეზე

1.მოქმედ კანონებთან და სამართლის ოზგად პრინციპებთან შესაბამისობა-სახეზეა
2.უფლებამოსილების სამართებრივი საფუძველი;-სახეზეა
3.დისკრეციული უფლებამოსილება;სახეზე გვაქვს დისკრეიცული უფლებამოსილე
რადგან ადმ.ორგანო აქვს უფლება გადაწყვიტოს სხვადსხვა აღსრულების
საშუალებებიდან რომელიმე ერთი.
4.თანაზომიერების პრიცნიპი:ადმინიტრაციული ორგანოს მისაღწევი მიზნის და
გამოყენებული საშუალების ერთმანეთთან თავსებადობა.აუცილებელია რომ
გათანაბრებული იყოს ერთმანეთთან.თუ გამოვიყენეთ უფრო რადიკალურ
საშულებას,რომელიც არ იყო საჭირო მიზნის მისაღწევად და პირიქით თუ არასაკმარისი
საშუალება გამოვიყენეთ მიზნის მისაღწევად ესეც ამ პრინციპის
დარღვევაა.თანაზომიერების პირინციპი ფასდება ოთხ ეტაპად:მიზნის
დადგენა,შესაფერისობის დადგენა,აუცილებლობის დადგენა,პროპორციულობის
დადგენა-აქტის გამოცემით გამოწვეული უფლების შეზღუდვა პროპორციულ
დამოკიდებულებაში უნდა იყოს შეზღუდვის მიზანთან.დისკრეცია რადგანც სახეზე
აუცილებელია შევამოწმოთ თანაზმიეება:
მიზანი:საზოგადებრივი უსაფრთხოება
შესაფერისობა:დემონტაჟით შესაძლებელია სსაფრთხის თავიდან აცილება და
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა
აუცილებლობა:არ უნდა არსებობდეს სხვა ნაკლებად რადიკალური საშუალება,რომელიც
მიზნის მისაღწევად იგივე ეფექტს მოგვცემს.ნაკლებად რადიკალური საშუალება არ
არსებობს
პროპორციულობა:შეზღუდვუს მიზანი პროპორციული შეზღუდვის მიზანთან რადგან
საზოგადოებრივი უსაფრთხოება უფრო დიდი სიკეთეა.
5.კონკრეტულობის პრინციპი;პირისთვის ნათელი და გასაგებია მოთხოვნა.
მატერილურიკანონიერებაც სახეზე
დასკვნა:აქტი არის კანონიერი

დასაშვებობა:
1.უფლებამოსილი სუბიექტები:ადმ.ორგანო , საჩივრი ავტორი მხარე: სანდრო , ზემდგომი
2.დავის საგანი.რა შეიძლება გასაჩივრდეს ,
უკანონო ინდ.აქტი ან რეალაქტი
3.საჩივრის ფორმა წერილობითი
4.ვადები:ინდ.აქტის გაცნობიდან 1 თვე
5.საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი:საჩივარი არ არის დასაბუთებული
რადგან აქტი კანონიერია
დასკვნა:საჩივარი არ არის დასაშვები.

mamuka2's picture
mamuka2 (mamuka mamukashvili)
სხვა
რეგ. თარ: 2020/02/07
ბოლო შემოს: 2020/02/14 18:03:53
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სუბსუმცია: შესაძლოა სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 644-ე მუხლების საფუძლვეზე დათოს ჰქონდეს ხელშეკრულების მოშლის უფლება. ასევე შესაძლოა გიორგისაც ჰქონდეს უფლება წაუყენოს მოთხოვნა დათოს ანაზღაურების თაობაზე 648-ე მუხლის მიხედვით.
ა) არის თუ არა სახეზე მხარეთა თანხვედრი ნება?
კაზუსის ფაბულად ჩანს, რომ დათო და გიორგის შორის შედგა შეთანხმება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ გამოხატეს ნება დაედოთ გარიგება. ამაზე მეტყველებს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლი - ოფერტი და 331-ე მუხლი აქცეპტი. ახლა უშუალოდ უნდა განვსაზღვროთ თუ რატიპის ხელშეკრულება დაიდო მხარეთა შორის. ვინაიდან მოცემულია, რომ დათომ შეუკვეთა გიორგის სახლის აშენება, სახეზე გვაქვს ნარდობის ხელშეკრულება, ვინაიდან ამ ხელშეკრულების ტიპზე საუბრობს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი: „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. რადგან კაზუსში მოცემულია რომ ერთ მხარეს მეორე მხარისგან დაევალა სამუშაოს შესრულება, ყოველგვარი ვარაუდის გარეშე, სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება. ამასთანვე უნდა ითქვას რომ ნარდობა კონსენსუალური ბუნების და დადებულად ითვლება მხარეთა შორის არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. ესეც ერთ-ერთი პირობაა, იმის თმის, რომ საქმე გვაქვს ნამდვილად ნარდობის ხელშეკრულებასთან.

მოთხოვნის წარმოშობა დათოს მხრიდან : დათო, რომელიც შემკვეთია ითხოვს ხელშეკრულების მოშლას. მას როგორც მოცემული ხელშეკრულების მხარეს ამის მოთხოვნის უფლება აქვს 644-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ამბობს შემდეგს: „ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.’’ შესაბამისად უნდა ვიხელმძღვანელოთ 405-ე მუხლითაც, რამეთუ იგი ამბობს რომ თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ 647-ე მუხლიც, კერძოდ გაფრთხილების ვალდებულება. ეს უკანასკნელი რელევანტურია ამ შემთხვევაში, რადგან სამუშაოს შესრულება უნდა მომხდარიყო შემკვეთის მასალით და ვინაიდან მასალა უვარგისი აღმოჩნდა, მენარდეს ეველებოდა შეტყობინების ვალდებულება, რის შემდეგაც უნდა ვივარაუდოთ როომ შემკვეთი იმოქმედებდა რათა ნაკლი აეცილებინა თავიდან. შესაბამისად დავითის პრეტენზიები სამართლებრივია და არ არსებობს მისი მოთხოვნის წინაშე იყოს ისეთი შესაგებელი წაყენებული, რომ მოცემული სამართელბრივი მოთხოვნა შეწყდეს.
მოთხოვნის წარმოშობა გიორგის მხრიდან: გიორგი, რომელიც არის მენარდე ითხოვს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას 648-ე მუხლის საფუძველზე. თუმცა მას როგორც სამუშსაოს შემსრულებეს, ჰქონდა ვალდებულება 647-ე მუხლიდან გამომდინარე გაეფრთხილებინა შემკვეთი შემგედი გარემოებების არსებობისას :
ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;
ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება;
გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.
იმ შემთხვევაში თუ მენარდე გააფრთხილებდა შემკვეთს მასალის უვარგისობის შესახებ, უნდა ვივარაუდოთ რომ შემკვეთი იმოქმედებდა, ან თვითონ გამოასწორებდა ნაკლს ან მოითხოვდა დამატებით შესრულებას. თუმცა ვინაიდან მენარდემ არ შეატყობინა გარემოების არსებობა, იმის გამო რომ დრო არ დაეხარჯა, სახეზეა მისი ბრალუილი ქმედება, კერძოდ განზრახვა, რადგან მან იცოდა რომ კარკასი არამდგრადი იქნებოდა და მაინც ააშენა იგი. შესაბამისად გიორგის მოთხოვნა ვერ წარმოეშობა ანაზღაურებასთან მიმართებით.
შედეგი : დათოს მოთხოვნა წარმოიშვა და მას შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს 405-ე და 644-ე მუხლების საფუძველზე, ხოლო გიორგის მოთხოვნა შეწყვეტილად ითვლება მისი ბრალული მოქმედების გამო და 647-ე მუხლის დარღვევის გამო.

hsoj31's picture
hsoj31 (hsoj31)
სხვა
რეგ. თარ: 2016/08/01
ბოლო შემოს: 2021/01/14 14:21:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებასა ან მოთხოვნისათვის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებისათვის თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.

აღნიშნული ქმედების ობიექტური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა არამართლზომიერი უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა, თანამდებობრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას განახორციელოს რაიმე მოქმედება ან თავის შეიკავოს რაიმე მოქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურეობრივი მფარველობა.

აღსანიშნავია, რომ მ.ც-ს ბრალი დაედო მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნასა და მიღებაში, რათა მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დანაშაულის ამსრულებელია ის სახელმწიფო მოხელე, რომელსაც თუმცა არა აქვს უშუალო უფლებამოსილება განახორციელოს სათანადო მოქმედება ქრთამის მიმცემის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სამსახურებრივი მდგომარეობით შეუძლია მიიღოს ზომები სხვა მოხელის მიერ ამ მოქმედების შესასრულებლად, თუგინდ ეს მოხელე სხვა უწყებაშიც საქმიანობდეს.

მოცემულ შემთხვევაში მ.ც-ს ქმედება არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება მის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ც-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული ქმედების დისპოზიცია გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნა ან მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღება, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასურველი შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს „ზეგავლენით მოვაჭრის“ ანუ იმ პირის ასუხისმგებლობას, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. ის შეიძლება იყოს მოხელესთან ნათესაურ, მეგობრულ ან სხვაგვარ ახლო ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც მოხელესთან ახლობლობას იყენებს უკანონო გამორჩენის მისაღებად და მოხელეზე ზეგავლენის განხორციელების სანაცვლოდ დაინტერესებული პირისაგან იღებს ან სთხოვს ფულს, ფასიან ქაღალდს, სხვა ქონებას, ქონებრივ სარგებელს ან სხვა რაიმე არამართლზომიერ უპირატესობას.

ზეგავლენით მოვაჭრის როლში შესაძლებელია მოხელეც მოგვევლინოს. ასეთი შემთხვევები უნდა გაიმიჯნოს ქრთამის აღებისაგან.

თუ საჯარო მოხელე თავისი თანამდებობრივი მდგომარეობისა და ავტორიტეტის გამოყენებით, გასამრჯელოს სანაცვლოდ ახორციელებს არამართლზლომიერ ზეგავლენას სხვა მოხელეზე და უზრუნველყოფს ამ უკანასკნელის მიერ გასამრჯელოს მიმცემის სასარგებლო მოქმედების შესრულებას, მაშინ იგი პასუხს აგებს ქრთამის აღებისათვის. ამგვარ კვალიფიკაციას მოხელის მიერ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება განაპირობებს. იგი თავის საჯარო უფლებამოსილებას იყენებს არა საჯარო ინტერესის შესაბამისად, არამედ მის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიზნით.

თუ საჯარო მოხელე გასამრჯელოს სანაცვლოდ ახორციელებს ზეგავლენას სხვა მოხელეზე და ამისათვის იყენებს არა თავის თანამდებობრივ უფლებამოსილებასა და ავტორიტეტს, არამედ მოხელესთან არსებულ ნათესაურ, მეგობრულ ან სხვაგვარ ახლო ურთიერთობას, მაშინ იგი მოქმედებს არა როგორც მოხელე, არამედ როგორც კერძო პირი და პასუხს აგებს ზეგავლენით ვაჭრობისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქრთამის აღებისათვის დამახასიათებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენება ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ანუ დამნაშავის შესაძლებლობა, თავისი ავტორიტეტით ზეგავლენა მოახდინოს სხვა პირებზე, რომლებიც მის დაქვემდებარებაში არ იმყოფებიან, რათა მიღებული იქნას ქრთამის მიმცემისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება.
ასეთ შემთხვევაში დანაშაულის ამსრულებლად გვევლინება ის მოხელე, რომელსაც, თუმცა არა აქვს უშუალო უფლებამოსილება, განახორციელოს სათანადო მოქმედება ქრთამის მიმცემის ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ სამსახურებრივი მდგომარეობით შეუძლია, მიიღოს ზომები სხვა მოხელის მიერ ამ მოქმედების შესასრულებლად, თუგინდ, ეს მოხელე სხვა უწყებაში საქმიანობდეს.

მხოლოდ პირადი ურთიერთობის გამოყენება, რასაც მოხელის სამსახურებრივ მდგომარეობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენების დანაშაულებრივ ნიშანს და ამ შეთხვევაში, ასეთი ქმედება, სხვა სათანადო პირობების არსებობისას, უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ზეგავლენით ვაჭრობა.

ზეგავლენით ვაჭრობა არის ფორმალური დანაშაული და დამთავრებულად ითვლება ზეგავლენით მოვაჭრესა და სარგებლის მაძიებელ პირს შორის შეთანხმებისთანავე. აღნიშნული დანაშაულისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რეალურად განხორციელდა თუ არა ზეგავლენა ან/და მიღებული იქნა თუ არა სასურველი შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებლად მოხელე იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს მოაზრებული, თუკი ის არ იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას ან ავტორიტეტს, არამედ იყენებს პირად ურთიერთობას და ზეგავლენას ახდენს სხვა მოხელეზე, რისთვისაც მიღებული აქვს რაიმე პრივილეგია.

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ არ დადგენილა იმ პირთა ვინაობა, რომელთაც შეეძლოთ ნ.ჯ-ს სამსახურში მოწყობა, ასევე არ დადგენილა ის გარემოება, რა დამოკიდებულება ჰქონდა მ.ც-ს ზემოაღნიშნულ პირებთან და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გააჩნდა თუ არა ისეთი ავტორიტეტი, რომ ამ პირებზე მოეხდინა გარკვეული ზეგავლენა ნ.ჯ-ს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში.

მ.ც-ს მიერ განხორციელებული ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, თუ რა დამოკიდებულება არსებობდა მ.ც-სა და იმ პირს შორის, რომელზეც დამოკიდებული იყო ნ.ჯ-სათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოებასთან დაკავშირებით ნ.ჯ-მ აჩვენა, რომ მ.ც ქრთამის სანაცვლოდ დაპირდა ... მერიაში ან გამგეობაში დასაქმებას, სადაც მას ჰყავს ახლობლები. ნ.ჯ-მ ჩვენების მიცემისას ვერ მიუთითა კონკრეტული იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომელთაც შეეძლოთ მისი დასაქმების საკითხის დადებითად გადაწყვეტა. ჩვენების მიცემისას მან არაერთხელ განმარტა, რომ მ.ც. მას დასაქმებას დაპირდა ახლობლის მეშვეობით. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მ.ც. სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით კი არ პირდებოდა ნ.ჯ-ს დასაქმებას, არამედ ამ საკითხის გადაწყვეტას იგი ვარაუდობდა მისი საახლობლო წრის მეშვეობით. სასამართლოს შეფასებით, პირადი ურთიერთობების გამოყენება გამორიცხავს სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ.ც-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია მ. ც-ს მიერ ნ. ჯ-სათვის დასაქმების სანაცვლოდ ფულის მოთხოვნისა და მიღების ფაქტი.

ამასთან, დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს ბრალდების სამართლებრივ შეფასებას მ. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედებისა და ამ ნაწილში იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახეზე არ არის ქრთამის აღების შემადგენლობის ყველა ელემენტი. კერძოდ: ბრალის შესახებ დადგენილებით მ. ც-ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით იმაში, რომ მან (მოხელემ) პირდაპირ მოითხოვა და მიიღო ფული, რათა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ნ. ჯ-ს სასარგებლოდ განეხორციელებინა ქმედება (დაესაქმებინა).

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა პირს შეერაცხოს ბრალად წარდგენილი ქმედება, უნდა დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი.
მოცემულ შემთხვევაში უტყუარადაა დადგენილი, რომ მ. ც-მ მოსთხოვა და მიიღო ფული ნ. ჯ-საგან მისთვის სასარგებლო ქმედების განხორციელების პირობით. სასამართლო განმარტავს, რომ ქრთამის აღების საფუძველზე შესრულებული მოქმედება შეიძლება არ შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, მაგრამ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლო მოქმედების შესრულებას/ შეუსრულებლობას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იმის დადგენა, რომ მოხელე სწორედ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით აპირებს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას.

აღნიშნულის დასადგენად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნ. ჯ-ს ჩვენებასა და ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, საიდანაც ირკვევა, რომ მ.ც. ნ. ჯ-ს დასაქმებას სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით კი არ ჰპირდებოდა, არამედ ამ საკითხის მოგვარებას პირადი, ახლობლური ურთიერთობების გამოყენებით აპირებდა, რაც გამორიცხავს მ. ც-ს მიერ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით უკანონო ქმედების განხორციელების შეპირებას და, შესაბამისად, მ. ც-ს ქმედების ქრთამის აღებად შეფასების სამართლებრივ შესაძლებლობასაც გამორიცხავს.

ამდენად, გამოკვლეული მტიცებულებებით დგინდება, რომ მ.ც. ჰპირდებოდა ნ. ჯ-ს, რომ ახლობლური ურთიერთობებით გავლენა მოეხდინა სხვა პირზე, რომელსაც ხელეწიფებოდა ნ.ჯ-სათვის თანხის სანაცვლოდ შეპირებული ქმედების განხორციელება, რაც საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ზეგავლენით ვაჭრობა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას შეიცავს, რომლის თანახმადაც, დასჯადია პირისთვის ფულის მოთხოვნა და მიღება იმის სანაცვლოდ, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე ამ პირის სასარგებლოდ.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ც-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ.ც-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3391-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

hsoj31's picture
hsoj31 (hsoj31)
სხვა
რეგ. თარ: 2016/08/01
ბოლო შემოს: 2021/01/14 14:21:08
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მოწმე ნ.ჯ-ს ჩვენებით დგინდება, რომ მ.ც-მ დაურეკა მას მისი დასაქმების საკითხთან დაკავშირებით, რის თაობაზედაც იგი მარტის თვეში ორჯერ შეხვდა მ.ც-ს, მის სამუშაო კაბინეტში. საუბრისას წამოჭრა საკითხი იმაზე, რომ ნ.-ს უნდოდა სამსახური, მ-ს კი შეეძლო ამის გაკეთება. შეხვედრები მიმდინარეობდა მხოლოდ მათ შორის, სხვა პიროვნება აღნიშნულ საუბრებს არ დასწრებია. შეხვედრისას მ.ც. შეპირდა დასაქმებას გარკვეული თანხის სანაცვლოდ მერიაში ან გამგეობაში, ძირითადად მერიაში, სადაც გააჩნდა ახლობლური ურთიერთობები. მ-ს მიერ კონკრეტული თანამდებობა, რომელიმე დეპარტამენტი, განყოფილება ან სამმართველო, არ ყოფილა დასახელებული. მისივე ჩვენებით ასევე დგინდება, რომ დასაქმების სანაცვლოდ, ნ.ჯ-მ, 2015 წლის 18 მარტს, ... რაიონის გამგეობის შენობაში, მ.ც-ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2000 (ორი ათასი) ევრო, ხოლო 2015 წლის 19 მარტს, ქ..., ... გამზირზე, მანქანაში გადასცა თანხის დარჩენილი ნაწილი 1000 (ათასი) ევროს ოდენობით.

სასამართლო პროცესზე მოხდა მ.ც-სა და ნ.ჯ-ს შეხვედრებისა და საუბრების ამსახველი ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების დემონსტრირება და მათი ამსახველი კრებსების საჯაროდ წაკითხვა, რომლებითაც ასევე დადასტურდა მოწმე ნ.ჯ-ს მიერ მიცემული ჩვენების სისწორე. ხსენებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2015 წლის 16 მარტს, .... რაიონის გამგეობის შენობაში, მ.ც. შეხვდა ნ.ჯ-ს და ამ უკანასკნელს მიაწოდა საკანცელარიო ფაილში მოთავსებული დოკუმენტაცია. ეს დოკუმენტაცია იყო „CV“-ის ნიმუშები. ჩანაწერში ფიქსირდება, რომ მ.ც. დგამს სკამს და ჯდება ნ.ჯ-სთან ახლოს, სთხოვს ჩუმად საუბარს და პულტით უწევს ტელევიზორის ხმას, თუმცა, ტელევიზორში რა გადის, იმის მიმართ ინტერესს არ იჩენს. ნ.ჯ. ეუბნება, რომ ელოდება 1000-ს (ევროს) და ამ დღეებში მთლიანად მიუტანდა ფულს. მ.ც ძალიან ფრთხილობს და ჩუმად საუბრობს.

მ.ც. პირდება ნ.ჯ-ს, რომ მერიაში მის ნაცნობს ეტყვის, რომ მის წინაშე აქვს მორალური ვალდებულება და სთხოვს მის დანიშვნას ქ.... მერიის რომელიმე სამსახურში. 2015 წლის 18 მარტს, ... რაიონის გამგეობის შენობაში, მ.ც-ს კაბინეტში, ნ.ჯ. კვლავ შეხვდა მ.ც-ს. ნ.ჯ-მ მიაწოდა საკანცელარიო ფაილი და უთხრა, რომ იქ იყო 2000 ევრო. მ.ც-მ გააფრთხილა, რომ ჩუმად ესაუბრა. ნ.ჯ-მ უთხრა, რომ „2000 და ხვალ პირველ საათამდე“, რა დროსაც მ.ც-მ გააწყვეტინა საუბარი და უთხრა, რომ ჩუმად ყოფილიყო და დამჯდარიყო. შემდეგ ნ.ჯ-მ უთხრა მ.ც-ს მეორე დღეს მიეტანა თუ არა მისთვის 1000 (იგულისხმება 1000 ევრო), რაზედაც მ.ც-მ თანხმობა განუცხადა. შემდეგ, მ.ც-მ აუწია ტელევიზორს ხმა და ამ უკანასკნელსა და ნ.ჯ-ს შორის გაიმართა საუბარი, რა დროსაც ნ.ჯ. ეკითხება მას, რომ შეუძლია თუ არა მშვიდად იყოს სამსახურთან დაკავშირებით, რაზეც მ.ც. დადებითად პასუხობს. 2015 წლის 19 მარტს, ქ...., ...გამზირზე, .. საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ც. თავისი სამსახურებრივი მანქანით შეხვდა და მანქანაში ჩაისვა ნ.ჯ., რა დროსაც ამ უკანასკნელმა ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა ფულადი თანხა 1000 ევროს ოდენობით და ჰკითხა: „აგერა ეს და სად დაგიდო აბა?“, რაზედაც მ.ც-მ მიანიშნა ადგილზე და უპასუხა: „კაი, აგერ დადე“. შემდეგ ნ.ჯ-მ უთხრა, რომ ზედმეტად არ დაურეკავდა, ხოლო მ.ც-მ უპასუხა, რომ „საქმის გასაკეთებლად“ გათვლილი აქვს 2-3 თვე ან თუ ყველაფერი კარგად იქნება, უფრო ადრეული პერიოდი. აღნიშნულის შემდეგ, როდესაც მ.ც-ს მართვის ქვეშ მყოფ მანქანას მიუახლოვდა პოლიციელი და მოსთხოვა ავტომანქანის გაჩერება, იგი არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას და შეეცადა მიმალულიყო. ამის შემდეგ ავტომანქანაში მ.ც. მოუწოდებდა ნ.ჯ-ს აეღო ფული და გადაეგდო და გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ მას დაიჭრენ და დაიღუპება.

2015 წლის 7 მაისის ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოგრამები ერთი მთლიანია; მასში არ დაფიქსირებულა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი: წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა, ხარვეზები, გამოსახულების შეყოვნებები, კადრის გაუმართლებელი ცვლილებები, კადრების გადაფარვა სხვა გამოსახულებებით და ა.შ.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ მ.ც-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ფულადი თანხა 2700 ევროს ოდენობით. მ.ც-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხის კუპიურები ზუსტად ემთხვევა ნ.ჯ-სათვის ოპერატიული მიზნით გადაცემული ფულადი თანხის კუპიურებს. ამავე დროს, მ.ც-ს სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნ.ჯ-ს CV და დიპლომის ასლი. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ.ჯ-ს ეს მონაცემები მას სჭირდებოდა პარტიული მიზნებიდან გამომდინარე, ვინაიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნისას, სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს Curriculum Vitae (CV) და განათლების მოწმობა. ეს გარემოებაც ერთმნიშვნელოვნად მოწმობს იმ გარემოებაზე, რომ ეს დოკუმენტები მ.ც-მ ნ.ჯ-ს წარმოადგენინა სწორედ მისი სამსახურში დასაქმების საკითხში დასახმარებლად.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფარული ვიდეო ჩანაწერების თანახმად, მ.ც. ნ.ჯ-სთან საუბრებში იჩენდა არაადეკვატურ სიფრთხილეს, კერძოდ, საუბრობდა ძალიან ხმადაბლა, იგი ჯდება ნ.ჯ-სთან ძალიან ახლოს და მასაც მოუწოდებდა ესაუბრა ხმადაბლა. ამასთან, ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებული უწევს ხმას ტელევიზორს, რათა გადაფაროს ხმა, თანხის რაოდენობის შესახებ ჯესტიკულაციით, თითებით ანიშნებს თანამოსაუბრეს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმეებმა განაცხადეს, რომ მ.ც-მ მათ სთხოვა ფულადი თანხა სესხის სახით, თუმცა მათვე დაადასტურეს, რომ მათთვის სესხის სახით ფულის თხოვნისას მ.ც-ს არ გამოუჩენია არანაირი სიფრთხილე და ესაუბრებოდა მათ ჩვეულებრივი ტონით. აღნიშნული გარემოებები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბრალდებული მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით და საუბრები შეეხებოდა არა სესხის სახით ასაღებ თანხას, არამედ ნ.ჯ-ს დასაქმების სანაცვლოდ ასაღებ ფულად თანხას.

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაახასიათეს ბრალდებულის პიროვნება დადებითად, მათ განაცხადეს, რომ მათ არ იციან მ.ც-სა და ნ.ჯ-ს შორის არსებული ურთიერთობისა და მათი საუბრების შესახებ, მათთვის უცნობია რაიმე ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცების საგანთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არც ბრალის დამადასტურებელ და არც ბრალდებულის გამამართლებელ ჩვენებებად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მოწმე ნ.ჯ-ს ჩვენება არ უნდ იქნეს გაზიარებული იმის გამო, რომ იგი არის პოლიციის აგენტი, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არ ყოფილა. ამავე დროს, სასამართლოს შეფასებით, მოწმე ნ.ჯ-ს ჩვენება ფაქტობრივი გარემოებების აღწერისა და მტკიცების საგანთან მიმართებაში სრულ თანხვედრაშია სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნავს, რომ : ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. პოლიციელებმა/ კონფიდენტებმა არ უნდა მოახდინონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (Ramanauskas v. Lithuania,, 74420/01, 2008 წლის 5 თებერვალი); თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია ((Malininas v. Lithuania,, 10071/04, 2008 წლის 1 ივლისი); ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი ((Miliniene v. Lithuania,, 74355/01, 2008 წლის 24 ივნისი). ამდენად, თუ ფარული აგენტის მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ პასიური მოქმედებით, მაშინ კონვენცია არ ირღვევა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ.ჯ. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართეს და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელეს მას შემდეგ, რაც მ. ც.-მ მოსთხოვა ნ. ჯ.-ს დასაქმების სანაცვლოდ თანხის გადახდა. ნ. ჯ-ს როლი მთელ ამ პროცესში იყო პასიური იმ კუთხით, რომ მისი ქმედება არც ერთ ეტაპზე არ იყო წამქეზებლური, მას მ. ც-სათვის არაფერი შეუთავაზებია, იგი მოქმედებდა მ. ც.-საგან მომდინარე პირობების შესაბამისად, რის გამოც, სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემომითითებული განმარტებების გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევს ნ. ჯ-ს ე.წ. აგენტ-პროვოკატორად ხოლო მ. ც-ს - დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლად.

რაც შეეხება ბრალდებულ მ.ც-ს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მ.ც-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, რომ დაკავების ადგილზე არ ჩატარებულა მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, ასევე ჩხრეკის შედეგად არაფერი არ ამოღებულა და არ დალუქულა, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მ.ც-ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები: დ.გ., გ.გ. რომელთა ჩვენებები, სასამართლოს შეფასებით, არის თანმიმდევრული და ფაქტობრივი გარემოებების აღწერის თვალსაზრისით თანხვედრაშია ერთმანეთთან. მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი მ.ც-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ მ.ც-ს დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა მისი დაკავების ადგილზე, აღნიშნულის თაობაზე შედგა შესაბამისი ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა დაილუქა, რაც აღნიშნულია შესაბამისი ოქმის იმ ნაწილში, სადაც კონკრეტულად გამოყოფილია ამოღებული ნივთებისა და საგნების დალუქვის შესახებ.

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მ.ც-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი მოთხოვნები, ვინაიდან მ.ც-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა არ ჩატარებულა არც სასამართლოს განჩინებისა და არც გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, ამასთან, დაცვის მხარის არგუმენტაციით, ავტომანაქანის ჩხრეკა სხვა საგამოძიებო მოქმედებაა და უნდა ჩატარებულიყო ცალკე, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროკურორს, გამომძიებელს, დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს უფლება აქვთ, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული წესით პირადი ჩხრეკით ამოიღონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან სხეულში. მ.ც-ს დაკავება მოხდა მის სამსახურებრივ ავტომანქანაში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში დამკავებელ პირებს უფლება ჰქონდათ პირადი ჩხრეკით ამოეღოთ საქმისათვის მნიშვნელოვანი საგნები და ობიექტები, რომლებიც აღმოჩნდა მ.ც-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში. ამავე დროს საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში გამომძიებლის დადგენილების გამოტანა აუცილებელი არ არის.

ამასთან, სასამართლოს ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ხსენებული საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რომ ასეთ ვითარებაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება უნდა შეამოწმოს სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში დაცულია და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შესახებ იმსჯელა სასამართლომ კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების წარუდგენლობით პირის კანონიერი ინტერესები არ შელახულა, ვინაიდან მის უფლებებში ჩარევა სასამართლოს კონტროლქვეშ მოექცა.ამავე დროს, ბრალდებულ მ.ც-ს განმარტებასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპზე მისი დაკავებისას განხორციელებული საპროცესო კანონდარღვევების ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი თუნდაც ერთი მტკიცებულება, შესაბამისად დაცვის მხარის ამ არგუმენტს სასამართლო ვერ გაიზიარებს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩვეული ყველა მტკიცებულება დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება შეუძლებელი იყო კონკურსის გავლის გარეშე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, ასევე შესაძლებელია უკონკურსოდ დაინიშნოს შტატგარეშე თანამშრომელი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.