კომენტარები

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/12
ბოლო შემოს: 2023/12/09 17:03:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ერთგულების მოვალეობის ცალკეული შემთხვევები
(გაგრძელება)

საკითხავი მასალა:
• ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.331-359
• ლაშა ცერცვაძე, დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას, თბილისი, 2016, გვ.180-188, ან: სადისერტაციო ნაშრომი, 2015, გვ.138-144
• „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53, 54, 55 მუხლები

ერთგულების მოვალეობის
დარღვევის შემთხვევები (აშშ-სა და გერმანიის სამართლის მიხედვით):
• ინტერესთა კონფლიქტი (მათ შორის, საკუთარ თავთან დადებული გარიგებები) - მოვალეობათა კოლიზიის გამოვლინება
• კონკურენცია კორპორაციასთან - მოვალეობათა კოლიზიის გამოვლინება
• კორპორაციის საქმიანი შესაძლებლობების მითვისება - კორპორაციის ქონების გამოყენების შემთხვევა
• ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობა - კორპორაციის ქონების გამოყენების შემთხვევა

მოვალეობათა კოლიზია
მოიცავს როგორც ინტერესთა კონფლიქტის, ისე კონკურენციის აკრძალვის შემთხვევებს
• ზოგადად, როგორც ანგლოამერიკული, ისე ევროპული კორპორაციული მართვის მოდელი დირექტორს აძლევს შესაძლებლობას, ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმუშაოს რამდენიმე კორპორაციაში.
• ასეთ დროს დირექტორი აღმოჩნდება მოვალეობათა კოლიზიის წინაშე: მას ორი კორპორაციის წინაშე აკისრია ერთგულების მოვალეობა
• მოვალეობათა კოლიზიის გავრცელებული შემთხვევა არის კონკურენციის აკრძალვა

როგორ უნდა გადაწყდეს მოვალეობათა კოლიზიის საკითხი:

1) გარიგებები იმ კორპორაციებს შორის, რომელთაც საერთო დირექტორები ჰყავთ (ეს შემთხვევა მიეკუთვნება როგორც კონკურენციის აკრძალვის, ისე ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, მაგ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ.53 და მუხ.208.2„დ“, 208.8)
• იწვევს თუ არა ამ შემთხვევაში მოვალეობათა კოლიზია გარიგების ბათილობას?
• ამ საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება იგივე წესები, რაც საკუთარ თავთან დადებული გარიგების ნამდვილობის განსაზღვრისას
• გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ინტერესთა კონფლიქტის გახსნილობა, აქციონერთა უმრავლესობის მიერ ან ბორდის უმრავლესობის მიერ ამ გარიგების მოწონება. დირექტორი კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს
• თუკი არც გახსნილობა და არც აქციონერთა ან ბორდის თანხმობა არ არსებობს, მაშინ დირექტორებმა კორპორაციის წინაშე უნდა დაამტკიცონ გარიგების კორექტულობა

2) დირექტორთა მრავალჯერადი მოვალეობანი დედა და შვილობილ კორპორაციებთან ურთიერთობაში (parent-subsidiary loyalties)
• დედა კორპორაციის დირექტორები იმავდროულად შვილობილი კომპანიის ბორდის წევრებიც არიან
• დელავერის სასამართლო პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით. დადგენილი სტანდარტები:
- დირექტორს ორივე კორპორაციის მიმართ ეკისრება ერთგულების თანაბარი მოვალეობა
- დირექტორს აქვს გახსნილობის მოვალეობა
- თუკი მოვალეობათა კოლიზიის დროს მოვალეობათა კონფლიქტი გარდაუვალია, ამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დირექტორებმა ჯობია საერთოდ შეიკავონ თავი და არ მიიღონ მონაწილეობა ამ გარიგებაში. ეს იმ შემთხვევაში, თუკი დირექტორი მოკლებულია შესაძლებლობას, ორივე კორპორაციის საუკეთესო ინტერესები დაიცვას
- დელავერის სასამართლო პრაქტიკა

კონკურენციის აკრძალვა - მოვალეობათა კოლიზიის გამოვლინება
• გერმანული სამართალი:
სს-ის გამგეობის წევრს არ აქვს უფლება, სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე:
- განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა,
- საზოგადოების საქმიანობის სფეროში საკუთარი ან სხვისი ხარჯით აწარმოოს კომერციული საქმეები (ანუ, არ შეუძლია იმუშაოს, მათ შორის, პროკურისტად, სავაჭრო მაკლერად, კომისიონერად),
- იყოს სხვა საზოგადოების გამგეობის წევრი ან მენეჯერი,
- იყოს სხვა საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორი
ამ წესის დარღვევის შედეგები:
- ზიანის ანაზღაურება
- საზოგადოებას ასევე შეუძლია მოითხოვოს, თვითონ შევიდეს მხარედ იმ საქმეში, რომელიც გამგეობის წევრმა საკუთარი ხაარჯით განახორციელა
- სხვისი ხარჯით შესრულებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამგეობის წევრმა უკან უნდა დააბრუნოს
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე არ ვრცელდება კონკურენციის აკრძალვის მოვალეობა

კონკურენციის აკრძალვა ქართულ სამართალში - კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხ.53

თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით
იგი აშშ-ს სამართალში გამოხატულებას პოულობს ცალკეულ დარღვევებში, რომელთა კლასიფიკაციაც ამერიკის სამართლის ინსტიტუტის კორპორაციული სამართლის პრინციპებშია მოცემული, მაგალითად:
1. კომერციული შანსების გამოყენება
2. ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობა
3. თანამდებობის გამოყენება ისეთი ფინანსური გამორჩენის მიზნით, როგორიცაა ქრთამის აღება, ფარული პროვიზიის ან გასამრჯელოს მიღება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე
4. თანამდებობის გამოყენება საგადასახადო უპირატესობების მისაღებად
5. თანამდებობის გამოყენება დივიდენდების განაწილებაზე ზეგავლენის მოსახდენად
6. თანამდებობის გამოყენება ანგარებით კორპორაციის საქმიანობის რომელიმე სახეობის დახურვის მიზნით
7. თანამდებობის გამოყენება ანგარებით აქციების გამოსაშვებად ან ახალი აქციების შესაძენად
8. თანამდებობის გამოყენება გამორჩენის მიზნით ოფისზე უარის თქმის, მაგ., გაყიდვის გზით
9. კორპორაციის ქონების გამოყენება პირადი სარგებლის მიზნით,მ მაგ., სამსახურებრივი მანქანით ან თითმფრინავით პირადად სარგებლობა, პირადი ვალდებულების სპონსორობა და სხვა

კომერციული შანსების გამოყენება
(Corporate Opportunity)
• კორპორაციის ქონების გამოყენების კლასიკური შემთხვევა
• კომერციული შანსი მიიჩნევა კორპორაციის კუთვნილად და დირექტორს არ გააჩნია მისი პირადად გამოყენების უფლება, თუკი კორპორაციას უკვე აქვს მის მიმართ „დასაბუთებული ინტერესი“.
• თუ რა ჩაითვლება კორპორაციის „დასაბუთებულ ინტერესად“, ეს კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია
• კომერციული შანსი კორპორაციის კუთვნილად მიიჩნევა, თუკი დირექტორისთვის მის შესახებ ცნობილი გახდა თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე
• გამონაკლისი: კორპორაციას არ შესწევს უნარი, რომ ეს შანსი თვითნ გამოიყენოს; მესამე პირი უარს აცხადებს კორპორაციასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დირექტორის გახსნილობა და კორპორაციის თანხმობა
• „პეპსი-კოლას“ საქმე - გუტი ლოფტის წინააღმდეგ (Guth v. Loft Inc.)

კომერციული შანსების გამოყენება ქართულ სამართალში:
საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვა
• კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხ.54

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/12
ბოლო შემოს: 2023/12/09 17:03:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

დუმილის მოვალეობა

საკითხავი მასალა:
• ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.360-372

დუმილის მოვალეობის არსი
• ხელმღვანელები ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ საწარმოო და კომერცული საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თანამდებობაზე მუშაობის შედეგად, კორპორაციის ქონების მართვის პროცესში
• რომელი მოვალეობიდან გამომდიანრეობს დუმილის მოვალეობა - ერთგულების მოვალეობიდან, ზრუნვის მოვალეობიდან თუ ორივე მოვალეობიდან?

ერთგულების მოვალეობის სუბიექტები
• ხელმძღვანელი ორგანოს წევრები (დირექტორები)
• სამეთვალყურეო საბჭოს წევრები
• დირექტორის მოადგილეები

გერმანიის სააქციო კანონი
• საზოგადოების საიდუმლოებანი
• საზოგადოების კონფიდენციალური მონაცემები

საზოგადოების საიდუმლოება
• სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გარემოებები, რომლებიც არ არის საყოველთაოდ ცნობილი და რომლის გაუხმაურებლობა თუ საიდუმლოდ შენახვა საზოგადოების დასაბუთებულ ეკონომიკურ ინტერესებში შედის.
• მაგალითად:
- პროდუქციის გასაღების გეგმები
- კალკულაცია
- ფინანსური გეგმები
- კლიენტების სია
- პროდუქციის დამზადების პროცესი
- კომპიუტერული პროგრამები
- საკადრო გადაწყვეტილებები
- მონაცემები თანამშრომელთა შესახებ
- გამგეობის წევრების ხელფასი
- საქმიანი პარტნიორები
- ინფორმაცია საზოგადოების შიგნით არსებული დავებისა და უთანხმოებების შესახებ
- მომგებიანი გარიგებების შესახებ წინადადება, თუკი ამ წინადადებას ჯერ არ მიუღწევია საზოგადოებამდე
- და ა.შ.

• საიდუმლო ინფორმაციის სტატუსის მინიჭება მოითხოვს შესაბამისი ფორმალური აქტის არსებობას, რაც მისი საიდუმლო ინფორმაციისადმი მიკუთვნებას დაადასტურებდა (მაგ. ინფორმაციისთვის/დოკუმენტისთვის საიდუმლო გრიფის მიკუთვნება)

კონფიდენციალური ინფორმაცია
• მონაცემები, რომლის გახმაურებაც საზოგადოებისთვის შესაძლებელია საზიანო აღმოჩნდეს
• მაგალითად:
- ინფორმაცია საზოგადოების შიგნით არსებული დავების შესახებ
- გამგეობის სხდომებზე გამონათქვამები
- სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე გამონათქვამები
- კონფიდენციალური ინფორმაცია, განსხვავებით საიდუმლოსგან, არ მოითხოვს შესაბამისი ფორმალური აქტის არსებობას, რაც მისი საიდუმლო ინფორმაციისადმი მიკუთვნებას დაადასტურებდა (მაგ. ინფორმაციისთვის/დოკუმენტისთვის საიდუმლო გრიფის მიკუთვნება)

დუმილის მოვალეობა ვრცელდება: მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომლებიც პირისათვის ცნობილი გახდა გამგეობის წევრად მუშაობიდან გამომდინარე

დუმილის მოვალეობა საზოგადოების ორგანოებს შორის: დუმილის მოვალეობა არ მოქმედებს გამგეობის შიგნით, გამგეობის მიმართ სამეთვალყურეო საბჭოსთან ურთიერთობაში, სამეთვალყურეოპ საბჭოს შიგნით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ინფორმაციის ბოროტად გამოყენების საფრთხე)

დუმილის მოვალეობა არ არსებობს: როდესაც ხელმძღვანელ პირებს კანონით ევალებათ ინფორმაციის მიწოდება

დუმილის მოვალეობა არ მოქმედებს: როდესაც საზოგადოების ინტერესები მოითხოვს გამჟღავნებას

უნდა მიაწოდოს თუ არა გამგეობამ მთელი ინფორმაცია საწარმოს შესახებ საწარმოს შეძენის მსურველს (ე.წ. due diligence)?

ჩვენების მიცემაზე უარის უფლება - სსსკ მუხ.142.1„გ“, 142.2, 143

დუმილის მოვალეობის გამოიყენება სასამსახურო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც, თუკი ამას მოითხოვს საზოგადოების ინტერესები. ეს წესი გამოიყენება განსაკუთრებული შეთანხმების გარეშეც

დუმილის მოვალეობის დარღვევის შედეგები:
- ზიანის ანაზღაურება
- თანამდებობიდან გათავისუფლება

ქართული სამართალი
ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი

04/07/2023 01:14
nodo911
nodo911
ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის დარღვევით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობის წინაპირობები. „სასარგებლო“ კანონდარღვევები

საკითხავი მასალა
•ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.373-407

სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობები/ელემენტები, რომელთა არსებობა აუცილებელია ვალდებულების დარღვევისთვის (სახელშეკრულებო თუ დელიქტიდან გამომდინარე) ზიანის ასანაზღაურებლად:
•მართლწინააღმდეგობა
•ბრალი (მაგ., სკ მუხ.394.1, 395.1, 412, მუხ.992)
•ზიანი
•მიზეზობრივი კავშირი

ბრალი
•განზრახვა - მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და მისი დადგომის სურვილი
სამართლის მეცნიერება იცნობს განზრახვის დაყოფას პირდაპირ და ევენტუაურ განზრახვას, თუმცა ასეთ დაყოფას სამოქალაქო სამართლისთვის არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა
•გაუფრთხილებლობა - სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი ყურადღებიანობის დარღვევა
გაუფრთხილებლობა ქართულ სამართალში იყოფა უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობად. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს გულმოდგინების (ყურადღებიანობის) დარღვევის ხარისხში

ბრალი აშშ-ს სამართალში
•აშშ-ს სამართალი - ბრალი, ძირითადად, განიხილება დელიქტურ სამართალში. სახელშეკრულებო სამართალში პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარისია ხელშეკრულების დარღვევა და ბრალის არსებობაზე მითითება სავალდებულო არ არის, აქ მოვალის ბრალი არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპს
•აშშ-ს სასამართლო პრაქტიკაში ბრალის ფორმები განისაზღვრება ცალკეული შემთხვევების მიხედვით. ყურადღება ექცევა მარტივ და უხეშ გაუფრთხილებლობას
•BJR არ გამოიყენება უხეში გაუფრთხილებლობის დროს, თუმცა არის განსახვავებული შემთხვევაც მარტივ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით

ბრალი გერმანიის სამართალში
•გერმანულ სამართალში ბრალის საკითხის ქართულ მოწესრიგებასთან მსგავსება
•კანონით გათვალისწინებულ მოვალეობათა დარღვევა გამგეობის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ გამორიცხავს ბრალის არარსებობას
•გამგეობის წევრები პასუხს აგებენ მხოლოდ საკუთარი ბრალისთვის
ზიანი
•ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ზიანი, რომელიც კორპორაციას მიადგა მოვალეობათა ბრალეული დარღვევის შედეგად
ზიანი - კორპორაციის ქონების შემცირება, დანაკლისი, რომელიც არ არის კომპენსირებული ქონების ნამატით და რომელიც გამოწვეულია ხელმძღვანელობის მოვალეობათა დარღვევით
•სამოქალაქო კოდექსის მუხ.411
•რეფლექსური ზიანი - კორპორაციისთვის ზიანის მიყენების გზით აქციონერებისათვის არაპირდაპირი ზიანის მიყენება
მიზეზობრივი კავშირი (კაუზალობა)
•ადეკვატურობის თეორია

სასარგებლო კანონდარღვევები
•შესაძლებელია თუ არა, კანონის მოთხოვნების დარღვევა ბრალად შეერაცხოს ხელმძღვანელს, თუკი მან ზიანის ნაცვლად სარგებელი მოუტანა კორპორაციას?
გამონაკლისები:
•ისეთი ნორმების დარღვევა, რომლებიც დიდი ხანია, პრაქტიკაში არ გამოიყენება;
•თუ კანონდარღვევა იმ მიზნით მოხდა, რომ გაირკვეს სამართლის ნორმების ნამდვილობა ან გადაიხედოს ნორმის ადრე არსებული განმარტება;
•როცა ნორმის შინაარსი ბუნდოვანი ან სადავოა;
•ხელშეკრულების დარღვევა (გერმანია: სს-ის გამგეობის წევრს არ აკისრია სამართლებრივი მოვალეობა, რომ მესამე პირების წინაშე ნაკისრი ყველა სახელშეკრულებო მოვალეობა შეასრულოს);
•მართლსაწინააღდეგო ქმედების გამამართლებელი საფუძვლები (უკიდურესი აუცილებლობა და სხვა)

ს აქვს, თუმცა დერივაციული სარჩელი მაინც აქტუალურია

ვინ შეიძლება იყოს დერივაციული სარჩელის აღმძვრელი პირი (დერივაციული მოსარჩელე):
•აქციონერი, უმეტესად აქციათა მცირე პაკეტის მფლობელი (მინორიტარი)
•დირექტორი
•სამეთვალყურეო საბჭო
•კრედიტორი

ვის წინააღმდეგ აღიძვრება დერივაციული სარჩელი (ვინ არის დერივაციული სარჩელის მოპასუხე):
•დირექტორი
•სამეთვალყურეო საბჭოს წევრი/თავმჯდომარე
•დომინანტი აქციონერი
•სხვა მესამე პირი, მაგ. კორპორაციის მოვალე, კრედიტორი

დერივაციული სარჩელის დასაშვებობა

დერივაციული სარჩელი აშშ-ში
•რეგულირდება: საკორპორაციო კანონმდებლობით, საპროცესო კანონმდებლობით. ფედერალურ დონეზე ფედერალური სამოქალაქო საპროცესო წესების 23.1 მუხლით.
•სასამართლო პრაქტიკა
•დერივაციული სარჩელის შეტანის უფლება ერთი აქციის მფლობელ აქციონერსაც აქვს
•დასაშვებიბის წინაპირობები:
-სარჩელის შემტანი აქციონერი უნდა წარმოადგენდეს აქციონერს იმ მომენტისთვის, როდესაც კორპორაციას მიადგა ზიანი
-მოსარჩელე უნდა იყოს აქციონერი სარჩელის შეტანის დროსაც
-სარჩელის შეტანამდე აქციონერმა ბორდს უნდა წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა იმ მიზნით, რომ სარჩელი ბორდმა შეიტანოს
-თუ აქციონერების სარჩელი მიმართულია მესამე პირების და არა ბორდის წინააღმდეგ, ასეთ შემთხვევაში დირექტორების უარი სარჩელის შეტანაზე საბოლოოა და დაცულია BJR-ით. აქციონერს მხოლოდ მაშინ შეუძლია სარჩელის შეტანა, თუ დამტკიცებს დირექტორების ინტერესთა კონფლიქტს.
-ბორდისადმი მიმართვა ყოველთვის არ არის აუცილებელი, მაგ., როდესაც აზრი არ აქვს
-შესაძლებელია სარჩელის შეტანამდე აქციონერის პრეტენცია კორპორაციის შიდა კომიტეტმა განიხილოს
-აქციონერმა უნდა წარმოადგინოს საპროცესო ხარჯების უზრუნველუყოფა, რაც შეიძლება კორპორაციას წარმოეშვას

დერივაციული სარჩელი გერმანიაში
- რეგულირდება: სპეციალური კანონით
- სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საწესდებო კაპიტალის 1%-ის ან 100 000 ევროს მფლობელ აქციონერებს
- დასაშვებობა

დერივაციული სარჩელი საქართველოში
კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხ.222, 176; 147-148

04/07/2023 01:14
nodo911
nodo911
პასუხისმგებლობის განხორციელება.
აქციონერის დერივაციული სარჩელი

საკითხავი მასალა:
•ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.410-437
•ბაქაქური, გელტერი, ცერცვაძე, ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, გვ.155-169

პარტნიორის კორპორაციული სარჩელის სახეები
•პირდაპირი სარჩელი
•დერივაციული (დერივატიული) სარჩელი

დერივაციული სარჩელი, როგორც საკორპორაციო სამართლის, ისე საპროცესო სამართლის ინსტიტუტია

რა არის დერივაციული სარჩელი - სარჩელი, რომელიც აღიძვრება საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ

აქციონერის დერივაციული სარჩელი - აქციონერის მიერ იმ მოთხოვნის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც კორპორაციას აქვს და რომელიც არ ხორციელდება, ან რომლის განხორციელებაც ყოვნდება

ერთსაფეხურიანი (მონისტური) მართვის მოდელი - ხელმძღვანელკთათვის ზიანის ანაზღაურება პრობლემურია, რადგან დამრღვევები - დირექტორები - საკუთარი თავის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ინიციატივით არ გამოვლენ. ამიტომ აქ დიდ როლს ასრულებს დერივაციული სარჩელი
ორსაფეხურიანი (დუალისტური) მართვის მოდელი - ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ინიცირების უფლებამოსილება მართვის ყველა ორგანოს აქვს, თუმცა დერივაციული სარჩელი მაინც აქტუალურია

04/07/2023 01:15
nodo911
nodo911
პასუხისმგებლობის განხორციელება (გაგრძელება). დევნის განხორციელება კორპორაციის ორგანოების მიერ.
მოთხოვნის გამოყენება კორპორაციის
კრედიტორების მიერ. მტკიცების ტვირთი

საკითხავი მასალა:
ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.437-463

•ერთსაფეხურიანი მოდელის სირთულე - ბორდის წევრები თავად არიან დამრღვევები და სარჩელის შეტანის ინიციატივით საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გამოვლენ
•ორსაფეხურიანი (დუალისტური) მართვის მოდელი - სამეთვალყურეო საბჭო აღჭურვილია სარჩელის შეტანის უფლებით. გამგეობაც უფლებამოსილია, სამეთვალყურეო საბჭოს წინააღმდეგ წარმოადგინოს საზოგადოება

გერმანული სააქციო სამართლის მიდგომა
განამტკიცებს მართვის ორგანოთა შორის ურთიერთკონტროლისა და ბალანსის კონცეფციას. აქ ზუსტად არის განსაზღვრული და გამიჯნული ორგანოების უფლებამოსილებები სარჩელის შეტანის შესახებ
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ინიცირების უფლებამოსილება აქვს ყველა ორგანოს
I შემთხვევა: გამგეობა მოვალეა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მოსთხოვოს კორპორაციისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
II შემთხვევა: სამეთვალყურეო საბჭო მოვალეა, გამგეობის წინააღმდეგ გამოიყენოს საზოგადოების მოთხოვნა
III შემთხვევა: აქციონერთა საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაავალდებულებს როგორც გამგეობის წევრებს, ისე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება. შესაძლებელია დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელიც
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გამგეობის ყოფილი წევრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრების მიმართ
დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო დავების წარმართვა ზრუნვის მოვალეობის შინაარსის ნაწილია
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ვალდებულებაა თუ უფლება? გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობის როლი
დირექტორის მიერ სარჩელის შეტანა სამეთვალყურეო საბჭოს წინააღმდეგ არის თუ არა ვალდებულება? - საერთო კრების გადაწყვეტილების საჭიროება

მოთხოვნის გამოყენება კორპორაციის კრედიტორების მიერ
ჩვეულებრივ, კრედიტორების მოთხოვნის ადრესატი არის კორპორაცია
დამოუკიდებელი მოთხოვნაა, თუ მხოლოდ საპროცესო უფლება?
სინამდვილეში აქ საუბარია კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე

კრედიტორების მოთხოვნის გამოყენების წინაპირობები
 კორპორაციის კუთვნილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის არსებობა
 აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების არსებობა ვერ იქნება საფუძველი კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობისგან განსათავისუფლებლად
 კრედიტორის მოთხოვნის არსებობა საზოგადოების მიმართ
 კრედიტორთა დაუკმაყოფილებლობა
 დადგენილი უნდა იყოს, რომ საზოგადოებას, ობიექტურად, არ შეუძლია კრედიტორის დაკმაყოფილება, მაგ., გადახდისუუნაროა ან აქვს ზედავალიანება

მოთხოვნის მოცულობის ფარგლები

მტკიცების ტვირთი
მტკიცების ტვირთის ზოგადი სტანდარტი სამოქალაქო პროცესში
გერმანულ სამართალში:
მტკიცების ტვირთის შებრუნება - საკუთარი არაბრალეულობის დამტკიცება ეკისრებათ ხელმძღვანელებს
ზიანის მიყენების ფაქტის დამტკიცება - ეკისრება საზოგადოებას
აშშ-ს სამართალში:
არ მოქმედებს მტკიცების ტვირთის შებრუნების მოდელი
„Pre-trial discovery“- წინასწარი მოსმენა, გამოკვლევა, მტკიცებულებების მოძიება
BJR-ის გამოყენება - ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს

მტკიცების ტვირთი კრედიტორთა სარჩელის დროს
ამ შემთხვევაში კრედიტორებმა უნდა დაამტკიცონ, რომ საზოგადოების წინაშე აქვთ მოთხოვნა და რომ საზოგადოება გადახდისუუნარო გახდა ან აქვს ზედავალიანება, საზოგადოების მოთხოვნის არსებობა ხელმძღვანელთა მიმართ. ბრალეულობის საკითხში გამოიყენება მტკიცების ტვირთის შებრუნება (გერმანული სამართალი)

ქართული საკორპორაციო სამართლის მიდგომა
•მართვის ორგანოთა კომპეტენციის ზუსტად განსაზღვრა (მუხ.184, მუხ.126)

.law's picture
.law (Giorgi)
სხვა
რეგ. თარ: 2023/07/05
ბოლო შემოს: 2023/07/05 02:16:11
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75ე მუხლის მიხედვით
უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე. აქედან გამომდინარე უწყება ითვლება ჩაბარებულად რადგან 75ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით უწყება გაგზავნილი იყო მოპასუხის მიუერ მითითებულ მისამართრე , რომელიც მან მიუთითა შესაგებელში .

მოსამართლის მიერ დაუსწრებელი გადაწყვწტილების გამოტანა მხარის გამოუცხადებლობის დროს არის კანონთან შესაბამისი რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230ე მუხლის მიხედვით რონელიც ითვალისწინებს მოპასუხის გამოუცხადებლობას ,
სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება

რაც შეეხება ილიას მიერ 12 დღეში გასაჩივრებას დაუსწრებელი გადაწყვწტილების მიღებასთან დაკავშირებით , ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარარვეულია ვადები , რადგანაც სამოქალქო საპროცესო კოდექსის 237_ე მუხლის მიხედვიყ
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში

აქედან გამომდინარე დარღვეულია გასაჩივრების ვადა რადგანაც ილიამ გაასაჩივდა ჩაბარებიდან 12დღეში ხოლო მაას ეს გადაწყვეტილრვა უნდა გაესახივრებინა 10დღის ვადაში

როდესაც ილიამ გაასაჩივდა დაუსწრებელი გადაწყევტილება და მიუთითა ის ობიექტურო გარემოება რონელიც მისი ძალოსგან დამოუკოდებლად წარმოიქმა ანუ მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა , თან ამ ყველაფერს იგი ამოწმებს ექიმის ხელმოწერით სასამართლო უფლევამოსილია მიიღოს საჩივარი რადგაანაც სსსკს 238ე მუხლის მოხედვით
გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით; მოცემულ შემთხვევაში ილიას აღნიშნული ჰქონდა ის საპატიო მიზეზი რის გამოც ვერ მოხერხა გამოცხადება სასამართლოში

.law's picture
.law (Giorgi)
სხვა
რეგ. თარ: 2023/07/05
ბოლო შემოს: 2023/07/05 02:16:11
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75ე მუხლის მიხედვით
უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე. აქედან გამომდინარე უწყება ითვლება ჩაბარებულად რადგან 75ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით უწყება გაგზავნილი იყო მოპასუხის მიუერ მითითებულ მისამართრე , რომელიც მან მიუთითა შესაგებელში .

მოსამართლის მიერ დაუსწრებელი გადაწყვწტილების გამოტანა მხარის გამოუცხადებლობის დროს არის კანონთან შესაბამისი რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230ე მუხლის მიხედვით რონელიც ითვალისწინებს მოპასუხის გამოუცხადებლობას ,
სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება

რაც შეეხება ილიას მიერ 12 დღეში გასაჩივრებას დაუსწრებელი გადაწყვწტილების მიღებასთან დაკავშირებით , ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარარვეულია ვადები , რადგანაც სამოქალქო საპროცესო კოდექსის 237_ე მუხლის მიხედვიყ
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში

აქედან გამომდინარე დარღვეულია გასაჩივრების ვადა რადგანაც ილიამ გაასაჩივდა ჩაბარებიდან 12დღეში ხოლო მაას ეს გადაწყვეტილრვა უნდა გაესახივრებინა 10დღის ვადაში

როდესაც ილიამ გაასაჩივდა დაუსწრებელი გადაწყევტილება და მიუთითა ის ობიექტურო გარემოება რონელიც მისი ძალოსგან დამოუკოდებლად წარმოიქმა ანუ მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა , თან ამ ყველაფერს იგი ამოწმებს ექიმის ხელმოწერით სასამართლო უფლევამოსილია მიიღოს საჩივარი რადგაანაც სსსკს 238ე მუხლის მოხედვით
გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით; მოცემულ შემთხვევაში ილიას აღნიშნული ჰქონდა ის საპატიო მიზეზი რის გამოც ვერ მოხერხა გამოცხადება სასამართლოში

.law's picture
.law (Giorgi)
სხვა
რეგ. თარ: 2023/07/05
ბოლო შემოს: 2023/07/05 02:16:11
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75ე მუხლის მიხედვით
უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე. აქედან გამომდინარე უწყება ითვლება ჩაბარებულად რადგან 75ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით უწყება გაგზავნილი იყო მოპასუხის მიუერ მითითებულ მისამართრე , რომელიც მან მიუთითა შესაგებელში .

მოსამართლის მიერ დაუსწრებელი გადაწყვწტილების გამოტანა მხარის გამოუცხადებლობის დროს არის კანონთან შესაბამისი რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230ე მუხლის მიხედვით რონელიც ითვალისწინებს მოპასუხის გამოუცხადებლობას ,
სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება

რაც შეეხება ილიას მიერ 12 დღეში გასაჩივრებას დაუსწრებელი გადაწყვწტილების მიღებასთან დაკავშირებით , ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარარვეულია ვადები , რადგანაც სამოქალქო საპროცესო კოდექსის 237_ე მუხლის მიხედვიყ
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში

აქედან გამომდინარე დარღვეულია გასაჩივრების ვადა რადგანაც ილიამ გაასაჩივდა ჩაბარებიდან 12დღეში ხოლო მაას ეს გადაწყვეტილრვა უნდა გაესახივრებინა 10დღის ვადაში

როდესაც ილიამ გაასაჩივდა დაუსწრებელი გადაწყევტილება და მიუთითა ის ობიექტურო გარემოება რონელიც მისი ძალოსგან დამოუკოდებლად წარმოიქმა ანუ მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა , თან ამ ყველაფერს იგი ამოწმებს ექიმის ხელმოწერით სასამართლო უფლევამოსილია მიიღოს საჩივარი რადგაანაც სსსკს 238ე მუხლის მოხედვით
გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით; მოცემულ შემთხვევაში ილიას აღნიშნული ჰქონდა ის საპატიო მიზეზი რის გამოც ვერ მოხერხა გამოცხადება სასამართლოში

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/12
ბოლო შემოს: 2023/12/09 17:03:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1 ევროპეიზაცია, ფორმები და განსხვავება ჰარმონიზაციასთან

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება, მათ თანამედროვე ეპოქაში გაცილებით მეტი აქვთ საერთო რაც მათ თანამეგობრობას უფრო მჭიდროს ხდის. თანამედროვე სოციალური და კულტურული ფაქტორების გავრცელებას ,,ევროპეიზაციად“ მოიხსენიებენ ანუ ეს არის „ევროპა“ პროცესში, მოქმედებაში და გავრცელებაში. ევროპეიზაცია არის პროცესი სტრუქტურული, ინსტიტუციური და ღირებუკებითი ცვლილებების. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ ტერმინში იგულისხმება ევროპული გავლენისა და სოციალური ნორმების ექსპორტი. უფრო დეტალურად კი ეს არის ინსტიტუციური პროცესი, სადაც ახალი წესები და აზროვნების ახალი ფორმები ვითარდება. იგი მოიცავს კულტურულ ცვლილებებს, ახალი იდენტობის ფორმირებას, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცვლილებებს, ინოვაციებს, საზოგადოებრივ ტრანსფორმაციას და მოდერნიზებას. იგი გულისხმობს საერთო შეხედულებებისა და ნორმების შესახებ ფორმალური და არაფორმალური წესების, პროცედურებისა და მეთოდების დანერგვის გავრცელებას.
ჰარმონიზიაცია შესაძლოა განიმარტოს როგორც პროცესი, რომელიც ისწრაფვის ორი ან მეტი განსხვავებული ელემენტის გაერთიანებას ან მათ მაქსიმალურ დაახლოებას. ინგლისური ეტიმოლოგიის მიხედვით, „ჰარმონიის,“ როგორც იდეის, უპირველესი ჩანასახი მუსიკას უკავშირდება, რომლის დროსაც რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებული ბგერის კომბინაციით სასიამოვნო ჟღერადობა იქმნება. ბოდმანის ლოგიკითაც, სამართლის ჰარმონიზაციის ფუნდამენტური თვისებები სწორედ მუსიკალურ ჰარმონიასთან შედარებაში უნდა ვეძებოთ. მუსიკასთან მსგავსების გაანალიზებით, ჰარმონია დამოუკიდებელი, ცალკე აღებული ნოტების ინტეგრაცია და ერთდროული გახმოვანებაა, რაც ერთ მთლიანობას – ანუ მელოდიას ქმნის. ჰარმონიზაციის მიღწევისთვის საჭიროა სათანადო წესრიგის უზრუნველყოფა. ერთდროულად უწესრიგოდ აჟღერებეული განსხვავებული ნოტები აუცილებლად კაკაფონიას გამოიწვევს, მწყობრად მიმართული ბგერები კი - სასიამოვნო ჟღერადობას. სწორედ ამიტომ ორი განსხვავებული კომპონენტის ერთმანეთთან შეკავშირებისას უმნიშვნელოვანესია წესრიგის უზრუნველყოფა. პარმონიზაცია არის სამართლის დაახლოება, სამართლებრივ ჭრილში. ევროპეიზაცია მოიცავს ამ ჰარმონიზაციას და არის ფასეულობათა ღირებულებათა დაახლოება. არსებობს სამგვარი ევროპეიზაცია ჩანასახური ანუ თავდაპირველი, სპონტალური, რაც უცებ ხდება და ასოცირებული ევროპეიზაცია. ჩვენთან არის ასოცირებული ევროპეიზაცია. დადებული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება.

2 ევროკავშირის შექმნის მიზანი და რამდენად მიღწეულია
ადამიანები მიდრეკილნი არიან იდენტობისაკენ. ისინი სხვადასხვა მიმართულებით ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას, მაგრამ იშვიათად თუ ცდილობენ უფრო მაღალ და ფართო დონეზე მოახდინონ იდენტიფიცირება, ვიდრე მხოლოდ ერთი რეგიონი ან ერთი ქვეყანაა. ამ გაგებით ტერმინი ევროპელი შეიძლება უნიკალურად ჩაითვალოს. დღეს „ევროპელი“ თუ „ევროპული“ ხშირად გამოიყენება ევროკავშირის მოქალაქეობის კონტექსტში. ასე რომ, ევროპა აღარ არის მხოლოდ გეოგრაფია, ევროპა იდეაცაა. ევროკავშირი არც კონტინენტია და არც ტრადიციული ერი სახელმწიფო. სინამდვილეში, ის აღარ არის არც მხოლოდ ეკონომიკური ალიანსი. იგი ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოების კავშირია და ეს ფასეულობები პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათისაცაა. ევროკავშირის მიზანია: ევროპული ფასეულობებისა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის განვითარების ხელშეწყობა; მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ბრძოლა სოციალური იზოლაციისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ; სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის ხელშეწყობა; ეკონომიკური და სავალუტო კავშირის განვითარება და ერთმანეთის (ქვეყნების) გაძლიერება ერთიანი ვალუტით. თავიდან ეკონომიკური მიზანი იყო შექმნის, პოლიტიკური და სამართლებრივი არ ქონდა და ნელ-ნელა შეიძინა. რაც შეეხება მიაღწია თუ არა ამ მიზანს? მიაღწია კი ამ მიზანს, მაგრამ საერთო თავდაცვის ძალების შექმნა და საერთო თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება ეს მიზანი დარჩა მიუღწეველი.

3 ევროკავშირის დაფუძნების მიზნები, ამის სამართლებრივი და ისტორიული ასპექტები, რამდენად არის მიღწეული ეს მიზნები

ევროკავშირი სათავეს იღებს რამდენიმე ხელშეკრულებიდან. უმთავრესი მიზანია ომის შემდგომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა. მოქალაქეთა კეთილდღეობის ხელშეწყობა. ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების“ შექმნით მივიღეთ ის, რასაც დღევანდელი ევროპული კავშირი ჰქვია. გლობალურ სცენაზე ევროკავშირი მსოფლიოს უმდიდრესი ბაზარია, მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ძალაა. იგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში; იგი მხოლოდ მშვიდობიან და სამშვიდობო საშუალებებს იყენებს და არა სამხედრო ძალას. საუკუნეების განმავლობაში, ევროპის კონტინენტმა მრავალი სისხლისმღვრელი ომი იხილა, მეორე მსოფლიო ომმა კი ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი. ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა - გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები. შედეგად, 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება. გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ზეეროვნული ორგანო, ე.წ. ,,უმაღლესი ხელისუფლება” , რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეიქმნა ევროპული კავშირის ძირითადი ადამიანის უფლებათა ქარტია, რომელსაც შინაარსობრივ საფუძვლად დაედო : ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეცია და მისი ოქმები, ევროპული გაერთიანების ქარტია. ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ქარტიას სამართლებრივად სავალდებულო ძალა არ ქონდა, მაგრამ იმ დროისათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ქონდა. 2001 წელს ხელი მოეწერა ე.წ ნიცის ხელშეკრულებას. ნიცის ხელშეკრულებით გაიზარდა ევროპული პარლამენტის უფლებებამოსილება, საბჭოს მიენიჭა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხარდასაჭერად სასამრთლო პალატების შექმნის უფლებამოსილება, რომელთაც ცალკეული კატეგორიის სარჩელ/ტა განხილვის უფლებამოსილება ექნებოდა.

4 ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, პრინციპები და მექანიზმები.
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროს შესახებ დებულებებს ევროპის კავშირის შესახებ ხელშეკრულება შეიცავს. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში გამოიყენება ე.წ. „მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მეთოდი“, რომელიც გადაწყვეტილებების მისაღებად ითვალისწინებს სპეციალურ წესებსა და პროცედურებს. ამ სფეროში დაუშვებელია კავშირის საკანონმდებლო აქტის მიღება. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ევროპის კავშირის სასამართლოს კომპეტენცია არ გააჩნია. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა ლისაბონის ხელშეკრულებით დაფუძნდა. უმაღლესი წარმომადგენელი თანამდებობრივად არის ევროპული კომისიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის კავშირის საბჭოს ერთ-ერთი კონფიგურაციის — საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროპული კომისიის პრეზიდენტთან შეთანხმებით 5 წლის ვადით ნიშნავს ევროპული საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით, რომელიც ევროპული კომისიის პრეზიდენტთან და კომისიის წევრობის კანდიდატებთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება ევროპულ პარლამენტს. უმაღლესი წარმომადგენელი კომისიის ერთადერთი წევრია, რომელსაც კომისიის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას ვერ აიძულებს. მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ევროპული პარლამენტი კომისიის შემადგენლობას უნდობლობას გამოუცხადებს ევროპული კომისიის პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე ევროპული საბჭო თანამდებობიდან გაათავისუფლებს. საგარეო საქმეთა ევროპული სამსახური შედგება სხვადასხვა დარგის ექსპერტებისგან, რომლებიც საბჭოს, ევროპული კომისიის გენერალური სამდივნოების დეპარტამენტებიდან და წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური სამსახურებიდან არიან მივლინებულნი. მას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. სამსახური ამზადებს, შეიმუშავებს წინადადებებსა და პოზიციებს, რომლებსაც უმაღლესი წარმომადგენელი დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საგარეო საქმეთა ევროპული სამსახური უზრუნველყოფს. სამსახური აგრეთვე მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტს და კომისიონერებს იმ საქმიანობის განხორციელებაში, რომელიც საგარეო ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. მსოფლიო მასშტაბით წარგზავნილი ევროპის კავშირის დელეგაციები საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის ნაწილს წარმოადგენენ.

5 ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განხორციელების პრინციპები, ინსტურმენტები და ნორმატიული ბაზა
ევროკავშირი, მსოფლიო არენაზე მთავარი მოთამაშეა გლობალური და რეგიონალური უსაფრთხიების ინტერესებითა და პასუხისმგებლობებით. საერთო საგარეო პოლიტიკის მეშვეობით, ევროკავშირი ერთხმად საუბრობს ძირითად საერთაშორისო საკითხებზე. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) დაფუძნებულია მაასტრიხტის ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1993 წელს და შემდგომში კიდევ უფრო განმტკიცებულ იქნა ისეთი ხელშეკრულებებით, როგორიცაა ამსტერდამის ხელშეკრულება (1999), ნიცის ხელშეკრულება (2003) ან ლისაბონის ხელშეკრულება (2009).
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტებია შემდეგი აქტები: ერთობლივი განცხადება, ზოგადი სახელმძღვანელო მითითებები, სტრატეგიული მიმართულებები, გადაწყვეტილება პოზიციის განსაზღვრის შესახებ და გადაწყვეტილება ქმედების შესახებ. ერთობლივი განცხადების ინსტრუმენტი ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულებაში მოცემული არ არის, მაგრამ იგი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ყველაზე ხშირად გამოიყენება და მიიღება ერთხმად, თუმცა სავალდებულო ძალა არ გააჩნია. ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ევროპული საბჭო ადგენს სახელმძღვანელო მითითებებს და სტრატეგიულ მიმართულებებს და ამ მიზნით შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ზოგად სახელმძღვანელო მითითებებში უსაფრთხოების პოლიტიკის ჩარჩოების განსაზღვრა ხდება, ხოლო სტრატეგიულ მიმართულებებში ევროპული საბჭო კონკრეტული საერთაშორისო მოვლენების მიმართ ევროპული კავშირის პოლიტიკას ადგენს (ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი).ე.წ. პოზიციის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული კავშირის საბჭო იღებს. იგი ეყრდნობა ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მასში განისაზღვრება ევროპული კავშირის დამოკიდებულება გეოგრაფიული ან თემატური ხასიათის საკითხებთან მიმართებით.

6 ევროპეიზაციის და ჰარმონიზაციის კავშირი და მისი განხორციელება საქართველოში
სამართლებრივი დაახლოებისა/ჰარმონიზაციის ცნება არ არის ახალი ევროპული კავშირისთვის, თუმცა, მიუხედავად იმისა,რომ ამ ორ ცნებას ევროპული კავშირის ფარგლებში დიდი ხნის ტრადიცია აქვს,ორგანიზაციის არც ერთ დოკუმენტში მათი ოფიციალური განმარტება არ მოიძებნება. შეიძლება ითქვას დაახლოებისა და ჰარმონიზაციის ცნებები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ევროპული კავშირის დოკუმენტებსა და სამართლებრივ ლიტერატურაში „ჰარმონიზაცია’ და „დაახლოების“ ცნება განიხილება როგორც შიდა, ასევე საგარეო კონტექსტში. შიდა კონტექსტში დაკავირებულია ევროპული კავშირის შიდასამართლებრივ მექანიზმთან, სადაც დაახლოება და ჰარმონიზაცია აღქმულია როგორც ხელშეკრულების წესების თანახმად შექმნილი ბაზრის მართვის საშუალება. საგარეო კონტექსტში ჰარმონიზაცია და დაახლოება გამოიყენება ევროპული კავშირისა და მესამე სახელმწიფოების ურთიერთობების ჭრილში. სამართლებრივი დაახლოების, ანუ ჰარმონიზაციის დებულებები არ არის ახალი არც ევროპული კავშირისთვის და არც საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფოებრიობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და ამ მხრივ, ის ევროპის ბევრი ქვეყნისაგან გამოირჩევა. თუმცა, არსებობს ამ ხანგრძლივ გზაზე საქართველოს მუდმივ რეჟიმში უხდებოდა მტერთან ბრძოლა. ამ რთულ პროცესებში კი, საქართველო, რომელიც მარტო იყო მოკავშირისა და ძლიერი დასაყრდენის გარეშე, აქტიურად ეძებდა მოკავშირეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთ მოკავშირედ კი, მას ხშირად ევროპა ესახებოდა. ევროპისკენ სწრაფვა არამარტო ხელისუფალთა, არამედ მთლიანად მთელი ერის სულისკვეთება იყო. თავად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს ურთიერთობები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე ევროკავშირი მხარს უჭერდა ამ ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, სიტყვის თავისუფლების, ღია საზოგადოების და მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას. ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება კონფლიქტების პრევენციისა და კრიზისების მართვაში. საქართველო და ევროკავშირი ადასტურებენ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებას საქართველოს სუვერენიტეტის დაცვით. ევროკავშირი დახმარებას გვიწევს დევნილთა და ლტოლვილთა თავიანთ კუთვნილ მიწაზე დაბრუნებაში. დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამ ხელშეკრულებით საფუძველი ეყრება ამ ორი მხარის ხანგრძლივ და მჭიდრო ურთიერთობებს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბდეს ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/12
ბოლო შემოს: 2023/12/09 17:03:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

კაზუსი:
2014 ში ასოცირების საბჭომ დანართში ცვლილება განახორციელა დირექტივით, რომელიც ეხებოდა სიძულვილის ენის აკრძალვას, 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა განიხილა და თქვა, რომ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას და კონსტიტუციურ პრინციპებს. კითხვები: ჰქონდა თუ არა საბჭოს დანართში ცვლილების განხორციელების უფლება, დანართში ცვლილებას აქვს თუ არა სამართლებრივი ძალა და საქართველო ვალდებულია თუ არა მოახდინოს ჰარმონიზაცია ამ დირეტივასთან

საბჭოს უფლებამოსილებები მართლმსაჯულე სასამართლოს აქვს მიღებული გადაწყვეტილებები სადაც მსჯელობს რომ მთავარია ევროკავშირის მიზნებს არ ეწინააღმდეგებოდეს და სახელმწიფო ვერ იტყვის რომ არ შეუძლია აპროქსიმაცია. სახელმწიუფოს უნდა მოეხდინა ჰარომიზაცია და აპროქსიმაცია.

კაზუსი:2 საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ჰქონდა ევროკავშირის ერთ-ერთ დირექტივასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა 2 წლის ვადაში. დირექტივა ეხებოდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას მინიმუმ 80%-ით. საქართველომ 3 წლის განმავლობაში ამ დირექტივასთან ჰარმონიზაცია არ განახორციელა და როდესაც ერთმა პირმა სასამართლოში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე სარჩელი შეიტანა, სასამართლომ იმსჯელა, რომ ევროკავშირის დირექტივისგან განსხვავებით, საქართველოს შრომის კოდექსი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა და სარჩელი არ დააკმაყოფილა. კაზუსის კითხვა იყო სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო.

ზოგადი მსჯელობა დირექტივებზე იმპლემენტაცია 2 წელი, სახელმწიფომ დაარღვია 3 წელი არ განახორციელა, მიმართა სასამართლოს, დირექტივის ვერტიკალური მოქმედება თუ სახელმწიფომ არ განახორციელა იმპლემენტირება მაშნ ფიზიკურ პირს შეუძლია სარჩელი შეიტანოს სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მაგრამ არაკერძ პირების წინააღმდეგ. საპირი9სპირო ვერტიკალ მოქმედება არ გვაქვს, ანუ ვერტიკალური მოქმედებით უნდა განეხორციელებინა. სასამართლო არ მოიქცა სწორად. მეორეა დირექტივის უშუალო მოქმედების ძალა, თუ დირექტივად ჩაითვლება კონკრეტულად ზუსტად და განჭვრეტადად, მაშნ უნდა ჩავთვალოთ რომ უშუალოდ უნდა ემოქმედა.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/12
ბოლო შემოს: 2023/12/09 17:03:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

1) ევროპული საბჭო (European Council)
ფუნქციები • ევროპული ინტეგრაციის განვითარების ზოგადი პოლიტიკური მიმართულებების განსაზღვრა • საერთო, სტრატეგიული, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა • ევროპული პარლამენტის რაოდენობითი შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში • ნიშნავს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს • ევროპულ პარლამენტსა და წევრ სახელმწიფოებთან ერთად გამარტივებული პროცედურის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ (არა საკანონმდებლო!) ➢ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების სამართლებრივად სავალდებულო ძალა, რომელიც მიიღება კონსენსუსით (სახეზე არაა წევრთა წინააღმდეგობა!)

2.ევროპული კავშირის საბჭო (Council of the EU/ Council of Ministers)
ფუნქციები - Art. 16, TEU
• საკანონმდებლო - ევროპულ პარლამენტთან ერთად ევროპული კავშირის მეორადი
სამართლის აქტების მთავარი შემოქმედი
• არა საკანონმდებლო ინიციატივის, მაგრამ კომისიისთვის წინადადებების
მოწოდების პრეროგატივა
• პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია, მათ შორის საგარეო
• საგარეო ურთიერთობებში უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები მესამე
სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებების შესახებ
• ხელშეკრულებით დადგენილი კომპეტენციების დაზუსტება და შევსება
• ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება
• წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება
• საბჭო ნიშნავს ევროპული კავშირის აუდიტორთა სასამართლოს წევრებს
• კონტროლის მექანიზმები. კერძოდ, იგი უფლებამოსილია ევროპული კავშირის
მართლმსაჯულების სასამართლოში ევროპული კომისიისა და ევროპული
პარლამენტის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელები ბათილობის ან უმოქმედობის
შესახებ

3)ევროკომისია (ევროპული კომისია)
სტრუქტურა და ფუნქციები
• კომისიის თითოეული წევრის „კაბინეტი,“ კაბინეტის უფროსის ხელმძღვანელობით
• უწყება დაყოფილია გენერალურ დირექტორატებად (DG) თითოეული საქმიანობის
სფეროს მიხედვით
• დირექტორატი ექვემდებარება იმ წევრს, რომელიც კურირებს შესაბამის სფეროს
• გადაწყვეტილებების მიღება, როგორც კოლეგია. გადაწყვეტილებები მიიღება
კომისიის წევრების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით

„ინტეგრაციის ძრავი“ - ევროპული კავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღება,
მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი მისთვის კომისიას უკვე წარმოდგენილი აქვს
შესაბამისი წინადადება.
• კომისიას მასზე დელეგირებული და საკუთარი საკანონმდებლო
უფლებამოსილებებიც აქვს - Art. 106
• წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპული კავშირის
პირველადი და მეორადი სამართლისა და ევროპული
კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს
გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობა!

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/12
ბოლო შემოს: 2023/12/09 17:03:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რეგულაცია
• საყოველთაო მოქმედების, სრულად სავალდებულო ძალის და
მოქმედებს თითოეულ წევრ სახელმწიფოში
• მავალდებულებელი ხასიათის, თითოეული ნორმა - შესასრულებლად
სავალდებულოა

„უშუალო მოქმედების“ ძალა (vs. უშუალოდ გამოყენება!)
• მოქმედებს წევრი სახელმწიფოების ყოველგვარი ჩარევის გარეშე,
ავტომატურად და უნივერსალურად. დაუშვებელია აქტის მიღება,
რომელიც წინააღმდეგობაში მოვა რეგულაციასთან
• ადრესატი: წევრი სახელმწიფოები, ფიზიკური და იურიდიული
პირები, ევროკავშირის ორგანოები,

დირექტივა

• სავალდებულო ადრესატი წევრი სახელმწიფოსთვის მიზნის მიღწევასთან მიმართებით, მაგრამ ფორმისა და საშუალების არჩევანს ახდენს თავად მიმღები სახელმწიფო • შიდასახელწმიფოებრივი სამართლის შემადგენელი ნაწილი ძალაში შესვლისთანავე. • ორ-საფეხურიანი სისტემა: ა) ევროკავშირის დონეზე მისი მიღება; ბ) წევრი-სახელმწიფოების მიერ მისი იმპლემენტაცია. • სამართლის ჰარმონიზაციის მნიშვნელობა • დირექტივის იმპლემენტაციის ვადა მითითებულია დირექტივაში და არ აღემატება 2 წელს • ადრესატი: წევრი სახელმწიფოები!

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
რეგ. თარ: 2023/02/12
ბოლო შემოს: 2023/12/09 17:03:42
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ასოცირების პოლიტიკა (Association Agreement and Politics)
მიზნად ისახავს კავშირის პარტნიორ სახელმწიფოებს მხარი დაუჭიროს დემოკრატიის,
სამართლის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში.
➢ ასოცირების პროცესი ეფუძნება ევროპის კავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების
ორმხრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია თავისუფალ
ვაჭრობასთან, პოლიტიკურ დიალოგთან, შენგენის სივრცეში თავისუფალ
გადაადგილებასთან და ა.შ.
➢ ასოცირების პოლიტიკა რეალიზდება მესამე სახელმწიფოსთან ასოცირების შესახებ
შეთანხმების დადების გზით, რომელიც ევროპის კავშირისთვის, მისი წევრი
სახელმწიფოებისთვის და მესამე ქვეყნისთვის წარმოშობს უფლებებსა და
ვალდებულებებს (217 TFEU)

ლიტერატურა „ევროპეიზაციაზე“ - დოგმატიკა

• ევროპეიზაცია ევროკავშირის უნარია გავლენა მოახდინოს წევრი და არა წევრი
სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის, პოლიტიკის პრიორიტეტებისა და
ადმინისტრაციული სტრუქტურების განვითარებაზე (Phinnemore 2002).
• ევროპეიზაციის პოლიტიკა და პროცესი ევროკავშირის, როგორც ორგანიზაცია,
წიაღში იძერწება და შემდეგ ვრცელდება მუნიციპალურ დონეებზე (Magen, 2007).
• ევროკავშირის მიერ ინიცირებული სამართლის ევროპეიზაცია გაერთიანების
ფორმალური და არაფორმალური წესების, პროცედურების, ჩვევების, პოლიტიკის
პარადიგმების, „საქმის კეთების სტილისა და მეთოდების” ევროპული დონიდან
შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გადაცემა (Radaeli, 2004).
➢ პირობითობის პოლიტიკა - ევროპეიზაციის ე.წ. „საგარეო წახალისების მოდელი,”
გაფართოების ქვეყნებში რეფორმების განხორციელების ყველაზე ეფექტური
მექანიზმი (stick and carrot approach).

სამართლის ჰარმონიზაცია
• ევროპეიზაცია vs. ჰარმონიზაცია
• ჰარმონიზაცია უშუალოდ საკანონმდებლო რეგულირებაა, რა დროსაც განსხვავება
სამართლებრივ სისტემებს შორის მცირდება
• სხვადასხვა სამართლებრივი ალტერნატივის ერთიან უნიფიკაცია >>
საერთაშორისო თანამეგობრობა
• კანონმდებლობის ნებაყოფლობითი ჰარმონიზაცია სახელშეკრულებო ან
არასახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე
• სამართლებრივ ფასეულობათა ჰარმონიზაცია და ღირებულებითი ინტეგრაცია
(TEU, მუხლი 2)!!

როგორი ხელშეკრულებაა ასოცირების შეთანხმება?
არის თუ არა შერეული შეთანხმება
(Mixed Agreement)?
სადავოა თუ ცხადი?
1. შერეული შეთანხმება და მისი სტატუსი (როგორც სამართლის წყარო) არაა დადგენილი
სადამფუძნებლო ხელშეკრულებების მიერ
2. არც დამატებითი განმარტება გვხვდება კანონში - 216-ე მუხლის ზოგადი წესი არ და ვერ
მოიცავს შერეულ შეთანხმებას
3. ასოცირების შეთანხმების ადმინისტრირების პროცესში ჭარბობს ევროპის კავშირის
ინსტიტუტების როლი (და არა წევრი სახელმწიფოების)
4. ასოცირების შეთანხმების ძირითადი მიზანი - ევროპის კავშირის და საქართველოს
ურთიერთობის მოწესრიგებაა და წევრი სახელმწიფოების როლი მინიმალურია

რას ითვალისწინებს შეთანხმება?
• საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა - დემოკრატიის და
კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელება;
• საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა - პოლიტიკური დიალოგისა და
თანამშრომლობის გაღრმავება შესაბამის სფეროებში, მათ შორის
შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა
• მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება - საზღვრის მართვის
საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება, ფულის გათეთრების, ტერორიზმის,
ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის, ორგანიზებული დანაშაულისა და ადამიანთა
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
• დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება - ტრანსპორტი,
ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და
ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება,
კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონალური განვითარება და სხვა.

საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის
კანონმდებლობასთან.
• DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის
ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი
გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას - ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს
უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი.
• ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (ნიორი-კვოტის ფარგლებში) გარკვეული
პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები)
დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე.

ეტაპობრივი დაახლოების კონტექსტში, ასოცირების შეთანხმება
ითხოვს მხოლოდ იმ ვალდებულებების შესრულებას, ევროკავშირის
კანონმდებლობის იმ დებულებების იმპლემენტირებას და
აღსრულებას, რაზეც კონკრეტული მითითებაა შეთანხმებასა და მის
დანართებში (მაგ. დანართი XXV - ენერგეტიკა)
- დადგენილი ვადა (ძალაში შესვლის მომენტიდან)
- პროცესი თანდათანობითი
- შედეგი შესაბამისობაში რეგულაციის/დირექტივის დებულებებთან
- დასრულება - სრული ამოქმედება და არა კანონში ინკორპორირება
- ვალდებულებათა სპექტრი ასახული ასოცირების დღის წესრიგსა და ანგარიშში
ეტაპობრივი დაახლოება (Gradual Approximation) – მუხლი 417
საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ადამიანის გარემოსთან
ურთიერთკავშირებისთვის დამახასიათებელი ქცევის წესები,
სტანდარტები, სისტემები და სხვა ელემენტები დინამიური და ცვალებადი
ბუნებისაა. ლოგიკურად განვითარებადი და ტრანსფორმირებადია მათი
მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებიც დროსა და სივრცეში. (მაგ.
დანართი XXVII “F-gas რეგულაცია” )
- AA - ში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა (ასოცირების საბჭო!)
- AA - ში ცვლილების შეტანის გარეშე, ახალ აქტზე ჩანაწერის გაკეთების შედეგად
- პროცესის ანგარიშგება და მონიტორინგი (მუხლი 419)
დინამიკური დაახლოება (Dynamic Approximation) – მუხლი 418

ასოცირების საბჭო
მუხლი 406
1. წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევად, ასოცირების საბჭო უფლებამოსილია ამ
შეთანხმების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები სავალდებულოა
მხარეებისთვის, რომლებიც, გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მიზნით, მიიღებენ შესაბამის ზომებს,
რაც, საჭიროების შემთხვევაში, ასევე მოიცავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების თანახმად, ამ
შეთანხმების საფუძველზე შექმნილი კონკრეტული ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებას.
ასოცირების საბჭოს, ასევე, შეუძლია შეიმუშაოს რეკომენდაციები. იგი თავის გადაწყვეტილებებსა და
რეკომენდაციებს მიიღებს მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, თითოეული მხარის მიერ
შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, საჭიროებისამებრ.
2. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის
კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების მიზნის შესაბამისად, ასოცირების საბჭო წარმოადგენს
ფორუმს ინფორმაციის გაცვლისთვის ევროკავშირისა და საქართველოს, როგორც მომზადების პროცესში
მყოფ, ასევე ძალაში შესული შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა და იმპლემენტაციის, აღსრულებისა
და შესაბამისობის ზომების თაობაზე.
3. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ასოცირების საბჭო უფლებამოსილია განაახლოს
ან შეასწოროს ამ შეთანხმების დანართები, წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან
დაკავშირებული საკითხები) ნებისმიერი კონკრეტული დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად.

tariz's picture
tariz (David Dzhalagoniya)
სხვა
რეგ. თარ: 2023/12/19
ბოლო შემოს: 2023/12/24 14:39:18
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აქვს თუ არა კონსტიტუციას უკუძალა?