საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 22 მარტის #3/47 ბრძანების დანართი #1 და #2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 22 მარტის #3/47 ბრძანების დანართი #1 და #2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 12/10/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
3/217
04/10/2010
სსმ, 75, 12/10/2010
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 22 მარტის #3/47 ბრძანების დანართი #1 და #2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/217

2010 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 22 მარტის 3/47 ბრძანების დანართი 1 და 2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 16 სექტემბრის 911 კორესპონდენციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. „დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 22 მარტის 3/47 ბრძანებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) 1 დანართის 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საცხოვრებელი სახლი  დაბა აბასთუმანი, ლ. ასათიანის ქ. 18“;

ბ) 1 დანართის 27-ე, 28-ე, 29-ე, 31-ე და 32-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სანატორიუმ ვარძი კომპლექსი –  დაბა აბასთუმანი, ლ. ასათიანის ქ. 21”;

 გ) 1 დანართის 39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 დაბა აბასთუმანი, საცხოვრებელი სახლი – ლ. ასათიანის ქ. 57“;

დ) 1 დანართის მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დაბა აბასთუმანი, საცხოვრებელი სახლი –  ლ. ასათიანის ქ. 51;

 ე) 1 დანართის 103-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ყოფილი რომანოვების სასახლის კომპლექსი –  ქვის სასახლე – დაბა აბასთუმანი, ზ. ფალიაშვილის ქ. 24 ბ“;

ვ) 2 დანართში მითითებული ობიექტი:

„საცხოვრებელი სახლი –  დაბა აბასთუმანი, ლადო ასათიანის ქ. 20“

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საცხოვრებელი სახლი  დაბა აბასთუმანი, ლ. ასათიანის ქ. 18“;

ზ) 2 დანართში მითითებული ობიექტები: სანატორიუმ ვარძი კომპლექსი”  დაბა აბასთუმანი, ლ. ასათიანის ქ. 23/25”

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სანატორიუმ „ვარძის“ კომპლექსი  დაბა აბასთუმანი, ლ. ასათიანის ქ. 21”;

თ) 2 დანართში მითითებული ობიექტი: „საცხოვრებელი სახლი  დაბა აბასთუმანი, ლ. ასათიანის ქ. 51;

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დაბა აბასთუმანი, საცხოვრებელი სახლი ლ. ასათიანის ქ. 57“;

ი) 2 დანართში მითითებული ობიექტი: საცხოვრებელი სახლი  დაბა აბასთუმანი, ლ. ასათიანის ქ. 51ა”

    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დაბა აბასთუმანი, საცხოვრებელი სახლი ლ. ასათიანის ქ. 51“;

კ) 2 დანართში მითითებული ობიექტი: ყოფილი რომანოვების სასახლის კომპლექსი  ქვის სასახლე  დაბა აბასთუმანი, ზ. ფალიაშვილის ქ. 26“

ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყოფილი რომანოვების სასახლის კომპლექსი  ქვის სასახლე – დაბა აბასთუმანი, ზ. ფალიაშვილის ქ. 24ბ“;

ლ) 1 დანართის მე-18, 36-ე და 110-ე პუნქტები და ასევე აღნიშნულ პუნქტებთან დაკავშირებით 2 დანართში მითითებული მისამართები ამოღებულ იქნს.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა 7).

  ნ. რურუა