„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

  • Word
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 27/07/1993
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
27/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 27/07/1993
0000.00.00.000000
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს რესრუბლიკის დადგენილება

პოლიციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი პოლიციის შესახებ სამოქმედოდ შემოღებულ იქნს მიღებისთანავე, გარდა მე-9 მუხლის მე-11 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიამ პარლამენტის უახლოეს სხდომას განსახილველად წარმოუდგინოს ზემოაღნიშნული პუნქტისა და ნაწილის შეთანხმებული რედაქცია.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ.

3. საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტს შემდეგი კანონპროექტები:

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის ფიცის ტექსტი;

კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ;

კანონი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობათა შესახებ.

4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება;

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები;

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხა;

პოლიციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი დადგენილებები.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერის მოადგილე ვ. რჩეულიშვილი.

თბილისი,

1993 წლის 27 ივლისი.