საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/09/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 10-11, 07/09/1993
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
07/09/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 10-11, 07/09/1993
0000.00.00.000000
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურა.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქარველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონისა და მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა.

3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომისიას შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებათა შესატანად.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვ. გოგუაძე

თბილისი,

1993 წლის 7 სექტემბერი.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

სტრუქტურა

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრის მოადგილეები

სამინისტროები

განათლების

გარემოს დაცვის

ეკონომიკის

ვაჭრობისა და მომარაგების

თავდაცვის

იუსტიციის

კავშირგაბმულობის

კულტურის

მრეწველობის

საგარეო საქმეთა

სახელმწიფო ქონების მართვის

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის

ფინანსთა

შინაგან საქმეთა

შრომისა და სოციალური დაცვის

ჯანმრთელობის დაცვის

კომიტეტები:

ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის

არქიტექტურისა და მშენებობის საქმეთა

ლტოლვილთა და განსახლების

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა.