დეკლარაცია მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და კანადის მთავრობას შორის

  • Word
დეკლარაცია მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და კანადის მთავრობას შორის
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/03/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 10/03/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000069
  • Word
-
10/03/1994
გაურკვეველი, -, 31/12/1997
000000430.00(0).003.000069
დეკლარაცია მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და კანადის მთავრობას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

დეკლარაცია

მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და კანადის მთავრობას შორის

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და კანადის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ესწრაფვიან განამტკიცონ მეგობრობა და თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის და აცხადებენ შემდეგს:

1. მხარეები განავითარებენ თავიანთ ურთიერთობას, როგორც მეგობრული სახელმწიფოები საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს წესდების, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტების შესაბამისად. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ თანამედროვე მშვიდობა და უშიშროება უნდა იქმნებოდეს ამ პრინციპების საფუძველზე და შეესაბამებოდეს გაეროსა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის წესებსა და ნორმებს.

2. მხარეები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი, ხაზგასმით აღნიშნავენ თავისუფალი არჩევნების, კანონის უზენაესობისა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. მხარეები აღიარებენ თავისუფალი ბაზრის არსებობას და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის. კანადა მხარს უჭერს საქართველოს რესპუბლიკის მისწრაფებას, აღნიშნულის საფუძველზე ააშენოს მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი.

3. მხარეები ითვალისწინებენ ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოტენციალს და გადაწყვეტილი აქვთ ჩაატარონ პერიოდული კონსულტაციები, რათა მაქსიმალურად გამოკვეთონ თანამშრომლობის შესაძლებელი ფორმები. მხარეები გამოიყენებენ შესაძლებლობას, განახორციელონ ორმხრივი გაცვლის პროგრამები. საქართველოში დემოკრატიული პროცესის განვითარებისა და სავაჭრო ეკონომიკაზე გადასვლის, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები განიხილავენ კანადის მხრიდან კონკრეტულ შემთხვევებში ტექნიკური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობებს.

4. მხარეებს გადაწყვეტილი აქვთ განავითარონ თავიანთი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით, გაეროსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის, საერთაშორისო ურთიერთობებში ამ ორგანიზაციების მნიშვნელობისა და ადგილის გაზრდის მიზნით. მხარეები უზრუნველყოფენ მათი დელეგაციების მჭიდრო თანამშრომლობასა და შეთანხმებული მოქმედების ხელშეწყობას. კანადა მიესალმება საქართველოს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის „თანამშრომლობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში, რაც განამტკიცებს მხარეთა თანამშრომლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების საქმეში.

5. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოში არსებული სიძნელეების სამართლიანი და სტაბილური მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით და ასეთი მოლაპარაკება უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ადამიანისა და უმცირესობების უფლებების პატივისცემას. მხარეები მიესალმებიან გაეროსა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის აქტიურ ჩართვას, როგორც საშუალებას ამ პროცესის ხელშეწყობისათვის. მხარეები იმედით აღნიშნავენ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მზარდ როლს ქართულ-ოსურ კონფლიქტში, რაც ამ რეგიონში კონფლიქტის მყარი პოლიტიკური მოგვარების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

6. მხარეები კვლავაც დარწმუნებულნი არიან, რომ გაეროს ეგიდით 1993 წლის ნოემბერში ჟენევაში დაწყებული სამშვიდობო პროცესი წარმოადგენს სასიცოცხლო ნაბიჯს აფხაზეთში, საქართველოს რესპუბლიკა, კონფლიქტის სამართლიანი და სტაბილური მოგვარების მიღწევისათვის. მხარეები მიესალმებიან ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილეობას და გმობენ სისხლისღვრისა და ძალადობის გამოვლინებას, რომელმაც შეწყვიტა ეს პროცესი. თუ ყველა მხარე მშვიდობიანი მოლაპარაკების ერთგული იქნება, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ, შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

7. კანადა გამოხატავს თავის დიდ შეშფოთებას 300 ათასი ლტოლვილის გამო, რომლებიც გამოძევებულ იქნენ საკუთარი სახლებიდან, საქართველოში კონფლიქტის შედეგად. საქართველოს რესპუბლიკა მიესალმება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას კანადის მხრიდან, სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ოტავაში ვიზიტის დროს.

შესრულებულია ქ. ოტავაში, ორ ეგზემპლარად, 1994 წლის 10 მარტს, ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე, თითოეულ ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

კანადის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)