შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 11/02/1998
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000107
  • Word
-
03/06/1993
გაურკვეველი, -, 11/02/1998
000000430.00(0).003.000107
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, (შემდგომში „მონაწილე მხარეები“),

სურთ რა შექმნან საუკეთესო პირობები ერთი მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ინვესტირების განსახორციელებლად,

აღიარებენ, რომ ინვესტორების ორმხრივი ხელშეწყობა, წახალისება და დაცვა სტიმულს მისცემს კერძო ბიზნესის ინიციატივას და ამაღლებს ორივე ქვეყნის კეთილდღეობას,

მიზნად ისახავენ რა ორივე ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას თანასწორობისა და ურთიერთკეთილდღეობის საფუძველზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

კარი 1

ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის:

1. ტერმინი „ინვესტიცია“ გულისხმობს: ყველა სახის ქონებრივ ფასეულობას, რომელსაც ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორი დააბანდებს მეორე მონაწილე მხარის კანონებისა და წესების გათვალისწინებით ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე და რომელიც მოიცავს, (მაგრამ არ შემოიფარგლება):

ა. მოძრავ და უძრავ ქონებას, აგრეთვე, სხვა ქონებრივ უფლებებს;

ბ. კომპანიებში წილობრივი, სააქციო და სხვა სახით მონაწილეობის უფლებებს;

გ. მოთხოვნის უფლებას თანხაზე ან სხვა რომელიმე ქმედებაზე, რასაც გააჩნია ეკონომიკური ღირებულება;

დ. საავტორო უფლებებს, საწარმოო საკუთრებას, ნოუ-ეაუს და ტექნოლოგიურ პროცესებს;

ე. კანონით გაცემულ კონცესიებს, მათ შორის ბუნებრივი რესურსების მოკვლევასა და დამუშავებას;

2. ტერმინი „ინვესტორი“ მოიცავს:

საქართველოს რესპუბლიკისათვის

ა. ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობა;

ბ. ეკონომიკურ ერთეულს, რომლებიც შექმნილნი არიან საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად და განლაგებულნი არიან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის

ა. ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აქვთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეობა;

ბ. ეკონომიკურ ერთეულს, რომლებიც შექმნილნი არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონების შესაბამისად და განლაგებულნი არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

3. ტერმინი „შემოსავალი“ გულისხმობს

თანბებს, რომლებიც მიიღება ინვესტორების შედეგად მოგების, დივიდენდების, პროცენტების, როიალთის ან სხვა კანონიერი შემოსავლების სახით.

ტერმინი „ტერიტორია“ გულისხმობს,

თითოეული მონაწილე მხარის ტერიტორიას, მისი მიმდებარე სივრცით, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ხელმომწერი მხარის კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც ტერიტორიას, რომელზეც ვრცელდება მონაწილე მხარის სუვერენიტეტი, სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია.

კარი 2

1. თითოეული მონაწილე მხარე ხელს შეუწყობს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს განახორციელონ ინვესტირება მის ტერიტორიაზე მისი კანონებისა და წესების გათვალისწინებით.

2. თითოეული მონაწილე მხარე დახმარებას გაუწევს თავის ტერიტორიაზე განხორციელებულ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ მეორე მხარის მოქალაქეებს ვიზისა და სამუშაო უფლებების მიღებაში.

კარი 3

1. თითოეული მონაწილე მხარის ინვესტიციები და მათთან დაკავშირებული საქმიანობა მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე უნდა სარგებლობდნენ თანასწორუფლებიანობით, კეთილგანწყობითა და სრული დაცვით.

2. ამ კარის პირველ პარაგრაფში აღნიშნულ ინვესტიციებისადმი დამოკიდებულება და დაცვა უნდა იყოს არანაკლებ ხელშემწყობი, ვიდრე მესამე ქვეყნის ასეთივე ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მიმართ.

3. ამ კარის პირველ და მეორე პარაგრაფში ხსენებული ურთიერთობები და დაცვა არ შეეხება იმ უპირატესობებს, რომლებსაც მეორე მონაწილე მხარე მიანიჭებს მესამე ქვეყნის ინვესტიციებს, გამომდინარე საბაჟო კავშირებიდან, თავისუფალი სავაჭრო ზონიდან, ეკონომიკურ გაერთიანებებიდან და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ან სასაზღვრო ვაჭრობის განმარტებასთან დაკავშირებული შეთანხმებებიდან.

კარი 4

1. არც ერთი მონაწილე მხარე არ მოახდენს ექსპროპრიაციას, ნაციონალიზაციას, ან მიიღებს მსგავს ზომებს (შემდგომ მოვიხსენიებთ როგორც „ექსპროპრიაციას“) თავის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის ინვესტიციების წინააღმდეგ, თუ ეს არ ხდება:

ა. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით:

ბ. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად;

გ. დისკრიმინაციის გარეშე;

დ. კომპენსაციის სანაცვლოდ;

2.ამ კარის პირველ პარაგრაფის „დ“ ქვესაკითბში ნახსენები კომპენსაცია ექვივალენტური იქნება ექსპროპრირებული ინვესტიციების ღირებულებისა იმ პერიოდისათვის, როდესაც ექსპროპრიაცია გამოცხადდება, იქნება კონვერტირებადი და თავისუფალად ტრანსფერებადი. კომპენსაცია გაიცემა უმიზეზო დაყოვნების გარეშე.

კარი 5

თუ ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორის მიერ განხორციელებულმა ინვესტირებამ განიცადა ზარალი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ომის, საგანგებო მდგომარეობის, ამბოხების, არეულობის ან რაიმე მსგავსი შემთხვევის გამო, ეს უკანასკნელი მიანიჭებს მას არანაკლებ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს, ვიდრე მესამე ქვეყნის ინვესტორს.

კარი 6

1. თითოეული მონაწილე მხარე, თავისი კანონებისა და წესების შესაბამისად, მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს აძლევს იმის გარანტიას, რომ მოახდენს მათი ინვესტიციებისა და შემოსავლების ტრანსფერს ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, რომელშიც იგულისხმება;

ა. შემოსავალი, დივიდენდი, პროცენტი და სხვა კანონიერი შემოსავალი;

ბ. ინვესტიციების სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული თანხები;

გ. ინვესტიციებთან დაკავშირებული საკრედიტო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადები;

დ. პირველი კარის პირველ პარაგრაფის „დ“ ქვესაკითხში აღნიშნული როიალთები;

ე. გადასახადები ტექნიკური მომსახურებისა და მენედმენტის ანაზღაურებისათვის;

ვ. გადასახადები, დაკავშირებული კონტრაქტის პროექტებთან;

ზ. ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციებთან დაკავშირებით მომუშავე მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეთა მიერ გამომუშავებული თანბები.

2. ზემოხსენებული ტრანსფერები განბორციელდება ინვესტიციის მიმღები მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ტრანსფერის დღისათვის არსებული სავალუტო გაცვლითი კურსით.

კარი 7

თუ მონაწილე მხარე ან მისი რწმუნებული ორგანიზაცია გარანტიით უხდის ინვესტორს გადასახადს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ინვესტირების განხორციელებისათვის, მეორე მონაწილე მხარე აღიარებს წინა მონაწილე მხარის ან მისი რწმუნებული ორგანიზაციის უფლებებისა და მოთხოვნების გადაცემის და ცნობის წინა მონაწილე მხარის ან მისი რწმუნებული ორგანიზაციის სუბროგაციას ასეთ უფლებებსა და მოთხოვნებზე. სუბროგაციით მინიჭებული უფლება ან მოთხოვნა არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე აღნიშული ინვესტორის პირველადი უფლება ან მოთხოვნა.

კარი 8

1. მონაწილე მხარეებს შორის აღნიშული შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებსათან დაკავშირებული ნებისმიერი უთანხმოება, შეძლებისდაგვარად გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით კონსულტაციების გზით.

2. თუ ამ გზით ვერ ხერხდება ასეთი უთანხმოების მოგვარება 6 თვეში, ის შესაძლოა ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნით დაემორჩილოს ედ ჰოკის საარბიტრაჟო სასამართლოს.

3. ასეთი სასამართლო შედგება სამი წევრისაგან: თითოეული მხარე, მეორე მხარისაგან მიღებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში ნიშნავს თითო წევრს, დანიშული ორი წევრი კი, შემდგომ ორი თვის განმავლობაში ირჩევს მესამე წევრს, რომელიც იქნება ისეთი მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული ორივე მონაწილე მხარესთან. მესამე წევრი დაინიშნება ორი მონაწილე მხარის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოს თავმდჯჯომარედ.

4. თუ საარბიტრაჟო სასამართლო არ შეიქმნება წერილობითი შეტყობინებიდან 4 თვის განმავლობაში, თითოეულ მონაწილე მხარეს, ნებისმიერი სხვა შეთანხმების უქონლობისას, შეუძლია მიმართოს საერთაშორისო უმაღლესი სასამართლოს პრეზიდენტს, რათა დანიშნოს წევრი ან წევრები რომელიც ან რომლებიც არ დანიშნულა ან არ დანიშნულან იმ დროისათვის. თუ პრეზიდენტი ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქეა ან რაიმე სხვა მიზეზით ჩამორთმეული აქვს დანიშნულების უფლება, მაშინ შესაბამისი დანიშვნებისათვის მოწვეული იქნება საერთაშორისო უმაღლესი სასამართლოს რანგის შემდეგი სხვა წარმომადგენელი, რომელიც არ არის მონაწილე მხარეთა მოქალაქე.

5. საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს თავის სამუშაო პროცედურას, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შეთანხმების პირობებისა და ორივე მონაწილე მხარის მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით.

6. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობის მიხედვით, ასეთი გადაწყვეტილება საბოლოო და აუცილებელი იქნება ორივე მონაწილე მხარისათვის. საარბიტრაჟო სასამართლო ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნისას, განმარტავს თავის გადაწყვეტილების მიზეზს.

7. თითოეული მონაწილე მხარე დაფარავს თავისი დანიშნული წევრისა და მისი პროცესში მონაწილეობის ხარჯებს, თავმჯდომარისა და სასამართლოს ხარჯები შესაბამისად თანაბრად უნდა განაწილდეს ორივე მონაწილე მხარეზე.

კარი 9

1. ნებისმიერი დავა ერთი მონაწილე მხარის ინვესტორსა და მეორე მონაწილე მხარე შორის მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციებთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად გადაწყდება ორივე მონაწილე მხარეს შორის მეგობრული მოლაპარაკების გზით.

2. თუ დავა ვერ მოგვარდება მოლაპარაკების საშუალებით 6 თვის განმავლობაში, ერთ-ერთი მხარეს უფლება ექნება გააგრძელოს დავა ინვესტიციების მიმღები მონაწილე მხარის კომპეტენტურ სასამართლოში.

3. თუ დავა, რომელიც მოიცავს ექსპროპრიაციისათვის გაღებულ კომპენსაციის თანხებს, არ გადაწყდება მოლაპარაკების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში, ისე, როგორც აღნიშულია ამ კარის პირველი პარაგრაფში, ის ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისდა მიხედვით შეიძლება გადაეცეს ედ ჰოკის საარბიტრაჟო სასამართლოს. ამ პარაგრაფის დებულებები არ გამოიყენება, თუ ინვესტორი მიმართავს ამ კარის მე-2 პარაგრაფში ჩამოყალიბებულ პროცედურას.

4. ასეთი საარბიტრაჟო სასამართლო შედგება ყოველ ცალკეულ შემთბვევაში, შემდეგნაირად: დავის მონაწილე თითოეული მხარე დანიშნავს სასამართლოს თითო წევრს და ეს ორი, თავმჯდომარედ შეარჩევს იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს ორივე მონაწილე მხარესთან. პირველი ორი წევრი დაინიშნება დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინებიდან 2 თვის განმავლობაში, თავმჯდომარე კი, 4 თვის განმავლობაში, თუ ზემოაღნიშული პერიოდის განმავლობაში სასამართლო არ შეიკრიბება, ორივე მხარეს შეუძლია მოიწვიოს საინვესტიციო დავის გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის გენერალური მდივანი, რათა გააკეთოს აუცილებელი დანიშვნები.

5. სასამართლო განსაზღვრავს თავის სამუშაო პროცედურას. სასამართლოს შეუძლია ასევე, პროცედურის განსაზღვრის პროცესში იხელმძღვანელოს საინვესტიციო დავის გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის საარბიტრაჟო წესებით.

6. სასამართლო, გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით. ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოა და აუცილებელი იქნება ორივე მონაწილე მხარისათვის, მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მოხდება თითოეული მხარის შესაბამისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს დავაში მონაწილე ინვესტიციების მიმღები მონაწილე მხარის კანონმდებლობის, საკანონმდებლო კონფლიქტთან დაკავშირებული წესების, ამ შეთანხმების დებულებების და ორივე მონაწილე მხარის მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით.

8. დავის მონაწილე თითოეული მხარე დაფარავს თავისი დანიშნული სასამართლო წევრისა და პროცესში მისი მონაწილეობის ხარჯებს. არჩეული თავმჯდომარისა და სხვა დარჩენილი ხარჯებს თანაბრად გაინაწილებს დავაში მონაწილე ორივე მხარე.

კარი 10

თუ ერთი მონაწილე მხარის კანონები და წესები, მეორე მონაწილე მხარის ინვესტიციებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ამ შეთანხმებითაა გათვალისწინებული, ამ უკეთეს პირობებს მიენიჭება უპირატესობა.

კარი 11

ეს შეთანხმება უნდა შეეხოს ინვესტიციებს, რომლებიც განხორციელებულია მისი ძალაში შესვლამდე ან შემდეგ ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის კანონებისა და წესების გათვალისწინებით.

კარი 12

1. ორი მონაწილე მხარის წარომამდგენლები პერიოდულად შეხვდებიან ერთმანეთს, რათა:

ა. განიხილონ ამ შეთანხმების შესრულება;

ბ. გაცვალონ ინფორმაცია იურიდიული და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ;

გ. შეისწავლონ ინვესტიციებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

2. თუ ერთ-ერთი მონაწილე მხარე მოითხოვს კონსულტაციას ამ კარის პირველ პარაგრაფთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მეორე მონაწილე მხარე მას დაუყონებლივ გასცემს პასუხს. კონსულტაციები ჩატარდება მონაცვლეობით თბილისსა და პეკინში.

კარი 13

1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მომავალი თვის პირველ დღეს, მას შემდეგ, რაც მონაწილე მხარეები გაცვლიან წერილობითი ნოტებს შესაბამისი შიდა იურიდიული პროცედურების შესრულების შესახებ და ძალაში რჩება 5 წლის განმავლობაში.

2. ეს შეთანხმება გრძელდება ყოველი ხუთი წლის პერიოდით, თუ ერთი მონაწილე მხარე ერთი წლით ადრე არ გაუგზავნის მეორე მონაწილე მხარეს წერილობით შეტყობინებას ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე.

3. პირველი ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ თითოეულ მონაწილე მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება მეორე მონაწილე მხარისათვის 1 წლით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

4. 1-12 კარის დებულებები იმოქმედებენ შეთანხმების ვადის შეწყვეტის შემდეგ 10 წლის განმავლობაში.

დასტურად, მთავრობების რწმუნებულმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. პეკინში, 1993 წლის 3 ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. განსხვავებული ინტერპრეტაციისას პრევალირებს ინგლისური ტექსტი.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით         

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით