შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/05/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 19/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 13/05/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000044
  • Word
-
13/05/1994
გაურკვეველი, -, 19/12/1997
000000430.00.003.000044
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგში მხარეებად წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით,

ხელმძღვანელობენ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების მისწრაფებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს დასკვნითი აქტის, ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიისა და ევროთათბირის სხვა დოკუმენტების საფუძველზე,

თვლიან სასარგებლოდ და მნიშვნელოვნად კონსულტაციების ჩატარებას, ინფორმაცისია და აზრთა გაცვლას მხარეთა შორის,

შეთანმხდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები ატარებენ კონსულტაციებს საქართველოს რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ, აგრეთვე საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარის ერთობლივ ინტერესებს წარმოადგენენ.

    მუხლი 2

მხარეებს განზრახული აქვთ ჩაატარონ კონსულტაციები, პირველ რიგში, შემდეგ თემებზე:

ა) ორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება;

ბ) რეგიონალური განვითარება ად საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესებს წარმოადგენენ;

გ) ორმხრივი შეთანხმებების შესრულების მსვლელობა;

დ) ორი უწყების თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები.

    მუხლი 3

მხარეთა საგარეო საქმეთა მინისტრები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები ატარებენ პერიოდულ შეხვედრებსა და კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ორივე მხარის ერთობლივ ინტერესებს წარმოადგენენ. კონსულტაციების საკითხები, ვადები, დონე და ჩატარების ადგილი წინასწარ თანხმდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

საჭიროების შემთხვევაში მხარეები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფორუმებში ატარებენ კონსულტაციებს და აზრთა ურთიერთგაცვლას.

    მუხლი 4

მხარეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობენ პირდაპირი კავშირების დამყარებასა და განვითარებას სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებს, საზოგადოებრივ, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებს, აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგაონებს შორის.

    მუხლი 5

მხარეები ახორციელებენ ინფორმაციის გაცვლას ორივე სახელმწიფოსა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებზე, აგრეთვე ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენენ.

    მუხლი 6

შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ორი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდეგი ორი წლის ვადით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ განაცხადებს თავისი სურვილის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება შეთანხმების მოქმედის ვადის დამთავრებამდე სამი თვით ადრე.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1994 წლის „–––“ მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ესტონულ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ა. ჩიკვაიძე

(ხელმოწერილია)

ესტონეთის რესპუბლიკის მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით რ. მიალკი ვიცე–კანცლერი

(ხელმოწერილია)