საერთაშორისო კონვენცია მძევლების აყვანის წინააღმდეგ

  • Word
საერთაშორისო კონვენცია მძევლების აყვანის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/1979
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 23/05/2005
ძალაში შესვლის თარიღი 19/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000541
  • Word
-
18/12/1979
გაურკვეველი, -, 23/05/2005
480610000.03.030.000541
საერთაშორისო კონვენცია მძევლების აყვანის წინააღმდეგ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

10. საერთაშორისო კონვენცია

მძევლების აყვანის წინააღმდეგ

ხელმოწერილია ნიუ იორკში 1979 წლის 18 დეკემბერს

წინამდებარე კონვენციის წევრი-სახელმწიფოები - ითვალისწინებენ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა და პრინციპებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შეარჩუნებისა და სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების შესახებ,

აღიარებენ რა, რომ ყველას აქვს სიცოცხლის, პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და საერთაშორისო შეთანხმებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ,

კიდევ ერთხელ ადასტურებენ რა, ხალხების თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებს, როგორც ეს განცხადებლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების თანახმად სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციების დეკლარაციაში, ისევე როგორც გენერალური ასამბლეის სხვა შესაბამის რეზოლუციაში.

მიაჩნიათ რა, რომ მძევლების აყვანა არის დანაშაული, რომელიც იწვევს საერთაშორისო საზოგადოების ღრმა შეშფოთებას და წინამდებარე კონვენციის დებულებების თანახმად, ნებისმიერი პიროვნება, რომელიც ჩადის მძევლად აყვანის აქტს, ექვემდებარება სასამართლო დევნას ან ექსტრადირებას,

დარწმუნებულნი არიან რა, რომ დაუყოვნებლად უნდა განვითარდეს საერთაშორისო თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის მძევლად აუვანის ყველა აქტის, როგორც საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინების, აღკვეთის, განსჯისა და დასჯის მიზნით ეფექტური ზომების განსაზღვრისა და მიღებისათვის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1.

1) ნებისმიერი პირი, რომელიც შეიპყრბს ან ატყვევებს და ემუქრება მოკვლით, ზიანის მიყენებით ან ტყვეობაში ყოფნი სხვა პირს (შემდეგში ”მძევალი”) რათა აიძულოს მესამე მხარე, ერძოდ კი სახელმწიფო, საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან პირთა ჯგუფი, განახორციელოს ქმედება, ან თავი შეიკავოს მისი განხორციელებისაგან, მძევლის გათავისუფლების პირდაპირი ან არაპირდაპირი პირობით, ჩადის მძევლად აყვანის დანაშაულს (”მძევლად აყვანა”) წინამდებარე კონვენციის შინაარსის თანახმად.

2. ნებისმიერი პირი, რომელიც:

a) ცდილობს ჩაიდინოს მძევლად აყვანის აქტი, ან

b) მონაწილეობას იღებს როგორც ამ პირის თანამზრახველი, რომელიც ახორციელებს ან ცდილობს განახორციელოს მძევლად აყვანის აქტი, ასევე სჩადის დანაშაულს წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის.

    მუხლი 2

ყოველმა წევრმა-სახელმწიფომ 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს უნდა შეუფარდოს მათი სიმძიმის შესაფერისი სასჯელები.

    მუხლი 3.

1) წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც დატყვევებულია მძევალი დამნაშავის მიერ, ღებულობს ყველა ზომას, რომელსაც მიიჩნევს მიზანშეწონილად, რათა გაუადვილოს მძევალს მდგომარეობა, კერძოდ კი უზრუნველყოს მისი გათავისუფლება და მისი გათავისუფლების შემდეგ, ხელი შეუწყოს, შესაბამის შემთხვევებში, მის გამგზავრებას.

2. თუ ნებისმიერი ნივთი. რომელიც დამნაშავემ მიიღო მძევლის აყვანის შედეგად, ხდება წევრ-სახელმწიფოს განკარგვაში, ეს წევრ-სახელმწიფო შეძლებისდაგვარად მალე უბრუნებს მას მძევალს, ან 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ მესამე მხარეს, ვითარების შესაბამისად, ან საკუთარ შესაბამის ინსტანციებს.

    მუხლი 4

წევრი-სახელმწიფოები თანამშრომლობენ 1-ლი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების აღკვეთისათვის, კერძოდ კი:

a) იღებენ ყველა პრაქტიკულად განხორციელებად ზომას თავიანთ შესაბამის ტერიტორიებზე, რათა აღკვეთონ მათ ტერიტორიებზე ან ტერიტორიებს გარეთ დანაშაულებების ჩადენის მზადება, თავიანთ ტერიტორიებზე იმ პირების, ჯგუფების ან ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთისათვის ზომების მიღების ჩათვლით, რომლებიც წაახალისებენ, უბიძგებენ, აწყობენ [მძევლად აყვანის აქტებს] ან მონაწილეობენ მძევლად აყვანის აქტების მზადებაში.

b) ცვლიან ინფორმაციას და კოორდინირებას უწევენ შესაბამისი ადმინისტრაციული ან სხვა ზომების მიღებას რათა აღიკვეთოს ეს დანაშაულებები.

    მუხლი 5

1) ყოველი წევრი-სახელმწიფო მიმართავს აუცილებელ ზომებს 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე თავისი იურისდიქციის განსახორციელებლად, თუ ეს დანაშაული ჩადენილია:

a) მის ტერიტორიაზე, ან ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ბორტზე;

b) მისი ნებისმიერი მოქალაქის მიერ ან, თუ ეს სახელმწიფო ამას მიზანშეწონილად თვლის, იმ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მის ტერიტორიაზე;

c) იმ მიზნით, რომ ეს სახელმწიფო იძულებულ იქნას განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს მისგან; ან

d) იმ მძევალის წინააღმდეგ რომელიც არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე, თუ ეს სახელმწიფო ამას მიიჩნევს მიზანშეწონილად.

2. ყოველი წევრ-სახელმწიფო ანალოგიურად ღებულობს ზომებს, რომელიც შეიძლება იყოს აუცილებელი 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე თავისი იურისდიქციის განსახორციელებლად, როდესაც სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და ის არ ახდენს მის გადაცემას წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფოებისათვის.

3. წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულ ნებისმიერ სისხლის სამართლის იურისდიქციას.

    მუხლი 6

1. დარწმუნდება რა , რომ ვითარება ამას მოითხოვს, ნებისმიერი წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად აპატიმრებს მას, ან ღებულობს სხვა ზომებს, რათა უზრუნველყოს მისი დასწრება სისხლის სამართლებრივი ან გადაცემის პროცედურების განხორციელებისათვის აუცილებელი დროის მანძილზე. წევრ-სახელმწიფო დაუყოვნებლივ აწარმოებს ფაქტების წინასწარ გამოძიებას.

2. დატყვევების ან 1-ლი მუხლით გათვალისწინებული სხვა ზომების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშუალოდ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით:

a) სახელმწიფოს, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი;

b) სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც იყო მიმართული იძულება ან იძულების მცდელობა;

c) სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის წინააღმდეგაც იყო მიმართული იძულება ან იძულების მცდელობა;

d) სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც არის მძევალი, ან რომლის ტერიტორიაზეც ის მუდმივად ცხოვრობს;

e) სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც არის სავარაუდო დამნაშავე, ან, თუ მას არ გააჩნია მოქალაქეობა, რომლის ტერიტორიაზეც ის მუდმივად ცხოვრობს;

f) საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომლის წინააღმდეგაც მიმართული იყო იძულება ან იძულების მცდელობა;

g) ყველა სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს.

3. ნებისმიერ პირს, რომლის მიმართებაშიც მიიღება 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ზომები, უნდა მიეცეს უფლება:

a) დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს უახლოეს შესაბამის წარმომადგენლობას იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეც ის არის, ან რომელსაც სხვაგვარად აქვს უფლება დაუკავშირდეს, ან, თუ მას არ გააჩნია მოქალაქეობა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლობას, რომლის ტერიტორიაზეც ის მუდმივად ცხოვრობს;

b) მონახულებულ იქნას ამ სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ.

4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები განხორციელებულ უნდა იქნეს იმ სახელმწიფოს შიდა კანონებისა და წესების თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ კანონებმა და წესებმა უნდა უზრუნველყოს იმ მიზნების სრული მიღწევა, რომელთათვისაც გამიზნულია მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.

5. მე-3 და მე-4 პუნქტის დებულებები არ ზღუდავს არცერთი წევრი-სახელმწიფოს უფლებას, რომელსაც სურს განახორციელოს თავისი იურისდიქცია მე-5 მუხლის 1(b) პუნქტის თანახმად, მოიწვიოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სავარაუდო დამნაშავესთან კავშირის დასამყარებლად ან მის მოსანახულებლად.

6. სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს წინასწარ გამოძიებას წინამდებარე მუხლი 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამ გამოძიების შედეგები წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფოებს და აცნობოს, აპირებს თუ არა ის განახორციელოს თავისი იურისდიქცია.

    მუხლი 7

წევრმა-სახელმწიფომ, სადაც მისი შიდა კანონების შესაბამისად გასამართლდება სავარაუდო დამნაშავე, უნდა აცნობოს ამ პროცედურების საბოლოო შედეგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც გადასცემს ამ ინფორმაციას სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს და დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს.

    მუხლი 8

1. წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ნაპოვნია სავარაუდო დამნაშავე, თუ ის არ ახდენს მის გადაცემას, ვალდებულია ყოვენგვარი გამონაკლისის გარეშე, იმისდა მიუხედავად ჩადენილ იქნა თუ არა ეს დანაშაული მის ტერიტორიაზე, გადასცეს საქმე თავის კომპეტენტურ ინსტანციებს ამ სახელმწიფოს კანონების შესაბამისად გასამართლების მიზნით. ეს ინსტანციები იღებენ თავიანთ გადაწყვეტილებას იმავე სახით, როგორც მძიმე სახიათის სხვა ჩვეულებრივი დანაშაულის შემთხვევაში ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ნებისმიერ პირ, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო დევნა 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერი დანაშაულთა დაკავშირებით, ეძლევა სამართლიანი მოპყრობის გარანტია სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე. იმ უფლებათა და გარანტიათა ჩათვლით, რომლებიც გათვალისწინებულია იმ სახელმწიფოს კანონებით, რომლის ტერიტორიაზეც ის იმყოფება.

    მუხლი 9

1. სავარაუდო დამნაშავის გადაცემის თხოვნა წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუკი წევრ-სახელმწიფოს, რომელმაც მიიღო ეს თხოვნა, აქვს მყარი საფუძველი ჩათვალოს, რომ:

a) 1-ლი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული გადაცემის თხოვნა განხორციელდა პიროვნების რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური ნიშნის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის და დასჯის მიზნით; ან

b) ამ პირის მდგომარეობა შეილება ხელყოფილ იქნას:

i. წინამდებარე პუნქტის (ა) ქვეპუნქტი განსაზღვრული ნებისმიერი მიზეზით;

ii. იმ მიზეზით, რომ ის სახელმწიფოს შესაბამის ინსტანციებს, რომლებიც უფლებამოსილნი განახორციელონ დაცვის უფლებები, არ შეუძლიათ მასთან დაკავშირება.

2. წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, გადაცემის შესახებ წევრ-სახელმწიფოთა შორის მოქმედი ყველა იმ ხელშეკრულების ან შეთანხმების დებულებები შეიცვლება მონაწილე სახელმწიფოთა შორის იმდენად, რამდენადაც ისინი არ შეესაბამებიან წინამდებარე კონვენციას.

    მუხლი 10

1. 1-ლი მუხლით გათვალისწინებული დანასაულებები უნდა ჩაითვალოს ექსტრადირებად დანაშაულებებად იმ ნებისმიერ შეთანხმებაში გადაცემის შესახებ, რომლებიც მოქმედებს წევრ-სახელმწიფოებს შორის. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას ართონ ეს დანაშაულებები როგორც ექსტრადირებადი ყოველ შეთანხმებაში გადაცემის შესახებ, რომლებსაც ისინი დადებენ თავიანთ შორის.

2. თუ წევრ-სახელმწიფო, რომელიც დამნაშავის გადაცემას ახორციელებს მხოლოდ არსებული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ღებულობს თხოვნას ექსტრადირების შესახებ წევრ-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც არ გააჩნია შეთანხმება ექსტრადირების შესახებ, თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია განიხილოს წინამდებარე კონვენცია როგორც იურიდიული საფუძველი ექსტრადირებისათვის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებაში. ამასთან, გადაცემა ხდება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3. წევრი-სახელმწიფოები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ექსტრადირებისათვის შეთანხმების არსებობის აუცილებლობას, აღიარებენ 1-ლი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებებს ექსტრადირებადად ურთიერთშორის, თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. 1-ლი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებები განხილულ უნდა იქნეს როგორც დანაშაულებები, რომელნიც ჩადენილ იქნენ არა მხოლოდ მათი ადენის ადგილას, არამედ ასევე იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზეც, რომლებმაც უნდა განახორციელონ თავიანთი იურისდიქცია მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად.

    მუხლი 11.

1. წევრი-სახელმწიფოები აღმოუჩენენ ერთმანეთს მაქსიმალურად სრულ დახმარებას 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული აუცილებელი მტკიცებულებების მიწოდების ჩათვლით.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ ზღუდავს იურიდიული ურთიერთდახმარების შესახებ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია სხვა შეთანხმებებით.

    მუხლი 12

რამდენადაც 1949 წლის ჟენევის კნვენციები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ და მათზე დართული დამატებითი ოქმები გამოიყენება მძევლად აყვანის რომელიმე კონკრეტულ აქტთან დაკავშირებით, და რამდენადაც წინამდებარე კონვენციის წევრი-სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ამ კონვენციების მიხედვით განახორციელონ მძევლის ამყვანის დევნა ან გადაცემა, წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება მძევლად აყვანის იმ აქტის მიმართ, რომელიც ჩადენილ იქნა იმ შეიარაღებული კონფლიქტების მსვლელობისას, რომლებიც განსაზღვრულია 1949 წლის ჟენევის კონვენციებითა და მათი ოქმებით, 1977 წლის I დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტში ნახსენები კონფლიქტების ჩათვლით, რომელთა დროსაც ხალხები, ახორციელებენ რა თავიანთ უფლებას თვითგამორკვევაზე, როგორც ეს ასახულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დეკლარაციაში, იბრძვიან კოლონიური ბატონობის, უცხოელთა დაპყრობისა და რასისტული რეჟიმების წინააღმდეგ.

    მუხლი 13

წინამდებარე კონვენცია არ მოქმედებს, როდესაც დანაშაული ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მძევალი და სავარაუდო დამნაშავე არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები და სავარაუდო დამნაშავე ნაპოვნია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

    მუხლი 14

არაფერი წინამდებარე კონვენციაში არ შეიძლება განმარტებულ იქნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელყოფის გასამართლებლად.

    მუხლი 15

წინამდებარე კონვენციის დებულებებს არა აქვთ გავლენა შეთანხმებებზე თავშესაფრის შესახებ, რომლებიც ძალაშია წინამდებარე კონვენციის მიღებისთანავე, ამ შეთანხმებების წევრ-სახელმწიფოებს შორის; მაგრამ წინამდებარე კონვენციის წევრ-სახელმწიფოს არ შეუძლია მიმართოს ამ შეთანხმებებს წინამდებარე კონვენციის მონაწილე იმ სახელმწიფოსთან მიმარტებაში, რომელიც არ არის ამ შეთანხმებების მონაწილე.

    მუხლი 16

1. ნებისმიერი დავა ორ ან მეტ წევრ-სახელმწიფოს შორის, წინამდებარე კონვენციის გამოყენების ან განმარტების თაობაზე, რომლის გადაჭრაც ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების გზით, გადაცემა არბიტრაჟს ამ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთის მოთხოვნის საფუძველზე. თუ არბიტრაჟის თაობაზე მოთხოვნიდან ექვსი თვის მანძილზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის ორგანიზებაზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია გადასცეს სადავო საკითხი საერთაშორისო სასამართლოს სასამართლოს სტატუსის შესაბამისად.

2. ყოველ სახელმწიფოს, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას, რატიფიცირებისას ან მასთან მიერთებისას, შეუძლია განაცხადოს, რომ არ მიიჩნევს თავს ვალდებულად წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით. სხვა წევრ-სახელმწიფოები ასევე არ იქნებიან ვალდებულნი წინამდებარე მუხლი 1-ლი პუნქტის მიხედვით იმ წევრ-სახელმწიფოს მიმართებაში, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.

3. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუძლია გააუქმოს ეს განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შესაბამისი შეტყობინებებით.

    მუხლი 17

1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოწერისათვის ყველა სახელმწიფოს მიერ 1980 წლის 31 დეკემბრამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ იორკში.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

3. წინამდებარე კონვენცია ღიაა მიერთებისათვის ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ. მიერთების შესახებ დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

    მუხლი 18

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიცირების შესახებ ოცდამეორე დოკუმენტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.

2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას ან უერთდება მას რატიფიცირების ან მიერთების შესახებ ოცდამეორე დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.

    მუხლი 19

1. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი წერილობითი შეტყობინების გზით.

2. დენონსირება ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ ეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.

    მუხლი 20

წინამდებარე კონვენციის ორიგინალი, რომლის ტესტები არაბულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე თანაბრად აუთენტურია, დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელიც უგზავნის დამოწმებულ ასლებს ყველა სახელმწიფოს.

რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელისმომწერებმა, თავიანთი მთავრობების მიერ ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას, რომელიც გაიხსნა ხელმომწერებისათვის ნიუ იორკში 1979 წლის 18 დეკემბერს.