შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 09/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 03/02/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000015
  • Word
-
05/07/1993
ვებგვერდი, -, 09/12/1997
000000430.00.003.000015
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

თვლიან ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად და ურთიერთსასარგებლოდ რეგულარულად აწარმოონ აზრთა ურთიერთგაცვლა სხვადასხვა დონეზე იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივი ინტერესის საგანს.

    მუხლი 1

მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და, აგრეთვე, სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხების, რეგიონული და საშინაო პრობლემების ირგვლივ, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივი ინტერესის საგანს.

განსაკუთრებული საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეიქმნას საექსპერტო და სამუშაო ჯგუფები.

    მუხლი 2

მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ დაგეგმილი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების დღის წესრიგს, მათი ჩატარების ადგილსა და პირობებს.

    მუხლი  3

მხარეები ითანამშრომლებენ და კონსულტაციებს ჩაატარებენ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში მათი საქმიანობის კოორდინირების მიზნით.

მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

    მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ დიპლომატიურ სამსახურებს შორის თანამშრომლობის და პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. ისინი სასურველ პირობებს შეუქმნიან სემინარების, ერთობლივი კვლევითი სამუშაოების ჩატარებას და მომსახურე პერსონალის გაცვლას დიპლომატიურ ურთიერთობებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით.

    მუხლი 5

წარმოდგენილი შეთანხმება ძალაში შედის ხელის მოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მორიგი ხუთი წლით, თუ არცერთი მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს წერილობით თავისი სურვილის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე.

შესრულებულია ქ. პარიზში, 1993 წლის ივლისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ფრანგულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

საქართველოს რესპუბლიკის                       საფრანგეთის რესპუბლიკის

საგარეო საქმეთა მინისტრი                         საგარეო საქმეთა მინისტრი

(ხელმოწერილია)                                        (ხელმოწერილია)