შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებულ სამართალმემკვიდრეობის საკითხთა მოწესრიგების შესახებ

  • Word
შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებულ სამართალმემკვიდრეობის საკითხთა მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 01/03/2001
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.002.000410
  • Word
-
14/09/1993
გაურკვეველი, -, 01/03/2001
480140000.02.002.000410
შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებულ სამართალმემკვიდრეობის საკითხთა მოწესრიგების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებულ სამართალმემკვიდრეობის საკითხთა მოწესრიგების შესახებ

რუსეთის ფედერაცია და საქართველოს რესპუბლიკა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებული,

აღიარებენ რა ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებულ სამართალმემკვიდრეობის საკითხთა უსწრაფესი და საბოლოო მოწესრიგების აუცილებლობას,

ხელმძღვანელობენ იმით, რომ ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებული სამართალმემკვიდრეობის ყველა საკითხი წყდება ორმხრივ საფუძველზე,

ეყრდნობიან ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებული სამართალმემკვიდრეობის შესახებ 1991 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულების, აღნიშნული ხელშეკრულებისადმი დამატების შესახებ 1992 წლის 13 მარტის შეთანხმების, საზღვარგარეთ ყოფილი სსრ კავშირის საკუთრების შესახებ 1991 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების და საზღვარგარეთ ყოფილი სსრ კავშირის მთელი საკუთრების განაწილების შესახებ 1992 წლის 6 ივლისის შეთანხმების დებულებებს,

ითვალისწინებს უცხოელი კრედიტორებისადმი სსრ კავშირისა და მისი სამართალმემკვიდრეობის ვალის თაობაზე ურთიერთგაგების შესახებ 1991 წლის 28 ოქტომბრის მემორანდუმს და მონაწილე კრედიტორი ქვეყნების მთავრობათა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლების 1993 წლის 2 აპრილის განცხადებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მოცემული შეთანხმების მიზნებისათვის ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალი და აქტივები გაგებულია იმგვარად, როგორც ისინი განსაზღვრულია ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებული სამართალმემკვიდრეობის შესახებ 1991 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებაში.

    მუხლი 2

მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ყოფილი სსრ კავშირის საგარეო ვალსა და აქტივებში რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რესპუბლიკის წილები განისაზღვრება ერთიანი აგრეგირებული მაჩვენებლით, როგორც ეს დაფიქსირებულია ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და აქტივებთან დაკავშირებული სამართალმემკვიდრეობის შესახებ 1991 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების ხელმომწერი ყოფილი სსრ კავშირის სუბიექტი სახელმწიფოების ფაქტობრივი რაოდენობის გათვალისწინებით.

    მუხლი 3

საქართველოს რესპუბლიკა გადასცემს, რუსეთის ფედერაცია კი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს საქართველოს რესპუბლიკის წილი ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალში 1991 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით.

    მუხლი 4

საგარეო ვალის საქართველოს რესპუბლიკაზე გაპიროვნებული წილის გადასახდელად საქართველოს რესპუბლიკა გადასცემს, რუსეთის ფედერაცია კი იღებს საქართველოს რესპუბლიკის წილს 1991 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით.

    მუხლი 5

მოცემული შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან ყოფილი სსრ კავშირის საგარეო სახელმწიფო ვალთან და მის კრედიტებთან დაკავშირებით ყველა საკითხი, რომლებიც ნახსენებია მოცემული შეთანხმების პრეამბულაში ჩამოთვლილ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში, მთლიანად მოგვარებულია.

    მუხლი 6

მოცემული შეთანხმება ძალაში შედის იმ შიდასახელმწიფოებრივი პროეცედურების შესრულების შესახებ შეტყობინებათა გაცვლის თარიღიდან, რომლებიც საჭიროა მისი ძალაში შესვლისათვის.

შესრულებულია ქალაქ მოსკოვში 1993 წლის 14 სექტემბერს ორ ნამდვილ ეგზემპლარად, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

რუსეთის ფედერაციის სახელით

საქართველოს რესპუბლიკის სახელით