შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ

  • Word
შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, -, 20/10/2004
ძალაში შესვლის თარიღი 06/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 480420010.03.001.000512
  • Word
15/04/1994
სსმ, -, 20/10/2004
480420010.03.001.000512
შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ

წინამდებარე შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოები, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებული, ადასტურებენ რა თავიანთ ერთგულებას ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის თავისუფალი განვითარებისადმი, ნერგავენ რა პრაქტიკაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, მოქმედებენ რა 1993 წლის 24 სექტემბრის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულების, ქალაქი მოსკოვი, დებულათა თანამიმდევრული რეალიზაციის მიმართულებით, აყალიბებენ რა პირობებს საქონლისა და მომსახურებათა თავისუფალი გადაადგილებისათვის, უზრუნველყოფენ რა ურთიერთვაჭრობის დაბალანსებულობას და მონაწილე სახელმწფოთა საშინაო ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციას,

ხელს უწყობენ რა მონაწილე სახელმწიფოების ეკონომიკური პოტენციალის ზრდას ურთიერთხელსაყრელი კოოპერაციული კავშირების და თანამშრომლობის განვითარების საფუძველზე,

ხელმძღვანელობენ რა თავიანთ სახელმწიფოთა მოსახლეობის ცხოვრების დონის მუდმივი ამაღლებისადმი სწრაფვით, გამომდინარე ეკონომიკური კავშირგის შექმნის ეტაპობრივობიდან, შედიან რა თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულებაში, შემდგომში ხელშეკრულება, შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1 ზოგადი დებულებები

1. ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევად უზრუნველყოფენ ურთიერთქმედებას ეკონომიკური კავშირის შექმნის პირველი ეტაპის კონკრეტულიამოცანების გადაწყვეტისას, რომლებიც მიმართულია:

ეკვივალენტური მოქმედების მქონე ბაჟის, გადასახადებისა და მოსაკრებლების და ურთიერთვაჭრობისას რაოდენობრივი შეზღუდვების თანდათანობით გაუქმებისაკენ;

საქონლის და მომსახურებათა თავისუფალი მოძარობისათვის სხვა დაბრკოლებების მოხსნისაკენ;

ურთიერთანგარიშსწორებისა და გადახდის ეფექტური სისტემის შექმნისა და განვითარებისაკენ სავაჭრო და სხვა ოპერაციებზე;

სავაჭრო პოლიტიკის კოორდინაციისაკენ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების მონაწილეებს;

ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაცისაკენ იმ ზომით, რამდენადაც ეს აუცილებელია შეთანხმების მიზნების მისაღწევად (მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ფინანსების, ინვესტიციების, სოციალური სფეროს, კეთილსინდისიერი კონკურენციისა და სხვ დარგებში);

დარგთაშორისი და შიდადარგობრივი კოოპერაციის და მეცნიერულ–ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისაკენ;

ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის და(ან უნიფიკაციისაკენ იმ ზომით, რამდენადაც ეს საჭიროა თავისუფალი სავაჭრო ზონის სათანადო და ეფექტური ფუნქციონირებისათვის.

2. შეთანხმების ტერიტორია მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო ტერიტორიებს.

3. თუ ტერმინების მნიშვნელობა სპეციალურად არაა განსაზღვრული წინამდებარე შეთანმხებით ან ხელშემკვრელ მხარეთა სხვა შეთანმხჟებით, განმარტებისას ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ ვენის 1969 წლის კონვენციის დებულებებით.

უთანხმოებები შეთანმხების ან მის ცალკეულ ტერმინთა განმარტებასთან დაკავშირებით გადაწყდება წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული დავების დარეგულირებისათვის მიღებული პროცედურების წესით.

4.ხელშემკვრელი მხარეები თავის შეიკავებენ ქმედებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს და აფერხებს მისი მიზნების განხორციელებას.ეს დებულება, კერძოდ, ეხება ხელშემკვრელ მხარეთა მონაწილეობის პირობებს სხვა რეგიონალურ ეკონომიკურ დაჯუფებებში, ასევე სხვა საკითხებს, დაკავშირებული შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობათა რეგულირებასთან.

    მუხლი 2 რეჟიმი არამონაწილე სახელმწიფოთა მიმართ

ხელშემკვრელი მხარეები ინარჩუნებენ უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვრონ საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობების რეჟიმი წინამდებარე შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოთა მიმართ.

    მუხლი 3 ეკვივალენტური მოქმედების მქონე საბაჟო  გადასახადები, მოსაკრებლები და რაოდენობრივი შეზღუდვები

ხელშემკვრელი მხარეები არ გამოიყენებენ ბაჟს, გადასახადებსა და მოსაკრებლებს, რომელთაც გააჩნიათ ეკვივალენტურგი მოქმედება, ასევე რაოდენობრივ შეზღუდვებს იმ საქონლის შეტანაზე და(ან გატანაზე, რომლებიც წარმოშობით ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდანაა და განკუთვნილია სხვა ხელშემკვრელი მხარეების საბაჟო ტერიტორიისათვის. გამონაკლისები მოცემულ სავაჭრო რეჟიმიდან ფორმდება დოკუმენტებით, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

2.წინამდებარე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში შეიმუშავებენ და შეათანხმებენ თავისუფალი რეჟიმიდან ამოღებათა საერთო ჩამონათვალს, ასევე ასეთი ამოღებების გამოყენებისა და ეტაპობრივი გაუქმების მეთოდებს გარდამავალი პერიოდისათვის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნამდე.

3.ამოღებათა საერთო ჩამონათვალის შეთანხმებამდე ხელშემკვრელ მხარეებს შორის გამოყენებულ იქნება მოქმედი ორმხრივი შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ოქმები ამ რეჟიმიდან ამოღებათა შესახებ, თუ ორმხრივი შეთანხმებები სხვა რაიმეს არ ითვალისწინებს.

4.საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თანახმად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს (დანართი 1).

    მუხლი 4 ტექნიკური და სხვა სპეციალური მოთხოვნები (შეზღუდვები)

1.ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთვაჭრობისას ტექნიკური ბარიერებისა და ანალოგიურგი ხასიათის სხვა შეზღუდვების ლიკვიდაციის მიზნით მიისწრაფვიან ტექნიკური და სხვა სპეციალური მოთხოვნების ჰარმონიზაციისაკენ და თავიანთი პოლიტიკის შეთანხმებისაკენ ამ დარგში.

2.ხელშემკვრელი მხარეები დაავალებენ თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს მოამზადონ შესაბამისი წინადადებები წინამდებარე მუხლის პივრელი პუნქტის დებულებათა სარეალიზაციოდ მრავალმხრივ ან ორმხრივ საფუძველზე.

    მუხლი 5 მოსაკრებლები და საქონლის შემოტანასა და გატანასთან დაკავშირებული მოსაკრებლები და ფორმალობები

1.ყველა მოსაკრებლები და სახდელები (გარდა ბაჟისა, გადასახადებისა და მათთთან გათანაბრებული მოსაკრებლებისა), დადგენილნი ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ურთიერთვაჭრობისას საქონლის შეტანასთან და გატანასთან დაკავშირებით, არ უნდა აღემატებოდეს პირდანპირი ფაქტობრივი დანახარჯების გონივრულ ფარგლებს.

2.ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ მოსაკრებლებისა და სახდელების სახეობათა შესახებ და ეცდებიან შეთანხმებულად შეამცირონ მათი ოდენობა და ზომები.

3.ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან გაამარტივონ ადმინისტრაციული ფორმალობები და მოახდინონ მათი უნიფიცირება.

4.წინამდებარე მუხლის დებულებები ვრცელდება, კერძოდ, მოსაკრებლებსა და ფორმალობებს, რომლებიც ეხება:

– რაოდენობრივ შეზღუდვებს;

ლიცენზირებას;

სავალუტო კონტროლს;

სტატისტიკურ აეღრიცხვას;

დოკუმენტებს, დოკუმენტაციისა და დოკუმენტების დამოწმებას;

ანალიზსა და დათვალიერებას;

კარანტინს, სანიტარულ სამსახურს, ფუმიგაციას და სხვა

    მუხლი 6 საბაჟო პროცედურების უნიფიკაცია და/ან ჰარმონიზაცია

1.ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ ზომებს საბაჟო ფორმალობათა მაქსიმალური უნიფიკაციისა და გამარტივებისათვის, კერძოდ, საბაჟო და საქონელთანმხლები დოკუმენტაციის ერთიანი ფორმების შემოსაღებად მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებებზე ორიენტირებით.

2.ხელშემკვრელი მხარეები დაავალებენ თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს მოამზადონ წინადადებები საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციისა და საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ურთიერთცნობის შესახებ.

    მუხლი 7 სასაქონლო ნომენკლატურები

1.სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ზომების განორციელებისას, სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებისას და სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისას ასევე საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურებს, დაფუძნებულთ საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემაზე. ამასთან საკუთარი საჭიროებისათვის ხელშემკვრელი მხარეები აუცილებლობისამებრ ახორციელებენ ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურების შემდგომ განვითარებას.

2.საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის ეტალონური ეგზემპლარის წარმოებას ახორცელებს რუსეთის ფედერაცია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული წარმომადგენლობების მეშვეობით, სანამ სხვა ხელშემკვრელი მხარეები არ განაცხადებენ ეტალონური ეგზემპლარგის დამოუკიდებელი წარმოების შესახებ.

    მუხლი 8 შიდა გადასახადები და ფისკალური ხასიათის მოსაკრებლები

1.ხელშემკვრელი მხარეები პირდაპირ ან ირიბად არ დაბეგრავენ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო ტერიტორიიდან წარმომდგარ საქონელს ფისკალური ხასიათის გადასახადებითა და მოსაკრებლებით იმ ზომით, რაც აღემატება მათ დონეს ეროვნული საქონლისათვის.

2.ხელშემკვრელი მხარეები წარადგენენ სრულ ინფორმაციას ყველა მოქმედი გადასახადებისა და ფისკალური ხასიათის სხვა მოსაკრებლების შესახებ.

    მუხლი 9 სუბსიდიები

ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ არ გამოუყონ საექსპორტო და სხვა სუბსიდიები მათ ტერიტორიაზე მყოფ საწარმოებს, თუ ასეთი სუბსიდიების გამოყოფის შემთხვევაში დაირღვევა კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები.

    მუხლი 10 ტრანზიტი

1.ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ტრანზიტის თავისუფლების პრინციპის დაცვა წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევ უმნიშვნელოვანეს პირობას და შრომის საერთშაორისო დანაწილებისა და კოოპერირების სისტემისადმი მათი მიერთების არსებით ელემენტს.

2.სატრანზიტო გადაზიდვები არ უნდა ექვემდებარებოდნენ დაუსაბუთებელ დაკავებაეს ან შეზღუდვებს.

3.ტრანზიტის პირობები, ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით გადაზიდვის ტარიფისა და მომსახურებათა ჩათვლით, არ უნდა იყოს იმ პირობებზე უარესი, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ ტვირთის საკუთარი გამგზავნებისა და მიმღებებისათვის, მათი კუთვნილი საქონლის, ასევე ამ ხელშემკვრელი მხარის გადამზიდავებისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის ან ექმნებათ ნებისმიერი სხვა უცხო სახელმწიფოს ტვირთების გამგზავნებსა და მიმღებებს, მათ კუთვნილ საქონელს, გადამზიდავებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, თუ ორმხრივი შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 11 რეექსპორტი

1.თითოეული ხელშემკვრელი მხარე არ დაუშვებს საქონლის არასანქცირებულ რეექსპორტს, რისი ექსპორტისადანაც სხვა ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიიდანაც წარმოდგება ეს საქონელი, იყენებენ სატარიფო და(ან არასატარიფო რეგულირების ზომებს.

2.ხელშემკვრელი მხარეები ხელს არ შეუშლიან სამეურნეო სუბიექტებს ჩართონ კონტრაქტებში დებულებები, რომლებიც ეხება საქონლის რეექსპორტს.

3.საქონლის რეექსპორტთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქონლის რეექსპორტისა და რეექსპორტზე ნებართვის გაცემის წესის შესახებ შეთანხმების შესაბამისად (დანართი 2), რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 12 საწარმოო კოოპერაცია და მეცნიერულ–ტექნიკური თანამშრომლობა

ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ საწარმოო კოოპერაციისა და მეცნიერულ–ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას სახელმწიფოთაშორისი (დარგთაშორისი, რეგიონალურ) დონეზე და ასევე სამეურნეო სუბიექტების დონეზე, მათ შორის სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა ფორმების აღმოჩენით.

    მუხლი 13 გამონაკლისები

1.ზოგადი გამონაკლისები

წინამდებარე შეთანხმება არ აბრკოლებს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებას მიიღოს საერთაშორისო პრაქტიკაში ზოგადად აღიარებული სახელმწიფო რეგულირების ზომები საგარეო ეკონომიკური კავშირების დარგში, რომელთაც იგი საჭიროდ მიიჩნევს თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ანდა რომლებიც უეჭველად აუცილებელია საერთაშორისო ხელშეკრულებების შესასრულებლად, რომელთა მონაწილეც იგი არის ან აპირებს გახდეს, თკუკი ეს ზომები ეხება:

საზოგადოებრივი მორალისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას;

მცენარეთა და ცხველთა დაცვას;

გარემოს დაცვას;

მხატვრული, არქეოლოგიური და ისტორიული ღირებულებების დაცვას, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ საგანძურს;

სამრეწველო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას;

ოქროთი, ვერცხლითა და სხვა ძვირფასი ლითონებითა და ქვებით ვაჭრობას;

არგანახლებადი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას;

პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვას, როდესაც ამ პროდუქციაზე საშინაო ფასი მსოფლიოზე დაბალია სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის განხორციელების შედეგად;

საგადამხდელო ბალანსის დარღვევას

2.უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე გამონაკლისები

არაფერი წინამდებარე შეთანხმებაში არ აბრკოლებს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებას მიიღოს სახელმწიფო რეგულირების ზომბეი, რომელთაც იგი საჭიროდ ჩათვლის, თუ ეს ზომები ეხება:

ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფას, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის ჩათვლით, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას;

იარაღით, სამხედრო ტექნიკით, ტყვია–წამლით ვაჭრობას, სამხედრო ხასიათის მომსახურების გაწვას, ტექნოლოგიების გადაცემას და შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებისათვის მომსახურების გაწევას და სხვა მიზნებისათვის;

ხლეჩადი მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების წყაროთა მიწოდებას, რადიოაქტიურ ნარჩენთა უტილიზაციას;

საომარ დროს ან სხვა საგანგებო მდგომარეობისას მიღებულ ზომებს საერთაშორისო ურთიერთობებში;

ქმედებებს მის მიერ გაეროს წესდების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნებისათვის.

    მუხლი 14 სახელმწიფო რეგულირების ზომებით სარგებლობის წესი

1.ხელშემკვრელი მხარე წინასწარ ატყობინებს სხვა ხელშემკვრელ მხარეებს სახელმწიფო რეგულირების ზომების შემოღების მიზეზთა, ხასიათისა და სავარაუდო ვადების შესახებ.

2.ხელშემკვრელი მხარეები ჩაატარებენ წინასწარ კონსულტაციებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს. ექვსი თვის ვადაში შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში წინამდებარე მუხლის 1 პუნქტში ხსენებულ ხელშემკვრელი მხარეს უფლება აქვს შემოიღოს სახელმწიფო რეგულირების ზომები თავისი შეხედულებისამებრ.

3.განსაკუთრებით გადაუდებელ შემთხვევებში ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს შემოიღოს სახელმწფიო რეგულირების ზომბეი საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის დარგში სხვა ხელშემკვრელი მხარეებისათვის ერთდროული შეტყობინებითა და მათთან დაუყოვნებელი კონსულტაციების ჩატარებით.

    მუხლი 15 თანამშრომლობა საექსპორტო კონტროლის დარგში

ხელშემკვრელი მხარეები ითანამშრომლებენ და განახორციელებენ შეთანხმებულ ქმედებებს საექსპორტო კონტროლის საკითხებში.

    მუხლი 16 შეთანხმების მოქმედების სფერო საქონელთა მიმართებით

თავისუფალი ვაჭრობის ზონის რეჟიმი ვრცელდება საქონელზე, რომელიც წარმოდგება ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიიდან და განკუთვნილია ასევე ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტოორიისათვის.

    მუხლი 17 მომსახურება

1.ხელშემკვრელი მხარეები ნაცვალგების საფუძველზე ესწრაეფიან შეზღუდვების თანდათანობითი გაუქმებისაკენ, რათა შექმნან პირობები მომსახურების თავისუფალი გაწევისათვის შეთანხმების ტერიტორიის ფარგლებში.

2.ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ მომსახურებათა სახეობებს, რომლებზედაც ვრცელება წინამდებარე მუხლის მოქმედება, და გამოყოფენ მომსახურებთა პრიორიტეტულ სახეობებს საქონელბრუნვის უშუალო მომსახურების დარგში, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის ლიბერალიზაციის საკითხები ექვემდებარებიან გადაწყვეტას პირველ რიგში.

3.ხელშემკვრელი მხარეები შეინარჩუნებენ უფლებას შეათანხმონ საკითხები, დაკავშირებულნი მომსახურების გაწევასთან როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ საფუძველზე.

    მუხლი 18 საგარეო–ეკონომიკური კავშირების შიდასამართლებრივი რეგულირების შესახებ ინფორმაციის გაცვლა

ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმებული წესით მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას საგარეო–ეკონომიკური კავშირების შიდასახელმწიფოებრივი რეგულირების შესახებ.

    მუხლი 19 დავების გადაწყვეტის წესი

1.ნებისმიერი დავა და უთანხმოება ხელშემკვრელ მხარეებს შორის წინამდებარე შეთანხმების განმარტებისა და/ან მის დებულებათა გამოყენების თაობაზე, ასევე სხვა დავები, რომლებიც ეხება ხელშემკვრელ მხარეთა უფლება–მოვალეობებს წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით ანდა მასთან დაკავშირებით, გადაწყდება შემდგომი წესით:

–დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარეების მიერ უშუალო კონსულტაციათა ჩატარების გზით ერთმანეთთან ან, ურთიერთშეთანხმებით, სხვა ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენელთა მონაწილეობით;

სპეციალური შესათანხმებელი პროცედურის ფარგლებში (სამუშაო ჯგუფების შექნის გზით დავის მასალების შესასწავლად და რეკომენდაციების შესამუშავებლად);

დსთ–ს ეკონომიკურ სასამართლოში;

საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ფარგლებში.

2.გადასვლა შემდგომ პროცედურაზე შესაძლებელია ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით, რომელთა შორისაც წარმოიშვა სადავო საკითხები ან უთანხმოება, ანდა ერთ–ერთი მათგანის მოთხოვნით შეთანხმების მიუღწევლობისას პროცედურის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

    მუხლი 20 წინამდებარე შეთანხმების შეფარდება ხელშემკვრელ მხარეთა სხვა უფლება–მოვალეობებთან

1.არაფერი წინამდებარე შეთანხმებებში არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დამაბრკოლებელი ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარისათვის შეასრულონ რაიმე სხვა საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლის მონაწილესაც ეს ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს ან შეიძლება წარმოადგენდეს, იმ პირობით, რომ ეს ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების დებულებებსა და მიზნებს.

2.წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეხება უფლებებსა და უპირატესობებს, რომლებიც ენიჭება რეგიონული თანამშრომლობის, საზღვრისა და ზღვისპირა ვაჭრობის, პრეფერენციების, თავისუფალი ეკონომიკური და საბაჟო ზონების ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საშინაო კანონმდებლობის ან საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე.

3.ხელშემკვრელი მხარე, რომელიც აპირებს დადოს პრეფერენციული, სავაჭრო და ინტეგრაციული შეთანხმებები სახელმწიფოებთან, რომლებიც არ წარმოადგენენ წინამდებარე შეთნხმების მონაწილეებს, წინასწარ აცნობებს ამის შესახებ სხვა ხელშემკვრელ მხარეებს და ატყობინებს მათ თავისი მონაწილეობის სავარაუდო პირობებს ხსენებულ შეთანხმებებში.

წინამდებარე პუნქტის მიზნებისათვის ხელშემკვრელ ხმარეებს წარმოადგენენ ის ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთნხმებას, და მასთან შეერთებული სახელმწიფოები.

    მუხლი 21 გადასვლა საბაჟო კავშირზე

თავისუფალი ვაჭრობის ზონა განიხილება როგორც გარდამავალი ეტაპი საბაჟო კავშირის ჩამოყალიბებაში.

საბაჟო კავშირი შეიძლება შეიქმნას სახელმწიფოების მიერ, რომლებიც გამოხატავენ ნებას განაგრძონ თანამშრომლობა მის ფარგლებში და რომლებიც შეასრულებენ წინამდებარე შეთანხმების პირობებს.

    მუხლი 22 ცვლილებები და დამატებები

1.წინამდებარე შეთანმხებაში შეიძლება შეტანილ იქნან ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

2.დათქმების გაკეთება წინამდებარე შეთანხმებისადმი დაუშვებელია.

    მუხლი 23 ძალაში შესვლა

1.წინამდებარე შეთანხმება დროებით გამოიყენება ხელმოწერის დღიდან და ძალაში შედის მისი ხელმომწერი მხარეების მიერ ყველა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ მესამე შეტყობინების დეპოზიტარისათვის შესანახად ჩაბარებიდან მესამე დღეს.

2.წინამდებარე შეთანხმების ეპოზიტარია რესპუბლიკა ბელარუსი

3.წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი წლის გასვლის შემდგომ ხელშემკვრელ მხარეებს, რომელთათვისაც შეთანხმება ძალაში შევიდა, შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება შეთანხმებაში იმ ხელშემკვრელი მხარეების მონაწილეობის შესახებ, რომლებისთვისაც შეთანხმება დროებით გამოიყენება.

    მუხლი 24 მიერთება

1.წინამდებარე შეთანხმება ღიაა მისაერთებლად დსთ–ს მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც აღიარებს შეერთების მომენტისათვის მოქმედ შეთანხმების დებულებებს, და გამოხატავს მზადყოფნას შეასრულოს ისინი სრული მოცულობით.

2.მიერთება ხორციელდება იმ პირობებითა და წესით, რომლებიც განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით მიერთებულ სახელმწიფოსთან, რომელიც წინასწარ შეთანხმდება და ექვემდებარება მოწონებას ყველა ხელშემკვრელი მხარის მიერ მათი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების თანახმად.

    მუხლი 25 შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტა

1.ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს თავისი მონაწილეობა შეთანხმებაში ყველა ხელშემკუვრელი მხარისათვის ოფიციალური წერილობითი შეტყობინების დაგზავნის გზით თავისი განზრახვის შესახებ გამოვიდეს გამოსვლამდე ექვსი თვით ადრე.

2.ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს მისი მიზნების მიღწევას, სხვა ხელშემკვრელი მხარეები უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტლება შეთანხმების ან მის ცალკეულ დებულებათა მოქმედების შეჩერების თაობაზე ამ ხელშემკვრელი მხარის მიმართ, ანდა მიიღონ გადაწყვეტილება მისი გარიცხვის შესახებ შეთანხმების მონაწილეთა რიგებიდან.

3.შესაძლებელი დავებისა და პრეტენზიების გადაწყვეტის მიზნებისათვის, მათ შორის მატერიალური ხასიათისა, წინამდებარე შეთანხმების დებულებები განაგრძობენ მოქმედებას იმ ხელშემკვრელი მხარისადმი, რომელმაც შეწყვიტა მასში მონაწილეობა, ყველა მოთხოვნის დარეგულირებამდე.

შესრულებულია ქალაქ მოსკოვში 1994 წლის 15 აპრილს ერთ ნამდვილ ეგზემპლარად რუსულ ენაზე. ნამდვილი ეზემპლარი ინახება რესპუბლიკა ბელარუსის მთავრობის არქივში, რომელიც დაუგზავნის შეთანხმების ხელმომწერ ხელშემკვრელ მხარეებს მის დამოწმებულ ასლს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

რესპუბლიკა ბელარუსის მთავრობის სახელით

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

რესპუბლიკა მოლდოვის მთავრობის სახელით

რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით

ტაჯიკეთით რესპუბლიკის მთავრობის სახელით

თურქმენეთის მთავრობის სახელით

უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

უკრაინის მთავრობის სახელით