ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაპიტატების დაცვის კონვენცია

  • Word
ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაპიტატების დაცვის კონვენცია
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/1979
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 14/09/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000807
  • Word
-
19/09/1979
გაურკვეველი, -, 14/09/2010
480610000.03.030.000807
ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაპიტატების დაცვის კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის

კონვენცია

 

 

 

 

 

 

ბერნი, 19.IX.1979

ევროპის ხელშეკრულებათა სერია/ 104

 

პრეამბულა

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და ამ დოკუმენტის სხვა ქვემორე ხელმომწერნი, ითვალისწინებენ რა ევროპის საბჭოს მიზანს მიღწეულ  იქნეს უფრო მყარი ერთობა მის წევრებს შორის; ითვალისწინებენ რა ევროპის საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის სურვილს სხვა სახელმწიფოებთან ბუნების კონსერვაციის სფეროში;

აღიარებენ რა ველური ფლორის და ფაუნის ესთეტიკურ, მეცნიერულ, კულტურულ, რეკრეაციულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას და აღიქვამენ ამ ფასეულობებს ბუნებრივ მემკვიდრეობად, რომელიც საჭიროებს შენარჩუნებას მომავალი თაობებისათვის;

აღიარებენ რა ველური ფლორისა და ფაუნის მნიშვნელოვან როლს ბიოლოგიური ბალანსის შენაჩრუნებისათვის;

აღნიშნავენ რა ველური ფლორისა და ფაუნის უამრავი სახელობის მიმართ მიყენებულ სერიოზულ ზიანს, ხოლო ზოგიერთ მათგანს გადაშენების საშიშროებას;

აღიარებენ რა ბუნებრივი ის კონსერვაციას ველური ფლორისა და ფაუნის დაცვისა და კონსევრაციის სასიცოცხლო კომპონენტად;

აღიარებენ რა მთავრობების მიერ ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის საკითხების განხილვის აუცილებლობას თავიანთ ეროვნულ მიზნებსა და პროგრამებში, და, კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობას მიგრირებადი სახეობების დაცვის მიზნით;

ითვალისწინებენ რა საერთო ქმედებების ფართო მოთხოვნებს, შემუშავებულს მთავროების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, კერძოდ, მოთხოვნებს, ჩამოყალიბებულს 1972 წლის გაერთიანებული ერების კონფერენციის მიერ ადამიანის გარემოს შესახებ, და ევროსაბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის მიერ;

სურთ რა დეტალურად მიყვნენ ველური ბუნების კონსერვაციის სფეროში ევროპის II მინისტრთა კონფერენციის გარემოს შესახებ №2 რეზოლუციის რეკომენდაციებს, შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I. ზოგადი პირობები

    მუხლი 1

1. წინამდებარე კონვენციის მიზანია ველური ფლორისა და ფაუნის და მათი ბუნებრივი ის კონსერვაცია, განსაკუთრებით იმ სახეობების და ისა, რომელთა კონსერვაციაც მოითხოვს რამდენიმე ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას, და ასეთი ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.

2. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენ იჭოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ და მოწყვლად სახეობებს, მათ შორის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ და მოწყვლად მიგრირებად სახეობებს.

    მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს ველური ფლორისა და ფაუნის პოპულაციების შესანარჩუნებლად ან მათი ადაპტირებისათვის იმ დონეზე, რომელიც კერძოდ შეესაბამება ეკოლოგიურ, მეცნიერულ და კულტურულ მოთხოვნილებებს. ამავე დროს მხედველობაში მიიღებენ ეკონომიკურ და რეკრეაციულ მოთხოვნებს, და ქვესახეობათა, ფორმების მრავალფეროვნებათა საჭიროებებს, რომლებიც იმყოფებიან რისკის წინაშე ლოკალურად.

    მუხლი 3

1. ყოველი ხელშემკვრელი მხარე გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის ველური ფლორისა და ფაუნის და ბუნებრივი ის კონსერვაციის სფეროში, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ და მოწყვლად სახეობებს, უპირველეს ყოვლისა კი ენდემურ სახეობებს და საფრთხის წინაშე მყოფ ს, წინამდებარე კონვენციის პირობების თანახმად.

2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე თავის დაგეგმვისა და განვითარების პოლიტიკაში და დაბინძურების წინააღმდეგ მისაღებ ზომებში გაითვალისწინებს ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის საკითხებს.

3. ყოველი ხელშემკვრელი მხარე ღონეს იძიებს განათლებისა და ზოგადი ინფორმაციის გასავრცელებლად, რაც მოემსახურებოდა ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების და ის კონსერვაციას.

თავი II. ის დაცვა

    მუხლი 4

1. ყოველი ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის და აუცილებელ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ველური ფლორისა და ფაუნის სახეობათა ის კონსერვაციის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მათი, რომლებიც ჩამოთვლილია I და II დანართებში, და საფრთხის წინაშე მდგომი ბუნებრივი ის კონსერვაციის უზრუნველსაყოფად.

2. ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი პოლიტიკის დაგეგმვისა და განვითარებისას, გაითვალისწინებენ წინა პარაგრაფის თანახმად დაცული ტერიტორიების საკონსერვაციო მოთხოვნებს, იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან  იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ასეთი ტერიტორიების მდგომარეობის გაუარესება.

3. ხელშემკვრელი მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ისეთი ტერიტორიების დაცვას, რომლებიც მნიშვნელოვანია II და III დანართებში ჩამოთვლილი მიგრირებადი სახეობებისათვის, და რომლებიც შესაბამისად მდებარეობს სამიგრაციო მარშრუტების გადაკვეთაზე, როგორიც არის გამოსაზამთრებელი, საკვები, გამრავლების, განგურის და სხვა სასიცოცხლო ციკლისათვის მნიშვნელოვანი ადგილები.

4. ხელშემკვრელი მხარეები, სადაც ეს საჭირო იქნება, კოორდინირებას გაუწევენ თავიანთ ძალისხმევას იმ ბუნებრივი ის დაცვისათვის, რომლებიც მდებარეობს სასაზღვრო ტერიტორიებზე და განხილულია წინამდებარე მუხლის პირობებში.

თავი III. სახეობების დაცვა

    მუხლი 5

ყოველი ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის და აუცილებელ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს I დანართში განსაზღვრული ველური ფლორის სახეობების საგანგებო დაცვის უზრუნველსაყოფად. ასეთი მცენარეების განზრახ მოკრეფა, შეგროვება, მოჭრა, ან ფესვიანად ამოთხრა უნდა აიკრძალოს. ყოველი ხელშემკვრელი მხარე, საჭიროების მიხედვით, აკრძალავს ასეთი სახეობების საკუთრებაში ქონას ან გაყიდვას.

    მუხლი 6

ყოველი ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის და აუცილებელ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს, II დანართში განსაზღვრული ველური ფაუნის სახეობების საგანგებო დაცვის უზრუნველსაყოფად. ასეთ სახეობებთან მიმართებაში იქნება აკრძალული შემდეგი ქმედებები:

(ა) განზრახ დატყვევების ტყვეობაში ყოლის და განზრახ მოკვლის ყველა ფორმა;

(ბ) დასვენების ან გამრავლების ადგილების განზრახ დაზიანება და ნგრევა;

(გ) ველური ფაუნის განზრახ შეშფოთება, განსაკუთრებით გამრავლების, შთამომავლობის გამოზრდის და ძილქიშუის პერიოდში, რამდენადაც ეს შეშფოთება იქნება მნიშვნელოვანი ამ კონვენციის მიზნებთან მიმართებაში;

(დ) კვერცხების განზრახ დაზიანება ან შეგროვება, ან მათი შენახვა მაშინაც კი, როცა ისინი ცარიელია;

(ე) საკუთრებაში ყოლა ან შიდა ვაჭრობა ასეთი ცხოველებით, ცოცხალით თუ მკვდარით, მათ შორის ფიტულებით და მათ შორის ფიტულებით და მათი კარგად ამოსაცნობი ნაწილებით ან დერივატებით, სადაც ეს ხელს შეუწყობს ამ მუხლის დებულებების შესრულების ეფექტურობას.

    მუხლი 7

1. ყოველი ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის და აუცილებელ საკანონმდებლო ადმინისტრაციულ ზომას, III დანართში განსაზღვრული ველური ფაუნის სახეობების დაცვის უზრუნველსაყოფად.

2. III დანართში მოცემული ველური ფაუნის ნებისმიერი ექსპლუატაცია რეგულირდება კანონმდებლობით პოპულაციების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, მუხლი 2-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. მისაღები ზომები მოიცავს:

(ა) დახურულ სეზონებს და/ან ექსპლუატაციის მარეგულირებელ სხვა პროცედურებს;

(ბ) საჭიროების მიხედვით ექსპლუატაციის ადგილობრივ ან დროებით აკრძალვას პოპულაციების დამაკმაყოფილებელი დონის აღსადგენად;

(გ) ცოცხალი და მკვდარი ველური ცხოველების გაყიდვის, გასაყიდად შენახვის, გაყიდვის მიზნით ტრანსპორტირების ან გასაყიდად მიწოდების რეგულირებას.

    მუხლი 8

III დანართში მოცემული გარეული ფაუნის სახეობების მოკვლასა და დატყვევებასთან დაკავშირებით და იმ შემთხვვაში, როცა, მე-9 მუხლის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს II დანართში განსაზღვრული სახეობები, ხელშემკვრელი მხარეები აკრძალავენ დატყვევებისა და მოკვლის ყველა განურჩეველი საშუალების გამოყენებას და ყველა იმ საშუალებას, რომელსაც შესაძლოა მოყვეს სახეობათა პოპულაციების ადგილობრივი გაქრობა, ან სერიოზული შეშფოთება, განსაკუთრებით კი IV დანართში ჩამოთვლილ საშუალებებს.

    მუხლი 9

1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი მე-4, მე-5, მე-6, მე-7 მუხლების პირობებიდან და მე-8 მუხლში მოცემული საშუალებების გამოყენების აკრძალვებიდან, იმ შემთხევაში, თუ არ არსებობს სხვა დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება და გამონაკლისი არ მოახდენს მავნე ზეგავლენას აღნიშნული პოპულაციის გადარჩენაზე:

- ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით;

- მარცვლეულის, შინაური საქონლის, ტყეების, თევზის რეწვის, წყლის და ქონების სხვა ფორმების სერიოზული დაზიანება თავიდან ასაცილებლად;

- მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების, ჰაერის დაცვის ან სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად;

- მეცნიერული კვლევებისა და განათლების, რეპოპულაციის, რეინტროდუქციის და გამრავლების და თაობის გამოზრდის მიზნებისათვის;

- ზოგიერთი ველური ცხოველისა და მცენარის მცირე რაოდენობით აღების, შენახვის ან სხვა გააზრებული ექსპლუატაციის დაშვება, მკაცრი ზედამხედველობის პირობებში, არჩევით საფუძველზე და ლიმიტირებულად.

2. ხელშემკვრელი მხარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოახსენებენ მუდმივმოქმედ კომიტეტს წინა პარაგრაფის თანხმად დაშვებული გამონაკლისების თაობაზე. ასეთი მოხსენებები უნდა განსაზღვრავდეს:

- პოპულაციებს, რომელთაც ეხებათ ან შეეხოთ ასეთი გამონაკლისის დაშვება, და, სადაც შესაძლებელია – ინდივიდთა რაოდენობას;

- მოკვლისა და დატყვევებისათვის ნებადართულ საშუალებებს;

- რისკის პირობებს და ადგილსა და დროს, როდესაც ასეთი გამონაკლისები დაშვებულ იქნა;

- ხელისუფლების ორგანოს, უფლებამოსილს განაცხადოს, რომ ეს პირობები შესრულებულ იქნა, და რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დასაშვებ საშუალებებზე, დასაშვებ ფარგლებზე და პირებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ ინსტრუქციები ზემოთაღნიშნული ქმედებების განსახორციელებლად;

- კონტროლის საშუალებებს.

თავი IV. განსაკთრებული დებულებები მიგრირებადი სახეობებისათვის

    მუხლი 10

1. ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ, მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებით განსაზღვრულ ღონისძიებათა გარდა, თავიანთი ქმედებების კოორდინირებას, მიმართულს II და III დანართებში აღნიშნული მიგრირებადი სახეობების დაცვაზე, რომელთა არეალიც მოქცეულია მათ ტერიტორიებზე.

 

2. ხელშემკვრელი მხარეები მიიღებენ ზომებს და ეცდებიან დარწმუნდნენ იმაში, რომ დახურული სეზონები და/ან სხვა პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ მე-7 მუხლის 3.ა პარაგრაფში აღწერილ ექსპლუატაციას, ადეკვატურია და, შესაბამისად, ჩამოყალიბებული იმისათვის, რომ შესრულდეს მოთხოვნები III დანართში განსაზღვრულ მიგრირებად სახეობებთან დაკავშირებით.

თავი V დამხმარე პირობები

 მუხლი 11

1. წინამდებარე კონვენციის პირობების შესასრულებლად, ხელშემკვრელი მხარეები:

ა) ითანამშრომლებენ, სადაც მიზანშეწონილია და, კერძოდ, სადაც ეს თანამშრომლობა გაზრდის წინამდებარე კონვენციის სხვა მუხლებით გათვალისწინებული ზომების ეფექტურობას;

ბ) ხელს შეუწყობენ და კოორდინირებას გაუწევენ ამ კონვენციის მიზნებთან დაკავშირებულ კვლევებს.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე:

ა) ხელს შეუწყობს ველური ფლორისა და ფაუნის აბორიგენული სახეობების რეინტროდუქციას, თუ ეს, თავის მხრივ, შეუწყობს ხელს საფრთხეში მყოფი სახეობების კონსერვაციას, იმ პირობით, რომ სხვა ხელშემკვრელი ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე ასეთი რეინტროდუქცია იქნება მისაღები და ეფექტური;

ბ) მკაცრად გააკონტროლებს არააბორიგენული სახეობების ინტროდუქციას.

3. ყოველი ხელშემკვრელი მხარე მიაწოდებს ინფორმაციას მუდმივმოქმედ კომიტეტს იმ სახეობების შესახებ, რომლებიც მთლიანად არის დაცული თავის ტერიტორიაზე და არ არიან შეტანილი I და II დანართებში.

    მუხლი 12

ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ უფრო მკაცრი ზომები ველური ფლორისა და ფაუნის და მათი ის კონსერვაციის მიზნით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ კონვენციის პირობებით.

თავი VI. მუდმვიმოქმედი კომიტეტი

    მუხლი 13

1. ამ კონვენციის მიზნების მისაღწევად უნდა შეიქმნას მუდმივმოქმედი კომიტეტი.

2. ნებისმიერ ხელშემკურელ მხარეს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი დელეგატი მუდმივმოქმედ კომიტეტში. ყოველ დელეგაციას ექნება მხოლოდ ერთი ხმის უფლება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას ექნება იმდენი ხმის უფლება, რამდენ წევრ ქვეყანასაც მოიცავს, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს. ევროპის ეკონომიკური გაერთიანება არ გამოიყეებს ხმის უფლებას, თუკი მისი წევრი ქვეყნები გამოიყენებენ თავისას და პირიქით.

3. ევროსაბჭოს წევრი ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ არის წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს მუდმივმოქმედ კომიტეტში დამკვირვებლად. მუდმივმოქმედ კომიტეტს შეძულია, ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე მოიწვიოს დამკვირვებლის სტატუსით ევროსაბჭოს არაწევრი ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს ერთ-ერთ თავის შეხვედრაზე. ნებისმიერ სააგენტოს ან ორგანოს, რომელსაც გააჩნია ტექნიკური კვალიფიკაცია ველური ფლორისა და ფაუნის და მათი ის დაცვაში, კონსერვაციაში ან მენეჯმენტში და რომელიც მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას;

(ა) საერთაშორისო სააგანტოები ან ორგანოები, იქნება ეს სამთავრობო თუ არასამთავრობო, და ეროვნული სამთავრობო სააგენტოები ან ორგანოები;

(ბ) ეროვნული არასამთავრობო სააგენტოები ან ორგანოები, რომლებიც დამტკიცებულ იქნენ ზემოთ აღნიშნული მიზნით იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც ისინი რეგისტრირებულნი არიან,

შეუძლია აცნობოს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს კომიტეტის შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით. იგი იქნება მიწვეული სტუტუსით. იგი იქნება მიწვეული იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე გენერალური მდივანი არ მიიღებს შეტყობინებებს ხელშემკვრელ მხარეთა ერთი მესამედისგან წინააღმდეგობის შესახებ.

4. მუდმივმოქმედ კომიტეტს მოიწვევს შეკრებაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. შემდგომ შეკრება მოწვეულ იქნება არანაკლებ ორი წლის ინტერვალით და როდესაც ხელშემკვრელ მხარეთა უმრავლესობა ამას მოითხოვს.

5. ხელშემკვრელ მხარეთა უმრავლესობა უნდა შეადგენდეს კვორუმს მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრის ჩატარებლად.

6. წინამდებარე კონვენციის პირობების თანახმად, მუდმივმოქმედი კომიტეტი შეიმუშავებს თავის საკუთარ პროცედურულ წესებს.

    მუხლი 14

1. მუდმივმოქმედი კომიტეტი პასუხისმგებელია წინამდებარე კონვენციის შემდგომ შესრულებაზე. მას კერძოდ, შეუძლია:

- სისტემატურად გადახედოს წინამდებარე კონვენციის პირობებს, მისი დანართების ჩათვლით და შეისწავლოს საჭირო მოდიფიკაციები;

- გაუწიოს რეკომენდაციები ხელშემკვრელ მხარეებს წინამდებარე კონვენციის მიზნების განხორციელებისათვის მისაღები ზომების თაობაზე;

- ურჩიოს შესაბამისი ზომების განხორციელება, იმისათვის, რომ საზოგადოებას მუდმივად მიეწოდებოდეს ინფორმაცია წინამდებარე კონვენციის ჩარჩოებში განხორციელებული ქმედებების შესახებ.

- ურჩიოს მინისტრთა კომიტეტს შესთვაზოს ევროსაბჭოს არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ წინამდებარე კონვენციას.

- მოამზადოს წინადადებები წინამდებარე კონვენციის ეფქტურობის გაზრდის მიზნით ისეთი შეთანმხეების დადების ჩათვლით, რომლებიც დაიდება ამ კონვენციის არახელშემკვრელ მხარე ქვეყნებთან, რაც გააძლიერებს სახეობების ან სახეობათა ჯგუფების კონსერვაციის ეფექტურობას.

2. მუდმივმოქმედ კომიტეტს, თავისი ფუნქციების შესამსუბუქებლად, თავისი ინიციატივით შეუძლია ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრის მოწვევა.

    მუხლი 15

მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ყოველი შეხვედრის შემდეგ უნდა წარუდგინოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მოხსენება კონვენციის ფუნქციონირებასა და თავისი საქმიანობის შესახებ.

თავი VII. შესწორებები

    მუხლი 16

1. წინამდებარე კონვენციის მუხლების ნებისმიერი შესწორება, მოწოდებული ხელშემკვრელი მხარეების ან მინისტრთა კომიტეტების მიერ; უნდა გადაეცეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც მან უნდა გაუგზავნოს მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანას, ყველა ხელმომწერს, ყველა ხელშემკვრელ მხარეს, ყველა ქვეყანას, რომელსაც შეთავაზებული აქვს მოაწეროს ხელი წინამდებარე კონვენციის მე-19 მუხლის პირობების შესაბამისად და ყველა ქვეყანას, რომელსაც შესთავაზეს შეუერთდნენ კონვენციას მე-20 მუხლის პირობების შესაბამისად.

2. ნებისმიერი შესწორება, გაკეთებული წინა პარაგრაფის პირობების შესაბამისად უნდა იყოს შესწავლილი მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ, რომელიც:

(ა) წარადგენს 1–12 მუხლის ჩათვლით შესწორებების ტექსტს, მიღებულ ხმათა უმრავლესობის 3/4 –ის მიერ და გაუგზავნის ხელშემკვრელ მხარეებს მისაღებად.

(ბ) წარადგენს 13–24 მუხლის ჩათვლით შესწორებების ტექსტს, მიღებულს ხმათა უმრავლესობის 3/4 მიერ და გაუგზავნის მინისტრთა კომიტეტს დასამტკიცებლად ასეთი დამტკიცების შემდეგ, ტექსტი გადაეგზავნება ხელშემკვრელ მხარეთა მისაღებად.

3. ნებისმიერი შესწორება ძალაში შევად ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც ყველა ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს გენერალურ მდივანს მისი მიღების შესახებ.

4. ამ მუხლის 1-ლი 2(ა) და მე-3 პარაგრაფების პირობები გამოყენებულ უნდა  იქნეს წინამდებარე კონვენციის ახალი დანართების მისაღებად.

    მუხლი 17

1. წინამდებარე კონვენციის დანართების ნებისმიერი შესწროება, შემოთავაზებული ხელშემკვრელი მხარეების ან მინისტრთა კომიტეტის მიერ, უნდა გადაეცეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც მან უნდა გაუგზავნოს მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე ევროსაბჭოს ყველა წევრ ქვეყანას, ყველა ხელმომწერს, ყველა ხელშემკვრელ მხარეს, ყველა ქვეყანას, რომლისთვისაც შეთავაზებულ იქნა ხელი მოაწეროს წინამდებარე კონვენციას მე-19 მუხლის პირობების თანახმად, და ყველა ქვეყანას, რომლისთვისაც შეთავაზებულ იქნა ამ კონვენციასთან შეერთება მე-20 მუხლის პირობების თანახმად.

2. ნებისმიერი შესწორება, შემოთავაზებული წინა პარაგრაფის პირობების თანახმად, უნდა  იქნეს შესწავლილი მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ, რომელსაც შეუძლია მიიღოს იგი ხელშემკვრელ მხარეთა უმრავლესობის 2/3-ის მიერ. მიღებული ტექსტი უნდა გადაეგზავნოს ხელშემკვრელ მხარეებს.

3. მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ მისი მიღებიდან სამი თვის შემდეგ, თუ არ იქნება წინააღმდეგი ხელშემკვრელ მხარეთა 1/3, ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა იმ ხელშემკვრელ მხარეთათვის, რომლებიც არ არიან წინააღმდეგნი.

თავი VIII. სადავო საკითხების მოგვარება

    მუხლი 18

1. მუდმივმოქმედმა კომიტეტმა უნდა განახორციელოს ყველანაირი მცდელობა ნებისმიერი სირთულის ურთიერთშეთანხმებით მოსაგვარებლად, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას წინამდებარე კონვენციის აღსრულებისას.

2. ნებისმიერი სადავო საკითხი წინამდებარე კონვენციის ან შესრულების თაობაზე, რომელიც ვერ მოგვარდა წინა პარაგრაფის პირობების თანახმად, ან დაინტრესებულ მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით, უნდა წარედგინოს არბიტრაჟს ერთ–ერთი მხარის მიერ, თუ აღნიშნული მხარეები არ შეთანხმდებიან სხვანაირად. ყოველი მხარე დანიშნავს არბიტრს და ეს ორი არბიტრი დანიშნავს მესამეს. ამ მუხლის მე-3 პარაგრაფის პირობების თანახმად, თუ ერთ–ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს, არბიტრაჟის მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, იგი დაინიშნება მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრეზიდენტის მიერ შემდგომი სამი თვის განმავლობაში. იგივე პროცედურა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ არბიტრები არ დაეთანხმებიან მესამე არბიტრის გადაწყვეტილებას პირველი ორი არბიტრის დანიშვნიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც დავა წარმოიშობა ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრია, და ამავე დროს ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა წარუდგინოს არბიტრაჟის მოთხოვნა როგორც წევრ ქვეყანას, ასევე გაერთიანებას, რომლებიც ერთობლივად განაცხადებენ, მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, თუ ვინ იქნება მხარე სადავო საკითხის განხილვისას – წევრი ქვეყანა თუ გაერთიანება, თუ წევრი ქვეყანა და გაერთიანება ერთობლივად. აღნიშნული დროის განმავლობაში ასეთი განაცხადის არარსებობის შემთხვევაში/ წევრი ქვეყანა და გაერთიანება სადავო საკითხის მოგვარების პროცედურაში, იქნებიან განხილული როგორც ერთი მხარე საარბიტრაჟო ტრიბუნალის კონსტიტუციის და პროცედურების პირობების თანახმად. იგივეს ექნება ადგილი, როდესაც წევრი ქვეყანა და გაერთიანება ერთობლივად წარადგენს თავს, როგორც მხარე, სადავო საკითხის მოგვარებაში.

4. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა შექმნას თავისი საკუთარი პროცედურული წესები. მისი გადაწყვეტილებანი მიღებულ უნდა  იქნეს ხმათა უმრავლესობით. მისი განაჩენი უნდა იყოს საბოლოო და გადამწყვეტი.

5. დავაში მონაწილე თითოეული მხარე გაიღებს ხარჯებს თავის მიერ დანიშნული არბიტრისათვის და ორივე მხარე თანაბრად გაინაწილებს ხარჯებს მესამე არბიტრისათვის და ასევე სხვა ხარჯებს არბიტრაჟისათვის.

თავი IX. საბოლოო პირობები

    მუხლი 19

1. წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ევროპის საბჭოს ქვეყნების და არაწევრი ქვეყნებისთვის ხელმოსაწერად, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მის შემუშავებაში და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისათვის.

კონვენციის ძალაში შესვლის დღემდე იგი ღია იქნება ხელმოსაწერად ნეისმიერი სხვა ქვეყნისათვის, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი ამას შესთავზებას.

კონვენცია საჭიროებს რატიფიკაციას, მიღება ან დამტკიცებას, რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების საბუთი უნდა გაეგზავნოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

2. კონვენცია ძალაში შევა პირველ დღეს იმ სამთვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, როდესაც ხუთი ქვეყანა, რომელთა შორისაც ევროსაბჭოს წევრი არანაკლებ ოთხი ქვეყნისა უნდა იყოს, გამოხატავენ თანხმობას დაემორჩილონ კონვენციას წინა პარაგრაფის პირობების თანახმად.

3. ხელმომწერი ნებისმიერი ქვეყანა, ან ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც გამოხატავს თანხმობას დაემორჩილოს კონვენციას, ეს კონვენცია შევა ძალაში პირველივე დღეს იმ სამთვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, როდესაც იგი წარადგენს რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების საბუთს.

    მუხლი 20

1. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ხელეშემკვრელ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია შესთავაზოს კონვენციასთან შეერთება როგორც ევროსაბჭოს იმ არაწევრ ქვეყნებს, რომლებსაც უკვე შეთავაზებული ჰქონდათ ხელი მოეწერათ კონვენციაზე მე-19 მუხლის პირობების თანახმად, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებიათ, ასევე სხვა არაწევრ ქვყნებსაც.

2. ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომელიც შეუერთდა კონვენციას, იგი შევა ძალაში პირველსავე დღეს იმ სამთვიანი პერიოდის დასრულებისთანავე, როდესაც ქვეყანა წარუდგენს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საბუთს შეერთების შესახებ.

    მუხლი 21

1. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ხელმოწერისთანავე, ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების საბუთის წარდგენისას, განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც ეს კონვენცია გავრცელდება.

2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების საბუთის წარდგენისას, ან უფრო გვიანი თარიღით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნისადმი დეკლარაციის საფუძველზე, განავრცოს კონვენციის მოქმედება ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომელიც განსაზღვრული იქნება დეკლარაციაში და რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც იგი არის პასუხისმგებელი, ან რომლის სახელითაც მას აქვს უფლება იმოქმედოს.

3. წინა პარაგრაფის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია, ასეთ დეკლარაციაში ნახსენებ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შესაძლოა უკან  იქნეს გაწვეული გენერალური მდივნისადმი შეტყობინების საფუძველზე. ასეთი უკან გაწვევა ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ მიღებული შეტყობინებიდან ექვსთვიანი პერიოდის გავლის შემდგომი თვის პირველი დღიდან.

    მუხლი 22

1. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, ხელმოწერის ან მისი რატიფიკაცის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის წარდგენისას, გააკეთოს ერთი ან მეტი დათქმა I-III დანართებში მოცემული გარკვეული სახეობის თაობაზე და/ან, დათქმაში ან დათქმებში განსაზღვრული გარკვეული სახეობების მოკვლის, დატყვევების და სხვა ექსპლუატაციის სახის და ხერხების თაობაზე, რომლებიც ჩამოთვლილია IV დანართში. ზოგადი სახის დათქმებისლ გაკეთება დაუშვებულია.

2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც განავრცობს წინამდებარე კონვენციის მოქმედებას ტერიტორიაზე, ნახსენებზე დეკლარაციაში მუხლი 21-ის მე-2 პარაგრაფის თანახმად, შეუძლია ასეთ ტერიტორიასთან დაკავშირებით გააკეთოს ერთი ან მეტი დათქმა წინა პარაგრაფის პირობების თანახმად.

3. სხვა სახის დათქმების გაკეთება დაუშვებელია.

4. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც გააკეთა დათქმა წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პარაგრაფის თანახმად, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უკან გაიწვიოს იგი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისადმი შეტყობინების საფუძველზე. ასეთი უკან გაწვევა შევა ძალაში გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე.

    მუხლი 23

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დენონსირება გაუკეთოს ამ კონვენციას ევროსაბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი შეტყობინების გზით.

2. ასეთი დენონსირება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ მიღებული შეტყობინების თარიღიდან 6-თვიანი პერიოდის გავლის შემდგომი თვის პირველივე დღიდან.

    მუხლი 24

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს, ყველა ხელმომწერ ქვეყანას და ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას, თუკი ის ხელმომწერია, და ყველა ხელშემკვრელ მხარეს შემდგომის შესახებ:

(ა) ყველა ხელმოწერის;

(ბ) რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ყველა საბუთის წარდგენის;

(გ) ნებისმიერი თარიღის შესახებ, როდესაც ეს კონვენცია ძალაში შედის მე-19 და მე-20 მუხლების თანახმად;

(დ) ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ, რომელიც გაგზავნილია მე-13 მუხლის მე-3 პარაგრაფის თანახმად;

(ე) ნებისმიერი მოხსენების შესახებ მე-15 მუხლის დებულებების თანახმად;

(ვ) ნებისმიერი შესწრების ან ნებისმიერი ახალი დანართის შესახებ, რომლებიც მიღებულია მე-16 და მე-17 მუხლების თანახმად და თარიღის შესახებ, როდესაც ასეთი შესწორება ან დანართი შედის ძალაში;

(ზ) ნებისმიერი დეკლარაციის შესახებ, რომელიც შედგენილაი მუხლი 21-ის მე-2 და მე-3 პარაგრაფების დებულებების თანახმად;

(თ) ნებისმიერი დათქმის შესახებ, რომელიც შედგენილია მუხლი 22-ის პირველი და მე-2 პარაგრაფების დებულებების თანხამად;

(ი) დათქმის გაწვევის შესახებ, რმოელიც ხორციელდება მუხლი 22-ის მე-4 პარაგრაფის დებულებების თანახმად;

(კ) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომელიც გაგზავნილია მუხლი 23-ის დებულებების თანხმად და თარიღის შესახებ, როდესაც დენონსაცია შევა ძალაში.

 

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერნი, სათანადო ნდობით აღჭურვილნი, ხელს აწერენ ამ კონვენციას.

 

შესრულებულია ბერნში 1979 წ. 19 სექტემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია და თითო ასლის სახით უნდა ინახებოდეს ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა გაუგზავნოს დამოწმებული ასლები ევროპის საბჭოს წევრ ყველა ქვეყანას, ყველა ხელმომწერ ქვეყანას, ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას, თუკი ის ხელმომწერია, და ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც შეთავაზებული აქვს მოაწეროს ხელი ან შეუერთდეს ამ კონვენციას.