“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 8, 30/06/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.05.001.000.068
  • Word
277
24/06/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 8, 30/06/1993
010.110.000.05.001.000.068
“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებ ების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ. №5, მუხ. 66) მე-3 მუხლის ა” პუნქტში სიტყვები სამი თვის ვადაში” შეიცვალოს სიტყვებით ექვსი თვის ვადაში”. ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები და ოთხი თვის ვადაში მიიღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს”. ამის შესაბამისად მე-3 მუხლის ა” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლისა და ცხოვრობს ამ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, თუ ექვსი თვის ვადაში არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე .”.

2. ამავე კანონის 45-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:

ან ვერ მიიღო მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები” და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

     „მუხლი 45. საპატიო მიზეზით გადაცილებული ვადის აღდგენა

თუ პირმა ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, მას გადაცილებული ვადა აღუდგება კანონმდებლობით დადგენილი წესით .”.

3. ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური      ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე                                ვახტანგ რჩეულიშვილი

თბილისი,  

1993 წლის 24 ივნისი .

№277-IIს