ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 952/2013, რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

 

წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და შესაბამის უწყებებს არ ეკისრებათ რაიმე პასუხისმგებლობა მის შინაარსთან დაკავშირებით. შესაბამისი აქტების ავთენტური ვერსიები, მათი პრეამბულების ჩათვლით, გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ხელმწისაწვდომია ევროკავშირის კანონმდებლობის ოფიციალური ვებგვერდზე (EUR-Lex). ეს ოფიციალური ტექსტები პირდაპირ არის ხელმისაწვდომი ამ დოკუმენტში მიბმული ელექტრონული ბმულების მეშვეობით

 

B ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის

რეგულაცია (EU) No 952/2013,

რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი

(შეცვლილი რედაქციით)

(ოფიციალური ჟურნალი, L 269, 10.10.2013, გვ. 1)

 

რომელშიც ცვლილებები შევიდა:

 

 

ოფიციალური ჟურნალი

ნომერი

გვერდი

თარიღი

►M1

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 14 დეკემბრის რეგულაცია (EU) 2016/2339

 L 354

32

23.12.2016

 

შესწორებულია:

►C1

შესწორება, ოფიციალური ჟურნალი, L 287, 29.10.2013, გვ. 90 (952/2013)

►C2

შესწორება, ოფიციალური ჟურნალი, L 287, 30.09.2016, გვ. 2 (952/2013)

▼B

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) No 952/2013

რომელშიც ჩამოყალიბებულია ევროკავშირის საბაჟო კოდექსი

(შეცვლილი რედაქციით)

 

სარჩევი

კარი I

ზოგადი დებულებები

თავი 1

საბაჟო კანონმდებლობის მოქმედების სფერო, საბაჟო მიზნები და განმარტებები

თავი 2

პირის საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები

სექცია 1

ინფორმაციის მიწოდება

სექცია 2

საბაჟო წარმომადგენლობა

სექცია 3

საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

სექცია 4

უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორი

სექცია 5

ჯარიმები

სექცია 6

გასაჩივრება

სექცია 7

საქონლის კონტროლი

სექცია 8

დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვა, გადასახადები და ხარჯები

თავი 3

ვალუტის კონვერტაცია და ვადები

კარი II

ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც გამოიყენება იმპორტის ან ექსპორტის გადასახადი და საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა ზომები

თავი 1

საერთო საბაჟო ტარიფი და საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია

თავი 2

საქონლის წარმოშობა

სექცია 1

წარმოშობა შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული)

სექცია 2

შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობა

სექცია 3

კონკრეტული საქონლის წარმოშობის განსაზღვრა

თავი 3

საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის

კარი III

საბაჟო დავალიანება და გარანტიები

თავი 1

საბაჟო დავალიანების წარმოშობა

სექცია 1

საბაჟო დავალიანება იმპორტზე

სექცია 2

საბაჟო დავალიანება ექსპორტზე

სექცია 3

იმპორტსა და ექსპორტზე წარმოშობილი საბაჟო დავალიანების საერთო დებულებები

თავი 2

პოტენციური ან არსებული საბაჟო დავალიანების გარანტია

თავი 3

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ზღვევინება, გადახდა, ანაზღაურება და მისგან გათავისუფლება

სექცია 1

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრა, საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება და ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერის გაკეთება

სექცია 2

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გადახდა

სექცია 3

ანაზღაურება და გადახდისგან გათავისუფლება

თავი 4

საბაჟო დავალიანების დაფარვა

კარი IV.

ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი

თავი 1

საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია

თავი 2

საქონლის ჩამოსვლა

სექცია 1

ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა

სექცია 2

საქონლის წარდგენა, გადმოტვირთვა და შემოწმება

სექცია 3

საქონლის დროებითი დასაწყობება

კარი V

ზოგადი წესები საბაჟო სტატუსის, საქონლის სასაქონლო ოპერაციებისთვის დაქვემდებარების, ვერიფიკაციის, საქონლის გაშვებისა და განკარგვის შესახებ

თავი 1

საქონლის საბაჟო სტატუსი

თავი 2

საქონლის სასაქონლო ოპერაციებზე დაქვემდებარება

სექცია 1

ზოგადი დებულებები

სექცია 2

სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია

სექცია 3

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

სექცია 4

დებულებები, რომლებიც ვრცელდება ყველა საბაჟო დეკლარაციაზე

სექცია 5

სხვა გამარტივებები

თავი 3

ვერიფიკაცია და საქონლის გაშვება

სექცია 1

ვერიფიკაცია

სექცია 2

გაშვება

თავი 4

საქონლის განკარგვა

კარი VI

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება

თავი 1

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება

თავი 2

იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება

სექცია 1

დაბრუნებული საქონელი

სექცია 2

საზღვაო თევზჭერა და ზღვაში მოპოვებული პროდუქტები

კარი VII

სპეციალური პროცედურები

თავი 1

ზოგადი დებულებები

თავი 2

ტრანზიტი

სექცია 1

გარე და შიდა ტრანზიტი

სექცია 2

ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტი

თავი 3

დასაწყობება

სექცია 1

ზოგადი დებულებები

სექცია 2

საბაჟო დასაწყობება

სექცია 3

თავისუფალი ზონები

თავი 4

სპეციფიკური გამოყენება

სექცია 1

დროებითი შემოტანა

სექცია 2

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

თავი 5

გადამუშავება

სექცია 1

ზოგადი დებულებები

სექცია 2

შიდა გადამუშავება

სექცია 3

გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ

კარი VIII

ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი

თავი 1

ფორმალობები საქონლის გატანამდე

თავი 2

ფორმალობები საქონლის გატანისას

თავი 3

ექსპორტი და რეექსპორტი

თავი 4

საქონლის გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია

თავი 5

შეტყობინება რეექსპორტის შესახებ

თავი 6

ექსპორტის გადასახადის შეღავათიანი ტარიფით გადახდა

კარი IX

ელექტრონული სისტემები, გამარტივება, უფლებამოსილების დელეგირება, საკომიტეტო პროცედურა და დასკვნითი დებულებები

თავი 1

ელექტრონული სისტემების შემუშავება

თავი 2

საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების გამარტივება

თავი 3

უფლებამოსილების დელეგირება და საკომიტეტო პროცედურა

თავი 4

დასკვნითი დებულებები

დანართი

კორელაციის ცხრილი

კარი I

ზოგადი დებულებები

თავი 1

საბაჟო კანონმდებლობის მოქმედების სფერო, საბაჟო მიზნები და განმარტებები

მუხლი 1

საგანი და მოქმედების სფერო

1. ეს რეგულაცია ადგენს ევროკავშირის საბაჟო კოდექსს (შემდგომში – კოდექსი), აყალიბებს რა ზოგად წესებსა და პროცედურებს, რომლებიც ვრცელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ ან გატანილ საქონელზე.

საერთაშორისო სამართლის, კონვენციებისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის კანონმდებლობის დაურღვევლად, კოდექსი ერთგვაროვნად ვრცელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.

2. საბაჟო კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება შესაძლებელია გავრცელდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, კონკრეტული სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ან საერთაშორისო კონვენციების ჩარჩოების ფარგლებში.

3. საბაჟო კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება, მათ შორის გამარტივებები, რომლებსაც ის უზრუნველყოფს, ვრცელდება ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლით ვაჭრობაზე, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილებს შორის, რომელზეც დირექტივის 2006/112/EC ან დირექტივის 2008/118/EC დებულებები ვრცელდება და ამ ტერიტორიის ნაწილებს შორის, სადაც ეს დებულებები არ ვრცელდება, ან ვაჭრობაზე ამ ტერიტორიის ნაწილებს შორის, სადაც ეს დებულებები არ ვრცელდება.

 

მუხლი 2

უფლებამოსილების დელეგირება

კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რითაც განსაზღვრავს საბაჟო კანონმდებლობის დებულებებსა და გამარტივებებს საბაჟო კანონმდებლობის გათვალისწინებით, საბაჟო სტატუსის დამამტკიცებელ საბუთს, ევროკავშირის ტერიტორიაზე შიდა ტრანზიტის პროცედურების გამოყენებას, თუ ეს არ იმოქმედებს ფისკალური ზომების სათანადო გამოყენებაზე, რომლებიც ვრცელდება 1(3)-ლ მუხლში მითითებულ ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლით ვაჭრობაზე. ეს აქტები შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის სტატუსის მქონე საქონელით ისეთ ვაჭრობას, რომელიც მოიცავს მხოლოდ ერთ წევრ სახელმწიფოს.

 

მუხლი 3

საბაჟო ორგანოთა მიზნები

ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება საბაჟო ორგანოებს, რაც ხელს უწყობს სამართლიან და ღია ვაჭრობას, შიდა ბაზრის გარე ასპექტების, ვაჭრობაზე გავლენის მქონე საერთო სავაჭრო პოლიტიკის და ევროკავშირის სხვა საერთო პოლიტიკების განხორციელებას და საერთო მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებას. საბაჟო ორგანოებმა უნდა დანერგონ ზომები, რომლებიც მიმართულია კერძოდ შემდეგზე:

(a) ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფინანსური ინტერესების დაცვაზე;

(b) ევროკავშირის დაცვაზე არაკეთილსინდისიერი და უკანონო ვაჭრობისგან, ლეგიტიმური ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად;

(c) ევროკავშირისა და მისი მაცხოვრებლების დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გარემოს დაცვაზე; და

(d) საბაჟო კონტროლის პროცედურებსა და ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობას შორის სათანადო ბალანსის შენარჩუნებაზე.

 

მუხლი 4

საბაჟო ტერიტორია

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორია მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს, მათ შორის მათ ტერიტორიულ წყლებს, შიდა წყლებს და საჰაერო სივრცეს:

– ბელგიის სამეფოს ტერიტორია;

– ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– დანიის სამეფოს ტერიტორია, გარდა ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიისა;

– გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორია, გარდა ჰელგოლანდის კუნძულისა და ბიუზინგენის ტერიტორიისა (1964 წლის 23 ნოემბრის ხელშეკრულება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის);

– ესტონეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ირლანდიის ტერიტორია;

– საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ესპანეთის სამეფოს ტერიტორიები, სეუტას და მელილიას გარდა;

– საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია, გარდა საფრანგეთის ზღვისიქითა ქვეყნებისა და იმ ტერიტორიებისა, რომელზეც ვრცელდება „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ მეოთხე ნაწილის დებულებები;

– ხორვატიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– იტალიის რესპუბლიკის ტერიტორია, გარდა ლივინიოს და კამპიონე-დ'იტალიის მუნიციპალიტეტებისა და იტალიისთვის მიკუთვნებული ლუგანოს ტბის წყლებისა, რომელიც მდებაორებს სანაპიროსა და პოლიტიკურ საზღვარს შორის არსებულ ტერიტორიაზე, პონტე ტრესასა და პორტო ჩერეზიოს შორის;

– კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორია, 2003 წლის მიერთების აქტის დებულებების შესაბამისად;

– ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ლიტვის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორია;

– უნგრეთის ტერიტორია;

– მალტას ტერიტორია;

– ევროპაში ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორია;

– ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– პორტუგალიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– რუმინეთის ტერიტორია;

– სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორია;

– სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– ფინეთის რესპუბლიკის ტერიტორია;

– შვედეთის სამეფოს ტერიტორია;

– დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ნორმანდიის კუნძულებისა და მენის კუნძულების ტერიტორია.

2. შემდგომი ტერიტორიები, მათ შორის მათი ტერიტორიული წყლები, შიდა წყლები და საჰაერო სივრცე, რომლებიც მდებარეობენ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიის გარეთ, მათთან მიმართებაში არსებული კონვენციებისა და ხელშეკრულებების გათვალისწინებით, უნდა იქნეს მიჩნეული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილად:

(a) საფრანგეთი:

მონაკოს ტერიტორია, რომელიც განსაზღვრულია 1963 წლის 18 მაისს პარიზში ხელმოწერილი „საბაჟო კონვენციით“ (Journal officiel de la République française (საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალური ჟურნალი), 27 სექტემბერი, 1963, გვ. 8679);

(b) კვიპროსი:

გაერთიანებული სამეფოს აკროტირისა და დეკელიას სუვერენული ტერიტორია, რომელიც განსაზღვრულია 1960 წლის 16 აგვისტოს ნიქოზიაში ხელმოწერილი „კვიპროსის რესპუბლიკის შექმნის შესახებ ხელშეკრულებით“ (გაერთიანებული სამეფოს ხელშეკრულების სერია №4 (1961) Cmnd. 1252).

 

მუხლი 5

განმარტებები

ამ კოდექსის მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(1) „საბაჟო ორგანოები“ ნიშნავს წევრ სახელმწიფოთა იმ საბაჟო ადმინისტრაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებაზე და სხვა ორგანოებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ეროვნული კანონმდებლობით, რომ გამოიყენონ საბაჟო კანონმდებლობა;

(2) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს კანონმდებლობას, რომელიც შედგება შემდეგისგან:

(a) კოდექსი და მისი დამატებითი ან განმახორციელებელი დებულებები, რომლებიც მიღებულია ევროკავშირის ან სახელმწიფო დონეზე;

(b) საერთო საბაჟო ტარიფი;

(c) კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების ევროკავშირის სისტემას;

(d) საბაჟო დებულებების შემცველი საერთაშორისო შეთანხმებები, თუ ისინი ვრცელდება ევროკავშირში.

(3) „საბაჟო კონტროლის პროცედურები“ ნიშნავს საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებულ სპეციალურ მოქმედებებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისობა საბაჟო კანონმდებლობასა და იმ კანონმდებლობას შორის, რომელიც არეგულირებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიასა და ტერიტორიის გარეთ არსებულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის გადატანილი საქონლის შესვლას, გასვლას, ტრანზიტს, გადაადგილებას, დასაწყობებასა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, ასევე ევროკავშრის საბაჟო ტერიტორიაზე ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მყოფი საქონლის ყოფნასა და გადაადგილებას;

(4) „პირი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან პირთა ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, მაგრამ ევროკავშირის ან ეროვნული კანონმდებლობის მიერ აღიარებულია, რომ გააჩნია სამართლებრივი აქტების შესრულების უნარი;

(5) „ეკონომიკური ოპერატორი“ ნიშნავს პირს, რომელიც საკუთარი საქმიანობის პროცესის ფარგლებში ჩართულია ისეთ საქმიანობაში, რომელზეც ვრცელდება საბაჟო კანონმდებლობა;

(6) „საბაჟო წარმომადგენელი“ არის პირი, რომელიც დანიშნულია სხვა პირის მიერ, იმ მოქმედებებისა და ფორმალობების განსახორციელებად, რომლებიც სავალდებულოა საბაჟო კანონმდებლობის ფარგლებში, საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობისას;

(7) „რისკი“ ნიშნავს შემთხვევის ალბათობასა და ზეგავლენას, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიასა და ამ ტერიტორიის გარეთ მდებარე ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის გადაადგილებული საქონლის შესვლასთან, გასვლასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან მიმართებაში, ან ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის ევროკავშრის საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნასთან მიმართებაში, რომელიც:

(a) ხელს შეუშლის ევროკავშირის ან სახელმწიფო დონეზე არსებული ზომების გამოყენებას;

(b) რისკის ქვეშ დააყენებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფინანსურ ინტერესებს; ან

(c) საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირისა და მისი მაცხოვრებლების დაცულობასა და უსაფრთხოებას, ადამიანის, ცხოველის ან მცენარის ჯანმრთელობას და გარემოსა და მის მომხმარებლებს.

(8) „საბაჟო ფორმალობები“ ნიშნავს ყველა ოპერაციას, რომელიც ხორციელდება პირისა და საბაჟო ორგანოების მიერ, საბაჟო კანონმდებლობასთან თანხვედრისთვის;

(9) „საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი აცნობებს საბაჟო ორგანოებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი საქონლის შესახებ, დადგენილი ფორმითა და წესით, მითითებული ვადის ფარგლებში;

(10) „საქონლის გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი აცნობებს საბაჟო ორგანოებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის შესახებ, დადგენილი ფორმითა და წესით, მითითებული ვადის ფარგლებში;

(11) „საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით მიუთითებს, რომ საქონელი არის დროებით დასაწყობებული;

(12) „საბაჟო დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით მიუთითებს საქონლის მოცემულ სასაქონლო ოპერაციაში განთავსების სურვილს, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ღონისძიებების გამოყენების საჭიროების მითითებით;

(13) „რეექსპორტის დეკლარაცია“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით მიუთითებს სურვილს, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელის გატანის შესახებ, გარდა იმ საქონლისა, რომელიც მოქცეულია თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებით დასაწყობებულია;

(14) „შეტყობინება რეექსპორტის შესახებ“ ნიშნავს აქტს, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით მიუთითებს სურვილს, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის გატანის შესახებ, რომელიც მოქცეულია თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში ან დროებით დასაწყობებულია;

(15) „დეკლარაციის წარმდგენი პირი“ ნიშნავს პირს, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციას, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციას, საქონლის გასვლის შემაჯამებელ დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან შეტყობინებას რეექსპორტის შესახებ, თავისი ან იმ პირის სახელით, ვისი სახელითაც წარდგინდება შეტყობინება;

(16) „სასაქონლო ოპერაცია“ ნიშნავს ნებისმიერ შემდეგ პროცედურას, რომელსაც შეიძლება საქონელი დაექვემდებაროს კოდექსის შესაბამისად:

(a) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;

(b) სპეციალური პროცედურები;

(c) ექსპორტი.

(17) „დროებითი დასაწყობება“ ნიშნავს ევროკავშირის საქონლის სტატუსის არქმონე საქონლის დროებით შენახვას საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, მათი საბაჟოზე წარდგენასა და მათი სასაქონლო ოპერაციაზე დაქვემდებარებას ან რეექსპორტს შორის პერიოდში;

(18) „საბაჟო დავალიანება“ ნიშნავს პირის ვალდებულებას გადაიხადოს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადი, რომელიც ვრცელდება მოქმედი საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქონელზე;

(19) „მოვალე“ არის ნებისმიერი, საბაჟო დავალიანებაზე ვალდებული პირი;

(20) „იმპორტის გადასახადი“ ნიშნავს საქონლის იმპორტზე გადასახდელ საბაჟო გადასახადს;

(21) „ექსპორტის გადასახადი“ ნიშნავს საქონლის ექსპორტზე გადასახდელ საბაჟო გადასახადს;

(22) „საბაჟო სტატუსი“ ნიშნავს საქონლის, როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე ან არმქონე საქონლის სტატუსს;

(23) „ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი“ ნიშნავს იმ საქონელს, რომელიც განეკუთვნება რომელიმე შემდგომ კატეგორიას:

(a) საქონელი, რომელიც სრულად ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზეა მოპოვებული და არ მოიცავს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, სხვა ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან იმპორტირებულ საქონელს;

(b) საქონელი, რომელიც შემოტანილია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ტერიტორიის საზღვრებს გარეთ ქვეყნებიდან ან ტერიტორიებიდან და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში;

(c) საქონელი, რომელიც მოპოვებული ან წარმოებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, ან მხოლოდ (b) ქვეპუნქტში მითითებული საქონლისგან ან (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებული საქონლისგან.

(24) „ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი“ ნიშნავს საქონელს, გარდა 23-ე პუნქტში მითითებული საქონლისა ან საქონელს, რომელმაც დაკარგა საბაჟო სტატუსი როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელმა;

(25) „რისკის მართვა“ ნიშნავს რისკის სისტემატურ იდენტიფიკაციას, მათ შორის არაგეგმური შემოწმებების მეშვეობით და ყველა საჭირო ზომის განხორციელებით, რისკის ზემოქმედების შეზღუდვის მიზნით;

(26) „საქონლის გაშვება“ ნიშნავს ქმედებას, რომლითაც საბაჟო ორგანოები ხელმისაწვდომს ხდიან საქონელს იმ სასაქონლო ოპერაციებისთვის განსაზღვრული მიზნებისთვის, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან;

(27) „საბაჟო ზედამხედველობა“ ნიშნავს საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებულ ზოგად ქმედებას, საბაჟო კანონმდებლობისა და, საჭიროების შემთხვევაში, იმ დებულებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც ვრცელდება საქონელზე და ექვემდებარება ასეთ ქმედებებს;

(28) „ანაზღაურება“ ნიშნავს იმპორტის ან ექსპორტის გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნებას;

(29) „პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“ ნიშნავს იმპორტის ან ექსპორტის იმ გადასახადის გადახდის ვალდებულების მოხსნას, რომელიც არ არის გადახდილი;

(30) „გადამუშავებული პროდუქტი“ ნიშნავს გადამუშავების პროცესს დაქვემდებარებულ საქონელს, რომელმაც გაიარა გადამუშავების ოპერაციები;

(31) „ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული პირი“ არის:

(a) ფიზიკური პირის შემთხვევაში, ნებისმიერ პირი, რომლის საბინადრო გარემო მდებარეობს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;

(b) იურიდიული პირის ან პირთა გაერთიანების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი, რომელსაც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე აქვს რეგისტრირებული საწარმო, ცენტრალური შტაბი ან მუდმივი დაწესებულება.

(32) „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს ფიქსირებულ კომერციულ ადგილს, რომელსაც მუდმივად გააჩნია საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსები და რომლის საშუალებითაც პირის საბაჟოსთან დაკავშირებული ოპერაციები მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება;

(33) „საქონლის საბაჟოზე წარდგენა“ ნიშნავს საბაჟო ორგანოში შეტყობინების წარდგენას საქონლის ჩამოსვლის შესახებ საბაჟოში ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ ან დამტკიცებულ ნებისმიერ სხვა ადგილს და საბაჟო კონტროლის პროცედურებისთვის ამ საქონლის ხელმისაწვდომობას;

(34) „საქონლის მფლობელი“ ნიშნავს პირს, რომელიც არის საქონლის მესაკუთრე ან რომელსაც გააჩნია მათი განკარგვის მსგავსი უფლება ან რომელსაც აქვს მათზე ფიზიკური კონტროლი;

(35) „დეკლარანტი“ ნიშნავს:

(a) პირს, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას ან რომლის სახელითაც არის დეკლარაცია წარდგენილი; ან

(b) პირს, რომელსაც გადაეცა სასაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

(36) „კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები“ ნიშნავს არასატარიფო ღონისძიებებს, რომლებიც დადგინდა როგორც საერთო სავაჭრო პოლიტიკის ნაწილი, საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის მარეგულირებელი ევროკავშირის დებულებების ფორმით;

(37) „გადამუშავების ოპერაციები“ ნიშნავს რომელიმეს შემდეგი ჩამონათვალიდან:

(a) საქონლის ამუშავება, მათ შორის მათი აღმართვა, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;

(b) საქონლის დამუშავება;

(c) საქონლის განადგურება;

(d) საქონლის შეკეთება, მათ შორის მათი აღდგენა და გამართვა;

(e) იმ საქონლის გამოყენება, რომელიც არ მოიძებნება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ ამ პროდუქტის წარმოების საშუალებას იძლევა ან ხელს უწყობს მას, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენება ამ პროცესში (დამხმარე მასალები).

(38) „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა“ ნიშნავს გადამუშავების პროცედურებზე დაქვემდებარებული მოცემული რაოდენობის საქონლის გადამუშავებისგან მოპოვებული გადამუშავებული პროდუქტის რაოდენობას ან პროცენტულ მაჩვენებელს

(39) „გადაწყვეტილება“ ნიშნავს საბაჟო ორგანოების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ საქმეზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ განჩინებასთან და პირზე ან დაინტერესებულ პირებზე იურიდიული ძალის ქონასთან.

(40) „გადამზიდველი“ ნიშნავს:

(a) შესვლასთან დაკავშირებით, პირს, რომელსაც შემოაქვს საქონელი ან რომელიც იღებს საქონლის გადატანის პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა,

(i) კომბინირებული ტრანსპორტირების შემთხვევაში, „გადამზიდველი“ არის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილდება, როგორც ტრანსპორტირების ქმედითი საშუალება;

(ii) საზღვაო ან საჰაერო მოძრაობის შემთხვევაში, გემის გაზიარებისას ან საკონტრაქტო შეთანხმებისას, „გადამზიდველი“ არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს ზედნადებს ან საჰაერო უწყისს საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე გადატანისთვის.

(b) გასვლასთან დაკავშირებით, პირი, რომელსაც გააქვს საქონელი ან რომელიც იღებს საქონლის გადატანის პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა:

(i) კომბინირებული ტრანსპორტირების შემთხვევაში, როდესაც ტრანსპორტირების ქმედით საშუალებას, რომელიც ტოვებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიას, გადააქვს მხოლოდ ტრანსპორტირების სხვა საშუალება, რომელიც ტრანსპორტირების ქმედითი საშუალების დანიშნულების ადგილზე შესვლისას გადაადგილდება დამოუკიდებლად როგორც ტრანსპორტირების ქმედითი საშუალება, „გადამზიდველი“ არის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ევროკავშირის საბაჟო ტერიტოორის დატოვებისა და დანიშნულების ადგილზე შესვლის შემდეგ გადაადგილდება დამოუკიდებლად;

(ii) საზღვაო ან საჰაერო მოძრაობის შემთხვევაში, გემის გაზიარებისას ან საკონტრაქტო შეთანხმებისას, „გადამზიდველი“ არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს ზედნადებს ან საჰაერო უწყისს საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გადატანისთვის.

(41) „შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯები“ ნიშნავს იმპორტიორის მიერ აგენტისთვის გადახდილ საფასურს მისი წარმოდგენისთვის შეფასებული საქონლის შესყიდვისას.

 

თავი 2

პირის საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები

სექცია 1

ინფორმაციის მიწოდება

მუხლი 6

ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებები და მონაცემთა მიმართ არსებული ერთიანი მოთხოვნები

1. ყველა გაცვლა ისეთი ინფორმაციისა, როგორიცაა დეკლარაციები, განცხადებები და გადაწყვეტილებები საბაჟო ორგანოებს შორის, ეკონომიკურ ოპერატორებსა და საბაჟო ორგანოებს შორის, ასევე ასეთი ინფორმაციის შენახვა უნდა განხორციელდეს მონაცემების ელექტრონული დამუშავების ტექნიკებით ისე, როგორც განსაზღვრულია საბაჟო კანონმდებობით.

2. მონაცემთა მიმართ არსებული ერთიანი მოთხოვნები დგება 1-ლ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის მიზნით.

3. ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებები, გარდა 1-ლ პუნქტში მითითებული მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკებისა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგნაირად:

(a) მუდმივად, როდესაც ეს გამართლებულია მონაცემთა მიმოვცლის ფორმით ან როდესაც მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკები შეუფერებელია შესაბამისი საბაჟო ფორმალობებისთვის;

(b) დროებით, საბაჟო ორგანოების ან ეკონომიკური ოპერატორების კომპიუტერული სისტემების დროებითი გაუმართაობის შემთხვევაში.

4. 1-ლი პუნქტისგან გამონაკლისის სახით, განსაკუთრებული შემთხვევებისას, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოს გამოიყენოს მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკების გარდა ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალებები.

გადაწყვეტილება ასეთ გამონაკლისზე გამართლებულია იმ წევრი სახელმწიფოს კონკრეტული სიტუაციით, რომელიც მოითხოვს მას და გამონაკლისი დაიშვება კონკრეტული ვადით. გამონაკლისი განიხილება პერიოდულად და შესაძლებელია გაგრძელდეს კონკრეტული დროის პერიოდით იმ წევრი სახელმწიფოს შემდგომი განცხადების საფუძველზე, რომელსაც ეხება ეს გამონაკლისი. გამონაკლისი უქმდება, როდესაც აღარ არსებობს გასამართლებელი საბუთი.

გამონაკლისი არ მოქმედებს ინფორმაციის გაცვლაზე სხვა წევრ სახელმწიფოებსა და იმ წევრ სახელიმწიფოებს შორის, რომელსაც ის ეხება, არც ინფორმაციის გაცვლასა და შენახვაზე სხვა წევრ სახელმწიფოებში, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების მიზნით.

 

მუხლი 7

უფლებამოსილების დელეგირება

კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს შემდეგი:

(a) მე-6(2) მუხლში მითითებულ მონაცემთა მიმართ არსებული ერთიანი მოთხოვნები, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო ფორმალობების შესრულების საჭიროებისა და მე-6(1) მუხლში მითითებული ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის არსისა და მიზნის გათვალისწინებით;

(b) კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებები, გარდა მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკებისა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მე-6(3) მუხლის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად.

(c) ინფორმაციის ტიპი და მონაცემები, რომლებიც შენახულ უნდა იქნეს 148(4)-ე მუხლსა და 214(1)-ე მუხლში მითითებულ ჩანაწერებში.

 

მუხლი 8

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

1. განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია განსაზღვრავს:

(a) მე-6(2) მუხლში მითითებულ მონაცემთა მიმართ არსებული ერთიანი მოთხოვნების ფორმატსა და კოდს, საჭიროების შემთხვევაში;

(b) მე-6(3) მუხლში მითითებულ პროცედურულ ნორმებს ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის შესახებ, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს მონაცემების ელექტრონულად დამუშავების ტექნიკების გარდა სხვა საშუალებებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)–ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ მე-6(4) მუხლში მითითებული გამონაკლისების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტების საშუალებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(2)–ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 9

რეგისტრაცია

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული ეკონომიკური ოპერატორი რეგისტრირდება მისი დაფუძნების ადგილზე პასუხისმგებელ საბაჟო ორგანოსთან.

2. კონკრეტულ შემთხვევებში, ის ეკონომიკური ოპერატორები, რომლებიც არ არიან დაფუძნებული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, რეგისტრირდებიან იმ საბაჟო ორგანოსთან, რომელიც პასუხისმგებელია იმ ადგილზე, სადაც მათ პირველად წარადგინეს დეკლარაცია ან შეიტანეს განაცხადი გადაწყვეტილებაზე.

3. ეკონომიკური ოპერატორების გარდა სხვა პირები არ საჭიროებენ რეგისტრაციას საბაჟო ორგანოებთან, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

თუ პირველ აბზაცში მითითებული პირები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ, მათზე ვრცელდება შემდეგი:

(a) თუ ისინი დაფუძნებული არიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, ისინი რეგისტრირდებიან მათი დაფუძნების ადგილზე პასუხისმგებელ საბაჟო ორგანოსთან;

(b) თუ ისინი არ არიან დაფუძნებული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, ისინი რეგისტრირდებიან იმ საბაჟო ორგანოსთან, რომელიც პასუხისმგებელია იმ ადგილზე, სადაც მათ პირველად წარადგინეს დეკლარაცია ან შეიტანეს განაცხადი გადაწყვეტილებაზე.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოები რეგისტრაციას გააბათილებენ.

 

მუხლი 10

უფლებამოსილების დელეგირება

კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) მე-9(2) მუხლში მითითებული შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური ოპერატორები, რომლებიც არ არიან დაფუძნებული ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საბაჟო ორგანოებთან;

(b) მე-9(3) მუხლში მითითებული შემთხვევები, როდესაც პირები, გარდა ეკონომიკური ოპერატორებისა, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საბაჟო ორგანოებთან;

(c) მე-9(4) მუხლში მითითებული შემთხვევები, როდესაც საბაჟო ორგანოები აბათილებენ რეგისტრაციას.

 

მუხლი 11

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია განსაზღვრავს მე-9 მუხლში მითითებულ რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ საბაჟო ორგანოს.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 12

ინფორმაციის კომუნიკაცია და მონაცემთა დაცვა

1. საბაჟო ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ყველა ინფორმაცია, რომელიც თავისი ბუნებით კონფიდენციალურია ან რომელიც მიწოდებულია კონფიდენციალურობის დაცვით, დაცულია პროფესიული საიდუმლოების ვალდებულებით. გარდა 47(2)-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასეთი ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროვდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ, იმ პირის ან ორგანოს ნებართვის გარეშე, რომელმაც უზრუნველყო მისი მიწოდება.

მიუხედავად ამისა, ასეთი ინფორმაცია შესაძლებელია გასაჯაროვდეს ნებართვის გარეშე, როდესაც საბაჟო ორგანოები ვალდებულნი ან უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ეს, მოქმედი დებულებების შესაბამისად, განსაკუთრებით მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით ან სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული კონფიდენციალური ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს ევროკავშირის საბჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანათა ან ტერიტორიათა საბაჟო და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, ამ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან საბაჟო თანამშრომლობის მიზნით, საერთაშორისო შეთახმების ან ევროკავშირის კანონმდებლობის ჩარჩოს ფარგლებში, საერთო სავაჭრო პოლიტიკის სფეროში.

3. ინფორმაციის ნებისმიერი გასაჯაროება ან გაცემა 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სათანადო დონეს მონაცემთა დაცვის მოქმედ დებულებებთან სრული შესაბამისობით.

 

მუხლი 13

საბაჟო ორგანოებსა და ეკონომიკურ ოპერატორებს შორის დამატებითი ინფორმაციის გაცვლა

1. საბაჟო ორგანოებს და ეკონომიკურ ოპერატორებს შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საბაჟო კანონმდებლობის მიერ, კერძოდ რისკის იდენტიფიცირებასა და რეაგირებაში ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით. ეს გაცვლა შესაძლებელია განხორციელდეს წერილობითი შეთანხმებით და შესაძლებელია მოიცავდეს საბაჟო ორგანოების მიერ ეკონომიკური ოპერატორების კომპიუტერულ სისტემებზე წვდომას.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული თანამშრომლობის ფარგლებში ერთი მხარის მიერ მეორესთვის გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია არის კონფიდენციალური, თუ ორივე მხარე არ თანხმდება სხვაგვარად.

 

მუხლი 14

საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიწოდება

1. ნებისმიერ პირს შეუძლია საბაჟო ორგანოებისგან მოითხოვოს ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. ასეთ თხოვნაზე შესაძლებელია უარი ითქვას მაშინ, როდესაც ის არ უკავშირდება საქონლით საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელიც რეალურად არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ორგანოები ინარჩუნებენ რეგულარულ დიალოგს ეკონომიკურ ოპერატორებთან და საქონლით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სხვა ორგანოებთან. ისინი ხელს უწყობენ გამჭვირვალობას, საბაჟო კანონმდებლობაზე, ზოგად ადმინისტრაციულ განჩინებებსა და განცხადების ფორმებზე თავისუფალ ხელმისაწვდომობას, პრაქტიკულობის შემთხვევაში უსასყიდლოდ და ინტერნეტის საშუალებით.

 

მუხლი 15

საბაჟო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება

1. ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ჩართული საბაჟო ფორმალობების განხორციელებაში ან საბაჟო კონტროლის პროცედურებში, საბაჟო ორგანოების მოთხოვნით და განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოფს ამ ორგანოებს ყველა აუცილებელი დოკუმენტითა და ინფორმაციით შესაბამისი ფორმით, და ამ ფორმალობებისა და კონტროლის პროცედურების დასრულებისათვის აუცილებელი დახმარებით.

2. საბაჟო დეკლარაციის, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის, საქონლის გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან საბაჟო სააგენტოებთან პირის მიერ რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარდგენა ან სხვა გადაწყვეტილების ავტორიზაციისათვის განცხადების წარდგენა დაინტერესებულ პირს პასუხისმგებლობას ანიჭებს ყველა შემდეგზე:

(a) დეკლარაციაში, შეტყობინებასა და განცხადებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე და სისრულეზე;

(b) დეკლარაციის, შეტყობინებისა და განცხადების თანმხლები ნებისმიერი დოკუმენტების ავთენტურობა, სიზუსტე და კანონიერ ძალაში ყოფნაზე;

(c) საჭიროების შემთხვევაში, საქონლის შესაფერის სასაქონლო პროცედურებზე დაქვემდებარებასთან ან ავტორიზებული ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესაბამისობაზე.

პირველი აბზაცი, ასევე ვრცელდება ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებაზე საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ან მისთვის გადაცემული ფორმით.

როდესაც დეკლარაცია ან შეტყობინება წარდგენილია, განცხადება შეტანილია ან ინფორმაცია მიწოდებულია დაინტერესებული პირის საბაჟო წარმომადგენლის მიერ, როგორც ეს მითითებულია მე-18 მუხლში, საბაჟო წარმონადგენელი ამავდროულად ვალდებულია შეასრულოს ამ პუნქტის პირველი აბზაცით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

მუხლი 16

ელექტრონული სისტემები

1. წევრი სახელმწიფოები თანამშრომლობენ კომისიასთან, რათა განავითარონ, შეინარჩუნონ და ამუშავონ ელექტრონული სისტემები, საბაჟო სააგენტოებსა და კომისიას შორის ინფორმაციის გაცვლის და ასეთი ინფორმაციის შენახვის მიზნით, კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

2. წევრ სახელმწიფოებს, რომელთათვისაც დაშვებულია გამონაკლისი მე-6(4) მუხლის შესაბამისად, არ ესაჭიროებათ ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ელექტრონული სისტემების განვითარება, შენარჩულება და ამუშავება, მოცემული გამონაკლისის ფარგლებში.

 

მუხლი 17

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია განსაზღვრავს მე-16(1) მუხლში მითითებული ელექტრონული სისტემების განვითარების, შენარჩუნებისა და ამუშავების ტექნიკურ მექანიზმებს.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 2

საბაჟო წარმომადგენლობა

მუხლი 18

საბაჟო წარმომადგენელი

1. ნებისმიერ პირს შეუძლია დანიშნოს საბაჟო წარმომადგენელი.

ასეთი წარმომადგენლობა შესაძლებელია იყოს პირდაპირი, რა შემთხვევაშიც საბაჟო წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით ან მის მაგივრად, ან ირიბი, რა შემთხვევაშიც საბაჟო წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის მაგივრად.

2. საბაჟო წარმომადგენელი დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში.

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა რამ არის გათვალისწინებული, უარი უნდა ითქვას ამ მოთხოვნაზე, თუ საბაჟო წარმომადგენელი მოქმედებს იმ პირთა მაგივრად, რომლებიც არ არიან ვალდებულნი იყვნენ დაფუძნებული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში.

3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად გასაზღვრონ ის დადგენილი პირობები, რომლის დროსაც საბაჟო წარმომადგენელს შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების გაწევა იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც თავად არის დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, დაიტერესებული წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკლებად მკაცრი კრიტერიუმების გამოყენების შეუზღუდავად, საბაჟო წარმომადგენელს, რომელიც აკმაყოფილებს 39-ე მუხლის (a) – (d) ქვეპუნქტებში მითითებულ კრიტერიუმებს, გააჩნია ასეთი მომსახურების უზრუნველყოფის უფლებამოსილება იმ წევრ სახელმწიფოში, რომელიც არ წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, სადაც თავად არის დაფუძნებული.

4. წევრ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მე-3 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად განსაზღვრული პირობები იმ საბაჟო წარმომადგენლებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან დაფუძნებული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში.

 

მუხლი 19

ძალაუფლების მინიჭება

1. საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობისას, საბაჟო წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს, რომ იგი მოქმედებს წარმოდგენილი პირის მაგივრად და უნდა განსაზღვროს არის თუ არა მითითებული წარმომადგენლობა პირდაპირი ან არაპირდაპირი.

პირი, რომელიც არ მიუთითებს, რომ მოქმედებს როგორც საბაჟო წარმომადგენელი ან რომელიც მიუთითებს, რომ მოქმედებს როგორც საბაჟო წარმომადგენელი ამ ძალაუფლების მინიჭების გარეშე, ითვლება რომ მოქმედებს საკუთარი სახელით და საკუთარი თავისთვის.

2. საბაჟო ორგანოებმა შესაძლებელია იმ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მოქმედებენ როგორც საბაჟო წარმომადგენლები, მოსთხოვოს წარმოდგენილი პირის მიერ მინიჭებული ძალაუფლების მტკიცებულების წარდგენა.

კონკრეტულ შემთხვევებში, საბაჟო წარმომადგენლები არ არიან ვალდებულნი წარადგინონ ასეთი მტკიცებულება.

3. საბაჟო ორგანოები იმ პირებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც საბაჟო წარმომადგენლები და ახორციელებენ მოქმედებებსა და ფორმალობებს რეგულარულად, არ ავალდებულებს ძალაუფლების მინიჭების მტკიცებულებების წარდგენას თითოეული გარემოებისას, რადგან ასეთი პირის პოზიციის გათვალისწინებით მას შეუძლია მტკიცებულების წარდგენა საბაჟო ორგანოების მიერ მოთხოვნისას.

 

მუხლი 20

უფლებამოსილების დელეგირება

კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) ისეთი შემთხვევები, როდესაც მე-18(2) მუხლის მეორე აბზაცში მითითებული უარის თქმა არ ვრცელდება;

(b) ისეთი შემთხვეები, როდესაც მე-19(2) მუხლის პირველ აბზაცში მითითებული ძალაუფლების მინიჭების მტკიცებულება არ მიიჩნევა სავალდებულოდ საბაჟო ორგანოების მიერ.

 

მუხლი 21

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების საშუალებით, კომისია განსაზღვრავს მე-18(3) მუხლში მითითებული უფლებამოსილების მინიჭებისა და დამტკიცების პროცედურულ ნორმებს.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 3

საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

მუხლი 22

განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები

1. თუ პირი შეიტანს განცხადებას საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე, მან უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს რამდენიმე პირის მიერ და რამდენიმე პირის მიმართ, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, კომპეტენტური საბაჟო ორგანოები მდეობარეობენ იქ, სადაც განმცხადებლის საბაჟო მიზნებისთვის განკუთვნილი მთავარი ანგარიშები ინახება ან ხელმისაწვდომია და სადაც ხორციელდება იმ აქტივობების ნაწილი მაინც, რომელზეც გადაწვყეტილება ვრცელდება.

2. საბაჟო ორგანოები დაუყოვნებლივ და გადაწყვეტილების მიღებაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ადასტურებენ შესრულდა თუ არა განცხადების მიღებისთვის საჭირო პირობები.

როდესაც საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ განცხადება მოიცავს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას, ის აცნობებს განმცხადებელს ინფორმაციის მიღების შესახებ პირველი აბზაცით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში.

3. კომპეტენტური საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას 1-ლი პუნქტის თანახმად და აცნობებს ამის შესახებ განმცხადებელს დაუყოვნებლივ და განცხადების მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 120 დღის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

როდესაც საბაჟო ორგანოები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში, ისინი აცნობებენ განმცხადებელს ამ ფაქტის შესახებ ამ დადგენილი ვადის გასვლამდე, ასახელებენ რა მიზეზებს და უთითებენ დამატებით ვადას, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, დამატებითი ვადა არ აღემატება 30 დღეს.

მეორე აბზაცის დაურღვევლად, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გაზარდონ გადაწყვეტილების მიღების ვადა, როგორც გათვალისწინებულია საბაჟო კანონმდებლობის მიერ, თუ განმცხადებელი მოითხოვს ამას ცვლილებების განსახორციელებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პირობებისა და კრიტერიუმების შეფასება. ეს ცვლილებები და მათ განსახორციელებლად საჭირო დამატებითი ვადა ეცნობება საბაჟო ორგანოებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ვადის გახანგრძლივების შესახებ.

4. გარდა გადაწყვეტილებით ან საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, გადაწყვეტილება ძალაში შედის მაშინ, როდესაც განმცხადებელი იღებს მას ან უნდა მიეღო იგი. გარდა 45(2)-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს აღსრულებადი საბაჟო ორგანოების მიერ ამ თარიღიდან.

5. გარდა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, გადაწყვეტილება რჩება ძალაში დროის შეზღუდვის გარეშე.

6. ისეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც უარყოფითად მოქმედებს განმცხადებელზე, საბაჟო ორგანოები იმ საფუძვლებს, რომელზე დაყრდნობითაც აპირებენ გადაწყვეტილების მიღებას მიაწვდიან განმცხადებელს, რომელსაც ეძლევა საშუალება გამოხატოს თავისი შეხედულება განსაზღვრულ ვადაში, იმ თარიღიდან როდესაც განმცხადებელი იღებს ინფორმაციას ან უნდა მიეღო იგი. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, განმცხადებელს უნდა ეცნობოს გადაწყვეტილების შესახებ, შესაფერისი ფორმით.

პირველი აბზაცი არ ვრცელდება არც ერთ შემდეგ შემთხვევაზე:

(a) როდესაც იგი ეხება 33(1)-ე მუხლში მითითებულ გადაწყვეტილებას;

(b) სატარიფო კვოტის შეღავათებზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ მიღწეულია განსაზღვრული სატარიფო კვოტა 56(4)-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად;

(c) როდესაც ეს აუცილებელია საფრთხის ბუნებიდან ან დონიდან გამომდინარე ევროკავშირისა და მისი მაცხოვრებლების დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის, ადამიანის, ცხოველის ან მცენარის ჯანმრთელობისთვის და გარემოსა და მისი მომხმარებლებისთვის;

(d) როდესაც გადაწყვეტილების მიზანია სხვა გადაწყვეტილების განხორციელების უზრუნველყოფა, რაზეც ვრცელდება პირველი აბზაცი, დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის დაურღვევლად;

(e) თუ ზიანი ადგება თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწყებულ გამოძიებას;

(f) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში.

7. გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს განმცხადებელზე, უნდა განსაზღვრავდეს საფუძველს, რომელზეც ის არის დაფუძნებული და მიუთითებდეს 44-ე მუხლით გათვალისწინებულ გასაჩივრების უფლებაზე.

 

მუხლი 23

განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მართვა

1. გადაწყვეტილების მიმღები ასრულებს გადაწყვეტილების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებებს.

2. გადაწყვეტილების მიმღებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოებს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წამოჭრილი ყველა ფაქტორის შესახებ, რომელთაც შესაძლებელია გავლენა ჰქონდეთ მის გაგრძელებაზე ან შინაარსზე.

3. სხვა სფეროებში განსაზღვრული დებულებების შეუზღუდავად, რომლებიც განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, სადაც გადაწყვეტილებები ბათილია ან ძალადაკარგულად ცხადდება, საბაჟო ორგანოებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, შეუძლიათ ნებისმიერ დროს ძალადაკარგულად გამოაცხადონ, შეიტანონ ცვლილებები ან გააუქმონ გადაწყვეტილება, თუ ის არ შეესაბამება საბაჟო კანონმდებლობას.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანოები ახორციელებენ შემდეგს:

(a) გადაწყვეტილების ხელახალ შეფასებას;

(b) ისეთი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას, რომელიც არ გაუქმდება, არ ანულირდება ან რომელშიც არ შევიდა ცვლილებები.

5. საბაჟო ორგანოები მონიტორინგს უწევენ გადაწყვეტილების მიმღების მიერ პირობებისა და კრიტერიუმების შესრულებას. ისინი, ასევე მონიტორინგს უწევენ გადაწყვეტილების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესაბამისობას. თუ გადაწყვეტილების მიმღები სამ წელზე ნაკლებ დროის მონაკვეთშია დაფუძნებული, საბაჟო ორგანოები აწარმოებენ მჭიდრო მონიტორინგს, გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი წლის განმავლობში.

 

მუხლი 24

უფლებამოსილების დელეგირება

კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) 22(1)-ე მუხლის მესამე აბზაცის გამონაკლისი;

(b) 22(2)-ე მუხლში მითითებული განცხადების მიღების პირობები;

(c) კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების ვადა, მათ შორის, ამ ვადის შესაძლო გაგრძელების ჩათვლით, 22(3)-ე მუხლის შესაბამისად;

(d) 22(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, თუ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი განსხვავდება იმ თარიღისგან, როდესაც განმცხადებელი იღებს მას ან უნდა მიეღო იგი;

(e) 22(5)-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, თუ გადაწყვეტლება არ არის ძალაში დროის შეზღუდვის გარეშე;

(f) 22(6)-ე მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა;

(g) 22(6)-ე მუხლის მეორე აბზაცის (f) ქვეპუნქტში მითითებული კონკრეტული შემთხვევები, თუ განმცხადებელს არ ეძლევა საშუალება გამოხატოს თავისი შეხედულება;

(h) 22(4)-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების ხელახალი შეფასებისა და მოქმედების შეჩერების შემთხვევები და წესები.

 

მუხლი 25

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია განსაზღვრავს პროცედურულ ნორმებს:

(a) 22(1)-ე და 22(2)-ე მუხლში მითითებული გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის შეტანასთან და მიღებასთან დაკავშირებით;

(b) 22-ე მუხლში მითითებული გადაწყვეტილების მიღებასთან, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციასთან დაკავშირებით;

(c) გადაწყვეტილების მონიტორინგთან დაკავშირებით 23(5)-ე მუხლის შესაბამისად.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 26

ევროკავშირის მასშტაბით გადაწყვეტილებათა კანონიერ ძალაში ყოფნა

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილების გავლენა ლიმიტირებულია ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოზე, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალაშია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.

 

მუხლი 27

დადებითი გადაწყვეტილებების გაუქმება

1. საბაჟო ორგანოები აუქმებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელსაყრელია გადაწყვეტილების მიმღებისთვის, თუ ყველა შემდეგი პირობა შესრულებულია:

(a) გადაწყვეტილება მიღებულია არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე;

(b) გადაწყვეტილების მიმღებმა იცოდა ან გონივრულად უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია იყო არასწორი ან არასრული;

(c) ინფორმაცია რომ ყოფილიყო სწორი და სრული, გადაწყვეტილება იქნებოდა განსხვავებული.

2. გადაწყვეტილების მიმღებს ეცნობება მისი გაუქმების შესახებ.

3. გაუქმება ძალაში შედის იმ თარიღიდან, როდესაც თავდაპირველი გადაწყვეტილება შევიდა ძალაში, გარდა გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 28

დადებითი გადაწყვეტილებების გაბათილება და შესწორება

1. დადებითი გადაწყვეტილება გაბათილდება ან მასში შესწორებები შევა თუ, გარდა 27-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა:

(a) ერთი ან მეტი პირობა ამ გადაწყვეტილების მისაღებად არ შესრულებულა ან აღარ სრულდება; ან

(b) გადაწყვეტილების მიმღების განცხადების საფუძველზე.

2. თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, რამდენიმე პირთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელია გაბათილდეს მხოლოდ იმ პირთან მიმართებაში, რომელიც არ ასრულებს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებს.

3. გადაწყვეტილების მიმღებს ეცნობება მისი გაბათილების ან მასში შესწორების შეტანის შესახებ.

4. 22(4)-ე მუხლი ვრცელდება გადაწყვეტილების გაბათილებაზე ან შესწორებაზე.

თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გადაწყვეტილების მიმღების კანონიერი ინტერესები მოითხოვს, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გადაავადონ გაბათილების ან შესწორების ძალაში შესვლის თარიღი ერთ წლამდე. თარიღი მიეთითება გაბათილებულ ან შესწორებულ გადაწყვეტილებაში.

 

მუხლი 29

წინასწარი განაცხადის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საბაჟო ორგანო მოქმედებს როგორც სასამართლო ხელისუფლება, 22(4), (5), (6), (7)-ე, 23(3)-ე, 26-ე, 27-ე და 28-ე მუხლები ვრცელდება საბაჟო ორგანოების მიერ დაინტერესებული პირის განაცხადის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

მუხლი 30

შეზღუდვები, რომლებიც ვრცელდება გადაწყვეტილებაზე სასაქონლო ოპერაციებისთვის დაქვემდებარებული ან დროებით დასაწყობებული საქონლის შესახებ

გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაინტერესებული პირი მოითხოვს, დადებითი გადაწყვეტილების გაბათილება, ცვლილება ან შეჩერება არ მოქმედებს იმ საქონელზე, რომელიც გაბათილების, ცვლილების ან შეჩერების ძალაში შესვლის მომენტში უკვე განთავსებულია და ისევ ექვემდებარება სასაქონლო ოპერაციას ან დროებით დასაწყობებულია გაბათილებული, შესწორებული ან შეჩერებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

მუხლი 31

უფლებამოსილების დელეგირება

კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) 28(2)-ე მუხლში მითითებული შემთხვევები, როდესაც რამდენიმე პირთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილება შესაძლებელია გაბათილდეს, ასევე იმ პირების მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ პირს, რომელიც არ ასრულებს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებებს;

(b) განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საბაჟო ორგანოს შეუძლია გადაავადოს გაბათილების ან ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი 28(4)-ე მუხლის მეორე აბზაცის შესაბამისად.

 

მუხლი 32

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია განსაზღვრავს დადებითი გადაწყვეტილებების გაბათილების, გაუქმების ან შესწორების პროცედურულ ნორმებს.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 33

სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. საბაჟო ორგანოები განცხადების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას ტარიფის განსაზღვრის შესახებ სავალდებულო ინფორმაციასთან (BTI გადაწყვეტილება) ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ სავალდებულო ინფორმაციასთან (BOI გადაწყვეტილება) დაკავშირებით.

ასეთი განცხადება არ მიიღება არც ერთი შემდეგი გარემოების დროს:

(a) როდესაც ასეთი განცხადება კეთდება ან გაკეთებულია იგივე ან სხვა საბაჟო ორგანოში, გადაწყვეტილების მიმღების მიერ ან მის მაგივრად, იგივე საქონელთან მიმართებაში და BOI გადაწყვეტილების შემთხვევაში, იმავე გარემოებებით, რომლებიც განსაზღვრავენ საქონლის ადგილწარმოშობას;

(b) როდესაც განცხადება არ ეხება BTI ან BOI გადაწყვეტილებების დანიშნულებისამებრ გამოყენებას ან სასაქონლო ოპერაციის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

2. BTI ან BOI გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა მხოლოდ ტარიფის კლასიფიკაციასთან ან საქონლის წარმოშობის დადგენასთან მიმართებაში:

(a) საბაჟო ორგანოებისთვის გადაწყვეტილების მიმღების მიმართ, მხოლოდ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლის საბაჟო ფორმალობები დასრულებულია გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ;

(b) გადაწყვეტილების მიმღებისთვის საბაჟო ორგანოების მიმართ, რაც ძალაში შედის მხოლოდ იმ თარიღიდან როდესაც იგი იღებს ან უნდა მიეღო შეტყობინება გადაწყვეტილების შესახებ.

3. BTI ან BOI გადაწყვეტილებები ძალაშია გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი წლის განმავლობაში.

4. კონკრეტული სასაქონლო ოპერაციის კონტექსტში BTI ან BOI გადაწყვეტილებების გამოყენებისთვის, გადაწყვეტილების მიმღებს უნდა შეეძლოს შემდეგის დამტკიცება:

(a) BTI გადაწყვეტილების შემთხვევაში, დეკლარირებული საქონელი ყოველმხრივ შეესაბამება გადაწყვეტილებაში აღწერილს;

(b) BOI გადაწყვეტილების შემთხვევაში, მოცემული საქონელი და საქონლის ადგილწარმოშობის განმსაზღვრელი გარემოებები ყოველმხრივ შეესაბამება გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელსა და გარემოებებს.

 

მუხლი 34

სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მართვა

1. BTI გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას 33(3)-ე მუხლში მითითებული ვადის დასრულებამდე, როდესაც იგი აღარ შეესაბამება კანონს, რომელიმე შემდგომი მიზეზიდან გამომდინარე:

(a) 56(2)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულ ნომენკლატურაში ცვლილების მიღება;

(b) 57(4)-ე მუხლში მითითებული ზომების მიღება;

რაც ძალაში შედის ასეთი ცვლილების ან ზომების გამოყენების თარიღიდან.

2. BTI გადაწყვეტილება წყვეტს მოქმედებას 33(3)-ე მუხლში მითითებული ვადის დასრულებამდე, რომელიმე შემდგომი მიზეზიდან გამომდინარე:

(a) როდესაც რეგულაცია მიღებულია ან ხელშეკრულება დადებულია და გამოიყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე და BOI გადაწყვეტილება აღარ შეესაბამება დადგენილ კანონს, რაც ძალაში შედის ასეთი რეგულაციის ან ხელშეკრულების გამოყენების თარიღიდან.

(b) როდესაც იგი აღარ შეესაბამება „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ (WTO) დადგენილ „შეთანხმებას წარმოშობის წესების შესახებ“, ან განმარტებით ბარათებს ან შეთანხმების ინტერპრეტაციისთვის მიღებულ მოსაზრებას წარმოშობის შესახებ, რომელიც ძალაში შედის მათი „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღიდან.

3. BIT ან BOI გადაწყვეტილებები არ წყვეტენ მოქმედებას უკუძალით.

4. 23(3)-ე და 27-ე მუხლებიდან გამონაკლისის სახით, BTI და BOI გადაწყვეტილებები უქმდება როდესაც ისინი დაფუძნებულია განმცხადებლის არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე.

5. BTI და BOI გადაწყვეტილებები უქმდება 23(3)-ე მუხლისა და 28-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაწვეტილებები არ უქმდება გადაწყვეტილების მიმღების განცხადების საფუძველზე.

6. BTI და BOI გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანა დაუშვებელია.

7. საბაჟო ორგანოები აუქმებენ BTI გადაწყვეტილებას:

(a) თუ ის აღარ შეესაბამება 56(2)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე ნომენკლატურის ინტერპრეტაციას, რაც გამომდინარეობს რომელიმე შემდეგი მიზეზიდან:

(i) „ტარიფისა და სტატისტიკური ნომენკლატურის შესახებ და საერთო საბაჟო ტარიფის შესახებ“ საბჭოს 1987 წლის 23 ივლისის რეგულაციის (EEC) 2658/87[1], მე-9(1) მუხლის (a) ქვეპუნქტის მეორე ქვექვეპუნქტში მითითებული განმარტებითი ბარათები, რომელიც ძალაში შედის მათი „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღიდან;

(ii) „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს“ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღიდან;

(iii) 1950 წლის 15 დეკემბერს, ბრიუსელში, „საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს შექმნის შესახებ კონვენციით“ მიღებული „საქონლის ჰარმონიზებული აღწერილობისა და კოდირების სისტემის ნომენკლატურის“ გადაწყვეტილებები კლასიფიკაციის შესახებ, მოსაზრებები კლასიფიკაციის შესახებ და განმარტებით ბარათებში შესული შესწორებები, რომლებიც ძალაში შედის კომისიის კომუნიკაციის „ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის“ „C“ სერიაში გამოქვეყნების თარიღიდან; ან

(b) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში.

8. BOI გადაწყვეტილებები უქმდება:

(a) როდესაც ისინი აღარ შეესაბამება „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს“ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში შედის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“ გამოქვეყნების თარიღიდან;

(b) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში.

9. როდესაც გამოიყენება 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტი ან მე-2, მე-7 ან მე-8 პუნქტები, BTI ან BOI გადაწყვეტილებები შესაძლებელია კვლავ იქნეს გამოყენებული სავალდებულო კონტრაქტებთან მიმართებაში, რომლებიც ეფუძნება ამ გადაწყვეტილებას და დაიდო მისი მოქმედების შეწყვეტამდე ან გაუქმებამდე; გადაწყვეტილების გამოყენების გახანგრძლივება არ ხდება როდესაც BOI გადაწყვეტილება მიიღება საქონლის ექსპორტისთვის.

პირველ აბზაცში მითითებული გამოყენების გახანგრძლივების ვადა არ უნდა აღემატებოდეს BTI ან BOI გადაწყვეტილების მოქმედების შეწყვეტის ან მისი გაუქმების თარიღიდან ექვს თვეს. თუმცა, 57(4)-ე მუხლში ან 67-ე მუხლში მითითებულმა ზომამ შესაძლებელია გამორიცხოს გამოყენების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა ან დაადგინოს უფრო მოკლე ვადა. ისეთი საქონლის შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას ხდება იმპორტის ან ექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა, ექვსი თვის ვადა იცვლება სერტიფიკატის ძალაში ყოფნის ვადით.

BTI ან BOI გადაწყვეტილების გამოყენების გახანგრძლივების შესაძლებლობით სარგებლობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა წარუდგინოს განცხადება ამ გადაწყვეტილების გამომტან საბაჟო ორგანოს, მისი მოქმედების შეწყვეტის ან გაუქმების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, იმ რაოდენობის მითითებით, რისთვისაც არის გახანგრძლივებული გამოყენების პერიოდი მოთხოვნილი, და წევრი სახელმწიფო ან წევრი სახელმწიფოები, სადაც საქონელი გაფორმდება გახანგრძლივებული გამოყენების პერიოდში. აღნიშნული საბაჟო ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას გახანგრძლივებული გამოყენების შესახებ და დაუყოვნებლივ აცნობებს გადაწყვეტილების მიმღებს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სრული ინფორმაციის მიღების დღიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში.

10. კომისია აცნობებს საბაჟო ორგანოებს თუ:

(a) BTI და BOI გადაწვეტილების მიღება შეჩერებულია იმ საქონლისთვის, რომლის ტარიფის სწორი და ერთიანი კლასიფიკაცია ან წარმოშობის ქვეყნის დადგენა არ არის უზრუნველყოფილი; ან

(b) გამოთხოვილია (a) ქვეპუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება;

11. კომისიამ შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ BTI და BOI გადაწყვეტილებების გაუქმება, რათა უზრუნველყოს ტარიფის სწორი და ერთიანი კლასიფიკაცია და საქონლის წარმოშობის დადგენა.

 

მუხლი 35

სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სხვა ფაქტორებთან მიმართებაში

კონკრეტულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოები განცხადების საფუძველზე იღებენ სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას II კარში მითითებულ სხვა ფაქტორებთან მიმართებაში, რაზე დაყრდნობითაც გამოიყენება იმპორტის და ექსპორტის გადასახადი და საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა ზომები.

 

მუხლი 36

უფლებამოსილების დელეგირება

კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) 34(7)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტსა და 34(8)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში მითითებული განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც BTI და BOI გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს;

(b) 35-ე მუხლში მითითებული შემთხვევები, როდესაც სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებული გადაწვეტილებები მიღებულია სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაზე დაყრდნობითაც გამოიყენება იმპორტის და ექსპორტის გადასახადი და საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა ზომები.

 

მუხლი 37

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

1. განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია იღებს პროცედურულ ნორმებს:

(a) BTI და BOI გადაწყვეტილებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ხდება მათი მოქმედების შეწყვეტა ან მათი გაუქმება 34(9)-ე მუხლის შესაბამისად;

(b) კომისიის მიერ საბაჟო ორგანოებისთვის შეტყობინებასთან დაკავშირებით 34(10)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად;

(c) 35-ე მუხლში მითითებული და 36-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადაწყვეტილებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ისინი წყვეტენ მოქმედებას;

(d) 35-ე მუხლში მითითებული და 36-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადაწყვეტილებების შეჩერებასთან დაკავშირებით, და შეჩერების ან შეჩერების გამოთხოვის შესახებ საბაჟო ორგანოებისთვის შეტყობინებასთან დაკავშირებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

2. განმახორციელებელი აქტების საშუალებით, კომისია იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა საშუალებითაც წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ გააბათილონ:

(a) 34(11)-ე მუხლში მითითებული გადაწყვეტილებები;

(b) 35-ე მუხლში მითითებული და 36-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადაწყვეტილებები.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული საკონსულტაციო პროცედურის შესაბამისად.

როდესაც 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის მოსაზრება მოიპოვება წერილობითი წესით, მოქმედებს 285(6)-ე მუხლი.

 

სექცია 4

უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორი

მუხლი 38

განაცხადის შეტანა და უფლებამოსილების მინიჭება

1. ეკონომიკურ ოპერატორს, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე და აკმაყოფილებს 39-ე მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს, შეუძლია შეიტანოს განაცხადი უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მოსაპოვებლად.

საჭიროების შემთხვევაში სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ, საბაჟო ორგანოები ანიჭებენ სტატუსს, რომელიც ექვემდებარემა მონიტორინგს.

2. უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს შემდეგი ტიპის უფლებამოსილებებს:

(a) უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის უფლებამოსილება, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, რაც საშუალებას აძლევს მფლობელს სარგებელი მიიღოს ზოგიერთი გამარტივებების მეშვეობით, საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად; ან

(b) დაცულობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის უფლებამოსილება, რაც მფლობელს ანიჭებს დაცულობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელშეწყობის მიღების უფლებამოსილებას.

3. მე-2 პუნქტში მითითებული ორივე ტიპის უფლებამოსილება შესაძლებელია მოქმედებდეს ერთდროულად.

4. 39-ე, მე-40 და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ყველა წევრი სახელმწიფოს საბაჟო სააგენტოების მიერ არის აღიარებული.

5. საბაჟო სააგენტოები ანიჭებენ ოპერატორებს უფლებამოსილებას, რომ ისარგებლონ გამარტივებით, საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე პასუხისმგებელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის აღიარების საფუძველზე და იმ პირობით, რომ ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ კონკრეტული ტიპის გამარტივებებს, შესრულდება. საბაჟო ორგანოები ხელახლა არ ამოწმებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც უკვე შემოწმებულია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭებისას.

6. მე-2 პუნქტში მითითებული უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორი, საბაჟო კონტროლთან მიმართებაში, სარგებლობს უფრო ხელსაყრელი მოპყრობით ვიდრე სხვა ეკონომიკური ოპერატორები, მინიჭებული უფლებამოსილების ტიპის შესაბამისად, მათ შორის ნაკლები ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლით.

7. საბაჟო ორგანოები, უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსიდან გამომდინარე, მისცემენ შეღავათს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე დაფუძნებულ პირებს, რომლებიც ამ ქვეყნებისა და ტერიტორიების შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებენ და ვალდებულებებს ასრულებენ, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები და ვალდებულებები აღიარებულია ევროკავშირის მიერ, როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფუძნებულ, უფლებამოსილ ეკონომიკურ ოპერატორზე დაკისრებულის ეკვივალენტი. ასეთი შეღავათის მიცემა ეფუძნება ნაცვალგების პრინციპს, თუ სხვაგვარად არ არის გადაწყვეტილი ევროკავშირის მიერ, და მას მხარს უჭერს საერთო სავაჭრო პოლიტიკის სფეროში არსებული საერთაშორისო შეთანხმება ან ევროკავშირის კანონმდებლობა.

 

მუხლი 39

სტატუსის მინიჭება

უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები არის შემდეგი:

(a) საბაჟო კანონმდებლობისა და საგადასახადო წესების სერიოზული დარღვევის ან განმეორებითი დარღვევების არარსებობა, მათ შორის განმცხადებლის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩანაწერის არარსებობა;

(b) განმცხადებლის მიერ საკუთარი საქმიანობისა და საქონლის ნაკადის ინტენსიური კონტროლის დემონსტრირება, კომერციული და, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო ჩანაწერების მართვის სისტემის საშუალებით, რაც შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების დაცვის საშუალებას იძლევა;

(c) ფინანსური გადახდისუნარიანობა, რომელიც დადასტურებულად ითვლება, როდესაც განმცხადებელს გააჩნია კარგი ფინანსური მდგომარეობა, რაც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს ვალდებულებები, შესაბამისი ბიზნეს საქმიანობის ტიპის მახასიათებლებლების გათვალისწინებით;

(d) 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებულ უფლებამოსილების მინიჭებასთან მიმართებაში, განხორციელებულ საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებული კომპეტენციის პრაქტიკული სტანდარტები ან პროფესიული კვალიფიკაციები; და

(e) 38(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში მითითებულ უფლებამოსილების მინიჭებასთან მიმართებაში, დაცულობისა და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები, რომლებიც შესრულებულად ითვლება თუ განმცხადებელი მიუთითებს, რომ იგი იცავს შესაბამის ზომებს მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვის დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ფიზიკური ერთიანობისა და წვდომის კონტროლის, ლოჯისტიკური პროცესებისა და კონკრეტული ტიპის საქონლის მართვის, პერსონალისა და მისი ბიზნეს პარტნიორების იდენტიფიკაციის სფეროში;

 

მუხლი 40

უფლებამოსილების დელეგირება

კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს შემდეგი:

(a) 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული გამარტივებები;

(b) 38(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში მითითებული ხელშეწყობა;

(c) 38(6)-ე მუხლში მითითებული უფრო ხელსაყრელი მოპყრობა.

 

მუხლი 41

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების საშუალებით, კომისია იღებს პირობებს 39-ე მუხლში მითითებული კრიტერიუმების გამოყენებისთვის.

ეს განმახორციელებელი აქტები მიიღება 285(4)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 5

ჯარიმები

მუხლი 42

ჯარიმის გამოყენება

1. თითოეული წევრი სახელმწიფო უზრუნველყოფს ჯარიმების არსებობას საბაჟო კანონმდებლობის შეუსრულებლობის შემთხვევაში. ასეთი ჯარიმები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი.

2. ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას, მათ შორის შეიძლება გამოიხატოს ერთი ან ორივე შემდეგი ფორმა:

(a) საბაჟო ორგანოების მიერ დაკისრებული ფულადი გადასახადი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშსწორება, რომელიც გამოიყენება სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად;

(b) დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილების ძალადაკარგულად ცნობა, გაბათილება ან შეცვლა.

3. წევრმა სახელმწიფოებმა, ამ მუხლის გამოყენებიდან 180 დღის განმავლობაში, 288(2)-ე მუხლის შესაბამისად, უნდა აცნობონ კომისიას მოქმედი ეროვნული დებულებების შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის 1-ლი პუნქტით, და დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მას შემდგომი ცვლილებების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს ამ დებულებებზე.

 

სექცია 6

გასაჩივრება

მუხლი 43

სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები

44-ე და 45-ე მუხლები არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლების ან სასამართლო ხელისუფლების მაგივრად მოქმედი საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული, გადაწყვეტილების გაბათილების, გაუქმების ან შესწორების მიზნით შეტანილ საჩივრებზე.

 

მუხლი 44

გასაჩივრების უფლება

1. ნებისმიერ პირს აქვს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რომელიც უშუალოდ და ინდივიდუალურად მას შეეხება.

ნებისმიერი პირი, რომელმაც მიმართა საბაჟო ორგანოებს გადაწყვეტილებისთვის და ვერ მოიპოვა გადაწყვეტილება ამ გამოყენებასთან დაკავშირებით 22(3)-ე მუხლში მითითებულ ვადებში, აგრეთვე უფლებამოსილია გამოიყენოს გასაჩივრების უფლება.

2. გასაჩივრების უფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, სულ მცირე, ორ ეტაპად:

(a) თავდაპირველად, საბაჟო ორგანოების ან სასამართლო ორგანოს ან ამ მიზნით წევრი სახელმწიფოების მიერ განსაზღვრული სხვა ორგანოს წინაშე;

(b) შემდგომ, ზემდგომი დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სასამართლო ხელისუფლების ორგანო ან ეკვივალენტური, სპეციალიზირებული ორგანო, წევრ სახელმწიფოებში მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად.

3. სარჩელი შეტანილ უნდა იქნეს იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული ან მოთხოვნილი.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გასაჩივრების პროცედურით შესაძლებელი იყოს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მყისიერი დადასტურება ან შესწორება.

 

მუხლი 45

განხორციელების შეჩერება

1. საჩივრის შეტანამ არ უნდა გამოიწვიოს გასაჩვრებული გადაწყვეტილების განხორციელების შეჩერება.

2. თუმცა, საბაჟო ორგანოებმა უნდა შეაჩერონ ამ გადაწყვეტილების განხორციელება მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუ მათ გააჩნიათ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საბაჟო კანონმდებლობას ან რომ მოცემულ პირს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

3. მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც სადაო გადაწყვეტილება იწვევს იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის გადახდას, ამ გადაწყვეტილების განხორციელების შეჩერება ძალაში იქნება გარანტიის უზრუნველყოფის პირობით, თუ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასების საფუძველზე არ დადგინდება, რომ ეს გარანტია სავარაუდოდ მოვალეს შეუქმნის სერიოზულ ეკონომიკურ ან სოციალურ სირთულეებს.

 

სექცია 7

საქონლის კონტროლი

მუხლი 46

რისკის მართვა და საბაჟო კონტროლის პროცედურები

1. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ ის საბაჟო კონტროლის პროცედურები, რომლებსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ.

საბაჟო კონტროლი, კერძოდ, შეიძლება შედგებოდეს საქონლის შესწავლის, ნიმუშების აღების, დეკლარაციაში ან შეტყობინებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულის შემოწმების და დოკუმენტების არსებობის, ავთენტურობის, სიზუსტისა და ნამდვილობის, ეკონომიკური ოპერატორების ანგარიშებისა და სხვა ჩანაწერების შემოწმების, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების, პირების მიერ გადატანილი ბარგისა და სხვა საქონლის დათვალიერების, ანკეტის შევსების პროცედურისა და სხვა მსგავსი მოქმედებების ჩატარებისგან.

2. საბაჟო კონტროლის პროცედურები, გარდა შემთხვევითი შემოწმებებისა, უპირველესად ეფუძნება რისკის ანალიზს ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების მეთოდების გამოყენებით, რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასებისა და საჭირო კონტრზომების შემუშავების მიზნით, სახელმწიფო, ევროკავშირის და სადაც ეს შესაძლებელია, საერთაშორისო დონეზე შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.

3. საბაჟო კონტროლი უნდა განხორციელდეს რისკის მართვის ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის რისკის შესახებ ინფორმაციისა და რისკის ანალიზის შედეგების გაცვლის საფუძველზე, და რისკის საერთო კრიტერიუმებისა და სტანდარტების, საკონტროლო ზომებისა და კონტროლის პრიორიტეტული ზონების დადგენით.

ამ ინფორმაციასა და კრიტერიუმებზე დამყარებული კონტროლი უნდა განხორციელდეს 1-ლი პუნქტის ან სხვა მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად განხორციელებული სხვა კონტროლის შეუზღუდავად.

4. საბაჟო ორგანოებმა უნდა განახორციელონ რისკის მართვა, რათა ერთმანეთისგან განასხვავონ საბაჟო კონტროლს და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული რისკის დონეები, და განსაზღვრონ, დაექვემდებარება თუ არა საქონელი განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და თუ ასე მოხდება, რა შემთხვევაში.

რისკის მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, რისკის ანალიზი და შეფასება, მოქმედებების განსაზღვრა და განხორციელება და ამ პროცესისა და მისი შედეგების რეგულარული მონიტორინგი და განხილვა საერთაშორისო, ევროკავშირისა და ეროვნულ წყაროებსა და სტრატეგიებზე დაყრდნობით.

5. საბაჟო ორგანოებმა უნდა გაცვალონ რისკის შესახებ ინფორმაცია და რისკის ანალიზის შედეგები იმ შემთხვევაში, როცა:

(a) საბაჟო ორგანო რისკს აფასებს, როგორც სერიოზულს, რომელიც საჭიროებს საბაჟო კონტროლს, და კონტროლის შედეგებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა რისკების გამომწვევ მოვლენას; ან

(b) კონტროლის შედეგებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა რისკების გამომწვევ მოვლენას, თუმცა, მოცემული საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ არსებული საფრთხე ევროკავშირის სხვა ადგილებში მაღალი რისკის შემცველია.

6. რისკის საერთო კრიტერიუმებისა და სტანდარტების, მე-3 პუნქტში მითითებული კონტროლის ზომებისა და პრიორიტეტული კონტროლის ზონების დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა შემდეგი ფაქტორი:

(a) თანაზომიერება რისკთან მიმართებაში;

(b) კონტროლის ზომების აუცილებელი გამოყენების გადაუდებლობა;

(c) ვაჭრობის საშუალებებზე, ინდივიდუალურ წევრ სახელმწიფოებსა და კონტროლის საშუალებებზე შესაძლო ზემოქმედება.

7. მე-3 პუნქტში მითითებული რისკის საერთო კრიტერიუმები და სტანდარტები უნდა მოიცავდნენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს:

(a) რისკების აღწერილობას;

(b) საბაჟო კონტროლის მიზნით საქონლის ან ეკონომიკური ოპერატორების შერჩევის პროცესში გამოსაყენებელი რისკის ფაქტორები ან მაჩვენებლები;

(c) საბაჟო ორგანოების მიერ განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის პროცედურების ხასიათი;

(d) ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო კონტროლის პროცედურების გამოყენების ხანგრძლივობა.

8. პრიორიტეტული კონტროლის ზონები უნდა მოიცავდნენ იმ კონკრეტულ სასაქონლო ოპერაციებს, საქონლის სახეობებს, სამოძრაო გზებს, ტრანსპორტის სახეობებს ან ეკონომიკურ ოპერატორებს, რომლებიც ექვემდებარება რისკის ანალიზისა და საბაჟო კონტროლის გაზრდილ დონეებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ სხვა კონტროლის შეუზღუდავად, რომელიც ჩვეულებრივ ხორციელდება საბაჟო ორგანოების მიერ.

 

მუხლი 47

თანამშრომლობა ორგანოებს შორის

1. იმ შემთხვევაში, როცა იგივე საქონელთან დაკავშირებით, კონტროლი, გარდა საბაჟო კონტროლის პროცედურებისა, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ორგანოების მიერ (გარდა საბაჟო ორგანოებისა), საბაჟო ორგანოები ამ სხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შეეცადონ განახორციელებინონ აღნიშნული კონტროლი თუ ეს შესაძლებელია იგივე დროსა და ადგილზე, როდესაც და სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლი („ერთი ფანჯრის“ პრინციპი), ხოლო საბაჟო ორგანოებს ამ მიზნის მიღწევის პროცესში ექნებათ მაკოორდინირებელი ფუნქცია.

2. ამ სექციაში მითითებული კონტროლის ფარგლებში, თუ ეს აუცილებელია რისკის მინიმუმამდე შემცირებისა და თაღლითობასთან ბრძოლის მიზნებისთვის, საბაჟო და სხვა შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ ერთმანეთში და კომისიასთან გაცვალონ მონაცემები, რომლებიც მიღებულია იმ საქონლის შემოტანის, გატანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, მათ შორის საფოსტო გადაზიდვის კონტექსტში, რომელსაც გადაადგილებენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიასა და ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებსა ან ტერიტორიებს შორის, აგრეთვე მონაცემები ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ყოფნისა და გადაადგილების, და ნებისმიერი კონტროლის შედეგების შესახებ. საბაჟო ორგანოებმა და კომისიამ აგრეთვე შეიძლება მოახდინონ ამ მონაცემების ერთმანეთში გაცვლა საბაჟო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 48

საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება

საბაჟო კონტროლის პროცედურების დაცვის მიზნით, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ შეამოწმონ საბაჟო დეკლარაციაში, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაში, საქონლის გასვლის შემაჯამებელ დეკლარაციაში, რეექსპორტის დეკლარაციაში ან რეექსპორტის შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე და ნებისმიერი თანმხლები დოკუმენტის ნამდვილობა, და შეუძლიათ შეისწავლონ დეკლარაციის წარმდგენი პირის ანგარიშები და მოცემულ საქონელთან დაკავშირებული ოპერაციების ან იმ მანამდე ან შემდგომ განხორციელებულ კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ჩანაწერები, რომლებშიც მონაწილეობს მოცემული საქონელი მათი გაშვების შემდეგ. ამ ორგანოებს აგრეთვე შეუძლიათ შეისწავლონ ეს საქონელი ან/და აიღონ სინჯები იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ამის გაკეთება.

ეს კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის, ნებისმიერი სხვა პირის, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ამ ოპერაციებში მისი საქმიანობის ფარგლებში, ან ამ დოკუმენტებისა და მონაცემების მფლობელი სხვა ნებისმიერი პირის შენობა-ნაგებობებში.

 

მუხლი 49

შიდა ფრენები და ზღვის გადაკვეთა ევროკავშირის ტერიტორიაზე

1. საბაჟო კონტროლის პროცედურები ან ფორმალობები უნდა განხორციელდეს იმ პირების ხელბარგთან და ჩასაბარებელ ბარგთან დაკავშირებით, რომლებიც ასრულებენ შიდა ფრენებს ან ზღვის შიდა გადაკვეთას ევროკავშირის ტერიტორიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი კონტროლის პროცედურებს ან ფორმალობებს.

2. 1-ლი პუნქტი მოქმედებს ქვემოთ მოცემულის შეუზღუდავად:

(a) უსაფრთხოებისა და დაცულობის შემოწმება;

(b) აკრძალვებთან ან შეზღუდვებთან დაკავშირებული შემოწმებები.

 

მუხლი 50

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

1. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს საბაჟო კონტროლის პროცედურების, რისკის შესახებ ინფორმაციისა და რისკის ანალიზის შედეგების გაცვლის ჩათვლით, რისკის საერთო კრიტერიუმებისა და სტანდარტების, კონტროლის ზომებისა და პრიორიტეტული კონტროლის ზონების ერთგვაროვანი გამოყენება 46(3)-ე მუხლის თანახმად.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

ამ ზომებთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც დასაბუთებულია რისკის მართვის საერთო ჩარჩოს სწრაფად განახლებისა და რისკის შესახებ ინფორმაციისა და ანალიზის გაცვლის, რისკის საერთო კრიტერიუმებისა და სტანდარტების, კონტროლის ზომებისა და პრიორიტეტული კონტროლის ზონების რისკების შეფასებასთან ადაპტირების საჭიროებით, კომისიამ უნდა მიიღოს უშუალოდ გამოყენებადი განმახორციელებელი აქტები 285(5)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

თუ 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის დასკვნის მიღება უნდა მოხდეს წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.

2. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს ის პორტები და აეროპორტები, სადაც, 49-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის პროცედურები და ფორმალობები ვრცელდება შემდეგზე:

(a) იმ პირების ხელბარგსა და ჩასაბარებელ ბარგზე:

(i) რომლებიც რეისს ასრულებენ იმ თვითმფრინავით, რომელიც მიფრინავს არა ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტიდან და რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტში გაჩერების შემდეგ, ფრენას აგრძელებს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოს აეროპორტში;

(ii) რომლებიც რეისს ასრულებენ იმ თვითმფრინავით, რომელიც არა ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტში ფრენის გაგრძელებამდე ჩერდება ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტში;

(iii) რომლებიც სარგებლობენ იმავე ხომალდის მიერ შეთავაზებული საზღვაო გადაადგილების მომსახურებით და რომლებიც თანამიმდევრულად ახორციელებენ რეისებს არა ევროკავშირის პორტიდან გასვლით, პორტში შესვლით ან შეწყვეტით;

(iv) რომლებიც იმყოფებიან სასეირნო კატარღაზე და ტურისტულ ან სამსახურებრივ საჰაერო ხომალდზე;

(a) იმ ხელბარგსა და ჩასაბარებელ ბარგზე:

(i) რომელიც ევროკავშირის აეროპორტში ჩადის არა ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტიდან მოფრენილი საჰაერო ხომალდის მეშვეობით და ამ აეროპორტში გადადის სხვა საჰაერო ხომალდზე, რომელიც ასრულებს შიდა რეისს ევროკავშირის ტერიტორიაზე;

(ii) რომელიც იტვირთება ევროკავშირის აეროპორტში იმ საჰაერო ხომალდზე, რომელიც ასრულებს სატრანსფერო შიდა რეისს ევროკავშირის ტერიტორიაზე ევროკავშირის სხვა აეროპორტის მიმართულებით და შემდეგ იტვირთება იმ საჰაერო ხომალდზე, რომლის საბოლოო დანიშნულების პუნქტი არის არა ევროკავშირის აეროპორტი.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 8

დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვა, და გადასახადები და ხარჯები

მუხლი 51

დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვა

1. საბაჟო კონტროლის პროცედურების მიზნებისთვის, შესაბამისმა პირებმა უნდა შეინახონ მე-15(1) მუხლში მითითებული დოკუმენტები და ინფორმაცია მინიმუმ სამი წლის ვადით, იმ ნებისმიერი საშუალებით, რომლებზეც აქვთ წვდომა და რომლებსაც ეთანხმებიან საბაჟო ორგანოები.

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის შემთხვევაში იმ გარემოებებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მესამე აბზაცით, ან ექსპორტისთვის დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, ეს პერიოდი უნდა დაიწყოს იმ წლის ბოლოდან, რომელშიც მიღებულ იქნა საქონლის თავისუფალ მიმიქცევაში გაშვების ან ექსპორტის საბაჟო დეკლარაციები.

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უბაჟო საქონლის ან მისი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების გამო იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთით გაშვებული საქონლის შემთხვევაში, ეს პერიოდი უნდა დაიწყოს იმ წლის ბოლოდან, რომელშიც აღნიშნული საქონელი აღარ ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას.

სხვა სასაქონლო ოპერაციას ან დროებით დასაწყობებას დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში, ეს პერიოდი უნდა დაიწყოს იმ წლის ბოლოდან, რომელშიც მოცემული სასაქონლო ოპერაცია ამოქმედდა ან დროებითი დასაწყობების პროცედურა დასრულდა.

2. 103(4)-ე მუხლის დაურღვევლად, თუ საბაჟო დავალიანებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლი გამოავლენს, რომ ანგარიშებში შესაბამისი პუნქტი უნდა შესწორდეს და შესაბამის პირს ეცნობა ამის შესახებ, დოკუმენტები და ინფორმაცია შენახულ უნდა იქნეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ სამი წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, როცა შეტანილ იქნა საჩივარი ან დაიწყო სასამართლო წარმოება, დოკუმენტები და ინფორმაცია შენახულ უნდა იქნეს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადით ან მანამ, სანამ შეწყდება გასაჩივრების პროცედურა ან სამართალწარმოება, იქიდან გამომდინარე, ამ ორი პროცედურიდან რომელიც უფრო გვიან მოხდება.

 

მუხლი 52

გადასახადები და ხარჯები

1. საბაჟო ორგანოები გადასახადებს არ აწესებენ საბაჟო კონტროლის პროცედურების შესრულებაზე ან საბაჟო კანონმდებლობის რაიმე სხვა სახით გამოყენებაზე მათი შესაბამისი საბაჟო სამსახურების ოფიციალური სამუშაო საათების განმავლობაში.

2. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გადასახადების დაწესება ან დანახარჯების ზღვევინება შემდეგი კონკრეტული მომსახურებების გაწევის შემთხვევაში:

(a) მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟოს პერსონალის ადგილზე ყოფნა სამუშაო საათების შემდეგ ან იმ შენობა-ნაგებობებში ყოფნა, რომლებიც არ წარმოადგენენ საბაჟოს შენობა-ნაგებობებს;

(b) ანალიზები ან ექსპერტიზის დასკვნები საქონელზე და განმცხადებლისთვის საქონლის დასაბრუნებლად საფოსტო მომსახურების გადასახადებზე, კერძოდ, 33-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებთან ან მე-14(1) მუხლის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით;

(c) შემოწმების მიზნით საქონლის გამოკვლევის ან სინჯის აღებისას, ან საქონლის განადგურებისას, იმ შემთხვევაში, თუ ხდება საბაჟო პერსონალის გამოყენების ხარჯის გარდა სხვა ხარჯების გაღება;

(d) კონტროლის განსაკუთრებული ზომები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აუცილებელია საქონლის ხასიათიდან ან პოტენციური რისკიდან გამომდინარე.

 

თავი 3

ვალუტის კონვერტაცია და ვადები

მუხლი 53

ვალუტის კონვერტაცია

1. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ ან/და ინტერნეტით ხელმისაწვდომი გახადონ იმ გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ვალუტის კონვერტაცია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიზეზით:

(a) რადგან საქონლის საბაჟო ღირებულების დასადგენად გამოყენებული ფაქტორები გამოსახულია იმ ვალუტაში, რომელიც არ წარმოადგენს წევრი სახელმწიფოს ვალუტას, იმ შემთხვევაში, როცა ხდება საბაჟო ღირებულების დადგენა;

(b) რადგან ევროს ღირებულება საჭიროა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში საქონლის სატარიფო კლასიფიკაციისა და იმპროტის რაოდენობისა და ექსპორტის გადასახადის განსაზღვრის მიზნით, საერთო საბაჟო ტარიფში ღირებულების ზღვრის ჩათვლით.

2. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია ვალუტის კონვერტაცია 1-ლ პუნქტში მითითებული მიზნების გარდა სხვა მიზნებისთვის, საბაჟო კანონმდებლობის ფარგლებში გამოსაყენებელი ევროს ღირებულება ეროვნულ ვალუტაში უნდა დაფიქსირდეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ.

 

მუხლი 54

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს ვალუტის კონვერტაციის წესები 53(1)-ე და 53(2)-ე მუხლებში მითითებული მიზნებისთვის.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 55

პერიოდები, თარიღები და ვადები

1. თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კანონმდებლობაში განსაზღვრულია პერიოდი, თარიღი ან ვადა, ეს პერიოდი არ უნდა გაგრძელდეს ან შემცირდეს და ეს თარიღი ან ვადა არ უნდა გადავადდეს ან გადატანილ იქნეს მომავალში.

2. „პერიოდებზე, თარიღებსა და ვადებზე მოქმედი წესების განსაზღვრის შესახებ“ საბჭოს 1971 წლის 3 ივნისის რეგულაციით (EEC, Euratom) No 1182/71/EEC[2], გათვალისწინებული პერიოდებზე, თარიღებსა და ვადებზე მოქმედი წესები გამოიყენება გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვაგვარად არის გათვალისწინებული საბაჟო კანონმდებლობით.

 

კარი II

ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც გამოიყენება იმპორტის ან ექსპორტის გადასახადი და საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა ზომები

თავი 1

საერთო საბაჟო ტარიფი და საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია

მუხლი 56

საერთო საბაჟო ტარიფი და ზედამხედველობა

1. გადახდას დაქვემდებარებული იმპორტის და ექსპორტის გადასახადი ემყარება საერთო საბაჟო ტარიფს.

ევროკავშირის იმ დებულებებით განსაზღვრული სხვა ზომები, რომლებიც არეგულირებენ საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სფეროებს, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ საქონლის სატარიფო კლასიფიკაციის შესაბამისად.

2. საერთო საბაჟო ტარიფი შედგება ყველა შემდეგი პუნქტისგან:

(a) რეგულაციით No 2658/87/EEC დადგენილი საქონლის კომბინირებული ნომენკლატურა;

(b) ნებისმიერი სხვა ნომენკლატურა, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემყარება კომბინირებულ ნომენკლატურას ან რომელიც ითვალისწინებს მის დამატებით ქვედაყოფებს, და რომელიც დგინდება ევროკავშირის იმ დებულებებით, რომლებიც არეგულირებენ კონკრეტულ სფეროებს საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებული სატარიფო ზომების გამოყენების მიზნით;

(c) კომბინირებული ნომენკლატურით გათვალისწინებული საქონლის მიმართ გამოყენებული ჩვეულებრივი ან ნორმალური ავტონომიური საბაჟო გადასახადი;

(d) იმ შეთანხმებებში მოცემული პრეფერენციული ტარიფების დაწესების ზომები, რომლებიც ევროკავშირმა დადო ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე გარკვეულ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან, ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებთან;

(e) ევროკავშირის მიერ ცალმხრივად მიღებული პრეფერენციული ტარიფების დაწესების ზომები ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე გარკვეულ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან, ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებთან დაკავშირებით;

(f) ავტონომიური ზომები, რომლებიც ითვალისწინებენ გარკვეულ საქონელზე საბაჟო გადასახადის შემცირებას ან მისგან გათავისუფლებას;

(g) გარკვეული საქონლისთვის დადგენილი შეღავათიანი საბაჟო სატარიფო რეჟიმი, მათი ხასიათიდან ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებიდან გამომდინარე, (c) – (f) ან (h) ქვეპუნქტებით გათვალისიწნებული ზომების ფარგლებში;

(h) ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო ან კომერციული ან სხვა სახის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სატარიფო ზომები.

3. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქონელი აკმაყოფილებს მე-2 პუნქტის (d) – (g) ქვეპუნქტებში მითითებული ზომებით გათვალისწინებულ პირობებს, ამ დებულებებში მითითებული ზომები, დეკლარაციის წარმდგენი პირის მიმართვისას, გამოიყენება ამ პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალიწინებული ზომების ნაცვლად. ამ ზომების გამოყენება შეიძლება მოხდეს რესტროსპექტულად, იმ პირობით, თუ დაცულია შესაბამისი ზომით ან კოდექსით განსაზღვრული ვადები და პირობები.

4. თუ მე-2 პუნქტის (d) – (g) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომების გამოყენება ან ამავე პუნქტის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომებისგან გათავისუფლება შემოიფარგლება იმპორტის ან ექსპორტის გარკვეული მოცულობით, ეს გამოყენება ან გათავისუფლება, სატარიფო კვოტების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მაშინვე, როგორც კი მიღწეული იქნება იმპორტის ან ექსპორტის კონკრეტული მოცულობა.

იმპორტის ზღვრული დონის შემთხვევაში, ეს გამოყენება უნდა შეწყდეს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის მეშვეობით.

5. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ან ექსპორტი, რომელთა მიმართაც გამოიყენება 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული ზომები, შეიძლება დაექვემდებაროს ზედამხედველობას.

 

მუხლი 57

საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია

1. საერთო საბაჟო ტარიფის გამოსაყენებლად, საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია მოიცავს კომბინირებული ნომენკლატურის ერთ-ერთი ქვესათაურის ან დამატებითი ქვედანაყოფის განსაზღვრას, რომლის მიხედვითაც ხდება ამ საქონლის კლასიფიცირება.

2. არასატარიფო ზომების გამოსაყენებლად, საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია მოიცავს კომბინირებული ნომენკლატურის ან რომელიმე სხვა ნომენკლატურის ერთ-ერთი ქვესათაურის ან დამატებითი ქვედანაყოფის განსაზღვრას, რომელიც დადგენილია ევროკავშირის სამართლის ნორმებით და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეფუძნება კომბინირებულ ნომენკლატურას ან რომელიც უზრუნველყოფს მის დამატებით ქვედანაყოფებს, რომლის მიხედვითაც ხდება აღნიშნული საქონლის კლასიფიცირება.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქვესათაური ან დამატებითი ქვედაყოფა გამოიყენება ამ ქვესათაურთან დაკავშირებული ზომების გამოყენების მიზნით.

4. კომისიამ შეიძლება მიიღოს ზომები საქონლის სატარიფო კლასიფიკაციის განსაზღვრისთვის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

 

მუხლი 58

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

1. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს 56(4)-ე მუხლში მითითებული სატარიფო კვოტებისა და იმპორტის ზღვრული დონის ერთგვაროვანი მართვისა და 56(5)-ე მუხლში მითითებული თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ზედამხედველობის ან საქონლის ექსპორტის მართვის ზომები.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს 57(4)-ე მუხლში მითითებული ზომები.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

ამ ზომებთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც სათანადოდ არის დასაბუთებული კომბინირებული ნომენკლატურის სწორი და ერთგვაროვანი გამოყენების სწრაფად უზრუნველყოფის საჭიროებით, კომისიამ უნდა მიიღოს უშუალოდ გამოყენებადი განმახორციელებელი აქტები 285(5)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

თუ 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის დასკვნა მიიღება წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.

 

თავი 2

საქონლის წარმოშობა

სექცია 1

წარმოშობა შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული)

მუხლი 59

მოქმედების სფერო

მე-60 და 61-ე მუხლებით დგინდება საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის წესები შემდეგის გამოყენების მიზნით:

(a) საერთო საბაჟო ტარიფი, 56(2)-ე მუხლის (d) და (e) ქვეპუნქტებში მითითებული ზომების გარდა;

(b) ევროკავშირის სამართლის ნორმებით დადგენილი ზომები, გარდა სატარიფო ზომებისა, რომლითაც რეგულირდება საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებული კონკრეტული სფეროები; და

(c) საქონლის წარმოშობასთან დაკავშირებული ევროკავშირის სხვა ზომები.

 

მუხლი 60

საქონლის (მომსახურების) ადგილწარმოშობის განსაზღვრა

1. მთლიანად ერთ ქვეყანასა ან ტერიტორიაზე შეძენილი საქონელი უნდა მიჩნეულ იქნეს ამ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე წარმოშობილად.

2. ის საქონელი, რომლის წარმოებაც მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას ან ტერიტორიას, უნდა ჩაითვალოს იმ ქვეყანასა ან ტერიტორიაზე წარმოშობილად, სადაც მან გაიარა თავისი ბოლო, არსებითი, ეკონომიკურად დასაბუთებული გადამუშავება ან დამუშავება ამ მიზნით აღჭურვილ საწარმოში, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი პროდუქტი ან რომელიც წარმოადგენს წარმოების მნიშვნელოვან ეტაპს.

 

მუხლი 61

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

1. იმ შემთხვევაში, როცა წარმოშობა მითითებულია საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ დეკლარაციის წარმდგენ პირს მოსთხოვონ საქონლის წარმოშობის დადასტურება.

2. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის წარმოდგენა ხდება საბაჟო კანონმდებლობის ან ევროკავშირის იმ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ სფეროებს, საბაჟო ორგანოებს, გონივრული ეჭვის შემთხვევაში, შეუძლიათ მოითხოვონ რაიმე დამატებითი საბუთი, რომელიც საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ წარმოშობის მითითება შეესაბამებოდეს ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს.

3. იმ შემთხვევაში, როცა ვაჭრობის საჭიროებები ამას მოითხოვს, ევროკავშირში შეიძლება გაიცეს წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულების ქვეყანაში ან ტერიტორიაზე მოქმედი წარმოშობის წესების ან ნებისმიერი სხვა მეთოდის შესაბამისად, რომლითაც დგინდება ის ქვეყანა, რომელშიც საქონელი მთლიანად იქნა შეძენილი ან განიცადა საკმარისი საბოლოო დამუშავება/გადამუშავება.

 

მუხლი 62

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს 284-ე მუხლის შესაბამისად იმ დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება, რომლებიც განსაზღვრავენ წესებს, რომლებითაც ის საქონელი, რომლის არაპრეფერენციული წარმოშობის დადგენა საჭიროა 29-ე მუხლში მითითებული ევროკავშირის ზომების გამოყენების მიზნით, მიიჩნევა მთლიანად ერთ ქვეყანაში ან ერთ ტერიტორიაზე შეძენილად ან მიიჩნევა, რომ ამ საქონელმა გაიარა საკმარისი, საბოლოო, ეკონომიკურად დასაბუთებული გადამუშავება ან დამუშავება ამ მიზნით აღჭურვილ საწარმოში, რასაც შედეგად მოჰყვა ახალი პროდუქტის წარმოება, ან რომელიც წარმოადგენს წარმოების მნიშვნელოვან ეტაპს ქვეყანაში ან ტერიტორიაზე მე-60 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 63

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს 61-ე მუხლში მითითებული წარმოშობის სერტიფიკატის უზრუნველყოფისა და დადასტურების პროცედურული ნორმები.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 2

შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობა

მუხლი 64

საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობა

1. 56(2)-ე მუხლის (d) ან (e) ქვეპუნქტებში მითითებული ზომებიდან ან არასატარიფო პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიღების მიზნით, საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 – 5 პუნქტებში მითითებულ პრეფერენციული წარმოშობის წესებს.

2. პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიმღები საქონლის შემთხვევაში, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის მიერ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფ გარკვეულ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებთან გაფორმებული შეთანხმებებით, პრეფერენციული წარმოშობის წესები უნდა განისაზღვროს ამ შეთანხმებებში.

3. პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიმღები საქონლის შემთხვევაში, რომლებიც ევროკავშირმა ცალმხრივად მიიღო ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფ გარკვეულ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებთან მიმართებაში, გარდა მე-5 პუნქტში მითითებული ქვეყნებისა ან ტერიტორიებისა, კომისიამ უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც ადგენენ პრეფერენციული წარმოშობის წესებს.

ეს წესები უნდა ემყარებოდეს კრიტერიუმს, რომ ხდება საქონლის მთლიანად შეძენა, ან კრიტერიუმს, რომ საქონლის წარმოშობა ხდება საკმარისი გადამუშავების ან დამუშავების შედეგად.

4. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიასა და სეუტასა და მელილიას შორის ვაჭრობაში გამოყენებული პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიმღები საქონლის შემთხვევაში, როგორც ეს გათვალისწინებულია „1985 წლის მიერთების აქტის“ მე-2 პროტოკოლით, პრეფერენციული წარმოშობის წესები მიღებულ უნდა იქნეს ამ პროტოკოლის მე-9 მუხლის შესაბამისად.

5. საზღვარგარეთის ქვეყნებისა და ევროკავშირთან ასოცირებული ტერიტორიების სასარგებლოდ პრეფერენციული შეთანხმებებით გათვალისწინებული პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიმღები საქონლის შემთხვევაში, პრეფერენციული წარმოშობის წესები მიღებულ უნდა იქნეს „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ 203-ე მუხლის შესაბამისად.

6. თავისი საკუთარი ინიციატივით ან ბენეფიციარი ქვეყნის ან ტერიტორიის თხოვნით, კომისიას, გარკვეული საქონლის შემთხვევაში, შეუძლია ამ ქვეყანას ან ტერიტორიას მიანიჭოს მე-3 პუნქტში მითითებული პრეფერენციული წარმოშობის წესებიდან დროებითი გამონაკლისის დაშვების უფლება.

დროებითი გამონაკლისი გამართლებული უნდა იყოს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზით:

(a) თუ შიდა ან გარე ფაქტორების ზემოქმედებით ბენეფიციარი ქვეყანა ან ტერიტორია კარგავს პრეფერენციული წარმოშობის წესების შესრულების უნარს;

(b) თუ ბენეფიციარი ქვეყანა ან ტერიტორია საჭიროებს დროს ამ წესების შესრულებისთვის მოსამზადებლად.

გამონაკლისის დაშვების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს კომისიას შესაბამისი ბენეფიციარი ქვეყნის ან ტერიტორიის მიერ. მოთხოვნაში აღნიშნული უნდა იყოს მეორე აბზაცით გათვალისწინებული მიზეზები, გამონაკლისის დაშვების საჭიროების დასაბუთება და მას თან უნდა ახლდეს სათანადო თანმხლები დოკუმენტები.

დროებითი გამონაკლისი უნდა შემოიფარგლებოდეს იმ შიდა ან გარე ფაქტორების ზემოქმედების ხანგრძლივობით, რომლებიც მას განაპირობებენ, ან იმ დროის ხანგრძლივობით, რომელიც ბენეფიციარ ქვეყანას ან ტერიტორიას ესაჭიროება ამ წესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

გამონაკლისის დაშვების უფლების მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისმა ბენეფიციარმა ქვეყანამ ან ტერიტორიამ უნდა შეასრულოს ნებისმიერი განსაზღვრული მოთხოვნა კომისიისთვის მისაწოდებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება გამონაკლისის დაშვების პროცედურის გამოყენებას და იმ მოცულობების მართვას, რომლებთან მიმართებაშიც ხდება ასეთი გამონაკლისის დაშვება.

 

მუხლი 65

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა ჰქონდეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს 64(3)-ე მუხლში მითითებული პრეფერენციული წარმოშობის წესებს.

 

მუხლი 66

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს:

(a) 64(1)-ე მუხლში მითითებული პროცედურული ნორმები ევროკავშირში საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დადგენის გასამარტივებლად;

(b) ზომა, რომელიც ბენეფიციარ ქვეყანას ან ტერიტორიას ანიჭებს 64(6)-ე მუხლში მითითებულ დროებითი გამონაკლისის დაშვების უფლებას.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 3

კონკრეტული საქონლის წარმოშობის განსაზღვრა

მუხლი 67

კომისიის მიერ მიღებული ზომები

კომისიას შეუძლია მიიღოს ზომები კონკრეტული საქონლის წარმოშობის დასადგენად ამ საქონლის მიმართ მოქმედი წარმოშობის წესების შესაბამისად.

 

მუხლი 68

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს 67-ე მუხლში მითითებული ზომები. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

ამ ზომებთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც სათანადოდ არის დასაბუთებული კომბინირებული ნომენკლატურის სწორი და ერთგვაროვანი გამოყენების სწრაფად უზრუნველყოფის საჭიროებით, კომისიამ უნდა მიიღოს უშუალოდ გამოყენებადი განმახორციელებელი აქტები 285(5)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის დასკვნა მისაღებია წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.

 

თავი 3

საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის

მუხლი 69

მოქმედების სფერო

საქონლის საბაჟო ღირებულება ევროკავშირის იმ დებულებებით განსაზღვრული საერთო საბაჟო ტარიფისა და არასატარიფო ზომების გამოყენების მიზნით, რომლებიც არეგულირებენ საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სფეროებს, უნდა განისაზღვროს 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად.

 

მუხლი 70

საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდი გარიგების ფასის საფუძველზე

1. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის უპირველესი საფუძველი არის გარიგების ფასი, ანუ საქონელში რეალურად გადახდილი ან გადასახდელი ფასი, როცა ხდება მისი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ექსპორტის სახით გაყიდვა, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო შესწორების შეტანით.

2. რეალურად გადახდილი ან გადასახდელი ფასი უნდა იყოს ის სრული თანხა, რომელიც მყიდველმა გამყიდველს ან მყიდველმა მესამე მხარეს გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს გამყიდველის სასარგებლოდ იმპორტირებულ საქონელში და რომელიც მოიცავს ყველა გადახდილ ან გადასახდელ თანხას, რაც წარმოადგენს იმპორტირებული საქონლის გაყიდვის პირობას.

3. გარიგების ფასი გამოიყენება იმ პირობით, თუ სრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

(a) არ არსებობს შეზღუდვები მყიდველის მიერ საქონლის განკარგვაზე ან გამოყენებაზე, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთისა:

(i) ევროკავშირში კანონმდებლობის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ დადებული ან მოთხოვნილი შეზღუდვები;

(ii) იმ გეოგრაფიული არეალის შეზღუდვები, რომელშიც საქონელი შეიძლება გადაიყიდოს;

(iii) ის შეზღუდვები, რომლებიც არსებით გავლენას არ ახდენს საქონლის საბაჟო ღირებულებაზე.

(a) გაყიდვა ან ფასი არ ექვემდებარება გარკვეულ პირობას ან მოსაზრებას, რომლისთვისაც ღირებულების განსაზღვრა შეფასების პროცესში მყოფ საქონელთან მიმართებაში შეუძლებელია;

(b) მყიდველის მიერ საქონლის ნებისმიერი შემდგომი გადაყიდვიდან, განკარგვიდან ან გამოყენებიდან მიღებული ამონაგების არც ერთი ნაწილი არ დაერიცხება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამყიდველს, სანამ არ მოხდება სათანადო კორექტირება;

(c) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები ან მათი ურთიერთობა გავლენას არ ახდენს ფასზე.

 

მუხლი 71

გარიგების ფასის კომპონენტები

1. 70-ე მუხლის მიხედვით საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას, იმპორტირებულ საქონელში რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასს უნდა დაემატოს:

(a) ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები, იმ მოცულობით, რომლითაც მათი გადახდა უწევს მყიდველს, მაგრამ რომლებიც არ შედის საქონელში რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასში:

(i) საკომისიოები და შუამავლის საკომისიო, ყიდვის საკომისიოს გარდა;

(ii) მოცემული საქონლის შემცველი კონტეინერების ღირებულება, რომლებიც ერთ კონტეინერად განიხილება საბაჟო მიზნებისთვის; და

(iii) შეფუთვის ღირებულება, იქნება ეს მუშა-ხელის თუ მასალებისთვის.

(b) შემდეგი საქონლისა და მომსახურებების სათანადოდ განაწილებული ღირებულება იმ შემთხვევაში, როცა მათი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიწოდება ხდება მყიდველის მიერ უფასოდ ან შემცირებული ფასით წარმოებასთან დაკავშირებით გამოყენებისთვის და იმპორტირებული საქონლის საექსპორტოდ გასაყიდად იმ მოცულობით, რომლითაც არ მოხდა ამ ღირებულების გათვალისწინება რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასში:

(i) იმპორტირებულ საქონელში გაერთიანებული მასალები, კომპონენტები, ნაწილები და მსგავსი დეტალები;

(ii) ინსტრუმენტები, შტამპები, შაბლონები და მსგავსი საგნები, რომლებიც გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებისას;

(iii) იმპორტირებული საქონლის წარმოების პროცესში მოხმარებული მასალები; და

(iv) საინჟინრო პროექტირება, შემუშავება, საილუსტრაციო მასალა, საპროექტო სამუშაოები და გეგმები და ესკიზები, რომლებიც სრულდება ევროკავშირის გარდა ნებისმიერ სხვა ადგილზე და რომლებიც აუცილებელია იმპორტირებული საქონლის წარმოებისთვის.

(c) ის შეფასების პროცესში მყოფ საქონელთან დაკავშირებული როიალტები და სალიცენზიო მოსაკრებლები, რომლებიც მყიდველმა უნდა გადაიხადოს პირდაპირ ან არაპირდაპირ, როგორც შეფასების პროცესში მყოფი საქონლის გაყიდვის პირობა იმ მოცულობით, რომლითაც ეს როიალტები და სალიცენზიო მოსაკრებლები არ არის გათვალისწინებული რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასში;

(d) იმპორტირებული საქონლის ნებისმიერი შემდგომი გადაყიდვიდან, განკარგვიდან ან გამოყენებიდან მიღებული ამონაგების ნებისმიერი ნაწილის ღირებულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამყიდველს ერიცხება; და

(e) შემდეგი ხარჯები იმ ადგილამდე, სადაც საქონელი შეაქვთ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე:

(i) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება; და

(ii) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების ხარჯები.

2. რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასზე დამატებითი ღირებულებების დარიცხვა, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, უნდა მოხდეს ობიექტური და რაოდენობრივად გაზომვადი მონაცემების საფუძველზე.

3. რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასზე არ უნდა მოხდეს რაიმე დამატებითი ღირებულების დარიცხვა საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პროცესში, გარდა ამ მუხლში აღნიშნულისა.

 

მუხლი 72

კომპონენტები, რომელთა გათვალისწინებაც არ უნდა მოხდეს საბაჟო ღირებულებაში

70-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პროცესში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული არც ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტი:

(a) იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება მისი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეტანის შემდეგ;

(b) იმ მშენებლობის, აღმართვის, აწყობის, ტექნიკური მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომელიც სრულდება იმპორტირებული საქონლის, მაგალითად, სამრეწველო ობიექტების, მანქანა-დანადგარების ან აღჭურვილობის, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეტანის შემდეგ;

(c) საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ დადებული და იმპორტირებული საქონლის შეძენასთან დაკავშირებული საფინანსო შეთანხმების საპროცენტო განაკვეთი იმის მიუხედავად, ფინანსებს უზრუნველყოფს გამყიდველი თუ სხვა პირი იმ პირობით, რომ საფინანსო შეთანხმება წერილობით გაფორმდა, და როცა აუცილებლობის შემთხვევაში მყიდველი ადასტურებს, რომ სრულდება შემდეგი პირობები:

(i) ამ საქონლის რეალურად გაყიდვა ხდება დეკლარირებული ფასით, როგორც რეალურად გადახდილი ან გადასახდელი ფასით;

(ii) მოთხოვნილი საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება იმ ქვეყანაში გავრცელებული გარიგებების დონეს, სადაც და იმ დროს, როცა ფინანსები იქნა უზრუნველყოფილი;

(d) ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის კვლავწარმოების უფლებასთან დაკავშირებული დანარიცხები;

(e) შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯები;

(f) იმპორტის გადასახადები ან სხვა გადასახადები, რომლებიც ევროკავშირში უნდა იქნეს გადახდილი საქონლის იმპორტის ან გაყიდვის მიზეზით;

(g) 71(1)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის მიუხედავად, მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის განაწილების ან გადაყიდვის უფლებაში გადახდილი თანხები, თუ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს საქონლის ევროკავშირში საექსპორტოდ გაყიდვის პირობას.

 

მუხლი 73

გამარტივება

საბაჟო ორგანოებს, მიმართვის შემთხვევაში, შეუძლიათ გასცენ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე ქვემოთ მოცემული შემდეგი ოდენობების განსაზღვრის უფლებამოსილება თუ ისინი არ ექვემდებარებიან რაოდენობრივ განსაზღვრას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებითაც საბაჟო დეკლარაცია იქნა მიღებული:

(a) ის ოდენობები, რომლებიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში 70(2)-ე მუხლის შესაბამისად; და

(b) 71-ე და 72-ე მუხლებში მითითებული ოდენობები.

 

მუხლი 74

საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეორადი მეთოდები

1. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა 70-ე მუხლის მიხედვით შეუძლებელია, ის უნდა განისაზღვროს მე-2 პუნქტის (a) – (d) ქვეპუნქტებზე თანამიმდევრულად გადასვლით იმ პირველ პუნქტამდე, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა.

მე-2 პუნქტის (c) და (d) ქვეპუნქტების გამოყენების თანამიმდევრობა უნდა შეიცვალოს დეკლარაციის წარმდგენი პირის მოთხოვნის შემთხვევაში.

2. 1-ლი პუნქტის მიხედვით, საბაჟო ღირებულება უნდა იყოს:

(a) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საექსპორტოდ გაყიდული და ექსპორტირებული იმ დროს ან დაახლოებით იმ დროს, როცა ხდება საქონლის შეფასება, იდენტური საქონლის გარიგების ფასი;

(b) საექსპორტოდ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდული და იგივე დროს ან დაახლოებით იგივე დროს, როცა ხდება საქონლის შეფასება, ექსპორტირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი;

(c) იმ საცალო ფასზე დამყარებული ღირებულება, რომლითაც იმპორტირებული საქონელი ან იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი მიეყიდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე უდიდესი ერთიანი მოცულობით იმ პირებს, რომლებიც გამყიდველებთან არ არიან დაკავშირებული; ან

(d) გაანგარიშებული ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგის ჯამისგან:

(i) იმპორტირებული საქონლის წარმოების პროცესში გამოყენებული მასალების და დამზადების ან სხვაგვარი დამუშავების ფასი ან ღირებულება;

(ii) იმ ოდენობის შესაბამისი მოგებისა და საერთო ხარჯების მოცულობა, რომელიც, როგორც წესი, ასახულია იმავე კლასის ან სახეობის საქონლის გაყიდვებში, რომელსაც განეკუთვნება შესაფასებელი საქონელი, რომელიც მზადდება მწარმოებლების მიერ ექსპორტის ქვეყანაში ევროკავშირში ექსპორტის მიზნით;

(iii) 71(1)-ე მუხლის 1(e) ქვეპუნქტში მითითებული კომპონენტების ფასი ან ღირებულება.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ღირებულება შეუძლებელია განისაზღვროს 1-ლი პუნქტის მიხედვით, ის უნდა განისაზღვროს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, იმ გონივრული საშუალებების გამოყენებით, რომლებიც თავსებადია ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტის პრინციპებთან და ზოგად დებულებებთან:

(a) შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი ხელშეკრულების VII მუხლის განხორციელებაზე;

(b) ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ ზოგადი ხელშეკრულების VII მუხლი;

(c) ეს თავი.

 

მუხლი 75

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, 73-ე მუხლში მითითებული უფლებამოსილების მინიჭების პირობების განსაზღვრის მიზნით.

 

მუხლი 76

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის 70(1)-ე და 70(2)-ე მუხლის და 71-ე და 72-ე მუხლების, მათ შორის რეალურად გადახდილი ან გადასახდელი ფასის კორექტირების მარეგულირებელი მუხლების შესაბამისად;

(b) 70(3)-ე მუხლში მითითებული პირობების გამოსაყენებლად;

(c) 74-ე მუხლში მითითებული საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

კარი III

საბაჟო დავალიანება და გარანტიები

თავი 1

საბაჟო დავალიანების წარმოშობა

სექცია 1

საბაჟო დავალიანება იმპორტზე

მუხლი 77

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და დროებითი შემოტანა

1. საბაჟო დავალიანება იმპორტზე წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის შემდეგი სასაქონლო ოპერაციებიდან ერთ-ერთში მოქცევის მეშვეობით:

(a) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, მათ შორის, იმ დებულებებით, რომლებიც განსაზღვრავს საბაჟო-სატარიფო შეღავათებს პროდუქტის მიზნობრივი გამოყენების შესაბამისად;

(b) დროებითი შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლების პირობით.

2. საბაჟო დავალიანება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის მიღების მომენტში.

3. დეკლარაციის წარმდგენი პირი წარმოადგენს მოვალეს. არაპირდაპირი წარდგენის შემთხვევაში პირი, რომლის სახელითაც დგება საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე წარმოადგენს მოვალეს.

იმ შემთხვევაში, როცა დეკლარაცია დგება 1-ლ პუნქტში მთითებულ ერთ-ერთ პროცედურასთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რაც იწვევს მთელი იმპორტის გადასახადის ან მისი ნაწილის არ აკრეფას, ის პირი, რომელმაც წარადგინა დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა, ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, აგრეთვე წარმოადგენს მოვალეს.

 

მუხლი 78

წარმოშობის არმქონე საქონელთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვა ვრცელდება წარმოშობის არმქონე ისეთ საქონელზე, რომელიც გამოიყენება იმ პროდუქტების დასამზადებლად, რომლებისთვისაც საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ან გამოიწერება ევროკავშირსა და ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე გარკვეულ ქვეყნებსა ან ტერიტორიებს, ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებს შორის პრეფერენციული შეთანხმების ფარგლებში, ასეთ წარმოშობის არმქონე საქონელთან მიმართებაში საბაჟო დავალიანება იმპორტზე წარმოიქმნება მოცემულ პროდუქტებთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის მიღებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ ვალის შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა განისაზღვროს იგივე პირობებით, რომლითაც იმ საბაჟო დავალიანების შემთხვევაში, რომელიც წარმოიქმნება მოცემული პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის იმავე თარიღზე მიღების შედეგად, საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით.

3. გამოიყენება 77(2)-ე და 77(3)-ე მუხლი. თუმცა, 270-ე მუხლში მითითებული ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის შემთხვევაში ის პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს მოვალეს. არაპირდაპირი წარდგენის შემთხვევაში, პირი, რომლის სახელითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, აგრეთვე წარმოადგენს მოვალეს.

 

მუხლი 79

საბაჟო დავალიანება, რომელიც წარმოიქმნება საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შედეგად

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრი საქონელის შემთხვევაში, საბაჟო დავალიანება იმპორტზე წარმოიქმნება საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შედეგად ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთის მეშვეობით:

(a) ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეტანასთან, მასზე საბაჟო ზედამხედველობის მოხსნასთან, ან ამ საქონლის ამ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან, დამუშავებასთან, დასაწყობებასთან, დროებით დასაწყობებასთან, დროებით შემოტანასთან ან განთავსებასთან დაკავშირებით საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება;

(b) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება;

(c) ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელს სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის, ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მეშვეობით გადასახადისგან გათავისუფლების ან იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთის დაშვების მარეგულირებელი პირობა.

2. საბაჟო დავალიანება წარმოიშობა ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთ დროს:

(a) როდესაც ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა წარმოქმნის საბაჟო დავალიანებას, არ სრულდება ან აღარ სრულდება;

(b) როდესაც საბაჟო დეკლარაცია მიიღება საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად იმ შემთხვევაში, როცა მოგვიანებით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა ის პირობა, რომელიც არეგულირებს საქონლის ამ ოპერაციაში მოქცევას ან გადასახადისგან გათავისუფლებას ან იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთის დაწესების უფლების მინიჭებას საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მეშვეობით.

3. 1-ლი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოვალე უნდა იყოს ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთი:

(a) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

(b) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულება არ შესრულდა და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელიც ვალდებული იყო შეესრულებინა აღნიშნული ვალდებულება ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ მოქმედებაში, რომელმაც გამოიწვია ამ ვალდებულების შეუსრულებლობა;

(c) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა ან ფლობდა მოცემულ საქონელს და რომელმაც საქონლის შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა.

4. 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოვალე არის პირი, რომელსაც მოეთხოვება შეასრულოს ის პირობები, რომლებიც არეგულირებს საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას, ან ამ სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საბაჟო დეკლარირებას ან გადასახადისგან გათავისუფლების, ან იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთის უფლების მინიჭებას საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მეშვეობით.

იმ შემთხვევაში, როცა დგება საბაჟო დეკლარაცია 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებულ ერთ-ერთ სასაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებით, და საბაჟო ორგანოებს წარედგინება საბაჟო კანონმდებლობით მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მარეგულირებელ პირობებს, რაც იწვევს იმპორტის მთლიანი გადასახადის ან მისი ნაწილის არ აკრეფას, პირი, რომელმაც წარადგინა საბაჟო დეკლარაციის შესადგენად საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო, აგრეთვე წარმოადგენს მოვალეს.

 

მუხლი 80

უკვე გადახდილი იმპორტის გადასახადის ოდენობის გამოქვითვა

1. საბაჟო დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, 79(1)-ე მუხლის შესაბამისად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელთან დაკავშირებით ამ საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების გამო იმპორტის გადასახდელის შემცირებული განაკვეთით, თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის გაშვების დროს გადახდილი იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა გამოაკლდეს საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობას.

პირველი აბზაცი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება ამ საქონლის განადგურების შედეგად წარმოქმნილ ჯართთან და ნარჩენებთან მიმართებაში.

2. საბაჟო დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, 79(1)-ე მუხლის შესაბამისად დროებითი შემოტანის ოპერაციაში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით, რომლისთვისაც დაწესებულია იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლება, ნაწილობრივი გათავისუფლების ფარგლებში გადახდილი იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა გამოაკლდეს საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობას.

 

სექცია 2

საბაჟო დავალიანება ექსპორტზე

მუხლი 81

ექსპორტი და საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავება

1. საბაჟო დავალიანება ექსპორტზე წარმოიქმნება ექსპორტის გადასახადით დასაბეგრი საქონლის ექსპორტის ოპერაციაში ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების ოპერაციაში მოქცევის მეშვეობით.

2. საბაჟო დავალიანება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის მიღების მომენტში.

3. დეკლარაციის წარმდგენი პირი წარმოადგენს მოვალეს. არაპირდაპირი წარდგენის შემთხვევაში, პირი, რომლის სახელითაც დგება საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე წარმოადგენს მოვალეს.

თუ დეკლარაცია შედგენილია ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც იწვევს მთელი ექსპორტის გადასახადის ან მისი ნაწილის არ აკრეფას, ის პირი, რომელმაც წარადგინა დეკლარაციისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა, ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, აგრეთვე წარმოადგენს მოვალეს.

 

მუხლი 82

საბაჟო დავალიანება, რომელიც წარმოიქმნება საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შედეგად

1. ექსპორტის გადასახადით დასაბეგრი საქონლის შემთხვევაში, საბაჟო დავალიანება ექსპორტზე წარმოიქმნება ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პირობასთან შეუსაბამობის შედეგად:

(a) საქონლის გასვლასთან დაკავშირებით საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ერთ-ერთი ვალდებულება;

(b) პირობები, რომელთა თანახმადაც არსებობდა საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ნებართვა ექსპორტის გადასახადის გადახდისგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლებით.

2. საბაჟო დავალიანება წარმოიშობა ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ დროს:

(a) როცა საქონელი რეალურად იქნა გატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო დეკლარაციის გარეშე;

(b) როცა საქონელმა მიაღწია დანიშნულების პუნქტს, გარდა იმ პუნქტისა, რომელთან მიმართებაშიც ნებადართული იყო საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, ექსპორტის გადასახადის გადახდისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით;

(c) თუ საბაჟო ორგანოები ვერ შეძლებენ (b) ქვეპუნქტში მითითებული დროის დადგენას, იმის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის ვადის ამოწურვა, რომ შესრულდა ის პირობები, რომლებითაც საქონელს უწესდება შეღავათიანი ტარიფი.

3. 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მოვალე უნდა იყოს ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთი:

(a) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

(b) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ შესაბამისი ვალდებულება არ შესრულდა და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელიც ვალდებული იყო შეესრულებინა აღნიშნული ვალდებულება;

(c) ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილებოდა ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია ვალდებულების შეუსრულებლობა და რომელმაც იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო დეკლარაცია არ წარუდგენიათ, მაგრამ უნდა წარედგინათ.

4. 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მოვალე არის ის ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვება იმ პირობების შესრულება, რომელთა თანახმადაც ნებადართული იყო საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, ექსპორტის გადასახადის სრულად ან ნაწილობრივ შეღავათიანი ტარიფით გადახდით.

 

სექცია 3

იმპორტზე და ექსპორტზე წარმოშობილი საბაჟო დავალიანების საერთო დებულებები

მუხლი 83

აკრძალვები და შეზღუდვები

1. საბაჟო დავალიანება იმპორტზე ან ექსპორტზე წარმოიშობა მაშინაც კი, თუ ის უკავშირდება იმ საქონელს, რომელიც ექვემდებარება ნებისმიერი სახის იმპორტსა ან ექსპორტზე აკრძალვის ან შეზღუდვის ნორმებს.

2. თუმცა, საბაჟო დავალიანება არ წარმოიშობა ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთ შემთხვევაში:

(a) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ყალბი ვალუტის უკანონო შეტანა;

(b) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შეტანა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ორგანოების მიერ მათი სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

3. ამის მიუხედავად, საბაჟო სამართალდარღვევებზე მოქმედი ჯარიმების მიზნით, საბაჟო დავალიანება უნდა ჩაითვალოს წარმოქმნილად იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით იმპორტის ან ექსპორტის გადასახადი ან საბაჟო დავალიანების არსებობა ქმნის ჯარიმების განსაზღვრის საფუძველს.

 

მუხლი 84

რამდენიმე მოვალე

იმ შემთხვევაში, როცა ერთი საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადახდას ექვემდებარება რამდენიმე პირი, ისინი სოლიდარულად არიან პასუხისმგებელნი აღნიშნული გადასახადის გადახდაზე.

 

მუხლი 85

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების ზოგადი წესები

1. იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა უნდა განისაზღვროს გადასახადის გაანგარიშების იმ წესების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენებოდა შესაბამისი საქონლის მიმართ იმ დროს, როცა ამ საქონელთან დაკავშირებით საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა.

2. თუ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ის დრო, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, ამ დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს ის დრო, როცა საბაჟო ორგანოებმა გააკეთეს დასკვნა, რომ საქონელი არის იმ მდგომარეობაში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა.

თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მათ აძლევს იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა იმ დრომდე, როცა მათ გააკეთეს ზემოაღნიშნული დასკვნა, საბაჟო დავალიანება უნდა ჩაითვალოს წარმოქმნილად იმ ყველაზე ადრინდელ დროს, როცა ეს სიტუაცია შეიძლება დადგინდეს.

 

მუხლი 86

იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების სპეციალური წესები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც დასაწყობების ან მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმების ხარჯები ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე წარმოიქმნა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ ან დროებით დასაწყობებულ საქონელთან დაკავშირებით, ეს ხარჯები ან ღირებულების გაზრდა არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარაციის წარმდგენი პირი წარმოადგენს ამ ხარჯების დამადასტურებელ დამაკმაყოფილებელ დამამტკიცებელს საბუთს.

თუმცა, ოპერაციებში გამოყენებული ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის საბაჟო ღირებულება, რაოდენობა, ხასიათი და წარმოშობა გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას.

2. როდესაც სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია იცვლება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმების შედეგად, ოპერაციაში მოქცეული საქონლის თავდაპირველი სატარიფო კლასიფიკაცია გამოიყენება დეკლარაციის წარმდგენი პირის თხოვნით.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შედეგად წარმოქმნილ დამუშავებულ პროდუქტებთან მიმართებაში, ამ ვალის შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობა, დეკლარაციის წარმდგენი პირის თხოვნით, უნდა განისაზღვროს საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის სატარიფო კლასიფიკაციის, საბაჟო ღირებულების, რაოდენობის, ხასიათისა და წარმოშობის საფუძველზე ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო დეკლარაციის მიღების მომენტში.

4. კონკრეტულ შემთხვევებში, იმპორტის გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დეკლარაციის წარმდგენი პირის თხოვნის გარეშე, რათა თავიდან იქნეს აცილებული 56(2)-ე მუხლის (h) ქვეპუნქტში მითითებული სატარიფო ზომების გვერდის ავლა.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების ოპერაციის შედეგად წარმოქმნილ პროდუქტებთან ან 261(1)-ე მუხლში მითითებულ შემცვლელ საქონელთან მიმართებაში, იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა გაანგარიშდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ წარმოებული დამუშავების ოპერაციის ღირებულების საფუძველზე.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქონლის შეღავათიან საბაჟო სატარიფო რეჟიმს, ან იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის შეთავათიანი ტარიფით გადახდას ან მისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ამ რეგულაციის 56(2)-ე მუხლის (d) – (g) ქვეპუნქტების, 203-ე, 204-ე, 205-ე და 208-ე ან 259-262-ე მუხლების შესაბამისად ან საბჭოს 2009 წლის 16 ნოემბრის რეგულაციის No 1186/2009/EC მიხედვით, „რომელიც ადგენს ევროგაერთიანებაში საბაჟო გადასახადის შეღავათიანი ტარიფით გადახდის სისტემას“[3], ეს შეღავათიანი საბაჟო სატარიფო რეჟიმი, შეღავათიანი ტარიფით გადახდა ან გათავისუფლება აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება ამ რეგულაციის 79-ე ან 82-ე მუხლების შესაბამისად იმ პირობით, თუ ის უმოქმედობა, რომლის გამოც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, არ წარმოადგენს მოტყუების მცდელობას.

 

მუხლი 87

ადგილი, სადაც ხდება საბაჟო დავალიანების წარმოქმნა

1. საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება იმ ადგილზე, სადაც ხდება 77-ე, 78-ე და 81-ე მუხლებში მითითებული საბაჟო დეკლარაციის ან რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენა.

ყველა სხვა შემთხვევაში, საბაჟო დავალიანების წარმოქმნის ადგილი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ხდება ის მოვლენები, რომელთა შედეგადაც ის წარმოიქმნება.

თუ შეუძლებელია საბაჟო დავალიანების წარმოქმნის ადგილის დადგენა, საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება იმ ადგილზე, სადაც, საბაჟო ორგანოებმა დაასკვნეს, რომ საქონელი იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება.

2. თუ საქონელი მოექცა იმ სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც არ ამოქმედებულა ან როცა დროებითი დასაწყობების ოპერაცია სათანადოდ არ სრულდება, და საბაჟო დავალიანების წარმოქმნის ადგილის განსაზღვრა 1-ლი პუნქტის მე-2 და მე-3 აბზაცების შესაბამისად კონკრეტულ ვადაში შეუძლებელია, საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება იმ ადგილზე, სადაც ეს საქონელი ან მოექცა ამ ოპერაციაში ან შეტანილ იქნა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ოპერაციის ფარგლებში, ან სადაც ეს საქონელი იყო დროებით დასაწყობებული.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მათ შესაძლებლობას აძლევს დაადგინონ, რომ საბაჟო დავალიანება შეიძლება წარმოქმნილიყო რამდენიმე ადგილზე, საბაჟო დავალიანება წარმოქმნილად უნდა ჩაითვალოს იმ ადგილზე, სადაც ის პირველად წარმოიქმნა.

4. თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 79-ე ან 82-ე მუხლის მიხედვით სხვა წევრ სახელმწიფოში და ამ დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ნაკლებია 10 000 ევროზე, საბაჟო დავალიანება უნდა ჩაითვალოს წარმოქმნილად იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც ეს ფაქტი დადგინდა.

 

მუხლი 88

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განისაზღვროს შემდეგი:

(a) იმ საქონლის მიმართ გამოყენებადი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშების წესები, რომელთან მიმართებაშიც წარმოიქმნა საბაჟო დავალიანება სპეციალური პროცედურების ფარგლებში, რომლებიც ავსებენ 85-ე და 86-ე მუხლებით განსაზღვრულ წესებს;

(b) 86(4)-ე მუხლში მითითებული შემთხვევები;

(c) 87(2)-ე მუხლში მითითებული ვადა.

 

თავი 2

პოტენციური ან არსებული საბაჟო დავალიანების გარანტია

მუხლი 89

ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე თავი ეხება როგორც წარმოქმნილი საბაჟო დავალიანების, აგრეთვე იმ საბაჟო დავალიანების გარანტიებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოები მოითხოვენ გარანტიის უზრუნველყოფას პოტენციური ან არსებული საბაჟო დავალიანებისთვის, ამ გარანტიით უნდა დაიფაროს იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის ოდენობა და სხვა დანარჩენი გადასახდელი გადასახადები საქონლის იმპორტთან ან ექსპორტთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როცა:

(a) ეს გარანტია გამოიყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში მოსაქცევად; ან

(b) ეს გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოში.

ის გარანტია, რომელიც არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ წევრი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, სადაც მისი გამოყენებაა საჭირო, ძალაშია მხოლოდ ამ წევრ სახელმწიფოში და მან უნდა დაფაროს, მინიმუმ იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის ოდენობა.

3. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოები მოითხოვენ გარანტიის წარდგენას, ის მოთხოვნილ უნდა იქნეს მოვალისგან ან იმ პირისგან, რომელიც შეიძლება გახდეს მოვალე. მათ აგრეთვე შეიძლება დაუშვან გარანტიის იმ პირის მიერ წარდგენა, რომელიც არ არის ის პირი, რომლისგანაც ეს გარანტია მოითხოვება.

4. 97-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო ორგანოებმა უნდა მოითხოვონ მხოლოდ ერთი გარანტიის წარდგენა კონკრეტულ საქონელთან ან კონკრეტულ დეკლარაციასთან დაკავშირებით.

კონკრეტული დეკლარაციისთვის წარდგენილი გარანტია გამოიყენება საბაჟო დავალიანების და ყველა საქონლის საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის ოდენობის მიმართ, რომლებიც გადაიხდება ან რომლისგანაც ხდება გათავისუფლება მოცემული დეკლარაციით, იმის მიუხედავად, ეს დეკლარაცია სწორია თუ არა.

თუ გარანტია არ გაიცემა, ის შეიძლება აგრეთვე იქნეს გამოყენებული დაზღვეული თანხის ფარგლებში, იმპორტისა ან ექსპორტის გადასახადის ოდენობების ან ამ საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების შემდეგ გადასახდელი სხვა ხარჯების ამოსაღებად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოებს, 95(1), (2) და (3)-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლიათ გასცენ სრული გარანტიის უზრუნველყოფის უფლებამოსილება ორ ან მეტ ოპერაციასთან, დეკლარაციასთან ან სასაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებით, საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის დასაფარად.

6. საბაჟო ორგანოებმა უნდა მოახდინონ გარანტიის მონიტორინგი.

7. გარანტია არ მოეთხოვება სახელმწიფოებს, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს და იმ სხვა ორგანოებს, რომლებიც რეგულირდებიან საჯარო სამართლით, იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი მონაწილეობენ ხელისუფლების ორგანოების რანგში.

8. გარანტია არაა საჭირო ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში:

(a) როცა ხდება საქონლის გადატანა მდინარე რაინზე, მის საწყალოსნო გზებზე, მდინარე დუნაიზე ან მის საწყალოსნო გზებზე;

(b) სტაციონალური სატრანსპორტო საშუალებით გადატანილი საქონლის შემთხვევაში;

(c) კონკრეტულ შემთხვევებში, როცა საქონელი ექცევა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში;

(d) 233(4)-ე მუხლის (e) ქვეპუნქტში მითითებული გამარტივებული მიდგომის გამოყენებით ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის სატრანზიტო ოპერაციაში განთავსების და ევროკავშირის პორტებსა ან ევროკავშირის აეროპორტებს შორის საზღვაო ან საჰაერო გზით გადატანის შემთხვევაში.

9. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უარი თქვან გარანტიის წარდგენის მოთხოვნაზე იმ შემთხვევაში, როცა ექსპორტის ან იმპორტის გადასახადის დაზღვეული ოდენობა არ აღემატება დეკლარაციებისთვის იმ სტატისტიკური მნიშვნელობის ზღვარს, რომელიც დადგენილია „არაწევრ ქვეყნებთან გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული გაერთიანების სტატისტიკური მონაცემების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის რეგულაციის (EC) No 471/2009/EC[4] მე-3(4) მუხლში.

 

მუხლი 90

სავალდებულო გარანტია

1. იმ შემთხვევაში, როცა გარანტიის უზრუნველყოფა სავალდებულოა, საბაჟო ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ ამ გარანტიის ოდენობა საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ზუსტი ოდენობის შესაბამის დონეზე, და სხვა გადასახადების ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ოდენობის მკაფიოდ განსაზღვრა შესაძლებელია იმ დროში, როცა ეს გარანტია მოითხოვება.

იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ზუსტი ოდენობის დადგენა, გარანტია უნდა განისაზღვროს საბაჟო ორგანოების მიერ შეფასებული საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ან იმ სხვა გადასახადების მაქსიმალური ოდენობით, რომელიც წარმოიქმნა ან შეიძლება წარმოიქმნას.

2. 95-ე მუხლის დაურღვევლად, იმ შემთხვევაში, როცა სრული საბაჟო გარანტია უზრუნველყოფილია საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის და იმ სხვა გადასახადებისთვის, რომელთა მოცულობაც დროთა განმავლობაში იცვლება, ამ გარანტიის მოცულობა უნდა განისაზღვროს იმ დონეზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ყოველთვის დაიფაროს.

 

მუხლი 91

არასავალდებულო საბაჟო გარანტია

იმ შემთხვევაში, როცა გარანტიის წარდგენა არასავალდებულოა, ეს გარანტია ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნილ უნდა იქნეს საბაჟო ორგანოების მიერ, თუ ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა განსაზღვრულ ვადაში გადახდილი არ იქნება. ამ ორგანოებმა მისი ოდენობა უნდა დაადგინონ იმგვარად, რომ არ მოხდეს 90-ე მუხლში მითითებული დონის გადაჭარბება.

 

მუხლი 92

გარანტიის წარდგენა

1. გარანტია შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:

(a) ფულადი დეპოზიტით ან ანგარიშსწორების რაიმე სხვა ფორმით, რომელიც აღიარებულია საბაჟო ორგანოების მიერ, როგორც ფულადი დეპოზიტის ეკვივალენტი, ევროში ან წევრი სახელმწიფოს ვალუტაში, რომელშიც გარანტიაა საჭირო;

(b) გარანტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებით;

(c) გარანტიის სხვა ფორმით, რომელიც იძლევა იმის შესაბამის რწმუნებას, რომ საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა გადაიხდება.

2. გარანტია ფულადი დეპოზიტის ან ანგარიშსწორების სხვა ნებისმიერი ეკვივალენტური ფორმით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ წევრ სახელმწიფოში მოქმედი დებულებების შესაბამისად, რომელშიც გარანტიაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, როცა გარანტია უზრუნველყოფილია ფულადი დეპოზიტის ან ანგარიშსწორების ნებისმიერი სხვა ეკვივალენტური ფორმით, საბაჟო ორგანოებმა მასზე პროცენტი არ უნდა გადაახდევინონ.

 

მუხლი 93

გარანტიის არჩევა

იმ პირს, რომელმაც უნდა წარადგინოს გარანტია, შეუძლია აირჩიოს 92(1)-ე მუხლში მოცემული გარანტიის ფორმებიდან რომელიმე.

თუმცა, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უარი თქვან არჩეული გარანტიის ფორმის მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის თავსებადი შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სათანადო ფუნქციონირებასთან.

საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ არჩეული გარანტიის ფორმის გარკვეული პერიოდით შენარჩუნება.

 

მუხლი 94

გარანტორი

1. 92(1)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში მითითებული გარანტორი წარმოადგენს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე განსაზღვრულ მესამე პირს. გარანტორი დამტკიცებულ უნდა იქნეს იმ საბაჟო ორგანოების მიერ, რომლებიც ითხოვენ გარანტიას, იმ შემთხვევაში, თუ გარანტორი არ არის ევროკავშირის მოქმედი დებულებების შესაბამისად ევროკავშირში აკრედიტებული საკრედიტო დაწესებულება, ფინანსური დაწესებულება ან სადაზღვევო კომპანია.

2. გარანტორმა წერილობით უნდა აიღოს საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გარანტირებული ოდენობის გადახდის ვალდებულება.

3. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უარი თქვან გარანტორის ან გარანტიის სახეობის დამტკიცებაზე იმ შემთხვევაში, თუ მკაფიოდ ჩანს, რომ არც ერთი მათგანი არ უზრუნველყოფს საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის ოდენობის დადგენილ ვადებში გადახდას.

მუხლი 95

სრული საბაჟო გარანტია

1. 89(5)-ე მუხლში მითითებული უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას:

(a) ისინი დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;

(b) ისინი აკმაყოფილებენ 39-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს;

(c) ისინი არიან გათვალისწინებული სასაქონლო ოპერაციების მუდმივი მომხმარებლები ან დროებითი სასაწყობე სათავსების ოპერატორები, ან ისინი ასრულებენ 39-ე მუხლის (d) ქვეპუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს.

2. იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა სრული საბაჟო გარანტიის უზრუნველყოფა საბაჟო დავალიანების და იმ სხვა გადასახადებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, ეკონომიკურ ოპერატორს შეიძლება მიეცეს უფლება გამოიყენოს სრული გარანტია შემცირებული ოდენობით, ან გათავისუფლდეს გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან იმ პირობით, თუ ის ასრულებს 39-ე მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებში მოცემულ კრიტერიუმებს.

3. იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა სრული გარანტიის უზრუნველყოფა საბაჟო დავალიანების და იმ სხვა გადასახადებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორი, მიმართვის შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოიყენოს სრული საბაჟო გარანტია შემცირებული ოდენობით.

4. მე-3 პუნქტში მითითებული სრული საბაჟო გარანტია შემცირებული ოდენობით უნდა იყოს გარანტიის უზრუნველყოფის ეკვივალენტური.

 

მუხლი 96

სრული საბაჟო გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებული დროებითი აკრძალვები

1. სპეციალური პროცედურების ან დროებითი დასაწყობების პროცედურის კონტექსტში, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ქვემოთ მოცემულიდან ნებისმიერის გამოყენების დროებით აკრძალვის შესახებ:

(a) 95(2)-ე მუხლში მითითებული შემცირებული ოდენობის სრული საბაჟო გარანტია ან გარანტიის წარდგენისგან გათავისუფლება;

(b) 95-ე მუხლში მითითებული სრული საბაჟო გარანტია იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც მსხვილმასშტაბიან თაღლითურ ქმედებას დაქვემდებარებული.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a) ან (b) ქვეპუნქტების გამოყენების შემთხვევაში, შემცირებული ოდენობისთვის სრული გარანტიის გამოყენების ან გარანტიის წარდგენისგან გათავისუფლების ან 95-ე მუხლში მითითებული სრული გარანტიის გამოყენების უფლებამოსილების მინიჭება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი პირი ასრულებს ქვემოთ მოცემული პირობებიდან ერთ-ერთს:

(a) ეს პირი დაადასტურებს, რომ მოცემულ საქონელთან მიმართებაში საბაჟო დავალიანება არ წარმოქმნილა იმ ოპერაციების დროს, რომლებიც ამ პირმა განახორციელა 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებამდე ორი წლის განმავლობაში;

(b) იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანებები წარმოიქმნა 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებამდე ორი წლის განმავლობაში, შესაბამისმა პირებმა უნდა დაადასტურონ, რომ ეს დავალიანებები მოვალემ ან მოვალეებმა, ან გარანტორებმა განსაზღვრულ ვადაში სრულად გადაიხადეს.

დროებით აკრძალული სრული საბაჟო გარანტიის გამოყენებისთვის უფლებამოსილების მისაღებად, შესაბამისმა პირმა აგრეთვე უნდა შეასრულოს 39-ე მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმები.

 

მუხლი 97

დამატებითი ან საქონლის ჩანაცვლების გარანტია

იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოები ადგენენ, რომ წარმოდგენილი გარანტია არ უზრუნველყოფს ან ნამდვილად ვეღარ ან საკმარისად ვერ უზრუნველყოფს საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გადახდას განსაზღვრულ ვადაში, მათ 89(3)-ე მუხლში მითითებული პირებიდან ნებისმიერ პირს უნდა მოსთხოვონ დამატებითი გარანტიის უზრუნველყოფა ან თავდაპირველი გარანტიის შეცვლა ახალი გარანტიით, საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

მუხლი 98

გარანტიისგან გათავისუფლება

1. საბაჟო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ გარანტიისგან გათავისუფლება მაშინ, როცა საბაჟო დავალიანება ან სხვა გადასახადების გადახდის ვალდებულება დაიფარება ან აღარ წარმოიქმნება.

2. თუ საბაჟო დავალიანება ან სხვა გადასახადების გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ დაიფარება, ან შეიძლება წარმოიქმნას მხოლოდ დაზღვეული თანხის ნაწილთან მიმართებაში, უნდა მოხდეს გარანტიის შესაბამისი ნაწილისგან სათანადოდ გათავისუფლება მოცემული პირის თხოვნით, თუ შესაბამისი თანხა ამართლებს ამ ქმედებას.

 

მუხლი 99

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განისაზღვროს შემდეგი:

(a) 89(8)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მითითებული კონკრეტული შემთხვევები, როცა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლისთვის გარანტია საჭირო არაა;

(b) 92(1)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მითითებული გარანტიის ფორმა და 94-ე მუხლში მითითებულ გარანტორთან დაკავშირებული წესები;

(c) სრული საბაჟო გარანტიის შემცირებული ოდენობით გამოყენების უფლებამოსილების მინიჭების ან 95(2)-ე მუხლში მითითებულ გარანტიაზე უარის თქმის პირობები;

(d) გარანტიისგან გათავისუფლების ვადები.

 

მუხლი 100

განხორციელების უფლებამოსილებების მინიჭება

1. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) გარანტიის ოდენობის, 95(2)-ე და 95 (3)-ე მუხლში მითითებული შემცირებული ოდენობის ჩათვლით, განსაზღვრის მიზნით;

(b) 89-ე მუხლში მითითებული გარანტიის უზრუნველყოფასა და მონიტორინგთან დაკავშირებით, 94-ე მუხლში მითითებული, გარანტორის მიერ აღებული ვალდებულების გაუქმება და მათგან გათავისუფლება, და 98-ე მუხლში მითითებული გარანტიისგან გათავისუფლება;

(c) 96-ე მუხლში მითითებულ დროებით აკრძალვებთან დაკავშირებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ უნდა მიიღოს 96-ე მუხლში მითითებული ზომები განმახორციელებელი აქტების მეშვეობით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

ამ ზომებთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც სათანადოდ არის დასაბუთებული ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფინანსური ინტერესების დაცვის სწრაფად გაზრდის უზრუნველყოფის საჭიროებით, კომისიამ უნდა მიიღოს უშუალოდ გამოყენებადი განმახორციელებელი აქტები 285(5)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

თუ 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის დასკვნა მისაღებია წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.

 

თავი 3

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ზღვევინება, გადახდა, ანაზღაურება და მისგან გათავისუფლება

სექცია 1

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრა, საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება და ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერის გაკეთება

მუხლი 101

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრა

1. გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის დავალიანების ოდენობა უნდა განსაზღვროს იმ ადგილზე პასუხისმგებელმა საბაჟო ორგანოებმა, სადაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, ან სადაც ითვლება, რომ აღნიშნული საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 87-ე მუხლის შესაბამისად, მაშინვე, როგორც კი მათ ხელთ ექნებათ საჭირო ინფორმაცია.

2. 48-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო ორგანოები შესაძლოა დაეთანხმონ დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განსაზღვრულ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობაზე.

3. იმ შემთხვევაში, როცა გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის ოდენობა არ არის მთელი რიცხვი, ის შეიძლება დამრგვალდეს.

იმ შემთხვევაში, როცა პირველ აბზაცში მითითებული ოდენობა გამოსახულია ევროში, დამრგვალება შეიძლება მოხდეს მიმატების ან გამოკლების მეშვეობით, მისი მხოლოდ უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალებით.

წევრ სახელმწიფოს, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შეუძლია შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით გამოიყენოს მეორე აბზაცის დებულებები ან დაუშვას გამონაკლისი ამ აბზაციდან იმ პირობით, თუ დამრგვალებაზე მოქმედი წესები უფრო მეტ ფინანსურ გავლენას არ მოახდენენ, ვიდრე მეორე აბზაცში მოცემული წესი.

 

მუხლი 102

შეტყობინება საბაჟო დავალიანების შესახებ

1. საბაჟო დავალიანების შესახებ მოვალეს უნდა ეცნობოს იმ ადგილზე განსაზღვრული ფორმით, სადაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა ან ითვლება, რომ წარმოიქმნა 87-ე მუხლის შესაბამისად.

პირველ აბზაცში მითითებული შეტყობინება არ უნდა განხორციელდეს ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

(a) როცა იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის საბოლოო განსაზღვრის წინ შემოღებულ იქნა კომერციული პოლიტიკის დროებითი ღონისძიებები გადასახადის ფორმით;

(b) როცა იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა აღემატება 33-ე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრულ ოდენობას;

(c) როცა თავდაპირველი გადაწყვეტილება საბაჟო დავალიანების შესახებ შეუტყობინებლობაზე ან შეტყობინებაზე იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობით იმ მოცულობით, რომელიც ნაკლებია გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობაზე, მიღებულ იქნა იმ ზოგადი დებულებების საფუძველზე, რომლებმაც მოგვიანებით სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალა დაკარგეს;

(d) როცა საბაჟო ორგანოები საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად თავისუფლდებიან საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების ვალდებულებისგან.

2. იმ შემთხვევაში, როცა გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა შეესაბამება საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებულ თანხას, საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის გაშვება მოვალისთვის საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების ეკვივალენტურია.

3. იმ შემთხვევაში, როცა არ გამოიყენება მე-2 პუნქტი, საბაჟო ორგანოებმა საბაჟო დავალიანების შესახებ მოვალეს უნდა შეატყობინონ, როცა მათ შეუძლიათ განსაზღვრონ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა და მიიღონ გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება ხელს შეუშლის სისხლის სამართლის გამოძიებას, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გადაავადონ ეს შეტყობინება მანამ, სანამ ის სისხლის სამართლის გამოძიებას ხელს აღარ შეუშლის.

4. იმ პირობით, თუ წარმოდგენილია გადახდის გარანტია, საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ პერიოდში ერთი და იგივე პირის მიმართ გაშვებულ ყველა საქონელთან დაკავშირებული იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის მთლიანი ოდენობის შესაბამისი საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს ამ პერიოდის დასასრულს. საბაჟო ორგანოების მიერ დადგენილი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 31 დღეს.

 

მუხლი 103

საბაჟო დავალიანების შეზღუდვა

1. მოვალეს არ უნდა ეცნობოს ინფორმაცია საბაჟო დავალიანების შესახებ იმ თარიღიდან სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა.

2. თუ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება ისეთი ქმედების შედეგად, რომლის გამოც, მისი ჩადენის მომენტში, დაიწყო სისხლის სამართლის პროცესი, 1-ლი პუნქტით განსაზღვრული სამწლიანი პერიოდი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ხუთ და მაქსიმუმ ათ წლამდე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პერიოდები უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, როცა:

(a) სარჩელის შეტანა ხდება 44-ე მუხლის შესაბამისად; ეს შეჩერება გამოიყენება დაწყებული იმ თარიღიდან, როცა სარჩელი შეტანილ იქნა და გრძელდება სასარჩელო წარმოების განმავლობაში; ან

(b) საბაჟო ორგანოებმა 22(6)-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეატყობინონ მოვალეს ის მიზეზები, რომელთან დაკავშირებითაც ისინი აპირებენ საბაჟო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ეს შეჩერება მოქმედებს ამ შეტყობინების თარიღიდან იმ პერიოდის დასრულებამდე, რომლის განმავლობაშიც მოვალეს მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა.

4. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება აღდგება 116(7)-ე მუხლის შესაბამისად, 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული პერიოდები უნდა ჩაითვალოს შეჩერებულად იმ თარიღიდან, როცა ანაზღაურების ან გათავისუფლების თხოვნა წარდგენილ იქნა 121-ე მუხლის შესაბამისად, იმ თარიღამდე, როცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ანაზღაურების ან გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

 

მუხლი 104

ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერის გაკეთება

1. 101-ე პუნქტში მითითებულმა საბაჟო ორგანოებმა თავიანთ ანგარიშებზე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა შეიტანონ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის თანახმად.

პირველი აბზაცი არ გამოიყენება 102(1)-ე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. საბაჟო ორგანოებმა ბუღალტრულ ანგარიშებზე არ უნდა შეიყვანონ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ის ოდენობები, რომლებიც, 103-ე მუხლის მიხედვით, შეესაბამება იმ საბაჟო დავალიანებას, რომლის შესახებაც მოვალეს ვეღარ ეცნობება.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ პრაქტიკული პროცედურები ანგარიშებზე იმპორტისა ან ექსპორტის გადასახადის ოდენობების შესაყვანად. ეს პროცედურები შეიძლება განსხვავებული იყოს, იქიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, საბაჟო ორგანოებს აკმაყოფილებს თუ არა ის გადასახდელი ოდენობები.

 

მუხლი 105

ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერის გაკეთების დრო

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება სასაქონლო ოპერაციისთვის საქონლის საბაჟო დეკლარაციის მიღების შედეგად, დროებითი შემოტანის გარდა იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებით, ან იმ სხვა ნებისმიერი მოქმედების შედეგად, რომელსაც აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც ასეთ შემოტანას, საბაჟო ორგანოებმა საქონლის გაშვებიდან 14 დღის განმავლობაში ანგარიშებზე უნდა შეიყვანონ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა.

თუმცა, თუ წამოდგენილია გადახდის გარანტია, საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 31 დღეს, ერთი და იგივე პირის მიმართ გაშვებულ ყველა საქონელთან დაკავშირებული იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის მთლიანი ოდენობა შეიძლება დაიფაროს ამ პერიოდის დასასრულს ერთი ჩანაწერის მეშვეობით. ანგარიშებზე ასეთი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს მოცემული პერიოდის ამოწურვიდან 14 დღის განმავლობაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გაშვება ხდება გარკვეული პირობებით, რომლებიც არეგულირებენ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრას ან მის აკრეფას, ანგარიშებზე შესაბამისი ინფორმაციის შეტანა უნდა მოხდეს იმ დღიდან 14 დღის განმავლობაში, როცა განისაზღვრა იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადასახდელი ოდენობა ან როცა დადგინდა ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება.

თუმცა, თუ საბაჟო დავალიანება უკავშირდება კომერციული პოლიტიკის იმ დროებით ღონისძიებას, რომელიც გადასახადის ფორმას იღებს, გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის შესახებ ჩანაწერი შეყვანილ უნდა იქნეს ბუღალტრულ ანგარიშებზე „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“ იმ რეგულაციის გამოქვეყნების თარიღიდან ორი თვის ვადაში, რომელიც აწესებს კომერციული პოლიტიკის კონკრეტულ ღონისძიებას.

3. თუ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება იმ გარემოებებში, რომლებიც არაა გათვალისწინებული 1-ლი პუნქტით, გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ბუღალტრულ ანგარიშებზე შეყვანილ უნდა იქნეს იმ თარიღიდან 14 დღის განმავლობაში, როცა საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის მოცემული ოდენობის განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიღება.

4. მე-3 პუნქტი გამოიყენება იმპორტის ან ექსპორტის ამოსაღები ან ამოუღებელი ოდენობის მიმართ იმ შემთხვევაში, როცა გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ბუღალტრულ ანგარიშებზე შეყვანილ იქნა 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ან განისაზღვრა და ანგარიშებში შეყვანილ იქნა გადასახდელ თანხაზე უფრო დაბალი ოდენობით.

5. 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემულ ბუღალტრულ ანგარიშებზე შეყვანის ვადები არ გამოიყენება გაუთვალისწინებელ ან ფორს მაჟორულ გარემოებებში.

6. ბუღალტრულ ანგარიშებზე შეყვანა შეიძლება გადავადდეს 102(3)-ე მუხლის მეორე აბზაცში მითითებულ შემთხვევაში მანამ, სანამ საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება სისხლის სამართლის გამოძიებას ხელს არ უშლის.

 

მუხლი 106

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, C2 რათა განისაზღვროს 102(1)-ე მუხლის მეორე აბზაცის (d) ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევები  როდესაც საბაჟო ორგანოები თავისუფლდებიან საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების ვალდებულებისგან.

 

მუხლი 107

განხორციელების უფლებამოსილებების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს აქტები საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, საბაჟო დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 2

იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის ოდენობის გადახდა

მუხლი 108

ანგარიშსწორების ზოგადი ვადები და ანგარიშსწორების ვადის შეჩერება

1. საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობები, რომელთა შესახებ შეტყობინებაც ხდება 102-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილ უნდა იქნეს მოვალის მიერ საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ვადაში.

45(2)-ე მუხლის დაურღვევლად, ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს საბაჟო დავალიანების შესახებ მოვალისთვის შეტყობინებიდან 10 დღეს. შესაბამისი მონაცემების ანგარიშებზე გაერთიანების შემთხვევაში 105(1)-ე მუხლის მეორე აბზაცში მითითებული პირობების მიხედვით, ის იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ მოვალეს არ მიეცეს ანგარიშსწორებისთვის იმაზე უფრო ხანგრძლივი ვადა, ვიდრე მას მიეცა გადავადებული ანგარიშსწორებისთვის 110-ე მუხლის შესაბამისად.

საბაჟო ორგანოებმა შესაძლოა ეს ვადა გაზარდონ მოვალის მხრიდან მიმართვისას იმ შემთხვევაში, თუ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა განისაზღვრა 48-ე მუხლში მითითებული საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების პროცესში. 112(1)-ე მუხლის დაურღვევლად, ეს ვადა არ უნდა გახანგრძლივდეს იმაზე მეტი პერიოდით, ვიდრე მოვალეს სჭირდება თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი ზომების მისაღებად.

2. თუ მოვალე უფლებამოსილია გამოიყენოს 110-112-ე მუხლებით განსაზღვრული გადახდის მექანიზმები, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ამ მექანიზმებთან დაკავშირებით განსაზღვრულ პერიოდში ან პერიოდებში.

3. საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადახდის ვადა უნდა შეჩერდეს ქვემოთ მოცემულიდან ნებისმიერ შემთხვევაში:

(a) როცა გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ მიმართვა ხდება 121-ე პუნქტის შესაბამისად;

(b) როცა უნდა მოხდეს საქონლის კონფისკაცია, განადგურება ან სახელმწიფოსთვის გადაცემა;

(c) როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 79-ე მუხლის შესაბამისად და არსებობს ერთზე მეტი მოვალე.

 

მუხლი 109

ანგარიშსწორება

1. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ნაღდი ფულით ან დაბეგვრისგან განმათავისუფლებელი ძალის მქონე ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, საკრედიტო ნაშთის კორექტირებით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ანგარიშსწორება მოვალის ნაცვლად უნდა განახორციელოს მესამე პირმა.

3. მოვალეს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში გადაიხადოს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის სრული ოდენობა ან მისი ნაწილი იმ პერიოდის გასვლამდე, რომელიც მას განუსაზღვრეს ანგარიშსწორების განსახორციელებლად.

მუხლი 110

ანგარიშსწორების გადავადება

საბაჟო ორგანოებმა, შესაბამისი პირის მიერ მიმართვისა და გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, უნდა გასცენ გადასახდელი გადასახადის გადახდის გადავადების უფლებამოსილება ერთ-ერთი შემდეგი გზით:

(a) ცალ-ცალკე ანგარიშებზე 105(1)-ე მუხლის პირველი აბზაცის ან 105(4)-ე მუხლის შესაბამისად შეყვანილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის თითოეულ ოდენობასთან დაკავშირებით;

(b) მთლიანობაში, ანგარიშებზე 105(1)-ე მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად შეყვანილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის მთლიან ოდენობასთან დაკავშირებით იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც დადგენილია საბაჟო ორგანოების მიერ და რომელიც არ აღემატება 31 დღეს;

(c) მთლიანობაში, ანგარიშებზე 105(1)-ე მუხლის მეორე აბზაცის შესაბამისად იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის იმ მთლიან ოდენობასთან დაკავშირებით, რომელიც ქმნის ერთ ჩანაწერს.

 

მუხლი 111

გადახდის გადავადების პერიოდები

1. 110-ე მუხლის მიხედვით გადახდის გადავადების პერიოდი შეადგენს 30 დღეს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ხდება გადახდის გადავადება 110-ე მუხლის (a) პუნქტის შესაბამისად, ამ პერიოდის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღის მომდევნო დღეს, როცა მოვალეს ეცნობა საბაჟო დავალიანების შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის გადავადება ხდება 110-ე მუხლის (b) პუნქტის შესაბამისად, ამ პერიოდის ათვლა უნდა დაიწყოს გაერთიანების პერიოდის დასრულების დღის მომდევნო დღეს. ის უნდა შემცირდეს იმ რაოდენობის დღეებით, რომელიც შეესაბამება გაერთიანების პერიოდით გათვალისწინებული დღეების რაოდენობის ნახევარს.

4. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის გადავადება ხდება 110-ე მუხლის (c) პუნქტის შესაბამისად, ეს პერიოდი უნდა დაიწყოს შესაბამისი საქონლის გაშვებისთვის დადგენილი პერიოდის დასრულების მომდევნო დღეს. ის უნდა შემცირდეს იმ რაოდენობის დღეებით, რომელიც შეესაბამება მოცემული პერიოდით გათვალისწინებული დღეების რაოდენობის ნახევარს.

5. იმ შემთხვევაში, თუ მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული პერიოდები შედგება კენტი რაოდენობის დღეებისგან, ამ პუნქტების შესაბამისად 30-დღიანი პერიოდიდან გამოსაკლები დღეების რაოდენობა უნდა იყოს ზემოაღნიშნული დღეების რაოდენობის შესაბამისი რიცხვის მომდევნო ყველაზე დაბალი ლუწი რიცხვის ნახევარი.

6. იმ შემთხვევაში, თუ მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული პერიოდები შეადგენს რამდენიმე კვირას, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დაადგინონ პირობა, რომ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ის ოდენობა, რომელთან მიმართებაშიც გადახდა გადავადდა, გადახდილ იქნეს, ყველაზე გვიან, შესაბამისი კვირიდან მეოთხე კვირის პარასკევს.

თუ ეს პერიოდები შეადგენს რამდენიმე თვეს, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დააყენონ პირობა, რომ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ის ოდენობა, რომელთან მიმართებაშიც გადახდა გადავადდა, გადახდილ იქნეს, ყველაზე გვიან, შესაბამისი თვის მომდევნო თვის 16 რიცხვისთვის.

 

მუხლი 112

ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები

1. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მოვალეს ნება დართონ გამოიყენოს გადავადებული ანგარიშსწორების გარდა ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები გარანტიის წარდგენის პირობით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების მექანიზმების გამოყენების ნებართვა გაიცემა 1-ლი პუნქტის შესაბამისად, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობას უნდა დაერიცხოს საკრედიტო პროცენტი.

იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლის ვალუტაა ევრო, საკრედიტო პროცენტის განაკვეთი უნდა შეესაბამებოდეს იმ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც გამოქვეყნებულია „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“, სერია C, რომელიც „ევროპის ცენტრალურმა ბანკმა“ გამოიყენა თავისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის იმ თვის პირველ დღეს, რომელსაც ემთხვევა გადახდის თარიღი, და ის იზრდება ერთი პროცენტით.

იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლის ვალუტაც არ არის ევრო, საკრედიტო პროცენტის განაკვეთი უნდა იყოს იმ განაკვეთის შესაბამისი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაბამისი თვის პირველ რიცხვში ცენტრალური ეროვნული ბანკის მიერ მისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის, და ეს განაკვეთი უნდა გაიზარდოს ერთი პროცენტით, ან იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც ცენტრალური ეროვნული ბანკის განაკვეთი ხელმისაწვდომი არ არის, ზემოაღნიშნული განაკვეთი უნდა იყოს ის ყველაზე მეტად ეკვივალენტური განაკვეთი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაბამისი თვის პირველ დღეს მოცემული წევრი სახელმწიფოს სავალუტო ბაზარზე, და ეს განაკვეთი უნდა გაიზარდოს ერთი პროცენტით.

3. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება თავი შეიკავონ გარანტიის მოთხოვნისგან ან საკრედიტო პროცენტის დარიცხვისგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალის სიტუაციის დოკუმენტირებული შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ ეს შექმნის სერიოზულ ეკონომიკურ ან სოციალურ სირთულეებს.

4. საბაჟო ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ საკრედიტო პროცენტის დარიცხვისგან იმ შემთხვევაში, თუ ზღვევინების თითოეული ღონისძიების თანხა 10 ევროზე ნაკლებია.

 

მუხლი 113

ანგარიშსწორების აღსრულება

იმ შემთხვევაში, თუ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა განსაზღვრულ პერიოდში არ იქნა გადახდილი, საბაჟო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული თანხის გადახდა მათთვის შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი ყველა საშუალების გამოყენებით.

 

მუხლი 114

საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე

1. საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე უნდა დაირიცხოს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობაზე განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღიდან ანგარიშსწორების დღემდე.

იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომელთა ვალუტა არის ევრო, საკრედიტო პროცენტის განაკვეთი შეესაბამება იმ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც გამოქვეყნებულია „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“, C სერია, რომელიც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გამოიყენა თავისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის იმ თვის პირველ დღეს, რომელშიც არის შესაბამისი თარიღი, და ის უნდა გაიზარდოს ორი პროცენტით.

იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლის ვალუტაც არ არის ევრო, საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე უნდა იყოს იმ განაკვეთის შესაბამისი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაბამისი თვის პირველ რიცხვში ცენტრალური ეროვნული ბანკის მიერ მისი ძირითადი რეფინანსირების ოპერაციებისთვის, და ეს განაკვეთი უნდა გაიზარდოს ორი პროცენტით, ან იმ წევრი სახელმწიფოსთვის, რომლისთვისაც ცენტრალური ეროვნული ბანკის განაკვეთი ხელმისაწვდომი არ არის, ზემოაღნიშნული განაკვეთი უნდა იყოს ის ყველაზე მეტად ეკვივალენტური განაკვეთი, რომელიც გამოყენებულ იქნა შესაბამისი თვის პირველ დღეს მოცემული წევრი სახელმწიფოს სავალუტო ბაზარზე, და ეს განაკვეთი უნდა გაიზარდოს ორი პროცენტით.

2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება 79-ე ან 82-ე მუხლის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება ხდება საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების შედეგად, საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე უნდა დაერიცხოს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობას დანამატის სახით იმ თარიღიდან დაწყებული, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, მის შესახებ შეტყობინების თარიღამდე.

საურავი გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე უნდა დაწესდეს 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ თავი შეიკავონ გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე საურავის დარიცხვის მოთხოვნისგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალის სიტუაციის დოკუმენტირებული შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ ეს შექმნის სერიოზულ ეკონომიკურ ან სოციალურ სირთულეებს.

4. საბაჟო ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე საურავის დარიცხვისგან იმ შემთხვევაში, თუ ზღვევინების თითოეული ღონისძიების თანხა 10 ევროზე ნაკლებია.

 

მუხლი 115

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განისაზღვროს 108(3)-ე მუხლში მითითებული საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გადახდის ვადის შეჩერების წესები და შეჩერების პერიოდი.

 

სექცია 3

ანაზღაურება და გადახდისგან გათავისუფლება

მუხლი 116

ზოგადი დებულებები

1. ამ ნაწილში მოცემული პირობების შესაბამისად, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობები უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მათგან გათავისუფლება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი საფუძვლით:

(a) იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ზედმეტად გადახდილი ოდენობები;

(b) წუნდებული საქონელი ან ის საქონელი, რომელიც არ შეესაბამება კონტრაქტის პირობებს;

(c) შესაბამისი ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომა;

(d) კეთილსინდისიერების პრინციპი.

იმ შემთხვევაში, თუ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა გადახდილია და შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია ძალადაკარგულია 174-ე მუხლის შესაბამისად, ეს ოდენობა უნდა ანაზღაურდეს.

2. საბაჟო ორგანოებმა უნდა აანაზღაურონ ან გაათავისუფლონ გადახდისგან 1-ლ პუნქტში მითითებული იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა იმ შემთხვევაში, როცა ის შეადგენს 10 ევროს ან მეტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამისი პირი ითხოვს უფრო დაბალი ოდენობის ანაზღაურებას ან მისგან გათავისუფლებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოები მიიჩნევენ, რომ ანაზღაურების ან გათავისუფლების უფლებამოსილება გაცემულ უნდა იქნეს 119-ე ან 120-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ კომისიას უნდა გადაუგზავნოს საქმე გადაწყვეტილების მისაღებად შემდეგ შემთხვევებში:

(a) თუ საბაჟო ორგანოები მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობა არის კომისიის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგი;

(b) თუ საბაჟო ორგანოები მიიჩნევენ, რომ კომისიამ დაუშვა შეცდომა 119-ე მუხლის მნიშვნელობით;

(c) თუ საქმის გარემოებები უკავშირდება „საბაჟო და სოფლის მეურნეობის საკითხებზე კანონმდებლობის სწორი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ურთიერთდახმარებისა და წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას შორის თანამშრომლობის შესახებ“ საბჭოს 1997 წლის 13 მარტის რეგულაციის (EC) No 515/97[5], ან ევროკავშირის სხვა კანონმდებლობით ან ევროკავშირის მიერ იმ ქვეყნებთან ან ქვეყნების ჯგუფებთან, რომლებშიც გათვალისწინებულია ევროკავშირის გამოძიებების ჩატარება, დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების შესაბამისად ჩატარებული ევროკავშირის გამოძიების შედეგებს;

(d) თუ ის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც აქვს შესაბამის პირს იმპორტის ან ექსპორტის ერთ ან ერთზე მეტ პროცედურასთან დაკავშირებით, არის ან აღემატება 500 000 ევროს შეცდომის ან განსაკუთრებული გარემოებების შედეგად.

პირველი აბზაცის მიუხედავად, ფაილების გადაგზავნა არ უნდა მოხდეს რომელიმე შემდეგ სიტუაციაში:

(a) თუ კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელიც მოიცავს ფაქტებთან და კანონმდებლობასთან შედარებად საკითხებს;

(b) თუ კომისია უკვე განიხილავს იმ საქმეს, რომელიც მოიცავს ფაქტებთან და კანონმდებლობასთან შედარებად საკითხებს.

4. გადაწყვეტილებისთვის კომპეტენციის წესების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოები თავად აღმოაჩენენ 121(1)-ე მუხლში მითითებულ პერიოდებში, რომ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ექვემდებარება ანაზღაურებას ან გადახდისგან გათავისუფლებას 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლების შესაბამისად, მათ ეს ოდენობა უნდა აანაზღაურონ ან გაათავისუფლონ გადახდისგან საკუთარი ინიციატივით.

5. ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლების მიცემა არ უნდა მოხდეს მაშინ, როცა ის სიტუაცია, რომელმაც გამოიწვია საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება, გამოწვეულია მოვალის მიერ მოტყუებით.

6. ანაზღაურებამ არ უნდა გამოიწვიოს შესაბამისი საბაჟო ორგანოების მიერ პროცენტის გადახდა.

თუმცა, პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც იძლევა ანაზღაურების უფლებას, არ ხორციელდება გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, თუკი ვადის ვერ დაცვა საბაჟო ორგანოების კონტროლს მიღმა დგას.

ამ შემთხვევებში, პროცენტი გადახდილ უნდა იქნეს სამ თვიანი პერიოდის ამოწურვის თარიღიდან ანაზღაურების თარიღამდე. საპროცენტო განაკვეთი უნდა განისაზღვროს 112-ე მუხლის შესაბამისად.

7. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოებმა შეცდომით გასცეს ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება, თავდაპირველი საბაჟო დავალიანება შეიძლება აღდგენილ იქნეს იმდენად, რამდენადაც ის არ არის ვადაგასული 103-ე მუხლის შესაბამისად.

ასეთ შემთხვევებში, C2 მე-6 პუნქტის მეორე აბზაცის შესაბამისად გადახდილი ნებისმიერი პროცენტი უნდა ანაზღაურდეს. 

 

მუხლი 117

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ზედმეტად დარიცხული ოდენობები

1. იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მისგან გათავისუფლება იმდენად, რამდენადაც თავდაპირველად შეტყობინებული საბაჟო დავალიანების შესაბამისი ოდენობა აღემატება გადასახდელ ოდენობას, ან იმ საბაჟო დავალიანებას, რომლის C2 მოვალისთვის შეტყობინებაც მოხდა 102(1)-ე მუხლის მეორე აბზაცის (c) ან (d) ქვეპუნქტების საწინააღმდეგოდ. 

2. იმ შემთხვევაში, თუ ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების განაცხადი ეფუძნება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დეკლარაციის მიღების მომენტისთვის სატარიფო კვოტის, იმპორტის ზღვრული დონის ან სხვა პრეფერენციული სატარიფო ზომების მიხედვით საქონელზე იმპორტის გადასახადის შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთის არსებობას, ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება უნდა გაიცეს იმ პირობით, თუ საჭირო დოკუმენტებთან ერთად განაცხადის წარდგენის მომენტში სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი პირობა:

(a) სატარიფო კვოტის შემთხვევაში, მისი ოდენობა არაა დაფარული;

(b) სხვა შემთხვევებში, თუ ჩვეულებრივ გადასახდელი საბაჟო გადასახადის განაკვეთი ხელახლა არ დადგინდა.

 

მუხლი 118

წუნდებული საქონელი ან საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონტრაქტის პირობებს

1. იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება უკავშირდება იმ საქონელს, რომელიც იმპორტიორმა უარყო რადგან, გაშვების მომენტში, ისინი იყო წუნდებული ან არ აკმაყოფილებდა იმ კონტრაქტის პირობებს, რომელთა საფუძველზეც მოხდა მათი იმპორტი.

უნდა ჩაითვალოს, რომ წუნდებული საქონელი მოიცავს მათ გაშვებამდე დაზიანებულ საქონელს.

2. მე-3 პუნქტის მიუხედავად, ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება უნდა გაიცეს იმ პირობით, თუ საქონელი არ იქნა გამოყენებული, გარდა იმ თავდაპირველი გამოყენებისა, რომელიც შეიძლება საჭირო ყოფილიყო იმის დასადგენად, იყო თუ არა ის წუნდებული ან შეესამებოდა თუ არა ის კონტრაქტის პირობებს, და იმ პირობით, რომ მოხდება მათი გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან.

3. ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება არ უნდა გაიცეს იმ შემთხვევაში, როცა:

(a) საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე მოექცა გამოცდის სპეციალურ პროცედურებში გარდა იმ შემთხვევისა თუ არ დადგინდა რომ ფაქტი, რომ საქონელი იყო წუნდებული ან არ აკმაყოფილებდა კონტრაქტის პირობებს, ვერ გამოვლინდებოდა ამ გამოცდის პროცესში ჩვეულებრივ ვითარებაში;

(b) საქონლის დეფექტიანობა გათვალისწინებულ იქნა კონტრაქტის პირობების შედგენისას, კერძოდ, ფასის განსაზღვრისას, საქონლის იმ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე, რომელიც მოიცავს საბაჟო დავალიანების წარმოქმნას; ან

(c) საქონელი გაყიდა განმცხადებელმა მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ის იყო წუნდებული ან არ შეესაბამებოდა კონტრაქტის პირობებს.

4. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ნაცვლად, და შესაბამისი პირის მიმართვისას, საბაჟო ორგანოებმა უნდა გასცენ მოცემული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურაში, მათ შორის, განადგურების მიზნით, ან გარე ტრანზიტის, საბაჟო დასაწყობების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის უფლება.

 

მუხლი 119

შესაბამისი ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომა

1. 116(1)-ე მუხლის მეორე აბზაცში და 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებში მითითებული შემთხვევების გარდა სხვა შემთხვევებში, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანოების მხრიდან შეცდომის შედეგად, თავდაპირველად შეტყობინებული საბაჟო დავალიანების შესაბამისი ოდენობა გადასახდელ ოდენობაზე ნაკლები იყო იმ პირობით, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

(a) მოვალეს გონივრულ ფარგლებში არ შეეძლო ამ შეცდომის აღმოჩენა; და

(b) მოვალე მოქმედებდა კეთილსინდისიერად.

2. თუ არ სრულდება 117(2)-ე მუხლით განსაზღვრული პირობები, ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება უნდა გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთის ვერ გამოყენება გამოწვეული იყო საბაჟო ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომით და საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დეკლარაცია შეიცავდა ყველა ინფორმაციას და მას თან ერთვოდა შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთის გამოყენებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი.

3. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის პრეფერენციული დამუშავების უფლება გაიცემა იმ ადმინისტრაციული თანამშრომლობის სისტემის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნის ან ტერიტორიის ორგანოებს, ამ ორგანოების მიერ სერტიფიკატის გაცემა, თუკი ის არასწორი აღმოჩნდება, წარმოადგენს შეცდომას, რომელიც გონივრულ ფარგლებში ვერ გამოვლინდებოდა 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობით.

თუმცა, არასწორი სერტიფიკატის გაცემა არ წარმოადგენს შეცდომას იმ შემთხვევაში, თუ ეს სერტიფიკატი ემყარება ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ფაქტების არასწორ გადმოცემას გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ მისმა გამცემმა ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ მოცემული საქონელი არ აკმაყოფილებდა პრეფერენციული დამუშავების უფლების მინიჭებისთვის აუცილებელ პირობებს.

მოვალე კეთილსინდისიერად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია დაადასტუროს, რომ შესაბამისი სავაჭრო ოპერაციის პერიოდში მან სათანადოდ იზრუნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეფერენციული დამუშავებისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებულიყო.

მოვალე შეიძლება არ დაეყრდნოს კეთილსინდისიერების შესახებ განცხადებას, თუ კომისიამ „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ არსებობს ეჭვის საფუძველი ბენეფიციარი ქვეყნის ან ორგანოს მიერ პრეფერენციული ზომების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 120

კეთილსინდისიერების პრინციპი

1. 116(1)-ე მუხლის მეორე აბზაცში და 117-ე, 118-ე და 119-ე მუხლებში მითითებული შემთხვევების გარდა სხვა შემთხვევებში, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მისგან გათავისუფლება კეთილსინდისიერების პრინციპის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება ისეთ განსაკუთრებულ გარემოებებში, რომლებშიც მოვალეს არ მიეწერება მოტყუება ან რაიმე აშკარა დაუდევრობა.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული განსაკუთრებული გარემოებები არსებულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როცა საქმის გარემოებებიდან ცხადია, რომ მოვალე იმყოფება განსაკუთრებულ სიტუაციაში იმავე საქმიანობაში ჩართულ სხვა ოპერატორებთან შედარებით და რომ ამ გარემოებების არარსებობის პირობებში ის არ მიიღებდა ზარალს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის აკრეფით.

 

მუხლი 121

ანაზღაურების და გადასახადისგან გათავისუფლების პროცედურა

1. განაცხადი 116-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებასა ან გადახდისგან გათავისუფლებაზე უნდა გადაეგზავნოთ საბაჟო ორგანოებს შემდეგ პერიოდებში:

(a) ზედმეტად დარიცხული იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობების, შესაბამისი ორგანოების მხრიდან დაშვებული შეცდომის ან კეთილსინდისიერების პრინციპის შემთხვევაში, საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების თარიღიდან სამი წლის განმავლობაში;

(b) წუნდებული ან კონტრაქტის პირობებთან შეუსაბამო საქონლის შემთხვევაში, საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინებიდან ერთი წლის ვადაში;

(c) საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შემთხვევაში, გაუქმებასთან დაკავშირებით მოქმედ წესებში მითითებულ პერიოდში.

პირველი აბზაცის (a) და (b) ქვეპუნქტებში აღნიშნული პერიოდი უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი წარადგენს იმის დამამტკიცებელ საბუთს, რომ მას ხელი შეეშალა განსაზღვრულ ვადაში განაცხადის წარდგენაში, რაც გამოწვეული იყო გაუთვალისწინებელი ან ფორს მაჟორული გარემოებებით.

2. თუ საბაჟო ორგანოებს დასახელებული საფუძველებით არ შეუძლიათ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ანაზღაურების ან მისგან გათავისუფლების უფლების გაცემა, საჭიროა შესწავლილ იქნეს ანაზღაურების ან გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ განაცხადის კონკრეტული გარემოებების შესწავლა 116-ე მუხლში მითითებული ანაზღაურებისა ან გადასახადისგან გათავისუფლების სხვა დანარჩენი საფუძვლების გამოყენების კონტექსტში.

3. 44-ე მუხლის თანახმად საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების გასაჩივრების შემთხვევაში, 1-ლი პუნქტის პირველ აბზაცში მითითებული შესაბამისი პერიოდი უნდა შეჩერდეს იმ თარიღიდან, როცა მოხდა გასაჩივრება, სააპელაციო წარმოების პერიოდით.

4. თუ საბაჟო ორგანო გასცემს ანაზღაურების ან გადასახადისგან გათავისუფლების უფლებას 119-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას ამის შესახებ.

 

მუხლი 122

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს იმ წესებს, რომლებსაც ის უნდა დაემორჩილოს 116(3)-ე მუხლში მითითებული გადაწყვეტილების დროს და კერძოდ, შემდეგთან დაკავშირებით:

(a) საქმის მიღების პირობები;

(b) გადაწყვეტილების მიღების ვადა და ამ ვადის შეჩერება;

(c) იმ საფუძვლების შესახებ ინფორმირება, რომელზეც კომისია აპირებს თავისი გადაწყვეტილების დამყარებას, იმ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს შესაბამის პირზე;

(d) გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება;

(e) გადაწყვეტილების ვერ მიღების შედეგები ან ამ გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება.

 

მუხლი 123

განხორციელების უფლებამოსილებების მინიჭება

1. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს შემდეგი პროცედურული ნორმები:

(a) ანაზღაურებასა და გადასახადისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით 116-ე მუხლის თანახმად;

(b) 121(4)-ე მუხლის თანახმად კომისიისთვის ინფორმირებასთან და მისაწოდებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ 116(3)-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტების მეშვეობით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(2)-ე მუხლით გათვალისწინებული საკონსულტაციო პროცედურის შესაბამისად.

თუ 285(1)-ე მუხლით გათვალისწინებული კომიტეტის დასკვნა მისაღებია წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.

 

თავი 4

საბაჟო დავალიანების დაფარვა

მუხლი 124

დაფარვა

1. მოვალის სამართლებრივად დადგენილი გადახდისუუნარობის შემთხვევაში საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ვერ ამოღებასთან დაკავშირებით მოქმედი დებულებების დაურღვევლად, საბაჟო დავალიანება იმპორტზე ან ექსპორტზე დაიფარება ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული გზით:

(a) თუ ვეღარ მოხდება მოვალესთვის საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინბება 103-ე მუხლის შესაბამისად;

(b) იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გადახდით;

(c) მე-5 პუნქტის მიხედვით, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ანაზღაურებით;

(d) როდესაც საბაჟო დეკლარაცია უქმდება სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, რომელიც განაპირობებს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებას;

(e) იმ შემთხვევაში, როცა ხდება იმპორტის ან ექსპორტის გადასახადს დაქვემდებარებული საქონლის კონფისკაცია ან ამოღება და ერთდროულად ან შემდგომში კონფისკაცია;

(f) იმ შემთხვევაში, როცა ხდება იმპორტის ან ექსპორტის გადასახადს დაქვემდებარებული საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობით ან მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა;

(g) იმ შემთხვევაში, როცა საქონლის გატანა ან საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოწვეულია ამ საქონლის რეალური ბუნების ან გაუთვალისწინებელი ან ფორს მაჟორული გარემოებების გამო, ან საბაჟო ორგანოების მიერ მითითების შედეგად, ამ საქონლის სრული განადგურებით ან შეუქცევადი დაკარგვით; ამ პუნქტის მიზნით, საქონელი მიჩნეულ უნდა იქნეს შეუქცევადად დაკარგულად მაშინ, როცა ნებისმიერი პირი მას გამოუსადეგარს გახდის;

(h) იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 79-ე ან 82-ე მუხლის შესაბამისად და როცა სრულდება შემდეგი პირობები:

(i) იმ უმოქმედობას, რამაც წარმოშვა საბაჟო დავალიანება, არ ჰქონია რაიმე არსებითი ზეგავლენა შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სწორად შესრულებაზე და ის არ წარმოადგენდა შეცდომაში შეყვანის მცდელობას;

(ii) საქონლის მდგომარეობის დარეგულირებისთვის აუცილებელი ყველა ფორმალობა შემდგომში შესრულდა.

(i) იმ შემთხვევაში, როცა საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაიშვება ბაჟის გარეშე ან მისი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებიდან გამომდინარე იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთით, ექსპორტირდება საბაჟო ორგანოების ნებართვით;

(j) იმ შემთხვევაში, როცა ის წარმოიქმნება 78-ე მუხლის მიხედვით და როცა უქმდება ის ფორმალობები, რომლებიც შესრულებულია იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ამ მუხლში მითითებული პრეფერენციული საბაჟო სატარიფო რეჟიმის მინიჭება;

(k) როდესაც მე-6 პუნქტის თანახმად, საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება 79-ე მუხლის მიხედვით და საბაჟო ორგანოებს წარედგინება დამაკმაყოფილებელი საბუთი იმისა, რომ საქონელი არ იქნა გამოყენებული ან მოხმარებული და გატანილ იქნა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან.

2. თუმცა, 1-ლი პუნქტის (e) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, საბაჟო სამართალდარღვევების მიმართ გამოყენებადი ჯარიმების მიზნით, საბაჟო დავალიანება არ უნდა ჩაითვალოს დაფარულად იმ შემთხვევაში თუ, წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადი ან საბაჟო დავალიანების არსებობა ქმნის ჯარიმების განსაზღვრის საფუძველს.

3. იმ შემთხვევაში, თუ 1-ლი პუნქტის (g) ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო დავალიანება იფარება ბაჟის გარეშე ან საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენების გამო იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელთან მიმართებაში, ამ საქონლის განადგურების შედეგად მიღებული ნებისმიერი ნარჩენი მიჩნეულ უნდა იქნეს ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლად.

4. საქონლის ტიპიდან გამოწვეული შეუქცევადი დანაკარგის სტანდარტულ განაკვეთებთან დაკავშირებული მოქმედი დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი პირი ვერ მოახერხებს იმის დადასტურებას, რომ რეალური დანაკარგი აღემატება იმ დანაკარგს, რომელიც გაანგარიშებულია მოცემული საქონლის სტანდარტული განაკვეთის გამოყენებით.

5. იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე პირი ექვემდებარება საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის გადახდას და ხდება მისგან გადახდის უფლების მინიჭება, საბაჟო დავალიანება უნდა დაიფაროს მხოლოდ იმ პირთან ან პირებთან მიმართებაში, ვისთვისაც მოხდა აღნიშნული უფლების მინიჭება.

6. 1-ლი პუნქტის (k) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საბაჟო დავალიანება არ უნდა დაიფაროს იმ პირთან ან პირებთან მიმართებაში, რომლებმაც სცადეს მოტყუება.

7. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 79-ე მუხლის შესაბამისად, ის უნდა დაიფაროს იმ პირთან მიმართებაში, რომლის მოქმედებაც არ მოიცავდა მოტყუების რაიმე მცდელობას და რომელიც მონაწილეობდა თაღლითობასთან ბრძოლაში.

 

მუხლი 125

ჯარიმების გამოყენება

იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება იფარება 124(1)-ე მუხლის (h) ქვეპუნქტის საფუძველზე, წევრ სახელმწიფოებს ხელი არ უნდა შეეშალოთ ჯარიმების გამოყენებაში საბაჟო კანონმდებლობის დაუცველობის გამო.

 

მუხლი 126

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განისაზღვროს იმ უმოქმედობათა ჩამონათვალი რომლებიც არ ახდენს რაიმე სერიოზულ გავლენას შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სწორ განხორციელებაზე, და შეივსოს 124(1)-ე მუხლის (h) ქვეპუნქტის (i) ქვექვეპუნქტი.

 

კარი IV

ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი

თავი 1

საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია

მუხლი 127

საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენა

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელს ითვალისწინებს საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული ვალდებულების მოხსნა შესაძლებელია:

(a) იმ სატრანსპორტო საშუალებებისა და ამ საშუალებებით გადაზიდული საქონლის შემთხვევაში, რომელიც გადაიტანება მხოლოდ ტერიტორიულ წყლებზე ან საბაჟო ტერიტორიის საჰაერო სივრცეში იმ ტერიტორიაზე გაუჩერებლად; და

(b) სხვა შემთხვევებში, როცა ეს სათანადოდაა გამართლებული საქონლის ან გადაზიდვების ტიპით ან, როცა ამას მოითხოვს საერთაშორისო ხელშეკრულებები.

3. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს შემოსვლის პირველ საბაჟო გამშვებ პუნქტში, განსაზღვრულ ვადებში, სანამ საქონელი შემოტანილი იქნება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.

საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენა სხვა საბაჟოში იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი შემოსვლის პირველ საბაჟო გამშვებ პუნქტს მაშინვე აცნობებს მონაცემებს ან მისთვის ამ მონაცემებს ელექტრონულად გახდის ხელმისაწვდომს.

4. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდველის მიერ.

მიუხედავად გადამზიდველის ვალდებულებებისა, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია შეიძლება წარდგენილი იქნეს რომელიმე შემდეგი პირის მიერ:

(a) იმპორტიორის, ტვირთის მიმღების ან სხვა პირის მიერ, რომლის სახელითაც გადამზიდველი მოქმედებს;

(b) ნებისმიერი პირის მიერ, ვისაც შეუძლია მოცემული საქონლის წარდგენა ან უკვე წარადგინა შემოსვლის პირველ საბაჟო გამშვებ პუნქტში.

5. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც საჭიროა რისკის ანალიზისა და დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის.

6. კონკრეტულ შემთხვევებში, როცა მე-5 პუნქტში მითითებული მონაცემების მოპოვება შეუძლებელია მე-4 პუნქტში მითითებული პირების მიერ, ამ მონაცემებისა და სათანადო უფლებების მქონე სხვა პირებს შეიძლება მოეთხოვოთ აღნიშნული მონაცემების მიწოდება.

7. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას, რომ სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემები გამოიყენებოდეს საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარსადგენად იმ შემთხვევაში, თუ ეს სისტემები შეიცავს ამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია კონკრეტულ ვადებში საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე.

8. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენის ნაცვლად, შეტყობინების წარდგენა და ეკონომიკური ოპერატორის კომპიუტერულ სისტემაში საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის მონაცემებზე წვდომა.

 

მუხლი 128

რისკის ანალიზი

127(3)-ე მუხლში მითითებულმა საბაჟომ პუნქტმა, კონკრეტულ ვადებში, უნდა უზრუნველყოს რისკის ანალიზის განხორციელება, პირველ რიგში, დაცულობისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის, 127(1)-ე მუხლში მითითებულ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის ან 127(8)-ე მუხლში მითითებული ცნობების საფუძველზე, და უნდა მიიღოს საჭირო ზომები რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე.

 

მუხლი 129

საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაში შესწორებების შეტანა და მისი ბათილად ცნობა

1. დეკლარაციის წარმდგენ პირს, განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, შეიძლება ნება დაერთოს საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის ერთ ან მეტ მონაცემში შეიტანოს შესწორებები მისი წარდგენის შემდეგ.

შესწორებების შეტანა არ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ:

  1. საბაჟო ორგანომ აცნობა საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარმდგენ პირს, რომ მას განზრახული აქვს საქონლის შემოწმება;
  2. საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის მონაცემები არასწორია;
  3. საქონელი უკვე წარდგენილ იქნა საბაჟოში.

2. თუ საქონელი, რომლისთვისაც საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია იქნა წარდენილი, არ შემოიტანება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო ორგანომ ბათილად უნდა სცნოს დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

(a) დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადის წარდგენისთანავე;

(b) დეკლარაციის წარდგენიდან 200 დღის შემდეგ.

 

მუხლი 130

საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის ნაცვლად წარდგენილი დეკლარაციები

1. 127(3)-ე მუხლში მითითებულმა საბაჟო ორგანომ შეიძლება საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენაზე უარი თქვას იმ საქონელთან მიმართებაში, რომლისთვისაც დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე წარდგენილ იქნა საბაჟო დეკლარაცია. ამ შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მინიმუმ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს. საბაჟო დეკლარაციის 172-ე მუხლის თანახმად მიღებამდე, მას უნდა ჰქონდეს საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის სტატუსი.

2. 127(3)-ე მუხლში მითითებულმა საბაჟო გამშვებმა პუნქტმა შეიძლება უარი თქვას საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენაზე იმ საქონელთან მიმართებაში, რომლისთვისაც, დეკლარაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე, ხდება საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის წარდგენა. დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მინიმუმ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს. დეკლარირებული საქონლის 139-ე მუხლის შესაბამისად საბაჟოში წარდგენამდე, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის სტატუსი.

 

მუხლი 131

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება მიიღოს დელიგირებული აქტები 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

C2

(a) შემთხვევები, როცა ხდება საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცის წარდგენის ვალდებულების მოხსნა 127(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად.

B

(b) 127(3)-ე და 127(7)-ე მუხლში მითითებული კონკრეტული ვადები, რომელშიც საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია უნდა იქნეს წარდგენილი საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, საქონლისა და გადაზიდვების ტიპის გათვალისწინებით.

(c) 127(6)-ე მუხლში მითითებული შემთხვევები და სხვა პირები, რომელთაც შეიძლება მოეთხოვებოდეთ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის მონაცემების მიწოდება ასეთ შემთხვევებში.

 

მუხლი 132

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელელებელი აქტების საშუალებით, კომისიამ უნდა განსაზღვროს:

(a) პროცედურული ნორმები 127-ე მუხლში მითითებული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარსარდგენად;

(b) პროცედურული ნორმები და 127(6)-ე მუხლში მითითებული სხვა პირების მიერ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის მონაცემების მიწოდება;

(c) განსახორციელებელი რისკის ანალიზისა და 128-ე მუხლის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების გატარების ვადები;

(d) პროცედურული ნორმები საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაში შესწორებების შესატანად 129(1)-ე მუხლის შესაბამისად;

(e) პროცედურული ნორმები საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის ბათილად ცნობისთვის, 129(2)-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შემოტანის სწორად მართვის გათვალისწინებით.

განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 2

საქონლის ჩამოსვლა

სექცია 1

ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა

მუხლი 133

შეტყობინება საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ჩამოსვლის შესახებ

1. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც შემოდის ევროკავშირის საბაჟოს ტერიტორიაზე, შემოსვლის პირველ საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა შეატყობინოს მისი შემოსვლა სატრანსპორტო საშუალების შემოსვლისთანავე.

როცა ინფორმაცია საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოებისთვის, მათ შესაძლოა უარი თქვან პირველ აბზაცში მითითებულ შეტყობინებაზე.

2. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას, რომ პორტის ან აეროპორტის სისტემა ან ინფორმაციის სხვა ხელმისაწვდომი მეთოდები გამოიყენებოდეს სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის შესატყობინებლად.

 

მუხლი 134

საბაჟო ზედამხედველობა

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოსვლისთანავე უნდა დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. თუ შესაძლებელია, ის უნდა დაექვემდებაროს ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც სხვა დანარჩენთან ერთად, გამართლებულია საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი დაცვის, ადამიანის, ცხოველების ან მცენარეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, გარემოს დაცვის, მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული საგანძურის დაცვისა და სამრეწველო და კომერციული ქონების დაცვის საფუძველზე, წამლის პრეკურსორების, გარკვეული ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით, და ასევე უნდა დაექვემდებაროს თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის განმახორციელებელი და კომერციული პოლიტიკის ღონისძიებებს.

საქონელი უნდა დარჩეს ასეთი ზედამხედველობის ქვეშ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა, რათა განსაზღვრულ იქნეს მისი საბაჟო სტატუსი, და მასზე ზედამხედველობა არ უნდა შეწყდეს საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე.

254-ე მუხლის დაურღვევლად, ევროკავშირის საზღვრებში წარმოებული საქონელი არ უნდა დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობას მისი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ.

ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი უნდა დარჩეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, ან უნდა მოხდეს მისი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გამოტანა ან განადგურება.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის მფლობელები, საბაჟო ორგანოების ნებართვით, ნებისმიერ დროს ამოწმებენ საქონელს და იღებენ ნიმუშებს, განსაკუთრებით იმისთვის, რომ განსაზღვრული ტარიფების მიხედვით მოახდინონ საქონლის კლასიფიკაცია, განსაზღვრონ საბაჟო ღირებულება და საბაჟო სტატუსი.

 

მუხლი 135

სათანადო ადგილას გადაზიდვა

1. პირმა, რომელსაც საქონელი შეაქვს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, უნდა გადაზიდოს ის დაუყოვნებლად საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრული მარშრუტით და, მათი ინსტრუქციების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში, ან ამ ორგანოების მიერ დადგენილ ან დამტკიცებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე ან თავისუფალ ზონაში.

2. თავისუფალ ზონაში შემოტანილი საქონელი ამ ზონაში შემოტანილ უნდა იქნეს პირდაპირ საზღვაო ან საჰაერო გზით, ან სახმელეთო გზით შემოტანის შემთხვევაში, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილის გაუვლელად, სადაც თავისუფალი ზონა ესაზღვრება წევრ სახელმწიფოსა და მესამე ქვეყანას შორის არსებულ სახმელეთო საზღვარს.

3. ნებისმიერ პირს, რომელიც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ საკუთარ თავზე იღებს საქონლის გადატანის პასუხისმგებლობას, უნდა დაეკისროს 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

4. საქონელს, რომელიც, მიუხედავად ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ ყოფნისა, შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოს მიერ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ შესაბამის ქვეყანასთან ან ტერიტორიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა მოექცენ ისევე, როგორც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილს.

5. 1-ლი და მე-2 პუნქტები არ უნდა გამორიცხავდეს საგანგებო წესების გამოყენებას სასაზღვრო ზონებში, მილებითა და სადენებით ტრანსპორტირებულ საქონელთან და ასევე უმნიშვნელო ეკონომიკური მნიშვნელობის საქონლის, როგორიცაა წერილები, ღია ბარათები, ბეჭდვითი მასალები და მათი ელექტრონული ეკვივალენტები, გადაზიდვასთან ან მოგზაურთა მიერ გადატანილ საქონელთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ზედამხედველობას და კონტროლს საფრთხე არ ექმნება.

6. 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებსა და მათი საშუალებით გადაზიდულ საქონელზე, რომელიც გაივლის მხოლოდ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ტერიტორიულ წყლებს ან საჰაერო სივრცეს ტერიტორიაზე გაუჩერებლად.

M1

მუხლი 136

საქონელი, რომელმაც დროებით დატოვა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორია საზღვაო ან საჰაერო გზით

1. 127 – 130-ე და 133-ე მუხლები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის შემოტანა ხდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის საზღვაო ან საჰაერო გზით დროებითი დატოვებისა და პირდაპირი მარშრუტით, გაუჩერებლად გადატანის შემდეგ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

2. 127 – 130-ე და 133-ე მუხლები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომლის როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსიც საჭიროებს დამტკიცებას 153(2)-ე მუხლის თანახმად, შემოიტანება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის საზღვაო ან საჰაერო გზით დროებითი დატოვების შემდეგ, და რომელიც პირდაპირი მარშრუტით გაუჩერებლად იქნა გადატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.

3. 127 – 130-ე და 133-ე, 139-ე და 140-ე მუხლები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო სტატუსის შეუცვლელად 155(2)-ე მუხლის შესაბამისად, შემოიტანება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის საზღვაო ან საჰაერო გზით დროებითი დატოვებისა და პირდაპირი მარშრუტით, გაუჩერებლად გადატანის შემდეგ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

B

მუხლი 137

გადაზიდვა განსაკუთრებულ შემთხვევებში

1. თუ გაუთვალისწინებელი ან ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო 135(1)-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია, ამ ვალდებულებებდაკისრებულმა ან ამ პირის სახელით მოქმედმა ნებისმიერმა სხვა პირმა დაუყოვნებლად უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოებს არსებული სიტუაციის შესახებ. თუ გაუთვალისწინებელ ან ფორსმაჟორულ სიტუაციას შედეგად არ მოჰყვება საქონლის მთლიანად დაკარგვა, საბაჟო ორგანოებსაც უნდა ეცნობოთ მათი ზუსტი მდებარეობა.

2. როცა გაუთვალისწინებელი ან ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო 135(6)-ე მუხლით გათვალისწინებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდი იძულებულია დაყოვნდეს პორტში ან დროებით გაჩერდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე და 135(1)-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, ამ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ევროკავშირის ტერიტორიაზე შემომტანმა ან ამ პირის სახელით მოქმედმა ნებისმიერმა სხვა პირმა დაუყოვნებლად უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოებს არსებული სიტუაციის შესახებ.

3. საბაჟო ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ ზომები, რომელთა მიღებაც საჭიროა 1-ლ პუნქტში მითითებულ საქონლზე ან, მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჰაერო და საზღვაო ხომალდსა და მათზე განთავსებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის ნების დასართვად, და, სადაც მიზანშეწონილია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს მათი შემდგომი გადაზიდვა საბაჟო გამშვებ პუნქტში ან ორგანოების მიერ განსაზღვრულ და დამტკიცებულ ნებისმიერ სხვა ადგილას.

 

მუხლი 138

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების საშუალებით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) 133-ე მუხლში მითითებულ ჩამოსვლის შეტყობინებასთან დაკავშირებით;

(b) 135(5)-ე მუხლში მითითებულ საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით.

განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 2

საქონლის წარდგენა, გადმოტვირთვა და შემოწმება

მუხლი 139

საქონლის საბაჟოზე წარდგენა

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოების მიერ დადგენილ ან დამტკიცებულ ნებისმიერ სხვა ადგილას ჩამოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წარდგენილი საბაჟოზე ან თავისუფალ ზონაში, შემდეგი პირებიდან ერთ-ერთის მიერ:

(a) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის მიერ;

(b) ამ ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით მოქმედი პირის მიერ;

(c) საქონლის გადატანის ვალდებულების ამღები პირის მიერ მას შემდეგ, რაც ის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე იქნა შემოტანილი.

2. საზღვაო ან საჰაერო გზით ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და იმავე ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების ბაქანზე დარჩენილი ტვირთი წარდგენილ უნდა იქნეს საბაჟოზე მხოლოდ პორტში ან აეროპორტში, სადაც ხდება მისი გადმოტვირთვა ან ტრანსგადაზიდვა; თუმცა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომლის გადმოტვირთვაც ან ხელახლა დატვირთვაც მგზავრობისას ხდება იმავე სატრანსპორტო საშუალებიდან ან საშუალებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს სხვა საქონლის გადმოტვირთვა ან დატვირთვა, არ უნდა იქნეს საბაჟოზე წარდგენილი იმავე პორტში ან აეროპორტში.

3. 1-ლი პუნქტით განსაზღვრული პირის ვალდებულებების მიუხედავად, საქონლის წარდგენა, მის ნაცვლად, შეიძლება მოხდეს შემდეგ პირთაგან ერთ-ერთის მიერ:

(a) ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც საქონელს მაშინვე ატარებს სასაქონლო ოპერაციაში;

(b) სასაწყობე სათავსების მუშაობის ავტორიზაციის მქონე პირის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რომელიც თავისუფალ ზონებში ახორციელებს ქმედებებს.

4. საქონლის წარმდგენმა პირმა უნდა გააკეთოს მითითება საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაში ან 130-ე მუხლში მითითებულ შემთხვევებში, საბაჟო დეკლერაციაში ან საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში, რომელიც წარდგენილ იქნა საქონელთან მიმართებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება იხსნება.

5. თუ ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, არ არის დაფარული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცით, და გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება იხსნება, 127(4)-ე მუხლში მითითებულ პირთაგან ერთ-ერთმა, 127(6)-ე მუხლის დაცვით, დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ასეთი დეკლარაცია ან, მის ნაცვლად, უნდა წარადგინოს საბაჟო ან საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია.

6. 1-ლი პუნქტი არ უნდა გამორიცხავდეს საგანგებო წესების გამოყენებას სასაზღვრო ზონებში ან მილებითა და სადენებით ტრანსპორტირებულ საქონელთან და ასევე უმნიშვნელო ეკონომიკური მნიშვნელობის საქონლის, როგორებიცაა წერილები, ღია ბარათები, ბეჭდვითი მასალები და მათი ელექტრონული ეკვივალენტები, გადაზიდვისთან ან მოგზაურთა მიერ გადატანილ საქონელთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ზედამხედველობის და კონტროლის პროცედურებს საფრთხე არ ექმნება.

7. საბაჟოზე წარდგენილი საქონელი, საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე, არ უნდა იქნეს წაღებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა მათი წარდგენა.

 

მუხლი 140

საქონლის გადმოტვირთვა და შემოწმება

1. საქონელი იტვირთება იმ სატრანსპორტო საშუალებიდან ან ხდება იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობის შეცვლა, რომლითაც ის გადაიტანება მხოლოდ საბაჟო ორგანოების ავტორიზაციით, ამ ორგანოების მიერ დადგენილ ან დამტკიცებულ ადგილებში.

თუმცა, ასეთი ავტორიზაცია არ უნდა იქნეს მოთხოვნილი გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, რაც აუცილებელს ხდის საქონლის ყველა ნაწილის დაუყოვნებლივ გადმოტვირთვას. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოები დაუყოვნებლივ უნდა იქნან შესაბამისად ინფორმირებულნი.

2. საბაჟო ორგანოებმა ნებისმიერ დროს შეიძლება მოითხოვონ საქონლის გადმოტვირთვა და გახსნა მისი შემოწმების, ნიმუშების აღებისა და მათი გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების მიზნით.

 

მუხლი 141

ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი

1. 135(2) – (6)-ე და 139-ე, 140-ე და 144 – 149-ე მუხლები არ გამოიყენება, როცა უკვე სატრანზიტო პროცედურების ქვეშ მყოფი საქონელი შემოიტანება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.

2. 140-ე და 144 – 149-ე მუხლები ვრცელდება ევროკავშირის საზღვრებს გარეთ წარმოებულ საქონელზე, რომელიც გადაადგილდება სატრანზიტო პროცედურით მას შემდეგ, რაც ეს საქონელი წარდგენილ იქნება დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, სატრანზიტო პროცედურის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

 

მუხლი 142

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა ჰქონდეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირობების განსასაზღვრად, რომლებიც საჭიროა 139(1)-ე მუხლში მითითებული ადგილების დასამტკიცებლად.

 

მუხლი 143

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების საშუალებით უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები 139-ე მუხლის თანახმად საბაჟოზე საქონლის წარდგენასთან დაკავშირებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 3

საქონლის დროებით დასაწყობება

მუხლი 144

დროებით დასაწყობებული საქონელი

ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი მისი საბაჟოში წარდგენისთანავე უნდა იქნეს დროებით დასაწყობებული.

 

მუხლი 145

საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია

1. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი გათვალისწინებული უნდა იყოს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციით, რომელიც შეიცავს ყველა მონაცემს, რაც საჭიროა დროებით დასაწყობების მარეგულირებელი დებულებების გამოსაყენებლად.

2. დროებით დასაწყობებულ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტები მიწოდებულ უნდა იქნეს საბაჟო ორგანოებისთვის, თუ ევროკავშირის კანონმდებლობა ამას მოითხოვს, ან თუ ეს აუცილებელია საბაჟო კონტროლის პროცედურების თანახმად.

3. C2 საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს 139(1)-ე ან 139(3)-ე მუხლში მითითებული ერთ-ერთი პირის მიერ არაუგვიანეს საქონლის საბაჟოში წარდგენის დროისთვის.

4. თუ საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ იხსნება, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაზე, რომელიც წარდგენილ იქნა საბაჟოში წარმოდგენილ საქონელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის უკვე იყო დროებით დასაწყობებული ან მოექცა სასაქონლო ოპერაციაში და არ დაუტოვებია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორია.

5. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან, რომ საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციამ ასევე მიიღოს რომელიმე შემდეგი ფორმა:

(a) შესაბამისი საქონლისთვის საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაზე მითითების ფორმა, რასაც დაემატება საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის მონაცემები;

(b) გემის ტვირთის დეკლარაციის ან სხვა სატრანსპორტო დოკუმენტის ფორმა იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის მონაცემებს, შესაბამისი საქონლისთვის ნებისმიერ საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცის მითითების ჩათვლით.

6. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან რომ სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემები გამოიყენებოდეს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის წარსადგენად იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიცავს ასეთი დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემებს და ეს მონაცემები ხელმისაწვდომია მე-3 პუნქტის შესაბამისად.

7. 188 – 193-ე მუხლები ვრცელდება საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაზე.

8. საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს:

(a) 133-ე მუხლის თანახმად ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების მიზნით; ან

(b) 139-ე მუხლის თანახმად საქონლის საბაჟოში წარდგენის მიზნით, რამდენადაც ეს ასრულებს ამ დებულებებით გათვალისწინებულ პირობებს.

9. საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია არ უნდა მოითხოვებოდეს, თუ არაუგვიანეს საქონლის საბაჟოზე წარდგენის დროისთვის, მისი საბაჟო სტატუსი, როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის, განისაზღვრება 153 – 156-ე მუხლების შესაბამისად.

10. საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოების მიერ ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის იმის დასამოწმებლად, რომ მასთან დაკავშირებული საქონელი გადის შემდგომ სასაქონლო ოპერაციას ან ხდება მისი რეექსპორტი 149-ე მუხლის შესაბამისად.

11. 1-ლი – მე-10 პუნქტების მიზნებისთვის, თუ ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, რომელიც გადაადგილდება სატრანზიტო პროცედურით, წარდგება საბაჟოზე დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, მონაცემები შესაბამისი სატრანზიტო ოპერაციისთვის შეიძლება ჩაითვალოს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციად იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ მიზნისთვის საჭირო მოთხოვნებს; თუმცა საქონლის მფლობელმა შეიძლება წარადგინოს საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია სატრანზიტო პროცედურის დასრულების შემდეგ.

 

მუხლი 146

საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში შესწორებების შეტანა და მისი ბათილად ცნობა

1. დეკლარაციის წარმდგენ პირს, განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის ერთ ან რამდენიმე მონაცემში შესწორებების შეტანის ნება უნდა დაერთოს მისი წარდგენის შემდეგ. აღნიშნულმა შესწორებებმა დეკლარაცია არ უნდა გახადოს დეკლარაციით თავდაპირველად გათვალისწინებული საქონლის გარდა სხვა საქონლის შესაფერისი.

შესწორებების შეტანა არ უნდა იყოს შესაძლებელი რომელიმე ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) თუ საბაჟო ორგანომ აცნობა დეკლარაციის წარმდგენ პირს, რომ ის აპირებს საქონლის შემოწმებას;

(b) თუ საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ დეკლარაციის მონაცემები არასწორია.

2. თუ საქონელი, რომლისთვისაც საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია იქნა წარდგენილი, არ არის წარდგენილი საბაჟოში, საბაჟო ორგანოებმა ბათილად უნდა სცნონ ეს დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

(a) დეკლარაციის წარმდგენი პირის მიმართვის შემთხვევაში;

(b) დეკლარაციის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში.

 

მუხლი 147

პირობები და მოვალეობები საქონლის დროებით დასასაწყობებლად

1. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ დროებით სასაწყობე სათავსებში 148-ე მუხლის შესაბამისად ან, თუ მიზანშეწონილია, საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ან დამტკიცებულ სხვა ადგილებში.

2. 134(2)-ე მუხლის დაურღვევლად, დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა იყოს მოვლილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მისი პირვანდელ მდგომარეობაში შენახვა მისი გარეგნული მხარის ან ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.

3. 148-ე მუხლში მითითებული ავტორიზაციის მფლობელი ან პირი, რომელიც საქონელს ასაწყობებს ისეთ შემთხვევებში, როცა ის ინახება სხვა საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ ან დამტკიცებულ ადგილებში, პასუხისმგებელია შემდეგზე:

(a) უზრუნველყოს, რომ დროებით დასაწყობებულ საქონელზე არ შეწყდეს საბაჟო ზედამხედველობა;

(b) შეასრულოს დროებით დასაწყობებული საქონლის დასაწყობებასან დაკავშირებული ვალდებულებები.

4. როცა, ნებისმიერი მიზეზით, შეუძლებელია გაგრძელდეს საქონლის დროებითი დასაწყობება, საბაჟო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა საქონელთან დაკავშირებული სიტუაციის მოსაწესრიგებლად 197-ე, 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად.

 

მუხლი 148

ავტორიზაცია დროებითი სასაწყობე სათავსების მუშაობისთვის

1. სასაწყობე სათავსების მუშაობისთვის საჭიროა ავტორიზაცია საბაჟო ორგანოების მიერ. ასეთი ავტორიზაცია არ არის საჭირო, როცა დროებითი სასაწყობე სათავსის ოპერატორი არის თვითონ საბაჟო ორგანო.

პირობები, რომლითაც ნებადართულია დროებითი სასაწყობე სათავსების მუშაობა, უნდა განისაზღვროს ავტორიზაციით.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული ავტორიზაცია უნდა მიეცეს მხოლოდ იმ პირებს, ვინც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

(a) ისინი დაფუძნებული არიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;

(b) ისინი იძლევიან ოპერაციების სათანადოდ ჩასატარებლად საჭირო გარანტიას; შეიძლება ჩაითვალოს, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ასრულებს ამ პირობებს იმდენად, რამდენადაც დროებითი სასაწყობე სათავსების მუშაობა მხედველობაში მიიღება 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული ავტორიზაციისას.

(c) ისინი უზრუნველყოფენ გარანტიას 89-ე მუხლის შესაბამისად.

სრული საბაჟო გარანტიის უზრუნველყოფის შემთხვევაში, გარანტიასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სათანადო აუდიტით.

3. 1-ლ პუნქტში მითითებული ავტორიზაცია მიცემულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ დროს, როცა საბაჟო ორგანოები შეძლებენ საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებას შესაბამისი ეკონომიკური საჭიროებების შეუსაბამო ადმინისტრაციული ზომების შემოღების გარეშე.

4. ავტორიზაციის მქონემ უნდა აწარმოოს სათანადო აღრიცხვა საბაჟო ორგანოების მიერ დამტკიცებული ფორმით.

აღრიცხვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციასა და მონაცემებს, რაც საბაჟო ორგანოებს დროებითი სასაწყობე სათავსების მუშაობის ზედამხედველობის საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით, დასაწყობებული საქონლის იდენტიფიკაციასთან, მის საბაჟო სტატუსსა და გადაადგილებასთან მიმართებაში.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, უნდა ითვლებოდეს პირველ და მეორე აბზაცებში მითითებილი ვალდებულებების შემსრულებლად იმდენად, რამდენადაც მისი დოკუმენტები დროებითი დასაწყობების ოპერაციის მიზნის შესაბამისია.

5. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება ავტორიზაციის მქონეს საქონლის ერთი დროებითი სასაწყობე სათავსიდან მეორეში გადაადგილების უფლებამოსილება მიანიჭონ იმ პირობით, თუ ეს გადაადგილება არ გაზრდის თაღლითობის რისკს და:

(a) ეს გადაადგილება განხორციელდება ერთ-ერთი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებლობის ქვეშ;

(b) ეს გადაადგილება გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ავტორიზაციით, რომელსაც გასცემს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას; ან

(c) გადაადგილების სხვა შემთხვევებში.

6. ეკონომიკური საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თუ ეს არ იქონიებს უარყოფით გავლენას საბაჟო ზედამხედველობაზე, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გასცენ ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის დროებით სასაწყობე სათავსში შენახვის ავტორიზაცია. ეს საქონელი არ უნდა ჩაითვალოს დროებით დასაწყობებულ საქონლად.

 

მუხლი 149

დროებითი დასაწყობების დამთავრება

ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი უნდა მოექცეს სასაქონლო ოპერაციებში ან მოხდეს მისი რეექსპორტი 90 დღეში.

 

მუხლი 150

სასაქონლო ოპერაციის შერჩევა

გარდა სხვაგვარად გათვალისწინებული შემთხვევებისა, დეკლარაციის წარმდგენ პირს უნდა შეეძლოს იმ სასაქონლო ოპერაციის შერჩევა, რომელიც საქონელმა უნდა გაიაროს ამ პროცედურის პირობებით, მიუხედავად მისი ბუნების ან რაოდენობის, წარმოშობის ქვეყნის, პარტიის და საბოლოო დანიშნულებისა.

 

მუხლი 151

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა ჰქონდეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) პირობები 147(1)-ე მუხლში მითითებული ადგილების დასამტკიცებლად;

(b) პირობები 148-ე მუხლში მითითებული დროებითი სასაწყობე სათავსების მუშაობისთვის ავტორიზაციის მისაცემად;

(c) 148(5)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მითითებული გადაადგილების შემთხვევები.

 

მუხლი 152

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების საშუალებით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) 145-ე მუხლში მითითებულ საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის წარსადგენად;

(b) საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში შესწორებების შესატანად 146(1)-ე მუხლის შესაბამისად;

(c) საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის ბათილად ცნობისთვის 146(2)-ე მუხლის შესაბამისად;

(d) 148(5)-ე მუხლში მითითებული დროებით დასაწყობებული საქონლის გადაადგილებისთვის;

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

კარი V

ზოგადი წესები საბაჟო სტატუსის, საქონლის სასაქონლო ოპერაციებისთვის დაქვემდებარების, ვერიფიკაციის, საქონლის გაშვებისა და განკარგვის შესახებ

თავი 1

საქონლის საბაჟო სტატუსი

მუხლი 153

ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსის პრეზუმფცია

1. უნდა ითვლებოდეს, რომ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ყველა საქონელს აქვს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი თუ არ დადგინდა, რომ ის არ არის ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა 1-ლი პუნქტით განსაზღვრული პრეზუმფცია არ გამოიყენება, საჭიროა ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსის დამტკიცება.

3. კონკრეტულ შემთხვევებში, მთლიანად ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მიღებულ საქონელს არ აქვს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი, თუკი ამ საქონლის მიღება ხდება დროებით დასაწყობებული საქონლიდან ან, თუ ის ექცევა გარე ტრანზიტის პროცედურაში, გადის შენახვის, დროებითი შემოტანის ან საბაჟო ტერიტორიაზე შიდა დამუშავების პროცედურისა.

 

მუხლი 154

ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსის დაკარგვა

ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი გადაიქცევა ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონედ შემდეგ შემთხვევებში:

(a) როცა ის გააქვთ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან იმდენად, რამდენადაც მასზე არ ვრცელდება შიდა ტრანზიტის წესები;

(b) როცა ის გადის გარე ტრანზიტის, შენახვის ან საბაჟო ტრიტორიაზე დამუშავების პროცედურას იმდენად, რამდენადაც ეს დაშვებულია საბაჟო კანონმდებლობით;

(c) როცა ის გადის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურას, და შემდეგ ხდება მისი სახელმწიფოსთვის გადაცემა ან განადგურება ისე, რომ რჩება ნარჩენები;

(d) როცა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დეკლარაცია ბათილად იცნობა საქონლის გაშვების შემდეგ.

 

მუხლი 155

ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელიც დროებით ტოვებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიას

1. 227(2)-ე მუხლის (b) – (f) ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, საქონელი ინარჩუნებს საბაჟო სტატუსს, როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სტატუსი დგინდება გარკვეულ პირობებში და საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალებებით.

2. კონკრეტულ შემთხვევებში, ევროკავშირის საზღვრებში წარმოებული საქონელი შეიძლება გადაადგილდეს ისე, რომ არ დაექვემდებაროს სასაქონლო ოპერაციას ერთი პუნქტიდან მეორეში ევროკავშირს საბაჟო ტერიტორიაზე და დროებით ტერიტორიის გარეთაც საბაჟო სტატუსის შეუცვლელად.

 

მუხლი 156

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა ჰქონდეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) შემთხვევები, რომლებზედაც არ ვრცელდება 153(1)-ე მუხლით განსაზღვრული პრეზუმფცია;

(b) პირობები ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემოსაღებად;

(c) შემთხვევები, როცა 153(3)-ე მუხლში მითითებულ საქონელს არ აქვს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი;

(d) შემთხვევები, როცა 155(2)-ე მუხლში მითითებული საქონლის საბაჟო სტატუსი არ იცვლება.

 

მუხლი 157

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების საშუალებით, კომისია განსაზღვრავს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსის მტკიცებულების მიწოდებისა და ვერიფიკაციის პროცედურულ ნორმებს.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურების შესაბამისად.

 

თავი 2

საქონლის სასაქონლო ოპერაციებისთვის დაქვემდებარება

სექცია 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 158

საქონლის საბაჟო დეკლარაცია და ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო ზედამხდველობა

1. ყველა საქონელი, რომელიც განკუთვნილია სასაქონლო ოპერაციის გასავლელად, გარდა თავისაუფალი ზონის პროცედურებისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს კონკრეტული პროცედურის შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით.

2. C2 კონკეტულ შემთხვევებში, გარდა მე-6(3) მუხლში მითითებულისა, საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს მონაცემების დამუშავების ელექტრონული მექანიზმების გარდა სხვა საშუალებებით.

3. საექსპორტოდ, ევროკავშირის შიდა ტრანზიტისთვის და გარე დამუშავებისთვის დეკლარირებული ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას 1-ლ პუნქტში მითითებული დეკლარაციის მიღების დროიდან მისი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გამოტანამდე, სახელმწიფოსთვის გადაცემამდე ან განადგურებამდე, ან საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.

 

მუხლი 159

კომპეტენტური საბაჟო პუნქტები

1. თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვაგვარად არ განისაზღვრა, წევრმა სახელმწიფობმა უნდა განსაზღვრონ თავიანთ ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა საბაჟო გამშვები პუნქტის მდებარეობა და კომპეტენცია.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გონივრული და სათანადო ოფიციალური გაღების საათები განსაზღვრული იყოს ამ პუნქტებისთვის გადაზიდვების, საქონლის სახისა და საბაჟო პროცედურების გათვალისწინებით, რომელშიც საქონელი უნდა მოექცეს ისე, რომ საერთაშორისო გადაზიდვების ნაკადი არც დაბრკოლდეს და არც დაირღვეს.

3. თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის კომპეტენტური საბაჟო პუნქტი წარმოადგენს საბაჟო პუნქტს, რომელიც პასუხისმგებელია იმ ადგილზე, სადაც საქონელი წარსდგება საბაჟოზე.

 

მუხლი 160

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიეცეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს შემთხვევები, როცა საბაჟო დეკლარაცია შეიძლება იქნეს წარდგენილი მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მექანიზმების გარდა სხვა საშუალებების გამოყენებით 158(2)-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 161

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების საშუალებით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) კომპეტენტური საბაჟო გამშვები პუნქტების დასადგენად, გარდა 159(3)-ე მუხლში მითითებულისა, ევროკავშირის საზღვრებში შემოსვლისა და საზღვრებიდან გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტების ჩათვლით.

(b) საბაჟო დეკლარაციის წარსადგენად 158(2)-ე მუხლში მითითებულ შემთხვევებში.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 2

სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 162

სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის შინაარსი

სტანდარტული საბაჟო დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რაც საჭიროა იმ საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი დებულებების გამოსაყენებლად, რომელთათვისაც ხდება საქონლის დეკლარირება.

 

მუხლი 163

თანმხლები დოკუმენტები

1. საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი დებულებების გამოსაყენებლად საჭირო თანმხლები დოკუმენტები, რომელთათვისაც ხდება საქონლის დეკლარირება, უნდა იყოს დეკლარაციის წარმდგენი პირის მფლობელობაში და საბაჟო ორგანოების განკარგულებაში საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას.

2. თანმხლები დოკუმენტები მიწოდებულ უნდა იქნეს საბაჟო ორგანოებისთვის, როცა ეს საჭიროა ევროკავშირის კანონმდებლობით ან, როცა ეს აუცილებელია საბაჟო კონტროლის პროცედურებისთვის.

3. კონკრეტულ შემთხვევებში, ეკონომიკურმა ოპერატორებმა შეიძლება შეადგინონ თანმხლები დოკუმენტები იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოების მიერ აქვთ მიცემული უფლებამოსილება.

 

მუხლი 164

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიეცეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებსამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს 163(3)-ე მუხლში მითითებული ავტორიზაციის მინიჭების წესებს.

 

მუხლი 165

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების საშუალებით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) 162-ე მუხლის თანახმად სტანდარტული საბაჟო დეკლარაციის წარსადგენად;

(b) 163(1)-ე მუხლის თანახმად თანმხლები დოკუმენტების ხელმისაწვდომობისთვის.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 3

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 166

გამარტივებული დეკლარაცია

1. საბაჟო ორგანომ შეიძლება დაუშვას პირის მიერ საქონლის მოქცევა სასაქონლო ოპერაციაში გამარტივებული დეკლარაციის საფუძველზე, რომელშიც შეიძლება გამოტოვებული იყოს გარკვეული ნაწილი 162-ე მუხლში მითითებული მონაცემებიდან ან 163-ე მუხლში მითითებული თანმხლები დოკუმენტები.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული გამარტივებული დეკლარაციის რეგულარული გამოყენება უნდა დაექვემდებაროს ავტორიზაციას საბაჟო ორგანოების მიერ.

 

მუხლი 167

დამატებითი დეკლარაცია

1. 166-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული დეკლარაციის ან 182-ე მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში ჩანაწრის გაკეთების შემთხვევაში, დეკლარაციის წარმდგენმა პირმა უნდა წარმოადგინოს დამატებითი დეკლარაცია, რომელშიც შესული იქნება შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის მონაცემები კომპეტენტურ საბაჟო პუნქტში კონკრეტულ ვადებში.

166-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული დეკლარაციის შემთხვევაში, აუცილებელი თანმხლები დოკუმენტები უნდა იყოს დეკლარაციის წარმდგენი პირის მფლობელობაში და საბაჟო ორგანოების განკარგულებაში კონკრეტულ ვადებში.

დამატებითი დეკლარაცია შეიძლება იყოს ზოგადი, პერიოდული ან განმეორებითი სახის.

2. დამატებითი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება იხსნება შემდეგ შემთხვევებში:

(a) როცა საქონელი გადის საბაჟო დასაწყობების პროცედურას;

(b) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში.

3. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გააუქმონ დამატებითი დეკლარაციის წარდგენის მოთხოვნა შემდეგი გარემოებების არსებობის შემთხვევაში:

(a) გამარტივებული დეკლარაცია ეხება საქონელს, რომლის ღირებულება და რაოდენობა სტატისტიკურ ზღვარზე ნაკლებია;

(b) გამარტივებული დეკლარაცია უკვე შეიცავს ყველა, შესაბამისი სასაქონლო ოპერაციისთვის საჭირო ინფორმაციას; და

(c) გამარტივებული დეკლარაცია არ კეთდება დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში აღრიცხვით.

4. 166-ე მუხლში მითითებული გამარტივებული დეკლარაცია ან 182-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში და დამატებითი დეკლარაცია უნდა ითვლებოდეს ერთიან, განუყოფელ სამართლებრივ ინსტრუმენტად, შესაბამისად იმ თარიღისთვის, როცა გამარტივებული დეკლარაცია მიიღება 172-ე მუხლის თანახმად, და იმ თარიღისთვის, როცა საქონელი აღირიცხება დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში.

5. ადგილი, სადაც დამატებითი დეკლარაცია უნდა იქნეს წარდგენილი, 87-ე მუხლის მიზნებისთვის ითვლება ადგილად, სადაც საბაჟო დეკლარაცია იქნა წარდგენილი.

 

მუხლი 168

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიეცეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა დაადგინოს:

(a) 166(2)-ე მუხლში მითითებული ავტორიზაციის მინიჭების პირობები;

(b) 167(1)-ე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული კონკრეტული ვადები, როცა დამატებითი დეკლარაცია უნდა იქნეს წარდგენილი;

(c) 167(1)-ე მუხლის მეორე აბზაცში მითითებული კონკრეტული ვადები, როცა დამატებითი დოკუმენტები უნდა იყოს დეკლარაციის წარმდგენი პირის საკუთრებაში.

(d) კონკრეტული შემთხვევები, როცა დამატებითი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება იხსნება 167(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 169

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების საშუალებით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) 166-ე მუხლში მითითებული გამარტივებული დეკლარაციის წარსადგენად;

(b) 167-ე მუხლში მითითებული დამატებითი დეკლარაციის წარსადგენად.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 4

დებულებები, რომლებიც ვრცელდება ყველა საბაჟო დეკლარაციაზე

მუხლი 170

საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

1. 167(1)-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც შეუძლია საბაჟო პროცედურის, რომელთან მიმართებაშიც ხდება საქონლის დეკლარირება, მარგულირელი დებულებების გამოსაყენებლად საჭირო ინფორმაციის წარდგენა. პირს ასევე უნდა შეეძლოს მოცემული საქონლის საბაჟოში წარდგენა თვითონ ან სხვის მიერ.

თუმცა, როცა საბაჟო დეკლარაციის მიღება კონკრეტულ პირს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს ამ პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

2. დეკლარაციის წარმდგენი პირი დამკვიდრებული უნდა იყოს ევროკავშირის საბაჟო ტერირორიაზე.

3. მე-2 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, არ არის საჭირო რომ ქვემოთ ჩამოთვლილი დეკლარაციის წარმდგენი პირები დაფუძნებულნი იყვნენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე:

(a) პირები, რომლებიც წარადგენენ საბაჟო დეკლარაციას სატრანზიტოდ ან დროებით შემოსატანად.

(b) პირები, რომლებიც იშვიათად წარადგენენ საბაჟო დეკლარაციას, მათ შორის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და შიდა გადამუშავებისთვის იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანოებს ეს გამართლებულად მიაჩნიათ;

(c) იმ ქვეყნებში დაფუძნებული პირები, რომელთა ტერიტორიაც ესაზღვრება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიას და, რომლებიც წარმოადგენენ საქონელს, რომელსაც ეხება საბაჟო დეკლარაცია ევროკავშირის სასზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომელიც ამ ქვეყანას ესაზღვრება, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა, სადაც ეს პირები არიან დაფუძნებულნი, აძლევს ორმხრივ შეღავათებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დამკვიდრებულ პირებს.

4. საბაჟო დეკლარაცია უნდა იქნეს დამოწმებული.

 

მუხლი 171

საბაჟო დეკლარაციის წარდგენა საქონლის წარდგენამდე

საბაჟო დეკლარაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს საბაჟოში საქონლის მოსალოდნელ წარდგენამდე. თუკი არ ხდება საქონლის წარდგენა საბაჟო დეკლრაციის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში, უნდა ჩაითვალოს, რომ საბაჟო დეკლარაცია არ იქნა წარდგენილი.

 

მუხლი 172

საბაჟო დეკლარაციის მიღება

1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე თავით განსაზღვრულ პირობებს, მიღებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოების მიერ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, რომელსაც ის ეხება, საბაჟოში იქნა წარდგენილი.

2. საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო დეკლარაციის მიღების თარიღი, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, უნდა იყოს იმ საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი დებულებების გამოყენების თარიღი, რომლისთვისაც ხდება საქონლის დეკლარირება, და ასევე ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებული ყველანაირი ფორმალობის თარიღი.

 

მუხლი 173

საბაჟო დეკლარაციაში შესწორებების შეტანა

1. დეკლარაციის წარმდგენ პირს, განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, ნება უნდა დაერთოს შესწორებები შეიტანოს საბაჟო დეკლარაციის ერთ ან მეტ მონაცემში, ამ დეკლარაციის საბაჟოს მიერ მიღების შემდეგ. შესწორებების შეტანის შედეგად საბაჟო დეკლარაცია არ უნდა გავრცელდეს იმ საქონელზე, რომელიც თავიდანვე არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დეკლარაციით.

2. დაუშვებელია ასეთი შესწორებების შეტანა შემდეგი შემთხვევების შემდეგ:

(a) როდესაც საბაჟო ორგანოებმა დეკლარაციის წარმდგენ პირს აცნობეს თავიანთი განზრახვის შესახებ შეამოწმონ საქონელი;

(b) როდესაც საბაჟო ორგანოებმა დაადგინეს, რომ საბაჟო დეკლარაციის მონაცემები არასწორია.

(c) როდესაც საბაჟო ორგანოებმა გაუშვეს საქონელი.

3. დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადით მიმართვისას, საბაჟო დეკლარაციის მიღებიდან სამი წლის შემდეგ საბაჟო დეკლარაციაში შესწორებების შეტანა შეიძლება ნებადართული იყოს საქონლის გაშვების შემდეგ, რათა დეკლარაციის წარმდგენმა პირმა შეასრულოს მისი ვალდებულებები საქონლის შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 174

საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა

1. საბაჟო ორგანოებმა, დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადით მიმართვისთანავე, ბათილად უნდა სცნონ საბაჟო დეკლარაცია რომელიმე შემდეგ შემთხვევაში:

(a) როცა მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ საქონელი დაუყოვნებლივ მოექცეს სასაქონლო ოპერაციაში;

(b) როცა მათ არაფერი აქვთ საწინააღმდეგო იმისა, რომ, განსაკუთრებული გარემოებების გამო საქონლის მოქცევა სასაქონლო ოპერაციაში, რომლისთვისაც მოხდა მისი დეკლარირება, აღარ არის გამართლებული.

თუმცა, თუ საბაჟო ორგანოები აცნობებენ დეკლარაციის წარმდგენ პირს თავიანთი განზრახვის შესახებ შეამოწმონ საქონელი, საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის განაცხადი არ უნდა იქნეს მიღებული საქონლის შემოწმებამდე.

2. არ უნდა მოხდეს საბაჟო დეკლარაცის ბათილად ცნობა საქონლის გაშვების შემდეგ, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 175

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევების განსასაზღვრად, როცა ხდება საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა საქონლის გაშვების შემდეგ 174(2)-ე მუხლის თანახმად.

 

მუხლი 176

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების საშუალებით უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) 171-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებით;

(b) 172-ე მუხლის თანახმად საბაჟო დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის ამ წესების გამოყენებასთან დაკავშირებით 179-ე მუხლში მითითებულ შემთხვევებში;

(c) საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაციაში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებით 173(3)-ე მუხლის შესაბამისად.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 5

სხვა გამარტივებები

მუხლი 177

საბაჟო დეკლარაციის შედგენის გამარტივება სხვადასხვა სატარიფო განაკვეთის მქონე საქონლისთვის

1. როცა პარტიაში შედის სხვადასხვა სატარიფო განაკვეთის მქონე საქონელი და თითოეული ასეთი საქონლის მართვა სატარიფო განაკვეთის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის შედგენის მიზნით, იწვევს დასარიცხ იმპორტისა და ექსპორტის გადასახადთან შეუსაბამო სამუშაო დატვირთვასა და ხარჯს, დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადით მიმართვის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები შეიძლება დათანხმდნენ, რომ ექსპორტისა და იმპორტის ხარჯი დაწესდეს მთლიან პარტიაზე საქონლის სატარიფო განაკვეთის საფუძველზე, რომელიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის გადასახადის უმაღლეს განაკვეთს.

2. საბაჟო ორგანოებმა უარი უნდა თქვან 1-ლ პუნქტში მითითებული გამარტივების გამოყენებაზე იმ საქონლის შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება აკრძალვებს, შეზღუდვებს ან სააქციზო გადასახადს, როცა ზომების გასატარებლად საჭიროა სწორი კლასიფიკაცია.

 

მუხლი 178

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების საშუალებით, უნდა მიიღოს ზომები 177(1)-ე მუხლის გამოყენების მიზნით სატარიფო განაკვეთის განსასაზღვრად.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 179

ცენტრალიზებული გაფორმება

1. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება უფლებამოსილება მიანიჭონ პირს წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია იმ საბაჟო ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია იმ ადგილზე სადაც დაფუძნებულია ეს პირი, იმ საქონლისთვის, რომლის განსაბაჟებლად წარდგენაც ხდება სხვა საბაჟო პუნქტში.

პირველ აბზაცში მითითებული ავტორიზაციის მოთხოვნა შეიძლება მოიხსნას, თუ ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენა ერთი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებლობით.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული ავტორიზაციისთვის განაცხადის შემტანი პირი უნდა იყოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას.

3. საბაჟო პუნქტი, რომელშიც ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა უნდა:

(a) ზედამხედველობდეს საქონლის მოქცევას შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში;

(b) ახორციელებდეს საბაჟო კონტროლის პროცედურებს 188-ე მუხლის (a) და (b) პუნქტებში მითითებული საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის;

(c) ითხოვდეს, რომ, სადაც მიზანშეწონილია, საბაჟო პუნქტმა, სადაც ხდება საქონლის წარდგენა, განახორციელოს საბაჟო კონტროლი 188-ე მუხლის (c) და (d) პუნქტებში მითითებული საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის; და

(d) განახორციელოს საბაჟო ფორმალობები ნებისმიერი საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტისა და ექსპორტის გადასახადის რაოდენობის ამოსაღებად.

4. საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, რომელშიც ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, და საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, რომელშიც ხდება საქონლის წარდგენა, უნდა გაცვალონ საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისა და საქონლის გასაშვებად აუცილებელი ინფორმაცია.

5. საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, რომელშიც ხდება საქონლის წარდგენა, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ ან ტერიტორიიდან გატანილ საქონელთან დაკავშირებული საკუთარი კონტროლის შეუზღუდავად, უნდა განახორციელონ მე-3 პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო კონტროლის პროცედურები და საბაჟო გამშვებ პუნქტს, სადაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, მიაწოდოს კონტროლის შედეგები.

6. საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, სადაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, უნდა გაუშვას საქონელი 194-ე და 195-ე მუხლების შესაბამისად ისე, რომ მხედველობაში მიიღოს:

(a) საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის საჭირო საკუთარი კონტროლის შედეგები;

(b) იმ საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ჩატარებული კონტროლის შედეგები, რომელშიც ხდება საქონლის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის და ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ და ტერიტორიიდან გატანილ საქონელთან დაკავშირებული კონტროლის შედეგები.

 

მუხლი 180

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, 179(1)-ე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული ავტორიზაციის მინიჭებისთვის საჭირო პირობების განსასაზღვრად.

 

მუხლი 181

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების საშუალებით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) ცენტრალიზებულ გაფორმებასთან დაკავშირებით 179-ე მუხლში მითითებული შესაბამისი საბაჟო ფორმალობებისა და კონტროლის ჩათვლით;

(b) 182(3)-ე მუხლში მითითებული საქონლის წარდგენის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებით ცენტრალიზებული გაფორმების კონტექსტში.

ეს განმახორცილებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 182

ჩანაწერი დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტში

1. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მიანიჭონ პირს საბაჟო დეკლარაციის, მათ შორის გამარტივებული დეკლარაციის წარდგენის უფლებამისილება დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში ჩანაწერის სახით იმ შემთხვევაში, თუ ამ დეკლარაციის მონაცემები არის საბაჟო ორგანოების განკარგულებაში დეკლარაციის წარმდგენი პირის ელექტრონულ სისტემაში იმ დროისთვის, როცა ხდება საბაჟო დეკლარაციის წარდგენა დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში ჩანაწერის სახით.

2. საბაჟო დეკლარაცია მიღებულად უნდა ჩაითვალოს დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში საქონლის შეტანის მომენტისთვის.

3. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მოიხსნან საქონლის წარდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, საქონელი უნდა ჩაითვალოს გაშვებულად დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში შეტანის მომენტისთვის.

ვალდებულების მოხსნა შესაძლებელია, თუკი სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

(a) დეკლარაციის წარმდგენი პირი არის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას;

(b) შესაბამისი საქონლის სახეობა და გადაადგილება ნებადართულია და ცნობილია საბაჟო ორგანოებისთვის;

(c) ზედამხედველ საბაჟო ორგანოს აქვს ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, რათა ჰქონდეს, საჭიროების გაჩენის შემთხვევაში, საქონლის შემოწმების უფლების გამოყენების შესაძლებლობა;

(d) დოკუმენტებში შეტანისას, საქონელი აღარ ექვემდებარება აკრძალვებსა და შეზღუდვებს გარდა ავტორიზაციით სხვაგვარად გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თუმცა, კონკრეტულ სიტუაციებში, ზედამხედველმა საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ საქონლის წარდგენა.

4. პირობები, რომელშიც ნებადართულია საქონლის გაშვება განსაზღვრული უნდა იქნეს ავტორიზაციაში.

 

მუხლი 183

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს 182(1)-ლ მუხლში მითითებული ავტორიზაციის მინიჭების პირობები.

 

მუხლი 184

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს 182-ე მუხლში მითითებული დეკლარაციის წარმდგენი პირის დოკუმენტებში ჩანაწერის შეტანის პროცედურული ნორმები, შესაბამისი საბაჟო ფორმალობებისა და კონტროლის ჩათვლით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 185

თვითშეფასება

1. განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება უფლებამოსილება მიანიჭონ ეკონომიკურ ოპერატორს, რომ მან გაატაროს საბაჟო ორგანოების მიერ გასატარებელი გარკვეული საბაჟო ფორმალობები, რათა განსაზღვროს გადასახდელი იმპორტისა და ექსპორტის გადასახადი, და განახორციელოს გარკვეული კონტროლი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

2. 1-ლ პუნქტში მითითებულ ავტორიზაციაზე განაცხადის შემტანი უნდა იყოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას.

 

მუხლი 186

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) 185(1)-ლ მუხლში მითითებული ავტორიზაციის მინიჭების პირობები;

(b) საბაჟო პროცედურები და კონტროლი, რომელიც უნდა განხორციელდეს 185(1)-ე მუხლში მითითებული ავტორიზაციის მქონეს მიერ.

 

მუხლი 187

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებით და ავტორიზაციის მქონეს მიერ ჩასატარებელი კონტროლი 185(1)-ე მუხლის შესაბამისად.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 3

ვერიფიკაცია და საქონლის გაშვება

სექცია 1

ვერიფიკაცია

მუხლი 188

საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაცია

მიღებულ საბაჟო დეკლარაციაში არსებული მონაცემების სიზუსტის ვერიფიკაციის მიზნით საბაჟო ორგანომ შეიძლება:

(a) შეამოწმოს დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები;

(b) მოსთხოვოს დეკლარაციის წარმდგენ პირს სხვა დოკუმენტების მიწოდება;

(c) შეამოწმოს საქონელი;

(d) აიღოს ნიმუშები საქონლის ანალიზის ან დეტალური შემოწმებისთვის.

 

მუხლი 189

შემოწმება და ნიმუშების აღება

1. საქონლის ტრანსპორტირება ადგილებში, სადაც ის უნდა შემოწმდეს და აღებულ იქნეს მისი ნიმუშები, და საქონლის ყველანაირი განკარგვა, რაც შეიძლება საჭირო გახდეს ასეთი შემოწმების ან ნიმუშების აღების შედეგად, უნდა განხორციელდეს დეკლარაციის წარმდგენი პირის პასუხისმგებლობით. გაწეული ხარჯები უნდა დაეკისროს დეკლარაციის წარმდგენ პირს.

2. დეკლარაციის წარმდგენ პირს გააჩნია უფლება იმყოფებოდეს ან ვინმეს მიერ იყოს წარმოდგენილი საქონლის შემოწმების და ნიმუშების აღების დროს. თუ საბაჟო ორგანოებს გააჩნიათ გონივრული საფუძველი ამის გასაკეთებლად, მათ შეიძლება მოსთხოვონ დეკლარაციის წარმდგენ პირს იმყოფებოდეს ან ვინმეს მიერ იყოს წარმოდგენილი საქონლის შემოწმების ან ნიმუშების აღების დროს, რათა მან უზრუნველყოს ასეთი შემოწმების ჩასატარებლად ან ნიმუშთა ასაღებად საჭირო დახმარება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშების აღება ხდება მოქმედი სამართლის ნორმების მიხედვით, საბაჟო ორგანოები არ არიან პასუხისმგებელნი არანაირი კომპენსაციის გადახდზე აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ეკისრებათ მათი ანალიზისა და შემოწმების ხარჯების გადახდა.

 

მუხლი 190

საქონლის ნაწილობრივი გასინჯვა და ნიმუშების აღება

1. როცა ხდება საბაჟო დეკლარაციით დაფარული საქონლის მხოლოდ ნაწილის შემოწმება ან ნიმუშების აღება, ნაწილობრივი გასინჯვის ან ნიმუშების ანალიზის ან შემოწმების შედეგები წაღებულ უნდა იქნეს იმავე დეკლარაციით გათვალისწინებული ყველა საქონლისთვის მისასადაგებლად.

თუმცა დეკლარაციის წარმდგენმა პირმა შეიძლება მოითხოვოს საქონლის შემდგომი შემოწმება ან ნიმუშების აღება თუკი ჩათვლის, რომ ნაწილობრივი შემოწმების ან აღებული ნიმუშების ანალიზის ან შემოწმების შედეგები არასწორია დეკლარირებული საქონლის დარჩენილ ნაწილთან მიმართებაში. თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ გაშვებულა ან, გაშვების შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარმდგენი პირი დაამტკიცებს, რომ ის არანაირად არ შეცვლილა.

2. 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის, როცა საბაჟო დეკლარაცია მოიცავს ერთ ან მეტ მუხლში გაერთიანებულ საქონელს, თითოეულ მუხლში გაერთიანებულ საქონელთან დაკავშირებული მონაცემები უნდა ითვლებოდეს ცალკეულ დეკლარაციად.

 

მუხლი 191

ვერიფიკაციის შედეგები

1. საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციის შედეგები გამოყენებული უნდა იქნეს იმ საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი დებულებების გამოსაყენებლად, რომელიც საქონელმა უნდა გაიაროს.

2. როცა არ ხდება საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაცია, 1-ლი პუნქტი გამოიყენება დეკლარაციაში შესული მონაცემების საფუძველზე.

3. საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებულ ვერიფიკაციას უნდა ჰქონდეს ერთნაირი გადამწყვეტი ძალა ევროკავშირის მთელს საბაჟო ტერიტორიაზე.

 

მუხლი 192

საიდენტიფიკაციო ზომები

1. საბაჟო ორგანოებმა ან, როცა მიზანშეწონილია, საბაჟო ორგანოების მიერ უფლებამოსილმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა უნდა მიიღონ საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ზომები, როცა იდენტიფიკაცია საჭიროა, რათა უზრუნველყონ იმ საბაჟო პროცედურის მარეგულირებელი დებულებების შესრულება, რომლისთვისაც მოხდა საქონლის დეკლარირება.

ამ საიდენტიფიკაო ზომებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი იურიდიული ძალა ევროკავშირის მთელს საბაჟო ტერიტორიაზე.

2. საქონელზე მიმაგრებული საიდენტიფიკაციო საშუალება, შეფუთვა და ტრანსპორტირების საშუალებები უნდა იქნეს მოხსნილი ან განადგურებული მხოლოდ საბაჟო ორგანოების მიერ ან, საბაჟო ორგანოების მიერ უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორების მიერ, თუ გაუთვალისწინებელი ან ფორსმაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, მათი მოხსნა ან განადგურება აუცილებელია საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალების დასაცავად.

 

მუხლი 193

განხორციელების უფლებამოსლიების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს საბაჟო დეკლარაციის ვერიფიკაციისთვის, საქონლის შემოწმებისა თუ ნიმუშთა ასაღებად საჭირო ზომები და ვერიფიკაციის შედეგები.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 2

გაშვება

მუხლი 194

საქონლის გაშვება

1. თუ სრულდება საქონლის მიერ შესაბამისი პროცედურის გავლის პირობები და იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი შეზღუდვაა გამოყენებული და საქონელი არ ექვემდებარება არანაირ აკრძალვას, საბაჟო ორგანოებმა უნდა გაუშვან საქონელი, როგორც კი მოხდება საბაჟო დეკლარაციის მონაცემების ვერიფიკაცია ან ვერიფიკაციის გარეშე მიღება.

პირველი აბზაცი ასევე გამოიყენება თუ 188-ე მუხლით გათვალისწინებული ვერიფიკაცია ვერ სრულდება დროის გონივრულ მონაკვეთში და ვერიფიკაციის მიზნებისთვის აღარ არის საჭირო საქონლის ადგილზე ყოფნა.

2. ერთი და იგივე დეკლარაციით დაფარული ყველა საქონელი გაშვებულ უნდა იქნეს ერთსა და იმავე დროს.

პირველი აბზაცის მიზნებისთვის, როცა საბაჟო დეკლარაცია მოიცავს ორ ან მეტ მუხლში გაერთიანებულ საქონელს, თითოეულ მუხლში გაერთიანებულ საქონელთან დაკავშირებული მონაცემები უნდა ითვლებოდეს ცალკეულ დეკლარაციად.

 

მუხლი 195

საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის რაოდენობის გადახდაზე ან გარანტიის წარდგენაზე დამოკიდებული საქონლის გაშვება

1. როცა საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შედეგად წარმოიქმნება საბაჟო დავალიანება, საქონლის გაშვება დამოკიდებული უნდა იყოს საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტისა და ექსპორტის გადასახადის გადახდაზე ან ვალის დაფარვის გარანტიის წარდგენაზე.

თუმცა, მესამე აბზაცის დაურღვევლად, პირველი აბზაცი არ ვრცელდება დროებით შემოტანაზე იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით.

თუ საბაჟო პროცედურების მარეგულირებელი დებულებების შესაბამისად, რომელთათვისაც ხდება საქონლის დეკლარირება, საბაჟო ორგანოები მოითხოვენ გარანტიის წარდგენას, ეს საქონელი არ უნდა იქნეს მოქცეული სასაქონლო ოპერაციისთვის, სანამ არ მოხდება ასეთი გარანტიის წარდგენა.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქონლის გაშვება არ უნდა იყოს დამოკიდებული გარანტიის წარდგენაზე იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც ექვემდებარება მოთხოვნის სატარიფო კვოტაზე დამყარებას.

3. როცა გამოიყენება 166-ე, 182-ე და 185-ე მუხლებით გათვალისწინებული გამარტივებები და ხდება სრული საბაჟო გარანტიის წარდგენა, საქონლის გაშვება არ უნდა იყოს დამოკიდებული საბაჟო ორგანოების მიერ გარანტიის მონიტორინგზე.

 

მუხლი 196

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს 195(2)-ე მუხლში მითითებული შემთხვევები.

 

თავი 4

საქონლის განკარგვა

მუხლი 197

საქონლის განადგურება

თუ საბაჟო ორგანოებს გააჩნიათ გონივრული საფუძველი ამის გასაკეთებლად, მათ შეიძლება მოითხოვონ საბაჟოში წარდგენილი საქონლის განადგურება და, შესაბამისად, ამის შესახებ აცნობონ საქონლის მფლობელს. განადგურების ხარჯი ეკისრება საქონლის მფლობელს.

 

მუხლი 198

საბაჟო ორგანოების მიერ მისაღები ზომები

1. საბაჟო ორგანოებმა უნდა მიიღონ ნებისმიერი აუცილებელი ზომა კონფისკაციის, გაყიდვის ან განადგურების ჩათვლით, შემდეგ შემთხვევებში საქონლის განსაკარგად:

(a) როცა არ სრულდება საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი ვალდებულება ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით, ან წყდება საბაჟო ზედამხედველობა საქონელზე;

(b) როცა შეუძლებელია საქონლის გაშვება რომელიმე შემდეგი მიზეზის გამო:

(i) დეკლარაციის წარმდგენ პირთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე შეუძლებელია საქონლის შემოწმების წამოწყება ან გაგრძელება საბაჟო ორგანოების მიერ დადგენილ ვადებში;

(ii) დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც უნდა მოხდეს საქონლის მოთხოვნილ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე ან საქონლის გაშვებამდე, არ იქნა წარდგენილი;

(iii) ანგარიშსწორება ან გარანტია, რომელიც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ან წარდგენილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადთან დაკავშირებით, სიტუაციიდან გამომდინარე, არ იქნა უზრუნველყოფილი ან წარდგენილი დადგენილ ვადებში;

(iv) საქონელი ექვემდებარება აკრძალვებს ან შეზღუდვებს.

(c) როცა საქონელი არ წაღებულა გაშვების შემდეგ გონივრულ ვადებში;

(d) როცა გაშვების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საქონელს არ დაუკმაყოფილებია გაშვების პირობები; ან

(e) როცა ხდება საქონლის სახელმწიფოსთვის გადაცემა 199-ე მუხლის შესაბამისად.

2. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს, რომელსაც ყადაღა დაედო ან რომლის კონფისკაციაც მოხდა, შეიძლება ჩაითვალოს საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეულად. ის აღრიცხულ უნდა იქნეს საბაჟო დასაწყობების ოპერატორის დოკუმენტებში ან, თუ მას ფლობს საბაჟო ორგანო, ამ უკანასკნელის მიერ.

როცა საქონელი, რომლის განადგურებაც, სახელმწიფოსთვის გადაცემა, დაყადაღება ან კონფისკაცია უნდა მოხდეს, უკვე ექვემდებარება საბაჟო დეკლარაციას, დოკუმენტები უნდა მოიცავდეს მითითებას საბაჟო დეკლარაციაზე. საბაჟო ორგანოებმა ბათილად უნდა სცნონ საბაჟო დეკლარაცია.

3. 1-ლ პუნქტში მითითებული ღონისძიებების ხარჯები უნდა დაეკისროს:

(a) 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, ნებისმიერი პირს, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულებების შესრულება და, რომელმაც საქონელზე შეწყვიტა საბაჟო ზედამხედველობა;

(b) 1-ლი პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, დეკლარაციის წარმდგენ პირს;

(c) 1-ლი პუნქტის (d) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, პირს, რომელსაც მოეთხოვება საქონლის გაშვების პირობების დაცვა;

(d) 1-ლი პუნქტის (e) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევბში, პირს, რომელიც საქონელს სახელმწიფოს გადასცემს.

 

მუხლი 199

სახელმწიფოსთვის გადაცემა

ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი და საქონელი, რომელიც გადის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურას, საბაჟო ორგანოებისგან წინასწარი თანხმობით, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს დეკლარანტის მიერ, ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, საქონლის მფლობელის მიერ.

 

მუხლი 200

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) 197-ე მუხლის თანახმად საქონლის განადგურებასთან დაკავშირებით;

(b) 198(1)-ე მუხლის თანახმად საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით;

(c) 199-ე მუხლის თანახმად საქონლის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

კარი VI

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება

თავი 1

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება

მუხლი 201

მოქმედების სფერო და მიზანი

1. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირის ბაზარზე გასატანად ან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე კერძო გამოყენებისა თუ მოხმარებისთვის, გაშვებული უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში.

2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას შეიძლება მოჰყვეს შემდეგი:

(a) ნებისმიერი საჭირო იმპორტის გადასახადის შეგროვება;

(b) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა გადასახადების შეგროვება, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ გადასახადების შეგროვებასთან დაკავშირებით მოქმედი სხვა შესაბამისი სამართლის ნორმებით;

(c) კომერციული პოლიტიკური ღონისძიებების, აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენება თუ არ არის საჭირო მათი უფრო ადრეულ სტადიაზე გამოყენება; და

(d) საქონლის იმპორტთან დაკავშირებული სხვა ფორმალობების შესრულება.

3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელს ანიჭებს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსს.

 

მუხლი 202

კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები

1. როცა ხდება შიდა გადამუშავებით მოპოვებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, და იმპორტის გადასახადის დაანგარიშება ხდება 86(3)-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაყენებელი კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები უნდა იყოს იმ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შესაბამისი, რომელმაც გაიარა შიდა გადამუშავება.

2. 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება ნარჩენებზე.

3. როცა ხდება შიდა გადამუშავებით მოპოვებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, და იმპორტის გადასახადის დაანგარიშება ხდება 85(1)-ე მუხლის შესაბამისად, კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, რომლებიც ვრცელდება ამ საქონელზე, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა შიდა გადამუშავებში მყოფი საქონელი ექვემდებარება ასეთ ღონისძიებებს.

4. როცა ევროკავშირის კანონმდებლობა აწესებს კომერციული პოლიტიკის ღონისძიებებს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით, ასეთი ღონისძიებები არ უნდა ეხებოდეს გადამუშავებულ პროდუქტს, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც მოხდა საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების შემდეგ, როცა:

(a) დამუშავებული საქონელი ინარჩუნებს ევროკავშირის საქონლის წარმომავლობას მე-60 მუხლში მოცემული მნიშვნელობით;

(b) დამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ მოიცავს აღდგენას 261-ე მუხლში მითითებულ სტანდარტული მიმოცვლის სისტემის ჩათვლით; ან

(c) დამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ მოჰყვება დამუშავების შემდგომ ოპერაციებს 258-ე მუხლის შესაბამისად.

 

თავი 2

იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება

სექცია 1

დაბრუნებული საქონელი

მუხლი 203

მოქმედების სფერო და ზეგავლენა

1. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, რომელიც თავდაპირველად ექსპორტირებულ იქნა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, ამ ტერიტორიაზე ბრუნდება სამი წლის ვადაში და ცხადდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულად, შესაბამისი პირის მიერ განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, უნდა გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.

პირველი აბზაცი გამოიყენება მაშინაც, როცა დაბრუნებული საქონელი წარმოადგენს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან უკვე ექსპორტირებული საქონლის ნაწილს.

2. 1-ლ პუნქტში მითითებული სამ წლიანი პერიოდი შეიძლება გადაცილებულ იქნეს განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინების მიზნით.

3. როცა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის წინ დაბრუნებული საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში უბაჟოდ ან იმპორტისა და ექსპორტის გადასახადის შემცირებული ტარიფით კონკრეტული მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების გამო, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადასახადების გადახდისგან გათავისუფლება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში უნდა გაიშვას ერთი და იგივე მიზნობრივი დანიშნულებით გამოსაყენებლად.

როცა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება, რომლისთვისაც უნდა მოხდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, ერთი და იგივე აღარაა, იმპორტის გადასახადის ოდენობას უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში პირველად გაშვებისას შეგროვებული თანხის ოდენობა. თუკი ეს უკანასკნელი აღემატება დაბრუნებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად დაწესებულ თანხას, გადახდა არ უნდა იქნეს დაშვებული.

4. თუ 154-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი კარგავს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის სტატუსს და შემდეგ ხდება მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, გამოყენებული უნდა იქნეს 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები.

5. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ საქონელი ბრუნდება იმ სახელმწიფოში, საიდანაც მოხდა მისი ექსპორტირება.

6. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება დასაბუთებული უნდა იქნეს გათავისუფლების პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციით.

 

მუხლი 204

საქონელი, რომელმაც ისარგებლა ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკით განსაზღვრული ღონისძიებებით

203-ე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება არ ვრცელდება საქონელზე, რომელმაც ისარგებლა ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკით განსაზღვრული ღონისძიებებით, რაც მოიცავს მათ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტირებას, გარდა სხვაგვარად გათვალისწინებული კონკრეტული შემთხვევებისა.

 

მუხლი 205

საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი

1. 203-ე მუხლი ვრცელდება დამუშავებულ პროდუქტებზე, რომელთა თავდაპირველი რეექსპორტიც მოხდა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შემდეგ.

2. დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადით მიმართვისა და მის მიერ აუცილებელი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის ოდენობა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე უნდა განისაზღვროს 86(3)-ე მუხლის შესაბამისად. რეექსპორტის დეკლარაციის მიღების თარიღი უნდა ჩაითვალოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების თარიღად.

3. 203-ე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება არ უნდა დაიშვას დამუშავებულ პროდუქტზე, რომლის ექსპორტიც მოხდა 233(2)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ არანაირი საქონელი არ გაივლის საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურას.

 

მუხლი 206

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) შემთხვევები, როცა მიჩნეულია, რომ საქონელი უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოში, საიდანაც მოხდა მათი ექსპორტირება;

(b) 204-ე მუხლში მითითებული კონკრეტული შემთხვევები.

 

მუხლი 207

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს 203(6)-ე მუხლში მითითებული ინფორმაციის მიწოდების პროცედურული ნორმები.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 2

საზღვაო თევზჭერა და ზღვაში მოპოვებული პროდუქტები

მუხლი 208

საზღვაო თევზჭერისა და ზღვიდან მოპოვებული სხვა პროდუქტები

1. მე-60(1) მუხლის დაურღვევლად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ, შემდეგი პროდუქტები უნდა გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან:

(a) საზღვაო თევზჭერის პროდუქტები და ქვეყნის ან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ტერიტორიული ზღვიდან მოპოვებული სხვა პროდუქტები იმ საზღვაო ხომალდით, რომელიც დარეგისტრირებულია მხოლოდ წევრ სახელმწიფოში და დაცურავს ამ სახელმწიფოს დროშის ქვეშ;

(b) (a) ქვეპუნქტში მითითებული პროდუქტებისგან მოპოვებული პროდუქტები იმ გადამამუშავებელი გემი-ქარხნების ბაქანზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. 1-ლ პუნქტით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება უნდა დასაბუთდეს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მტკიცებულებით.

 

მუხლი 209

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები 208(2)-ე პუნქტში მითითებული მტკიცებულების მისაწოდებლად.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

კარი VII

სპეციალური პროცედურები

თავი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 210

მოქმედების სფერო

საქონელი შეიძლება მოექცეს სპეციალური პროცედურების ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ კატეგორიაში:

(a) ტრანზიტი, რომელიც მოიცავს გარე და შიდა ტრანზიტს;

(b) შენახვა, რომელიც მოიცავს საბაჟო დასაწყობებასა და თავისუფალ ზონებს;

(c) კონკრეტული გამოყენება, რომელიც მოიცავს დროებით შემოტანას და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას;

(d) დამუშავება, რომელიც მოიცავს საბაჟო ტერიტორიის შიდა და გარე გადამუშავებას.

 

მუხლი 211

ავტორიზაცია

1. საბაჟო ორგანოების ავტორიზაცია საჭირო იქნება შემდეგი მიზნებისთვის:

(a) საბაჟო ტერიტორიის შიგნით და გარეთ დამუშავების პროცედურის გამოყენება, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება;

(b) სასაწყობე სათავსების საქმიანობა საქონლის საბაჟო დასაწყობებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასაწყობე სათავსების საქმიანობის განმახორციელებელი თავად არის საბაჟო ორგანო.

პირობები, რომლის შესაბამისად დასაშვებია პირველ აბზაცში მოცემული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენება ან სასაწყობო სათავსების საქმიანობა, უნდა განისაზღვროს ავტორიზაციით.

2. საბაჟო ორგანოები მიანიჭებენ ავტორიზაციას უკუძალით, თუ სრულდება ყველა ქვემოთ მოცემული პირობა:

(a) არსებობს დამტკიცებული ეკონომიკური საჭიროება;

(b) განცხადება არ არის დაკავშირებული მოტყუების მცდელობასთან;

(c) ანგარიშების ან ჩანაწერების საფუძველზე განმცხადებელმა დაამტკიცა, რომ:

(i) დაკმაყოფილებულია პროცედურის ყველა მოთხოვნა;

(ii) თუ საჭიროა, შესაძლებელია საქონლის იდენტიფიცირება აღნიშნული დროის მონაკვეთისთვის;

(iii) ასეთი ანგარიშები ან ჩანაწერები იძლევა პროცედურის კონტროლის შესაძლებლობას;

(d) შესაძლებელია საქონლის მდგომარეობის მოწესრიგებისთვის საჭირო ყველა ფორმალობის განხორციელება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა;

(e) განმცხადებელს არ მიუღია ავტორიზაცია უკუძალით განცხადების მიღების დღიდან სამი წლის განმავლობაში;

(f) ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ეხება ავტორიზაციის განახლებას მსგავსი საქმიანობისთვის ან საქონლისთვის;

(g) განცხადება არ ეხება სასაწყობო სათავსების საქმიანობას საქონლის საბაჟო დასაწყობებისთვის;

(h) თუ განცხადება დაკავშირებულია მსგავსი საქმიანობის ან საქონლის ავტორიზაციის განახლებასთან, განცხადება წარედგინება თავდაპირველი ავტორიზაციის ვადის ამოწურვიდან სამი წლის განმავლობაში.

საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მიანიჭონ ავტორიზაცია უკუძალით ასევე იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, აღარ არის ხელმისაწვდომი იმ დროს, როდესაც მიღებული იქნა განცხადება ასეთი ავტორიზაციისთვის.

3. თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, 1-ლ პუნქტში აღნიშნული ავტორიზაცია მიენიჭება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდეგ პირობას:

(a) ისინი დაფუძნებული არიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;

(b) ისინი წარმოადგენენ საქმიანობის სათანადოდ წარმართვის რწმუნებას; მიიჩნევა, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ასრულებს ამ პირობას თუ საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ პროცედურასთან, გათვალისწინებულია 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციით;

(c) თუ სპეციალური პროცედურის ფარგლებში მოქცეულ საქონელზე ვრცელდება საბაჟო დავალიანება ან სხვა გადასახადები, ისინი წარადგენენ გარანტიას 89-ე მუხლის შესაბამისად;

(d) დროებითი შემოტანის ან საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შემთხვევაში, ისინი იყენებენ საქონელს ან ორგანიზებას უწევენ მის გამოყენებას ან ისინი ახორციელებენ საქონლის დამუშავებას ან ახორციელებენ მისი გადაზიდვის ორგანიზებას.

4. თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, და მე-3 პუნქტის გარდა, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაცია მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებული იქნება ყველა შემდეგი პირობა:

(a) საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ საბაჟო ზედამხედველობა ისე, რომ არ იყოს საჭირო ეკონომიკური საჭიროებების არაპროპორციული ადმინისტრაციული ზომების გატარება;

(b) ევროკავშირის მწარმოებელთა ძირითად ინტერესებზე არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა დამუშავების პროცედურის ავტორიზაციამ (ეკონომიკური პირობები).

5. ჩაითვლება, რომ ევროკავშირის მწარმოებელთა ძირითად ინტერესებზე არ მომხდარა მე-4 პუნქტის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარყოფითი გავლენა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს საწინააღმდეგოს მტკიცებულება ან თუ ეკონომიკური პირობები მიიჩნევა შესრულებულად.

6. თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ევროკავშირის მწარმოებლების ძირითად ინტერესებზე შესაძლოა მოხდეს უარყოფითი გავლენა, უნდა მოხდეს ეკონომიკური პირობების შესწავლა ევროკავშირის დონეზე.

 

მუხლი 212

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) 211(1)-ე მუხლში მითითებული პროცედურებისთვის საჭირო ავტორიზაციის მინიჭების პირობები;

(b) გამონაკლისები 211(3)-ე და 211(4)-ე მუხლში მითითებული პირობებიდან;

(c) შემთხვევები, როდესაც ეკონომიკური პირობები ითვლება შესრულებულად 211(5)-ე მუხლის თანახმად.

 

მუხლი 213

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ განმახორციელებელი აქტების საშუალებით უნდა განსაზღვროს 211(6)-ე მუხლში მითითებული ეკონომიკური პირობების შესწავლის პროცედურული ნორმები.

აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 214

ჩანაწერები

1. გარდა ტრანზიტის პროცედურისა, ან თუ სხვაგვარად არის გათვალისწინებული, ავტორიზაციის მქონე პირმა, დეკლარანტმა და ყველა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან, მუშაობასთან ან დამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ან საქონლის გაყიდვას ან შეძენას თავისუფალ ზონებში, უნდა აწარმოოს სათანადო ჩანაწერები საბაჟო ორგანოების მიერ დამტკიცებული ფორმით.

ჩანაწერები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას და მონაცემებს, რომელიც საბაჟო ორგანოებს მისცემს საშუალებას ზედამხედველობა გაუწიონ აღნიშნულ პროცედურას, კერძოდ, ამ პროცედურის ქვეშ მოქცეული საქონლის იდენტიფიკაციასთან, მის საბაჟო სტატუსთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

2. მიიჩნევა, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, ასრულებს 1-ლი პუნქტით დადგენილ ვალდებულებებს, თუ მისი ჩანაწერები შეესაბამება სპეციალური პროცედურის მიზნებს.

 

მუხლი 215

სპეციალური პროცედურის შესრულება

1. ტრანზიტის პროცედურის გარდა სხვა შემთხვევებში და 254-ე მუხლის დაურღვევლად, სპეციალური პროცედურა შესრულდება მაშინ, როდესაც საქონელი, რომელიც მოქცეულია პროცედურაში ან დამუშავებული პროდუქტი, რომელიც მოქცეულია შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში, ამოღებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურებულია ნარჩენების გარეშე, ან გადაცემულია სახელმწიფოსთვის 199-ე მუხლის შესაბამისად.

2. ტრანზიტის პროცედურა შესრულდება საბაჟო ორგანოების მიერ, როდესაც ისინი შეძლებენ დაადგინონ გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტისთვის ხელმისაწვდომი მონაცემების შედარების საფუძველზე და იმ მონაცემების საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომია დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტისთვის, რომ პროცედურა დასრულდა სწორად.

3. საბაჟო ორგანოები მიიღებენ ყველა ზომას, რომელიც საჭიროა იმ საქონლის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, რომლის მიმართ პროცედურა არ შესრულებულა დადგენილი პირობების შესაბამისად.

4. პროცედურის შესრულება მოხდება კონკრეტულ ვადაში, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა.

 

მუხლი 216

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს 215(4)-ე მუხლში მითითებული ვადა.

 

მუხლი 217

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

C2

კომისიამ უნდა დაადგინოს, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, 215-ე მუხლში მითითებული სპეციალური პროცედურის ჩატარებისთვის საჭირო პროცედურული ნორმები.

B

აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 218

უფლებების და მოვალეობების გადაცემა

დეკლარანტის უფლებები და მოვალეობები იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც მოქცეულია სპეციალური პროცედურის ქვეშ, გარდა ტრანზიტისა, შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირს, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნული პროცედურისთვის დადგენილ პირობებს.

 

მუხლი 219

საქონლის გადაადგილება

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ტრანზიტის გარდა სხვა სპეციალურ პროცედურაში ან თავისუფალ ზონაში მოქცეული საქონელი შეიძლება გადაადგილდეს სხვადასხვა ადგილებს შორის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში.

 

მუხლი 220

მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმები

საქონელმა, რომელიც მოქცეულია საბაჟო დასაწყობების ან დამუშავების პროცედურაში ან თავისუფალ ზონაში, შეიძლება გაიაროს მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმები მისი შენარჩუნების, გარეგნული იერსახის ან გასაყიდი ხარისხის გაუმჯობესების, მისი დისტრიბუციის ან გადაყიდვისთვის მომზადების მიზნით.

 

მუხლი 221

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად და:

(a) დაადგინოს ტრანზიტის გარდა სხვა სპეციალურ პროცედურაში ან თავისუფალ ზონაში მოქცეული საქონლის გადაადგილების შემთხვევები და პირობები 219-ე მუხლის შესაბამისად;

(b) განსაზღვროს საბაჟო დასაწყობების ან დამუშავების პროცედურაში ან თავისუფალ ზონაში მოქცეული საქონლის მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმები 220-ე მუხლის თანახმად.

 

მუხლი 222

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა დაადგინოს პროცედურული ნორმები შემდეგისთვის:

(a) დეკლარანტის უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემისთვის იმ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც მოქცეულია ტრანზიტის გარდა სხვა სპეციალურ პროცედურაში 218-ე მუხლის შესაბამისად;

(b) ტრანზიტის გარდა სხვა სპეციალურ პროცედურაში ან თავისუფალ ზონაში მოქცეული საქონლის გადაადგილებისთვის 219-ე მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 223

ეკვივალენტური საქონელი

1. ეკვივალენტური საქონელი შედგება ევროკავშირის საქონლისგან, რომელიც ინახება, გამოიყენება ან მუშავდება სპეციალური პროცედურის ფარგლებში მოქცეული საქონლის ნაცვლად.

საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურის ფარგლებში ეკვივალენტური საქონელი შედგება ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლისგან, რომელიც მუშავდება საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურის ფარგლებში მოქცეული ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის ნაცვლად.

თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, ეკვივალენტურ საქონელს აქვს იგივე რვანიშნა კომბინირებული ნომენკლატურის კოდი, იგივე კომერციული ხარისხი და იგივე ტექნიკური მახასიათებლები, რაც საქონელს, რომელსაც ის ცვლის.

2. მიმართვის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები გასცემენ ქვემოთ მოცემული მოქმედებების უფლებამოსილებას, თუ უზრუნველყოფილი იქნება საბაჟო ზედამხედველობასთან დაკავშირებული პროცედურის სათანადო წარმართვა:

(a) ეკვივალენტური საქონლის გამოყენება საბაჟო დასაწყობების, თავისუფალი ზონების, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და დამუშავების პროცედურის ფარგლებში;

(b) ეკვივალენტური საქონლის გამოყენება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში;

(c) საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შემთხვევაში, ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული დამუშავებული პროდუქციის ექსპორტი იმ საქონლის იმპორტამდე, რომელსაც ის ცვლის;

(d) საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების შემთხვევაში, ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული დამუშავებული პროდუქციის იმპორტი იმ საქონლის ექსპორტამდე, რომელსაც ის ცვლის.

მიიჩნევა, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, აკმაყოფილებს პროცედურის სათანადო წარმართვის უზრუნველყოფის პირობას თუ საქმიანობა, რომელიც ეხება ეკვივალენტური საქონლის გამოყენებას აღნიშნული პროცედურისთვის გათვალისწინებულია 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებულ ავტორიზაციაში.

3. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება არ იქნება ავტორიზებული არცერთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) თუ 220-ე მუხლის შესაბამისად ხორციელდება მხოლოდ მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმები საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის ფარგლებში;

(b) თუ საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურაში მოქცეული დამუშავებული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებულ წარმოშობის არმქონე საქონელზე ვრცელდება იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების პირობა, რომლისთვისაც გაცემულია ან ევროკავშირსა და ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ მდებარე კონკრეტულ ქვეყნებს ან ტერიტორიებს, ან ასეთი ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებს შორის დადებულ პრიორიტეტული შეთანხმების ფარგლებში შედგენილია საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

(c) თუ ეს გამოიწვევს გაუმართლებელ იმპორტის გადასახადის შეღავათს ან თუ ეს დადგენილია ევროკავშირის კანონმდებლობით.

4. მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში და თუ დამუშავებული პროდუქცია ექვემდებარება ექსპორტის გადასახადს, თუ მისი ექსპორტი არ ხორციელდება საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის კონტექსტში, ავტორიზაციის მქონე პირი წარადგენს გარანტიას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ექსპორტის გადასახადის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის იმპორტი 257(3)-ე მუხლში მითითებული პერიოდის განმავლობაში.

 

მუხლი 224

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) გამონაკლისები 223(1)-ე მუხლის მესამე აბზაციდან;

(b) პირობები, რომლის მიხედვითაც ეკვივალენტური საქონელი გამოიყენება 223(2)-ე მუხლის შესაბამისად;

(c) კონკრეტული შემთხვევები, სადაც ეკვივალენტური საქონელი გამოიყენება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში 223(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად;

(d) შემთხვევები, როდესაც ეკვივალენტური საქონლის გამოყენება არ არის სანქცირებული 223(3)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 225

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს 223(2)-ე მუხლის შესაბამისად სანქცირებული ეკვივალენტური საქონლის გამოყენებისთვის საჭირო პროცედურული ნორმები.

აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 2

ტრანზიტი

ქვეთავი 1

გარე და შიდა ტრანზიტი

მუხლი 226

გარე ტრანზიტი

1. გარე ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის გადაადგილება ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს შემდეგი:

(a) იმპორტის გადასახადი;

(b) სხვა გადასახადები, რომელიც გათვალისწინებულია სხვა შესაბამისი მოქმედი სამართლის ნორმებით;

(c) კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, თუ ისინი არ კრძალავს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლას ან გასვლას.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი მოექცევა გარე ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში.

3. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადაადგილება განხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით:

(a) ევროკავშირის გარე ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში;

(b) „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ შესაბამისად, თუ ასეთი გადაადგილება:

(i) დაიწყო ან უნდა დასრულდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

(ii) ხორციელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ორ პუნქტს შორის, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული ქვეყნის ან ტერიტორიის გავლით.

(c) „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის დროებითი დაშვების შესახებ კონვენციის“/„სტამბულის კონვენციის“ შესაბამისად, სადაც ხორციელდება სატრანზიტო გადაადგილება;

(d) „რაინის მანიფესტის“ ფარგლებში („რაინზე ნაოსნობის შესახებ მანჰეიმის კონვენციის შესწორებული რედაქციის“ მე-9 მუხლი);

(e) 302-ე ფორმის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების“ მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში „მათი ძალების სტატუსთან დაკავშირებით“ და ხელმოწერილია 1951 წლის 19 ივნისს ლონდონში;

(f) საფოსტო სისტემის ფარგლებში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ აქტების შესაბამისად, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხდება უფლებებისა და ვალდებულებების მქონე პირებისთვის ან მათ მიერ ასეთი აქტების შესაბამისად.

 

მუხლი 227

შიდა ტრანზიტი

1. შიდა ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში და მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, შესაძლებელია ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის გადაადგილება ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში, რომელმაც შესაძლოა გადაკვეთოს აღნიშნული საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული ქვეყანა ან ტერიტორია მის საბაჟო სტატუსში ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს ერთ-ერთი შემდეგი გზით:

(a) ევროკავშირის შიდა ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, თუ ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით;

(b) „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ შესაბამისად;

(c) „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის დროებითი დაშვების შესახებ კონვენციის“/„სტამბულის კონვენციის“ შესაბამისად, სადაც ხდება სატრანზიტო გადაადგილება;

(d) „რაინის მანიფესტის“ ფარგლებში („რაინზე ნაოსნობის შესახებ მანჰეიმის კონვენციის შესწორებული რედაქციის“ მე-9 მუხლი);

(e) 302-ე ფორმის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების“ მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში „მათი ძალების სტატუსთან დაკავშირებით“, რომელსაც ხელი მოეწერა 1951 წლის 19 ივნისს ლონდონში;

(f) საფოსტო სისტემის ფარგლებში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ აქტების შესაბამისად, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხდება უფლებებისა და ვალდებულებების მქონე პირებისთვის ან მათ მიერ ასეთი აქტების შესაბამისად.

 

მუხლი 228

ერთიანი ტერიტორია სატრანზიტო მიზნებისთვის

თუ საქონლის გადაადგილება ხორციელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში, „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“, „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის დროებითი დაშვების შესახებ კონვენციის“/“სტამბულის კონვენციის“ შესაბამისად, 302-ე ფორმის ან საფოსტო სისტემის ფარგლებში, ასეთი ტრანსპორტირების მიზნებისთვის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორია მიიჩნევა ერთიან ტერიტორიად.

 

მუხლი 229

პირების გამორიცხვა ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების საქმიანობიდან

1. თუ წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას გამორიცხონ პირი ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების საქმიანობიდან „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ 38-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება ევროკავშირის მთლიან საბაჟო ტერიტორიაზე და ამ პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების წიგნაკები (TIR-კარნეტები) არ მიიღება არცერთი საბაჟო სამსახურის მიერ.

2. წევრი სახელმწიფო შეატყობინებს სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას 1-ლ პუნქტში აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი გამოყენების თარიღთან ერთად.

 

მუხლი 230

ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების მიზნებისთვის

საბაჟო ორგანოებს აქვთ უფლება, განცხადების მიღებისთანავე მიანიჭონ უფლებამოსილება პირს, რომელიც მითითებულია როგორც „ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირი“, რათა მან მიიღოს საქონელი, რომელიც გადაადგილდება „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ შესაბამისად კონკრეტულად განსაზღვრულ ადგილზე ისე, რომ პროცედურა შეწყდეს „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ პირველი მუხლის (d) ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 231

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი უნდა მოექცეს გარე ტრანზიტის პროცედურაში 226(2)-ე მუხლის შესაბამისად;

(b) ავტორიზაციის მინიჭების პირობები 230-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 232

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა დაადგინოს პროცედურული ნორმები 226(3)-ე მუხლის (b)-(f) ქვეპუნქტებისა და 227(2)-ე მუხლის (b)-(f) ქვეპუნქტების ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საჭიროებების გათვალისწინებით.

აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

ქვეთავი 2

ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტი

მუხლი 233

ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურის განმახორციელებელი პირისა და ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის გადამზიდველისა და მიმღების ვალდებულებები

1. ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურის განმახორციელებელი პირი პასუხისმგებელია შემდეგზე:

(a) დაუზიანებელი საქონლის და საჭირო ინფორმაციის წარმოდგენაზე დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე დადგენილ ვადაში და საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესაბამისად, მათი იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად;

(b) პროცედურასთან დაკავშირებული საბაჟო დებულებების დაცვაზე;

(c) თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარანტიის წარდგენაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს იმპორტის და ექსპორტის გადასახადის გადახდა, რომელიც შეესაბამება საბაჟო დავალიანებას ან სხვა შესაბამისი მოქმედი სამართლის ნორმებით დადგენილ სხვა გადასახადებს, რომელიც შეიძლება გაწეულ იქნეს საქონელთან მიმართებაში.

2. პროცედურის განმახორციელებელი პირის ვალდებულება დაკმაყოფილდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, როდესაც პროცედურის ფარგლებში მოქცეული საქონელი და საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქონლის გადამზიდველი ან მიმღები, რომელიც მიიღებს საქონელს და ეცოდინება, რომ საქონელი გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელი იქნება საქონლის დაზიანების გარეშე წარმოდგენაზე დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში დადგენილი ვადის ფარგლებში და საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული ზომების შესაბამისად, მათი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადების მიღებისთანავე, საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ დაუშვან ნებისმიერი ქვემოთ მოცემული გამარტივება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან ან ამ პროცედურის დასრულებასთან დაკავშირებით:

(a) ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სტატუსი, რომელიც უფლებას აძლევს ავტორიზაციის მქონე პირს მოაქციოს საქონელი ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში საბაჟოზე მათი წარდგენის გარეშე;

(b) ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სტატუსი, რომელიც უფლებას აძლევს ავტორიზაციის მქონე პირს მიიღოს საქონელი, რომელიც გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში კონკრეტულად განსაზღვრულ ადგილზე, დაასრულოს პროცედურა 233(2)-ე მუხლის შესაბამისად;

(c) სპეციალური სახეობის ბეჭდების გამოყენება, თუ ბეჭედი საჭიროა ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიცირების უზრუნველსაყოფად;

(d) საბაჟო დეკლარაციის გამოყენება შემცირებული მონაცემების მოთხოვნებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის;

(e) ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენება, როგორიცაა საბაჟო დეკლარაცია ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის, თუ ის შეიცავს ასეთი დეკლარაციის მონაცემებს და აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოებისთვის გასვლის და დანიშნულების ადგილზე, რათა შესაძლებელი იყოს საქონლის საბაჟო ზედამხედველობა და პროცედურის შესრულება.

 

მუხლი 234

საქონელი, რომელიც გადის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე ან ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის გარე ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში

1. ევროკავშირის გარე ტრანზიტის პროცედურა გამოიყენება საქონელთან, რომელიც გადის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებულ ქვეყანაზე ან ტერიტორიაზე, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

(a) ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებაში;

(b) ამ ქვეყნის ან ტერიტორიის გავლით გადაზიდვა ხორციელდება ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტის თანახმად, რომელიც შედგენილია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.

2. 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ევროკავშირის გარე ტრანზიტის პროცედურის მოქმედება შეჩერდება სანამ საქონელი იმყოფება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

 

მუხლი 235

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს 233(4)-ე მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის მინიჭების პირობები.

 

მუხლი 236

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები შემდეგთან მიმართებაში:

(a) საქონლის მოქცევა ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში და ამ პროცედურის დასრულება;

(b) 233(4)-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივების მოქმედება;

(c) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე ან ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრავი საქონლის საბაჟო ზედამხედველობა ევროკავშირის გარე ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, რომელიც გათვალისწინებულია 234-ე მუხლით.

აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 3

დასაწყობება

სექცია 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 237

მოქმედების სფერო

1. დასაწყობების პროცედურის შესაბამისად, ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შეიძლება დასაწყობდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს შემდეგი:

(a) იმპორტის გადასახადი;

(b) სხვა გადასახადები, რომელიც გათვალისწინებულია სხვა შესაბამისი მოქმედი სამართლის ნორმებით;

(c) კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, თუ ისინი არ კრძალავენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შეტანას ან გატანას.

2. ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი შეიძლება მოექცეს საბაჟო დასაწყობების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ სფეროებს, ან იმისთვის, რომ ისარგებლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ხდება გადაუხდელი იმპორტის გადასახადის სრული ან ნაწილობრივი ჩათვლა ან მისი ანაზღაურება.

3. თუ არსებობს ამის ეკონომიკური საჭიროება და ეს არ იქონიებს უარყოფით ზეგავლენას საბაჟო ზედამხედველობაზე, საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ მოახდინონ ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის შენახვის სანქცირება სასაწყობე სათავსებში საბაჟო დასაწყობების მიზნით. აღნიშნული საქონელი არ ჩაითვლება საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეულად.

 

მუხლი 238

დასაწყობების პროცედურის ხანგრძლივობა

1. დასაწყობების პროცედურაში საქონლის მოქცევა არ უნდა იყოს დროში შეზღუდული.

2. გამონაკლის გარემოებებში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაადგინონ ვადა, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს დასაწყობების პროცედურა, კერძოდ, თუ საქონლის სახეობა და მახასიათებლები ხანგრძლივი დასაწყობების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადამიანის, ცხოველების ან მცენარეების ჯანმრთელობას ან გარემოს.

 

მუხლი 239

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო დასაწყობების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევასთან დაკავშირებით 237(2)-ე მუხლის თანახმად.

აღნიშნული განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

სექცია 2

საბაჟო დასაწყობება

მუხლი 240

შენახვა საბაჟო საწყობში

1. საბაჟო დასაწყობების პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შეიძლება დასაწყობდეს შენობაში ან ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განკუთვნილია ამ პროცედურისთვის საბაჟო ორგანოების მიერ, და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ (საბაჟო საწყობები).

2. საბაჟო საწყობები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისთვის საქონლის საბაჟო დასაწყობებისთვის (საჯარო საბაჟო საწყობი) ან საბაჟო დასაწყობების ავტორიზაციის მქონე პირის მიერ საქონლის შენახვისთვის (კერძო საბაჟო საწყობი).

3. საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეული საქონელი შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან. ასეთი გატანა, გარდა ფორს მაჟორული შემთხვევებისა, წინასწარ უნდა იყოს სანქცირებული საბაჟო ორგანოების მიერ.

 

მუხლი 241

დამუშავება

1. თუ არსებობს ეკონომიკური საჭიროება და ეს არ იქონიებს უარყოფითი გავლენას საბაჟო ზედამხედველობაზე, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გასცენ ავტორიზაცია საბაჟო საწყობში საქონლის დამუშავებაზე შიდა დამუშავების ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის ფარგლებში, აღნიშნული პროცედურებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საქონელი არ მიიჩნევა საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეულად.

 

მუხლი 242

ავტორიზაციის მქონე პირის ან დეკლარანტის პასუხისმგებლობა

1. ავტორიზაციის მქონე პირი და დეკლარანტი ვალდებულია:

(a )უზრუნველყოს, რომ საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეული საქონელი არ გამოვიდეს საბაჟო ზედამხედველობიდან; და

(b) შეასრულოს საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვიდან გამომდინარე ვალდებულებები.

2. 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, თუ ავტორიზაცია ეხება საჯარო საბაჟო საწყობს, 1-ლი პუნქტის (a) ან (b) ქვეპუნქტებში მითითებული ვალდებულება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დეკლარანტს.

3. დეკლარანტი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო დასაწყობების პროცედურაში საქონლის მოქცევიდან გამომდინარე ვალდებულებები.

 

სექცია 3

თავისუფალი ზონები

მუხლი 243

თავისუფალი ზონების დანიშნვა

1. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განსაზღვრონ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილები თავისუფალ ზონებად.

თითოეული თავისუფალი ზონისთვის წევრი სახელმწიფო დაადგენს დაფარვის ზონას და განსაზღვრავს შესვლის და გასვლის პუნქტებს.

2. წევრი სახელმწიფოები გადასცემენ კომისიას ინფორმაციას მოქმედი თავისუფალი ზონების შესახებ.

3. თავისუფალი ზონები იქნება დახურული.

თავისუფალი ზონების ტერიტორიის პერიმეტრი და შესვლის და გასვლის პუნქტები დაექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას.

4. ადამიანები, საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან ან ტოვებენ თავისუფალ ზონას, შეიძლება დაექვემდებარონ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

 

მუხლი 244

მშენებლობა და საქმიანობა თავისუფალ ზონებში

1. თავისუფალ ზონაში ნებისმიერი შენობის მშენებლობა საჭიროებს საბაჟო ორგანოების წინასწარ ნებართვას.

2. საბაჟო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თავისუფალ ზონაში ნებადართულია ნებისმიერი სამრეწველო, სავაჭრო ან მომსახურების საქმიანობა. ასეთი საქმიანობის განხორციელების შესახებ საჭიროა წინასწარ ეცნობოს საბაჟო ორგანოებს.

3. საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ აკრძალვებს ან შეზღუდვებს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, აღნიშნული საქონლის მახასიათებლების ან საბაჟო ზედამხედველობის მოთხოვნების, ან უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება აუკრძალონ თავისუფალ ზონაში საქმიანობის განხორციელება იმ პირებს, რომლებიც არ წარადგენენ საბაჟო დებულებებთან შესაბამისობის საჭირო მტკიცებულებას.

 

მუხლი 245

საქონლის წარდგენა და მისი მოქცევა პროცედურის ფარგლებში

1. თავისუფალ ზონაში შემოტანილი საქონელი წარედგინება საბაჟოზე და გაივლის საბაჟო ფორმალობებს ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) თუ საქონელი შეტანილ იქნა თავისუფალ ზონაში პირდაპირ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული ტერიტორიიდან;

(b) თუ საქონელი მოქცეულია სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც მთავრდება ან სრულდება თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მისი მოქცევისთანავე;

(c) თუ საქონელი მოქცეულია თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში, რათა ისარგებლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ათავისუფლებს მას ანაზღაურებისგან ან გადაუხდელი იმპორტის გადასახადის სრული ან ნაწილობრივი ჩათვლისგან;

(d) თუ კანონმდებლობა, გარდა საბაჟო კანონმდებლობისა, ითვალისწინებს ასეთ ფორმალობას.

2. თავისუფალ ზონაში შემოტანილი საქონელი იმ გარემოებებში, რომელიც არ არის გათვალისწინებული 1-ლი პუნქტით, არ წარედგინება საბაჟოს.

3. 246-ე მუხლის დაურღვევლად, თავისუფალ ზონაში შემოტანილი საქონელი მიიჩნევა თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად:

(a) მისი თავისუფალ ზონაში შესვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის უკვე მოქცეულია სხვა სასაქონლო ოპერაციაში; ან

(b) ტრანზიტის პროცედურის დასრულების მომენტში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დაუყოვნებლივ მოექცევა შემდგომ სასაქონლო ოპერაციაში.

 

მუხლი 246

ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი თავისუფალ ზონებში

1. თავისუფალ ზონაში შესაძლებელია ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის შესვლა, დასაწყობება, გადაადგილება, გამოყენება, დამუშავება ან მოხმარება. ასეთ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.

2. დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარდგენისთანავე, საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ საბაჟო სტატუსს, როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის, ნებისმიერი ქვემოთ მოცემული საქონლისთვის:

(a) ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელიც შედის თავისუფალ ზონაში;

(b) ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომელმაც გაიარა დამუშავების ოპერაციები თავისუფალ ზონაში;

(c) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი თავისუფალი ზონის ფარგლებში.

 

მუხლი 247

ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი თავისუფალ ზონაში

1. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შესაძლებელია, თავისუფალ ზონაში ყოფნის დროს, გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში ან მოექცეს შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში, აღნიშნული პროცედურებისთვის განსაზღვრული პირობებით.

ასეთ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.

2. მიწოდებაზე ან სურსათის საწყობზე მოქმედი დებულებების შეუზღუდავად, თუ პროცედურა ამას ითვალისწინებს, 1-ლი პუნქტი არ გამორიცხვას იმ საქონლის გამოყენებას ან მოხმარებას, რომლის გაშვება თავისუფალ მიმოქცევაში ან რომლის დროებით შემოტანა, არ გამოიწვევს იმპორტის გადასახადის ან სოფლის მეურნეობის ან კომერციული პოლიტიკებით დადგენილი ღონისძიებების გამოყენებას.

ასეთი გამოყენების ან მოხმარების შემთხვევაში, თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად საბაჟო დეკლარაცია არ იქნება საჭირო.

თუმცა, ასეთი დეკლარაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ასეთ საქონელზე ვრცელდება სატარიფო კვოტა ან სატარიფო ზღვარი.

 

მუხლი 248

თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა

1. საბაჟოს გარდა სხვა სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის დაურღვევლად თავისუფალ ზონაში არსებული საქონელი შეიძლება იყოს ექსპორტირებული ან რეექსპორტირებული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, ან გადატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილში.

2. 134-ე და 149-ე მუხლები ვრცელდება საქონელზე, რომელიც გატანილია თავისუფალი ზონიდან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილებში.

 

მუხლი 249

საბაჟო სტატუსი

თუ საქონელი გატანილია თავისუფალი ზონიდან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილში ან მოქცეულია სასაქონლო ოპერაციაში, ის განიხილება როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამტკიცდება მათი როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი.

მიუხედავად ამისა, ექსპორტის გადასახადის და ექსპორტის ლიცენზიების ან სოფლის მეურნეობის ან კომერციული პოლიტიკებით განსაზღვრული ექსპორტის კონტროლის ღონისძიებების გამოყენების მიზნებისთვის, ასეთი საქონელი ჩაითვლება ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადგინდა, რომ მას არ აქვს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი.

 

თავი 4

სპეციფიკური გამოყენება

ქვეთავი 1

დროებითი შემოტანა

მუხლი 250

მოქმედების სფერო

1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, რეექსპორტისთვის განკუთვნილი ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შეიძლება დაექვემდებაროს სპეციალურ გამოყენებას ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, იმპორტის გადასახადისგან მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლებით ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს შემდეგი:

(a) სხვა გადასახადები, რომელიც გათვალისწინებულია სხვა შესაბამისი მოქმედი სამართლის ნორმებით;

(b) კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, თუ ისინი არ კრძალავენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლას ან გასვლას.

2. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

(a) საქონელი არ არის განკუთვნილი რაიმე ცვლილებისთვის, გარდა მისი გამოყენებით გამოწვეული ცვეთისა;

(b) შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ შესაძლებელი იყოს სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის იდენტიფიცირება გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქონლის თვისებებიდან ან დაგეგმილი გამოყენებიდან გამომდინარე, იდენტიფიკაციის ღონისძიებების არარსებობა არ იწვევს პროცედურის დარღვევას ან, 223-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ეკვივალენტური საქონლისთვის განსაზღვრული პირობების შესაბამისობის შემოწმება;

(c) დეკლარანტი დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა;

(d) დაკმაყოფილებულია საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადისგან მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლების მოთხოვნები.

 

მუხლი 251

პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქონელი შეიძლება დარჩეს დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში

1. საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი უნდა იქნეს რეექსპორტირებული ან მოქცეული მომდევნო სასაქონლო ოპერაციაში. ასეთი პერიოდი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი იმისთვის, რომ მიღწეულ იქნეს ავტორიზებული გამოყენება.

2. თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, მაქსიმალური პერიოდი, რომლის განმავლობაში საქონელი შეიძლება მოქცეული იყოს დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იგივე მიზნისთვის და იგივე ავტორიზაციის მქონე პირის პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება 24 თვე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროცედურა შესრულდა საქონლის სხვა სპეციალურ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის და შემდგომ დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შედეგად.

3. თუ, გამონაკლის შემთხვევებში, ვერ მიიღწევა ავტორიზებული გამოყენება 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პერიოდში, საბაჟო ორგანოებს აქვთ უფლება გააგრძელონ აღნიშნული პერიოდი გონივრული ვადით, ავტორიზაციის მქონე პირის მიერ დასაბუთებული განცხადების შეტანის შემდეგ.

4. მთლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საქონელი შეიძლება დარჩეს დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში, არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გარდა.

 

მუხლი 252

იმპორტის გადასახადის ოდენობა დროებითი შემოტანის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით

1. იმპორტის გადასახადის ოდენობა იმ საქონლისთვის, რომელიც მოქცეულია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით, განისაზღვრება იმპორტის გადასახადის 3%-ით, რომელიც იქნება გადასახდელი აღნიშნულ საქონელზე, თუ ის გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში იმ დღეს, როდესაც ის მოექცა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში.

აღნიშნული თანხა გადასახდელი იქნება ყოველი თვისთვის ან თვის ნაწილისთვის, რომლის განმავლობაშიც საქონელი მოქცეული იყო დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით.

2. იმპორტის გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც იქნებოდა გადასახდელი, თუ აღნიშნული საქონელი გაშვებული იქნებოდა თავისუფალ მიმოქცევაში იმ დღეს, როდესაც ის მოექცა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში.

 

მუხლი 253

უფლებამოსილების დელეგირება

C2

კომისიას უნდა ჰქონდეს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილია 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

B

(a) 250(1)-ე მუხლში მითითებული სპეციალური გამოყენება;

(b) 250(2)-ე მუხლის (d) ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნები.

 

სექცია 2

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

მუხლი 254

მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა

1. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის თანახმად, საქონელი შეიძლება გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გადასახადისგან გათავისუფლებით ან შემცირებული გადასახადით, მათი სპეციალური გამოყენების საფუძველზე.

2. თუ საქონელი იმყოფება წარმოების ეტაპზე, რომელიც უშვებს ეკონომიკურად მხოლოდ მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ ავტორიზაციაში განსაზღვრონ ის პირობები, რომელთა შესაბამისად საქონელი მიიჩნევა გამოყენებულად იმ მიზნებისთვის, რომელიც განსაზღვრულია გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ან შემცირებული საბაჟო გადასახადის განაკვეთისთვის.

3. თუ საქონელი ვარგისია განმეორებითი გამოყენებისთვის და საბაჟო ორგანოები მიიჩნევენ მას მისაღებად, რათა თავიდან იქნეს აცილებული დარღვევა, საბაჟო ზედამხედველობა გაგრძელდება ისეთი პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ აღემატება ორ წელს მათი პირველი გამოყენების დღიდან გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ან შემცირებული საბაჟო გადასახადის განაკვეთისთვის განსაზღვრული მიზნებისთვის.

4. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის ფარგლებში საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) თუ საქონელი გამოყენებული იყო ისეთი მიზნებისთვის, რომელიც ითვალისწინებს გადასახადისგან გათავისუფლების ან შემცირებული საბაჟო გადასახადის განაკვეთის გამოყენებას;

(b) თუ საქონელი ამოღებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, განადგურებულია ან გადაცემულია სახელმწიფოსთვის;

(c) თუ საქონელი გამოყენებული იყო გადასახადისგან გათავისუფლების ან შემცირებული საბაჟო გადასახადის განაკვეთის გამოყენების მიზნით დადგენილი მიზნების გარდა სხვა მიზნებისთვის, და თუ შესაბამისი იმპორტის გადასახადი გადახდილია.

5. თუ საჭიროა საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა, 255-ე მუხლი ვრცელდება მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაზე.

6. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების შესაბამისად საქონლის მუშაობის ან გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები ან დანაკარგი ბუნებრივი ნარჩენების გამო მიიჩნევა საქონლად, რომელიც განკუთვნილია მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისთვის.

7. მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონლიდან წარმოშობილი ნარჩენები მიიჩნევა საბაჟო სასაწყობე პროცედურაში მოსაქცევად.

 

თავი 5

გადამუშავება

ქვეთავი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 255

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა

გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა განსაზღვრულია ევროკავშირის კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ სფეროებს, საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობას ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის საშუალო რაოდენობას დამუშავების ოპერაციებისთვის ან სადაც საჭიროა, ასეთი რაოდენობის განსაზღვრის მეთოდს.

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა ან საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის საშუალო რაოდენობა განისაზღვრება ფაქტიური ვითარებების საფუძველზე, რომელშიც ხორციელდება ან უნდა განხორციელდეს დამუშავების ოპერაციები. აღნიშნული რაოდენობა შეიძლება დარეგულირდეს, სადაც საჭიროა, 28-ე მუხლის შესაბამისად.

 

სექცია 2

შიდა გადამუშავება

მუხლი 256

მოქმედების სფერო

1. 223-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შესაბამისად, ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შეიძლება გამოყენებული იყოს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ერთ ან მეტ დამუშავების ოპერაციაში ისე, რომ ასეთ საქონელზე არ გავრცელდეს შემდეგი:

(a) იმპორტის გადასახადი;

(b) სხვა შესაბამისი მოქმედი დებულებებით გათვალისწინებული სხვა გადასახადები;

(c) კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, თუ ისინი არ კრძალავენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლას ან გასვლას.

2. საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურა შეიძლება გამოყენებული იყოს შეკეთებისა და განადგურების გარდა სხვა შემთხვევებშიც მხოლოდ მაშინ, თუ წარმოების აქსესუარების გამოყენების შეუზღუდავად საქონელი, რომელიც მოთავსებულია სასაქონლო ოპერაციაში, შეიძლება იდენტიფიცირებული იყოს დამუშავებულ პროდუქციაში.

223-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში, პროცედურა შეიძლება გამოყენებული იყოს იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ეკვივალენტურ საქონელთან მიმართებაში განსაზღვრული შესაბამისობის შემოწმება.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტების გარდა, საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურა შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იყოს ნებისმიერი ქვემოთ მოცემული საქონლისთვის:

(a) საქონელი, რომელმაც უნდა გაიაროს ოპერაციები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი შესაბამისობა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ტექნიკურ მოთხოვნებთან;

(b) საქონელი, რომელმაც უნდა გაიაროს მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმები 220-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 257

შესრულების პერიოდი

1. C2 საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ პერიოდს, რომლის დროსაც უნდა შესრულდეს საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურა 215-ე მუხლის შესაბამისად. 

აღნიშნული პერიოდი აითვლება იმ დღიდან, როდესაც ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი მოექცევა სასაქონლო ოპერაციაში და გათვალისწინებული იქნება დრო, რომელიც საჭიროა დამუშავების ოპერაციების განსახორციელებლად და პროცედურის შესასრულებლად.

2. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გაახანგრძლივონ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი გონივრული ვადით, ავტორიზაციის მქონე პირის განცხადების საფუძველზე.

ავტორიზაციით შეიძლება განისაზღვროს, რომ დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება თვის, კვარტლის ან სემესტრის განმავლობაში, დასრულდება შემდგომი თვის, კვარტლის ან სემესტრის ბოლო დღეს შესაბამისად.

3. წინასწარი ექსპორტის შემთხვევაში, 223(2)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციაში მითითებული იქნება დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი დეკლარირებული იქნება საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურისთვის, იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა შესყიდვისთვის და ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისთვის.

პირველი აბზაცით გათვალისწინებული დროის მონაკვეთი განისაზღვრება თვეებში და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ეს პერიოდი აითვლება ექსპორტის დეკლარაციის მიღების დღიდან, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ეკვივალენტური საქონლიდან მიღებულ დამუშავებულ პროდუქციასთან.

4. ავტორიზაციის მქონე პირის თხოვნით, მე-3 პუნქტში აღნიშნული ექვსთვიანი პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს მისი ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, თუ მთლიანი დროის მონაკვეთი არ აღემატება 12 თვეს.

 

მუხლი 258

დროებითი რეექსპორტი შემდგომი დამუშავებისთვის

განცხადების წარდგენის შემდეგ, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გასცენ ავტორიზაცია საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურაში მოქცეულ ზოგიერთ ან ყველა საქონელზე ან დამუშავებულ პროდუქციაზე, რომლის დროებითი რეექსპორტიც უნდა განხორციელდეს შემდგომი დამუშავების მიზნით ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ, საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურისთვის განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 

ქვეთავი 3

დამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ

მუხლი 259

მოქმედების სფერო

1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურის შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის დროებითი ექსპორტი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, დამუშავების ოპერაციების გავლის მიზნით. აღნიშნული საქონლიდან წარმოშობილი დამუშავებული პროდუქცია შეიძლება გაიშვას თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახადისგან მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლებით, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დამკვიდრებული ავტორიზაციის მქონე პირის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენისთანავე, თუ აღნიშნულმა პირმა მიიღო ავტორიზაციის მქონე პირის თანხმობა და სრულდება ავტორიზაციის პირობები.

2. დამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ არ იქნება ნებადართული ქვემოთ მოცემული ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლისთვის:

(a) საქონელი, რომლის ექსპორტი იწვევს გადაუხდელი იმპორტის გადასახადის სრულ ან ნაწილობრივ ჩათვლას ან ანაზღაურებას;

(b) საქონელი, რომელიც ექსპორტამდე გაშვებული იყო თავისუფალ მიმოქცევაში გადასახადისგან გათავისუფლებით ან შემცირებული საბაჟო გადასახადის განაკვეთით, მისი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების საფუძველზე, ვიდრე არ შესრულდება ასეთი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულმა საქონელმა უნდა გაიაროს შეკეთების ოპერაციები;

(c) საქონელი, რომლის ექსპორტი იწვევს ექსპორტის ანაზღაურებას;

(d) საქონელი, რომელთან მიმართებაშიც მინიჭებულია ფინანსური შეღავათი, გარდა (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნებისა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნული საქონლის ექსპორტის საფუძველზე.

3. საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს დროებით ექსპორტირებული საქონლის ხელახალი იმპორტი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავებული პროდუქციის ფორმით და გაშვებული იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში, რათა ისარგებლოს იმპორტის გადასახდელისაგან მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლებით. მათ შეიძლება გაახანგძლივონ აღნიშნული პერიოდი გონივრული ვადით, ავტორიზაციის მქონე პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე.

 

მუხლი 260

უსასყიდლოდ შეკეთებული საქონელი

1. თუ საბაჟო ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად დადგინდა, რომ საქონელი შეკეთებულია უსასყიდლოდ, სახელშეკრულებო ან ნორმატიული ვალდებულების შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს გარანტიიდან ან ქარხნული ან მასალის დეფექტიდან, ის გათავისუფლებული უნდა იქნეს იმპორტის გადასახადისგან.

2. 1-ლი პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ წარმოების ან ნივთობრივი ნაკლი გათვალისწინებული იქნა იმ დროს, როდესაც საქონელი პირველად იქნა გაშვებული თავისუფალ მიმოქცევაში.

 

მუხლი 261

სტანდარტული მიმოცვლის სისტემა

1. სტანდარტული მიმოცვლის სისტემის შესაბამისად იმპორტირებულმა საქონელმა („შემცვლელი საქონელი“) შეიძლება ჩაანაცვლოს დამუშავებული საქონელი მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

2. საბაჟო ორგანოებმა განცხადების მიღებისთანავე უნდა გასცენ ავტორიზაცია სტანდარტული მიმოცვლის სისტემის გამოყენებაზე, თუ დამუშავების ოპერაცია მოიცავს ევროკავშირის დეფექტური საქონლის შეკეთებას, იმ საქონლის გარდა, რომელზედაც ვრცელდება სოფლის მეურნეობის პოლიტიკით განსაზღვრული ზომები ან კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამუშავების შედეგად მიღებული კონკრეტული საქონლის მიმართ.

3. შემცვლელ საქონელს ექნება იგივე რვანიშნა კომბინირებული ნომენკლატურის კოდი, კომერციული ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რაც ჰქონდა დეფექტურ საქონელს შეკეთების შემთხვევაში.

4. თუ დეფექტური საქონელი გამოყენებული იყო ექსპორტამდე, ასევე გამოყენებული უნდა ყოფილიყო შემცვლელი საქონელიც.

თუმცა, საბაჟო ორგანოებმა უნდა მოხსნან პირველი აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნები თუ შემცვლელი საქონელი მიწოდებულია უსასყიდლოდ, გარანტიიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ან ნორმატიული ვალდებულების გამო ან ნივთობრივი ან ქარხნული დეფექტის გამო.

5. სამართლის ნორმები, რომლებიც ვრცელდება დამუშავებულ პროდუქტზე, გამოიყენება შემცვლელი საქონლის მიმართ.

 

მუხლი 262

შემცვლელი საქონლის წინასწარი იმპორტი

1. დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე საბაჟო ორგანოები მათ მიერ განსაზღვრული პირობებით განახორციელებენ იმ შემცვლელი საქონლის ავტორიზაციას, რომლის იმპორტი მოხდება დეფექტური საქონლის ექსპორტამდე.

შემცვლელი საქონლის ასეთი წინასწარი იმპორტის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს გარანტია, რომელიც დაფარავს იმპორტის გადასახადის თანხას, რომელიც გადასახდელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა დეფექტური საქონლის ექსპორტი მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. დეფექტური საქონლის ექსპორტი უნდა მოხდეს ორი თვის ვადაში საბაჟო ორგანოების მიერ დეკლარაციის მიღების დღიდან, შემცვლელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით.

3. თუ, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლებელია დეფექტური საქონლის ექსპორტი მე-2 პუნქტში მითითებულ პერიოდში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გაახანგრძლივონ აღნიშნული პერიოდი გონივრული ვადით, ავტორიზაციის მქონე პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე.

 

თავი VIII

ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი

თავი 1

ფორმალობები საქონლის გატანამდე

მუხლი 263

გასვლისწინა დეკლარაციის წარდგენა

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელს უნდა ახლდეს გასვლისწინა დეკლარაცია, რომელიც წარდგენილი იქნება კომპეტენტურ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაზღვრული დროის მონაკვეთში, ვიდრე მოხდება საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება მოიხსნება:

(a) სატრანსპორტო საშუალებების სახეობებისთვის და საქონლისთვის, რომლის გადაზიდვა ხორციელდება მათი მეშვეობით ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გადაკვეთით, ტერიტორიის ფარგლებში გაჩერების გარეშე; ან

(b) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში, თუ ეს გამართლებულია საქონლის ან ტრანსპორტის სახეობით ან თუ საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.

3. გასვლისწინა დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ფორმით:

(a) საბაჟო დეკლარაცია, თუ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი მოქცეულია სასაქონლო ოპერაციაში, რომლისთვისაც საჭიროა ასეთი დეკლარაცია;

(b) რეექსპორტის დეკლარაცია 270-ე მუხლის შესაბამისად;

(c) გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია 271-ე მუხლის შესაბამისად.

4. გასვლისწინა დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც საჭიროა რისკის ანალიზისთვის, უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნებისთვის.

 

მუხლი 264

რისკის ანალიზი

საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელსაც წარედგინება 263-ე მუხლში მითითებული გასვლისწინა დეკლარაცია, ვალდებულია უზრუნველყოს რისკის ანალიზის ჩატარება გარკვეულ ვადაში, ძირითადად უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნებისთვის, ამ დეკლარაციის საფუძველზე, და მიიღოს სათანადო ზომები აღნიშნული რისკის ანალიზის შედეგების საფუძველზე.

 

მუხლი 265

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

(a) 263(1)-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური ვადა, რომლის დროსაც წარდგენილ უნდა იქნეს გასვლისწინა დეკლარაცია, ვიდრე მოხდება საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, გადაზიდვების სახეობის გათვალისწინებით;

C2

(b) სპეციალური შემთხვევები, როდესაც გასვლისწინა დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება მოხსნილია 263(2)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად.

B

მუხლი 266

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების საშუალებით კომისია განსაზღვრავს 264-ე მუხლში აღნიშნულ ვადებს, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს რისკის ანალიზი 263(1)-ე მუხლში მითითებული ვადის გათვალისწინებით.

განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 2

ფორმალობები საქონლის გატანისას

მუხლი 267

საბაჟო ზედამხედველობა და ფორმალობები საქონლის გატანის დროს

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი დაექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოებმა შეიძლება განსაზღვრონ მარშრუტი და ვადა, რომელიც უნდა იქნეს დაცული ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს.

2. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი წარედგინება საბაჟოს გასვლის დროს ერთ-ერთი ქვემოთ აღნიშნული პირის მიერ:

(a) პირი, რომელსაც გააქვს საქონელი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან;

(b) პირი, რომლის სახელითაც მოქმედებს პირი, რომელსაც გააქვს საქონელი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან;

(c) პირი, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა საქონლის გადატანაზე ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან მის გასვლამდე.

3. საქონელი, რომელიც გასატანია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან დაექვემდებარება:

(a) გადაუხდელი იმპორტის გადასახადის სრულ ან ნაწილობრივ ჩათვლას ან ანაზღაურებას;

(b) ექსპორტის ანაზღაურების გადახდას;

(c) ექსპორტის გადასახადის აკრეფას;

(d) ფორმალობებს, რომელიც საჭიროა მოქმედი დებულებების თანახმად სხვა გადასახადებთან დაკავშირებით;

(e) აკრძალვების და შეზღუდვების გამოყენებას, რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივ მორალს, საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას, გარემოს დაცვას, ეროვნული საგანძურის დაცვას, რომელსაც გააჩნია ხელოვნების, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულება და სამრეწველო და კომერციული ქონების დაცვას, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, ინტელექტუალური უფლებების და ფულადი სახსრების დამრღვევი საქონლის კონტროლს ისევე, როგორც თევზჭერის კონსერვაციის და მართვის ღონისძიებების და კომერციული პოლიტიკის ღონისძიებების დანერგვას.

4. საქონლის გაშვება გასატანად სანქცირებული იქნება საბაჟო ორგანოების მიერ იმ პირობით, თუ საქონელი გატანილი იქნება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან იგივე პირობებით, როგორც:

(a) საბაჟო ან რეექსპორტის დეკლარაციის მიღების დროს; ან

(b) გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის შეტანის დროს.

 

მუხლი 268

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების მეშვეობით კომისია განსაზღვრავს 267-ე მუხლში მითითებული გასვლის პროცედურულ ნორმებს.

განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 3

ექსპორტი და რეექსპორტი

მუხლი 269

ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის ექსპორტი

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ევროკავშირის საქონელი უნდა მოექცეს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში.

2. 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილ ევროკავშირის საქონელზე:

(a) საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე;

(b) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ საქონელზე მას შემდეგ, რაც ის მოექცევა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სასაქონლო ოპერაციაში;

(c)მიწოდებულ საქონელზე, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ის და აქციზის გადასახადისგან როგორც საჰაერო ან საზღვაო მიწოდება, საჰაერო ხომალდის ან გემის დანიშნულების ადგილის მიუხედავად, რომლისთვისაც საჭიროა ასეთი მიწოდების მტკიცებულება;

(d) შიდა ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე;

(e) 155-ე მუხლის თანახმად ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან დროებით გატანილ საქონელზე.

3. საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ექსპორტის საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებული ფორმალობები ვრცელდება მე-2 პუნქტის (a), (b) და (c) ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებზე.

 

მუხლი 270

ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის რეექსპორტი

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი დაექვემდებარება რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენას კომპეტენტურ საბაჟო გამშვებ პუნქტში.

2. 158-ე და 195-ე მუხლები ვრცელდება რეექსპორტის დეკლარაციაზე.

3. 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება ქვემოთ მოცემულ საქონელზე:

(a) გარე ტრანზიტში მოქცეულ საქონელზე, რომელიც კვეთს მხოლოდ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიას;

(b) საქონელზე, რომლის გადაზიდვა ხორციელდება თავისუფალი ზონის ფარგლებში ან უშუალოდ თავისუფალი ზონიდან;

(c) დროებით დასაწყობებულ საქონელზე, რომლის რეექსპორტი ხორციელდება უშუალოდ დროებითი დასაწყობების შენობიდან.

 

თავი 4

საქონლის გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია

მუხლი 271

საქონლის გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის წარდგენა

1. თუ ხდება საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან და არ არის წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაცია ან რეექსპორტის დეკლარაცია გასვლისწინა დეკლარაციის სახით, წარმოდგენილი უნდა იყოს გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია ევროკავშირის საზღვრებიდან გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში.

საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის წარდგენა სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტში, თუ უკანასკნელი დაუყოვნებლივ გადასცემს ან ელექტრონულად ხელმისაწვდომს გახდის საჭირო მონაცემებს გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტისთვის.

2. გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის წარდგენას ახორციელებს გადამზიდველი.

გადამზიდველის ვალდებულებების მიუხედავად, გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია შეიძლება წარდგენილი იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირის ნაცვლად:

(a) ექსპორტიორი ან ტვირთგამგზავნი ან სხვა პირი, ვისი სახელითაც მოქმედებს გადამზიდველი;

(b) ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია აღნიშნული საქონლის წარდგენა ან რომელმაც უკვე წარადგინა ის ევროკავშირის საზღვრებიდან გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში.

3. საბაჟო ორგანოებისთვის შეიძლება მისაღები იყოს, რომ სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის წარსადგენად, თუ ისინი შეიცავენ საჭირო მონაცემებს ასეთი დეკლარაციისთვის და თუ აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება კონკრეტული ვადის განმავლობაში ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ამოღებამდე.

4. გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის წარდგენის ნაცვლად, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან შეტყობინების წარდგენა და გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის მონაცემებთან წვდომა ეკონომიკური ოპერატორის კომპიუტერულ სისტემაში.

 

მუხლი 272

გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის შესწორება და გაუქმება

1. განცხადების საფუძველზე, დეკლარაციის წარმდგენ პირს შესაძლოა უფლება მიეცეს შეცვალოს გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის ერთი ან მეტი მონაცემი მისი წარდგენის შემდეგ.

შესწორებების შეტანა შეუძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც:

(a) საბაჟო ორგანოები აცნობებენ პირს, რომელმაც შეიტანა გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია იმის შესახებ, რომ ისინი აპირებენ საქონლის შემოწმებას;

(b) საბაჟო ორგანოები დაადგენენ, რომ გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის ერთი ან მეტი დეტალი არის არაზუსტი ან არასრული;

(c) საბაჟო ორგანოებს უკვე გაშვებული აქვთ საქონელი გასატანად.

2. თუ საქონელი, რომლისთვისაც წარმოდგენილია გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია, არ იქნა გატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, საბაჟო ორგანოები გააუქმებენ აღნიშნულ დეკლარაციას ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) დეკლარაციის წარმდგენი პირის განცხადების საფუძველზე;

(b) დეკლარაციის წარდგენიდან 150 დღის ვადაში.

 

მუხლი 273

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების მეშვეობით კომისია განსაზღვრავს პროცედურულ ნორმებს:

(a) 271-ე მუხლში მითითებული გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის წარსადგენად;

(b) გასვლის შემაჯამებელ დეკლარაციაში შესწორების შესატანად 272(1)-ე მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად;

(c) გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის ბათილად ცნობისთვის 272(2)-ე მუხლის შესაბამისად.

განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 5

შეტყობინება რეექსპორტის შესახებ

მუხლი 274

რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარდგენა

1. თუ 270(3)-ე მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი გადის ევროკავშირის ტერიტორიიდან და აღნიშნულ საქონელზე გაუქმებულია გასვლის შემაჯამებელი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, წარდგენილ უნდა იქნეს შეტყობინება რეექსპორტის შესახებ.

2. რეექსპორტის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება საქონლის ევროკავშირის საზღვრებიდან გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში, გასვლისას საქონლის წარმოდგენაზე პასუხისმგებელი პირის მიერ 267(2)-ე მუხლის შესაბამისად.

3. რეექსპორტის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც საჭიროა თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციის შესასრულებლად ან დროებითი დასაწყობების დასასრულებლად.

საბაჟო ორგანოებისთვის შეიძლება მისაღები იყოს, რომ სავაჭრო, საპორტო ან სატრანსპორტო საინფორმაციო სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარსადგენად, თუ ისინი შეიცავს საჭირო მონაცემებს ასეთი შეტყობინებისთვის და თუ აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ამოღებამდე.

4. რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარდგენის ნაცვლად საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან შეტყობინების წარდგენა და რეექსპორტის შესახებ შეტყობინების მონაცემების წვდომა ეკონომიკური ოპერატორის კომპიუტერულ სისტემაში.

 

მუხლი 275

რეექსპორტის შესახებ შეტყობინების შესწორება და გაუქმება

1. განცხადების საფუძველზე, დეკლარაციის წარმდგენ პირს შეუძლია განცხადების წარდგენის შემდეგ შეცვალოს რეექსპორტის შესახებ შეტყობინების ერთი ან მეტი მონაცემი.

შეუძლებელი უნდა იყოს შესწორებების შეტანა მას შემდეგ, რაც:

(a) საბაჟო ორგანოები აცნობებენ პირს, რომელმაც შეიტანა რეექსპორტის შესახებ შეტყობინება, რომ ისინი აპირებენ საქონლის შემოწმებას;

(b) საბაჟო ორგანოები დაადგენენ, რომ რეექსპორტის შესახებ შეტყობინების ერთი ან მეტი დეტალი არის არაზუსტი ან არასრული;

(c) საბაჟო ორგანოებს უკვე გაშვებული აქვთ საქონელი გასატანად.

2. თუ საქონელი, რომლისთვისაც წარდგენილი იყო რეექსპორტის შესახებ შეტყობინება, არ გადის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, საბაჟო ორგანოები გააუქმებენ ამ შეტყობინებას რომელიმე ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) დეკლარაციის წარმდგენი პირის განცხადებისთანავე;

(b) შეტყობინების წარდგენიდან 150 დღის ვადაში.

 

მუხლი 276

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების მეშვეობით კომისია განსაზღვრავს პროცედურულ ნორმებს:

(a) რეექსპორტის შესახებ შეტყობინების წარსადგენად 274-ე მუხლის შესაბამისად;

(b) რეექსპორტის შესახებ შეტყობინებაში შესწორებების შესატანად 275(1)-ე მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად;

(c) რეექსპორტის შესახებ შეტყობინების გასაუქმებლად 275(2)-ე მუხლის შესაბამისად.

განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 6

ექსპორტის გადასახადის შეღავათიანი ტარიფით გადახდა

მუხლი 277

ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე დროებით ექსპორტირებული საქონლის ექსპორტის გადასახადის შეღავათიანი ტარიფით გადახდა

259-ე მუხლის დაურღვევლად, ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, რომლის დროებითი ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, ისარგებლებს ექსპორტის გადასახადის შეღავათიანი ტარიფით გადახდით მისი ხელახალი იმპორტის შემთხვევაში.

 

კარი IX

ელექტრონული სისტემები, გამარტივება, უფლებამოსილების დელეგირება, საკომიტეტო პროცედურა და დასკვნითი დებულებები

თავი 1

ელექტრონული სისტემების შემუშავება

მუხლი 278

გარდამავალი ღონისძიებები

ინფორმაციის გაცვლის და შენახვის საშუალებები, გარდა მე-6(1) მუხლით გათვალისწინებული ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების ტექნიკისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარდამავალ საფუძველზე, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თუ ელექტრონული სისტემები, რომელიც საჭიროა კოდექსის დებულებების გამოყენებისთვის, ჯერ არ არის მოქმედი.

 

მუხლი 279

უფლებამოსილების დელეგირება

კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს მონაცემების გაცვლისა და შენახვის წესები 278-ე მუხლით გათვალისწინებულ სიტუაციაში.

 

მუხლი 280

სამუშაო პროგრამა

1. 278-ე მუხლში მითითებული ელექტრონული სისტემების განვითარების მხარდაჭერისა და გარდამავალი პერიოდების დადგენის რეგულირების მიზნით, 2014 წლის 1 მაისისთვის კომისიამ უნდა შეადგინოს სამუშაო პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია მე-16(1) მუხლში მითითებული ელექტრონული სისტემის განვითარებასა და განთავსებასთან.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო პროგრამას უნდა ჰქონდეს შემდეგი პრიორიტეტები:

(a) ინფორმაციის ჰარმონიზებული გაცვლა საერთაშორისო დონეზე მიღებული მონაცემთა მოდელების და შეტყობინებების ფორმატების საფუძველზე;

(b) საბაჟო და საბაჟოსთან დაკავშირებული პროცესების რეორგანიზაცია მათი ეფექტიანობის, ეფექტურობისა და ერთიანი გამოყენების გათვალისწინებით და შესაბამისობის ხარჯების შემცირება; და

(c) ეკონომიკური ოპერატორებისთვის ფართო სპექტრის ელექტრონული საბაჟო მომსახურების შეთავაზება, რაც საშუალებას აძლევს მათ განახორციელონ ურთიერთქმედება იმავე გზით ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოსთან.

3. 1-ლ პუნქტში მითითებული სამუშაო პროგრამა რეგულარულად უნდა განახლდეს.

 

მუხლი 281

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების მეშვეობით კომისიამ უნდა მიიღოს 280-ე მუხლში მითითებული სამუშაო პროგრამა.

განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

C2

თუ კომიტეტი არ წარმოადგენს მის მოსაზრებას, კომისია არ მიიღებს ამ მუხლის პირველ აბზაცში მითითებულ განმახორციელებელ აქტებს, და ასეთ შემთხვევაში გამოიყენება რეგულაციის (EU) No 182/2011 მე-5(4) მუხლის მესამე აბზაცი.

B

თავი 2

საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების გამარტივება

მუხლი 282

შემოწმებები

განცხადების წარდგენის შემთხვევაში, კომისიას აქვს უფლება მიანიჭოს უფლებამოსილება ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოს, რათა ამ უკანასკნელმა დროის შეზღუდულ მონაკვეთში შეამოწმოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების გამარტივება, განსაკუთრებით როდესაც ის დაკავშირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. შემოწმება არ მოახდენს გავლენას საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებაზე იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც არ მონაწილეობენ ასეთ შემოწმებაში, და შეფასდება პერიოდულად.

 

მუხლი 283

განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

განმახორციელებელი აქტების მეშვეობით კომისიამ შეიძლება მიიღოს 282-ე მუხლში მითითებული სამუშაო პროგრამა.

განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლით გათვალისწინებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

 

თავი 3

უფლებამოსილების დელეგირება და საკომიტეტო პროცედურა

მუხლი 284

დელეგირების განხორციელება

1. დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს კომისიას ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2. მე-2, მე-7, მე-10, მე-20, 24-ე, 31-ე, 36-ე, მე-40, 62-ე, 65-ე, 75-ე, 88-ე, 99-ე, 106-ე, 115-ე, 122-ე, 126-ე, 131-ე, 142-ე, 151-ე, 156-ე, 160-ე, 164-ე, 168-ე, 175-ე, 180-ე, 183-ე, 186-ე, 196-ე, 206-ე, 212-ე, C2 216-ე , 221-ე, 224-ე, 231-ე, 235-ე, 253-ე, 265-ე, და 279-ე მუხლებში მითითებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება მიენიჭება კომისიას ხუთწლიანი ვადით 2013 წლის 30 ოქტომბრიდან. კომისია შეადგენს ანგარიშს უფლებამოსილების დელეგირების კუთხით ხუთწლიანი პერიოდის დასრულებამდე ცხრა თვით ადრე. უფლებამოსილების დელეგირება ავტომატურად გაგრძელდება ისეთივე ვადით, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ იქნება ვადის გახანგრძლივების წინააღმდეგი არაუგვიანეს სამი თვით ადრე თითოეული პერიოდის დასრულებამდე.

3. ევროპარლამენტს ან საბჭოს აქვს უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოს დელეგირების უფლება, რომელიც მითითებულია მე-2, მე-7, მე-10, მე-20, 24-ე, 31-ე, 36-ე, მე-40, 62-ე, 65-ე, 75-ე, 88-ე, 99-ე, 106-ე, 115-ე, 122-ე, 126-ე, 131-ე, 142-ე, 151-ე, 156-ე, 160-ე, 164-ე, 168-ე, 175-ე, 180-ე, 183-ე, 186-ე, 196-ე, 206-ე, 212-ე, C2 216-ე ◄, 221-ე, 224-ე, 231-ე, 235-ე, 253-ე, 265-ე, და 279-ე მუხლებში. გაუქმების გადაწყვეტილების შედეგად შეწყდება აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება. ის ძალაში შევა „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღის მეორე დღიდან ან უფრო გვიან. ის არ იმოქმედებს უკვე ძალაში შესულ დელეგირებულ აქტებზე.

4. დელეგირებული აქტის მიღებისთანავე კომისია შეატყობინებს აღნიშნული აქტის შესახებ ევროპარლამენტსა და საბჭოს ერთდროულად.

5. დელეგირებული აქტი, რომელიც მიღებულია მე-2, მე-7, მე-10, მე-20, 24-ე, 31-ე, 36-ე, მე-40, 62-ე, 65-ე, 75-ე, 88-ე, 99-ე, 106-ე, 115-ე, 122-ე, 126-ე, 131-ე, 142-ე, 151-ე, 156-ე, 160-ე, 164-ე, 168-ე, 175-ე, 180-ე, 183-ე, 186-ე, 196-ე, 206-ე, 212-ე, C2 216-ე , 221-ე, 224-ე, 231-ე, 235-ე, 253-ე, 265-ე ან 279-ე მუხლების შესაბამისად, შევა ძალაში მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას ევროპარლამენტში და საბჭოში აქტის შეტყობინებიდან ორი თვის ვადაში ან თუ აღნიშული ვადის ამოწურვამდე ევროპარლამენტი და საბჭო შეატყობინებენ კომისიას, რომ ისინი არ იქნებიან წინააღმდეგი. აღნიშნული პერიოდი გახანგრძლივდება ორი თვით ევროპარლამენტისა ან საბჭოს ინციატივით.

 

მუხლი 285

კომიტეტის პროცედურა

1. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს საბაჟო კოდექსის კომიტეტმა. კომიტეტი იქნება კომიტეტი რეგულაციის (EU) No 182/2011 მნიშვნელობის ფარგლებში.

2. თუ მითითება კეთდება ამ პუნქტზე, ვრცელდება რეგულაციის (EU) No182/2011 მე-4 მუხლი.

3. თუ მითითება კეთდება ამ პუნქტზე, ვრცელდება რეგულაციის (EU) No182/2011 მე-8 მუხლი მე-4 მუხლთან ერთად.

4. თუ მითითება კეთდება ამ პუნქტზე, ვრცელდება რეგულაციის (EU) No 182/2011 მე-5 მუხლი.

5. თუ მითითება კეთდება ამ პუნქტზე, ვრცელდება რეგულაციის (EU) No182/2011 მე-8 მუხლი მე-5 მუხლთან ერთად.

6. თუ კომიტეტის მოსაზრება მიღებული უნდა იქნეს წერილობითი პროცედურის საფუძველზე და მითითება კეთდება ამ პუნქტზე, აღნიშნული პროცედურა უნდა შეწყდეს შედეგის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გადაწყვეტს კომიტეტის თავმჯდომარე მოსაზრების წარდგენის ვადაში.

 

თავი 4

დასკვნითი დებულებები

მუხლი 286

მოქმედი კანონმდებლობის გაუქმება და შესწორება

1. გაუქმდეს რეგულაცია (EC) No 450/2008.

2. რეგულაცია (EEC) No 3925/91, რეგულაცია (EEC) No 2913/92 და რეგულაცია (EC) No 1207/2001 გაუქმდეს 288(2)-ე მუხლში მითითებული დღიდან.

3. მითითება გაუქმებულ რეგულაციებზე გულისხმობს მითითებას წინამდებარე რეგულაციაზე და ის უნდა განიმარტოს დანართში მოცემული კორელაციის ცხრილების შესაბამისად.

4. რეგულაციის (EEC) No 2913/92 მე-3(1) მუხლის მეექვსე აბზაცში ფრაზა „და მაიოტა“ ამოღებულ იქნეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

5. რეგულაციის (EEC) No 2658/87 მე-9(1) მუხლის (a) ქვეპუნქტის პირველი აბზაცი გაუქმდეს 288(2)-ე მუხლში მითითებული თარიღიდან.

 

მუხლი 287

ძალაში შესვლა

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის „ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენში“ მისი გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

 

მუხლი 288

გამოყენება

1. მე-2, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-17, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე, 31-ე, 32-ე, 36-ე, 37-ე, მე-40, 41-ე, 50-ე, 52-ე, 54-ე, 58-ე, 62-ე, 63-ე, 65-ე, 66-ე, 68-ე, 75-ე, 76-ე, 88-ე, 99-ე, მე-100, 106-ე, 107-ე, 115-ე, 122-ე, 123-ე, 126-ე, 131-ე, 132-ე, 138-ე, 142-ე, 143-ე, 151-ე, 152-ე, 156-ე, 157-ე, 160-ე, 161-ე, 164-ე, 165-ე, 168-ე, 169-ე, 175-ე, 176-ე, 178-ე, 180-ე, 181-ე, 183-ე, 184-ე, 186-ე, 187-ე, 193-ე, 196-ე, მე-200, 206-ე, 207-ე, 209-ე, 212-ე, 213-ე, 216-ე, 217-ე, 221-ე, 222-ე, 224-ე, 225-ე, 231-ე, 232-ე, 235-ე, 236-ე, 239-ე, 253-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 273-ე, 276-ე, 279-ე, 280-ე, 281-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლები გამოიყენება 2013 წლის 30 ოქტომბრიდან.

C1

2. 1-ლ პუნქტში მითითებული მუხლების გარდა სხვა მუხლები გამოიყენება 2016 წლის 1 მაისიდან.

B

წინამდებარე რეგულაცია შესასრულებლად სავალდებულოა წევრი სახელმწიფოებისათვის და გამოიყენება უშუალოდ ყველა წევრ სახელმწიფოში.

 

 

დანართი

კორელაციის ცხრილი

რეგულაცია (EC) No 450/2008

ეს რეგულაცია

მუხლი 1(1) და (2)

მუხლი 1(1) და (2)

მუხლი 1(3), პირველი აბზაცი

მუხლი 1(3)

მუხლი 1(3), მეორე აბზაცი

მუხლი 2

მუხლი 2

მუხლი 3

მუხლი 3

მუხლი 4

მუხლი 4, 1-ლი-მე-8 ქვეპუნქტები

მუხლი 5, 1-ლი-მე-8 ქვეპუნქტები

მუხლი 4, მე-9 ქვეპუნქტი

მუხლი 5, მე-9 და მე-10 ქვეპუნქტები

მუხლი 4, მე-10 ქვეპუნქტი

მუხლი 5, მე-12 ქვეპუნქტი

მუხლი 4, მე-11 და მე-12 ქვეპუნქტები

მუხლი 5, მე-15 და მე-16 ქვეპუნქტები

მუხლი 4, მე-13 - მე-17 ქვეპუნქტები

მუხლი 5, მე-18-22-ე ქვეპუნქტები

მუხლი 4, მე-18(a) ქვეპუნქტი, პირველი წინადადება

მუხლი 5, 23(a)-ე ქვეპუნქტი

მუხლი 4, მე-18(a) ქვეპუნქტი, მეორე წინადადება

მუხლი 130(3)

მუხლი 4, მე-18(b) და (c) ქვეპუნქტი

მუხლი 5, 23(b)-ე და 23(c)-ე ქვეპუნქტი

მუხლი 4, მე-19-26-ე ქვეპუნქტები

მუხლი 5, 24 -31-ე ქვეპუნქტები

მუხლი 4, 27-32-ე ქვეპუნქტები

მუხლი 5, 33- 38-ე ქვეპუნქტები

მუხლი 4, ქვეპუნქტი 33

მუხლი 5(1), პირველი აბზაცი

მუხლი 6(1)

მუხლი 5(1), მეორე და მესამე აბზაცები

მუხლი 6(3) და 7(b)

მუხლი (5)(2)

მუხლი 6(2), 7(a) და 8(1)(a)

მუხლი 6

მუხლი 12

მუხლი 7

მუხლი 13

მუხლი 8

მუხლი 14

მუხლი 9

მუხლი 15

მუხლი 10(1)

მუხლი 9 და 16(1)

მუხლი 10(2)

მუხლი 10, 11 და 17

მუხლი 11(1), პირველი და მეორე აბზაცები

მუხლი 18

მუხლი 11(1), მესამე აბზაცი

მუხლი 18(2), პირველი აბზაცი

მუხლი 11(2)

მუხლი 18(3)

მუხლი 11(3)(a)

მუხლი 18(2), მეორე აბზაცი, და მუხლი 21

მუხლი 11(3)(b)

მუხლი 21

მუხლი 11(3)(c)

მუხლი 12(1)

მუხლი 19(1)

მუხლი 12(2), პირველი აბზაცი

მუხლი 19(2), პირველი აბზაცი

მუხლი 12(2), მეორე აბზაცი

მუხლი 19(2), მეორე აბზაცი და მუხლი 20(b)

მუხლი 13(1)

მუხლი 38(1)

მუხლი 13(2)

მუხლი 38(2) და(3)

მუხლი 13(3)

მუხლი 38(4)

მუხლი 13(4)

მუხლი 38(5), პირველი წინადადება

მუხლი 13(5)

მუხლი 13(6)

მუხლი 23(2)

მუხლი 14

მუხლი 39

მუხლი 15(1)(a)

მუხლი 22, მუხლი 24(a) to (g) და მუხლი 25(a) და (b)

მუხლი 15(1)(b)

მუხლი 23(4)(b) და 24(h)

მუხლი 15(1)(c)

მუხლი 15(1)(d)

მუხლი 22(1), მესამე აბზაცი და 24(a)

მუხლი 15(1)(e)

მუხლი 40(b)

მუხლი 15(1)(f)

მუხლი 25(b)

მუხლი 15(1)(g)

მუხლი 23(4)(b), 24(h), 24(c), 28, 31(b) და 32

მუხლი 15(1)(h)

მუხლი 15(2)

მუხლი 16(1)

მუხლი 22(1), პირველი და მეორე აბზაცები

მუხლი 16(2)

მუხლი 22(3), პირველი და მეორე აბზაცები

მუხლი 16(3)

მუხლი 22(2)

მუხლი 16(4), პირველი აბზაცი

მუხლი 22(6), პირველი აბზაცი, პირველი წინადადება

მუხლი 16(4), მეორე აბზაცი

მუხლი 22(6), პირველი აბზაცი, მეორე წინადადება და მუხლი 22(7)

მუხლი 16(5)(a)

მუხლი 22(6), მეორე აბზაცი, და მუხლი 24(g)

მუხლი 16(5)(b)

მუხლი 24(f)

მუხლი 16(6)

მუხლი 23(3)

მუხლი 16(7)

მუხლი 29

მუხლი 17

მუხლი 26

მუხლი 18(1) - (3)

მუხლი 27

მუხლი 18(4)

მუხლი 32

მუხლი 19(1)

მუხლი 28(1)(a)

მუხლი 19(2) და (3)

მუხლი 28(2) და(3)

მუხლი 19(4)

მუხლი 28(4), პირველი აბზაცი და მეორე აბზაცის პირველი წინადადება

მუხლი 19(5)

მუხლი 31(a)

მუხლი 20(1) – (4)

მუხლი 33

მუხლი 20(5)

მუხლი 34(4)

მუხლი 20(6), პირველი აბზაცი

მუხლი 34(5), პირველი წინადადება

მუხლი 20(6), მეორე აბზაცი

მუხლი 34(6)

მუხლი 20(7)

მუხლი 22, 23, 24, 25 და 32

მუხლი 20(8)(a)

მუხლი 34(1) – (3)

მუხლი 20(8)(b)

მუხლი 34(9) და მუხლი 37(1)(a)

მუხლი 20(8)(c)

მუხლი 34(11) და 37(2)

მუხლი 20(9)

მუხლი 35, 36(b) და 37(1)(c) და (d)

მუხლი 21

მუხლი 42

მუხლი 22

მუხლი 43

მუხლი 23

მუხლი 44

მუხლი 24(1) და (2)

მუხლი 45(1) და (2)

მუხლი 24(3), პირველი აბზაცი

მუხლი 45(3)

მუხლი 24(3), მეორე აბზაცი

მუხლი 25(1)

მუხლი 46(1)

მუხლი 25(2), პირველი აბზაცი

მუხლი 46(2)

მუხლი 25(2), მეორე და მესამე აბზაცები

მუხლი 46(3)

მუხლი 25(3)

მუხლი 46(4) - (8) და მუხლი 50(1)

მუხლი 26

მუხლი 47

მუხლი 27

მუხლი 48

მუხლი 28(1) და (2)

მუხლი 49

მუხლი 28(3)

მუხლი 50(2)

მუხლი 29

მუხლი 51

მუხლი 30(1)

მუხლი 52

მუხლი 30(2)

მუხლი 31(1)

მუხლი 53(1)

მუხლი 31(2)

მუხლი 53(3)

მუხლი 31(3)

მუხლი 54

მუხლი 32

მუხლი 55

მუხლი 33(1) – (4)

მუხლი 56(1) – (4)

მუხლი 33(5)

მუხლი 56(5) და 58(1)

მუხლი 34

მუხლი 57(1),(2) და (3)

მუხლი 35

მუხლი 59

მუხლი 36

მუხლი 60

მუხლი 37

მუხლი 61

მუხლი 38

მუხლი 62, 63, 67 და 68

მუხლი 39(1) და (2)

მუხლი 64(1) და (2)

მუხლი 39(3)

მუხლი 64(3), პირველი აბზაცი

მუხლი 39(4) და (5)

მუხლი 64(4) და (5)

მუხლი 39(6)

მუხლი 64(3), მეორე აბზაცი, მუხლი 64(6) და მუხლები 63 – 68

მუხლი 40

მუხლი 69

მუხლი 41

მუხლი 70

მუხლი 42(1)

მუხლი 74(1)

მუხლი 42(2)

მუხლი 74(2)(a) – (c) და (d) ქვეპუნქტის შესავალი წინადადება

მუხლი 42(3)

მუხლი 74(3)

მუხლი 43(a)

მუხლი 71, 72 და76(a)

მუხლი 43(b)

მუხლი 74(2)(d), (i), (ii) და(iii) ქვეპუნქტები

მუხლი 43(c)

მუხლი 43(d)

მუხლები 73 და 75 და მუხლი 76(b) და (c)

მუხლი 44

მუხლი 77

მუხლი 45

მუხლი 78

მუხლი 46

მუხლი 79

მუხლი 47

მუხლი 80

მუხლი 48

მუხლი 81

მუხლი 49

მუხლი 82

მუხლი 50

მუხლი 83

მუხლი 51

მუხლი 84

მუხლი 52

მუხლი 85

მუხლი 53(1) – (3)

მუხლი 86(1) – (3)

მუხლი 53(4)

მუხლი 86(6)

მუხლი 54(a) და (b)

მუხლი 86(5) და მუხლი 88(a)

მუხლი 54(c)

მუხლი 86(4) და მუხლი 88(b)

მუხლი 55(1)

მუხლი 87(1)

მუხლი 55(2), პირველი აბზაცი

მუხლი 87(2)

მუხლი 55(2), მეორე აბზაცი

მუხლი 88(c)

მუხლი 55(3) და (4)

მუხლი 87(3) და (4)

მუხლი 56(1) – (5)

მუხლი 89(1) – (5)

მუხლი 56(6)

მუხლი 89(7)

მუხლი 56(7)

მუხლი 89(9)

მუხლი 56(8)

მუხლი 89(2), მეორე აბზაცი

მუხლი 56(9), პირველი აბზაცი

მუხლი 100(1)(b)

მუხლი 56(9), მეორე აბზაცი

მუხლი 89(8) და 99(a)

მუხლი 56(9), მესამე აბზაცი

მუხლი 89(2), მეორე აბზაცი

მუხლი 57(1) და (2)

მუხლი 90

მუხლი 57(3)

მუხლი 100(1)(a)

მუხლი 58, პირველი აბზაცი

მუხლი 91

მუხლი 58, მეორე აბზაცი

მუხლი 59(1), პირველი აბზაცი

მუხლი 100(1)

მუხლი 59(1), მეორე აბზაცი

მუხლი 99(b)

მუხლი 59(2)

მუხლი 92(2)

მუხლი 60

მუხლი 93

მუხლი 61

მუხლი 94

მუხლი 62(1) და (2)

მუხლი 95(1) და (2)

მუხლი 62(3)

მუხლი 22, მუხლი 24(a) – (g), მუხლი 25(a) და (b) და მუხლი 99(c)

მუხლი 63(1) და(2)

მუხლი 63(3)(a)

მუხლი 63(3)(b)

მუხლი 96(1)(a), 96(2), 100(1)(c) და 100(2)

მუხლი 63(3)(c)

მუხლი 96(1)(b),96(2), 100(1)(c) და 100(2)

მუხლი 64

მუხლი 97

მუხლი 65(1) და (2)

მუხლი 98

მუხლი 65(3)

მუხლი 99(d) და 100(1)(b)

მუხლი 66

მუხლი 101(1) და (2)

მუხლი 67(1), პირველი და მეორე აბზაცები

მუხლი 102(1)

მუხლი 67(1), მესამე აბზაცი

მუხლი 106

მუხლი 67(2) და (3)

მუხლი 102(2) და (3), პირველი აბზაცი

მუხლი 68(1) და (2)

მუხლი 103(1) და (2)

მუხლი 68(3)

მუხლი 103(3)(a)

მუხლი 68(4)

მუხლი 103(4)

მუხლი 69

მუხლი 104

მუხლი 70

მუხლი 105(1) – (5)

მუხლი 71

მუხლი 105(6)

მუხლი 72(1) და (2)

მუხლი 108(1) და (2)

მუხლი 72(3)

მუხლი 108(3) და 115

მუხლი 73

მუხლი 109

მუხლი 74

მუხლი 110

მუხლი 75

მუხლი 111

მუხლი 76

მუხლი 77(1), პირველი აბზაცი

მუხლი 112(1)

მუხლი 77(1), მეორე და მესამე აბზაცები

მუხლი 112(2)

მუხლი 77(2)

მუხლი 112(3)

მუხლი 77(3)

მუხლი 112(4)

მუხლი 78(1), პირველი აბზაცი

მუხლი 113

მუხლი 78(1), მეორე აბზაცი

მუხლები 99(d) და 100(1)(b)

მუხლი 78(2) – (4)

მუხლი 114(1) – (3)

მუხლი 78(5)

მუხლი 114(4)

მუხლი 79(1)

მუხლი 116(1)

მუხლი 79(2) – (5)

მუხლი 116(4) – (7)

მუხლი 80

მუხლი 117(1)

მუხლი 81(1) და (2)

მუხლი 118(1) და (2)

მუხლი 81(3)

მუხლი 118(4)

მუხლი 82(1)

მუხლი 119(1)

მუხლი 82(2)

მუხლი 119(3)

მუხლი 83

მუხლი 120(1)

მუხლი 84(1)

მუხლი 121(1)

მუხლი 84(2)

მუხლი 121(3)

მუხლი 85, პირველი წინადადება

მუხლი 116(2), 117(2), 118(3), 119(2), 120(2), 121(2) და 123(1)

მუხლი 85, მეორე წინადადება

მუხლი 106(3), 122 და 123(2)

მუხლი 86(1), შესავალი წინადადება

მუხლი 124(1), შესავალი წინადადება, და ქვეპუნქტი (a)

მუხლი 86(1) (a) – (c)

მუხლი 124(1) (b) – (d)

მუხლი 86(1) (d) და (e)

მუხლი 124(1) (e)

მუხლი 86(1) (f) – (k)

მუხლი 124(1) (f) – (k)

მუხლი 86(2) და (3)

მუხლი 124(2) და (3)

მუხლი 86(4) – (6)

მუხლი 124(5) – (7)

მუხლი 86(7)

მუხლი 126

მუხლი 87(1)

მუხლები 127(1) და 127(2)(a)

მუხლი 87(2), პირველი აბზაცი

მუხლი 127(3), პირველი აბზაცი

მუხლი 87(2), მეორე აბზაცი

მუხლი 127(8)

მუხლი 87(3), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (a)

მუხლები 127(2)(b) და 131(a)

მუხლი 87(3), პირველი აბზაცი, (b) და (c) ქვეპუნქტები

მუხლი 131(b)

მუხლი 87(3), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (d)

მუხლები 127(3) და 161(a)

მუხლი 87(3), მეორე აბზაცი

მუხლი 88(1), პირველი აბზაცი, პირველი წინადადება

მუხლი 6(1)

მუხლი 88(1), პირველი აბზაცი, მეორე წინადადება

მუხლი 127(7)

მუხლი 88(1), მეორე აბზაცი

მუხლი 6(2)

მუხლი 88(2)

მუხლი 127(4), პირველი აბზაცი

მუხლი 88(3)

მუხლი 127(4), მეორე აბზაცი, და (6)

მუხლი 88(4), პირველი აბზაცი

მუხლი 133(1), პირველი აბზაცი

მუხლი 88(4), მეორე და მესამე აბზაცები

მუხლი 6(2) და 7(a)

მუხლი 89(1)

მუხლი 129(1)

მუხლი 89(2)

მუხლი 90

მუხლი 130(1)

მუხლი 91

მუხლი 134

მუხლი 92(1), პირველი აბზაცი

მუხლი 135(1)

მუხლი 92(1), მეორე აბზაცი

მუხლი 135(2)

მუხლი 92(1), მესამე აბზაცი

მუხლი 92(2) – (5)

მუხლი 135(3) – (6)

მუხლი 93(1)

მუხლი 136

მუხლი 93(2)

მუხლი 94

მუხლი 137

მუხლი 95(1)

მუხლი 139(1)

მუხლი 95(2) და (3)

მუხლი 139(3) და (4)

მუხლი 95(4)

მუხლი 139(6)

მუხლი 96(1) და (2)

მუხლი 140

მუხლი 96(3)

მუხლი 139(7)

მუხლი 97(1)

მუხლი 149

მუხლი 97(2)

მუხლი 150

მუხლი 98(1)

მუხლი 144

მუხლი 98(2)

მუხლი 139(5)

მუხლი 99

მუხლი 141(1)

მუხლი 100

მუხლი 141(2)

მუხლი 101(1)

მუხლი 153(1)

მუხლი 101(2)(a)

მუხლი 153(2) და 156(a)

მუხლი 101(2)(b)

მუხლი 156(b) და 157

მუხლი 101(2)(c)

მუხლი 153(3) და 156(c)

მუხლი 102

მუხლი 154

მუხლი 103

მუხლი 155(2) და 156(d)

მუხლი 104(1)

მუხლი 158(1)

მუხლი 104(2)

მუხლი 158(3)

მუხლი 105(1)

მუხლი 159(1) და (2)

მუხლი 105(2)(a) და (b)

მუხლი 159(3) და 161(a)

მუხლი 105(2)(c)

მუხლი 22(1), მესამე აბზაცი, და 25(c)

მუხლი 106(1), პირველი აბზაცი, პირველი წინადადება

მუხლი 179(1), პირველი აბზაცი

მუხლი 106(1), პირველი აბზაცი, მეორე წინადადება

მუხლი 106(2)

მუხლი 179(3) და (6)

მუხლი 106(3)

მუხლი 179(5)

მუხლი 106(4), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 22, მუხლი 24(a) – (g) და მუხლი 25(a) და(b)

მუხლი 106(4), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (b)

მუხლები 23(4)(a) დ ა24(h)

მუხლი 106(4), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (c)

მუხლი 179(1), მეორე აბზაცი, მუხლი 179(2) და მუხლი 180

მუხლი 106(4), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (d)

მუხლი 22(1), მესამე აბზაცი და 24(a)

მუხლი 106(4), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (e)

მუხლი 25(b)

მუხლი 106(4), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (f)

მუხლები 23(4)(b), 24(h), 28, 31(b) და 32

მუხლი 106(4), პირველი აბზაცი, (g) და (h) ქვეპუნქტები

მუხლი 181

მუხლი 106(4), მეორე აბზაცი

მუხლი 107(1), პირველი წინადადება

მუხლი 6(1)

მუხლი 107(1), მეორე წინადადება

მუხლი 182(1)

მუხლი 107(2)

მუხლი 158(2)

მუხლი 107(3)

მუხლი 160, 161(b), 182(2) – (4), 183 და 184

მუხლი 108(1), პირველი აბზაცი, პირველი წინადადება

მუხლი 162

მუხლი 108(1), პირველი აბზაცი, მეორე და მესამე წინადადებები

მუხლი 170(4)

მუხლი 108(1), მეორე აბზაცი

მუხლი 6(2), 7(a) და 8(1)(a)

მუხლი 108(2)

მუხლი 163(1) და (2)

მუხლი 108(3), პირველი აბზაცი

მუხლი 6(1)

მუხლი 108(3), მეორე აბზაცი

მუხლი 108(4)

მუხლი 163(3), 164 და 165(b)

მუხლი 109(1)

მუხლი 166(1)

მუხლი 109(2)

მუხლი 166(2) და 168 (a)

მუხლი 109(3)

მუხლი 6(2), 7(a), 8(1)(a) და 165(a)

მუხლი 110(1), პირველი აბზაცი

მუხლი 167(1), პირველი აბზაცი

მუხლი 110(1), მეორე აბზაცი

მუხლი 167(1), მესამე აბზაცი

მუხლი 110(1), მესამე აბზაცი

მუხლი 167(2) და(3), და მუხლი 168(d)

მუხლი 110(2) და (3)

მუხლი 167(4) და (5)

მუხლი 111(1)

მუხლი 170(1)

მუხლი 111(2), პირველი წინადადება

მუხლი 170(2)

მუხლი 111(2), მეორე წინადადება

მუხლი 170(3)(a) და (b)

მუხლი 111(3)

მუხლი 170(3)(c)

მუხლი 112(1), პირველი აბზაცი

მუხლი 172(1)

მუხლი 112(1), მეორე აბზაცი, პირველი წინადადება

მუხლი 182(2)

მუხლი 112(1), მეორე აბზაცი, მეორე წინადადება

მუხლი 182(3)

მუხლი 112(2)

მუხლი 112(3)

მუხლი 172(2)

მუხლი 112(4)

მუხლი 176(b)

მუხლი 113(1) და (2)

მუხლი 173(1) და (2)

მუხლი 113(3)

მუხლი 173(3) და 176(c)

მუხლი 114(1)

მუხლი 174(1)

მუხლი 114(2), პირველი აბზაცი

მუხლი 174(2)

მუხლი 114(2), მეორე აბზაცი

მუხლი 175

მუხლი 115, პირველი აბზაცი

მუხლი 177(1)

მუხლი 115, მეორე აბზაცი

მუხლი 177(2) და 178

მუხლი 116(1)

მუხლი 185(1)

მუხლი 116(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 22, მუხლი 24(a) – (g) და მუხლი 25(a) და(b)

მუხლი 116(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (b)

მუხლი 23(4)(a), 23(5), 24(h) და 25(c)

მუხლი 116(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტები (c) და (d)

მუხლი 185(2) და 186(a)

მუხლი 116(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (e)

მუხლი 22(1), მესამე აბზაცი და 24(a)

მუხლი 116(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (f)

მუხლი 25(b)

მუხლი 116(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (g)

მუხლი 23(4)(b), 24(h), 28, 31(b) და 32

მუხლი 116(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტები (h) და (i)

მუხლი 186(b) და 187

მუხლი 116(2), მეორე აბზაცი

მუხლი 117

მუხლი 188

მუხლი 118

მუხლი 189

მუხლი 119(1) და (2)

მუხლი 190

მუხლი 119(3)

მუხლი 193

მუხლი 120

მუხლი 191

მუხლი 121

მუხლი 192

მუხლი 122

მუხლი 193

მუხლი 123(1) და (2)

მუხლი 194

მუხლი 123(3)

მუხლი 179(4)

მუხლი 124(1)

მუხლი 195(1)

მუხლი 124(2)

მუხლი 195(2) და (3), და მუხლი 196

მუხლი 125

მუხლი 197

მუხლი 126(1)

მუხლი 198(1)

მუხლი 126(2)

მუხლი 198(2), პირველი აბზაცი, პირველი წინადადება

მუხლი 127(1)

მუხლი 199

მუხლი 127(2)

მუხლი 198(3)(d)

მუხლი 128

მუხლი 198(2), პირველი აბზაცი, მეორე წინადადება და მეორე აბზაცი, მუხლი 198(3)(a) – (c) და მუხლი 200

მუხლი 129

მუხლი 201

მუხლი 130(1)

მუხლი 203(1), პირველი აბზაცი

მუხლი 130(2) – (5)

მუხლი 203(2) to (5)

მუხლი 131(a)

მუხლი 131(b)

მუხლი 204

მუხლი 132

მუხლი 205

მუხლი 133

მუხლი 208(1)

მუხლი 134

მუხლი 202, 203(1), მეორე აბზაცი, 203(6), 206, 207 და 209

მუხლი 135

მუხლი 210

მუხლი 136(1)

მუხლი 211(1)

მუხლი 136(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 22, მუხლი 24(a) – (g) და მუხლი 25(a) და(b)

მუხლი 136(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (b)

მუხლი 23(4)(a) და 24(h)

მუხლი 136(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (c)

მუხლი 212(a)

მუხლი 136(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (d)

მუხლი 22(1), მესამე აბზაცი და 24(a)

მუხლი 136(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (e)

მუხლი 25(b)

მუხლი 136(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (f)

მუხლი 23(4)(b), 24(h), 28, 31(b) და 32

მუხლი 136(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (g)

მუხლი 136(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (h)

მუხლი 136(2), მეორე აბზაცი

მუხლი 136(3), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 211(3), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 136(3), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (b)

მუხლი 211(3), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტები (b) და (c)

მუხლი 136(3), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (c)

მუხლი 211(3), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (d)

მუხლი 136(3), მეორე აბზაცი

მუხლი 212(b)

მუხლი 136(4), პირველი აბზაცი

მუხლი 211(4)

მუხლი 136(4), მეორე აბზაცი

მუხლი 211(5)

მუხლი 136(4), მესამე აბზაცი

მუხლი 211(6)

მუხლი 136(4), მეოთხე აბზაცი, (a) და (b) ქვეპუნქტები

მუხლი 213

მუხლი 136(4), მეოთხე აბზაცი, ქვეპუნქტი (c)

მუხლი 212(c)

მუხლი 136(5)

მუხლი 23(2)

მუხლი 137(1)

მუხლი 214(1)

მუხლი 137(2)

მუხლი 214(2) და მუხლი 7(c)

მუხლი 138

მუხლი 215(1) – (3)

მუხლი 139

მუხლი 218

მუხლი 140(1)

მუხლი 219

მუხლი 140(2)

მუხლი 221(a) და 222(b)

მუხლი 141

მუხლი 220

მუხლი 142(1), პირველი, მეორე და მესამე აბზაცები

მუხლი 223(1)

მუხლი 142(1), მეოთხე აბზაცი

მუხლი 224(a)

მუხლი 142(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 223(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (a)

მუხლი 142(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტები (b) და (c)

მუხლი 223(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტები (c) და (d)

მუხლი 142(2), მეორე აბზაცი

მუხლი 223(2), პირველი აბზაცი, ქვეპუნქტი (b) და მუხლი 224(c)

მუხლი 142(3), პირველი აბზაცი

მუხლი 223(3)

მუხლი 142(3), მეორე აბზაცი

მუხლი 224(d)

მუხლი 142(4)

მუხლი 223(4)

მუხლი 143

მუხლები 211(2), 216, 217, 221(b), 222(b), 224(b), 225, 228, 229, 230, 231(b), 232, 233(4), 235, 236, 243(2), 251(4), 254(2), (3), (6) და (7) და 257(4)

მუხლი 144(1)

მუხლი 226(1)

მუხლი 144(2)

მუხლები 226(2) და 231(a)

მუხლი 144(3)

მუხლი 226(3)

მუხლი 144(4)

მუხლი 145(1) და (2)

მუხლი 227

მუხლი 145(3), პირველი აბზაცი

მუხლი 155(1)

მუხლი 145(3), მეორე აბზაცი

მუხლი 157

მუხლი 146

მუხლი 233(1) – (3)

მუხლი 147

მუხლი 234

მუხლი 148(1)

მუხლი 237(1)

მუხლი 148(2), პირველი აბზაცი

მუხლი 237(2)

მუხლი 148(2), მეორე აბზაცი

მუხლი 237(3) და 239

მუხლი 149

მუხლი 242

მუხლი 150(1)

მუხლი 238(1)

მუხლი 150(2)(a)

მუხლი 150(2)(b)

მუხლი 238(2)

მუხლი 150(3)

მუხლი 151(1), პირველი აბზაცი

მუხლი 144

მუხლი 151(1), მეორე აბზაცი

მუხლი 145(3)

მუხლი 151(2)

მუხლი 145(5) და (11)

მუხლი 151(3)

მუხლი 151(4)

მუხლი 147(4)

მუხლი 151(5)

მუხლები 145(1), (2), (4) და(6) – (10), მუხლი 146, მუხლი 147(3) და (4), და მუხლები 148 და 151

მუხლი 152

მუხლი147(1) და (2)

მუხლი 153

მუხლი 240

მუხლი 154(1)(a)

მუხლი 237(3), პირველი წინადადება

მუხლი 154(1)(b)

მუხლი 241(1)

მუხლი 154(2)

მუხლი 237(3), მეორე წინადადება, და მუხლი 241(2)

მუხლი 155(1)

მუხლი 243(1)

მუხლი 155(2) და (3)

მუხლი 243(3) და (4)

მუხლი 156

მუხლი 244

მუხლი 157

მუხლი 245

მუხლი 158

მუხლი 246

მუხლი 159

მუხლი 247

მუხლი 160

მუხლი 248

მუხლი 161

მუხლი 249

მუხლი 162

მუხლი 250

მუხლი 163

მუხლი 251(1) – (3)

მუხლი 164, პირველი აბზაცი

მუხლი 253

მუხლი 164, მეორე აბზაცი

მუხლი 165

მუხლი 252

მუხლი 166(1)

მუხლი 254(1)

მუხლი 166(2) და (3)

მუხლი 254(4) და (5)

მუხლი 167

მუხლი 255

მუხლი 168

მუხლი 256

მუხლი 169

მუხლი 257(1) – (3)

მუხლი 170

მუხლი 258

მუხლი 171(1) და (2)

მუხლი 259(1) და (2)

მუხლი 171(3)

მუხლი 86(5)

მუხლი 171(4)

მუხლი 259(3)

მუხლი 172

მუხლი 260

მუხლი 173

მუხლი 261

მუხლი 174

მუხლი 262

მუხლი 175(1), პირველი აბზაცი

მუხლი 263(1)

მუხლი 175(1), მეორე აბზაცი

მუხლი 263(2)(a)

მუხლი 175(2) და (3)

მუხლი 263(3) და (4)

მუხლი 176(1)(a) და (b)

მუხლი 263(2)(b) და მუხლი 265(b)

მუხლი 176(1)(c) და (d)

მუხლი 265(b)

მუხლი 176(1)(e)

მუხლი 161(a)

მუხლი 176(2)

მუხლი 177(1) და (2)

მუხლი 267(1) და (3)

მუხლი 177(3)

მუხლი 267(2)

მუხლი 177(4)

მუხლი 267(2)

მუხლი 177(5)

მუხლი 268

მუხლი 178(1)

მუხლი 269(1)

მუხლი 178(2)(a)

მუხლი 269(2)(a) და (b)

მუხლი 178(2)(b)

მუხლი 269(2)(d) და (e)

მუხლი 178(3)

მუხლი 269(3)

მუხლი 179

მუხლი 270

მუხლი 180(1)

მუხლი 271(1), პირველი აბზაცი

მუხლი 180(2), პირველი წინადადება

მუხლი 6(1)

მუხლი 180(2), მეორე წინადადება

მუხლი 271(3)

მუხლი 180(3), პირველი აბზაცი

მუხლი 6(2)

მუხლი 180(3), მეორე აბზაცი

მუხლი 271(4)

მუხლი 180(4)

მუხლი 271(2)

მუხლი 181, პირველი და მეორე აბზაცები

მუხლი 272(1)

მუხლი 181, მეორე აბზაცი და მესამე აბზაცი

მუხლი 182(1)

მუხლი 277

მუხლი 182(2)

მუხლი 183(1)

მუხლები 16(1) და 17

მუხლი 183(2)(a) და (b)

მუხლი 183(2)(c)

მუხლი 280 და 283

მუხლი 184

მუხლი 285

მუხლი 185

მუხლი 186

მუხლი 286(2) და (3)

მუხლი 187

მუხლი 287

მუხლი 188(1)

მუხლი 288(1)

მუხლი 188(2)

მუხლი 288(2)

მუხლი 188(3)

მუხლი 288(1)

 

 



[1]ოფიციალური ჟურნალი, L 256, 7.9.1987, გვ. 1.

[2]ოფიციალური ჟურნალი, L 124, 08.06.1971, გვ. 1.

[3]ოფიციალური ჟურნალი, L 324, 10.12.2009, გვ. 23.

[4]ოფიციალური ჟურნალი, L 152, 16.06.2009, გვ. 23.

[5]ოფიციალური ჟურნალი, L 82, 22.03.1997, გვ. 1.