„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 28/05/2018
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016455
0
28/05/2018
ვებგვერდი, 29/05/2018
000000000.00.00.016455
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი
 

  პროექტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

  

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ.264 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.“.

2. კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.”.

3. კანონის 171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.“.

4. კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, (გარდა 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.“.

5. კანონის 32-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება ნებართვის გამცემს წარმოშობა ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 საქართველოს პრეზიდენტი                                             გ. მარგველაშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

ა) ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია კა­ნონ­პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ

ა.ა) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია, კერძოდ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ნებართვის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტაციას, კერძოდ, აღნიშნული ნორმის საფუძვლეზე, იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები.

კანონის აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს დამატებით ბარიერს იმ ავიაგადამზიდველისათვის, რომლებიც შესაბამისი ნებართვების – არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და/ან საავიაციო სამუშაოების ნებართვის მისაღებად მიმართავენ ნებართვის გამცემ უწყებას – სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. კერძოდ, ავიაკომპანიების ბარიერი და სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიღებას, მით უფრო არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ, ესაჭიროება დროის ხანგრძლივი პერიოდი. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის გაცემა კი ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ოპერატიულობას, ამგვარი ამონაწერის წარმოდგენა დროის გარკვეულ პერიოდთან არის დაკავშირებული, ავიაკომპანიას კი შესაძლოა დროის გაცილებით მცირე მონაკვეთში ესაჭიროებოდეს ნებართვა და კანონის ამ მოთხოვნამ შესაძლებელია დააბრკოლოს მათ მიერ ფრენის განხორციელება, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ განცხადება მსგავსი ფრენების შესრულების ნებართვის თაობაზე ნებართვის გამცემ უწყებაში შეიძლება წარდგენილ იქნეს ფრენის შესრულებამდე რამდენიმე საათით ადრე. კანონის არსებული დანაწესი კი უარყოფითად აისახება ავიაკომპანიების მიერ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებაზე და ამგვარმა ბარიერებმა შესაძლოა შეამციროს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული ფრენებისა და საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საავიაციო სამუშაოების განხორციელების რაოდენობა. შესაბამისად, მიზანშეწონილია ცვლილება იქნეს შეტანილი კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტში და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით დადგინდეს გამონაკლისი არსებული წესიდან, რომლის საფუძველზეც კანონის მოთხოვნა არ გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც მიმართავენ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების ნებართვის მიღების მიზნით. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზემოხსენებული ნებართვების მიღების მიზნით, განმცხადებელი ნებართვის გამცემ უწყებაში – სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის განხორციელების უფლების მიმნიჭებელ დოკუმენტს – ექსპლუატანტის სერტიფიკატს (თავის მხრივ, გაცემულია შესაბამის იურიდიულ პირზე (ავიაკომპანია), სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე), რომელიც სამოქალაქო ავიაციის სფეროში წარმოადგენს ავიაკომპანიის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს. ამასთან აღსანიშნავია, რომ როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1993 წელს) საფუძველზე (მუხლი 33), ასევე „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმებების შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ძალაში მყოფი საჰაერო ვარგისიანობის და დაშვების სერტიფიკატები მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ვარგისად იქნება აღიარებული შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები უტოლდება ან აღემატება ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს.

ამასთან, კანონის მოქმედი რამდენიმე ნორმით, ერთმანეთის იდენტურად, დადგენილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვალდებულება, განცხადებას დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. კანონის აღნიშნული ნორმა ნაწილობრივ ხარვეზიანია, ვინაიდან ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაციას წარმოადგენს მისი შექმნის და წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტები, რომელთა დამოწმება რაიმე ფორმით კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით (კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში), ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით (ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად) და ქალაქ თბილისის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.

შესაბამისად, მიზანშეწონილია შეიცვალოს არსებული ჩანაწერი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ასევე გამოსწორდეს ხარვეზი, ამავე პუნქტებში მითითებულ სახელმწიფო რეესტრთან დაკავშირებით, კერძოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის დღეს მოქმედი რედაქცია იყენებს ტერმინს „სახელმწიფო რეესტრი“, იქიდან გამომდინარე, რომ „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულია და არც „საჯარო რეესტრის შესახებ“ და არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო რეესტრთან მიმართებით „სახელმწიფო რეესტრს“ არ იყენებს, კანონპროექტში „სახელმწიფო რეესტრი“ ჩანაცვლდა „საჯარო რეესტრით“.

კანონპროექტის მიღება ასევე განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის 32-ე მუხლის მოქმედი რედაქცია ნებართვის გამცემს ავალდებულებს განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. უნდა აღინიშნოს, რომ არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და ან საავიაციო სამუშაოების ნებართვა გაიცემა ავიაგადამზიდველის განაცხადზე, სამოქალაქო ავიაციის სპეციალური ელექტროკავშირის არხებით ელექტრონული ფორმით საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სადაც აისახება რეისის შესასრულებლად გადამზიდველისათვის დადგენილი ყველა პირობა, რაც საკმარისია ფრენის განსახორციელებლად და დამატებით სანებართვო მოწმობა ავიაგადამზიდველს არ ესაჭიროება აღნიშნული ფრენების შესასრულებლად. შესაბამისად, სააგენტოსთვის სანებართვო მოწმობის გაცემა წარმოადგენს დამატებითი რესურსის უსარგებლო ხარჯვას, გარდა ამისა, შეუძლებელია უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველისათვის შესაბამისი ქვეყნის აეროპორტიდან გამოფრენამდე სანებართვო მოწმობის მიწოდება. აღნიშნული მოწმობების დამზადება დაკავშირებულია ადამიანურ და ფინანსურ დანახარჯებთან, რომელსაც პრაქტიკული თვალსაზრისით არანაირი დანიშნულება არ გააჩნია. ამდენად, მიზანშეწონილია კანონის 32-ე მუხლს დაემატოს 41 პუნქტი, რომლის საფუძველზეც არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშოების განხორციელებისთვის გათვალისწინებული ნებართვების სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება ნებართვის გამცემს წარმოშობა ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში.

ა.ბ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი:

კანონპროექტის ძირითადი მიზანია ავიაკომპანიების ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების ჩატარებისა და საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დროს, რაც დაკავშირებულია შესაბამისი ნებართვის მაძიებელი იურიდიული პირის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლებასთან. აქვე, კანონის მოქმედი რედაქციის რამდენიმე პუნქტში სწორდება საკანონმდებლო ხარვეზის შემცველი დანაწესი, რომელიც ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ავალდებულებს, ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარადგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები, აგრეთვე მითითება „სახელმწიფო რეესტრზე“.

ამასთან, კანონის 32-ე მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომლის მიზანია არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების თაობაზე სანებართვო მოწმობის მიწოდება ავიაკომპანიებისათვის გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, მეორე მხრივ კი აღნიშნულ მოწმობაზე ნებართვის გამცემი უწყების – სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ რესურსი უსარგებლოდ იხარჯება, ვინაიდან აღნიშნულ მოწმობას არანაირი დანიშნულება არ გააჩნია შესაბამისი ავიაკომპანიისთვის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის და საავიაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

ა.გ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი არ­სი:

•  კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი, 171 მუხლის მე-3 პუნქტი და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ყალიბდება იდენტურად, შემდეგი რედაქციით:

განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (გარდა 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლები.“.

• კანონის 32-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სანებართვო მოწმობების გაცემის ვალდებულება ნებართვის გამცემს წარმოეშობა ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში.”.

ვინაიდან კანონპროექტით 32-ე მუხლს ემატება 41 პუნქტი, საჭირო გახდა ამავე მუხლის მე-4 პუნქტში 41 პუნქტზე, როგორც საგამონაკლისო პუნქტზე, მითითების გაკეთება.

ბ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის ფი­ნან­სუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა:

ბ.ა) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუც­ილ­ებ­ე­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო:

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ღე­ბა არ გა­მო­იწ­ვევს ბი­უჯ­ეტ­იდ­ან და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­მო­ყო­ფას;

 ბ.ბ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის გავ­ლე­ნა ბი­უჯ­ეტ­ის სა­შე­მო­სავ­ლო ნა­წილ­ზე:

კა­ნონ­პრო­ექ­ტი არ მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას ბი­უჯ­ეტ­ის სა­შე­მო­სავ­ლო ნა­წილ­ზე;

ბ.გ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის გავ­ლე­ნა ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯვით ნა­წილ­ზე:

კა­ნონ­პრო­ექ­ტი არ ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას ბი­უჯ­ეტ­ის ხარ­ჯვით ნა­წილ­ზე;

ბ.დ) სა­ხელ­მწი­ფოს ახ­ა­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი:

სა­ხელ­მწი­ფო არ იღ­ებს ახ­ალ ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს;

ბ.ე) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­დე­გე­ბი იმ პირ­თათ­ვის, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ვრცელ­დე­ბა კა­ნონ­პრო­ექ­ტის მოქ­მე­დე­ბა:

კანონპროექტს ექნება დადებითი გავლენა იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ავიაგადამზიდველებს აღარ მოუწევთ ამონაწერის ხარჯის გაღება, ხოლო სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღარ გასწევს ხარჯს სანებართვო მოწმობების დასამზადებლად;

ბ.ვ) კა­ნონ­პრო­ექ­ტით დად­გე­ნი­ლი გა­და­სა­ხა­დის, მო­საკ­რებ­ლის ან სხვა სა­ხის გა­და­სახ­დე­ლის ოდენობა და ოდ­ენ­ობ­ის გან­საზ­ღვრის პრინ­ცი­პი:

 კა­ნონ­პრო­ექ­ტი არ ითვალისწინებს გა­და­სა­ხა­დის, მო­საკ­რე­ბლის ან სხვა სა­ხის გა­და­სახ­დე­ლის დაწესებას;

გ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­მარ­თე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ სტან­დარ­ტებ­თან

გ.ა) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­მარ­თე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვებ­თან:

 კა­ნონ­პრო­ექ­ტი არ ეწ­ინ­ა­აღმ­დე­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის დი­რექ­ტი­ვებს;

გ.ბ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­მარ­თე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან:

კა­ნონ­პრო­ექ­ტი არ ეწ­ინ­ა­აღმ­დე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს;

გ.გ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მხრივ და მრა­ვალ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­თან:

კა­ნონ­პრო­ექ­ტი არ ეწ­ინ­ა­აღმ­დე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მხრივ და მრა­ვალ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს;

დ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი

დ.ა) სა­ხელ­მწი­ფო, არ­ას­ახ­ელ­მწი­ფო ან/და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია/და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ექს­პერ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­იღ­ეს კა­ნონ­პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, ას­ეთ­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში:

ასეთი არ არსებობს;

დ.ბ) კა­ნონ­პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (და­წე­სე­ბუ­ლე­ბის) ან/და ექს­პერ­ტის შე­ფა­სე­ბა კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­მართ, ას­ეთ­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში:

ასეთი არ არსებობს;

ე) კა­ნონ­პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი:

კანონპროექტის ავტორია სა­ქარ­თვე­ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მი­ნის­ტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება

 

 მუხლი 9. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.

5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სალიცენზიო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით.

6. თუ ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებას და იმავე ლიცენზირებული საქმიანობის სფეროში აქვს ლიცენზია, ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას.

7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან.

8. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ლიცენზიის გაცემის საფუძველია.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ლიცენზიის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.

11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 25 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 27 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გამცემს.

12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ლიცენზიის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ლიცენზიის გამცემი.

13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

14. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.

15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

16. თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ლიცენზიის გამცემს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ლიცენზიის გაცემას.

მუხლი 17. სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

3. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი.

5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას.

მუხლი 171. ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი

1. ლიცენზიის გამცემის მიერ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ასევე შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით.

2 . ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის − სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების) ლიცენზიის მიღების შესახებ.

3 . ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისას განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის ლიცენზიის გამცემი ადგენს:

ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისათვის.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა .

მუხლი 25. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 26​2 და 26​3 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 261, 262 და 2​63 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.

5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.

6. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის გაცემისას.

7. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ხორციელდება ცალკე ადმინისტრაციული წარმოებით.

8. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ნებართვის გაცემის საფუძველია.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით, ნებართვის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ნებართვის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.

11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.

12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ნებართვის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ნებართვის გამცემი.

13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

14. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.

15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

16. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მოპოვება.

მუხლი 32. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება.

2. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 26​3 ​ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.