დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს საპრივატიზებო კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18.04.201 |
დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო |
მიღების თარიღი | 03/10/1994 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 18/04/1994 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.012.000.020 |
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს
კოლეგიის
დადგენილება №18.04.201
ქ. თბილისი 3 ოქტომბერი 1994წ.
საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს საპრივატიზებო კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 28 სექტემბრის №325 ბრძანებულების საფუძველზე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს
1. დამტკიცდეს საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს საპრივატიზებო კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესი /თან ერთვის/.
2. დაევალოს საინფორმაციო-საორგანიზაციო განყოფილებას /მ. გაბუნია/ უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს აღნიშნული წესის გამოქვეყნება რესპუბლიკის პიესაში და მისი სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიულ ორგანოებამდე დროულად დაყვანა.
3. დაევალოს მრეწველობის განყოფილებას /ი. დოლიძე/ 2 დღის ვადაში მოამზადოს წერილი იუსტიციის სამინისტროში გასაგზავნად აღნიშნული წესის რეგისტრაციაში გასატარებლად.
4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ე. ჯუღელს.
მ ი ნ ი ს ტ რ ი ა. სილაგაძე
კოლეგიის მდივანი ნ. მეტრეველი
საწარმოებისა და ორგანიზაციების მუშაკისთვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის დროს საპრივატიზებო კომისიების შექმნისა და საქმიანობის
წ ე ს ი
1. საერთო დებულება
1.1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ საპრივატიზაციოდ დამტკიცებული საწარმოებისა, ორგანიზაციებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების (შემდეგში - ობიექტი) მუშაკთა მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობაზე პირდაპირი მიყიდვის დროს საპრივატიზებო კომისიების შექმნასა და საქმიანობას.
1.2. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ ადრე დამტკიცებულ საპრივატიზებო ობიექტებზე ამ წესის გამოქვეყნებიდან, ხოლო დაუმტკიცებელზე დღიდან დამტკიცებისა საპრივატიზებო კომისიები იქმნება არა უგვიანეს ერთი თვისა, ამასთან კომისიების მიერ დოკუმენტაციის დამუშავებისა და სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოებში მათი წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს, დღიდან ამ კომისიების შექმნისა.
თუ პრივატიზებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე საპრივატიზებო კომისიების შექმნისა და მათ მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის აღნიშნული ვადები არ იქნა დაცული, სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოები განიხილავენ და იღებენ გადაწყვეტილებას ამ ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესაძლებლობის შესახებ.
II. კომისიის შექმნა
2.1. საპრივატიზებო კომისია იქმნება ობიექტის მუშაკთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც უნდა ესწრებოდეს ამ ობიექტის მუშაკთა ნახევარზე მეტი. თუ ობიექტი წარმოადგენს იურიდიულ პირს, საერთო კრების გადაწყვეტილება მტკიცდება ხელმძღვანელის ბრძანებით. თუ ობიექტი არ არის იურიდიული პირი, კომისიის შექმნის საფუძველს წარმოადგენს ამ ობიექტის მუშაკთა საერთო კრების ოქმი, რომელსაც ამტკიცებს მისი ზემდგომი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2.2. ობიექტში, სადაც მუშაკთა რაოდენობა არ აღემატება ხუთ კაცს, მასალებს პრივატიზებისათვის ამზადებს ობიექტის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პასუხისმგებელი პირი, სხვა შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შედის არა ნაკლები სამისა და არაუმეტეს შვიდი კაცისა.
თუ ობიექტი არ არის იურიდიული პირი, კომისიას ამტკიცებს მისი ზემდგომი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
III. კომისიის მუშაობის რეგლამენტი
3.1. კომისია (იქ, სადაც იქმნება კომისიები) პირველ სხდომაზე ირჩევს თავმჯდომარეს. იგი ორგანიზაციას უწევს კომისიის მუშაობას და ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა მის საქმიანობაზე.
3.2. კომისიის სხდომა უფლებამოსილად ითვლება მასზე კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ორი მესამედის დასწრებით.
3.3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით გამოხატოს თავისი შეხედულება და წარუდგინოს თავმჯდომარეს, შემდგომში მის შესაბამის ოქმში დართვით.
3.4. სხდომის ოქმი და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სამი დღის ვადაში და ხელს აწერს თავმჯდომარე.
3.5. კომისიას, თავმჯომარის სახით უფლება აქვს დაავალოს ობიექტის ადმინისტრაციას მოამზადოს და წარუდგინოს მას სტატისტიკური და საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, დოკუმენტების მომზადებისათვის სხვა ინფორმაცია.
3.6. კომისიას, თავმჯომარის სახით უფლება აქვს წარმოადგინოს ობიექტის ინტერესები პრივატიზაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
3.7. კომისიას უფლება აქვს მოიწვიოს სამუშაოდ ექსპერტები, სააუდიტო, საკონსულტაციო და სხვა ორგანიზაციები საწარმოს ანგარიშიდან სათანადო ანაზღაურებით.
3.8. კომისიას და ობიექტის ხელმძღვანელს (არაიურიდიული პირის შემთხვევაში - მისი ზემდგომი ორგანიზაციის ხელმძღვანელს) აკისრია პასუხისმგებლობა სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოებზე წარსადგენი დოკუმენტების სწორად მომზადებისათვის.
IV. კომისიის საქმიანობა
4.1. კომისია ატარებს ობიექტის ინვენტარიზაციას, ახდენს ქონების აფასებას საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად და სხვა აუცილებელ მასალებთან ერთად წარუდგენს სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოს.
სახელმწიფო ქონების მართვის ორგანო ამტკიცებს წარმოდგენილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის პრივატიზების შესახებ ან აღნიშნული დოკუმენტების შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უბრუნებს მასალებს მათში აუცილებელი ცვლილებების შეტანის მიზნით.
წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უსაფუძვლოდ გაჭიანურების შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
V. კომისიის ლიკვიდაცია
5.1. კომისია ითვლება ლიკვიდირებულად ობიექტის პრივატიზაციის დამთავრების შემდეგ.
5.2. კომისია ვადაზე ადრე შეიძლება ლიკვიდირებული იქნას საწარმოს მუშაკთა საერთო კრების მიერ მუშაკთა საერთო რაოდენობის ხმათა ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში ობიექტის მუშაკები ქმნიან ახალ კომისიას ამ წესის შესაბამისად.
დოკუმენტის კომენტარები