„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკების საპაიო კომერციულ ბანკად გარდაქმნასთან დაკავშირებით მეანაბრეების მეპაიეებად შესვლის წესის დამტკიცების შესახებ“

„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკების საპაიო კომერციულ ბანკად გარდაქმნასთან დაკავშირებით მეანაბრეების მეპაიეებად შესვლის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 12/04/1994
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/1994
სარეგისტრაციო კოდი 090.012.000.028
36
12/04/1994
გამოუქვეყნებელი, 0, 12/04/1994
090.012.000.028
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკების საპაიო კომერციულ ბანკად გარდაქმნასთან დაკავშირებით მეანაბრეების მეპაიეებად შესვლის წესის დამტკიცების შესახებ“
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო

საქართველოს რესპუბლიკის

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №36

1994 წლის 12 აპრილი

თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკების საპაიო კომერციული ბანკად გარდაქმნასთან დაკავშირებით მეანაბრეების მეპაიებად შესვლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 25 მარტის №85 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მიერ წარმოდგენილი წესები (თან ერთვის) საქათველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის საპაიო კომერციულ ბანკად გარდაქმნასთან დაკავშირებით მეანაბრეების მეპაიებად შესვლის შესახებ.

მინისტრი                                                                                                           ა. სილაგაძე

 

 

წ ე ს ე ბ ი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის საპაიო კომერციულ ბანკად გარდაქმნასთან დაკავშირებით მეანაბრეების მეპაიეებად შესვლის შესახებ

1. მოცემული წესები განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის საქართველოს საპაიო კომერციულ ბანკად გარდაქმნის პროცესში ბანკის მეანაბრეების „მეპაიე“ წევრებად შესვლის პირობებს.

2. დაწესდეს, რომ საქართველოს საპაიო კომერციული ბანკის მეპაიეები პირველ ეტაპზე ნებაყოფლობით შეიძლება გახდნენ მხოლოდ ის მეანაბრეები, რომლებსაც გახსნილი ჰქონდათ ანაბრები 1993 წლის 1 აპრილამდე (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტით განსაზღვრული ინდექსაციით გათვალისწინებული თანხების ჩათვლით) და დღემდე არ დაუხურიათ ანაბრები ბანკის დაწესებულებებში.

3. მეანაბრე, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს საქართველოს საპაიო კომერციული  შემნახველი ბანკის მეპაიე, ვალდებულია ამ წესების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში გამოცხადდეს შემნახველი ბანკის იმ დაწესებულებაში, რომელშიც გახსნილი აქვს ანაბარი. მეანაბრემ თან უნდა იქონიოს მეანაბრის წიგნაკი და პასპორტი.

4. ბანკის დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში საპაიო  კომერციული შემნახველი ბანკის დაფუძნების დოკუმენტების (დაფუძნების ხელშეკრულება, ბანკის წესდების პროექტი, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება, განცხადების ფორმა, წესები) თვალსაჩინო ადგილზე მოთავსება და მათი პირველივე მოთხოვნისთანავე მეანაბრეებზე გასაცნობად წარდგენა.

5. მეანაბრე, რომელიც გაეცნო დაფუძნების დოკუმენტებს, დადგენილი ფორმის განცხადებით მიმართავს ბანკის შესაბამისი განყოფილების მმართველს ანაბარზე რიცხული თანხის (მთლიანად ან ნაწილის) სურვილისამებრ საპაიო კომერციული ბანკის საწესდებო ფონდში გადარიცხვის შესახებ.

6. იმ შემთხვევაში, როცა მეანაბრე ფლობს რამდენიმე საანაბრო ანგარიშს შემნახველი ბანკის სხვადასხვა დაწესებულებებში, მას უფლება აქვს დადგენილი წესით განცხადებით მიმართოს ყველა ცალკეულ დაწესებულებას მეპაიედ გაწევრიანების შესახებ. ამასთან მასზე გაიცემა შესაბამისი ცნობა ცალკეული დაწესებულებების მიერ. (შემდგომში მისი ცალკეული პაის გაერთიანებისა და  მეპაიეთა საერთო კრებაზე მისი ხმის ხვედრითი წილის გაზრდის მიზნით მეპაიე მიმართავს საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის შესაბამის ორგანოს, წარუდგენს მას ცალკეული დაწესებულებების მიერ გაცემულ ცნობებს და მიიღებს ერთიანი მეპაიეს მოწმობას.

7. მეანაბრის მიერ ბანკის საწესდებო ფონდში საპაიო წილის გადარიცხვა და დაფუძნების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დასტურდება სათანადო ფორმის რეესტრში შესრულებული ხელმოწერით. მასვე მიეცემა დადგენილი ფორმის ცნობა ბანკის განყოფილების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტერის ხელმოწერებით, რომელიც მოწმდება განყოფილების ბეჭედით.

8. მეანაბრეს, რომელმაც სურვილი გამოთქვა გახდეს საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიე, საწესდებო კაპიტალში გადარიცხული თანხის დივიდენდები მიეცემა ბანკის რეგისტრაციაში გატარების დღიდან. ამასთან დივიდენდები დაერიცხება წელიწადში ერთხელ.

სახელმწიფო კომერციული შემნახველი

ბანკის გამგეობის თავმჯდომარე                                                                          ვ. ჩხარტიშვილი