სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთ ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 03/12/2021
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016141
15
03/12/2021
ვებგვერდი, 03/12/2021
310150000.55.067.016141
სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთ ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №15

2021 წლის 3 დეკემბერი

ქ. ბათუმი

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთ ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  –  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ წესში შეტანილ იქნას  ცვლილება და წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „39“ და „310“ პუნქტები:

„3​9. მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი) მოქმედების ვადა ეწურება 2022 წლის 1 მარტამდე, გემთმფლობელის ან/და გემის ოპერატორი კომპანიის წერილობითი მომართვის საფუძველზე, მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადას სააგენტო აგრძელებს არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან.

310. წინამდებარე მუხლის 39 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ სამედიცინო მოწმობას მოქმედების ვადა ეწურება 2022 წლის 1 მარტამდე, ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 3 თვის ვადით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი