ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/65/EU ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ, რომელსაც ცვლილებები შეაქვს დირექტივებში 2002/92/EC და 2011/61/EU

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/65/EU ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ, რომელსაც ცვლილებები შეაქვს დირექტივებში 2002/92/EC და 2011/61/EU
დოკუმენტის ნომერი 2014/65/EU
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2014
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2022
სარეგისტრაციო კოდი
2014/65/EU
15/05/2014
ვებგვერდი, 04/02/2022
ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/65/EU ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ, რომელსაც ცვლილებები შეაქვს დირექტივებში 2002/92/EC და 2011/61/EU
ევროპარლამენტი

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

(წინამდებარე ტექსტი განკუთვნილია მხოლოდ დოკუმენტაციის გენერატორად და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. ევროკავშირის დაწესებულებები არ იღებენ რაიმე ვალდებულებას მის შინაარსზე. შესაბამისი აქტების, მათი პრეამბულების ჩათვლით, ავთენტური ვერსიები არის ის ვერსიები, რომლებიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ისინი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე EUR-Lex (ევროკავშირის სამართლის ოფიციალურ ვებგვერდი). ეს ოფიციალური ტექსტები პირდაპირ ხელმისაწვდომია წინამდებარე დოკუმენტებში ჩადებული ბმულების მეშვეობით)

►B   ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/65/EU

ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ, რომელსაც ცვლილებები შეაქვს დირექტივებში 2002/92/EC და 2011/61/EU

(შეცვლილი რედაქციით)

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

(ოფიციალური ჟურნალი L 173, 12.6.2014, გვ. 349).

 

დაზუსტებულია:

 

 

ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის მიერ

N

გვერდი

თარიღი

►M1

ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 23 ივლისის რეგულაცია N 909/2014/EU

L 257

1

28.8.2014

►M2

ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს 2016 წლის 20 იანვრის დირექტივა N 2016/97/EU, ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე

L 26

19

2.2.2016

►M3

ევროპის პარლამენტისა და ევროსაბჭოს 2016 წლის 23 ივნისის დირექტივა N 2016/1034/EU, ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე

L 175

8

30.6.2016

 

შესწორებულია:

►C1

შესწორებით, ოფიციალური ჟურნალი L 188, 13.7.2016, გვ. 28 (2014/65/EU)

►C2

შესწორებით, ოფიციალური ჟურნალი L 273, 8.10.2016, გვ. 35 (2014/65/EU)

►C3

შესწორებით, ოფიციალური ჟურნალი L 064, 10.3.2017, გვ. 116 (2014/65/EU)

 

▼B

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/65/EU

ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ, რომელსაც ცვლილებები შეაქვს დირექტივებში 2002/92/EC და 2011/61/EU

(შეცვლილი რედაქციით)

(ტექსტი ვრცელდება ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე)

 

კარი I

მოქმედების სფერო და განმარტებები

მუხლი 1

მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დირექტივა გამოიყენება საინვესტიციო კომპანიების, ბაზრის ოპერატორების, მონაცემთა გადაცემის მომსახურების მიმწოდებლებისა და იმ მესამე ქვეყნის კომპანიების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო მომსახურებებს ან ახორციელებენ საინვესტიციო საქმიანობას ევროკავშირში ფილიალის შექმნით.

2. წინამდებარე დირექტივა აწესებს მოთხოვნებს შემდეგთან დაკავშირებით:

  1. ავტორიზაციისა და ექსპლუატაციის პირობები საინვესტიციო კომპანიებისთვის;
  2. მესამე ქვეყნის კომპანიების მიერ საინვესტიციო მომსახურებების ან საქმიანობის უზრუნველყოფა ფილიალის შექმნით;
  3. რეგულირებადი ბაზრების ავტორიზაცია და ოპერირება;
  4. მონაცემთა გადაცემის მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაცია და ოპერირება; და
  5. უფლებამოსილი ორგანოების მიერ ზედამხედველობა, თანამშრომლობა და აღსრულება.

3. ქვემოთ მოცემული დებულებები აგრეთვე გამოიყენება დირექტივით 2013/36/EU ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულებების მიმართ ერთი ან მეტი საინვესტიციო მომსახურების მიწოდების ან/და საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისას:

  1. მუხლი 2(2), მუხლი 9(3) და მუხლები 14 და 16-20,
  2. მე-2 კარის მე-2 თავი, მუხლის 29(2) მეორე ქვეაბზაცის გამოკლებით,
  3. მე-2 კარის მე-3 თავი, მუხლის 34(2-3) და მუხლის მე-2-6-ე და მე-9 გამოკლებით,
  4. მუხლები 67-75, 80, 85 და 86.

4. ქვემოთ მოცემული დებულებები აგრეთვე გამოიყენება დირექტივით 2013/36/EU ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო დაწესებულებების მიმართ, სტრუქტურირებულ დეპოზიტებთნ დაკავშირებით გაყიდვებისას ან კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევისას:

  1. მუხლი 9(3), მუხლი 14 და მუხლი 16-ის პუნქტები 2, 3 და 6;
  2. მუხლები 23-26, 28 და 29, ამ უკანასკნელის მე-2 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის გამოკლებით, და 30; და
  3. მუხლები 67-75.

5. მუხლი 17(1-6) აგრეთვე ვრცელდება რეგულირებული ბაზრების და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების წევრებზე ან მონაწილეებზე, რომლებსაც, წინამდებარე დირექტივით, არ მოეთხოვებათ ავტორიზაცია მუხლის 2(1) პუნქტების ა, ე, ი და კ მიხედვით.

6. მუხლები 57 და 58 აგრეთვე გამოიყენება მე-2 მუხლით განთავისუფლებული პირების მიმართ.

7. ფინანსური ინსტრუმენტების ყველა მრავალმხრივი სისტემა ან უნდა მუშაობდეს მე-2 კარის დებულებების შესაბამისად, რომლებიც შეეხება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებს ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებს, ან მე-3 კარის დებულებების შესაბამისად, რომლებიც შეეხება რეგულირებულ ბაზრებს.

იმ საინვესტიციო კომპანიებმა, რომელიც ორგანიზებულ, ხშირ სისტემატიურ და არსებით საფუძველზე, ვაჭრობენ საკუთარ ანგარიშზე კლიენტების შეკვეთების რეგულირებული ბაზრის, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის ფარგლებს გარეთ შესრულებისას, უნდა იმუშაონ რეგულაციის N 600/2014/EU მე-3 კარის მიხედვით.

რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 23 და 28 დაურღვევლად, ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ყველა ის გარიგება, მითითებული პირველ და მეორე ქვეაბზაცებში, რომლებიც არაა დადებული მრავალმხრივ სისტემებზე ან სისტემისგარე შემსრულებლებზე, უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციის N 600/2014/EU მე-3 კარის სათანადო დებულებებს.

 

მუხლი 2

განთავისუფლებები

1. წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება შემდეგზე:

  1. ის სადაზღვევო კომპანიები ან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ დირექტივაში 2009/138/EC მითითებულ გადაზღვევისა და რეტროცესიის საქმიანობას ამ დირექტივაში მითითებული საქმიანობის განხორციელებისას;
  2. ის პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო მომსახურებებს მხოლოდ თავიანთი მშობელი საწარმოებისთვის, შვილობილი საწარმოებისა ან თავიანთი მშობელი საწარმოების სხვა შვილობილი საწარმოებისთვის;
  3. ის პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო მომსახურებას იმ შემთხვევაში, როცა ამ მომსახურების გაწევა ხდება შემთხვევით, პროფესიული საქმიანობის პროცესში და ეს საქმიანობა რეგულირდება იმ სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებების ან იმ ეთიკის კოდექსის მიერ, რომელიც მართავს იმ პროფესიას, რომელიც არ გამორიცხავს ამ მომსახურების მიწოდებას;
  4. ის პირები, რომლებიც ვაჭრობენ საკუთარ ანგარიშზე ფინანსური ინსტრუმენტებით, სასაქონლო დერივატივების ან ემისიის კვოტების ან მათი დერივატივების გამოკლებით, და რომლებიც არ ახორციელებენ რაიმე სხვა საინვესტიციო მომსახურებას ან რაიმე სხვა საინვესტიციო საქმიანობას ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, სასაქონლო დერივატივების ან ემისიის კვოტების ან მათი დერივატივების გამოკლებით, თუკი ეს პირები არ არიან:
  1. მარკეტ მეიკერები;

M3

  1. ერთი მხრივ, არიან რეგულირებული ბაზრის ან მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების წევრები ან მონაწილეები ან, მეორე მხრივ, აქვთ პირდაპირი ელექტრონული წვდომა ვაჭრობის ადგილზე, გარდა იმ არასაფინანსო სუბიექტებისა, რომლებიც აფორმებენ იმ გარიგებებს ვაჭრობის ადგილზე, რომლებიც ობიექტურად იზომება, როგორც რისკების შემამცირებელი, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები ამ არასაფინანსო სუბიექტების ან მათი ჯგუფების კომერციულ საქმიანობასთან ან სახაზინო ფინანსურ საქმიანობასთან;

B

  1. გამოიყენება მაღალი სიხშირის ალგორითმული ვაჭრობის ტექნიკა; ან
  2. საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობა კლიენტის შეკვეთების შესრულებისას;

პუნქტებით ა, ი ან კ განთავისუფლებულ პირებს არ მოეთხოვებათ ამ პუნქტში განსაზღვრული პირობების შესრულება იმისათვის, რათა ისინი განთავისუფლდნენ.

  1. დირექტივის 2003/87/EC მიხედვით შესაბამისობის ვალდებულებების მქონე ოპერატორები, რომლებიც, გაფრქვევებზე ნებართვებით ვაჭრობისას, არ ასრულებენ კლიენტის შეკვეთებს და არ უზრუნველყოფენ რაიმე საინვესტიციო მომსახურებას ან არ ახორციელებენ რაიმე საინვესტიციო საქმიანობას, გარდა იმ მომსახურებისა ან საქმიანობისა, რომელსაც ისინი ასრულებენ თავის საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობისას, იმ პირობით, თუ ეს პირები არ იყენებენ ვაჭრობის მაღალი სიხშირის ალგორითმულ მეთოდს;
  2. იმ საინვესტიციო მომსახურებების გამწევი პირები, რომლებიც მხოლოდ შედგება საწარმოს მართვაში დასაქმებულის მონაწილეობის სქემების ადმინისტრირებისგან;
  3. იმ საინვესტიციო მომსახურებების გამწევი პირები, რომლებიც მხოლოდ მოიცავს როგორც საწარმოს მართვაში დასაქმებულის მონაწილეობის სქემების ადმინისტრირებას, ისე საინვესტიციო მომსახურებების უზრუნველყოფას მხოლოდ მათი მშობელი საწარმოების, მათი შვილობილი საწარმოებისა ან მათი მშობელი საწარმოების სხვა შვილობილი საწარმოებისთვის;
  4. ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის და სხვა ეროვნული ორგანოების წევრები, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ ევროკავშირში, სხვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რომლებსაც დაკისრებული აქვთ ევროკავშირში სახელმწიფო ვალის მართვა ან ერევიან ამ მართვაში, და საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებები, დაფუძნებული იმ ორი ან მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელთა მიზანია დაფინანსების მობილიზება და ფინანსური დახმარების გაწევა თავიანთი იმ წევრების სასარგებლოდ, რომლებიც განიცდიან მწვავე ფინანსურ პრობლემებს ან რომლებსაც ასეთი პრობლემები ემუქრებათ;
  5. საინვესტიციო ფონდები და საპენსიო ფონდები, იმის მიუხედავად, ისინი ევროკავშირის დონეზე კოორდინირდება თუ არა, და ამ ფონდების დეპოზიტარები და მმართველები;
  6. პირები:
  1. რომლებიც ვაჭრობენ საკუთარ ანგარიშზე, მარკეტ მეიკერების ჩათვლით, სასაქონლო დერივატივებით ან ემისიის კვოტებით ან მათი დერივატივებით ვაჭრობისას, იმ პირების გამოკლებით, რომლებიც საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობენ კლიენტის შეკვეთების შესრულებისას; ან
  2. საინვესტიციო მომსახურებების მიწოდება, გარდა საკუთარ ანგარიშზე სასაქონლო დერივატივებით ან ემისიების კვოტებით ან მათი დერივატივებით ვაჭრობისას, მომხმარებლების ან მათი ძირითადი საქმიანობის მიმწოდებლებისთვის:

იმ პირობით, თუ:

  • თითოეული ამ შემთხვევისთვის ცალკე და ერთობლივად ეს არის მათი ძირითადი საქმიანობის დამხმარე საქმიანობა ჯგუფის საფუძველზე განხილვისას, და თუ ძირითადი საქმიანობა არ არის საინვესტიციო მომსახურებების მიწოდება წინამდებარე დირექტივის მნიშვნელობით, ან დირექტივის 2013/36/EU მიხედვით საბანკო საქმიანობა, ან სასაქონლო დერივატივებთან მიმართებაში მარკეტ მეიკერად მოქმედება,
  • ეს პირები არ იყენებენ მაღალი სიხშირის ალგორითმულ ვაჭრობის მეთოდს; და
  • ეს პირები ყოველწლიურად ატყობინებენ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომ ისინი იყენებენ ამ განთავისუფლებას და მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენენ უფლებამოსილ ორგანოს იმ საფუძვლის შესახებ, რომლითაც ისინი მიიჩნევენ, რომ მათი საქმიანობა პუნქტების (i) და (ii) მიხედვით წარმოადგენს მათი ძირითადი საქმიანობის დამხმარე საქმიანობას;
  1. იმ სხვა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში საინვესტიციო რეკომენდაციების გამცემი პირები, რომელიც არაა გათვალისწინებული წინამდებარე დირექტივით, იმ პირობით, თუ ამ რეკომენდაციების გაცემა კონკრეტულად არ ნაზღაურდება;
  2. დანიური და ფინური საპენსიო ფონდებისგან შემდგარი გაერთიანებები, რომელთა ერთადერთი მიზანია იმ საპენსიო ფონდების აქტივების მართვა, რომლებიც ამ გაერთიანებების წევრები არიან;
  3. „ბროკერი“, რომლის საქმიანობა და ფუნქციები რეგულირდება 1998 წლის 24 თებერვლის იტალიის საკანონმდებლო დეკრეტი N 58-ის 201-ე მუხლით;
  4. გადამცემი სისტემის ოპერატორები, რომლებიც განსაზღვრულია დირექტივის 2009/72/EC მუხლით 2(4) ან დირექტივის 2009/73/EC მუხლით 2(4) თავიანთი ამოცანების შესრულებისას ამ დირექტივების, რეგულაციების N 714/2009/EC და N 715/2009/EC ან ამ რეგულაციების მიხედვით მიღებული ქსელის კოდექსების ან მეთოდური რეკომენდაციების ფარგლებში; ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც მომსახურების მიმწოდებელი საკუთარი სახელით თავისი ამოცანის შესასრულებლად ამ საკანონმდებლო აქტების მიხედვით, ან ამ რეგულაციების მიხედვით მიღებული ქსელის კოდექსების ან მეთოდური რეკომენდაციების ფარგლებში; და ენერგიის დამაბალანსებელი მექანიზმის, მილსადენის ქსელის ან იმ სისტემის ნებისმიერი ოპერატორი ან ადმინისტრატორი, რომელიც აბალანსებს ენერგიის მიწოდებასა და გამოყენებას ამ ამოცანების შესრულებისას.

ეს განთავისუფლება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პუნქტში მოცემულ საქმიანობებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი ახორციელებენ საინვესტიციო საქმიანობას ან უზრუნველყოფენ სასაქონლო დერივატივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო მომსახურებებს ამ საქმიანობის განხორციელებისას. ეს განთავისუფლება არ ვრცელდება მეორადი ბაზრის ოპერირებასთან დაკავშირებით, მ.შ. ფინანსური გადაცემის უფლებებით მეორადი ვაჭრობის პლატფორმაზე;

▼M1

  • ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარები, გარდა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციის N 909/2014/EU 73-ე მუხლით გათვალისწინებულისა[1].

▼B

2. წინამდებარე დირექტივით გადაცემული უფლებები არ ვრცელდება, როგორც იმ გარიგებებში კონტრაგენტის მიერ მომსახურებების მიწოდებაზე, რომლებსაც ახორციელებენ ის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რომლებსაც შეხება აქვთ სახელმწიფო ვალთან, ან ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემის წევრების მიერ, რომლებიც ასრულებენ თავიანთ იმ ამოცანებს, რომლებსაც ითვალისწინებს ხელშეკრულება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ და ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის დებულების მე-4 ოქმი, ან ასრულებენ ეროვნული დებულებებით გათვალისწინებულ ექვივალენტურ ფუნქციებს.

3. ევროკომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, რათა პირველი აბზაცის გ პუნქტის მიზნებისთვის დააზუსტოს, რომელი საქმიანობა ხორციელდება შემთხვევით.

4. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია, პირველი აბზაცის კ პუნქტის მიზნებისთვის, იმის კრიტერიუმების განსაზღვრისთვის, თუ როდის უნდა ჩაითვალოს საქმიანობა ძირითადი საქმიანობის დამხმარედ ჯგუფის დონეზე.

ამ კრიტერიუმებში, როგორც მინიმუმ, უნდა გათვალისწინებული იქნეს შემდეგი კომპონენტები:

  1. დამხმარე საქმიანობების საჭიროება, შეადგენდნენ ჯგუფის დონეზე საქმიანობების უმრავლესობას;
  2. მათი სავაჭრო საქმიანობის სიდიდე, ამ აქტივების კლასში ბაზრის საერთო სავაჭრო საქმიანობასთან შედარებით.

იმ მასშტაბის განსაზღვრისას, რომლითაც დამხმარე საქმიანობები შეადგენენ საქმიანობის უმცირესობას ჯგუფის დონეზე, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უფლება აქვს განსაზღვროს, რომ უნდა გათვალისწინებულ იქნეს დამხმარე მომსახურების შესრულებისას გამოყენებული კაპიტალი, ძირითადი საქმიანობის შესრულებისას გამოყენებულ კაპიტალთან შედარებით. თუმცა, ეს ფაქტორი არავითარ შემთხვევაში საკმარისი ვერ იქნება იმის დასადასტურებლად, რომ საქმიანობა ჯგუფის მთავარი საქმიანობისთვის დამხმარე საქმიანობას წარმოადგენს.

ამ აბზაცში მითითებული საქმიანობები უნდა განხილულ იქნეს ჯგუფის დონეზე.

მე-2 და მე-3 ქვეაბზაცებში მითითებული ელემენტებიდან უნდა გამოირიცხოს:

  1. რეგულაციის N 648/2012/EU მე-3 მუხლში მითითებული ჯგუფის შიდა გარიგებები, რომლებიც ემსახურებიან მთელი ჯგუფის ლიკვიდურობის ან რისკის მართვის მიზნებს;
  2. დერივატებთან დაკავშირებული გარიგებები, რომლებიც ობიექტურად იზომება, როგორც რისკის შემამცირებელი, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული კომერციულ საქმიანობასთან ან სახაზინო დაფინანსების ღონისძიებასთან;
  3. სასაქონლო გარიგებებთან დაკავშირებული გარიგებები და ემისიის კვოტები, რომლებიც გაფორმებულია ვალდებულებების შესასრულებლად ვაჭრობის ადგილზე ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, როცა ამ ვალდებულებებს ითხოვენ მარეგულირებელი ორგანოები ევროკავშირის კანონმდებლობის ან ქვეყნის კანონმდებლობის, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებები ან ვაჭრობის ადგილები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

მუხლი 3

ოპციური განთავისუფლებები

1. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ არ გამოიყენონ წინამდებარე დირექტივა იმ ნებისმიერ პირთან მიმართებაში, რომლებისთვისაც ისინი წარმოადგენენ რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოს, იმ პირობით, თუ ამ პირების საქმიანობა ავტორიზებულია და რეგულირდება სახელმწიფო დონეზე და ამ პირებს:

  1. არ ეძლევათ უფლება, ფლობდნენ კლიენტის ფინანსურ სახსრებს ან კლიენტის ფასიან ქაღალდებს და რომლებსაც, ამ მიზეზით, არც ერთ დროს არ ეძლევათ უფლება, თავიანთი კლიენტების მიმართ დებეტში ჩაეწერონ;
  2. არ ეძლევათ უფლება, უზრუნველყონ რაიმე საინვესტიციო მომსახურება, გარდა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და კოლექტიურ საინვესტიციო ფონდებში არსებულ ერთეულებში შეკვეთების მიღებისა და გადაცემისა ან/და ამ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით საინვესტიციო რეკომენდაციების გაწევისა; და
  3. ამ მომსახურების გაწევისას, უფლება ეძლევათ გადასცენ ბრძანებები მხოლოდ შემდეგს:
  1. წინამდებარე დირექტივის მიხედვით ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიები;
  2. დირექტივის 2013/36/EU მიხედვით ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულებები;
  3. მესამე ქვეყანაში ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიების ან საკრედიტო დაწესებულებების ფილიალები და რომლებიც ექვემდებარებიან და ასრულებენ იმ გონივრულ წესებს, რომლებსაც უფლებამოსილი ორგანოები მიიჩნევენ, როგორც მინიმუმ, ისეთივე მკაცრად, როგორც წინამდებარე დირექტივით, რეგულაციით N 575/2013/EU ან დირექტივით 2013/36/EU განსაზღვრულ წესებს;
  4. საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ავტორიზებულია წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, საზოგადოების და ამ ფონდების მმართველების მიმართ მოახდინოს ერთეულების მარკეტინგი; ან
  5. ძირითადი კაპიტალის მქონე საინვესტიციო კომპანიები, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის 2012/30/EU მუხლში 17(7),[2] რომელთა ფასიანი ქაღალდები ჩამოთვლილია ან რომელთა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მიმდინარეობს რეგულრებულ ბაზარზე წევრ სახელმწიფოში; ან
  1. უზრუნველყოფენ საინვესტიციო მომსახურებებს მხოლოდ ფართო მოხმარების საქონელთან, ემისიების კვოტებთან ან/და მათ დერივატივებთან დაკავშირებით, მხოლოდ მათი კლიენტების კომერციული რისკების დაზღვევის მიზნით, იმ შემთხვევაში, როცა ეს კლიენტები მხოლოდ ადგილობრივი ელექტროენერგიის კომპანიები, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 2009/72/EC მუხლით 2(35) ან/და ბუნებრივი გაზის კომპანიები, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 2009/73/EC მუხლით 2(1), და იმ პირობით, თუ ეს კლიენტები ერთობლივად ფლობენ ამ პირების კაპიტალის ან საარჩევნო ხმის უფლების 100%-ს, ახორციელებენ ერთობლივ კონტროლს და თავისუფლდებიან წინამდებარე დირექტივის მუხლის 2(1) პუნქტით (კ), თუ ისინი თავად ახორციელებენ ამ საინვესტიციო მომსახურებებს; ან
  2. ახორციელებენ საინვესტიციო მომსახურებებს მხოლოდ ემისიის კვოტებთან ან/და მათ დერივატივებთან დაკავშირებით, მხოლოდ მათი კლიენტების კომერციული რისკების დაზღვევის მიზნით, იმ შემთხვევაში, როცა ეს კლიენტები არიან მხოლოდ ოპერატორები, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივის 2003/87/EC მე-3 მუხლის ვ პუნქტით, და იმ პირობით, თუ ეს კლიენტები ერთობლივად ფლობენ ამ პირების კაპიტალის ან საარჩევნო ხმის უფლების 100%-ს, ახორციელებენ ერთობლივ კონტროლს და თავისუფლდებიან წინამდებარე დირექტივის მუხლის 2(1) პუნქტით (კ), თუ ისინი თავად ახორციელებენ ამ საინვესტიციო მომსახურებებს.

2. წევრი სახელმწიფოს რეჟიმებმა პირველ აბზაცში მითითებული პირები უნდა დაუქვემდებარონ იმ მოთხოვნებს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, ანალოგიურია წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული შემდეგი მოთხოვნებისა:

  1. ავტორიზაციისა და მიმდინარე ზედამხედველობის პირობები და პროცედურები, როგორც ეს დადგენილია მე-5 მუხლის 1-ი და მე-3 პუნქტებით, მუხლებით 7-10, 21, 22 და 23 და ევროკომისიის მიერ 89-ე მუხლის მიხედვით მიღებული შესაბამისი დელეგირებული აქტები;
  2. ასრულებენ საქმიან ვალდებულებებს, რომლებიც დადგენილია 24-ე მუხლების პუნქტებით 1, 3, 4, 5, 7 და 10 და 25-ე მუხლის პუნქტებით 2, 5 და 6, და იმ შემთხვევაში, როცა ქვეყნის რეჟიმი ამ პირებს აძლევს სავაჭრო აგენტების დანიშვნის უფლებას, მუხლი 29, და შესაბამისი განმახორციელებელი ზომები;
  3. მუხლის 16(3) პირველ, მეექვსე და მეშვიდე ქვეაბზაცებში და მე-16 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მოცემული ორგანიზაციული მოთხოვნები და 89-ე მუხლის შესაბამისად ევროკომიის მიერ მიღებული შესაბამისი დელეგირებული აქტები.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ ამ მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით წინამდებარე დირექტივიდან განთავისუფლებული პირების დირექტივის 97/9/EC შესაბამისად აღიარებული ინვესტორის საკომპენსაციო სქემით გათვალისწინება. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, ნებართვა მისცენ საინვესტიციო კომპანიებს, რომ ისინი არ იქნენ გათვალისწინებულები ამ სქემით, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ პროფესიული ზიანის ანაზღაურების დაზღვევა იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით განთავისუფლებული პირების სიდიდის, რისკის პროფილისა და სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილია მათი კლიენტების ექვივალენტური დაცვა.

ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით, იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც 2014 წლის 2 ივლისამდე ამოქმედებული აქვთ ეს კანონები, რეგულაციები ან ადმინისტრაციული დებულებები, უფლება აქვთ, 2019 წლის 3 ივლისამდე მოითხოვონ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით განთავისუფლებული პირები უზრუნველყოფენ ბრძანებების მიღებისა და გადაცემის საინვესტიციო მომსახურებებს ან/და საინვესტიციო რეკომენდაციების გაწევის საინვესტიციო მომსახურებებს საინვესტიციო ფონდებში არსებულ ორგანიზაციებში და მოქმედებენ, როგორც შუამავლები დირექტივაში 2009/65/EC განსაზღვრულ მმართველ კომპანიასთან მიმართებაში, ეს პირები, ერთობლივად და ცალ-ცალკე პასუხისმგებლები იყვნენ მმართველი კომპანიის წინაშე ამ მომსახურებებთან მიმართებაში კლიენტის მიერ გამოწვეული ნებისმიერი ზიანისთვის.

3. პირველი აბზაცის მიხედვით წინამდებარე დირექტივიდან განთავისუფლებულმა პირებმა არ უნდა ისარგებლონ მომსახურებების უზრუნველყოფის ან საქმიანობის შესრულების ან ფილიალების დაფუძნების თავისუფლებით, როგორც ეს გათვალისწინებულია, შესაბამისად, მუხლებში 34 და 35.

4. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიასა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა აცნობონ ამ მუხლის ფარგლებში ოპციის განხორციელების შესახებ და უზრუნველყონ, რომ პირველი აბზაცის მიხედვით გაცემულ თითოეულ ავტორიზაციაში ნახსენები იქნება, რომ ის გაიცა ამ მუხლის მიხედვით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა მიაწოდოს მე-2 აბზაცში ჩამოთვლილი, წინამდებარე დირექტივის მოთხოვნების ანალოგიური ეროვნული კანონმდებლობის დებულებები

 

მუხლი 4

განმარტებები

1. წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

  1. „საინვესტიციო კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომლის მუდმივ პროფესიას ან საქმიანობას წარმოადგენს ერთი ან მეტი საინვესტიციო მომსახურების მიწოდება მესამე მხარეებისთვის ან/და ერთი ან მეტი საინვესტიციო საქმიანობის განხორციელება პროფესიულ საფუძველზე.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, საინვესტიციო კომპანიების განმარტებაში შეიყვანონ ის საწარმოები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, იმ პირობით, თუ:

  1. მათი სამართლებრივი სტატუსი უზრუნველყოფს მესამე მხარეთა ინტერესების ისეთი ხარისხით დაცვას, რომელიც ექვივალენტურია იურიდიული პირების მიერ უზრუნველყოფილი ხარისხისა; და
  2. ისინი ექვემდებარებიან ექვივალენტურ პრუდენციულ ზედამხედველობას, რომელიც შეესაბამება მათ სამართლებრივ ფორმას.

თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ფიზიკური პირი უზრუნველყოფს იმ მომსახურებებს, რომლებიც მოიცავენ მესამე მხარის სახსრების ან მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების ფლობას, ამ პირს უფლება აქვს, მიჩნეულ იქნეს საინვესტიციო კომპანიად წინამდებარე დირექტივისა და რეგულაციის N 600/2014/EU მიზნებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე დირექტივით, რეგულაციით N 600/2014/EU და დირექტივით 2013/36/EU დაწესებული დანარჩენი მოთხოვნების დაურღვევლად, ეს პირი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. ინსტრუმენტებისა და სახსრების საკუთრების უფლებები, რომლებსაც ფლობენ მესამე მხარეები, უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით, კომპანიის ან მისი მფლობელების გადახდისუუნარობის ან კომპანიის ან მისი მფლობელების კრედიტორების მიერ ყადაღის, კომპენსაციის ან სხვა ნებისმიერი მოქმედების შემთხვევაში;
  2. კომპანია უნდა დაექვემდებაროს იმ წესებს, რომლებიც შედგენილია კომპანიისა და მისი მფლობელების გადახდისუნარიანობის მონიტორინგის მიზნით;
  3. კომპანიის წლიური ანგარიშების აუდიტი უნდა განახორციელოს სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისად უფლებამოსილმა ერთმა ან მეტმა პირმა;
  4. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავს, ამ პირმა უნდა უზრუნველყოს ინვესტორების დაცვა მფლობელის გარდაცვალების ან ქმედითუუნარობის ან სხვა ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის შედეგად ამ კომპანიის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში;
  1. „საინვესტიციო მომსახურებები და საქმიანობები“ ნიშნავს პირველი დანართის სექცია ა-ში ჩამოთვლილ ნებისმიერ მომსახურებას და საქმიანობას, რომლებიც უკავშირდება პირველი დანართის სექცია გ-ში ჩამოთვლილ ნებისმიერ ინსტრუმენტს.

ევროკომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის ზომების შესაბამისად, შემდეგის მითითებით:

  1. პირველი დანართის სექციაში გ.6 მითითებული დერივატიული კონტრაქტები, რომლებსაც გააჩნიათ იმ საბითუმო ენერგოპროდუქციის მახასიათებლები, რომელთა ფიზიკურად ანგარიშსწორებაც უნდა მოხდეს, და გ.6-ის ენერგეტიკის სფეროში დერივატიული კონტრაქტები;
  2. პირველი დანართის სექციაში გ.7 მითითებული დერივატიული კონტრაქტები, რომლებსაც გააჩნიათ სხვა წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლები;
  3. პირველი დანართის სექციაში გ.10 მითითებული დერივატიული კონტრაქტები, რომლებსაც გააჩნიათ სხვა წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლები, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, მათით ხდება თუ არა ვაჭრობა რეგულირებულ ბაზარზე, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში;
  1. „დამხმარე მომსახურებები“ ნიშნავს პირველი დანართის სექცია ბ-ში ჩამოთვლილ ნებისმიერ მომსახურებას;
  2. „საინვესტიციო რეკომენდაცია“ ნიშნავს პირადი რეკომენდაციების მიწოდებას კლიენტისთვის, ან მისი თხოვნით ან საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით, ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ერთ ან მეტ გარიგებასთან დაკავშირებით;
  3. „ბრძანებების აღსრულება კლიენტების სახელით“ ნიშნავს მოქმედებას იმ ხელშეკრულებების დასადებად, რომლებიც უკავშირდება ერთი ან მეტი ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვას ან გაყიდვას კლიენტების სახელით, და რომლებიც მოიცავს ხელშეკრულებების დადებას საინვესტიციო კომპანიის ან საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული ფინანსური ინსტრუმენტების გასაყიდად მათი გაცემის მომენტში;
  4. „საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობა“ ნიშნავს საკუთარი კაპიტალის წინააღმდეგ ვაჭრობას, რომლის შედეგსაც წარმოადგენს ერთ ან მეტ ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით გარიგებების დადება;
  5. „მარკეტ მეიკერი“ ნიშნავს პირს, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე მუდმივად პოზიციონირებს, როგორც ის პირი, რომელსაც სურს საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვით ამ პირის საკუთარი კაპიტალის წინააღმდეგ, ამ პირის მიერ განსაზღვრული ფასებით;
  6. „პორტფელის მართვა“ ნიშნავს პორტფელების მართვას კლიენტების მიერ მიცემული მანდატების შესაბამისად, დისკრეციულ, ინდივიდუალური კლიენტების საფუძველზე იმ შემთხვევაში, როცა ეს პორტფელები მოიცავენ ერთ ან მეტ ფინანსურ ინსტრუმენტს;
  7. „კლიენტი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია უზრუნველყოფს ინვესტიციით ან დამხმარე მომსახურებებით;
  8. „პროფესიონალური კლიენტი“ ნიშნავს კლიენტს, რომელიც აკმაყოფილებს მე-2 დანართით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
  9. „საცალო კლიენტი“ ნიშნავს კლიენტს, რომელიც არ წარმოადგენს პროფესიონალურ კლიენტს;
  10. „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებადი ბაზარი“ ნიშნავს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომელიც დარეგისტრირებულია მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებად ბაზრად 33-ე მუხლის შესაბამისად;
  11. „მცირე და საშუალო საწარმოები“, წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, ნიშნავს იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო საბაზრო კაპიტალიზაცია იყო 200 000 000 ევროზე ნაკლები გასული სამი კალენდარული წლის დასასრულის კვოტების საფუძველზე;
  12. „შეზღუდული შეკვეთა“ ნიშნავს ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთას მისი კონკრეტული ფასის ლიმიტით და კონკრეტული ზომით;
  13. „ფინანსური ინსტრუმენტი“ ნიშნავს პირველი დანართის სექცია გ-ში მოცემულ ინსტრუმენტებს;
  14. „გ.6-ის ენერგეტიკის სფეროში დერივატიული ხელშეკრულებები“ ნიშნავს პირველი დანართის სექციაში გ.6 ნახსენებ, ნახშირთან ან ნავთობთან დაკავშირებულ ოპციებს, ვადიან ხელშეკრულებებს, ერთდროულ ყიდვა-გაყიდვებს, რომლებითაც ხდება ვაჭრობა ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში და რომლებიც ფიზიკურად ანგარიშსწორებაც უნდა მოხდეს;
  15. „ფულის ბაზრის ინსტრუმენტები“ ნიშნავს იმ კლასის ინსტრუმენტებს, რომლებითაც ვაჭრობა, როგორც წესი, ხდება ფულის ბაზარზე, მაგალითად, სახაზინო თამასუქები, სადეპოზიტო სერტიფიკატები და კომერციული დოკუმენტები და გადახდის ინსტრუმენტები;
  16. „ბაზრის ოპერატორი“ ნიშნავს პირ(ებ)ს, რომელიც მართავს ან/და ახორციელებს რეგულირებული ბაზრის საქმიანობას და რომელიც თავად შეიძლება იყოს რეგულირებული ბაზარი;
  17. „მრავალმხრივი სისტემა“ ნიშნავს ნებისმიერ სისტემას ან ობიექტს, რომელშიც მესამე მხარის ყიდვის და გაყიდვის სავაჭრო ინტერესებს ფინანსურ ინსტრუმენტებში შეუძლიათ ურთიერთქმედება სისტემაში;
  18. „სისტემისგარეშე შემსრულებელი“ ნიშნავს საინვესტიციო კომპანიას, რომელიც ორგანიზებულ, ხშირ სისტემატიურ და არსებით საფუძველზე, ვაჭრობს საკუთარ ანგარიშზე კლიენტების შეკვეთების რეგულირებული ბაზრის მიღმა შესრულებისას, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას მრავალმხრივი სისტემის ოპერირების გარეშე;

ხშირი და სისტემატიური საფუძველი უნდა გაიზომოს ფინანსურ ინსტრუმენტში იმ ბირჟის გარე ვაჭრობების რაოდენობით, რომლებსაც საინვესტიციო კომპანია ახორციელებს საკუთარ ანგარიშზე კლიენტის შესკვეთების შესრულებისას. არსებითი საფუძველი უნდა გაიზომოს ან საინვესტიციო კომპანიის მიერ კონკრეტულ ფინანსურ ინსტრუმენტში საინვესტიციო კომპანიიის საერთო ვაჭრობასთან მიმართებაში განხორციელებული ბირჟის გარე ვაჭრობების სიდიდით ან ბირჟის იმ გარე ვაჭრობების სიდიდით, რომლებსაც ახორციელებს საინვესტიციო კომპანია კონკრეტულ ფინანსურ ინსტრუმენტში ევროკავშირში საერთო ვაჭრობასთან მიმართებაში. სისტემისგარე შემსრულებლის განმარტება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა როგორც ხშირი და სისტემატიური საფუძვლის, ისე არსებითი საფუძვლის წინასწარ დადგენილი ლიმიტები გადაიკვეთება ან როცა საინვესტიციო კომპანია ირჩევს რეგისტრირებას სისტემისგარე შემსრულებლის რეჟიმის ფარგლებში;

  1. „რეგულირებული ბაზარი“ ნიშნავს მრავალმხრივ სისტემას, რომელსაც ამუშავებს ან/და მართავს ბაზრის ოპერატორი, რომელიც ერთად უყრის თავს ფინანსურ ინსტრუმენტში მესამე მხარის ყიდვისა და გაყიდვის მრავალმხრივ ინტერესებს ან ხელს უწყობს ამ ინტერესების ერთად თავმოყრას, სისტემაში და მისი არადისკრიმინაციული წესების მიხედვით- იმ ფორმით, რომელსაც შედეგად მოსდევს ხელშეკრულება, ვაჭრობაზე დაშვებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან მიმართებაში მისი წესების ან/და სისტემების ფარგლებში, და რომელსაც ეძლევა ავტორიზაცია და რომელიც ფუნქციონირებს რეგულარულად და წინამდებარე დირექტივის მე-3 კარის შესაბამისად;
  2. „მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა“ ანუ „MTF“ ნიშნავს მრავალმხრივ სისტემას, რომელსაც ამუშავებს საინვესტიციო კომპანია ან ბაზრის ოპერატორი, რომელიც ერთად უყრის თავს მესამე მხარის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვისა და გაყიდვის მრავალმხრივ ინტერესებს- სისტემაში და არადისკრეციული წესების შესაბამისად- იმ ფორმით, რომლის შედეგსაც წარმოადგენს ხელშეკრულება წინამდებარე დირექტივის მე-2 კარის მიხედვით;
  3. „ორგანიზებული სავაჭრო სისტემა“ ანუ „OTF“ ნიშნავს მრავალმხრივ სისტემას, რომელიც არ არის რეგულირებული ბაზარი ან მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა და რომელშიც მესამე მხარის მიერ ყიდვისა და გაყიდვის მრავალმხრივი ინტერესები ობლიგაციებში, სტრუქტურიზებულ საფინანსო პროდუქტებში, ემისიის კვოტებსა ან დერივატივებში შეუძლიათ ურთიერთქმედება სისტემაში იმ ფორმით, რომლის შედეგსაც წარმოადგენს ხელშეკრულება წინამდებარე დირქტივის მე-2 კარის მიხედვით;
  4. „ვაჭრობის ადგილი“ ნიშნავს რეგულირებულ ბაზარს, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას;
  5. „ლიკვიდური ბაზარი“ ნიშნავს ფინანსური ინსტრუმენტის ან ფინანსური ინსტრუმენტების კლასის ბაზარს, იმ შემთხვევაში, როცა მუდმივად არსებობენ მზადმყოფი და დაინტერესებული მყიდველები და გამყიდველები, ისინი ფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტის ან ფინანსური ინსტრუმენტების კონკრეტული კლასის საბაზრო სტრუქტურების გათვალისწინებით:
  1. გარიგებების საშუალო სიხშირე და სიდიდე ბაზრის კონიუნქტურის დიაპაზონთან მიმართებაში, ფინანსური ინსტრუმენტის კლასში პროდუქტების ხასიათისა და სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით;
  2. ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა და სახეობა, მ.შ. ბაზრის მონაწილეთა თანაფარდობა კონკრეტულ პროდუქტში იმ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომლებითაც ვაჭრობა ხდება;
  3. სხვაობების საშუალო სიდიდე (არსებობის შემთხვევაში);
  1. „უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ 67-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ორგანოს, თუკი წინამდებარე დირექტივით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული;
  2. „საკრედიტო დაწესებულება“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულებას, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის N 575/2013/EU მუხლის 4(1) პირველი პუნქტით;
  3. „მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი საწარმოს მართვის კომპანია“ ნიშნავს მართვის კომპანიას, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის 2009/65/EC მუხლის 2(1) ბ პუნქტით[3];
  4. „სავაჭრო აგენტი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც, მხოლოდ იმ ერთი საინვესტიციო კომპანიის, რომლის სახელითაც ის მოქმედებს, სრული და უპირობო პასუხისმგებლობით, ახდენს კლიენტების ან სავარაუდო კლიენტების მიმართ საინვესტიციო ან/და დამხმარე მომსახურებების პოპულარიზაციას, იღებს და გადასცემს ინსტრუქციებს ან შეკვეთებს კლიენტისგან საინვესტიციო მომსახურებებთან ან ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, განათავსებს ფინანსურ ინსტრუმენტებს ან რეკომენდაციას უწევს კლიენტებს ან სავარაუდო კლიენტებს ამ ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან მომსახურებებთან დაკავშირებით;
  5. „ფილიალი“ ნიშნავს საქმიანობის ადგილს, გარდა სათაო ოფისისა, რომელიც წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც არ ჰყავს სამართლის სუბიექტი და რომელიც ახორციელებს საინვესტიციო მომსახურებებს ან/და საქმიანობებს და რომლებსაც აგრეთვე აქვთ უფლება, განახორციელონ ის დამხმარე მომსახურებები, რომელთა ავტორიზაციაც აქვს საინვესტიციო კომპანიას მიღებული; იმავე წევრ სახელმწიფოში საინვესტიციო კომპანიის მიერ შექმნილი საქმიანობის ყველა ადგილი, რომელთა შტაბიც მდებარეობს სხვა წევრ სახელმწიფოში, უნდა ჩაითვალოს ერთ ფილიალად;
  6. „კვალიფიციური თანამფლობელობა“ ნიშნავს პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობას საინვესტიციო კომპანიაში, რომელიც წარმოადგენს კაპიტალის ან საარჩევნო ხმის უფლებების 10%-ს ან მეტს, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს[4] დირექტივის 2004/109/EC მუხლებში 9 და 10, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც შეეხება მათ გაერთიანებას, განსაზღვრულს ამ დირექტივის მე-12 მუხლის პუნქტებში 4 და 5, ან რომელიც შესაძლებელს ხდის, განხორციელდეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა იმ საინვესტიციო კომპანიის მართვაზე, რომელშიც ეს თანამფლობელობა არსებობს;
  7. „მშობელი საწარმო“ ნიშნავს მშობელ საწარმოს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის 2013/34/EU მუხლების 2(9) და 22 მნიშვნელობით[5];
  8. „შვილობილი კომპანია“ ნიშნავს შვილობილ საწარმოს დირექტივის 2013/34/EU მუხლების 2(10) და 22 მნიშვნელობით, მ.შ. მთავარი მშობელი კომპანიის შვილობილი საწარმოს ნებისმიერი შვილობილი კომპანია;
  9. „ჯგუფი“ ნიშნავს ჯგუფს, რომელიც განსაზღვრულია დირექტივის 2013/34/EU მუხლით 2(11);
  10. „მჭიდრო კავშირები“ ნიშნავს სიტუაციას, რომელშიც ორი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი დაკავშირებულია შემდეგით:
  1. მონაწილეობა მფლობელობის ფორმით, პირდაპირი ან კონტროლის მეშვეობით, საარჩევნო ხმის უფლებების ან საწარმოს კაპიტალის 20%-ის ან მეტის;
  2. „კონტროლი“, რაც ნიშნავს ურთიერთობას მშობელ საწარმოსა და შვილობილ საწარმოს შორის, დირექტივის 2013/34/EU 22-ე მუხლის პუნქტებში 1 და 2 მითითებულ ყველა შემთხვევაში, ან მსგავს ურთიერთობას ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსა და საწარმოს, შვილობილი საწარმოს ნებისმიერ შვილობის საწარმოს შორის, რომელიც აგრეთვე მიიჩნევა იმ მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ, რომელიც დგას ამ საწარმოების სათავეში;
  3. ორივე ან ყველა მათგანის მუდმივი კავშირი იმავე პირთან საკონტროლო ურთიერთობით;
  1. „მართვის ორგანო“ ნიშნავს საინვესტიციო კომპანიის, ბაზრის ოპერატორის ან მონაცემთა გადაცემის მომსახურების მიმწოდებლის ორგანოს ან ორგანოებს, რომლებიც ინიშნებიან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, რომლებსაც მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, განსაზღვრონ სუბიექტის სტრატეგია, მიზნები და საერთო მიმართულება, და რომლებიც ახორციელებენ მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ზედამხედველობასა და მონიტორინგს, და მოიცავენ იმ პირებს, რომლებიც ეფექტიანად წარმართავენ სუბიექტის საქმიანობას.

იმ შემთხვევაში, როცა წინამდებარე დირექტივა მიუთითებს მართვის ორგანოზე, და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მართვის ორგანოს მმართველობითი და საზედამხედველო ფუნქციები გადაეცემა სხვადასხვა ორგანოებს ან ერთ ორგანოში სხვადასხვა წევრებს, წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ის ორგანოები ან მართვის ორგანოების წევრები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, თუკი წინამდებარე დირექტივით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

  1. „მაღალი რგოლის მენეჯმენტი“ ნიშნავს ფიზიკურ პირებს, რომლებიც ახორციელებენ აღმასრულებელ ფუნქციებს საინვესტიციო კომპანიაში, ბაზრის ოპერატორში ან მონაცემთა გადაცემის მომსახურების მიმწოდებელში, და რომლებიც პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მართვის ორგანო მიმართ, მ.შ. კომპანიისა და მისი პერსონალის მიერ კლიენტებისთვის მომსახურებებისა და პროდუქტების განაწილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებაზე;
  2. „საკუთარი ხარჯით შესაფერისი ვაჭრობა“ ნიშნავს გარიგებას, როცა ფასილიტატორი შუამდგომლობს გარიგების მყიდველსა და გამყიდველს შორის იმგვარად, რომ ის არასოდეს ექვემდებარება საბაზრო რისკს გარიგების განხორციელების მთელ პერიოდში, ამასთან, ორივე მხარე ერთდროულად ხორციელდება, და იმ შემთხვევაში, როცა გარიგება იდება იმ ფასად, როცა ფასილიტატორი არ ნახულობს არც მოგებას და არც ზარალს, გარდა ადრე გამჟღავნებული გარიგების საკომისიო გადასახადის, მოსაკრებლის ან გადასახადელისა;
  3. „ალგორითმული ვაჭრობა“ ნიშნავს ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას იმ შემთხვევაში, როცა კომპიუტერის ალგორითმი ავტომატურად განსაზღვრავს შეკვეთების ცალკეულ პარამეტრებს, მაგალითად, უნდა დაწყებულ იქნეს თუ არა შეკვეთა, შეკვეთის ღირებულებასა ან რაოდენობას ან იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს შეკვეთის მართვა მისი გადაგზავნის შემდეგ, ადამიანის მხრიდან შეზღუდული ჩარევით ან ადამიანის ჩაურევლად, და ის არ მოიცავს რაიმე იმ სისტემას, რომელიც მხოლოდ გამოიყენება შეკვეთების ერთ ან მეტ ვაჭრობის ადგილზე გადაგზავნის ან იმ შეკვეთების დამუშავების მიზნით, რომლებიც არ მოიცავს რაიმე სავაჭრო პარამეტრების განსაზღვრას, ან შეკვეთების დადასტურების ან შესრულებული გარიგებების ვაჭრობის შემდგომი დამუშავებისთვის;
  4. „მაღალი სიხშირის ალგორითმული სავაჭრო მეთოდი“ ნიშნავს ალგორითმულ ვაჭრობის მეთოდს, რომლისთვისაც დამახასიათებელია:
  1. ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ქსელისა და სხვა სახის მოლოდინის პერიოდების მინიმუმამდე შესამცირებლად, მ.შ. სულ მცირე, შეკვეთის ალგორითმული რეგისტრაციის ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ობიექტი: კოლოკაცია, ჰოსტინგი სიახლოვის გათვალისწინებით ან მაღალსიჩქარიანი პირდაპირი ელექტრონული წვდომა;
  2. შეკვეთის მიწოდების, გენერაციის, მარშრუტიზაციის ან შესრულების სისტემის განსაზღვრა, ცალკეული ვაჭრობის ან შეკვეთის შემთხვევაში ადამიანის ჩაურევლად; და
  3. დღიური გატარებების განაკვეთები, რომლებიც შეადგენენ შეკვეთებს, კვოტებს ან გაუქმებებს;
  1. „პირდაპირი ელექტრონული წვდომა“ ნიშნავს ზომას, რომლითაც ვაჭრობის ადგილის წევრი ან მონაწილე ან კლიენტი პირს ნებართვას აძლევს, გამოიყენოს მისი სავაჭრო კოდი, რათა ამ პირმა შეძლოს ელექტრონულად გადააგზავნოს ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული შეკვეთები პირდაპირ ვაჭრობის ადგილზე და რომელიც მოიცავს ზომებს, რომლებიც გულისხმობენ პირის მიერ წევრის ან მონაწილის ან კლიენტის ინფრასტრუქტურის გამოყენებას, ან წევრის ან მონაწილის ან კლიენტის მიერ უზრუნველყოფილ ნებისმიერ დამაკავშირებელ სისტემას შეკვეთების გადასაგზავნად (ბაზარზე პირდაპირი წვდომა) და ზომებს/შეთანხმებებს, სადაც ამ ინფრასტრუქტურას პირი არ იყენებს (დასპონსორებული წვდომა);
  2. „ჯვარედინი გაყიდვების პრაქტიკა“ ნიშნავს საინვესტიციო მომსახურების შეთავაზებას სხვა მომსახურებასთან ან პროდუქტთან ერთად პაკეტის ფარგლებში ან იმავე შეთანხმების ან პაკეტის პირობად;

►C1 (43) „სტრუქტურიზებული დეპოზიტი“ ნიშნავს დეპოზიტს, როგორც ეს განმარტებულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის 2014/49/EU მუხლის 2(1) მე-3 პუნქტში ◄[6], რომელიც არის სრულად გადახდადი ვადის დადგომისას იმ პირობებით, რომლებითაც პროცენტი ან პრემია გადახდილი იქნება ან დგას რისკის წინაშე, შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
 

  1. ინდექსი ან ინდექსთა კომბინაცია, ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე დეპოზიტების გამოკლებით, რომელთა დაბრუნება პირდაპირ არის დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთის ინდექსთან, მაგალითად, ევროპის ბანკთაშორისი შეთავაზების განაკვეთთან ან ლონდონის ბანკთაშორისო შეთავაზების განაკვეთთან;
  2. ფინანსური ინსტრუმენტი ან ფინანსური ინსტრუმენტების კომბინაცია;
  3. ფართო მოხმარების საქონელი ან ფართო მოხმარების საქონლის კომბინაცია ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური არაურთიერთჩანაცვლებადი აქტივები; ან
  4. უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსი ან უცხოური ვალუტების გაცვლითი კურსების კომბინაცია;
  1. „მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს იმ ფასიანი ქაღალდების კლასებს, რომლებიც ბრუნვადი კაპიტალის ბაზარზე, ანგარიშსწორების ისეთი ინსტრუმენტების გამოკლებით, როგორებიცაა:
  1. წილები კომპანიებში ან კომპანიებში, ამხანაგობებსა ან სხვა სუბიექტებში აქციების ექვივალენტური ფასიანი ქაღალდები, და აქციებთან დაკავშირებული დეპოზიტარული ხელწერილები;
  2. ობლიგაციები ან სეკურიტიზებული ვალის სხვა ფორმები, მ.შ. ამ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული დეპოზიტარული ხელწერილები;
  3. ნებისმიერი სხვა ფასიანი ქაღალდები, რომლებიც იძლევიან ნებისმიერი ასეთი მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების შეძენის ან გაყიდვის უფლებას, ან განაპირობებენ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებზე, ვალუტებზე, საპროცენტო განაკვეთებზე ან შემოსავლებზე, ფართო მოხმარების საქონელზე ან სხვა ინდექსებზე ან ზომებზე მითითებით განსაზღვრულ ნაღდ ანგარიშსწორებას;
  1. „დეპოზიტარული ხელწერილები“ ნიშნავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც საბრუნავია კაპიტალის ბაზარზე და რომლებიც წარმოადგენენ მუდმივი იურიდიული მისამართის არმქონე ემიტენტის ფასიანი ქაღალდების საკუთრებას, ამასთან, შესაძლებელია მათი სავაჭროდ დაშვება რეგულირებულ ბაზარზე და მუდმივი იურიდიული მისამართის არმქონე ემიტენტის ფასიანი ქაღალდებისგან დამოუკიდებლად ვაჭრობა;
  2. „სააქციო საინდექსო ფონდი“ ნიშნავს ფონდს, რომლის სულ მცირე ერთი ერთეულით ან აქციათა კლასით ვაჭრობა ხდება მთელი დღის განმავლობაში, სულ მცირე, ერთ ვაჭრობის ადგილზე და სულ მცირე, ერთი მარკეტ მეიკერით, რომელიც იღებს ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ერთეულების ან აქციების ფასი ვაჭრობის ადგილზე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდეს მისი აქტივების ნომინალური ღირებულებიდან და საჭიროების შემთხვევაში, მისი აქტივების ნომინალური საორიენტაციო ღირებულებიდან;
  3. „სერტიფიკატები“ ნიშნავს სერტიფიკატებს, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის N 600/2014/EU მუხლში 2(1)(27);
  4. „სტრუქტურიზებული ფინანსური პროდუქტები“ ნიშნავს სტრუქტურიზებულ ფინანსურ პროდუქტებს“, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის N 600/2014/EU მუხლში 2(1)(28);
  5. „დერივატივები“ ნიშნავს დერივატივებს, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის N 600/2014/EU მუხლში 2(1)(29);
  6. „სასაქონლო დერივატივები“ ნიშნავს სასაქონლო დერივატივებს, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის N 600/2014/EU მუხლით 2(1)(30);
  7. „ცენტრალური კონტრაგენტი“ ნიშნავს ცენტრალურ კონტრაგენტს, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის N 648/2012/EU მუხლში 2(1);
  8. „ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაცია“ ანუ „APA“ ნიშნავს პირს, რომელიც წინამდებარე დირექტივით ავტორიზებულია საინვესტიციო კომპანიების სახელით სავაჭრო ანგარიშების გამოქვეყნების მომსახურების მიწოდებაზე, რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 20 და 21 მიხედვით;
  9. „კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერი“ ანუ „CTP“ ნიშნავს პირს, რომელიც წინამდებარე დირექტივით ავტორიზებულია იმ ფინანსური ინსტრუმენტებისთვის სავაჭრო ანგარიშების შეგროვების მომსახურების უზრუნველყოფაზე, რომლებიც ჩამოთვლილია რეგულაციის N 600/2014/EU მუხლებში რეგულირებული ბაზრებიდან, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემებიდან, ორგანიზებული სავაჭრო სისტემებიდან და ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციებიდან და მათ კონსოლიდირებას იმ ინფორმაციის უწყვეტი ელექტრონული ფორმით პირდაპირ გადაცემა, რომელიც გადასცემს ფასისა და მოცულობის შესახებ მონაცემებს ფინანსური ინსტრუმენტის მიხედვით;
  10. „ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმი“ ანუ „ARM“ ნიშნავს პირს, რომელიც წინამდებარე დირექტივით ავტორიზებულია საინვესტიციო კომპანიების სახელით უფლებამოსილი ორგანოებისა ან ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კოისიისთვის გარიგების შესახებ მონაცემების შეტყობინების მომსახურების გაწევაზე;
  11. „რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს შემდეგს:
  1. საინვესტიციო კომპანიების შემთხვევაში:
  1. თუ საინვესტიციო კომპანია არის ფიზიკური პირი, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს მისი სათაო ოფისი;
  2. თუ საინვესტიციო კომპანია არის იურიდიული პირი, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს მისი რეგისტრირებული ოფისი;
  3. თუ საინვესტიციო კომპანიას, თავისი სახელმწიფო კანონმდებლობით, არ აქვს რეგისტრირებული ოფისი, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს მისი სათაო ოფისი;
  1. რეგულირებული ბაზრის შემთხვევაში, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც რეგისტრირებულია რეგულირებული ბაზარი, ან თუ ამ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, მას არ აქვს რეგისტრირებული ოფისი, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს რეგულირებული ბაზრის სათაო ოფისი;
  2. ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციის შემთხვევაში, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერი ან ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმი:
  1. თუ ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერი ან ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმი არის ფიზიკური პირი, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს მისი სათაო ოფისი;
  2. თუ ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერი ან ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმი არის იურიდიული პირი, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს მისი რეგისტრირებული ოფისი;
  3. თუ ავტორიზებულ გამომქვეყნებელ ორგანიზაციას, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერს ან ანგარიშგების დამტკიცებულ მექანიზმს, თავისი სახელმწიფო კანონმდებლობით, არ აქვს რეგისტრირებული ოფისი, ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს მისი სათაო ოფისი;
  1. „მასპინძელი წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს წევრ სახელმწიფოს, გარდა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოსი, რომელშიც საინვესტიციო კომპანიას აქვს ფილიალი ან რომელიც ახორციელებს საინვესტიციო მომსახურებებს ან/და საქმიანობებს, ან წევრ სახელმწიფოს, რომელშიც რეგულირებული ბაზარი უზრუნველყოფს სათანადო ზომებს, რათა გაამარტივოს წვდომა მის სისტემაზე, იმავე წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული, ვაჭრობაში დისტანციული მონაწილეების ან მონაწილეების მიერ;
  2. „მესამე ქვეყნის კომპანია“ ნიშნავს კომპანიას, რომელიც იქნებოდა საკრედიტო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო მომსახურებებს ან ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას, ან საინვესტიციო კომპანია, მისი სათაო ოფისი ან რეგისტრირებული ოფისი რომ მდებარეობდეს ევროკავშირში;
  3. „საბითუმო ენერგოპროდუქცია“ საბითუმო ენერგოპროდუქციას, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის N 1227/2011/EU მე-2 მუხლის 4 პუნქტით;
  4. „სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო დერივატივები“ ნიშნავს იმ პროდუქტებთან დაკავშირებულ დერივატულ კონტრაქტებს, რომლებიც ჩამოთვლილია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციის N 1308/2013/EU პირველ მუხლში და XX-ის და XXIV/1-ის პირველი ნაწილის პირველ დანართში[7];
  5. „სუვერენული ემიტენტი“ ნიშნავს ქვემოთ მოცემულიდან ნებისმიერს, რომელიც უშვებს სავალო ინსტრუმენტებს:
  1. ევროკავშირი;
  2. წევრი სახელმწიფო, მ.შ. წევრი სახელმწიფოს სამთავრობო დეპარტამენტი, სააგენტო ან სპეციალური მიზნებისთვის შექმნილი პირი;
  3. ფედერალური წევრი სახელმწიფოს შემთხვევაში, ფედერაციის წევრი;
  4. სპეციალური მიზნების ინსტრუმენტი რამდენიმე წევრი სახელმწიფოსთვის;
  5. ორი ან მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მიზანია ფინანსური სახსრების მობილიზება და ფინანსური დახმარების გაწევა მისი იმ წევრების სასარგებლოდ, რომლებიც განიცდიან ან რომლებსაც ემუქრებათ მწვავე ფინანსური პრობლემები; ან
  6. ევროპის საინვესტიციო ბანკი;
  1. „სუვერენული ვალი“ ნიშნავს სუვერენული ემიტენტის მიერ გამოშვებულ სავალო ინსტრუმენტს;
  2. „ხანგამძლე მატარებელი“ ნიშნავს ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომელიც:
  1. კლიენტს შესაძლებლობას აძლევს, შეინახოს ინფორმაცია, რომელიც პირადად უკავშირდება ამ კლიენტს, სამომავლო გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით და იმ ვადით, რომელიც ადექვატურია ინფორმაციის მიზნებისთვის; და
  2. იძლევა შენახული ინფორმაციის ასლების უცვლელად გადარების შესაძლებლობას;
  1. „მონაცემთა გადაცემის მომსახურების მიმწოდებელი“ ნიშნავს ავტორიზებულ გამომქვეყნებელ ორგანიზაციას, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერს ან ანგარიშგების დამტკიცებულ მექანიზმს;

M1

  1. „ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ ანუ „CSD“ ნიშნავს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარს, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის N 909/2014/EU მუხლის 2(1) პირველი პუნქტით.

▼B

2. ევროკავშირს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, პირველ აბზაცში განსაზღვრული განმარტებების ზოგიერთი ტექნიკური ელემენტის დასაზუსტებლად, მათი ბაზარზე განვითარებული პროცესებისადმი, ტექნოლოგიური განვითარებებისა და იმ ქცევის გამოცდილებისადმი მისადაგების მიზნით, რომელიც აკრძალულია რეგულაციით N 596/2014/EU, და წინამდებარე დირექტივის ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით.

 

კარი II

ავტორიზაციისა და ექსპლუატაციის პირობები საინვესტიციო კომპანიებისთვის

თავი I

ავტორიზაციის პირობები და პროცედურები

მუხლი 5

ავტორიზაციის მოთხოვნა

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს, რომ საინვესტიციო მომსახურებების მიწოდება ან/და საინვესტიციო საქმიანობების შესრულება, როგორც მუდმივი სამუშაო ან საქმიანობა პროფესიულ საფუძველზე დაექვემდებაროს წინასწარ ავტორიზაციას ამ თავის მიხედვით. ეს ავტორიზაცია უნა გაიცეს 67-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. პირველი აბზაციდან გამონაკლისის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა ნებისმიერ ბაზრის ოპერატორს უნდა მისცენ ავტორიზაცია, იმუშაონ, როგორც მრავალმხრივმა სავაჭრო სისტემამ ან ორგანიზებულმა სავაჭრო სისტემამ, მათ მიერ ამ თავის მოთხოვნების შესრულების წინასწარი ვერიფიკაციკაციის პირობით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაარეგისტრირონ ყველა საინვესტიციო კომპანია. რეესტრი უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა იმ მომსახურებისა თუ საქმიანობის შესახებ, რომლის ავტორიზაციაც გააჩნია საინვესტიციო კომპანიას. ის რეგულარულად უნდა განახლდეს. ყოველი ავტორიზაციის შესახებ უნდა ეცნობოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეადგინოს ევროკავშირში ყველა საინვესტიციო კომპანიის ნუსხა. ეს ნუსხა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ მომსახურებებისა თუ საქმიანობის შესახებ, რომლის ავტორიზაციაც გააჩნია თითოეულ საინვესტიციო კომპანიას და ის რეგულარულად უნდა განახლდეს. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ეს ნუსხა უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებ-გვერდზე და ის პერიოდულად განაახლოს.

იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილმა ორგანომ ავტორიზაცია უკან გაიწვია მე-8 მუხლის პუნქტების ბ, გ და დ მიხედვით, ეს უკან გაწვევა უნდა გამოქვეყნდეს ნუსხაში ხუთი წლის ვადით.

4. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს, რომ:

  1. თითოეულ იმ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც არის იურიდიული პირი, თავისი სათაო ოფისი ჰქონდეს იმავე წევრ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მისი რეგისტრირებული ოფისი;
  2. თითოეულ საინვესიტიციო კომპანიას, რომელიც არ არის იურიდიული პირი ან ნებისმიერ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც არის იურიდიული პირი, მაგრამ თავისი სახელმწიფო კანონმდებლობით არ გააჩნია რეგისტრირებული ოფისი, თავისი სათაო ოფისი ჰქონდეს იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც ის რეალურად განახორციელებს თავის საქმიანობას.

 

მუხლი 6

ავტორიზაციის მოქმედების სფერო

1. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ავტორიზაციაში აღნიშნული იყოს ის საინვესტიციო მომსახურებები ან საქმიანობები, რომელთა განხორციელების ავტორიზაციაც გააჩნია საინვესტიციო კომპანიას. ავტორიზაცია შეიძლება მოიცავდეს პირველი დანართის ბ სექციაში მოცემულ ერთ ან მეტ დამხმარე მომსახურებას. ავტორიზაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიცეს მხოლოდ დამხმარე მომსახურებების გასაწევად.

2. იმ ნებისმიერმა საინვესტიციო კომპანიამ, რომელსაც სურს თავისი საქმიანობით მოიცვას ის დამატებითი საინვესტიციო მომსახურებები ან საქმიანობები ან დამხმარე მომსახურებები, რომლებიც არაა გათვალისწინებული თავდაპირველი ავტორიზაციის დროისათვის, უნდა წარადგინოს თავისი ავტორიზაციის გაფართოების მოთხოვნა.

3. ეს ავტორიზაცია ძალაში უნდა იყოს მთელი ევროკავშირის მასშტაბით და მან საინვესტიციო კომპანიას უნდა მისცეს შესაძლებლობა, უზრუნლველყოს მომსახურებები ან განახორციელოს საქმიანობები, რომლებისთვისაც მას აქვს ავტორიზაცია, მთელს ევროკავშირში, ან ეკონომიკური საქმიანობის უფლების (მ.შ. ფილიალის) ან მომსახურების თავისუფალი მიწოდების მეშვეობით.

 

მუხლი 7

ავტორიზაციის მოთხოვნების გაცემისა და მათზე უარის თქმის პროცედურები

1. უფლებამოსილმა ორგანომ არ უნდა გასცეს უფლებამოსილება, თუკი და იმ დრომდე, სანამ ის სრულად არ დარწმუნდება იმაში, რომ განმცხადებელი ასრულებს წინამდებარე დირექტივის მიხედვით მიღებული დებულებებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას.

2. საინვესტიციო კომპანიამ უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია, მ.შ. ოპერაციების პროგრამა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრულია საქმიანობის გათვალისწინებული სახეობები და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც აუცილებელია, რათა უფლებამოსილი ორგანო თავად დარწმუნდეს იმაში, რომ თავდაპირველი ავტორიზაციის დროისთვის, საინვესტიციო კომპანიამ შეიმუშავა ყველა აუცილებელი ზომა ამ თავის მიხედვით გათვალისწინებული მისი ვალდებულებების შესასრულებლად.

3. სრული განაცხადის წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში, განმცხადებელს უნდა ეცნობოს იმის შესახებ, გაიცა თუ არა ავტორიზაცია.

4. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია შემდეგის დასაზუსტებლად:

  1. უფლებამოსილი ორგანოებისთვის ამ მუხლის მე-2 აბზაცით მისაწოდებელი ინფორმაცია, მ.შ. ოპერაციების პროგრამა;
  2. ის მოთხოვნები, რომლებიც გამოიყენება საინვესტიციო კომპანიების მართვასთან დაკავშირებით მუხლით 9(6) და ინფორმაცია შეტყობინებებისთვის მუხლით 9(5);
  3. ის მოთხოვნები, რომლებიც გამოიყენება კვალიფიციური თანამფლობელობების მქონე აქციონერებისა და წევრების მიმართ, აგრეთვე ის დაბრკოლებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ უფლებამოსილი ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიან განხორციელებას, მუხლით 10(1) და (2).

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

5. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ამ მუხლის მე-2 აბზაცითა და მუხლით 9(5) გათვალისწინებული შეტყობინების ან ინფორმაციის მიწოდების სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების განსაზღვრის მიზნით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 8

ავტორიზაციების უკან გაწვევა

უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია უკან გაიწვიოს საინვესტიციო კომპანიაზე გაცემული ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ეს საინვესტიციო კომპანია:

  1. არ იყენებს ავტორიზაციას 12 თვის ვადაში, ცალსახად უარს ამბობს ავტორიზაციაზე ან არ უზრუნველყოფს საინვესტიციო მომსახურებებს ან არ ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას გასული ექვსი თვის განმავლობაში, თუკი შესაბამისი წევრი სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს ავტორიზაციას შეჩერებას;
  2. ავტორიზაციას მოიპოვებს ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ან სხვა ნებისმიერი არასათანადო საშუალებით;
  3. აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებითაც გაიცა ავტორიზაცია, მაგალითად, რეგულაციით N575/2013/EU განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობა;
  4. სერიოზულად და სისტემატიურად დაარღვია წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU მიხედვით მიღებული დებულებები, რომლებიც არეგულირებენ საექსპლუატაციო პირობებს საინვესტიციო კომპანიებისთვის;
  5. განეკუთვნება იმ შემთხვევებიდან ნებისმიერს, რომელშიც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროს ფარგლებს გარეთ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, ითვალისწინებს უკან გაწვევას.

ავტორიზაციის უკან გაწვევის ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

 

მუხლი 9

მართვის ორგანო

1. მე-5 მუხლის შესაბამისად ავტორიზაციის გამცემმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინვესტიციო კომპანიებმა და მათი მართვის ორგანოებმა შეასრულონ დირექტივის 2013/36/EU მუხლების 88 და 91 მოთხოვნები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ და ევროპის საბანკო უწყებამ ერთობლივად უნდა მიიღონ დირექტივის 2013/36/EU მუხლში 91(12) ჩამოთვლილი ელემენტების შესახებ მეთოდური რეკომენდაციები.

2. ავტორიზაციის მე-5 მუხლის მიხედვით მინიჭებისას, უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, მართვის ორგანოს წევრებს მისცენ ავტორიზაცია, დაიკავონ არააღმასრულებელი დირექტორის ერთი დამატებითი თანამდებობა, ვიდრე ეს ნებადართულია დირექტივის 2013/36/EU მუხლის 91(3) შესაბამისად. უფლებამოსილმა ორგანოებმა რეგულარულად უნდა აცნობონ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ამ ავტორიზაციების შესახებ.

ევროპის საბანკო უწყებამ და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა განახორციელონ საინვესტიციო კომპანიებთან დაკავშირებით ამ აბზაცის პირველი ქვეაბზაცითა და დირექტივის 2013/36/EU მუხლით 91(6) გათვალისწინებული ინფორმაციის კოორდინაცია

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინვესტიციო კომპანიის მართვის ორგანომ განსაზღვროს,ზედამხედველობა გაუწიოს და ანგარიშვალდებული იყოს იმ მმართველობითი შეთანხმებების განხორციელებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო კომპანიის ეფექტიან და გონივრულ მართვას, მ.შ. საინვესტიციო კომპანიაში ვალდებულებების გაცალკევება და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, და იმ ფორმით, რაც ხელს უწყობს ბაზრის ერთიანობას და კლიენტების ინტერესებს.

დირექტივის 2013/36/EU მუხლით 88(1) დადგენილი მოთხოვნების შეუზღუდავად, ამ შეთანხმებებმა აგრეთვე უნდა უზრუნველყონ მართვის ორგანოს მიერ შემდეგის განსაზღვრა, დამტკიცება და ზედამხედველობა:

  1. კომპანიის ორგანიზაციული მოწყობა საინვესტიციო მომსახურებებისა და დამხმარე მომსახურებების მისაწოდებლად და საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად, მ.შ. ის უნარები, ცოდნა და ექსპერტული კვალიფიკაცია, რომლებიც მოეთხოვებათ პერსონალს, რესურსები, პროცედურები და ზომები მომსახურებების მისაწოდებლად და საქმიანობების განსახორციელებლად, მისი საქმიანობის ხასიათის, მასშტაბისა და კომპლექსურობისა და ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომლებიც კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს;
  2. შეთავაზებულ ან მიწოდებულ მომსახურებებთან, საქმიანობებთან, პროდუქტებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული პოლიტიკა, კომპანიის რისკის მიმართ ტოლერანტობისა და კომპანიის იმ კლიენტების მახასიათებლებისა და საჭიროებების შესაბამისად, ვის მიმართაც მოხდება მათი შეთავაზება ან მიწოდება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სტრესულ სიტუაციაზე შემოწმების ჩატარება;
  3. კლიენტებისთვის მომსახურებების გაწევაში ჩართული პირების ანაზღაურების პოლიტიკა, რომლის მიზანია წაახალისოს საქმიანობის პასუხისმგებლიანად წარმართვა, კლიენტების მიმართ სამართლიანი მოპყრობა, აგრეთვე კლიენტებთან ურთიერთობაში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.   

მართვის ორგანომ უნდა განახორციელოს შემდეგის მონიტორინგი და პერიოდული შეფასება: საინვესტიციო მომსახურებებისა და საქმიანობების და დამხმარე მომსახურებების შესრულების პროცესში კომპანიის სტრატეგიული მიზნების ადექვატურობა და განხორციელება, საინვესტიციო კომპანიის მმართველობითი შეთანხმებების ეფექტიანობა და კლიენტებისთვის მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული პოლიტიკის ადექვატურობა, და უნდა მიიღოს სათანადო ზომები ნებისმიერი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

მართვის ორგანოს წევრებს უნდა ჰქონდეთ სათანადო წვდომა იმ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, რომლებიც საჭიროა მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ზედამხედველობისა და მონიტორინგისთვის.

4. უფლებამოსილმა ორგანომ უარი უნდა თქვას ავტორიზაციაზე, თუ ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ საინვესტიციო კომპანიის მართვის ორგანოს წევრებს გაააჩნიათ საკმარისად კარგი რეპუტაცია, საკმარისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება და საკმარის დროს უთმობენ საინვესტიო კომპანიაში თავისი ფუნქციების შესრულებას, ან თუ არსებობს იმის ფიქრის ობიექტური და დამტკიცებადი საფუძვლები, რომ კომპანიის მართვის ორგანომ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ეფექტიან, რაციონალურ და გონივრულ მართვას და მისი კლიენტების ინტერესების სათანადო გათვალისწინებას და ბაზრის ერთიანობას.

5. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიისგან უნდა მოითხოვონ უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება მისი მართვის ორგანოს ყველა წევრისა და მისი წევრების შემადგენლობაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, იმ ყველა ინფორმაციასთან ერთად, რომელიც საჭიროა იმის შესაფასებლად, კომპანია ასრულებს თუ არა აბზაცების 1, 2 და 3 მოთხოვნებს.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ სულ მცირე, იმ ორმა წევრმა, რომლებიც აკმაყოფილებენ პირველი აბზაცით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეფექტიანად წარმართონ განმცხადებელი საინვესტიციო კომპანიის საქმიანობა.

პირველი ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ავტორიზაცია გასცენ იმ საინვესტიციო კომპანიებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები, ან იმ საინვესტიციო კომპანიებზე, რომლებიც არიან იურიდიული პირები, რომლებსაც მართავს ერთი ფიზიკური პირი მათი შემადგენელი წესებისა და ქვეყნის კანონების შესაბამისად. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ:

  1. ამოქმედდეს ის ალტერნატიული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ საინვესტიციო კომპანიების რაციონალურ და გონივრულ მართვას და კლიენტების ინტერესების სათანადო გათვალისწინებას და ბაზრის ერთიანობას;
  2. შესაბამის ფიზიკურ პირებს გააჩნდეთ საკმარისად მაღალი რეპუტაცია, საკმარისი ცოდნა, უნარ-ჩევები და გამოცდილება და მათ საკმარისი დრო დაუთმონ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას.

 

მუხლი 10

კვალიფიციური თანამფლობელობების მქონე აქციონერები და წევრები

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა არ უნდა გასცენ საინვესტიციო კომპანიის მიერ საინვესტიციო მომსახურებების უზრუნველყოფის ან საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ავტორიზაცია მანამ, სანამ მათ არ მიეწოდებათ ინფორმაცია აქციონერების ან წევრების, იმის მიუხედავად, ისინი არიან პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ფიზიკური ან იურიდიული პირების ვინაობის შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ კვალიფიციური თანამფლობელობები და ამ თანამფლობელობების ოდენობები.

უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უარი თქვან ავტორიზაციაზე, თუ საინვესტიციო კომპანიის ეფექტიანი და გონივრული მართვის უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, მათ არ აკმაყოფილებთ იმ აქციონერების ან წევრების შესაბამისობა, რომლებსაც გააჩნიათ კვალიფიციური თანამფლობელობები.

იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანიასა და სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის არსებობს მჭიდრო კავშირები, უფლებამოსილმა ორგანომ ავტორიზაცია უნდა გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კავშირები ხელს არ უშლის უფლებამოსილი ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიან განხორციელებას.

2. უფლებამოსილმა ორგანომ უარი უნდა განაცხადოს ავტორიზაციაზე, თუ მესამე ქვეყნის ის კანონები, რეგულაციები ან ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც არეგულირებენ იმ ერთ ან მეტ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლებთანაც საწარმოს აქვს მჭიდრო კავშირები, ან სირთულეები მათი განხორციელებისას, ხელს უშლიან მისი საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიან განხორციელებას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ შემთხვევაში, როცა პირველი აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მითითებული პირების მიერ ზემოქმედება სავარაუდოდ ხელს შეუშლის საინვესტიციო კომპანიის რაციონალურ და გონივრულ მართვას, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა ეს სიტუაცია დასრულდეს.

ეს ზომები შეიძლება მოიცავდნენ განაცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ან სანქციების დაწესებასზე დირექტორებისა და მართვაზე პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ, ან იმ საარჩევნო ხმის უფლებების განხორციელების შეჩერებას, რომლებიც დართულია შესაბამისი აქციონერებისა ან წევრების მფლობელობაში არსებულ აქციებზე.

 

მუხლი 11

შეთავაზებული შეძენების შესახებ შეტყობინება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის ან შეთანხმებულად მოქმედი პირებისგან („შეთავაზებული შემძენი“), რომლებსაც მიღებული აქვთ გააწყვეტილება, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინონ კვალიფიციური თანამფლობელობა საინვესტიციო კომპანიაში ან დამატებით გაზარდონ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ეს კვალიფიციური თანამფლობელობა საინვესტიციო კომპანიაში, რის შედეგადაც საარჩევნო ხმის უფლებების ან მფლობელობაში არსებული კაპიტალის პროპორცია მიაღწევდა ან გადააჭარბებდა 20%-ს, 30%-ს ან 50%-ს ან ისე, რომ საინვესტიციო კომპანია გახდებოდა მისი შვილობილი კომპანია („შეთავაზებული შეძენა“), რომ პირველ რიგში, წერილობით შეატყობინონ უფლებამოსილ ორგანოებს იმ საინვესტიციო კომპანიის შესახებ, რომელშიც მათ სურთ კვალიფიციური თანამფლობელობის შეძენა ან გაზრდა, სასურველი მფლობელობის, ზომის და შესაბამისი ინფორმაციის მითითებით, როგორც ეს აღნიშნულია მუხლში 13(4).

წევრმა სახელმწიფოებმა იმ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისგან, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო კომპანიაში კვალიფიციური თანამფლობელობის პირდაპირ ან არაპირდაპირ განკარგვის შესახებ, პირველ რიგში წერილობით უნდა შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს, სასურველი მფლობელობის ზომის მითითებით. ამ პირმა ანალოგიურად უნდა აცნობოს უფლებამოსილ ორგანოებს, მას მიღებული აქვს თუ არა გადაწყვეტილება თავისი კვალიფიციური თანამფლობელობის შემცირების შესახებ, რათა საკუთრებაში არსებული საარჩევნო ხმის უფლებების ან კაპიტალის წილი შემცირდეს 20%-ზე, 30%-ზე ან 50%-ზე ქვევით ან რათა საინვესტიციო კომპანია აღარ იყოს მისი შვილობილი კომპანია.

წევრ სახელმწიფოებს არ დასჭირდებათ 30%-იანი ზღვრული მნიშვნელობის გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა დირექტივის 2004/109/EC მუხლის 9(3) ა პუნქტის მიხედვით, ისინი იყენებენ ერთი მესამედის ზღვრულ მნიშვნელობას.

იმის განსაზღვრის დროს, მე-10 მუხლსა და ამ მუხლში მითითებული კვალიფიციური თანამფლობელობის კრიტერიუმები სრულდება თუ არა, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა გაითვალისწინონ ის საარჩევნო ხმის უფლებები ან აქციები, რომლებსაც საინვესტიციო კომპანიები ან საკრედიტო დაწესებულებები შეიძლება ფლობდნენ ფინანსური ინსტრუმენტების ანდერრაითინგის/გარანტირებული განთავსების ან/და მყარი ვალდებულების საფუძველზე ფინანსური ინსტრუმენტების განთავსების უზრუნველყოფის შედეგად, მათ შორის, პირველი დანართის ა სექციის მე-6 პუნქტით, იმ პირობით, თუ ეს უფლებები, ერთის მხრივ, არ ხორციელდება ან სხვა შემთხვევაში გამოიყენება ემიტენტის მართვის პროცესში ჩარევისთვის და მეორეს მხრივ, ამ უფლებების განკარგვა ხდება შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში.

2. შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ერთმანეთთან სრული კონსულტაციით უნდა იმუშაონ მუხლით 13(1) გათვალისწინებული შეფასების („შეფასების“) განხორციელებისას, თუ შეთავაზებული შემძენი არის ერთ-ერთი შემდეგი მხარე:

  1. საკრედიტო დაწესებულება, სიცოცხლის დამზღვევი კომპანია, სადაზღვევო კომპანია, გადამზღვევი კომპანია, საინვესტიციო კომპანია ან მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი საწარმოს მმართველი კომპანია, რომელიც ავტორიზებულია სხვა წევრ სახელმწიფოში ან სხვა დარგში, იმ დარგის გამოკლებით, რომელშიც ხდება შეძენის შეთავაზება;
  2. საკრედიტო დაწესებულების მშობელი საწარმო, სიცოცხლის დამზღვევი კომპანია, სადაზღვევო კომპანია, გადამზღვევი კომპანია, საინვესტიციო კომპანია ან მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი საწარმოს მმართველი კომპანია, რომელიც ავტორიზებულია სხვა წევრ სახელმწიფოში ან სხვა დარგში, იმ დარგის გამოკლებით, რომელშიც ხდება შეძენის შეთავაზება;
  3. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკონტროლებს საკრედიტო დაწესებულებას, სიცოცხლის დამზღვევი კომპანია, სადაზღვევო კომპანია, გადამზღვევი კომპანია, საინვესტიციო კომპანია ან მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი საწარმოს მმართველი კომპანია, რომელიც ავტორიზებულია სხვა წევრ სახელმწიფოში ან სხვა დარგში, იმ დარგის გამოკლებით, რომელშიც ხდება შეძენის შეთავაზება.

უფლებამოსილმა ორგანოებმა დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი ან შესაბამისი შეფასების გასაკეთებლად. ამ მხრივ, უფლებამოსილმა ორგანოებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, და თავისი საკუთარი ინიციატივით, უნდა მიაწოდონ ყველა არსებითი ინფორმაცია. უფლებამოსილი ორგანოს იმ გადაწყვეტილებაში, რომლითაც იმ საინვესტიციო კომპანიას, რომლის შეძენის შეთავაზებაც განხორციელდა, მიენიჭა ავტორიზაცია, უნდა მიეთითოს ის ნებისმიერი შეხედულება თუ ეჭვები, რომლებიც გამოთქვეს შეთავაზებულ შემძენზე პასუხისმგებელმა უფლებამოსილმა ორგანომ.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ თუ საინვესტიციო კომპანიისთვის ცნობილი ხდება მის კაპიტალში თანამფლობელობების შეძენის ან განკარგვის ნებისმიერი ფაქტის შესახებ, რაც იწვევს თანამფლობელობების მიერ პირველი აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მითითებული რაიმე ზღვრული მნიშვნელობის გადაჭარბებას ან მის ქვემოთ დაცემას, ამ საინვესტიციო კომპანიამ დაუყოვნებლივ შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს.

სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, საინვესტიციო კომპანიებმა აგრეთვე უნდა აცნობონ უფლებამოსილ ორგანოს აქციონერების და იმ წევრების ვინაობა, რომლებიც ფლობენ კვალიფიციურ თანამფლობელობებს, და ამ თანამფლობელობების სიდიდე, როგორც ეს, მაგალითად, ნაჩვენებია აქციონერებისა და წევრების საერთო წლიურ შეკრებებზე მიღებული ინფორმაციით, ან იმ კომპანიების მიმართ გამოყენებული რეგულაციების შესრულების შედეგად, რომელთა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა მიიღონ მუხლში 10(3) მითითებულის მსგავსი ზომები იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ვერ ასრულებენ იმ წინასწარი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, რომელიც უკავშირდება მონაწილეობის კვალიფიციური თანამფლობელობის შეძენას ან გაზრდას. თუ თანამფლობელობის შეძენა ხდება უფლებამოსილი ორგანოების წინააღმდეგობის მიუხედავად, წევრმა სახელმწიფოებმა, სხვა ნებისმიერი მისაღები სანქციის მიუხედავად, უნდა უზრუნველყონ შესაბამისი შესაჩერებელი ხმის მიცემის უფლებების განხორციელება, მიცემული ხმების ანულირება ან მათი ანულირების შესაძლებლობა.

 

მუხლი 12

შეფასების პერიოდი

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ და ნებისმიერ შემთხვევაში, მუხლით 11(1)(1) მოთხოვნილი შეტყობინების მიღებიდან, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 ქვეაბზაცში მითითებული ინფორმაციის შესაძლო შემდგომი მიღებიდან ორ სამუშაო დღეში წერილობით უნდა დაადასტუროს შეთავაზებულ შემძენს მისი მიღება.

უფლებამოსილ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მაქსიმუმ სამოცი სამუშაო დღე წევრი სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი შეტყობინებისა და ყველა დოკუმენტის მიღების წერილობითი დადასტურების თარიღიდან, რომელიც უნდა დაერთოს შეტყობინებას მუხლში 13(4) მითითებული ნუსხის საფუძველზე („შეფასების პერიოდი“), შეფასების ჩასატარებლად. .

უფლებამოსილმა ორგანოებმა შეთავაზებულ შემძენს უნდა შეატყობინონ შეფასების პერიოდის ამოწურვის თარიღი მიღების დადასტურების დროისათვის.

2. უფლებამოსილ ორგანოებს, შეფასების პერიოდში, თუ ეს აუცილებელია და არაუგვიანეს შეფასების პერიოდის 50-ე სამუშაო დღისა, უფლება აქვთ მოითხოვონ ის ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შეფასების დასასრულებლად. ეს მოთხოვნა უნდა წარდგენილ იქნეს წერილობითი ფორმით და მასში უნდა მიეთითოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია.

უფლებამოსილი ორგანოების მიერ ინფორმაციის მოთხოვნისა და მასზე შეთავაზებული შემძენის მიერ პასუხის მიღების თარიღებს შორის პერიოდით, შეფასების პერიოდი უნდა შეწყდეს. შეწყვეტა არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს. უფლებამოსილი ორგანოების მიერ დასრულების ან ინფორმაციის დაზუტების ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნა უნდა განხორციელდეს მათი შეხედულებისამებრ, მაგრამ ამან არ შეიძლება გამოიწვიოს შეფასების პერიოდის შეწყვეტა.

3. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მე-2 აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებული შეწყვეტის გახანგრძლივება მაქსიმუმ 30 სამუშაო დღემდე, თუ შეთავაზებული შემძენი არის ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  1. ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მდებარეობს ან რეგულირდება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ;
  2. ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება ზედამხედველობას წინამდებარე დირექტივის ან დირექტივების 2009/65/EC, 2009/138/EC ან 2013/36/EU ფარგლებში.

4. თუ უფლებამოსილი ორგანოები, შეფასების დასრულებისას, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ უარი განაცხადონ შეთავაზებულ შეძენაზე, მათ ორი სამუშაო დღის განმავლობაში და არაუმეტეს შეფასების პერიოდისა, შეთავაზებულ შემძენს წერილობითი უნდა აცნობოს და შეატყობინოს ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სახელმწიფოს კანონმდებლობით, საზოგადოებისთვის გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ სათანადო განცხადება შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს შეთავაზებული შემძენის მოთხოვნით. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს წევრ სახელმწიფოს, მისცეს ნებართვა უფლებამოსილ ორგანოს, ეს გამჟღავნება მოახდინოს შეთავაზებული შემძენის მიერ მოთხოვნის არარსებობისას.

5. თუ უფლებამოსილი ორგანოები შეფასების პერიოდში წერილობითი ფორმით არ ეწინააღმდეგებიან შეთავაზებულ შეძენას, ის მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

6. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მაქსიმალური პერიოდის განსაზღვრა შეთავაზებული შეძენის დასასრულებლად და საჭიროების შემთხვევაში, მის გასაგრძელებლად.

7. წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, დააწესონ უფლებამოსილი ორგანოებისთვის ხმის მიცემის უფლებების ან კაპიტალის იმ პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეძენის ფაქტების შეტყობინებასა და ამავე ორგანოების მიერ მათი დამტკიცებასთან დაკავშირებული იმაზე უფრო მკაცრი მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე დირექტივაში.

8. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია მუხლში 13(4) მითითებული ინფორმაციის ამომწურავი სიის შესადგენად, რომელიც შეთავაზებულმა შემძენებმა უნდა შეიტანონ თავიანთ შეტყობინებაში, ამ მუხლის მე-2 აბზაცის დაურღვევლად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2014 წლის 1 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

9. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტები შესაბამის ორგანოებს შორის კონსულტაციის პროცესის მოდალობებისთვის სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების განსაზღვრის მიზნით, როგორც ეს მითითებულია მუხლში 11(2).

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2014 წლის 1 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 13

შეფასება

1. მუხლით 11(1) გათვალისწინებული შეტყობინებისა და მუხლში 12(2) მითითებული ინფორმაციის შეფასებისას, უფლებამოსილმა ორგანოებმა, იმისათვის, რათა უზრუნველყონ იმ საინვესტიციო კომპანიის, რომლის შეძენის შეთავაზებაც ხდება, რაციონალური და გონივრული მართვა, და საინვესტიციო კომპანიაზე შეთავაზებული შემძენის სავარაუდო ზეგავლენის გათვალისწინებით, შეაფასოს შეთავაზებული შემძენის შესაბამისობა და შეთავაზებული შეძენის ფინანსური რაციონალურობა ქვემოთ მოცემულ ყველა კრიტერიუმთან მიმართებაში:

  1. შეთავაზებული შემძენის რეპუტაცია;
  2. იმ ნებისმიერი პირის რეპუტაცია და გამოცდილება, რომელიც წარმართავს საინვესტიციო კომპანიის საქმიანობას შეთავაზებული შეძენის შედეგად;
  3. შეთავაზებული შემძენის ფინანსური რაციონალურობა, კერძოდ, განხორციელებული საქმიანობის სახეობასთან მიმართებაში, რომელიც ხორციელდება და გათვალისწინებულია იმ საინვესტიციო კომპანიაში, რომელშიც ხდება შეძენის შეთავაზება;
  4. შეძლებს თუ არა საინვესტიციო კომპანია წინამდებარე დირექტივის და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დირექტივების, კერძოდ, დირექტივების 2002/87/EC და 2013/36/EU საფუძველზე პრუდენციული რეგულირების მოთხოვნების შესრულებას და ამ შესრულების უზრუნველყოფას მომავალში, კერძოდ, იმ ჯგუფს, რომლის შემადგენელი ნაწილიც ის გახდება, აქვს თუ არა ისეთი სტრუქტურა, რომელიც შესაძლებელის გახდის ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას, უფლებამოსილ ორგანოებს შორის ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას და უფლებამოსილ ორგანოებს შორის პასუხისმგებლობების განაწილების განსაზღვრას;
  5. არსებობს თუ არა გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ შეთავაზებულ შეძენასთან დაკავშირებით, ამჟამად ადგილი აქვს ან ადგილი ჰქონდა დირექტივის 2005/60/EC პირველი მუხლის მნიშვნელობით ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტს ან მის მცდელობას, ან რომ შეთავაზებულ შეძენას შეუძლია გაზარდოს ასეთი ფაქტის რისკი.

ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს ის დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, რომლებსაც შესწორებები შეაქვთ ამ აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემულ კრიტერიუმებში.

2. უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ შეეწინააღმდეგონ შეთავაზებულ შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამის გაკეთების გონივრული საფუძვლები პირველ აბზაცში განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე ან თუ შეთავაზებული შემძენის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არასრულია.

3. წევრმა სახელმწიფოებმა არც უნდა დააწესონ რაიმე წინასწარი პირობა იმ თანამფლობელობის დონესთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეძენილ იქნეს, და არც უნდა მისცენ ნებართვა თავის უფლებამოსილ ორგანოებს, შეისწავლონ შეთავაზებული შეძენა ბაზრის ეკონომიკური საჭიროებების თვალსაზრისით.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაასაჯაროონ ის ნუსხა, რომელშიც მითითებულია ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შეფასების ჩასატარებლად და რომელიც უნდა მიწოდებულ იქნეს უფლებამოსილი ორგანოებისთვის მუხლში 11(1) მითითებული შეტყობინების მომენტში. მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა იყოს თანაზომიერი და მისადაგებული შეთავაზებული შემძენისა და შეთავაზებული შეძენის ხასიათთან. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მოითხოვონ ის ინფორმაცია, რომელიც შეუსაბამოა პრუდენციული შეფასებისთვის.

5. მე-12 მუხლის პუნქტების 1, 2 და 3 მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილ ორგანოს ეცნობა ერთსა და იმავე საინვესტიციო კომპანიაში კვალიფიციური თანამფლობელობების შეძენისა ან გაზრდის შესახებ ორი ან მეტი წინადადება, ეს ორგანო შეთავაზებულ შემძენებს არადისკრიმინაციულად უნდა მოექცეს.

 

მუხლი 14

ავტორიზებული ინვესტორის საკომპენსაციო პროგრამის წევრობა

უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეამოწმოს, რომ იმ ნებისმიერმა სუბიექტმა, რომელსაც სურს საინვესტიციო ფირმად ავტორიზაცია, შეასრულოს დირექტივით 97/9/EC გათვალიწინებული თავისი ვალდებულებები ავტორიზაციის მომენტისთვის.

პირველი ქვეაბზაცით განსაზღვრული ვალდებულება უნდა შესრულდეს სტრუქტურიზებულ დეპოზიტებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, როცა სტრუქტურული დეპოზიტი გაიცემა იმ საკრედიტო დაწესებულების მიერ, რომელიც არის დირექტივით 2014/49/EU აღიარებული სადეპოზიტო გარანტიის პროგრამის წევრი.

 

მუხლი 15

საწყისი კაპიტალის ფლობა

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა არ გასცენ ავტორიზაცია, თუ საინვესტიციო კომპანიებს არ გააჩნიათ საკმარისი საწყისი კაპიტალი რეგულაციის N 575/2013/EU იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც უკავშირდება შესაბამისი საინვესტიციო მომსახურებისა თუ საქმიანობის ხასიათს.

 

მუხლი 16

ორგანიზაციული მოთხოვნები

1. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს, რომ საინვესტიციო კომპანიებმა შეასრულონ ამ მუხლის აბზაცებით 2-10 და მე-17 მუხლით განსაზღვრული ორგანიზაციული მოთხოვნები.

2. საინვესტიციო კომპანიამ უნდა შეიმუშაოს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც საკმარისი იქნება კომპანიის მიერ (მისი მმართველების, თანამშრომლებისა და სავაჭრო აგენტების ჩათვლით) წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული მისი ვალდებულებების, აგრეთვე ამ პირების მიერ პირადი გარიგებების მარეგულირებელი სათანადო წესების შესრულების უზრუნველსაყოფად.

3. საინვესტიციო კომპანიამ უნდა შეინარჩუნოს და აამოქმედოს ეფექტიანი ორგანიზაციული და ადმინისტრაციული ზომები იმ ყველა გონივრული ნაბიჯის გადასადგმელად, რომლებიც განსაზღვრულია ინტერესთა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, როგორც ეს განსაზღვრულია 23-ე მუხლით, რათა მათ უარყოფითად არ იმოქმედონ მისი კლიენტების ინტერესებზე.

იმ საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც აწარმოებს კლიენტებზე გასაყიდ ფინანსურ ინსტრუმენტებს, უნდა აწარმოონ, ამუშაონ და მიმოიხილონ თითოეული ფინანსური ინსტრუმენტის და არსებული ფინანსური ინსტრუმენტებში მნიშვნელოვანი შესწორების შეტანის დამტკიცების პროცესი მანამ, სანამ მოხდება მისი ბაზარზე გატანა ან კლიენტებისთვის დისტრიბუცია.

პროდუქტის დამტკიცების პროცესში უნდა განისაზღვროს საბოლოო კლიენტების იდენტიფიცირებული სამიზნე ბაზარი კლიენტების შესაბამის კატეგორიაში თითოეული ფინანსური ინსტრუმენტისთვის და მან უნდა უზრუნველყოს, რომ ამ იდენტიფიცირებული სამიზნე ბაზრის მიმართ ყველა შესაბამისი რისკი შეფასდეს და რომ დაგეგმილი დისტრიბუციის სტრატეგია შეესაბამებოდეს იდენტიფიფიცირებულ სამიზნე ბაზარს.

საინვესტიციო კომპანიამ აგრეთვე რეგულარულად უნდა განიხილოს ის ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა შეთავაზებას ან ბაზარზე გატანასაც ის ახდენს, იმ ნებისმიერი მოვლენის გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია არსებითი საფრთხე შეუქმნას იდენტიფიცირებულ სამიზნე ბაზარს, შეაფასოს, როგორც მინიმუმ, ის, ფინანსური ინსტრუმენტი კვლავ შეესაბამება თუ არა იდენტიფიცირებული ბაზრის საჭიროებებს და გათვალისწინებული დისტრიბუციის სტრატეგია კვლავ შესაბამისია თუ არა.

საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც აწარმოებს ფინანსურ ინსტრუმენტებს, ნებისმიერი დისტრიბუტორისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ყველა სათანადო ინფორმაცია ფინანსური ინსტრუმენტის და პროდუქტის დამტკიცების პროცესის, მ.შ. ფინანსური ინსტრუმენტის იდენტიფიცირებული სამიზნე ბაზრის შესახებ.

იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია სთავაზობს ან რეკომენდაციას უწევს იმ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებსაც ის არ აწარმოებს, მან უნდა აამოქმედოს სათანადო ზომები მე-5 ქვეაბზაცში მითითებული ინფორმაციის მოსაპოვებლად და თითოეული ფინანსური ინსტრუმენტის მახასიათებლებსა და იდენტიფიცირებულ სამიზნე ბაზარში გასარკვევად.

ამ აბზაცში მითითებულმა პოლიტიკამ, პროცესებმა და ზომებმა არ უნდა შეზღუდონ წინამდებარე დირექტივითა და რეგულაციით N 600/2014/EU გათვალისწინებული ყველა სხვა მოთხოვნა, მ.შ. ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კონფლიქტთა ინტერესების გამჟღავნებას, შესაბამისობას ან მიზანშეწონილობას, იდენტიფიცირებასა და მართვას, და აღმძვრელ მოტივებს.

4. საინვესტიციო კომპანიამ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯები საინვესტიციო მომსახურებებისა და საქმიანობის შესრულების პროცესში უწყვეტობისა და რეგულარულიბის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, საინვესტიციო კომპანიამ უნდა გამოიყენოს სათანადო და პროპორციული სისტემები, რესურსები და პროცედურები.

5. საინვესტიციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ როცა ის ეყრდნობა მესამე მხარეს იმ საოპერაციო ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანესია კლიენტებისთვის უწყვეტი და დამაკმაყოფილებელი ხარისხის მომსახურებების გასაწევად და საინვესტიციო საქმიანობის შესასრულებლად უწყვეტ და დამაკმაყოფილებელ საფუძველზე, მან გადადგას გონივრული ნაბიჯები არასაჭირო დამატებითი საოპერაციო რისკის თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანი საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგი შეიძლება არ განხორციელდეს იმგვარად, რომ ამან არსებითად დააზიანოს მისი შიდა კონტროლი და ზედამხედველის შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება კომპანიის მიერ ყველა ვალდებულების შესრულების მონიტორინგს.

საინვესტიციო კომპანიას უნდა გააჩნდეს ეფექტიანი ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურები, შიდა კონტროლის მექანიზმები, ეფექტიანი პროცედურები რისკის შესაფასებლად, და ეფექტიანი კონტროლისა და დაცვის ზომები ინფორმაციის გადამამუშავებელი სისტემებისთვის.

კომუნიკაციებზე წვდომის მოთხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოების შესაძლებლობის შეუზღუდავად, წინამდებარე დირექტივისა და რეგულაციის N 600/2014/EU შესაბამისად, საინვესტიციო კომპანიას უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმები ინფორმაციის გადაცემის საშუალებების უსაფრთხოებისა და დამოწმების უზრუნველსაყოფად, მონაცემთა დამახინჯებისა და უნებართვო წვდომის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად და ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, მონაცემთა კონფიდენციალობის მუდმივად შენარჩუნებით.

6. საინვესტიციო კომპანიამ უნდა შეანახვინოს მის მიერ განხორციელებული ყველა იმ მომსახურების, საქმიანობისა და გარიგების შესახებ ის ჩანაწერები, რომლებიც საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი საზედამხედველო ამოცანები და შეასრულოს სააღსრულებო მოქმედებები,გათვალისწინებული წინამდებარე დირექტივით, რეგულაციით N 600/2014/EU, დირექტივით 2014/57/EU ან რეგულაციით N 596/2014/EU, და კერძოდ, იმაში დასარწმუნებლად, რომ საინვესტიციო კომპანია ასრულებს ყველა ვალდებულებას, მ.შ. კლიენტებსა ან პოტენციულ კლიენტებთან და ბაზრის ერთიანობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

7. ჩანაწერები უნდა მოიცავდნენ იმ სატელეფონო საუბრების ან ელექტრონული კომუნიკაციების ჩანაწერს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უკავშირდება დადებულ გარიგებებს საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობისას და კლიენტის შეკვეთასთან დაკავშირებული იმ მომსახურებების მიწოდებას, რომლებიც ეხება კლიენტის შეკვეთების მიღებას, გადაცემასა და შესრულებას.

ეს სატელეფონო საუბრები და ელექტრონული კომუნიკაციები აგრეთვე უნდა მოიცავდეს იმ საუბრებსა და კომუნიკაციებს, რომელთა მიზანია გარიგებების დადება საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობისას და კლიენტის შეკვეთასთან დაკავშირებული იმ მომსახურებების მიწოდებას, რომლებიც ეხება კლიენტის შეკვეთების მიღებას, გადაცემასა და შესრულებას, თუნდაც ამ საუბრებსა თუ კომუნიკაციებს შედეგად არ მოსდევდეს ამ გარიგებების დადება ან კლიენტის შეკვეთასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა.

ამ მიზნებისთვის, საინვესტიციო კომპანიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმ შესაბამისი სატელეფონო საუბრებისა და ელექტრონული კომუნიკაციის ჩასაწერად, რომლებიც ხორციელდება იმ აღჭურვილობის მეშვეობით, იგზავნება იმ აღჭურვილობიდან ან მიიღება იმ აღჭურვილობიდან, რომელსაც საინვესტიციო კომპანია აწვდის თანამშრომელს ან კონტრაქტორს, ან რომლის თანამშრომლის ან კონტრაქტორის მიერ გამოყენებასაც საინვესტიციო კომპანია ეთანხმება ან ნებართვას იძლევა.

საინვესტიციო კომპანიამ ახალ და არსებულ კლიენტებს უნდა აცნობოს, რომ საინვესტიციო კომპანიასა და მის კლიენტებს შორის ის სატელეფონო კომუნიკაციები ან საუბრები, რომლებიც სრულდება ან შეიძლება დასრულდეს გარიგებებით, ჩაიწერება.

ამგვარი შეტყობინება შეიძლება გაკეთდეს ერთხელ, ახალი და არსებული კლიენტებისთვის საინვესტიციო მომსახურებების მიწოდებამდე.

საინვესტიციო კომპანიამ იმ კლიენტებს ტელეფონით არ უნდა მიაწოდოს საინვესტიციო მომსახურებები და საქმიანობები, რომლებსაც წინასწარ არ ეცნობათ მათი სატელეფონო კომუნიკაციების ან საუბრის ჩაწერის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს საინვესტიციო მომსახურებები და საქმიანობები ეხება კლიენტის შეკვეთების მიღებას, გადაცემას და შესრულებას.

შეკვეთები კლიენტებს შეუძლიათ გააკეთონ სხვა არხების მეშვეობით, თუმცა, ეს კომუნიკაციები უნდა შესრულდეს ხანგამძლე მატარებლით, მაგალითად, ფოსტითი, ელ.ფოსტით, ფაქსით, ან შეხევდრებზე გაკეთებული კლიენტის შეკვეთების დოკუმენტაციით. კერძოდ, კლიენტთან შესაბამისი პირისპირ საუბრების შინაარსი შეიძლება დაფიქსირდეს წერილობითი ოქმების ან ჩანაწერების გამოყენებით. ეს შეკვეთები უნდა ჩაითვალოს ტელეფონით მიღებული შეკვეთების ექვივალენტურად.

საინვესტიციო კომპანიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან აიცილოს თანამშრომლოს ან კონტრაქტორის მიერ იმ შესაბამისი სატელეფონო საუბრების და ელექტრონული კომუნიკაციების განხორციელება, გაგზავნა ან მიღება კერძო საკუთრებაში არსებული აღჭურვილობით, რომელთა ჩაწერაც ან ასლის გაკეთება საინვესტიციო კომპანიას არ შეუძლია.

ამ აბზაცის მიხედვით შენახული ჩანაწერები პროცესში მონაწილე კლიენტს უნდა მიეწოდოს მოთხოვნის შემთხვევაში და ისინი უნდა შენახულ იქნეს ხუთი წლის ვადით, ხოლო უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში- მაქსიმუმ შვიდი წლის ვადით.

8. საინვესტიციო კომპანიამ, კლიენტების კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების ფლობისას, უნდა მიიღოს ადექვატური ზომები, რათა დაიცვას კლიენტების საკუთრების უფლებები, განსაკუთრებით, საინვესტიციო კომპანიის გადახდისუუნარობის შემთხვევაში, და თავიდან აიცილოს კლიენტის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება საკუთარ ანგარიშზე, გარდა კლიენტის ცალსახა თანხმობის შემთხვევისა.

9. საინვესტიციო კომპანიამ, კლიენტების კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების ფლობისას, უნდა მიიღოს ზომები კლიენტების უფლებების დასაცავად და გარდა საკრედიტო დაწესებულებებთან დაკავშირებული შემთხვევისა, თავიდან აიცილოს კლიენტის ფინანსური სახსრების თავისი საკუთარი ანგარიშისთვის გამოყენებისა.

10. საინვესტიციო კომპანიამ არ უნდა დადოს საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ფინანსური გირაოს შესახებ შეთანხმებები საცალო კლიენტებთან, კლიენტების ამჟამინდელი თუ სამომავლო, რეალური თუ გაუთვალისწინებელი თუ მოსალოდნელი ვალდებულებების უზრუნველყოფის ან გათვალისწინების მიზნით.

11. საინვესტიციო კომპანიების ფილიალების შემთხვევაში, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, რომელშიც ფილიალი მდებარეობს, საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს, რომელშიც ის არის რეგისტრირებული, უფლებამოსილი ორგანოს იმ შესაძლებლობის დაურღვევლად, რომელიც უკავშირდება ამ ჩანაწერებთან პირდაპირ წევდომას, უნდა აღასრულოს ფილიალის მიერ განხორციელებულ გარიგებებთან დაკავშირებით აბზაცებში 6 და 7 მიერ განსაზღვრული ვალდებულება.

გამონაკლის შემთხვევებში, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ საინვესტიციო კომპანიებს დააკისრონ მოთხოვნები კლიენტების აქტივების დაცვასთან დაკავშირებით, იმ მოთხოვნების გარდა, რომლებიც განსაზღვრულია აბზაცებში 8, 9 და 10 და მე-12 აბზაცში მითითებულ შესაბამის დელეგირებულ აქტებში. ეს მოთხოვნები უნდა იყოს ობიექტურად დასაბუთებული და თანაზომიერი, რათა იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანიები იცავენ კლიენტის აქტივებს და ფინანსურ სახსრებს, დაარეგულირონ ამ წევრი სახელმწიფოს ბაზრის სტრუქტურის გარემოებებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, ინვესტორის დაცვასთან და ბაზრის ერთიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული რისკები

წევრმა სახელმწიფოებმა არასათანადო დაყოვნების გარეშე, ევროკომისიას უნდა აცნობოს იმ ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ, რომლის დაწესებასაც ის აპირებს ამ აბზაცის შესაბამისად და სულ მცირე, ამ მოთხოვნის ძალაში შესვლისთვის განსაზღვრულ თარიღამდე ორი თვით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ მოთხოვნის დასაბუთებას. ამ ნებისმიერმა დამატებითმა მოთხოვნებმა არ უნდა შეზღუდონ ან რაიმე სხვა გავლენა მოახდინონ საინვესტიციო კომპანიების მუხლებით 34 და 35 განსაზღვრულ უფლებებზე.

ევროკომისიამ მესამე ქვეაბზაცში მითითებული შეტყობინებიდან ორი თვის ვადაში უნდა წარადგინოს თავისი მოსაზრება დამატებითი მოთხოვნების თანაზომიერებისა და დასაბუთების შესახებ.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ შეინარჩუნონ დამატებითი მოთხოვნები იმ პირობით, თუ ისინი ევროკომისიას ეცნობება დირექტივის 2006/73/EC მე-4 მუხლის შესაბამისად 2014 წლის 2 ივლისამდე და თუ სრულდება ამ მუხლში განსაზღვრული პირობები.

ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს უნდა აცნობოს და თავის ვებ-გვერდზე უნდა გაასაჯაროოს ამ აბზაცის მიხედვით დაწესებული დამატებითი მოთხოვნები.

12. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, რათა განისაზღვროს ამ მუხლის აბზაცებში 2-10 განსაზღვრული კონკრეტული ორგანიზაციული მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაეკისროს საინვესტიციო კომპანიებს და მესამე ქვეყნის კომპანიების ფილიალებს, რომლებიც ავტორიზებულია 41-ე მუხლის შესაბამისად და რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა საინვესტიციო მომსახურებებს ან/და საქმიანობას და დამხმარე მომსახურებებს ან მათ კომბინაციებს.

 

მუხლი 17

ალგორითმული ვაჭრობა

1. საინვესტიციო კომპანიას, რომელიც ერთვება ალგორითმულ ვაჭრობაში, უნდა ამოქმედებული ჰქონდეს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისი ეფექტიანი სისტემები და რისკის კონტროლის ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მისი სავაჭრო სისტემები იყოს ქმედითუნარიანი და მათ გააჩნდეთ საკმარისი სიმძლავრე, ექვემდებარებოდეს სათანადო სავაჭრო ზღვრულ მნიშვნელობებს და შეზღუდვებს და ხდებოდეს არასწორი შეკვეთების გაგზავნის ან იმ სისტემების თავიდან აცილება, რომლებიც ფუნქციონირებენ იმგვარად, რომ ამის შედეგად შეიძლება შეიქმნას არაორგანიზებული ბაზარი ან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ამგვარი ბაზრის შექმნას. ამ კომპანიას აგრეთვე უნდა ამოქმედებული ჰქონდეს ეფექტიანი სისტემები და რისკის კონტროლის ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სავაჭრო სისტემები ვერ გამოიყენებოდეს რაიმე იმ მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რეგულაციას N 596/2014EU, ან იმ ვაჭრობის ადგილის წესებს, რომელთანაც ის არის დაკავშირებული. საინვესტიციო კომპანიას უნდა ამოქმედებული ჰქონდეს საქმიანობის უწყვეტობის ეფექტიანი ზომები, რათა გამოასწოროს თავისი სავაჭრო სისტემების ნებისმიერი ხარვეზი, და უზრუნველყოს თავისი სისტემების სრულად გამოცდა და სათანადო მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ამ აბზაცით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც ერთვება ალგორითმულ ვაჭრობაში წევრ სახელმწიფოში, ეს უნდა შეატყობინოს იმ წევრი სახელმწიფოს, რომელშიც ის არის რეგისტრირებული, და იმ ვაჭრობის ადგილის უფლებამოსილ ორგანოებს, სადაც ეს საინვესტიციო კომპანია ერთვება ალგორითმულ ვაჭრობაში, როგორც ვაჭრობის ადგილის წევრი ან მონაწილე.

საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს საინვესტიციო კომპანიისგან მოითხოვოს, რეგულარულად ან კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, მისი სავაჭრო ალგორითმული სტრატეგიების ხასიათის აღწერილობის, იმ სავაჭრო პარამეტრების ან შეზღუდვების დეტალების მიწოდება, რომლებსაც სისტემა ექვემდებარება, შესაბამისობისა და რისკის კონტროლის იმ ძირითადი ზომების წარდგენა, რომლებიც მიერ მიერ არის ამოქმედებული იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირველი აბზაცით განსაზღვრული პირობები სრულდება, და მისი სისტემების გამოცდის შესახებ მონაცემების წარდგენა. საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საინვესტიციო კომპანიისგან დამატებითი ინფორმაცია მისი ალგორითმული ვაჭრობისა და ამ ვაჭრობისთვის გამოყენებული სისტემების შესახებ.

საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, იმ ვაჭრობის ადგილის უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით, სადაც საინვესტიციო კომპანია, როგორც ვაჭრობის ადგილის წევრი ან მონაწილე ჩართულია ალგორითმულ ვაჭრობაში, და დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, უნდა წარადგინოს მეორე ქვეაბზაცში მითითებული ის ინფორმაცია, რომელსაც ის მიიღებს ალგორითმულ ვაჭრობაში ჩართული საინვესტიციო კომპანიისგან.

საინვესტიციო კომპანიამ უნდა შეანახვინოს ამ აბზაცში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერები და უზრუნველყოს, რომ ეს ჩანაწერები საკმარისი იყოს იმისათვის, რომ მისმა უფლებამოსილმა ორგანომ შეძლოს წინამდებარე დირექტივის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება.

საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც ერთვება მაღალი სიხშირის ალგორითმული ვაჭრობის მეთოდში, დამტკიცებული ფორმით უნდა შეინახოს მის მიერ განთავსებული ყველა შეკვეთის შესახებ დროში თანამიმდევრულად განაწილებული ჩანაწერები, მ.შ. შეკვეთების გაუქმებები, შესრულებული შეკვეთები და კოტირებები ვაჭრობის ადგილებზე, და ისინი, მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.

3. იმ საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც ერთვება ალგორითმულ ვაჭრობაში ბაზრის შექმნის სტრატეგიის განსახორციელებლად, კონკრეტული ბაზრის ლიკვიდურობის, მასშტაბისა და ხასიათისა და ვაჭრობის პროცესში მონაწილე ინსტრუმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით, უნდა:

  1.  უწყვეტად განახორციელონ ეს ბაზრის ფორმირება ვაჭრობის ადგილის ოფიციალური ვაჭრობის დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლის შედეგსაც წარმოადგენს ვაჭრობის ადგილის უზრუნველყოფა ლიკვიდურობით რეგულარულ და პროგნოზირებად საფუძველზე;
  2. სავალდებულო ხასიათის წერილობითი შეთანხმება დადოს იმ ვაჭრობის ადგილთან, რომელშიც, სულ მცირე, მოცემულია საინვესტიციო კომპანიის ვალდებულებები ა პუნქტის შესაბამისად; და
  3. აამოქმედოს ეფექტიანი სისტემები და კონტროლის ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან ყოველთვის შეასრულოს პუნქტში ბ მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები.

4. წინამდებარე დირექტივის ამ მუხლისა და 48-ე მუხლების მიზნებისთვის, უნდა ჩაითვალოს, რომ ის საინვესტიციო კომპანია, რომელიც ერთვება ალგორითმულ ვაჭრობაში, ახორციელებს ბაზრის შექმნის სტრატეგიას, როცა, მისი, როგორც ერთი ან მეტი ვაჭრობის ადგილის წევრის ან მონაწილის სტრატეგია საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობისას, მოიცავს მყარი, შედარებადი ზომის ერთდროული ორმხრივი კვოტების წარდგენას კონკურენტული ფასებით, დაკავშირებულს ერთი ვაჭრობის ადგილზე ან სხვადასხვა ვაჭრობის ადგილებზე არსებულ ერთ ან მეტ ფინანსურ ინსტრუმენტთან, რომლის შედეგსაც წარმოადგენს საერთო ბაზრისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა რეგულარულ და ხშირ საფუძველზე.

5. იმ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ ელექტრონულ წვდომას ვაჭრობის ადგილზე, ამოქმედებული უნდა ჰქონდეს ეფექტიანი სისტემა და კონტროლის ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებით მოსარგებლე კლიენტების შესაბამისობის სათანადო შეფასებასა და განხილვას და იმას, რომ თავიდან იქნეს აცილებული მომსახურებით მოსარგებლე კლიენტების მიერ წინასწარ დადგენილი ვაჭრობისა და საკრედიტო სათანადო ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება; იმას, რომ მომსახურებით მოსარგებლე კლიენტებმა განახორციელონ ვაჭრობის სათანადო მონიტორინგი და რომ რისკის კონტროლის სათანადო ზომების მეშვეობით თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ვაჭრობა, რამაც შეიძლება თავად საინვესტიციო კომპანიას შეუქმნას რისკები ან რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს არაორგანიზებული ბაზრის შექმნას ან წინააღმდეგობაში მოვიდეს რეგულაციასთან N 596/2014/EU ან ვაჭრობის ადგილის წესებთან. ამ კონტროლის ზომების გარეშე პირდაპირი ელექტრონული წვდომა აკრძალულია.

საინვესტიციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ ელექტრონულ წვდომას, პასუხისმგებელია იმის უზრუნველყოფაზე, რომ ამ მომსახურებით მოსარგებლე კლიენტებმა შეასრულონ წინამდებარე დირექტივის მოთხოვნები და ვაჭრობის ადგილის წესები. საინვესტიციო კომპანიამ უნდა განახორციელოს გარიგებების მონიტორინგი ამ წესების დარღვევების, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობების ან ქცევის იდენტიფიცირების მიზნით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბაზრის წესების დარღვევას და რომელიც უნდა მოხსენდეს უფლებამოსილ ორგანოს. საინვესტიციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო კომპანიასა და კლიენტს შორის არსებობდეს სავალდებულო ხასიათის წერილობითი შეთანხმება იმ ძირითად უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ მომსახურების მიწოდებიდან, და რომ ამ შეთანხმების მიხედვით, საინვესტიციო კომპანიას შეუნარჩუნდეს წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

იმ საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ ელექტრონულ წვდომას ვაჭრობის ადგილზე, შესაბამისად უნდა აცნობოს უფლებამოსილ ორგანოებს იმ წევრი სახელმწიფოს შესახებ, სადაც ის არის რეგისტრირებული, და იმ ვაჭრობის ადგილის შესახებ, სადაც საინვესტიციო კომპანია უზრუნველყოფს პირდაპირ ელექტრონულ წვდომას.

საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს საინვესტიციო კომპანიისგან მოითხოვოს, რეგულარულად ან კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, პირველ ქვეაბზაცში მითითებული სისტემებისა და კონტროლის ზომების აღწერილობისა და მათი გამოყენების მტკიცებულების წარდგენა.

საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, იმ ვაჭრობის ადგილის უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით, სადაც საინვესტიციო კომპანია, როგორც ვაჭრობის ადგილის წევრი ან მონაწილე ჩართულია ალგორითმულ ვაჭრობაში, და დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, უნდა წარადგინოს მეოთხე ქვეაბზაცში მითითებული ის ინფორმაცია, რომელსაც ის მიიღებს საინვესტიციო კომპანიისგან.

საინვესტიციო კომპანიამ უნდა შეანახვინოს ამ აბზაცში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერები და უზრუნველყოს, რომ ეს ჩანაწერები საკმარისი იყოს იმისათვის, რომ მისმა უფლებამოსილმა ორგანომ შეძლოს წინამდებარე დირექტივის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება.

6. იმ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც მოქმედებს, როგორც ზოგადი კლირინგის მონაწილე სხვა პირებისთვის, უნდა გააჩნდეს ეფექტიანი სისტემები და კონტროლის ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ კლირინგული მომსახურებები მხოლოდ გამოიყენებოდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან შესაფერისები და აკმაყოფილებენ მკაფიო კრიტერიუმებს, და რომ სათანადო მოთხოვნები დაუწესდეთ ამ პირებს საინვესტიციო კომპანიისა და ბაზრისთვის რისკების შესამცირებლად. საინვესტიციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო კომპანიასა და პირს შორის არსებობდეს სავალდებულო ხასიათის წერილობითი შეთანხმება იმ ძირითად უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ამ მომსახურების მიწოდებიდან.

7. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია შემდეგის დასაზუსტებლად:

  1. აბზაცებით 1-6 განსაზღვრული იმ ორგანიზაციული მოთხოვნების დეტალები, რომლებიც უნდა დაეკისროს იმ საინვესტიციო კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა საინვესტიციო მომსახურებებს ან/და საქმიანობებს და დამხმარე მომსახურებებს ან მათ კომბინაციებს, რომლებითაც მე-5 აბზაცში მოცემულ ორგანიზაციულ მოთხოვნებთან მიმართებაში სპეციფიკაციებით უნდა განსაზღვროს ბაზარზე პირდაპირი წვდომისა და დასპონსორებული წვდომის კონკრეტული მოთხოვნები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს, რომ დასპონსორებული წვდომის მიმართ გამოყენებული კონტროლის ზომები, სულ მცირე, ექვივალენტური იყოს ბაზარზე პირდაპირი წვდომის მიმართ გამოყენებული კონტროლის ზომებისა.
  2. ის გარემოებები, რომლებშიც საინვესტიციო კომპანია ვალდებული იქნებოდა დაედო მე-3 აბზაცის ბ პუნქტში მითითებული შეთანხმება ბაზრის შექმნის შესახებ, და ამ შეთანხმებების შინაარსი, მ.შ. მე-3 აბზაცში განსაზღვრული ვაჭრობის ადგილების სამუშაო დროის მონაკვეთი;
  3. ის სიტუაციები, რომლებიც წარმოადგენენ მე-3 აბზაცში მითითებულ გამონაკლის შემთხვევებს, მ.შ. უკიდურესად არამდგრადი გარმოებები, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური საკითხები, სისტემური და საოპერაციო საკითხები, და ის გარმოებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საინვესტიციო კომპანის შესაძლებლობას, შეინარჩუნოს რისკის მართვის პრუდენციული პრაქტიკები, რომლებიც განსაზღვრულია პირველ აბზაცში;
  4. მე-2 აბზაცის მე-5 ქვეაბზაცში მითითებული დამტკიცებული ფორმის შინაარსი და ფორმატი და დროის ის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც საინვესტიციო კომპანიამ უნდა შეინახოს ეს ჩანაწერები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

მუხლი 18

ვაჭრობის პროცესი და გარიგებების დასრულება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემასა და ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, მე-16 მუხლში განსაზღვრული ორგანიზაციული მოთხოვნების შესრულების გარდა, შეიმუშაონ სამართლიანი და ორგანიზებული ვაჭრობის გამჭვირვალე წესები და პროცედურები და შეკვეთების ეფექტიანი შესრულების ობიექტური კრიტერიუმები. მათ უნდა გააჩნდეთ ობიექტის ტექნიკური ოპერაციების ეფექტიანი მართვის ზომები, მათ შორის, ეფექტიანი საგანგებო ზომების შემუშავება სისტემის მოშლის რისკების დასარეგულირებლად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, შეადგინონ გამჭვირვალე წესები იმ ფინანსური ინსტრუმენტების განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლებითაც ვაჭრობა შესაძლებელია მის სისტემებში.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ საჭიროების შემთხვევაში, იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, უზრუნველყონ ან დარწმუნდნენ იმაში, რომ არსებობს წვდომა საჯაროდ ხელმისაწვდომ საკმარის ინფორმაციაზე, რაც მის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება ინვესტიციის შესახებ, როგორც მომხმარებლების ხასიათის, ისე ვაჭრობის პროცესში მონაწილე ინსტრუმენტების სახეობების გათვალისწინებით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, გამოაქვეყნონ და შეინარჩუნონ და განახორციელონ გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წესები მის ობიექტზე წვდომის მარეგულირებელი ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებსა და ბაზრის ოპერატორებს, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, გააჩნდეთ ზომები მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის მუშაობისთვის ან წევრების ან მონაწილეების ან მომხმარებლებისთვის მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, მათ მფლობელებსა ან იმ საინვესტიციო კომპანიასა ან ბაზრის ოპერატორს შორის, რომელიც ამუშავებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, ინტერესთა ნებისმიერი კონფლიქტის შესაძლო უარყოფითი შედეგებისა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მკაფიოდ იდენტიფიცირებისა და მართვისთვის.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, შეასრულონ მუხლებით 48 და 49 გათვალისწინებული მოთხოვნები და ამ მიზნით, აამოქმედონ ყველა აუცილებელი ეფექტიანი სისტემა, პროცედურა და ზომა.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, მკაფიოდ აცნობონ თავის წევრებსა თუ მონაწილეებს მათი ის შესაბამისი პასუხისმგებლობები, რომლებიც უკავშირდება ამ ობიექტზე შესრულებულ გარიგებებთან დაკავშირებულ რეგულირებებს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, გააჩნდეთ აუცილებელი ზომები ამ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემისა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის სისტემების ფარგლებში დადებული გარიგებების ეფექტიანი რეგულირების ხელშესაწყობად.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას ჰყავდეთ, როგორც მინიმუმ, არსებითად აქტიური წევრები ან მომხმარებლები, და ამასთან, თითოეულ მათგანს ჰქონდეს ყველა სხვა დანარჩენ მხარეებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით.

8. იმ შემთხვევაში, ის როცა იმ მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდით, რომელიც დაიშვა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ, ვაჭრობა ხდება აგრეთვე მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ემიტენტის თანხმობის გარეშე, ემიტენტი არ ექვემდებარება ამ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემასთან ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემასთან დაკავშირებით საწყისი, მიმდინარე თუ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ არც ერთ ვალდებულებას.

9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ ნებისმიერმა საინვესტიციო კომპანიამ და ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი უფლებამოსილი ორგანოს ის ნებისმიერი მითითება მუხლის 69(2) შესაბამისად, რომელიც უკავშირდება ფინანსური ინსტრუმენტის შეჩერებას ან ვაჭრობიდან ამოღებას.

10. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიაწოდონ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის ფუნქციონირების დეტალური აღწერილობა, მ.შ. მე-20 მუხლის პუნქტების 1, 4 და 5 შეუზღუდავად, ნებისმიერი კავშირები რეგულირებულ ბაზართან ან მონაწილეობა რეგულირებულ ბაზარში, მრავალმხრივი სავაჭრო ადგილის, ორგანიზებული სავაჭრო ადგილის ან არარეგულირებადი საინვესტიციო ფონდის მიერ, რომელსაც ფლობს იგივე საინვესტიციო კომპანია ან ბაზრის ოპერატორი, და მათი წევრების, მონაწილეებისა ან/და მომხმარებლების ნუსხა. უფლებამოსილმა ორგანოებმა ეს ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. საინვესტიციო კომპანიის ან ბაზრის ოპერატორის მრავალმხრივ სავაჭრო სისტემად და ორგანიზებულ სავაჭრო სისტემად ავტორიზაციის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეადგინოს ევროკავშირში ყველა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისა და ორგანიზებული სავაჭრო სისტემის ნუსხა. ნუსხა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ მომსახურებებზე, რომლებსაც უზრუნველყოფს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემა და უნიკალურ კოდს, რომელიც ადგენს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას ანგარიშებში გამოსაყენებლად რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 6, 10 და 26 მიხედვით. ის რეგულარულად უნდა განახლდეს. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ეს ნუსხა უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებ-გვერდზე და ის პერიოდულად განაახლოს.

11. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია მე-10 აბზაცში მითითებული აღწერილობისა და შეტყობინების შინაარსისა და ფორმატის განსაზღვრის მიზნით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 19

სპეციალური მოთხოვნები მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების მიმართ

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და იმ ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებს ამუშავებენ, მუხლებში 16 და 18 განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შექმნან და განახორციელონ სისტემაში შეკვეთების შესრულების არადისკრიმინაციული წესები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ მუხლში 18(3) მითითებული წესები, რომლებიც არეგულირებენ წვდომას მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაზე, აკმაყოფილებდნენ მუხლით 53(3) დადგენილ პირობებს.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებს, განახორციელონ ზომები:

  1. რათა ისინი სათანადოდ იყვნენ აღჭურვილები იმ რისკების სამართავად, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან; რათა მათ განახორციელონ სათანადო ზომები და სისტემები ყველა იმ მნიშვნელოვანი რისკის იდენტიფიცირებისთვის, რომლებსაც ის ექვემდებარება, და რათა აამოქმედონ ეფექტიანი ზომები ამ რისკების შესამსუბუქებლად;
  2. რათა აამოქმედონ ეფექტიანი ზომები თავისი სისტემების ფარგლებში გარიგებების ეფექტიანი და დროულად დასრულების ხელშესაწყობად; და
  3. ავტორიზაციის მომენტში და რეგულარულად გააჩნდეთ საკმარისი ფინანსური რესურსები მისი გამართული ფუნქციონირების ხელშესაწყობად, ბაზარზე დადებული გარიგებების ხასიათისა და მოცულობის და იმ რისკების დიაპაზონისა და ხარისხის გათვალისწინებით, რომლებსაც ის ექვემდებარება.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მუხლები 24, 25, 27(1), (2) და (4-10) და 28 არ გამოიყენებოდეს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების მარეგულირებელი წესების მიხედვით მის წევრებსა ან მონაწილეებს ან მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებსა და მის წევრებსა ან მონაწილეებს შორის მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებით დადებული გარიგებების მიმართ. თუმცა, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების წევრებმა ან მონაწილეებმა თავიანთ კლიენტებთან მიმართებაში უნდა შეასრულონ მუხლებით 24, 25, 27 და 28 გათვალისწინებული ვალდებულებები, როცა თავიანთი კლიენტების სახელით მოქმედებისას, ისინი ასრულებენ მათ შეკვეთებს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების სისტემების მეშვეობით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მისცენ ნებართვა იმ საინვესტიციო კომპანიებს ან ბაზრის ოპერატორებს, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებს, შეასრულონ კლიენტის შეკვეთები საკუთარი კაპიტალის წინააღმდეგ, ან ჩაერთონ საკუთარი ხარჯით შესაფერის ვაჭრობაში.

 

მუხლი 20

სპეციალური მოთხოვნები ორგანიზებული სავაჭრო სისტემების მიმართ

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიამ და ბაზრის ოპერატორმა, რომლებიც ამუშავებენ ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებს, შეადგინონ ის ზომები, რომლებითაც ხდება იმ საინვესტიციო კომპანიის ან ბაზრის ოპერატორის, რომლებიც ამუშავებენ ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებს, საკუთარი კაპიტალის წინააღმდეგ ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში კლიენტის შეკვეთების შესრულების თავიდან აცილება ან იმ ნებისმიერი სუბიექტიდან, რომელიც არის იმავე ჯგუფის თუ იურიდიული პირის შემადგენლობაში, როგორც საინვესტიციო კომპანია ან ბაზრის ოპერატორი.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ნებართვა უნდა მისცენ საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორს, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, ჩაერთოს ობლიგაციებით, სტრუქტურიზებული ფინანსური პროდუქტებით, ემისიის კვოტებითა და გარკვეული დერივატივებით საკუთარი ხარჯებით შესაფერის ვაჭრობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კლიენტს პროცესზე თანხმობა აქვს ნათქვამი.

იმ საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, არ უნდა გამოიყენოს საკუთარი ხარჯებით შესაფერისი ვაჭრობა კლიენტის შეკვეთების შესასრულებლად ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში იმ დერივატივებში, რომლებიც უკავშირდება დერივატივების იმ კლასს, რომელიც გამოცხადდა კლირინგის ვალდებულებას დაქვემდებარებულად რეგულაციის N 648/2012/EU მე-5 მუხლის შესაბამისად.

იმ საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, უნდა შეიმუშაოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუხლში 38(4)(1) საკუთარი ხარჯით შესაფერისი ვაჭრობის განსაზღვრებასთან შესაბამისობას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მისცენ ნებართვა საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორს, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, ჩაერთოს საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობაში, საკუთარი ხარჯით შეთანხმებული ვაჭრობის გამოკლებით მხოლოდ იმ სუვერენულ სავალო ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომლების ლიკვიდური ბაზარიც არ არსებობს.

4. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა გასცენ ორგანიზებული სავაჭრო სისტემისა და არარეგულირებადი საინვესტიციო ფონდის ერთსა და იმავე სამართლის სუბიექტში მუშაობის ნებართვა. ორგანიზებული სავაჭრო სისტემა არ უნდა დაუკავშირდეს არარეგულირებად საინვესტიციო ფონდს იმგვარად, რომ ამან შესაძლებელი გახადოს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში შეკვეთებისა და არარეგულირებად საინვესტიციო ფონდში შეკვეთებისა ან კვოტების ურთიერთქმედება. ორგანიზებული სავაჭრო სისტემა არ უნდა დაუკავშირდეს სხვა ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას იმგვარად, რაც შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებში შეკვეთების ურთიერთქმედებას.

5. წევრმა სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუშალონ იმ საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორს, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, სხვა საინვესტიციო კომპანიის ჩართვაში ამ ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში დამოუკიდებელ საფუძველზე ბაზრის შექმნის მიზნით.

წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, არ უნდა ჩაითვალოს, რომ საინვესტიციო კომპანია ახდენს ბაზრის შექმნას ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში დამოუკიდებელ საფუძველზე, თუ მას მჭიდრო კავშირები აქვს იმ საინვესტიციო კომპანიასთან ან ბაზრის ოპერატორთან, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში შეკვეთების შესრულების დისკრეციულ საფუძველზე განხორციელება,

იმ საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, საკუთარი შეხედულებით უნდა იმოქმედოს მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ ან ორივე შემთხვევაში:

  1. როცა მიიღება გადაწყვეტილება იმ ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, რომელშიც ის მოქმედებს, შეკვეთის განთავსების ან უკან გაწვევის შესახებ;
  2. როცა მიიღება გადაწყვეტილება, არ მოხდეს კონკრეტული კლიენტის შეკვეთის მისადაგება მოცემულ მომენტში სისტემებში არსებულ სხვა შეკვეთებთან, იმ პირობით, თუ ის ასრულებს კლიენტისგან მიღებულ კონკრეტულ მითითებებს და თავის ვალდებულებებს 27-ე მუხლის შესაბამისად.

იმ სისტემისთვის, რომელიც ახდენს კლიენტის შეკვეთების კროსირებას, საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორს, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, შეუძლია გადაწყვიტოს, ამ სისტემის ფარგლებში მას სურს თუ არა ორი ან მეტი შეკვეთის შეთანხმება, და როდის და როგორ. აბზაცების 1, 2, 4 და 5 შესაბამისად და მე-3 აბზაცის დაურღვევლად, იმ სისტემასთან მიმართებაში, რომელიც ახდენს არასააქციო კაპიტალში გარიგებების ორგანიზებას, საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორს, რომელიც ამუშავებს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, უფლება აქვს ხელი შეუწყოს მოლაპარაკებას კლიენტებს შორის, რათა ერთად მოუყაროს თავი ორ ან მეტ პოტენციურად თავსებად სავაჭრო ინტერესს გარიგებაში.

ამ ვალდებულებით არ უნდა დაირღვეს მუხლები 18 და 27.

7. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს, ან როცა საინვესტიციო კომპანია ან ბაზრის ოპერატორი ითხოვს ორგანიზებული სავაჭრო სისტემის ოპერირებისთვის ავტორიზებას, ან კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, დეტალური განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ სისტემა რატომ არ შეესაბამება რეგულირებულ ბაზარს და რატომ ვერ მუშაობს, როგორც რეგულირებული ბაზარი, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა ან სისტემისგარე შემსრულებელი, იმის დეტალური აღწერილობა, თუ როგორ განხორციელდება დისკრეციული უფლება, კერძოდ, როდის შეიძლება ითქვას უარი ორგანიზებული სავაჭრო სისტემის მიმართ გაკეთებულ შეკვეთაზე და როდის და როგორ მოხდება ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში კლიენტის ორი ან მეტი შეკვეთის შეთავსება. ამის გარდა, საინვესტიციო კომპანიამ ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის ბაზრის ოპერატორმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომელშიც განმარტებული იქნება მის მიერ საკუთარი ხარჯით შესაფერისი ვაჭრობის გამოყენება. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს საინვესტიციო კომპანიის ან ბაზრის ოპერატორის საკუთარი ხარჯით შესაფერის ვაჭრობაში ჩართულობის მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის კვლავ შეესაბამებოდეს ამგვარი ვაჭრობის განმარტებას და რომ მისი ჩართულობა საკუთარი ხარჯით შესაფერის ვაჭრობაში არ წარმოშობდეს ინტერესთა კონფლიქტებს საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორსა და მის კლიენტებს შორის.

8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მუხლების 24, 25, 27 და 28 გამოყენება ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებში დადებული გარიგებების მიმართ.

 

თავი II

ექსპლუატაციის პირობები საინვესტიციო კომპანიებისთვის

სექცია 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 21

თავდაპირველი ავტორიზაციის პირობების რეგულარული განხილვა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ მათ ტერიტორიაზე ავტორიზებულმა საინვესტიციო კომპანიამ ყოველთვის შეასრულოს პირველი თავით დადგენილი თავდაპირველი ავტორიზაციის პირობები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უფლებამოსილი ორგანოებისგან უნდა მოითხოვონ სათანადო მეთოდების შემუშავება იმის მონიტორინგის მიზნით, რომ საინვესტიციო კომპანიებმა შეასრულონ პირველი აბზაცით განსაზღვრული თავიანთი მოვალეობა. მათ საინვესტიციო კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ უფლებამოსილი ორგანოებისთვის თავდაპირველი ავტორიზაციის პირობებში ნებისმიერი არსებითი ცვლილებების შესახებ შეტყობინება.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას შეუძლია შეიმუშაოს მეთოდური რეკომენდაციები ამ აბზაცში მითითებულ მონიტორინგის მეთოდებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 22

ზოგადი ვალდებულება მიმდინარე ზედამხედველობასთან დაკავშირებით

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოების მიერ საინვესტიციო კომპანიების საქმიანობის მონიტორინგი წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული საექსპლუატაციო პირობების შესრულების შესაფასებლად. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო ზომების ამოქმედება, რათა უფლებამოსილმა ორგანოებმა შეძლონ იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც საჭიროა საინვესტიციო კომპანიების მიერ ამ ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.

 

მუხლი 23

ინტერესთა კონფლიქტი

1. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ ყველა სათანადო ზომის მიღება ერთმანეთს შორის, მ.შ. მათ მმართველებს, თანამშრომლებს და სავაჭრო აგენტებს, ან მათთან კონტროლის მეშვეობით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ნებისმიერ პირსა და მათ კლიენტებს შორის ან ერთ და სხვა კლიენტს შორის იმ ინტერესთა კონფლიქტების იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების ან მართვის მიზნით, რომლებიც წარმოიშვება ნებისმიერი საინვესტიციო და დამხმარე მომსახურებების ან მათი კომბინაციის გაწევისას, მ.შ. ისინი, რომლებიც გამოწვეულია მესამე მხარეებიდან სტიმულების მიღებით ან საინვესტიციო კომპანიის საკუთარი გასამრჯელოთი და სხვა წამახალისებელი სტრუქტურებით.

2. იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანიის მიერ მუხლის 16(3) მიერ მიღებული ორგანიზაციული ან ადმინისტრაციული ზომები, რომელთა მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტების მიერ მისი კლიენტის ინტერესებზე უარყოფითი ზემოქმედება, არასაკმარისია იმის გონივრული დარწმუნებულობით უზრუნველსაყოფად, რომ კლიენტის ინტერესებისთვის ზიანის რისკები თავიდან იქნება აცილებული, საინვესტიციო კომპანიამ კლიენტს მკაფიოდ უნდა გაუმჟღავნოს ინტერესთა კონფლიქტების ზოგადი ხასიათი ან/და წყაროები და ამ რისკების შემსუბუქების მიზნით მიღებული ზომები, თავის მიერ საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე.

3. მე-2 აბზაცში მითითებული გამჟღავნება:

  1. უნდა განხორციელდეს ხანგამძლე მატარებელზე; და
  2. უნდა მოიცავდეს საკმარის დეტალებს,კლიენტის ხასიათის გათვალისწინებით, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ კლიენტმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება იმ მომსახურებასთან დაკავშირებით, რომლის კონტექსტშიც წარმოიშვა კონფლიქტი.

4. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 89-ე მუხლის შესაბამისად, რათა:

  1. განისაზღვროს ის ნაბიჯები, რომლებიც მოსალოდნელია, რომ საინვესტიციო კომპანიებმა გონივრულ ფარგლებში გადადგან, რათა მოახდინონ ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება, თავიდან აცილება, მართვა და გამჟღავნება სხვადასხვა საინვესტიციო და დამხმარე მომსახურების ან მათი კომბინაციის მიწოდების დროს;
  2. დადგინდეს იმ სახის ინტერესთა კონფლიქტების განსაზღვრის სათანადო კრიტერიუმები, რომელთა არსებობამაც შეიძლება დააზიანოს საინვესტიციო კომპანიების კლიენტების ან შესაძლო კლიენტების ინტერესები.

 

სექცია 2

ინვესტორთა დაცვის უზრუნველყოფის დებულებები

მუხლი 24

ზოგადი პრინციპები და კლიენტების ინფორმირება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ კლიენტებისთვის საინვესტიციო მომსახურებების ან საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე მომსახურებების გაწევისას, საინვესტიციო კომპანიამ იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად და პროფესიონალურად, თავისი კლიენტების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, და კერძოდ, შეასრულოს ამ მუხლით და 25-ე მუხლით განსაზღვრული პრინციპები.

2. იმ საინვესტიციო კომპანიებმა, რომლებიც აწარმოებენ კლიენტებზე გასაყიდ ფინანსურ ინსტრუმენტებს, უნდა უზრუნველყონ, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები შეიქმნას კლიენტების შესაბამის კატეგორიაში საბოლოო კლიენტების იდენტიფიცირებული სამიზნე ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომ ფინანსური ინსტრუმენტების განაწილების სტრატეგია თავსებადი იყოს იდენტიფიცირებულ სამიზნე ბაზართან და რომ საინვესტიციო კომპანიამ მიიღოს გონივრული ზომები იმის უზრუნველსაყოფად,რომ ფინანსური ინსტრუმენტი განაწილდეს იდენტიფიცირებულ სამიზნე ბაზარზე.

საინვესტიციო კომპანიას უნდა ერკვეოდეს მათ მიერ შეთავაზებულ ან რეკომენდებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში, აფასებდეს ფინანსური ინსტრუმენტების იმ კლიენტების საჭიროებებთან თავსებადობას, რომლებსაც ის აწვდის საინვესტიციო მომსახურებებს, აგრეთვე, მუხლში 16(3) მითითებული საბოლოო კლიენტების იდენტიფიცირებული სამიზნე ბაზრის გათვალისწინებით, და უზრუნველყოს ფინანსური ინსტრუმენტების მხოლოდ იმ შემთხვევაში შეთავაზება ან რეკომენდირება, როცა ეს კლიენტის ინტერესებშია.

3. ყველა ინფორმაცია, იმ მარკეტინგული კომუნიკაციების ჩათვლით, რომლებსაც საინვესტიციო კომპანია იყენებს კლიენტებთან ან პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირებით, უნდა იყოს სამართლიანი, მკაფიო და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. მარკეტინგული კომუნიკაციები უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი, როგორც ასეთი.

4. სათანადო ინფორმაცია დროულად უნდა მიეწოდოს კლიენტებს ან პოტენციულ კლიენტებს საინვესტიციო კომპანიასა და მის მომსახურებებთან, ფინანსურ ინსტრუმენტებთან და შეთავაზებულ საინვესტიციო სტრატეგიებთან, შესრულების ადგილებთან და ყველა ხარჯთან და შესაბამის გადასახდელებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

  1. საინვესტიციო რეკომენდაციების მიწოდებისას, საინვესტიციო კომპანიამ, საინვესტიციო რეკომენდაციების მიწოდებამდე კლიენტს უნდა აცნობოს:
  1. რეკომენდაციის მიწოდება ხდება თუ არა დამოუკიდებელ საფუძველზე;
  2. რეკომენდაცია ემყარება თუ არა სხვადასხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტების ფართო ან უფრო ვიწრო ანალიზს, და კერძოდ, სპექტრი შემოიფარგლება იმ სუბიექტების მიერ გამოშვებული თუ მიწოდებული ფინანსური ინსტრუმენტებით, რომლებსაც საინვესტიციო კომპანიასთან აქვთ მჭიდრო კავშირები ან ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ან ეკონომიკური ურთიერთობები, მაგალითად, სახელშეკრულებო ურთიერთობები, იმდენად მჭიდრო, რომ ამან დააზიანოს გაწეული რეკომენდაციის დამოუკიდებელი საფუძველი;
  3. საინვესტიციო კომპანია კლიენტს მიაწვდის თუ არა ამ კლიენტისთვის რეკომენდებული ფინანსური ინსტრუმენტების შესაბამისობის პერიოდულ შეფასებას;
  1. ინფორმაცია ფინანსური ინსტრუმენტების და შეთავაზებული საინვესტიციო სტრატეგიების შესახებ უნდა მოიცავდეს სათანადო გზამკვლევს იმ რისკების და მათზე გაფრთხილებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ამ ინსტრუმენტებში ინვესტიციებს, ან კონკრეტულ საინვესტიციო სტრატეგიებთან დაკავშირებით, და იმაზე, ეს ფინანსური ინსტრუმენტი განკუთვნილია საცალო თუ პროფესიული კლიენტებისთვის, იდენტიფიცირებული სამიზნე ბაზრის გათვალისწინებით მე-2 აბზაცის შესაბამისად;
  2. ინფორმაცია ყველა ხარჯისა და მასთან დაკავშირებული გადასახდელების შესახებ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორც საინვესტიციო, ისე დამხმარე მომსახურებების შესახებ, მ.შ. რეკომენდაციის ღირებულებას, შესაბამის შემთხვევაში- კლიენტისთვის რეკომენდებული ან ბაზარზე შეთავაზებული ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება და ის, თუ როგორ შეიძლება კლიენტმა ის გადაიხადოს, აგრეთვე ნებისმიერი მესამე მხარის მიერ გადახდების ჩათვლით.

ინფორმაცია ყველა ხარჯისა და გადასახდელის შესახებ, მათ შორის იმ ხარჯებსა და გადასახდელებზე, რომლებიც დაკავშირებულია საინვესტიციო მომსახურებასა და ფინანსურ ინსტრუმენტთან, რომლებიც არაა გამოწვეულია საბაზისო საბაზრო რისკით, უნდა გაერთიანდეს, რათა კლიენტს მიეცეს შესაძლებლობა, გაერკვეს საერთო ხარჯებში, აგრეთვე ინვესტიციის დაბრუნების კუმულატიურ ეფექტში, და კლიენტის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარდგენილ იქნეს პუნქტობრივი დეტალური ჩამონათვალი. საჭიროების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია კლიენტს უნდა მიეწოდოს რეგულარულად, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, მთელი ინვესტიციის პერიოდში.

5. მე-4 და მე-9 აბზაცებში მითითებულ ინფორმაცია უნდა მიწოდებულ იქნეს გასაგები ფორმით იმგვარად, რომ გონივრულ ფარგლებში, კლიენტებმა ან პოტენციურმა კლიენტებმა შეძლონ საინვესტიციო მომსახურებისა და შეთავაზებული ფინანსური ინსტრუმენტის კონკრეტული სახეობის ხასიათში და რისკებში გარკვევა, და შედეგად, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ინვესტიციასთან დაკავშირებით. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ ნებართვა გასცენ ინფორმაციის სტანდარტიზებული ფორმით მიწოდებასთან დაკავშირებით.

6. იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო მომსახურების შეთავაზება ხდება იმ ფინანსური პროდუქტის ფარგლებში, რომელიც უკვე ექვემდებარება საკრედიტო დაწესებულებებთან და სამომხმარებლო კრედიტებთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა დებულებებს საინფორმაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით, ეს მომსახურება დამატებით აღარ უნდა დაექვემდებაროს აბზაცებში 3, 4 და 5 მითითებულ ვალდებულებებს.

7. იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია კლიენტს აცნობებს იმის შესახებ, რომ საინვესტიციო რეკომენდაციის მიწოდება ხდება დამოუკიდებელ საფუძველზე, ამ საინვესტიციო კომპანიამ უნდა:

  1. შეაფასოს ბაზარზე არსებული იმ ფინანსური ინსტრუმენტების საკმარისი დიაპაზონი, რომლებიც საკმარისად მრავალფეროვანი უნდა იყოს თავისი სახეობისა და ემიტენტების ან პროდუქტის მიმწოდებლების თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კლიენტის საინვესტიციო მიზნების სათანადოდ დაკმაყოფილება და ამ მიზნების არ შემოფარგვლა ქვემოთ ჩამოთვლილი სუბიექტების მიერ გამოცემული ან უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტებით:
  1. თავად საინვესტიციო კომპანია ან მასთან ახლო კავშირების მქონე სუბიექტები; ან
  2. სხვა სუბიექტები, რომლებთანაც საინვესტიციო კომპანიას აქვს ისეთი მჭიდრო სამართლებრივი ან ეკონომიკური ურთიერთობები, მაგალითად, სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომლებმაც შეიძლება მიცემული რეკომენდაციის დამოუკიდებელ საფუძველს შეიძლება საფრთხე შეუქმნას;
  1. არ უნდა მიიღოს და შეინარჩუნოს გადასახადები, საკომისიოები ან ნებისმიერი ფულადი თუ არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელსაც იხდის ან იძლევა ნებისმიერი მესამე მხარე ან მესამე მხარის სახელით მოქმედი პირი კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს იმ უმნიშვნელო არაფულადი ხასიათის სარგებლის მკაფიოდ გამჟღავნება და ამ პუნქტიდან გამორიცხვა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს კლიენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი და რომლის მასშტაბიც და ხასიათი იმგვარია, რომ ვერ ჩაითვლება, რომ ისინი ხელს შეუშლიან საინვესტიციო კომპანიის იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც უკავშირდება კლიენტის საუკეთესო ინტერესებისთვის მოქმედებას.

8. პორტფელის მართვის განხორციელებისას, საინვესტიციო კომპანიამ არ უნდა თქვას თანხმობა და შეინარჩუნოს გადასახადები, საკომისიოები ან რაიმე ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელსაც იხდის ან უზრუნველყოფს ნებისმიერი მესამე მხარე ან მესამე პირის სახელით მოქმედი პირი კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს იმ უმნიშვნელო არაფულადი ხასიათის სარგებლის მკაფიოდ გამჟღავნება და ამ პუნქტიდან გამორიცხვა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს კლიენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი და რომლის მასშტაბიც და ხასიათი იმგვარია, რომ ვერ ჩაითვლება, რომ ისინი ხელს შეუშლიან საინვესტიციო კომპანიის იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც უკავშირდება კლიენტის საუკეთესო ინტერესებისთვის მოქმედებას.

9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ჩაითვალოს, რომ საინვესტიციო კომპანიები არ ასრულებენ 23-ე მუხლით ან ამ მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებულ თავიანთ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, როცა ისინი იხდიან ან მათ უხდიან რაიმე მოსაკრებელს ან საკომისიოს ან უზრუნველყოფენ ან იღებენ რაიმე არა ფულადი ხასიათის სარგებელს საინვესტიციო მომსახურების ან დამხმარე მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მხარისთვის ან ნებისმიერი მხარის მიერ, კლიენტის გამოკლებით ან კლიენტის სახელით პირის გამოკლებით, გარდა იმ გადასახადის ან სარგებლის:

  1. რომლის მიზანია გაზარდოს კლიენტისთვის მიწოდებული შესაბამისი მომსახურების ხარისხი; და
  2. რომელიც ხელს არ უშლის საინვესტიციო კომპანიის მიერ იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც უკავშირდება მისი კლიენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად კეთილსინდისიერად, სამართლიანად და პროფესიულად მოქმედებას.

ინფორმაცია პირველ ქვეაბზაცში მითითებული ანგარიშსწორების ან სარგებლის არსებობის, ხასიათისა და მოცულობის შესახებ, ან იმ შემთხვევაში, როცა მოცულობის დაზუსტება შეუძლებელია, ამ მოცულობის გაანგარიშების მეთოდი შესაბამისი საინვესტიციო ან დამხმარე მომსახურების გაწევამდე მკაფიოდ უნდა მიეწოდოს კლიენტს ყოვლისმომცველი, ზუსტი და გასაგები ფორმით. საჭიროების შემთხვევაში, საინვესტიციო კომპანიამ აგრეთვე უნდა აცნობოს კლიენტს კლიენტისთვის იმ გადასახადის, საკომისიოს, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებლის გადაცემის მექანიზმების შესახებ, რომელიც მიღებულია საინვესტიციო ან დამხმარე მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით.

ის გადასახადი ან სარგებელი, რომელიც იძლევა საინვესტიციო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას იძლევა ან ამ მიწოდებისთვის არის აუცილებელი, მაგალითად, საბანკო გადასახადები, მორიგების და საბირჟო გადასახადები, მარეგულირებელი გადასახადები ან სამართლებრივი მომსახურების გადასახადები, და რომელიც, თავისი ხასიათით, ვერ წარმოშობს კონფლიქტებს საინვესტიციო კომპანიის იმ მოვალეობებთან მიმართებაში, რომლებიც უკავშირდება კეთილსინდისიერად, სამართლიანად და პროფესიონალურად მოქმედებას მისი კლიენტების საუკეთესო ინტერესების მიხედვით, არ ექვემდებარება პირველი ქვეაბზაცით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

10. იმ ნებისმიერმა საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც კლიენტებს აწვდის საინვესტიციო მომსახურებებს, უნდა უზრუნველყოს, რომ მან არ აანაზღაუროს ან შეაფასოს თავისი პერსონალის საქმიანობა იმ ფორმით, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა მის ვალდებულებასთან, იმოქმედოს თავისი კლიენტების საუკეთესო ინტერესებისთვის. კერძოდ, მან არ უნდა დადოს რაიმე შეთანხმება ანაზღაურების, გაყიდვების დაგეგმილი მოცულობების მეშვეობით ან რაიმე იმ სხვა ფორმით, რომელიც მის პერსონალს მისცემს წახალისების ფორმას, რომ საცალო კლიენტს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ, როცა ამ საინვესტიციო კომპანიას შეეძლო შეეთავაზებინა განსხვავებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უკეთ დააკმაყოფილებდა კლიენტის საჭიროებებს.

11. როცა საინვესტიციო მომსახურების შეთავაზება ხდება პაკეტის შემადგენლობაში არსებულ სხვა მომსახურებასთან ან პროდუქტთან ერთად ან იგივე შეთანხმების ან პაკეტის პირობის სახით, საინვესტიციო კომპანიამ კლიენტს უნდა აცნობოს, შესაძლებელია თუ არა სხვადასხვა კომპონენტების ცალკე შეძენა, და უნდა უზრუნველყოს თითოეული კომპონენტის ხარჯებისა და გადასახდელების მტკიცებულება.

იმ შემთხვევაში, როცა საცალო კლიენტისთვის შეთავაზებული ამ შეთანხმების ან პაკეტის შედეგად წარმოშობილი რისკები სავარაუდოდ შეიძლება განსხვავდებოდეს ცალკე აღებულ კომპონენტებთან დაკავშირებული რისკებისგან, საინვესტიციო კომპანიამ უნდა წარადგინოს შეთანხმების ან პაკეტის სხვადასხვა კომპონენტების და იმ ფორმის სათანადო აღწერილობა, რომლითაც მისი ურთიერთქმედება ცვლის ამ რისკებს.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ, ევროპის საბანკო ასოციაციაციასა და ევროპის დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის ორგანიზაციასთან ერთად, 2016 წლის 3 იანვრისთვის უნდა შეიმუშაოს და პერიოდულად განაახლოს მეთოდური რეკომენდაციები ჯვარედინი გაყიდვების პრაქტიკების შეფასებისა და ზედამხედველობისთვის, კერძოდ, იმ სიტუაციების მითითებით, რომლებშიც ჯვარედინი გაყიდვების პრაქტიკები არ შეესაბამებიან პირველ აბზაცში მოცემულ ვალდებულებებს.

12. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, გამონაკლის შემთხვევებში, დამატებითი მოთხოვნები დაუწესონ საინვესტიციო კომპანიებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნები უნდა იყოს ობიექტურად დასაბუთებული და თანაზომიერი, რათა დარეგულირდეს ინვესტორის დაცვის ან ბაზრის ერთიანობისთვის შექმნილი კონკრეტული რისკები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წევრი სახელმწიფოს ბაზრის სტრუქტურის გარემოებებში.

წევრმა სახელმწიფოებმა არასათანადო დაყოვნების გარეშე, ევროკომისიას უნდა აცნობონ იმ ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ, რომლის დაწესებასაც ისინი აპირებენ ამ აბზაცის შესაბამისად და სულ მცირე, ამ მოთხოვნის ძალაში შესვლისთვის განსაზღვრულ თარიღამდე ორი თვით ადრე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ მოთხოვნის დასაბუთებას. ამ ნებისმიერმა დამატებითმა მოთხოვნებმა არ უნდა შეზღუდონ ან რაიმე სხვა გავლენა მოახდინონ საინვესტიციო კომპანიების წინამდებარე დირექტივის მუხლებით 34 და 35 განსაზღვრულ უფლებებზე.

ევროკომისიამ მეორე ქვეაბზაცში მითითებული შეტყობინებიდან ორი თვის ვადაში უნდა წარადგინოს თავისი მოსაზრება დამატებითი მოთხოვნების თანაზომიერებისა და დასაბუთების შესახებ.

ევროკომისიამ წევრ სახელმწიფოებს უნდა აცნობოს და თავის ვებ-გვერდზე უნდა გაასაჯაროოს ამ აბზაცის მიხედვით დაწესებული დამატებითი მოთხოვნები.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ შეინარჩუნონ დამატებითი მოთხოვნები იმ პირობით, თუ ისინი ევროკომისიას ეცნობა დირექტივის 2006/73/EC მე-4 მუხლის შესაბამისად 2014 წლის 2 ივლისამდე და თუ სრულდება ამ მუხლში განსაზღვრული პირობები.

13. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 89-ე მუხლის შესაბამისად იმის უზრუნველსაყოფად, რომ საინვესტიციო კომპანიებმა შეასრულონ ამ მუხლში მოცემული პრინციპები თავიანთი კლიენტებისთვის საინვესტიციო ან დამხმარე მომსახურებების გაწევისას, მათ შორის:

  1. ის პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ინფორმაციამ იმისათვის, რათა ის იყოს სამართლიანი, მკაფიო და არ იყოს შეცდომაში შემყვანი;
  2. მონაცემები კლიენტის კატეგორიებად დაყოფასთან, საინვესტიციო კომპანიებსა და მათ მომსახურებებთან, ფინანსურ ინსტრუმენტებთან, ხარჯებთან და გადასახდელებთან დაკავშირებით კლიენტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსისა და ფორმატის შესახებ;
  3. ბაზარზე ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების სპექტრის შეფასების კრიტერიუმები;
  4. აღმძვრელი ფაქტორების მიმღები კომპანიების მიერ კლიენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად კეთილსინდისიერად, სამართლიანად და პროფესიულად მოქმედების ვალდებულების შესრულების კრიტერიუმები.

მე-4 აბზაცის ბ პუნქტთან დაკავშირებით ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მიმართ მოთხოვნების ფორმულირებისას, უნდა შეტანილ იქნეს ინფორმაცია პროდუქტის სტრუქტურის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობით მოთხოვნილი ნებისმიერი შესაბამისი სტანდარტიზებული ინფორმაციის გათვალისწინებით.

14. მე-13 აბზაცში მითითებულ დელეგირებულ აქტებში უნდა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:

  1. კლიენტის ან პოტენციური კლიენტისთვის შეთავაზებული ან მიწოდებული მომსახურებ(ებ)ის ხასიათი, გარიგებების სახეობის, მიზნის, მოცულობისა და სიხშირის გათვალისწინებით;
  2. შეთავაზებული ან იმ პროდუქტების ხასიათი და სპექტრი, რომლებიც მიიჩნევა, რომ მოიცავენ სხვადასხვა სახის ფინანსურ ინსტრუმენტებს;
  3. კლიენტის ან პოტენციური კლიენტების საცალო ან პროფესიული ხასიათი, ან მე-4 და მე-5 აბზაცების შემთხვევაში, მათი, როგორც უფლებამოსილი კონტრაგენტების კლასიფიკაცია.

 

მუხლი 25

კლიენტების შესაბამისობის და მიზანშეწონილობის შეფასება და კლიენტების მიმართ ანგარიშგება

1. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ იმის უზრუნველყოფა და უფლებამოსილი ორგანოებისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში, დადასტურება, რომ ის ფიზიკური პირები, რომლებიც კლიენტებს, საინვესტიციო კომპანიის სახელით, აძლევენ საინვესტიციო რეკომენდაციას ან ინფორმაციას ფინანსური ინსტრუმენტების, საინვესტიციო მომსახურებების ან დამხმარე მომსახურებების შესახებ, ფლობენ აუცილებელ ცოდნას და კომპეტენციას 24-ე მუხლით და ამ მუხლით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოაქვეყნონ ამ ცოდნისა და კომპეტენციის შესაფასებლად გამოსაყენებელი კრიტერიუმები.

2. საინვესტიციო რეკომენდაციის მიცემისას ან პორტფელის მართვის განხორციელებისას, საინვესტიციო კომპანიამ უნდა მოიპოვოს აუცილებელი ინფორმაცია ინვესტიციების სფეროში კლიენტის ან პოტენციური კლიენტის იმ ცოდნასა და გამოცდილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეესაბამება კონკრეტული სახის პროდუქტს თუ მომსახურებას, ამ პირის ფინანსურ მდგომარეობას, მ.შ. ზარალის განცდასთან დაკავშირებულ მის შესაძლებლობას, და მის საინვესტიციო მიზნებს, მ.შ. მისი რისკის მიმართ ტოლერანტობა, რათა საინვესტიციო კომპანიას შესაძლებლობა მიეცეს, კლიენტს ან პოტენციურ კლიენტს რეკომენდაცია გაუწიოს იმ საინვესტიციო მომსახურებებთან და ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მისთვის შესაფერისია და კერძოდ, რომლებიც შეესაბამება მისი რისკის მიმართ ტოლერანტობასა და ზარალის განცდის შესაძლებლობას.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინვესტიციო კომპანიის მიერ მომსახურებათა პაკეტის ან მუხლის 24(11) შესაბამისად დაკომპლექტებული პროდუქტების შესახებ საინვესტიციო რეკომენდაციის გაწევისას, საერთო დაკომპლექტებული პაკეტი შესაფერისი იყოს.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინვესტიციო კომპანიებმა საინვესტიციო მომსახურებების მიწოდებისას, გარდა მე-2 აბზაცში მითითებული მომსახურებებისა, კლიენტს ან პოტენციურ კლიენტს სთხოვონ ინფორმაციის მიწოდება ამ პირის ცოდნისა და გამოცდილების შესახებ იმ საინვესტიციო სფეროში, რომელიც შეესაბამება შეთავაზებული ან მოთხოვნილი პროდუქტის ან მომსახურების კონკრეტულ სახეობას, რათა შესაძლებლობა მისცეს საინვესტიციო კომპანიას, შეაფასოს, გათვალისწინებული საინვესტიციო მომსახურება ან პროდუქტი შეესაბამება თუ არა კლიენტს. იმ შემთხვევაში, როცა მომსახურებების ან პროდუქტების პაკეტი გათვალისწინებულია მუხლის 24(11) მიხედვით, შეფასებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს, საერთო დაკომპლექტებული პაკეტი შესაბამისია თუ არა.

იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია პირველი ქვეაბზაცის მიხედვით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ პროდუქტი ან მომსახურება არ შეესაბამება კლიენტს ან პოტენციურ კლიენტს, საინვესტიციო კომპანიამ უნდა გააფრთხილოს კლიენტი ან პოტენციური კლიენტი. ეს გაფრთხილება შეიძლება გაიცეს სტანდარტიზებული ფორმატით.

იმ შემთხვევაში, როცა კლიენტები ან პოტენციური კლიენტები არ გასცემენ პირველ ქვეაბზაცში მითითებულ ინფორმაციას, ან იმ შემთხვევაში, როცა ისინი გასცემენ არასაკმარის ინფორმაციას მათი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, საინვესტიციო კომპანიამ ისინი უნდა გააფრთხილოს, რომ საინვესტიციო კომპანიას არ შეუძლია იმის განსაზღვრა, გათვალისწინებული მომსახურება ან პროდუქტი შეესაბამება თუ არა მათ. ეს გაფრთხილება შეიძლება გაიცეს სტანდარტიზებული ფორმატით.

4. იმ საინვესტიციო მომსახურებების გაწევისას, რომლებიც მხოლოდ შედგება კლიენტების შეკვეთების შესრულების ან მიღებისა და გადაცემისგან დამხმარე მომსახურებებთან ერთად ან მათ გარეშე, პირველი დანართის სექციაში ბ.1 მოცემული კრედიტებისა ან სესხების გაცემის გამოკლებით, რომლებიც არ მოიცავენ სესხების არსებულ საკრედიტო ლიმიტებს, მიმდინარე ანგარიშებსა და იმ ანგარიშებს, რომლებზეც ოვერდრაფტია დაშვებული, წევრმა სახელმწიფოებმა უფლება უნდა მისცენ საინვესტიციო კომპანიებს, ეს საინვესტიციო მომსახურებები გაუწიონ მათ კლიენტებს ინფორმაციის მოპოვების ან მე-3 აბზაცით გათვალისწინებული განსაზღვრის გაკეთების საჭიროების გარეშე იმ შემთხვევაში, როცა სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

  1. მომსახურებები უკავშირდება ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტრუმენტს:
  1. რეგულირებულ ბაზარზე ან მესამე ქვეყნის ექვივალენტურ ბაზარზე ან მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში სავაჭროდ დაშვებული აქციები, იმ შემთხვევაში, როცა ისინი არის აქციები კომპანიებში, და არა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილ საწარმოებში აქციების და იმ აქციების გამოკლებით, რომლებიც ამაგრებენ დერივატივს;
  2.  რეგულირებულ ბაზარზე ან მესამე ქვეყნის ექვივალენტურ ბაზარზე ან მრავალმხრივი ვაჭრობის სისტემაში სავაჭროდ დაშვებული ობლიგაციები ან სეკურიტიზებული ვალის სხვა ფორმები, იმ ობლიგაციებისა თუ სეკურიტიზებული ვალის სხვა ფორმების გამოკლებით, რომლებიც ნერგავენ იმ დერივატივს ან მოიცავენ იმ სტრუქტურას, რომელიც კლიენტს უძნელებს შესაბამისი რისკის გაგებას;
  3. ფულის ბაზრის ინსტრუმენტები, იმ ინსტრუმენტების გამოკლებით, რომლებიც ნერგავენ იმ დერივატივს ან მოიცავენ იმ სტრუქტურას, რომელიც კლიენტს უძნელებს შესაბამისი რისკის გაგებას;
  4. აქციები ან ერთეულები მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი საწარმოებში, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი სტრუქტურიზებული საწარმოებ ის გამოკლებით, როგორც ეს არის მითითებული რეგულაციის N 583/2010/EU
    მუხლის 36(1) მეორე ქვეაბზაცში;
  5. სტრუქტურიზებული დეპოზიტები, იმ დეპოზიტების გამოკლებით, რომლებიც მოიცავენ იმ სტრუქტურას, რომელიც კლიენტს უძნელებს ვადამდე არსებული პროდუქტის დაბრუნების ან ღირებულების რისკის გაგებას;
  6. სხვა არაკომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტები ამ აბზაცის მიზნისთვის.

▼M3

ამ პუნქტის მიზნებისთვის, მესამე ქვეყნის ბაზარი უნდა ჩაითვალოს რეგულირებული ბაზრის ექვივალენტურად, თუ სრულდება მესამე და მეოთხე ქვეაბზაცებით განსაზღვრული მოთხოვნები და პროცედურები.

წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით, ევროკომისიამ უნდა მიიღოს ექვივალენტურობის შესახებ გადაწყვეტილებები მუხლში 89(ა)(2) მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად, იმის აღნიშვნით, მესამე ქვეყნის სამართლებრივი და საზედამხედველო ჩარჩო უზრუნველყოფს თუ არა ამ მესამე ქვეყანაში ავტორიზებული რეგულირებული ბაზრის შესაბამისობას იმ სამართლებრივი ხასიათის სავალდებულო მოთხოვნებთან, რომლებიც, ამ პუნქტის გამოყენების მიზნისთვის, არის იმ მოთხოვნების ექვივალენტური, რომლებიც მომდინარეობენ შემდეგიდან₾: რეგულაცია N 596/2014/EU, წინამდებარე დირექტივის მე-3 კარი, რეგულაციის N 600/2014/EU მე-2 კარი და დირექტივა 2004/109/EC, და რომლებიც ექვემდებარებიან ეფექტიან ზედამხედველობასა და აღსრულებას ამ მესამე ქვეყანაში. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიუთითოს, თუ რატომ მიიჩნევს ის, რომ შესაბამისი მესამე ქვეყნის საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩო უნდა ჩაითვალოს ექვივალენტურად, და ამ მიზნით უნდა წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია,

ამ მესამე ქვეყნის სამართლებრივი და საზედამხედველო ჩარჩო შეიძლება ჩაითვალოს ექვივალენტურად იმ შემთხვევაში, როცა ეს ჩარჩო, სულ მცირე, აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. ბაზრები ექვემდებარებიან ავტორიზაციასა და ეფექტიან ზედამხედველობას და განხორციელებას მიმდინარე საფუძველზე;
  2. ბაზრებს გააჩნიათ მკაფიო და გამჭვირვალე წესები ბაზარზე ფასიანი ქაღალდების დაშვებასთან დაკავშირებით, რათა შესაძლებელი იყოს ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა სამართლიანად, მოწესრიგებულად და ეფექტიანად, და რომ ისინი იყოს თავისუფლად ბრუნვადი;
  3. ფასიანი ქაღალდების ემიტენტები დაექვემდებარონ პერიოდულ და მიმდინარე საინფორმაციო მოთხოვნებს, რაც უზრუნლვეყოფს ინვესტორის მაღალი ხარისხით დაცვას; და
  4. ბაზრის გამჭვირვალობისა და ერთიანობის უზრუნველყოფა ხდება ინსაიდერული სავაჭრო ოპერაციებისა და საბაზრო მანიპულაციების ფორმით ბაზრის წესების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებით.
  1. მომსახურების მიწოდება ხდება კლიენტის ან პოტენციური კლიენტის ინიციატივით;
  2. კლიენტს ან პოტენციურ კლიენტს მკაფიოდ ეცნობა იმის შესახებ, რომ ამ მომსახურების მიწოდებისას საინვესტიციო კომპანიას არ მოეთხოვა მიწოდებული ან შეთავაზებული ფინანსური ინსტრუმენტის მიზანშეწონილობის შეფასება და რომ, ამიტომ, მან არ ისარგებლა საქმიანობის წესების სათანადო განხორციელების შესაბამისი დაცვით. ეს გაფრთხილება შეიძლება გაიცეს სტანდარტიზებული ფორმატით;
  3. საინვესტიციო კომპანია ასრულებს 23-ე მუხლით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს.

5. საინვესტიციო კომპანიამ უნდა შექმნას ჩანაწერი, რომელიც მოიცავს საინვესტიციო კომპანიასა და კლიენტს შორის შეთანხმებულ იმ დოკუმენტ(ებს), რომელშიც მოცემულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, და დანარჩენ პირობებს, რომლებითაც საინვესტიციო კომპანია კლიენტს გაუწევს მომსახურებებს. ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობების შეტანა შესაძლებელია სხვა დოკუმენტებზე ან სამართლებრივ ტექსტებზე მითითებით.

6. საინვესტიციო კომპანიამ კლიენტს სათანადო ანგარიშები მიწოდებული მომსახურების შესახებ უნდა წარუდგინოს ინფორმაციის ხანგამძლე მატარებელზე. ეს ანგარიშები უნდა მოიცავდეს პერიოდულ კომუნიკაციებს კლიენტებთან, პროცესში მონაწილე ფინანსური ინსტრუმენტების სახეობისა და კომპლექსურობისა და კლიენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხასიათის გათვალისწინებით, და საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიცავდნენ კლიენტის სახელით განხორციელებულ გარიგებებსა და მომსახურებებთან დაკავშირებულ ხარჯებს.

საინვესტიციო რეკომენდაციის მიცემისას, საინვესტიციო კომპანიამ, გარიგების დადებამდე, კლიენტს უნდა მიაწოდოს გადაცხადი შესაფერისობის შესახებ ხანგამძლე მატარებლით, რომელშიც აღნიშნული იქნება მიცემული რეკომენდაცია და ის, თუ როგორ აკმაყოფილებს ეს რეკომენდაცია საცალო კლიენტის პრეფერენციებს, მიზნებსა და სხვა მახასიათებლებს.

იმ შემთხვევაში, როცა ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ ხელშეკრულბა იდება იმ დისტანციურ კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, რომლებიც ხელს უშლიან შესაბამისობის შესახებ განაცხადის ვადაზე ადრე მიწოდებას, საინვესტიციო კომპანიას უფლება აქვს წარადგინოს შესაბამისობის შესახებ წერილობითი განცხადება ხანგამძლე მატარებლით მაშინვე, როგორც კი კლიენტი ვალდებული გახდება ნებისმიერი ხელშეკრულებით, იმ პირობით, თუ სრულდება ორივე შემდეგი პირობა:

  1. კლიენტმა თანხმობა თქვა შესაბამისობის შესახებ განცხადების მიღებაზე გარიგების დადების შემდეგ, დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე; და
  2. საინვესტიციო კომპანიამ კლიენტს მისცა არჩევანი, გადაავადოს გარიგება, რათა წინასწარ მიიღოს შესაბამისობის შესახებ განაცხადი.

იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია ახორციელებს პორტფელის მართვას ან კლიენტს აცნობებს, რომ ის ჩაატარებს შესაბამისობის პერიოდულ შემოწმებას, პერიოდული ანგარიში უნდა შეიცავდეს განახლებულ განცხადებას იმის შესახებ, თუ ინვესტიცია როგორ დააკმაყოფილებს კლიენტის პრეფერენციებს, მიზნებს და საცალო კლიენტის სხვა მახასიათებლებს.

7. თუ საცხოვრებელ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების, რომელიც ექვემდებარება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს[8] დირექტივით განსაზღვრულ, 2014/17/EU მომხმარებლების კრედიტუნარიანობის შეფასების შესახებ დებულებებს, წინაპირობად განსაზღვრულია ამავე მომხმარებლისთვის საინვესტიციო მომსახურების მიწოდება იმ უძრავი ან სხვა ქონებით უზრუნველყოფილ ობლიგაციებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოშვებულია უზრუნველყოს ის საკრედიტო შეთანხმება და ჰქონდეს ამ შეთანხმების იდენტური პირობები, რომელიც უკავშირდება უძრავ საცხოვრებელ ქონებას, იმისათვის, რათა სესხი იყოს გადახდადი, რეფინანსირებული ან გამოსყიდული, ეს მომსახურება არ უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლში მოცემულ ვალდებულებებს.

8. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის მიხედვით, რათა უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო კომპანიებმა შეასრულონ ამ მუხლის აბზაცებში 2-6 მოცემული პრინციპები თავიანთი კლიენტებისთვის საინვესტიციო ან დამხმარე მომსახურებების მიწოდებისას, მ.შ. ის ინფორმაცია, რომელიც უნდა მოპოვებულ იქნეს მათი კლეინტებისთვის მომსახურებებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შესაბამისობის ან მიზანშეწონილობის შეფასებისას, ამ მუხლის მე-4 აბზაცის პუნქტის (ა)(vi) მიზნებისთვის არაკომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების კრიტერიუმები, კლიენტებისათვის მომსახურებების მისაწოდებლად ჩანაწერებისა და ხელშეკრულებებისა და მიწოდებული მომსახურებების შესახებ კლიენტებისთვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების შინაარსი და ფორმატი. ამ დელეგირებულ აქტებში უნდა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:

  1. კლიენტის ან პოტენციური კლიენტისთვის შეთავაზებული მომსახურებ(ებ)ის ხასიათი, გარიგებების სახეობის, ობიექტის, მოცულობისა და სიხშირის გათვალისწინებით;
  2. შეთავაზებული ან გათვალისწინებული პროდუქტების, მ.შ. სხვადასხვა სახის ფინანსური ინსტრუმენტების ხასიათი;
  3. კლიენტის ან პოტენციური კლიენტების საცალო ან პროფესიული ხასიათი, და მე-6 აბზაცის შემთხვევაში, მათი, როგორც უფლებამოსილი ხელშეკრულების დამდები მხარეების კლასიფიკაცია.

9. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ 2016 წლის 3 იანვრისთვის უნდა მიიღოს მეთოდური რეკომენდაციები, რომლებშიც მოცემული იქნება პირველი აბზაცით მოთხოვნილი ცოდნისა და კომპეტენციის შეფასების კრიტერიუმები.

10. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ 2016 წლის 3 იანვრისთვის უნდა შეიმუშაოს და პერიოდულად განაახლოს შემდეგის შეფასების მეთოდური რეკომენდაციები:

  1. ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც მოიცავენ სტრუქტურას, რაც კლიენტისთვის ართულებს არსებული რისკის გაგებას, მე-4 აბზაცის პუნქტების (ა)(ii) ა (ა)(iii) შესაბამისად;
  2. სტრუქტურიზებული დეპოზიტები, რომლებიც მოიცავენ სტრუქტურას, რომელიც კლიენტს უძნელებს ვადამდე არსებული პროდუქტის დაბრუნების რისკისა და ღირებულების გაგებას, მე-4 აბზაცის პუნქტის (ა)(v) შესაბამისად.

11. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უფლება აქვს, შეიმუშაოს და პერიოდულად განაახლოს მეთოდური რეკომენდაციები იმ ფინანსური ინსტრუმენტების შესაფასებლად, რომლებიც კლასიფიცირდებიან, როგორც არაკომპლექსური ინსტრუმენტები მე-4 აბზაცის პუნქტის (ა)(vi) მიზნისთვის, მე-8 აბზაცის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტების გათვალისწინებით.

 

მუხლი 26

მომსახურებების გაწევა სხვა საინვესტიციო კომპანიის, როგორც შუალედური რგოლის, მეშვეობით

წევრმა სახელმწიფოებმა ნება უნდა დართონ იმ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც იღებს მითითებას სხვა საინვესტიციო კომპანიის, როგორც შუალედური რგოლის მეშვეობით კლიენტის სახელით საინვესტიციო ან დამხმარე მომსახურებების გაწევის შესახებ, დაეყრდნოს ამ უკანასკნელი საინვესტიციო კომპანიის მიერ გადაცემულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ. ის საინვესტიციო კომპანია, რომელიც შუამავლობს მითითებებს, პასუხისმგებელი დარჩება გადაცემული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე.

იმ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც იღებს მითითებას კლიენტის სახელით მომსახურებების დაწყების შესახებ ამ ფორმით, აგრეთვე უნდა შეეძლოს დაეყრდნოს ნებისმიერ რეკომენდაციას სხვა საინვესტიციო კომპანიის მიერ ამ კლიენტისთვის მიწოდებულ მომსახურებასა ან დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით. ის საინვესტიციო კომპანია, რომელიც შუამავლობს მითითებებს, პასუხისმგებელი დარჩება გაწეული რეკომენდაციებისა თუ რჩევის კლიენტისთვის შესაბამისობაზე.

ის საინვესტიციო კომპანია, რომელიც კლიენტის მითითებებს ან შეკვეთებს იღებს სხვა საინვესტიციო კომპანიის, როგორც შუალედური რგოლის მეშვეობით, პასუხისმგებელი რჩება მომსახურების ან გარიგების დასრულებაზე, ნებისმიერი ამ ინფორმაციის ან რეკომენდაციის საფუშველზე, წინამდებარე კარის შესაბამისი დებულებების მიხედვით.

 

მუხლი 27

კლიენტისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელ პირობებზე შეკვეთების შესრულების ვალდებულება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ საინვესტიციო კომპანიებმა მიიღონ ყველა საკმარისი ზომა, შეკვეთების შესრულებისას, თავიანთი კლიენტებისთვის ყველაზე საუკეთესო შესაძლო შედეგის მისაღებად, შესრულების ფასის, ხარჯების, სისწრაფისა და ალბათობის, და შეკვეთის შესრულებისთვის შესაბამისი ნებისმიერი ანგარიშსწორების,სიდიდის, ხასიათისა ან სხვა ნებისმიერი მოსაზრების გათვალისწინებით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტისგან არსებობს კონკრეტული მითითება, საინვესტიციო კომპანიამ უნდა შეასრულოს შეკვეთა ამ კონკრეტული მითითების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია შეკვეთას ასრულებს საცალო კლიენტის სახელით, საუკეთესო შესაძლო შედეგი უნდა განისაზღვროს საერთო ანაზღაურების თვალსაზრისით, რაც წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტის ფასსა და შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებშიც უნდა შევიდეს კლიენტის მიერ წარმოქმნილი ყველა ხარჯი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება შეკვეთის შესრულებას, მ.შ. შესრულების ადგილის გადასახადები, კლირინგისა და ანგარიშსწორების გადასახადები და შეკვეთის შესრულებაში მონაწილე მესამე მხარეებისთვის გადახდილი სხვა ნებისმიერი გადასახადი.

პირველი ქვეაბზაცის შესაბამისად საუკეთესო შესაძლო შედეგის უზრუნველყოფის მიზნებისთვის, იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ერთზე მეტი კონკურენტი ადგილი ფინანსური ინსტრუმენტისთვის შეკვეთის შესასრულებლად, კლიენტისთვის იმ შედეგების შეფასებისა და შედარების მიზნით, რომლებიც მიღწეული იქნებოდა შეკვეთის შესრულებით იმ თითოეულ შესრულების ადგილზე, რომლებიც ჩამოთვლილია საინვესტიციო კომპანიის შეკვეთის შესრულების პოლიტიკაში, რომელსაც შეუძლია ამ შეკვეთის შესრულება, ამ შეფასებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს საინვესტიციო კომპანიის საკუთარი საკომისიოები და ხარჯები შეკვეთის შესასრულებლად შეკვეთის შესრულების თითოეულ ამ უფლებამოსილ ადგილზე.

2. საინვესტიციო კომპანიამ არ უნდა მიიღოს არანაირი ანაზღაურება, ფასდაკლება ან არა ფულადი ხასიათის სარგებელი კლიენტის შეკვეთების მარშრუტიზაციისთვის კონკრეტული ვაჭრობის ადგილზე ან შესრულების ადგილზე, რომელიც დაარღვევდა ინტერესთა კონფლიქტთან ან აღმძვრელ მოტივებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია ამ მუხლის პირველ აბზაცში და მუხლებში 16(3), 23 და 24.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, რომლებიც ექვემდებარებიან რეგულაციის N 600/2014/EU მუხლებში 23 და 28 მოცემულ ვაჭრობის ვალდებულებას- ინფორმაცია თითოეული ვაჭრობის ადგილმა და სისტემისგარე შემსრულებელმა, და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში- შესრულების თითოეულმა ადგილმა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, რაიმე ცვლილების გარეშე, ამ ადგილზე დადებული გარიგებების განხორციელების ხარისხთან დაკავშირებული მონაცემები, სულ მცირე, ყოველწლიურად, და რომ კლიენტის სახელით გარიგების განხორციელების შემდეგ, საინვესტიციო კომპანიამ კლიენტს აცნობოს იმის შესახებ, თუ სად განხორციელდა შეკვეთა. პერიოდულ ანგარიშებში უნდა შევიდეს მონაცემები ცალკეული ფინანსური ინსტრუმენტების შესრულების ფასის, ხარჯების, სისწრაფისა და ალბათობის შესახებ.

4. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ ეფექტიანი ზომების დადგენა და განხორციელება პირველი აბზაცის მოთხოვნების შესასრულებლად. კერძოდ, წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ შეკვეთის შესრულების პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ, თავიანთი კლიენტის შეკვეთებისთვის, მიიღონ საუკეთესო შესაძლო შედეგი პირველი აბზაცის შესაბამისად.

5. შეკვეთის შესრულების პოლიტიკა, ფინანსური ინსტრუმენტების თითოეულ კლასთან მიმართებაში, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმ სხვადასხვა ადგილების შესახებ, სადაც საინვესტიციო კომპანია ასრულებს თავისი კლიენტის შეკვეთებს, და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ზემოქმედებენ შესრულების ადგილის არჩევაზე. ის, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს იმ ადგილებს, რომლებიც საინვესტიციო კომპანიას აძლევს, თანამიმდევრულ საფუძველზე, საუკეთესო შესაძლო შედეგის მიღების შესაძლებლობას კლიენტის შეკვეთების შესასრულებლად.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ საინვესტიციო კომპანიებმა თავიანთ კლიენტებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია შეკვეთის შესრულების პოლიტიკის შესახებ. ამ ინფორმაციამ მკაფიოდ, საკმარისი დეტალების მიწოდებით და კლიენტებისთვის ადვილად გასაგები ფორმით უნდა განმარტოს, თუ კლიენტისთვის საინვესტიციო კომპანია როგორ შეასრულებს შეკვეთებს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ საინვესტიციო კომპანიებმა თავიანთ კლიენტებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია შეკვეთის შესრულების პოლიტიკის შესახებ.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ შემთხვევაში, როცა შეკვეთის შესრულების პოლიტიკა ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ კლიენტის შეკვეთების შესრულება შესაძლებელი იყოს ვაჭრობის ადგილის ფარგლებს გარეთ, საინვესტიციო კომპანიამ, კერძოდ, ინფორმაცია მიაწოდოს თავის კლიენტებს ამ შესაძლებლობის შესახებ. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ საინვესტიციო კომპანიებმა მოიპოვონ თავიანთი კლიენტების წინასწარი მკაფიო თანხმობა ვაჭრობის ადგილის გარეთ მათი შეკვეთების შესრულების დაწყებამდე. საინვესტიციო კომპანიებს უფლება აქვთ, ეს თანხმობა მოიპოვონ ან საერთო თანხმობის ფორმით ან ცალკეულ გარიგებებთან დაკავშირებით.

6. წევრმა სახელმწიფოებმა იმ საინვესტიციო კომპანიებისგან, რომლებიც ასრულებენ კლიენტის შეკვეთებს, უნდა მოითხოვონ ფინანსური ინსტრუმენტების თითოეული კლასისთვის შესრულების პირველი ხუთი ადგილის შესახებ ინფორმაციის შეჯამება და გასაჯაროება, სავაჭრო ოპერაციების მოცულობების თვალსაზრისით, იმ შემთხვევაში, თუ მათ კლიენტის შეკვეთები შეასრულეს წინა წელს და მიიღეს ინფორმაცია შესრულების ხარისხის შესახებ.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ იმ საინვესტიციო კომპანიებისგან, რომლებიც ასრულებენ კლიენტის შეკვეთებს თავიანთი შეკვეთის შესრულების ზომებისა და შესრულების პოლიტიკის ეფექტიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად, ნებისმიერი ხარვეზის იდენტიფიცირებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორების მიზნით. კერძოდ, მათ რეგულარულად უნდა შეაფასონ ის, შესრულების ადგილები, რომლებიც შესულია შეკვეთის შესრულების პოლიტიკაში, ითვალისწინებენ თუ არა საუკეთესო შესაძლო შედეგს კლიენტისთვის ან მათ ესაჭიროებათ თუ არა ცვლილებების შეტანა თავიანთი შესრულების ზომებში, მათ შორის, აბზაცების 3 და 6 მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაციის გათვალისწინებით. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ იმ კლიენტებისთვის, რომლებთანაც მათ აქვთ მიმდინარე ურთიერთობა, როგორც კლიენტთან, ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებულ მათ შეთანხმებებში ან შესრულების პოლიტიკაში შეტანილი რაიმე არსებითი ცვლილების შესახებ.

8. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ, რომ მათ შეძლონ თავიანთი კლიენტებისთვის, მათი მოთხოვნით, იმის დადასტურება, რომ მათ შეასრულეს მათი შეკვეთები საინვესტიციო კომპანიის შესრულების პოლიტიკის შესაბამისად, და უფლებამოსილი ორგანოსთვის, ამ უკანასკნელის მოთხოვნით, მათ მიერ ამ მუხლის მოთხოვნების შესრულების დადასტურება.

9. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 89-ე მუხლის შესაბამისად, შემდეგის შესახებ:

  1. იმ სხვადასხვა ფაქტორის შეფარდებითი მნიშვნელობის განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებიც, პირველი აბზაცის მიხედვით, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული საუკეთესო შესაძლო შედეგის განსაზღვრისთვის, შეკვეთის მოცულობისა და სახეობის და კლიენტის საცალო ან პროფესიული ხასიათის გათვალისწინებით;
  2. ის ფაქტორები, რომლებიც შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული საინვესტიციო კომპანიის მიერ მისი შესრულებასთან დაკავშირებული შეთანხმებების და იმ გარემოებების განხილვისას, რომლებშიც შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ამ შეთანხმებებში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, იმის განსაზღვრის ფაქტორები, რომელი ადგილები მისცემენ შესაძლებლობას საინვესტიციო კომპანიებს, თანამიმდევრულ საფუძველზე მიიღონ საუკეთესო შესაძლო შედეგი კლიენტის შეკვეთების შესასრულებლად;
  3. კლიენტებისთვის მათი შესრულების პოლიტიკის შესახებ მე-5 აბზაცის მიხედვით მისაწოდებელი ინფორმაციის ხასიათი და მოცულობა.

10. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია შემდეგის განსაზღვრის მიზნით:

  1. შესრულების ხარისხთან დაკავშირებული იმ მონაცემების კონკრეტული შინაარსი, ფორმატი და პერიოდულობა, რომლებიც უნდა გამოქვეყნდეს მე-3 აბზაცის შესაბამისად, შესრულების ადგილის სახეობისა და შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტის სახეობის გათვალისწინებით;
  2. საინვესტიციო კომპანიების მიერ მე-6 აბზაცის მიხედვით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

მუხლი 28

კლიენტის შეკვეთის დამუშავების წესები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ კლიენტების სახელით შეკვეთების შესრულების ავტორიზაციის მქონე საინვესტიციო კომპანიებმა განახორციელონ ის პროცედურები და ზომები, რომლებიც ითვალისწინებენ კლიენტის შეკვეთების სწრაფ, სამართლიან და ოპერატიულ შესრულებას, სხვა კლიენტის შეკვეთებთან ან საინვესტიციო კომპანიის სავაჭრო ინტერესებთან შედარებით.

ამ პროცედურებმა ან ზომებმა უნდა შესაძლებელი გახადონ სხვაგვარად კლიენტის შედარებადი შეკვეთების შესრულება საინვესტიციო კომპანიის მიერ მათი მიღების დროის შესაბამისად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებულ ვაჭრობაზე დაშვებულ ან იმ აქციებთან დაკავშირებით, რომლებითაც ვაჭრობა ხდება ვაჭრობის ადგილზე, კლიენტის შეზღუდული შეკვეთის შემთხვევაში, და რომლებიც დაუყოვნებლივ არ სრულდება დომინირებული ბაზრის კონიუნქტურის პირობებში, საინვესტიციო კომპანიებმა, თუკი კლიენტი ცალსახად სხვაგვარ მითითებას არ იძლევა, უნდა მიიღონ ზომები ამ შეკვეთის ყველაზე ადრე შესაძლო შესრულების ხელშესაწყობად, ამ კლიენტის შეზღუდული შეკვეთის დაუყოვნებლად გასაჯაროებით იმ ფორმით, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია სხვა ბაზრის მონაწილეებისთვის. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საინვესტიციო კომპანიებმა ეს ვალდებულება შეასრულონ ვაჭრობის ადგილისთვის კლიენტის შეზღუდული შეკვეთის გადაცემით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილ ორგანოებს ჰქონდეთ უფლება, უარი თქვან იმ შეზღუდული შეკვეთის გასაჯაროების ვალდებულებაზე, რომლის მოცულობაც დიდია, რეგულაციის N 600/2014/EU მე-4 მუხლით განსაზღვრულ ნორმალურ საბაზრო მოცულობასთან შედარებით.

3. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 89-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

  1. იმ პროცედურების და შეთანხმებების პირობები და ხასიათი, რომლებსაც შედეგად მოსდევს კლიენტის შეკვეთების სწრაფი, სამართლიანი და ოპერატიული შესრულება და ის სიტუაციები, რომლებშიც ან იმ სახის გარიგებები, რომლებისთვისაც საინვესტიციო კომპანიებს გონივრულ ფარგლებში უფლება აქვთ გადაუხვიონ სწრაფი შესრულებიდან კლიენტებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების მოსაპოვებლად;
  2. სხვადასხვა მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ საინვესტიციო კომპანიამ შეასრულა თავისი ის ვალდებულება, რომელიც უკავშირდება არა დაუყოვნებლივ შესრულებადი კლიენტის შეზღუდული შეკვეთების ბაზრისთვის გამჟღავნებას.

 

მუხლი 29

სავაჭრო აგენტების დანიშვნისას საინვესტიციო კომპანიების ვალდებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიას უნდა მისცენ სავაჭრო აგენტების დანიშვნის უფლება საინვესტიციო კომპანიის მომსახურებების პოპულარიზაციის, ბიზნესისთვის შუამავლობის ან კლიენტების ან პოტენციური კლიენტებისგან შეკვეთების მიღების და გადაცემის, ფინანსური ინსტრუმენტების განთავსების და ამ საინვესტიციო კომპანიის მიერ შეთავაზებულ ამ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და მომსახურებებთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემის მიზნით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო კომპანია გადაწყვეტს დანიშნოს სავაჭრო აგენტი, ის დარჩეს სრულად და უპირობოდ პასუხისმგებელი სავაჭრო აგენტის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე საინვესტიციო კომპანიის სახელით მოქმედებისას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ საინვესტიციო კომპანიამ უზრუნველყოს სავაჭრო აგენტის მიერ იმის გამჟღავნება, თუ რა რანგში მოქმედებს ის, და იმ საინვესტიციო კომპანიის გამჟღავნება, რომელსაც ის წარმოადგენს ხელშეკრულების დადებისას ან ნებისმიერ კლიენტთან თუ პოტენციურ კლიენტთან ურთიერთობამდე.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, მე-16 მუხლის პუნქტების 6, 8 და 9 მიხედვით, ნებართვა მისცენ მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სავაჭრო აგენტებს, ფლობდნენ კლიენტების ფულს ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებს იმ საინვესტიციო კომპანიის სახელითა და სრული პასუხისმგებლობით, რომლისთვისაც ისინი მოქმედებენ მათ ტერიტორიაზე, ან ტრანსასაზღვრო ოპერაციის შემთხვევაში,იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც სავაჭრო აგენტს აძლევს კლიენტის ფულის ფლობის ნებართვას.

წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიებისგან უნდა მოითხოვონ თავიანთი სავაჭრო აგენტების საქმიანობის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათ მიერ წინამდებარე დირექტივის შესრულება სავაჭრო აგენტების მეშვეობით მოქმედების პროცესში.

3. სავაჭრო აგენტები უნდა დარეგისტრირდნენ იმ წევრი სახელმწიფოს საჯარო რეესტრში, სადაც ისინი არიან დაფუძნებულები. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს მითითებები ან ჰიპერბმულები იმ საჯარო რეესტრებზე, რომლებიც შექმნილია ამ მუხლით იმ წევრი სახელმწიფოების მიერ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, საინვესტიციო კომპანიებს მისცენ სავაჭრო აგენტების დანიშვნის ნებართვა.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სავაჭრო აგენტების საჯარო რეესტრში დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მათ გააჩნიათ საკმარისად კარგი რეპუტაცია და სათანადო ზოგადი, კომერციული და პროფესიული ცოდნა და კომპეტენცია, რათა შეძლონ კლიენტის ან პოტენციური კლიენტისთვის საინვესტიციო მომსახურების ან დამხმარე მომსახურების გაწევა და შეთავაზებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაციის ზუსტად მიწოდება.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, სათანადო კონტროლის მიხედვით, რომ საინვესტიციო კომპანიებს შეეძლოთ იმის შემოწმება, მათ მიერ დანიშნული სავაჭრო აგენტებს გააჩნიათ თუ არა საკმარისად კარგი რეპუტაცია და ცოდნა და კომპეტენცია, მითითებული მეორე ქვეაბზაცში.

რეესტრი რეგულარულად უნდა განახლდეს. კონსულტაციის მიზნით გამოსაყენებლად ის საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ სავაჭრო აგენტების დამნიშვნელმა საინვესტიციო კომპანიებმა მიიღონ სათანადო ზომები იმ ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, რომელიც სავაჭრო აგენტის საქმიანობას, რომელიც არაა გათვალისწინებული წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროთი, შეიძლება ჰქონდეს სავაჭრო აგენტის მიერ საინვესტიციო კომპანიის სახელით განხორციელებულ საქმიანობაზე.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, უფლებამოსილ ორგანოებს მისცენ ნებართვა, ითანამშრომლონ საინვესტიციო დაწესებულებებთან და საკრედიტო ინსტიტუტებთან, მათ გაერთიანებებთან და სხვა სუბიექტებთან სავაჭრო აგენტების რეგისტრაციისა და სავაჭრო აგენტების მიერ მე-3 აბზაცის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის მიმართულებით. კერძოდ, სავაჭრო აგენტები შეიძლება დარეგისტრირდნენ საინვესტიციო კომპანიის, საკრედიტო დაწესებულების ან მათი გაერთიანებების და სხვა სუბიექტების მიერ, უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ საინვესტიციო კომპანიებმა მხოლოდ დანიშნონ მე-3 აბზაცში მითითებულ საჯარო რეესტრებში შეყვანილი სავაჭრო აგენტები.

6. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ მიიღონ ან შეინარჩუნონ ის დებულებები, რომლებიც ამ მუხლში მოცემულ დებულებებზე უფრო მკაცრია, ან დაამატონ დამატებითი მოთხოვნები მათი იურისდიქციის ფარგლებში რეგისტრირებული სავაჭრო აგენტებისთვის.

 

მუხლი 30

უფლებამოსილ კონტრაგენტებთან გაფორმებული გარიგებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება კლიენტების სახელით შეასრულონ შეკვეთები ან/და საკუთარ ანგარიშზე ივაჭრონ ან/და მიიღონ და გადასცენ შეკვეთები, ჰქონდეთ უფლება განახორციელონ ან დადონ გარიგებები უფლებამოსილ კონტრაგენტებთან იმ ვალდებულების გარეშე, რომ შეასრულონ 24-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამ გარიგებებთან მიმართებაში ან ამ გარიგებებთან პირდაპირ დაკავშირებულ ნებისმიერი დამხმარე მომსახურებასთან მიმართებაში 25-ე მუხლის მე-4 და მე-5 აბზაცების, 27-ე მუხლის მე-6 აბზაცისა და მუხლის 28(1) გამოკლებით.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილ კონტრაგენტებთან ურთიერთობაში, საინვესტიციო კომპანიებმა იმოქმედონ კეთილსინდისიერად, სამართლიანად და პროფესიულად და კომუნიკაცია განახორციელონ სამართლიანად, მკაფიოდ და არა შეცდომაში შემყვანი ფორმით, უფლებამოსილი კონტრაგენტისა და მისი საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ამ მუხლის მიზნებისთვის უფლებამოსილ კონტრაგენტებად უნდა აღიარონ საინვესტიციო კომპანიები, საკრედიტო დაწესებულებები, სადაზღვევო კომპანიები, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი საწარმო და მათი მმართველი კომპანიები, სხვა საფინანსო დაწესებულებები, რომლებიც ავტორიზებულია ან რეგულირდება ევროკავშირის კანონმდებლობით ან წევრი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, ქვეყნის მთავრობები და მათი შესაბამისი ოფისები, მ.შ. ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც არეგულირებენ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებულ საკითხებს სახელმწიფო დონეზე, ცენტრალური ბანკები და ზენაციონალური ორგანიზაციები.

პირველი ქვეაბზაცის მიხედვით უფლებამოსილ კონტრაგენტად კლასიფიცირებამ არ უნდა შეზღუდოს ამ სუბიექტების უფლება, მოითხოვონ, ან ზოგადი ფორმით ან ვაჭრობის საფუძველზე, ისეთ კლიენტებად მიჩნევა, რომელთა საქმიანობა საინვესტიციო კომპანიასთან ქვემდებარება მუხლებს 24, 25, 27 და 28.

3. წევრ სახელმწიფოებს აგრეთვე აქვთ უფლება, უფლებამოსილ კონტრაგენტებად აღიარონ ის სხვა საწარმოები, რომლებიც ასრულებენ წინასწარ განსაზღვრულ თანაზომიერ მოთხოვნებს, მ.შ. რაოდენობრივ ზღვრულ მნიშვნელობებს. იმ გარიგების შემთხვევაში, როცა სავარაუდო კონტრაგენტები სხვადასხვა იურისდიქციებში მდებარეობენ, საინვესტიციო კომპანია უნდა დაეყრდნოს მეორე საწარმოს სტატუსს, რომელიც განსაზღვრულია იმ წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ზომებით, რომელშიც ეს საწარმო არის დაფუძნებული.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინვესტიციო კომპანიამ, ამ საწარმოებთან პირველი აბზაცის მიხედვით გარიგებების დადებისას, მოიპოვოს ცალსახა დადასტურება სავარაუდო კონტრაგენტისგან იმის შესახებ, რომ ის თანახმაა მიჩნეულ იქნეს უფლებამოსილ კონტრაგენტად. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიას უნდა მისცენ ნებართვა, მოიპოვის ეს დადასტურება ან ზოგადი შეთანხმების ფორმით, ან თითოეულ ცალკეულ გარიგებასთან დაკავშირებით.

4. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, უფლებამოსილ კონტრაგენტებად აღიარონ მესამე ქვეყნის ის სუბიექტები, რომლებიც ექვივალენტურია მე-2 აბზაცში მითითებული სუბიექტების კატეგორიებისა.

წევრ სახელმწიფოებს აგრეთვე აქვთ უფლება, უფლებამოსილ კონტრაგენტებად აღიარონ მესამე ქვეყნის საწარმოები, მაგალითად, მე-3 აბზაცში მითითებული საწარმოები, იგივე პირობებით და მე-3 აბზაცში განსაზღვრული იმავე მოთხოვნების მიხედვით.

5. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 89-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს:

  1. მე-2 აბზაცის მიხედვით კლიენტებად აღიარების მოთხოვნის პროცედურები;
  2. სავარაუდო კონტრაგენტებისგან მკაფიო დასტურის მოპოვების პროცედურები მე-3 აბზაცის მიხედვით;
  3. წინასწარ განსაზღვრული თანაზომიერი მოთხოვნები, მ.შ. რაოდენობრივი ზღვრული მნიშვნელობები, რომლებიც საწარმოს შესაძლებლობას მისცემდნენ, რომ ის მიჩნეულიყო უფლებამოსილ კონტრაგენტად, მე-3 აბზაცის მიხედვით.

 

სექცია 3

ბაზრის გამჭვირვალობა და ერთიანობა

მუხლი 31

მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის წესებისა და სხვა სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზაციულ სავაჭრო სისტემას, შეიმუშაონ და შეინარჩუნონ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისა ან ორგანიზაციული სავაჭრო სისტემის შესაბამისი ეფექტიანი ზომები და პროცედურები მისი წევრების ან მონაწილეების ან მომხმარებლების მიერ მისი წესების შესრულების რეგულარული მონიტორინგისთვის. იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზაციულ სავაჭრო სისტემას, უნდა განახორციელონ გაგზავნილი შეკვეთები, მ.შ. მათი წევრების ან მონაწილეების ან მომხმარებლების მიერ მათი სისტემების ფარგლებში განხორციელებული გაუქმებები და გარიგებები, იმისათვის, რათა მოხდეს ამ წესების იმ დარღვევების, არაორგანიზებული სავაჭრო პირობების, მოქმედების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება მიუთითებდნენ იმ ქცევაზე, რომელიც იკრძალება რეგულაციით N 596/2014/EU ან, ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით სისტემის რღვევებზე, და უნდა გამოიყენონ ის რესურსები, რომლებიც აუცილებელია ამ მონიტორინგის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიებმა და ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზაციულ სავაჭრო სისტემას, უნდა დაუყოვნებლივ შეატყობინონ თავის უფლებამოსილ ორგანოს თავისი წესების ან არაორგანიზებული ვაჭრობის პირობების მნიშვნელოვანი დარღვევების ან საქციელის შესახებ, რომლებიც შეიძლება მიუთითებენ იმ ქცევაზე, რომელიც იკრძალება რეგულაციით N 596/2014/EU ან, სისტემის რღვევებზე ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით.

იმ საინვესტიციო კომპანიებისა და ბაზრის ოპერატორების უფლებამოსილმა ორგანოებმა, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზაციულ სავაჭრო სისტემას, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და დანარჩენი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიაწოდონ პირველ ქვეაბზაცში მითითებული ინფორმაცია.

იმ მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს იმ ქცევაზე, რომელიც იკრძალება რეგულაციით N 596/2014/EU, უფლებამოსილი ორგანო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს ქცევა ხორციელდება ან განხორციელდა იქამდე, სანამ ის შეატყობინებს დანარჩენი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა მოითხოვონ იმ საინვესტიციო კომპანიებისა და ბაზრის ოპერატორებისგან, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზაციულ სავაჭრო სისტემას, აგრეთვე დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე მიაწოდონ მე-2 აბზაცში მითითებული ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოს ბაზრის წესების ბოროტად გამოყენების გამოძიებისა და სამართლებრივი დევნისთვის, და სრული დახმარება აღმოუჩინოს ამ ორგანოს ბაზრის წესების იმ ბოროტად გამოყენების გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაში, რომელიც ხდება მის სისტემებში ან მისი სისტემების მეშვეობით.

4. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც წარმოშობენ ამ მუხლის მე-2 აბზაცში მითითებული ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას.

 

მუხლი 32

ფინანსური ინსტრუმენტების შეჩერება და ამოღება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობიდან

1. მუხლის 69(2) მიხედვით უფლებამოსილი ორგანოს იმ უფლების დაურღვევლად, რომელიც უკავშირდება ვაჭრობიდან ფინანსური ინსტრუმენტის შეჩერების ან ამოღების მოთხოვნას, იმ საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორს, რომელიც ამუშავებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, უფლება აქვს შეაჩეროს ან ამოიღოს ვაჭრობიდან ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აღარ შეესაბამება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის წესებს, თუ ეს შეჩერება ან ამოღება სავარაუდოდ მნიშვნელოვნად არ დააზიანებდა ინვესტორთა ინტერესებს ან ბაზრის ორგანიზებულ ფუნქციონირებას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, რომელიც აჩერებს ან იღებს ვაჭრობიდან ფინანსურ ინსტრუმენტს, აგრეთვე შეაჩეროს ან ამოიღოს პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული ის დერივატივები, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, საჭიროების შემთხვევაში, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტის შეჩერების ან ამოღების მიზნების მხარდასაჭერად. იმ საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, უნდა გაასაჯაროოს თავისი გადაწყვეტილება ფინანსური ინსტრუმენტის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დერივატივის შეჩერების ან ამოღების შესახებ, და შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა გადაუგზავნოს თავის უფლებამოსილ ორგანოს.

იმ უფლებამოსილმა ორგანომ, რომლის იურისდიქციაშიც დაიწყო შეჩერება ან ამოღება, უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებულმა ბაზრებმა, სხვა მრავალმხრივმა სავაჭრო სისტემებმა, სხვა ორგანიზებულმა სავაჭრო სისტემებმა და არარეგულირებადმა სავაჭრო ფონდებმა, რომლებიც განეკუთვნებიან მის იურისდიქციას და ვაჭრობენ წინამდებარე დირექტივის პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული იმავე ფინანსური ინსტრუმენტით ან იმ დერივატივებით, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, აგრეთვე შეაჩერონ ან ამოიღონ ეს ფინანსური ინსტრუმენტი ან დერივატივები ვაჭრობიდან იმ შემთხვევაში, როცა შეჩერება ან ამოღება გამოწვეულია ბაზრის წესების სავარაუდო ბოროტად გამოყენებით, შთანთქმის შესახებ შეთავაზებით ან ემიტენტის ან რეგულაციის N 596/2014/EU მუხლების 7 და 17 დამრღვევი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ ინსაიდერული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ შეჩერებას ან ამოღებას შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ინვესტორთა ინტერესები ან ბაზრის ორგანიზებული ფუნქციონირება.

უფლებამოსილმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და დანარჩენი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოს გადაუგზავნოს ეს გადაწყვეტილება.

იმ უფლებამოსილმა ორგანომ, რომლის იურისდიქციაშიც დაიწყო შეჩერება ან ამოღება, უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებულმა ბაზრებმა, სხვა მრავალმხრივმა სავაჭრო სისტემებმა, სხვა ორგანიზებულმა სავაჭრო სისტემებმა და არარეგულირებადმა სავაჭრო ფონდებმა, რომლებიც განეკუთვნებიან მის იურისდიქციას და ვაჭრობენ წინამდებარე დირექტივის პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული იმავე ფინანსური ინსტრუმენტით ან იმ დერივატივებით, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, აგრეთვე შეაჩერონ ან ამოიღონ ეს ფინანსური ინსტრუმენტი ან დერივატივები ვაჭრობიდან იმ შემთხვევაში, როცა შეჩერება ან ამოღება გამოწვეულია ბაზრის წესების სავარაუდო ბოროტად გამოყენებით, შთანთქმის შესახებ შეთავაზებით ან ემიტენტის ან რეგულაციის N 596/2014/EU მუხლების 7 და 17 დამრღვევი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ ინსაიდერული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ შეჩერებას ან ამოღებას შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ინვესტორთა ინტერესები ან ბაზრის ორგანიზებული ფუნქციონირება.

თითოეულმა შეტყობინებულმა უფლებამოსილმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება უნდა გადაუგზავნოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, მ.შ. განმარტება იმის შესახებ, გადაწყვეტილებას არ უნდა შეეჩერებინა ან ამოეღო ვაჭრობიდან პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული ფინანსური ინსტრუმენტი ან დერივატივები, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში.

ეს აბზაცი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული ფინანსური ინსტრუმენტის ან დერივატივების, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, ვაჭრობიდან შეჩერება იხსნება.

ამ აბზაცში მითითებული შეტყობინების პროცედურა აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული ფინანსური ინსტრუმენტის ან დერივატივების, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, შეჩერების ან ვაჭრობიდან ამოღების გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო, მუხლის 69(2) პუნქტების ნ და ო შესაბამისად.

ამ დერივატივების შეჩერების ან ვაჭრობიდან ამოღების ვალდებულების თანაზომიერად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ შემთხვევების დამატებითი დაზუსტების მიზნით, რომლებშიც კავშირი პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებულ დერივატივს, რომელიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია შეჩერებულ ან ვაჭრობიდან ამოღებულ ფინანსურ ინსტრუმენტში, და თავდაპირველ ფინანსურ ინსტრუმენტს შორის გულისხმობს, რომ ეს დერივატივი აგრეთვე უნდა შეჩერდეს ან ამოღებულ იქნეს ბაზრიდან, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტის შეჩერების ან ამოღების მიზნის მისაღწევად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

3. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია მე-2 აბზაცში მითითებული კომუნიკაციებისა და გამოქვეყნებული ინფორმაციის ფორმატისა და ვადების განსაზღვრის მიზნით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

4. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, რათა ნუსხაში შეიყვანოს ის სიტუაციები, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს წარმოადგენენ ინვესტორების ინტერესებისა და ამ მუხლის აბზაცებში 1 და 2 მითითებული ბაზრის ორგანიზებული ფუნქციონირებისთვის.

 

სექცია 4

მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებადი ბაზრები

მუხლი 33

მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებადი ბაზრები

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ოპერატორს უფლება ჰქონდეს, მიმართოს თავისი რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებად ბაზრად დასარეგისტრირებლად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოს ჰქონდეს უფლება, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა დაარეგისტრიროს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებად ბაზრად, თუ უფლებამოსილი ორგანო მიიღებს პირველ აბზაცში მითითებულ განაცხადს და დარწმუნდება იმაში, რომ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემასთან მიმართებაში მე-3 აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულდება.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემები დაექვემდებარონ იმ ეფექტიან წესებს, სისტემებს და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგი პირობების დაცვას:

  1. იმ ემიტენტების სულ მცირე 50%, რომელთა ფინანსური ინსტრუმენტები დაშვებულია მრავალმხრივი სავაჭრო სისტემაში სავაჭროდ, არის მცირე და საშუალო საწარმოები იმ დროს, როცა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა დარეგისტრირებულია მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებად ბაზრად, და მას შემდეგ ნებისმიერ კალენდარულ წელს;
  2. სათანადო კრიტერიუმები განისაზღვრება ბაზარზე ემიტენტების ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭროდ თავდაპირველი და მიმდინარე დაშვებისთვის;
  3. ბაზარზე ფინანსური ინსტრუმენტების თავდაპირველი დაშვებისას, არსებობს საკმარისი გამოქვეყნებული ინფორმაცია, რაც ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, მოახდინონ თუ არა კაპიტალდაბანდება ფინანსურ ინსტრუმენტებში, ან სათანადო დაშვების დოკუმენტში ან ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ინფორმაციაში, თუ დირექტივით 2003/71/EC განსაზღვრული მოთხოვნები გამოიყენება იმ საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომელიც კეთდება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში ფინანსური ინსტრუმენტის ვაჭრობაზე თავდაპირველ დაშვებასთან კომბინაციაში;
  4. ხდება სათანადო მიმდინარე პერიოდული ფინანსური ანგარიშგება ბაზარზე ემიტენტის მიერ ან ემიტენტის სახელით,მაგალითად, აუდიტირებული წლიური ანგარიშები;
  5. ბაზარზე არსებული ემიტენტები, როგორც ეს განსაზვრულია რეგულაციის N 596/2014/EU მუხლის 3(1) 21-ე პუნქტში, მენეჯერული პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირები, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის N 596/2014/EU მუხლის 3(1) 25-ე პუნქტში და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის N 596/2014/EU მუხლის 3(1) 26-ე პუნქტში ასრულებენ იმ შესაბამის მოთხოვნებს, რომლებიც მათ მიმართ გამოიყენება რეგულაციით N 596/2014/EU;
  6. მარეგულირებელი ინფორმაცია ბაზარზე არსებული ემიტენტების შესახებ ინახება და მიეწოდება საზოგადოებას;
  7. მოქმედებს ეფექტიანი სისტემები და კონტროლის ზომები, რომელთა მიზანია ამ ბაზარზე ბაზრის წესების დარღვევის თავიდან აცილება და გამოვლენა, როგორც ამას მოითხოვს რეგულაცია N596/2014/EU.

4. მე-3 აბზაცში მოცემული კრიტერიუმები არ არღვევენ საინვესტიციო კომპანიის ან ბაზრის ოპერატორის მიერ, რომელიც ამუშავებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც უკავშირდება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების მუშაობას. ისინი აგრეთვე არ უშლიან ხელს საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორს, რომელიც ამუშავებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, ამ აბზაცში მოცემული მოთხოვნების გარდა დააწესოს დამატებითი მოთხოვნები.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოს ჰქონდეს უფლება, მოახდინოს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებად ბაზრად დერეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ნებისმიერ შემთხვევაში:

  1. ის საინვესტიციო კომპანია ან ბაზრის ოპერატორი, რომელიც ამუშავებს ბაზარს, აკეთებს განაცხადს რეგისტრაციიდან მოხსნაზე;
  2. აღარ სრულდება მე-3 აბზაცში მოცემული მოთხოვნები მრავალმხრივ სავაჭრო სისტემასთან მიმართებაში.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ თუ რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანო ახდენს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებად ბაზრად რეგისტრაციას ან დერეგისტრაციას ამ მუხლის მიხედვით, მან შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ამ რეგისტრაციის ან დერეგისტრაციის შესახებ. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებადი ბაზრების ნუსხა და ის პერიოდულად განაახლოს.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტის ფინანსური ინსტრუმენტი დაიშვება ვაჭრობაზე მცირე და საშუალო საწარმოების ერთ განვითარებად ბაზარზე, აგრეთვე შესაძლებელი იყოს ამ ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობა მცირე და საშუალო საწარმოების სხვა განვითარებად ბაზარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტს ეცნობა ამის შესახებ და მას ამაზე უარი არ უთქვამს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ემიტენტი არ ექვემდებარება იმ რაიმე ვალდებულებას, რომელიც უკავშირდება კორპორატიულ მმართველობას ან თავდაპირველ, მიმდინარე ან სიტუაციურ გამჟღავნებას ამ უკანასკნელ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზართან დაკავშირებით.

8. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს ის დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც დამატებით აზუსტებენ ამ მუხლის მე-3 ქვეაბზაცში განსაზღვრულ მოთხოვნებს. ზომებში უნდა გათვალისწინებულ იქნეს ინვესტორის მაღალი ხარისხით დაცვის შენარჩუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების საჭიროება, ამ ბაზრების მიმართ ინვესტორის ნდობის ხელშესაწყობად, და ამასთან, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ტვირთი ბაზარზე არსებული ემიტენტებისთვის, და რომ რეგისტრაციიდან მოხსნა არ უნდა განხორციელდეს და არც რეგისტრაციაზე უნდა ითქვას უარი მხოლოდ ამ მუხლის მე-3 აბზაცის ა პუნქტში მოცემული მოთხოვნების დროებითი შეუსრულებლობის შედეგად.

 

თავი III

საინვესტიციო კომპანიების უფლებები

მუხლი 34

საინვესტიციო მომსახურებების გაწევისა და საქმიანობის განხორციელების თავისუფლება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ წინამდებარე დირექტივის მიხედვით და დირექტივის 2013/36/EU შესაბამისად საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებაში, სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ავტორიზებულ და ზედამხედველობა გაწეულ ნებისმიერ საინვესტიციო კომპანიას უფლება ჰქონდეს, უფასოდ უზრუნველყოს საინვესტიციო მომსახურებები ან/და განახორციელოს საინვესტიციო საქმიანობა, აგრეთვე დამატებითი მომსახურებები მათ ტერიტორიებზე, იმ პირობით, თუ ეს მომსახურებები და საქმიანობები გათვალისწინებულია მისი ავტორიზაციით. დამხმარე მომსახურებების გაწევა შესაძლებელია მხოლოდ საინვესტიციო მომსახურებასა ან/და საქმიანობასთან ერთად.

წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუწესონ რაიმე დამატებითი მოთხოვნები ამ საინვესტიციო კომპანიას ან საკრედიტო დაწესებულებას წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

2. იმ ნებისმიერმა საინვესტიციო კომპანიამ, რომელსაც სურს მომსახურებების მიწოდება ან საქმიანობის განხორციელება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველად, ან ამ მიწოდებული მომსახურებების ან განხორციელებული საქმიანობის სპექტრის შეცვლა, იმ წევრი სახელმწიფოს, რომელშიც ისაა რეგისტრირებული, უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

  1. ის წევრი სახელმწიფო, რომელშიც ის აპირებს საქმიანობას;
  2. ოპერაციების პროგრამა, რომელშიც, კონკრეტულად, აღნიშნულია ის საინვესტიციო მომსახურებები ან/და საქმიანობა, აგრეთვე დამხმარე მომსახურებები, რომელთა მიწოდებასაც ის აპირებს ამ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და ინფორმაცია იმის შესახებ, ის აპირებს თუ არა ამის გაკეთებას, იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც ის არის რეგისტრირებული, დაფუძნებული სავაჭრო აგენტების გამოყენებით. იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია აპირებს სავაჭრო აგენტების გამოყენებას, საინვესტიციო კომპანიამ თავისი იმ წევრი სახელმწიფოს, რომელშიც ის არის რეგისტრირებული, უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს ამ სავაჭრო აგენტების ვინაობა.

იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია აპირებს თავისი რეგისტრაციის სახელმწიფოში დაფუძნებული სავაჭრო აგენტების გამოყენებას, იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელზეც ის აპირებს მომსახურებების მიწოდებას, საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ყველა ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში მუხლის 79(1) მიხედვით საკონტაქტო პირად განსაზღვრული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს იმ სავაჭრო აგენტების ვინაობა, რომელთა გამოყენებასაც აპირებს საინვესტიციო კომპანია ამ წევრ სახელმწიფოში საინვესტიციო მომსახურებებისა და საქმიანობების განსახორციელებლად. მასპინძელმა წევრმა სახელმწიფომ ეს ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ ინფორმაციაზე წვდომა რეგულაციის N 1095/2010/EU 35-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით და პირობებით.

3. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში ის უნდა გადაუგზავნოს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც განსაზღვრულია, როგორც საკონტაქტო პირი მუხლის 79(1) მიხედვით. შემდეგ, საინვესტიციო კომპანიას შეუძლია დაიწყოს შესაბამისი საინვესტიციო მომსახურებების და საქმიანობის განხორციელება მასპინძელ წევრ სახელმწიფოში.

4. მე-2 აბზაცის შესაბამისად მიწოდებული რომელიმე რეკვიზიტის ცვლილების შემთხვევაში, საინვესტიციო კომპანიამ ამ ცვლილების შესახებ წერილობით უნდა შეატყობინოს იმ წევრი სახელმწიფოს, რომელშიც ის არის რეგისტრირებული,უფლებამოსილ ორგანოს, ამ ცვლილების განხორციელებამდე, სულ მცირე, ერთი თვით ადრე. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ამ ცვლილების შესახებ უნდა შეატყობინოს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

5. ნებისმიერმა საკრედიტო დაწესებულებამ, რომელსაც სურს საინვესტიციო მომსახურებების ან საქმიანობის, აგრეთვე დამხმარე მომსახურებების განხორციელება პირველი აბზაცის შესაბამისად სავაჭრო აგენტების მეშვეობით, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს ამ სავაჭრო აგენტების ვინაობა.

იმ შემთხვევაში, როცა საკრედიტო დაწესებულება აპირებს რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოშიდაფუძნებული სავაჭრო აგენტების გამოყენებას იმ წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, სადაც ის აპირებს მომსახურებების გაწევას, საკრედიტო დაწესებულების რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ყველა ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, მუხლის 79(1) მიხედვით საკონტაქტო პირად განსაზღვრული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს იმ სავაჭრო აგენტების ვინაობა, რომელთა გამოყენებასაც საკრედიტო დაწესებულება აპირებს ამ წევრ სახელმწიფოში მომსახურებების გასაწევად. მასპინძელმა წევრმა სახელმწიფომ ეს ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს.

6. წევრმა სახელმწიფოებმა, დამატებითი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოთხოვნის გარეშე, უფლება უნდა მისცეს საინვესტიციო კომპანიებს და იმ ბაზრის ოპერატორებს, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებს და ორგანიზებულ სავაჭრო სისტემებს სხვა წევრი სახელმწიფოებიდან, უზრუნველყოს სათანადო ზომები მათ ტერიტორიაზე, რათა გაამარტივოს წვდომა და ვაჭრობა ამ ბაზრებზე, მათ ტერიტორიაზე დაფუძნებული ვაჭრობაში დისტანციური მონაწილეების, წევრებისა ან მონაწილეებისგან.

7. იმ საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, თავისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს იმ წევრი სახელმწიფოს ვინაობა, რომელშიც ის აპირებს ამ ზომების უზრუნველყოფას. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, ერთი თვის ვადაში, ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელშიც მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემა აპირებს ამ ზომების უზრუნველყოფას.

მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით და დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, უნდა აცნობოს ამ წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის დისტანციური წევრებისა ან მონაწილეების ვინაობა.

8. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ ინფორმაციის განსაზღვრისთვის, რომლის შეტყობინებაც უნდა მოხდეს აბზაცების 2, 4, 5 და 7 მიხედვით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

9. ►C3ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების დასადგენად, ინფორმაციის გადაცემის მიზნით აბზაცების 2, 3, 4, 5 და 7 მიხედვით ◄

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 31 დეკემბრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 35

ფილიალის დაფუძნება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინვესტიციო მომსახურებების ან/და საქმიანობის, აგრეთვე დამხმარე მომსახურებების განხორციელება შესაძლებელი იყოს მათ ტერიტორიაზე წინამდებარე დირექტივისა და დირექტივის 2013/36/EU მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის უფლების მეშვეობით, იქნება ეს ფილიალის დაფუძნებით თუ წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული სავაჭრო აგენტის გამოყენებით რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, იმ პირობით, თუ ამ მომსახურებებს და საქმიანობებს ითვალისწინებს რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში საინვესტიციო კომპანიის ან საკრედიტო დაწესებულებისთვის მიცემული ავტორიზაცია. დამხმარე მომსახურებების გაწევა შესაძლებელია მხოლოდ საინვესტიციო მომსახურებასა ან/და საქმიანობასთან ერთად.

წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დააწესონ რაიმე დამატებითი მოთხოვნები, გარდა მე-8 პუნქტით ნებადართული მოთხოვნებისა, ფილიალის ორგანიზაციულ მოწყობასა და მუშაობაზე, წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ იმ ნებისმიერი საინვესტიციო კომპანიისგან, რომლებსაც სურთ სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფილიალის დაფუძნება ან იმ სხვა სახელმწიფოში დაფუძნებული გაყიდვების აგენტების გამოყენება, რომელშიც მას არ დაუფუძნებია ფილიალი, რომ პირველ რიგში შეატყობინონ მისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს და მიაწოდოს მას შემდეგი ინფორმაცია:

  1. ის წევრი სახელმწიფოებში, რომელთა ტერიტორიაზეც ის გეგმავს ფილიალის დაფუძნებას ან ის წევრი სახელმწიფოები, რომლებშიც მას არ დაუფუძნებია ფილიალი, მაგრამ გეგმავს იქ დაფუძნებული სავაჭრო აგენტების გამოყენებას;
  2. ოპერაციების პროგრამა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოცემულია შესათავაზებელი საინვესტიციო მომსახურებები ან/და საქმიანობები, აგრეთვე დამხმარე მომსახურებები;
  3. დაფუძნების შემთხვევაში, ფილიალის ორგანიზაციული სტრუქტურა, იმის მითითებით, ეს ფილიალი აპირებს თუ არა სავაჭრო აგენტების გამოყენებას, და ამ აგენტების ვინაობა;
  4. იმ შემთხვევაში, როცა სავაჭრო აგენტების გამოყენება უნდა მოხდეს იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც საინვესტიციო კომპანიას ფილიალი არ დაუფუძნებია, გაყიდვების აგენტ(ებ)ის მიზნობრივი გამოყენებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერილობა, მ.შ. ფუნქციონალური დაქვემდებარება, იმის მითითებით, თუ როგორ ჩაჯდება აგენტ(ებ)ი საინვესტიციო კომპანიის კორპორატიულ სტრუქტურაში;
  5. იმ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს მისამართი, რომლიდანაც შეიძლება დოკუმენტების მოპოვება;
  6. ფილიალის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტების, ან გაყიდვების აგენტის სახელი და გვარი.

იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია იყენებს წევრ სახელმწიფოში დაფუძნებულ სავაჭრო აგენტებს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, უნდა მოხდეს ამ სავაჭრო აგენტების ასიმილირება ფილიალში (თუკი ის დაფუძნებულია) და ის, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაექვემდებაროს ფილიალებთან დაკავშირებულ, წინამდებარე დირექტივის დებულებებს.

3. თუკი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს არ აქვს მიზეზი, ეჭვი შეიტანოს საინვესტიციო კომპანიის ადმინისტრაციული სტრუქტურისა ან ფინანსური მდგომარეობის ადექვატურობაში, გათვალისწინებული საქმიანობის გათვალისწინებით, მან ყველა ინფორმაციის მიღებიდან სამი თვის ვადაში, ეს ინფორმაცია უნდა გადაუგზავნოს იმ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც განსაზღვრულია საკონტაქტო პირად მუხლის 79(1) მიხედვით, და შესაბამის საინვესტიციო კომპანიას აცნობოს ამის შესახებ.

4. მე-2 აბზაცში მითითებული ინფორმაციის გარდა, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ იმ აკრედიტებული საკომპენსაციო სქემის, რომლის წევრიც არის საინვესტიციო კომპანია, შესახებ მონაცემები უნდა მიაწოდოს, დირექტივის 97/9/EC შესაბამისად, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს. მონაცემებში ცვლილების შემთხვევაში, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ამ ცვლილების შესახებ უნდა შეატყობინოს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

5. იმ შემთხვევაში, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ფლებამოსილი ორგანო უარს ამბობს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია, მან შესაბამის საინვესტიციო კომპანიას უნდა განუმარტოს უარის მიზეზები ყველა ინფორმაციის მიღებიდან სამი თვის ვადაში.

6. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოდან კომუნიკაციის მიღებისას ან ამ უკანასკნელისგან ამ კომუნიკაციის ვერ მიღების შემთხვევაში რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის გადაცემის თარიღიდან არაუგვიანეს ორი თვისა, ფილიალი შეიძლება დაფუძნდეს და დაიწყოს საქმიანობა.

7. იმ ნებისმიერმა საკრედიტო დაწესებულებამ, რომელსაც სურს წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული სავაჭრო აგენტის გამოყენება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, საინვესტიციო მომსახურებების ან/და საქმიანობის, აგრეთვე დამხმარე მომსახურებების განსახორციელებლად წინამდებარე დირექტივის მიხედვით, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს და მიაწოდოს მე-2 აბზაცში მითითებული ინფორმაცია.

თუკი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს არ აქვს მიზეზი, ეჭვი შეიტანოს საკრედიტო დაწესებულების ადმინისტრაციული სტრუქტურისა ან ფინანსური მდგომარეობის ადექვატურობაში, მან ყველა ინფორმაციის მიღებიდან სამი თვის ვადაში, ეს ინფორმაცია უნდა გადაუგზავნოს იმ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც განსაზღვრულია საკონტაქტო პირად მუხლის 79(1) მიხედვით, და შესაბამის საკრედიტო დაწესებულებას აცნობოს ამის შესახებ.

იმ შემთხვევაში, როცა რეგისტრაციის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო უარს ამბობს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია, მან შესაბამის საკრედიტო დაწესებულებას უნდა განუმარტოს უარის მიზეზები ყველა ინფორმაციის მიღებიდან სამი თვის ვადაში.

მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან კომუნიკაციის მიღები ან ვერ მიღების შემთხვევაში რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის გადაგზავნის თარიღიდან არაუგვიანეს ორი თვისა, სავაჭრო აგენტს შეუძლია საქმიანობის დაწყება. ეს სავაჭრო აგენტი ექვემდებარება ფილიალებთან დაკავშირებულ წინამდებარე დირექტივის დებულებებს.

8. იმ წევრი სახელმწიფოს, რომელშიც მდებარეობს ფილიალი, უფლებამოსილმა ორგანომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს იმის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა, რომ ფილიალის მიერ მის ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებები შეესაბამებოდეს წინამდებარე დირექტივის მუხლებით 24, 25, 27 და 28 და რეგულაციის N 600/2014/EU მუხლებით 14-26 განსაზღვრულ ვალდებულებებს და ზემოაღნიშული მუხლების მიხედვით მასპინძელი წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებს, იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ამის უფლება მუხლის 24(12) შესაბამისად.

იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელშიც ფილიალი მდებარეობს, უფლება აქვს შეისწავლოს ფილიალის ზომები და მოითხოვოს ის ცვლილებები, რომლებიც მკაცრად საჭიროა, რათა უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს წინამდებარე დირექტივის მუხლებით 24, 25, 27 და 28 და რეგულაციის N 600/2014/EU მუხლებით 14-26 განსაზღვრული ვალდებულებების და ფილიალის მიერ მის ტერიტორიაზე განხორციელებულ მომსახურებებთან ან/და საქმიანობებთან დაკავშირებით მიღებული ზომების აღსრულება.

9. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ იმ შემთხვევაში, როცა სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიას მის ტერიტორიაზე დაფუძნებული აქვს ფილიალი, საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, თავისი პასუხისმგებლობების განხორციელებისას და მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინების შემდეგ, ჰქონდეს უფლება, ამ ფილიალში ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერებები.

10. მე-2 აბზაცის შესაბამისად მიწოდებული რომელიმე რეკვიზიტის ცვლილების შემთხვევაში, საინვესტიციო კომპანიამ ამ ცვლილების შესახებ წერილობით უნდა შეატყობინოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, ამ ცვლილების განხორციელებამდე, სულ მცირე, ერთი თვით ადრე. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ აგრეთვე უნდა აცნობოს ამ ცვლილების შესახებ.

11. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ ინფორმაციის განსაზღვრისთვის, რომლის შეტყობინებაც უნდა მოხდეს აბზაცების 2, 4, 7 და 10 მიხედვით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

12. ►C3ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების დასადგენად, ინფორმაციის გადაცემის მიზნით აბზაცების 2, 3, 4, 7 და 10 მიხედვით ◄

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 36

რეგულირებად ბაზრებზე წვდომა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ სხვა წევრი სახელმწიფოებიდან იმ საინვესტიციო კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ კლიენტის შეკვეთების შესრულების ან საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობის ავტორიზაცია, ჰქონდეთ მათ ტერიტორიაზე ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი შეთანხმების მეშვეობით დაფუძნებული რეგულირებული ბაზრების წევრობის ან ამ ბაზრებზე წვდომის უფლება:

  1. პირდაპირ, მასპინძელ წევრ სახელმწიფოებში ფილიალების შექმნით;
  2. რეგულირებული ბაზრის დისტანციურ წევრებად გახდომით ან რეგულირებულ ბაზარზე დისტანციური წვდომის ქონით, რეგულირებული ბაზრის რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში დაფუძნების საჭიროების გარეშე, იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი ბაზრის სავაჭრო პროცედურები და სისტემები არ მოითხოვენ ფიზიკურ ყოფნას ბაზარზე გარიგებების დასადებად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუწესონ რაიმე დამატებითი მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული მოთხოვნები წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, აბზაცი 1-ით გადაცემული უფლების განმახორციელებელ საინვესტიციო კომპანიებს.

 

მუხლი 37

წვდომა ცენტრალურ კონტრაგენტზე, კლირინგის და ანგარიშსწორების პლატფორმებზე და ანგარიშსწორების სისტემის განსაზღვრის უფლება

1. რეგულაციის N 648/2012/EU მე-3, მე-4 ან მე-5 კარის შეუზღუდავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ სხვა წევრი სახელმწიფოებიდან საინვესტიციო კომპანიებს ჰქონდეთ ცენტრალურ შემხვედრ მხარეზე, თავის ტერიტორიაზე კლირინგის და ანგარიშსწორების სისტემაზე პირდაპირი და არაპირდაპირი წვდომის უფლება ფინანსურ ინტრუმენტებთან დაკავშირებული გარიგებების დასრულების ან დასრულების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ ამ საინვესტიციო კომპანიების პირდაპირი და არაპირდაპირი წვდომა ამ ობიექტებზე დაექვემდებაროს იმავე არადისკრიმინაციულ, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც ვრცელდება ადგილობრივ წევრებზე ან მონაწილეებზე. წევრმა სახელმწიფოებმა ამ ობიექტების გამოყენება არ უნდა შემოფარგლონ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით იმ გარიგებების კლირინგითა და დადებით, რომლებიც ხორციელდება მათ ტერიტორიაზე მდებარე ვაჭრობის ადგილზე.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ მათ ტერიტორიაზე რეგულირებულმა ბაზრებმა მათ ყველა წევრს ან მონაწილეს შესთავაზონ ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით იმ გარიგებების დადების სისტემის განსაზღვრის უფლება, რომლებიც ხორციელდება ამ რეგულირებულ ბაზარზე, შემდეგი პირობებით:

  1. ის კავშირები და შეთანხმებები განსაზღვრულ ანგარიშსწორების სისტემასა და იმ ნებისმიერ სხვა სისტემას ან ობიექტს შორის, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი გარიგების ეფექტიანი და ეკონომიკური დადების უზრუნველსაყოფად;
  2. რეგულირებული ბაზრის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა იმაზე, რომ რეგულირებულ ბაზარზე ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით (იმ სისტემის გამოკლებით, რომელსაც განსაზღვრავს რეგულირებული ბაზარი) დადებული გარიგებების დასრულების ტექნიკური პირობები იმგვარი იყოს, რომ იძლეოდეს ფინანსური ბაზრების შეუფერხებელი და ორგანიზებული ფუნქციონირების შესაძლებლობას.

რეგულირებული ბაზრის უფლებამოსილი ორგანოს შეფასებამ არ უნდა შეზღუდოს ეროვნული ცენტრალური ბანკების, მაგალითად, ანგარიშსწორების სისტემების ზედამხედველების ან ამ სისტემებთან მიმართებაში კომპეტენციის მქონე სხვა საზედამხედველო ორგანოების კომპეტენციები. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის მეთვალუყურეობა/ზედამხედველობა, რომელსაც უკვე ახორციელებენ ეს დაწესებულებები, კონტროლის ზედმეტი დუბლირების თავიდან ასაცილებლად.

 

მუხლი 38

ცენტრალურ კონტრაგენტებთან დაკავშირებული დებულებები, კლირინი და ანგარიშსწორების ზომები მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებთან დაკავშირებით

1. წევრმა სახელმწიფოებმა საინვესტიციო კომპანიებსა და ბაზრის ოპერატორებს, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, არ უნდა შეუშალონ ხელი სათანადო შეთანხმებების დადებაში ცენტრალურ კონტრაგენტთან ან კლირინგის ორგანიზაციასთან და სხვა წევრი სახელმწიფოს ანგარიშსწორების სისტემასთან, წევრების ან მონაწილეების მიერ თავიანთი სისტემების ფარგლებში დასრულებული ზოგიერთი ან ყველა ვაჭრობის კლირინგის ან/და ანგარიშსწორების გათვალისწინების მიზნით.

2. იმ საინვესტიციო კომპანიების უფლებამოსილ ორგანოს და ბაზრის ოპერატორებს, რომლებიც ამუშავებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, არ აქვთ უფლება, უარი თქვან ცენტრალური კონტრაგენტის, კლირინგის ორგანიზაციიების ან/და ანგარიშსწორების სისტემების გამოყენებაზე წევრ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აშკარად აუცილებელია ამ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ორგანიზებული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და მუხლში 37(2) განსაზღვრული ანგარიშსწორების სისტემების პირობების გათვალისწინებით.

კონტროლის ზედმეტი დუბლირების თავიდან ასაცილებლად, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს იმ კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემის მეთვალყურეობა და ზედამხედველობა, რომელსაც უკვე ახორციელებენ ცენტრალური ბანკები, როგორც კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემის ზედამხედველები, ან ის სხვა ზედამხედველობის ორგანოები, რომლებსაც გააჩნიათ კომპეტენცია ამ სისტემებთან დაკავშირებით.

 

თავი IV

მესამე ქვეყნის კომპანიების მიერ საინვესტიციო მომსახურებებისა და საქმიანობის უზრუნველყოფა

სექცია 1

მომსახურებების უზრუნველყოფა ან საქმიანობის შესრულება ფილიალის დაფუძნებით

მუხლი 39

ფილიალის დაფუძნება

1. წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ იმ მესამე ქვეყნის კომპანიამ, რომელიც აპირებს საინვესტიციო მომსახურებების ან საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებას ნებისმიერ დამხმარე მომსახურებასთან ერთად ან მათ გარეშე საცალო კლიენტების ან პროფესიული კლიენტების მიმართ მე-2 დანართის მე-2 სექციის მნიშვნელობით მის ტერიტორიაზე დააფუძნოს ფილიალი ამ წევრ სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფო იმ მესამე ქვეყნის კომპანიისგან, რომელიც აპირებს საინვესტიციო მომსახურებების გაწევას ან საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებას რაიმე დამატებით მომსახურეებითან ერთად ან მათ გარეშე, ითხოვს მის ტერიტორიაზე ფილიალის დაფუძნებას, ამ ფილიალმა უნდა მოიპოვოს წინასწარი ავტორიზაცია ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, შემდეგი პირობების მიხედვით:

  1. მომსახურებების მიწოდება, რომლისთვისაც მესამე ქვეყნის კომპანია ითხოვს ავტორიზაციას, ექვემდებარებოდეს ავტორიზაციას და ზედამხედველობას იმ მესამე ქვეყანაში, სადაც კომპანია არის დაფუძნებული, და მოხდეს ამ მომთხოვნი კომპანიის სათანადოდ ავტორიზაცია, რითაც უფლებამოსილი ორგანო სათანადოდ ითვალისწინებს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური ზომების შემმუშავებელი ჯგუფის ნებისმიერ რეკომენდაციას ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის კონტექსტში;
  2. შეთანხმებები თანამშრომლობაზე, რომლებიც მოიცავენ დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ინფორმაციის გაცვლას ბაზრის ერთიანობის შესანარჩუნებლად და ინვესტორების დასაცავად, მოქმედებს იმ წევრ სახელმწიფოში უფლებამოსილ ორგანოებს, სადაც ფილიალი უნდა დაფუძნდეს, და იმ მესამე ქვეყნის უფლებამოსილ საზედამხედველო ორგანოებს შორის, სადაც კომპანია არის დაფუძნებული;
  3. საკმარისი საწყისი კაპიტალი ფილიალის თავისუფალ განკარგვაშია;
  4. ფილიალის მართვის პასუხისმგებლად ინიშნება ერთი ან მეტი პირი და ყველა მათგანი ასრულებს მუხლით 9(1) განსაზღვრულ მოთხოვნას;
  5. მესამე ქვეყანას, სადაც მესამე ქვეყნის კომპანიაა დაფუძნებული, ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე იმ წევრ სახელმწიფოსთან, სადაც ფილიალი უნდა დაფუძნდეს, რომელიც სრულად შეესაბამება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შემოსავლისა და კაპიტალის შესახებ სანიმუშო საგადასახადო კონვენციის 26-ე მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებს და უზრუნველყოფს საგადასახადო საკითხებზე ინფორმაციის ეფექტიან გაცვლას, მ.შ. მრავალმხრივი საგადასახადო შეთანხმებები (არსებობის შემთხვევაში);
  6. კომპანია მიეკუთვნება დირექტივის 97/9/EC შესაბამისად ავტორიზებულ ან აღიარებულ ინვესტორის საკომპენსაციო სქემას.

3. პირველ აბზაცში მითითებული მესამე ქვეყნის კომპანიამ თავისი განაცხადი უნდა წარუდგინოს იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, სადაც ის აპირებს ფილიალის დაფუძნებას.

 

მუხლი 40

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

იმ მესამე ქვეყნის კომპანიამ, რომელიც აპირებს ნებისმიერი საინვესტიციო მომსახურების ან საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებაზე ავტორიზაციის მიღბას ნებისმიერ დამხმარე მომსახურებებთან ერთად ან მათ გარეშე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფილიალის მეშვეობით, ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიაწოდოს შემდეგი მონაცემები:

  1. შესაბამის მესამე ქვეყანაში მის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს სახელწოდება. როცა ზედამხედველობაზე ერთზე მეტი ორგანოა პასუხისმგებელი, უნდა წარდგენილ იქნეს კომპეტენციის შესაბამისი სფეროების შესახებ მონაცემები;
  2. კომპანიის შესახებ ყველა შესაბამისი მონაცემი (სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრირებული ოფისი და მისამართი, მართვის ორგანოს წევრები, შესაბამისი აქციონერები) და ოპერაციების პროგრამა, რომელშიც განსაზღვრულია მისაწოდებელი საინვესიტიციო მომსახურებები ან/და საქმიანობები, აგრეთვე დამხმარე მომსახურებები, და ფილიალის ორგანიზაციული სტრუქტურა, მ.შ. მესამე მხარეებისთვის ძირითადი საოპერაციო ფუნქციების ნებისმიერი აუთსორსინგის აღწერილობა;
  3. ფილიალის მართვაზე პასუხისმგებელ პირთა სახელი და გვარი და ის შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მუხლით 9(1) განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
  4. ინფორმაცია ფილიალის თავისუფალ განკარგვაში არსებული საწყისი კაპიტალის შესახებ.

 

მუხლი 41

ავტორიზაციის გაცემა

1. იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, სადაც მესამე ქვეყნის კომპანიას დაფუძნებული აქვს ან აპირებს დააფუძნოს თავისი ფილიალი, ავტორიზაცია უნდა გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო დარწმუნებულია იმაში, რომ:

  1. 39-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები სრულდება; და
  2. მესამე ქვეყნის კომპანიის ფილიალი შეძებს შეასრულოს მე-2 აბზაცში მითითებული დებულებები.

სრული განაცხადის წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში, უფლებამოსილმა ორგანომ მესამე ქვეყნის კომპანიას უნდა აცნობოს იმის შესახებ, გაიცა თუ არა ავტორიზაცია.

2. მესამე ქვეყნის კომპანიამ, რომელიც პირველი აბზაცის მიხედვით არის ავტორიზებული, უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია მუხლებით 16-20, 23, 24, 25 და 27, 28(1) და წინამდებარე დირექტივის მუხლებით 30, 31 და 32 და რეგულაციის N 600/2014/EU მუხლებით 3-26, და ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით მიღებული ზომები, და უნდა დაექვემდებაროს უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობას იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც გაიცა ავტორიზაცია.

წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დააწესონ რაიმე დამატებითი მოთხოვნები ფილიალის ორგანიზიულ მოწყობასა და მუშაობაზე წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში, და მესამე ქვეყნების კომპანიების ნებისმიერი ფილიალი არ უნდა ჩააყენონ უფრო სახარბიელო მდგომარეობაში, ვიდრე ევროკავშირის კომპანიები.

 

მუხლი 42

მომსახურებების მიწოდება კლიენტის ექსკლუზიური ინიციატივით

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იმ შემთხვევაში, როცა საცალო კლიენტი ან პროფესიული კლიენტი მე-2 დანართის მე-2 სექციის მნიშვნელობით, რომელიც დაფუძნებულია ან მდებარეობს ევროკავშირში, თავისი საკუთარი ექსკლუზიური ინიციატივით იწყებს საინვესტიციო მომსახურების ან საქმიანობის განხორციელებას მესამე ქვეყნის კომპანიის მიერ, 39-ე მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის მოთხოვნა არ გავრცელდეს მესამე ქვეყნის კომპანიის მიერ ამ მომსახურების ან საქმიანობის მიწოდებაზე ამ პირისთვის, მ.შ. ის ურთიერთობა, რომელიც კონკრეტულად უკავშირდება ამ მომსახურების ან საქმიანობის მიწოდებას. ამ კლიენტების ინიციატივა მესამე ქვეყნის კომპანიას არ ანიჭებს ბაზარზე გატანის უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ხდება ფილიალის მეშვეობით, იმ შემთხვევაში, როცა ეს მოითხოვება ქვეყნის კანონმდებლობის, საინვესტიციო პროდუქტების ახალი კატეგორიების ან ამ კლიენტისთვის მიწოდებული საინვესტიციო მომსახურებების შესაბამისად.

 

სექცია 2

ავტორიზაციების უკან გაწვევა

მუხლი 43

ავტორიზაციების უკან გაწვევა

 იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც გასცა ავტორიზაცია 41-ე მუხლის მიხედვით, უფლება აქვს უკან გაიწვიოს მესამე ქვეყნის კომპანიაზე გაცემული ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, როცა ეს კომპანია:

  1. არ იყენებს ავტორიზაციას 12 თვის განმავლობაში, ცალსახად უარს ამბობს ავტორიზაციაზე ან არ გაუწევია საინვესტიციო მომსახურებები ან არ განუხორციელებელია საინვესტიციო საქმიანობა გასული ექვსი თვის განმავლობაში, თუკი შესაბამისი წევრი სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს ავტორიზაციის შეჩერებას;
  2. ავტორიზაციას მოიპოვებს ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ან სხვა ნებისმიერი არასათანადო საშუალებით;
  3. აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებითაც ავტორიზაცია იქნა მოპოვებული;
  4. სერიოზულად და სისტემატიურად არღვევს წინამდებარე დირექტივის მიხედვით მიღებულ იმ დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ საინვესტიციო კომპანიების ექსპლუატაციის პირობებს და რომლებიც გამოიყენება მესამე ქვეყნის კომპანიებთან მიმართებაში;
  5. განეკუთვნება იმ შემთხვევებიდან ნებისმიერს, რომელშიც ქვეყნის კანონმდებლობა, წინამდებარე დირექტივის მოქმედების სფეროს ფარგლებს გარეთ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, ითვალისწინებს უკან გაწვევას.

 

კარი III

რეგულირებადი ბაზრები

მუხლი 44

ავტორიზაცია და მოქმედი კანონმდებლობა

1. წევრმა სახელმწიფოებმა მარეგულირებ ბაზრად ავტორიზაციის უფლება უნდა დაუტოვონ იმ სისტემებს, რომლებიც შეესაბამებიან ამ კარს.

რეგულირებად ბაზრად ავტორიზაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო დარწმუნებულია იმაში, რომ როგორც ბაზრის ოპერატორი, ისე რეგულირებული ბაზრის სისტემები, სულ მცირე, ასრულებენ ამ კარით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

იმ რეგულირებული ბაზრის შემთხვევაში, რომელიც არის იურიდიული პირი და რომელსაც მართავს ან ამუშავებს ბაზრის ოპერატორი, თავად რეგულირებული ბაზრის გამოკლებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ, თუ როგორ უნდა განაწილდეს წინამდებარე დირექტივით ბაზრის ოპერატორზე დაკისრებული სხვადასხვა ვალდებულებები რეგულირებულ ბაზარსა და ბაზრის ოპერატორს შორის.

ბაზრის ოპერატორმა უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, ოპერაციების პროგრამა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრულია გათვალისწინებული საქმიანობის სახეობები და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდეს იმაში, რომ რეგულირებულმა ბაზარმა, თავდაპირველი ავტორიზაციის დროს, შეიმუშავა ყველა აუცილებელი ზომა ამ კარით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ბაზრის ოპერატორს უნდა მოსთხოვონ რეგულირებადი ბაზრის ორგანიზაციულ მოწყობასა და მუშაობასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგულირებადი ბაზრების ამ კართან შესაბამისობის რეგულარული განხილვა. მათ აგრეთვე უნდა უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოების მიერ იმის მონიტორინგი, რომ რეგულირებადი ბაზრები ყოველთვის ასრულებდნენ ამ კარის მიხედვით დადგენილი თავდაპირველი ავტორიზაციის პირობებს.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბაზრო ოპერატორი პასუხს აგებდეს იმის უზრუნველყოფაზე, რომ მის მიერ მართული რეგულირებული ბაზარი ასრულებდეს წინამდებარე კარით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

წევრმა სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა უზრუნველყონ, რომ ბაზრის ოპერატორს მიეცეს იმ უფლებების განხორციელების უფლებამოსილება, რომლებიც შეესაბამებიან მის მიერ წინამდებარე დირექტივის მეშვეობით მართულ რეგულირებადი ბაზარს.

4. რეგულაციის N 596/2014/EU ან დირექტივის 2014/57/EU ნებისმიერი შესაბამისი დებულების შეუზღუდავად, რეგულირებადი ბაზრის სისტემების ფარგლებში ჩატარებული ვაჭრობის მარეგულირებელი საჯარო სამართალი უნდა იყო რეგულირებული ბაზრის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს საჯარო სამართალი.

5. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია უკან გაიწვიოს რეგულირებად ბაზარზე გაცემული ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ის:

  1. არ იყენებს ავტორიზაციას 12 თვის განმავლობაში, ცალსახად ამბობს უარს ავტორიზაციაზე ან არ უმუშავია გასული ექვსი თვის განმავლობაში, თუკი შესაბამისი წევრი სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს ავტორიზაციის შეწყვეტას.
  2. ავტორიზაციას მოიპოვებს ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ან სხვა ნებისმიერი არასათანადო საშუალებით;
  3. აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებითაც ავტორიზაცია იქნა მოპოვებული;
  4. სერიოზულად და სისტემატიურად დაარღვია წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU მიხედვით მიღებული დებულებები;
  5. განეკუთვნება იმ ნებისმიერ შემთხვევას, როცა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ითვალისწინებას უკან გაწვევას.

6. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა ეცნობოს ავტორიზაციის უკან გაწვევის ნებისმიერი ფაქტის შესახებ.

 

მუხლი 45

მოთხოვნები ბაზრის ოპერატორის მართვის ორგანოს მიმარ

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ ნებისმიერი ბაზრის ოპერატორის მართვის ორგანოს ყველა წევრს ყოველთვის გააჩნდეს საკმარისად კარგი რეპუტაცია, საკმარისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად. მართვის ორგანოს საერთო შემადგენლობაში უნდა აისახოს გამოცდილების სათანადოდ ფართო სპექტრი.

2. კერძოდ, მართვის ორგანოს წევრებმა უნდა შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები:

  1. მართვის ორგანოს ყველა წევრმა საკმარისი დრო უნდა დაუთმოს ბაზრის ოპერატორში საკუთარი ფუნქციების შესრულებას. იმ რაოდენობაში, რამდენჯერაც მართვის ორგანოს წევრს შეუძლია დაიკავოს დირექტორის თანამდებობა ნებისმიერ იურიდიულ პირში, ამავე დროს უნდა გათვალისწინებულ იქნეს ბაზრის ოპერატორის საქმიანობის ცალკეული გარემოებები და ხასიათი, მასშტაბი და კომპლექსურობა.

თუკი წევრ სახელმწიფოს არ წარმოადგენენ, იმ ბაზრის ოპერატორების მართვის ორგანოს წევრებმა, რომლებიც მნიშვნელოვანია თავისი სიდიდის, შიდა ორგანიზაციისა და ხასიათის, საქმიანობის სფეროსა და სირთულის თვალსაზრისით, ამავე დროს, არ უნდა დაიკავონ ის თანამდებობები, რომლებიც აღემატებიან ქვემოთ მოცემულიდან ერთ კომბინაციაზე მეტს:

  1. ერთი აღმასრულებელი დირექტორი ორ არააღმასრულებელ დირექტორთან ერთად;
  2. ოთხი არააღმასრულებელი დირექტორი.

იმავე ჯგუფსა თუ საწარმოში დაკავებული აღმასრულებელი თუ არააღმასრულებელი დირექტორის თანამდებობები, სადაც ბაზრის ოპერატორი ფლობს კვალიფიციურ თანამფლობელობებს, უნდა ჩაითვალოს დირექტორის ერთ თანამდებობად.

უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მართვის ორგანოს წევრებს მისცენ ერთი დამატებითი არააღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დაკავების უფლებამოსილება. უფლებამოსილმა ორგანოებმა რეგულარულად უნდა აცნობონ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ამ ავტორიზაციების შესახებ.

დირექტორის თანამდებობები იმ ორგანიზაციაში, რომლებიც უმთავრესად კომერციულ მიზნებს არ ახორციელებენ, უნდა განთავისუფლდეს დირექტორის თანამდებობების იმ რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვისგან, რომლის დაკავებაც მართვის ორგანოს წევრს შეუძლია.

  1. მართვის ორგანო უნდა ფლობდეს კოლექტიურ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას, რათა შეეძლოს გაერკვიოს ბაზრის ოპერატორის საქმიანობაში, მ.შ. მთავარ რისკებში.
  2. მართვის ორგანოს თითოეულმა წევრმა უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად, პატიოსნად და დამოუკიდებელი შეხედულების მიხედვით, რათა ეფექტიანად შეაფასოს და შეეწინააღმდეგოს უფროსი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, საჭიროების შემთხვევაში, და განახორციელოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანი ზედამხედველობა და მონიტორინგი.

3. ბაზრის ოპერატორებმა სათანადო შრომითი და ფინანსური რესურსები უნდა დაუთმონ მართვის ორგანოს წევრების ინდუქციასა და სწავლებას.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იმ ბაზრის ოპერატორებმა, რომლებიც მნიშვნელოვანია თავისი სიდიდის, შიდა ორგანიზაციისა და ხასიათის, საქმიანობის სფეროსა და სირთულის თვალსაზრისით, დააფუძნოს ნომინაციის კომიტეტი, რომელიც შედგება მართვის ორგანოს იმ წევრებისგან, რომლებიც შესაბამის ბაზრის ოპერატორში არ ასრულებენ რაიმე აღმასრულებელ ფუნქციას.

ნომინაციის კომიტეტმა უნდა განახორციელოს შემდეგი:

  1. განსაზღვროს და რეკომენდაცია გაუწიოს კანდიდატებს მართვის ორგანოს ან საერთო კრების მიერ დასამტკიცებლად, მართვის ორგანოს ვაკანსიების შევსების მიზნით. ამ პროცესში, ნომინაციის კომიტეტმა უნდა შეაფასოს მართვის ორგანოს ცოდნის, უნარ-ჩვევების, მრავალფეროვნებისა და გამოცდილების ბალანსი. ამის გარდა, კომიტეტმა უნდა მოამზადოს კონკრეტული თანამდებობისთვის როლების და უნარების აღწერილობა, და შეაფასოს ის სავარაუდო დრო, რომელიც უნდა დაეთმოს შესასრულებელ სამუშაოს. ამის გარდა, ნომინაციის კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მართვის ორგანოში არასაკმარისად წარმოდგენილი გენდერის წარმომადგენლობის მიზანზე და შეიმუშაოს პოლიტიკა მართვის ორგანოში ასეთი გენდერის წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდის შესახებ, რათა ეს მიზანი შესრულდეს;
  2. პერიოდულად, და სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, შეაფასოს მართვის ორგანოს სტრუქტურა, სიდიდე, შემადგენლობა და საქმიანობა, და ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაუწიოს მართვის ორგანოს;
  3. პერიოდულად და სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, შეაფასოს მართვის ორგანოს ცალკეული წევრებისა და მთლიანი მართვის ორგანოს ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს მართვის ორგანოს;
  4. პერიოდულად, გადახედოს უფროსი მენეჯმენტის შერჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებით მართვის ორგანოს პოლიტიკას და რეკომენდაციები გაუწიოს მართვის ორგანოს.

თავისი მოვალეობების შესრულებისას, ნომინაციის კომიტეტმა შესაძლო მასშტაბით და მიმდინარე საფუძველზე უნდა გაითვალისწინოს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ მართვის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების პროცესზე არ დომინირებდეს რომელიმე ერთი პირი ან პირთა მცირე ჯგუფი იმგვარად, რომ ამან დააზარალოს მთლიანად ბაზრის ოპერატორის ინტერესები.

თავისი მოვალეობების შესრულებისას, ნომინაციის კომიტეტს უნდა შეეძლოს იმ რესურსების ნებისმიერი ფორმების გამოყენება, რომლებიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია, მ.შ. გარე რეკომენდაცია.

იმ შემთხვევაში, როცა, ეროვნული კანონმდებლობით, მართვის ორგანოს არ გააჩნია რაიმე კომპეტენცია თავისი რომელიმე წევრის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში, წინამდებარე აბზაცი არ გამოიყენება.

5. წევრმა სახელმწიფოებმა ან უფლებამოსილმა ორგანოებმა ბაზრის ოპერატორებისა და მათი შესაბამისი ნომინაციის კომიტეტებისგან უნდა მოითხოვონ თვისებებისა და კომპეტენციების ფართო სპექტრის გამოყენება წევრების მართვის ორგანოებში აყვანისას და ამ მიზნით, მართვის ორგანოში მრავალფეროვნების ხელშეწყობის პოლიტიკის ამოქმედება.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბაზრის ოპერატორის მართვის ორგანომ განსაზღვროს და ზედამხედველობა გაუწიოს იმ მმართველობითი შეთანხმებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციის ეფექტიან და გონივრულ მართვას, მ.შ. ორგანიზაციაში მოვალეობების გაყოფა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, და ამის იმ ფორმით განხორციელებამ, რაც ხელს უწყობს ბაზრის ერთიანობას.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მართვის ორგანოს მიერ ბაზრის ოპერატორის მართვასთან დაკავშირებული შეთანხმებების მონიტორინგი და მათი ეფექტიანობის პერიოდული შეფასება, და მიიღონ სათანადო ზომები ნებისმიერი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

მართვის ორგანოს წევრებს უნდა ჰქონდეთ სათანადო წვდომა იმ ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, რომლებიც საჭიროა მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ზედამხედველობისა და მონიტორინგისთვის.

7. უფლებამოსილმა ორგანომ უარი უნდა თქვას ავტორიზაციაზე, თუ ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ბაზრის ოპერატორის მართვის ორგანოს წევრებს გაააჩნიათ საკმარისად კარგი რეპუტაცია, საკმარისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება და საკმარის დროს უთმობენ თავისი ფუნქციების შესრულებას, ან თუ არსებობს იმის ვარაუდის ობიექტური და დამტკიცებადი საფუძვლები, რომ ბაზრის ოპერატორის მართვის ორგანომ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ეფექტიან, რაციონალურ და გონივრულ მართვას და ბაზრის ერთიანობის სათანადო გათვალისწინებას.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგულირებული ბაზრის ავტორიზაციის პროცესში, მიჩნეულ იქნეს, რომ ის პირი ან პირები, რომლებიც ეფექტიანად წარმართავენ წინამდებარე დირექტივის შესაბამისად უკვე ავტორიზებული რეგულირებული ბაზრის საქმიანობას და ოპერაციებს, ასრულებენ პირველ აბზაცში განსაზღვრულ მოთხოვნებს.

8. წევრმა სახელმწიფოებმა ბაზრის ოპერატორისგან უნდა მოითხოვონ უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება მისი მართვის ორგანოს ყველა წევრისა და მისი წევრების შემადგენლობაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, იმ ყველა ინფორმაციასთან ერთად, რომელიც საჭიროა იმის შესაფასებლად, ბაზრის ოპერატორი ასრულებს თუ არა აბზაცების 1-5 მოთხოვნებს.

9. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა გამოსცეს მეთოდური რეკომენდაციები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  1. მართვის ორგანოს წევრის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად საკმარისი დროის დათმობის ცნება, ბაზრის ოპერატორის საქმიანობის ცალკეულ გარემოებებთან და ხასიათთან, მასშტაბთან და კომპლექსურობასთან მიმარტებაში;
  2. მე-2 აბზაცის ბ პუნქტში მითითებული ბაზრის მართვის ორგანოს სათანადო კოლექტიური ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ცნება;
  3. მე-2 აბზაცის გ პუნქტში მითითებული მართვის ორგანოს წევრის კეთილსინდიერების, პატიოსნებისა და დამოუკიდებელი შეფასების ცნებები;
  4. მე-3 აბზაცში მითითებული მართვის ორგანოს წევრების ინდუქციისა და სწავლებისადმი მიძღვნილი სათანადო შრომითი და ფინანსური რესურსების ცნება;
  5. იმ მრავალფეროვნების ცნება, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული მე-5 აბზაცში მითითებული მართვის ორგანოს წევრების შესარჩევად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ეს მეთოდური რეკომენდაციები უნდა გამოსცეს 2016 წლის 3 იანვრისთვის.

 

მუხლი 46

იმ პირებთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ რეგულირებადი ბაზრის მართვაზე

1. წევრმა სახელმწიფოებმა იმ პირებისგან, რომლებსაც უკავიათ ის თანამდებობები, რომლებზეც მათ შეუძლიათ პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ რეგულირებადი ბაზრის მართვაზე, უნდა მოითხოვონ, რომ ისინი იყვნენ შესაბამისები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი ბაზრის ბაზრის ოპერატორისგან უნდა მოითხოვონ შემდეგი:

  1. უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდება და გასაჯაროება ინფორმაციისა, რომელიც შეეხება რეგულირებული ბაზრის ან/და ბაზრის ოპერატორის ფლობას, და კერძოდ, იმ ნებისმიერი მხარის ვინაობა და ინტერესთა მასშტაბი, რომელსაც შეუძლია მართვაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა;
  2. უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება და გასაჯაროება საკუთრების იმ ნებისმიერი გადასვლის შესახებ, რომელიც განაპირობებს იმ პირთა ვინაობის ცვლილებას, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ რეგულირებული ნაზრის მუშაობაზე.

3. უფლებამოსილმა ორგანომ უარი უნდა თქვას რეგულირებული ბაზრის ან/და ბაზრის ოპერატორის აქციათა საკონტროლო პაკეტში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადების დამტკიცებაზე იმ შემთხვევაში, როცა არსებობს იმის ვარაუდის ობიექტური და დადასტურებადი საფუძველი, რომ ისინი საფრთხეს შეუქმნიან რეგულირებული ბაზრის ეფექტიან და გონივრულ მართვას.

 

მუხლი 47

ორგანიზაციული მოთხოვნები

1. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი ბაზრისგან უნდა მოითხოვონ შემდეგი:

  1. ზომების ქონა რეგულირებული ბაზრის მუშაობისა და მისი წევრებისა ან მონაწილეებისთვის იმ ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო უარყოფითი შედეგების მკაფიოდ იდენტიფიცირებისა და მართვისთვის, რომელსაც ადგილი აქვს რეგულირებული ბაზრის, მისი მფლობელების ან მისი ბაზრის ოპერატორის ინტერესსა და რეგულირებული ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას შორის, და კერძოდ, იმ შემთხვევაში, როცა ამ ინტერესთა კონფლიქტმა შეიძლება დააზარალოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგულირებული ბაზრის მიერ გადაცემული ნებისმიერი ფუნქციის შესრულება.
  2. რათა ისინი სათანადოდ იყვნენ აღჭურვილები იმ რისკების სამართავად, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან; რათა მათ განახორციელონ სათანადო ზომები და სისტემები ყველა იმ მნიშვნელოვანი რისკის იდენტიფიცირებისთვის, რომლებსაც მისი მუშაობა ექვემდებარება, და რათა აამოქმედონ ეფექტიანი ზომები ამ რისკების შესამსუბუქებლად;
  3. ზომების ქონა სისტემის ტექნიკური ოპერაციების ეფექტიანი მართვისთვის, მათ შორის, ეფექტიანი საგანგებო ზომების შემუშავება სისტემების გაუმართაობების რისკების რეგულირებისთვის;
  4. იმ გამჭვირვალე და არადისკრეციული წესებისა და პროცედურების ქონა, რომლებიც ითვალისწინებენ სამართლიან და ორგანიზებულ ვაჭრობას და შეიმუშავებენ შეკვეთების ეფექტიანი შესრულების ობიექტურ კრიტერიუმებს;
  5. რათა აამოქმედონ ეფექტიანი ზომები თავისი სისტემების ფარგლებში გარიგებების ეფექტიანი და დროულად დასრულების ხელშესაწყობად;
  6. ავტორიზაციის მომენტში და რეგულარულად გააჩნდეთ საკმარისი ფინანსური რესურსები მისი ორგანიზებული ფუნქციონირების ხელშესაწყობად, ბაზარზე დადებული გარიგებების ხასიათისა და მოცულობის და იმ რისკების დიაპაზონისა და ხარისხის გათვალისწინებით, რომლებსაც ის ექვემდებარება.

2. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა მისცენ უფლება ბაზრის ოპერატორებს, შეასრულონ კლიენტის შეკვეთები საკუთარი კაპიტალის წინააღმდეგ, ან ჩაერთონ საკუთარი ხარჯით შესაფერის ვაჭრობაში იმ ნებისმიერ რეგულირებულ ბაზარზე, რომელსაც ისინი ამუშავებენ.

 

მუხლი 48

სისტემების მედეგობა, ბირჟაზე ვაჭრობის დროებით შეწყვეტის პროცედურები და ელექტრონული ვაჭრობა

1. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ ეფექტიანი სისტემების, პროცედურებისა და ზომების ამოქმედება იმის უზრუნველსაყოფად,რომ მათი სავაჭრო სისტემები იყოს მედეგი, ჰქონდეთ საკმარისი სიმძლავრე მაქსიმალური რაოდენობის შეკვეთებსა და შეტყობინებებზე რეაგირებისთვის, შეძლონ ორგანიზებული ვაჭრობის უზრუნველყოფა ძლიერი საბაზრო სტრესის პირობებში, სრულად მოხდეს მათ გამოცდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს პირობები დაკმაყოფილდეს, და დაექვემდებარონ საქმიანობის უწყვეტობის ეფექტიან ზომებს თავისი მომსახურებების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, თუ მათ სავაჭრო სისტემებში რაიმე შეფერხება არსებობს.

2. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი ბაზრისგან უნდა მოითხოვონ შემდეგის ამოქმედება:

  1. წერილობითი შეთანხმებები ყველა იმ საინვესტიციო კომპანიასთან, რომლებიც რეგულირებულ ბაზარზე ახორციელებენ ბაზრის შექმნის სტრატეგიას;
  2. ის სქემები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ამ შეთანხმებებში მონაწილე იმ საინვესტიციო კომპანიების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც მათგან მოითხოვენ მყარი კოტირებების წარდგენას კონკურენტული ფასებით, რომლის შედეგია რეგულარულ და პროგნოზირებად საფუძველზე ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, იმ შემთხვევაში, როცა ეს მოთხოვნა შეესაბამება ამ რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობის ხასიათსა და მასშტაბს.

3. მე-2 აბზაცში მითითებულ წერილობით შეთანხმებაში, სულ მცირე, უნდა განისაზღვროს შემდეგი:

  1. საინვესტიციო კომპანიის ვალდებულებები ლიკვიდურობის უზრუნველყოფასთან მიმართებაში, და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ის სხვა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს მე-2(ბ) აბზაცში მითითებულ სქემაში მონაწილეობიდან.
  2. ნებისმიერი წახალისების ფორმა შეთავათების თვალსაზრისით ან ან ის წახალისების ფორმები, რომლებსაც რეგულირებული ბაზარი სთავაზობს საინვესტიციო კომპანიას, რათა უზრუნველყოს ბაზრის ლიკვიდურობა რეგულარულ და პროგნოზირებად საფუძველზე, და საჭიროების შემთხვევაში, ის ნებისმიერი სხვა უფლება, რომელიც მოდის საინვესტიციო კომპანიაზე, მე-2(ბ) აბზაცში მითითებულ სქემაში მონაწილეობის შედეგად.

რეგულირებულმა ბაზრებმა უნდა განახორციელონ საინვესტიციო კომპანიების მიერ ამ სავალდებულო წერილობითი შეთანხმებების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და აღსრულება. რეგულირებულმა ბაზარმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს სავალდებულო წერილობითი შეთანხმების შინაარსი და მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს ყველა ის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა უფლებამოსილ ორგანოს იმაში დარწმუნების შესაძლებლობა მიეცეს, რომ რეგულირებული ბაზარი ასრულებს ამ აბზაცის მოთხოვნას.

4. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ ეფექტიანი სისტემების, პროცედურებისა და ზომების ამოქმედება იმ შეკვეთების უარყოფისთვის, რომლებიც აღემატებიან წინასწარ განსაზღვრულ მოცულობას და ფასის ზღვრულ მნიშვნელობებს ან რომლებიც აშკარად არასწორია.

5. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ, რომ მან შეძლოს ვაჭრობის დროებით შეჩერება ან შეზღუდვა, თუ მოკლე პერიოდში ამ ან მასთან დაკავშირებულ ბაზარზე ფინანსურ ინსტრუმენტში ფასი მნიშვნელოვნად მერყეობს, და გამონაკლის შემთხვევებში, შეძლოს ნებისმიერი გარიგების გაუქმება, შეცვლა ან შესწორება. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ იმის უზრუნველყოფა, რომ მოხდეს ვაჭრობის შეჩერების პარამეტრების სათანადოდ დაკალიბრება იმ ფორმით, რომ მოხდეს აქტივების სხვადასხვა კლასების და ქვეკლასების ლიკვიდურობის, ბაზრის მოდელისა და მომხმარებლების სახეობების ხასიათის გათვალისწინება, და ეს ფორმა საკმარისი იყოს ვაჭრობის ორგანიზებულობისთვის მნიშვნელოვანი ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგულირებულმა ბაზარმა უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში ვაჭრობის შეჩერების პარამეტრებისა და მათში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ თანამიმდევრულად და შედარებადი ფორმით, და რომ უფლებამოსილმა ორგანომ, თავის მხრივ, შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ შემთხვევაში, როცა რეგულირებული ბაზარი არის არსებითი ლიკვიდურობის თვალსაზრისით ამ ფინანსური ინსტრუმენტში, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში შეაჩეროს ვაჭრობა, რომ ვაჭრობის ადგილს გააჩნდეს აუცილებელი სისტემები და პროცედურები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის შეატყობინებს უფლებამოსილ ორგანოებს, რათა მათ მოახდინონ ბაზრის მასშტაბით რეაგირების კოორდინაცია და განსაზღვრონ, მიზანშეწონილია თუ არა იმ სხვა ადგილებზე ვაჭრობის შეჩერება, რომლებზეც ხდება ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობა, თავდაპირველ ბაზარზე ვაჭრობის განახლებამდე.

6. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ ეფექტიანი სისტემების, პროცედურების და ზომების ამოქმედება, მათ შორის, მოითხოვონ წევრებისა ან მონაწილეებისგან ალგორითმების სათანადო შემოწმება და გარემოს უზრუნველყოფა ამ შემოწმების ხელშესაწყობად, იმის უზრუნველყოფად, რომ ალგორითმული ვაჭრობის სისტემები ვერ შექმნიან ან ვერ შეუწყობენ ხელს ბაზარზე არაორგანიზებული ვაჭრობის პირობების შექმნას, და იმ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობების მართვა, რომლებიც წარმოიშვებიან ამ ალგორითმული ვაჭრობის სისტემებიდან, მათ შორის, იმ სისტემებიდან, რომლებიც ზღუდავენ შეუსრულებელი შეკვეთების გარიგებებთან თანაფარდობას, რაც შეიძლება შეყვანილ იქნეს სისტემაში წევრის ან მონაწილის მიერ, რათა შესაძლებელი იყოს შეკვეთების ნაკადის შენელება, თუ არსებობს იმის რისკი, რომ მისი სისტემის სიმძლავრის ამოწურვის რისკი, და ბიჯის იმ მინიმალური ოდენობის შეზღუდვა და აღსრულება, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ბაზარზე.

7. წევრმა სახელმწიფოებმა იმ რეგულირებული ბაზრისგან, რომელიც იძლევა პირდაპირ ელექტრონულ წვდომაზე ნებართვას ეფექტიანი სისტემების პროცედურებისა და ზომების ამოქმედება იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ წევრებს ან მონაწილეებს ამ მომსახურებების გაწევის ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცეთ, თუ ისინი წარმოადგენენ წინამდებარე დირექტივით ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიებს ან დირექტივით 2013/36/EU ავტორიზებულ საკრედიტო დაწესებულებებს, აგრეთვე იმის უზრუნველსაყოფად, რომ განისაზღვროს სათანადო კრიტერიუმები და ისინი გამოყენებულ იქნეს იმ პირების შესაბამისობასთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც შეიძლება დაიშვას ასეთი წვდომა, და რომ წევრს ან მონაწილეს შეუნარჩუნდეს პასუხისმგებლობა იმ შეკვეთებსა და ვაჭრობებზე, რომლებიც ხორციელდება ამ მომსახურების გამოყენებით წინამდებარე დირექტივის მოთხოვნებთან მიმართებაში.

წევრმა სახელმწიფოებმა აგრეთვე უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებულმა ბაზარმა დააწესოს სათანადო სტანდარტები რისკის კონტროლთან და ვაჭრობის ზღვართან დაკავშირებით ამ წვდომის მეშვეობით და შეძლოს გაარჩიოს და საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს შეკვეთები ან ვაჭრობა პირის მიერ პირდაპირი ელექტრონული წვდომის გამოყენებით, წევრის ან მონაწილის მიერ სხვა შეკვეთების ან ვაჭრობისგან ცალკე.

რეგულირებულმა ბაზარმა უნდა აამოქმედოს ზომები წევრის ან მონაწილის მიერ კლიენტისთვის პირდაპირი ელექტრონული წვდომის უზრუნველყოფის შეჩერების ან გაუქმების შესახებ, ამ აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

8. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ კოლოკაციის მომსახურებების წესების გაჭვირვალობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციული ხასიათი.

9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებულმა ბაზარმა უზრუნველყოს, რომ მისი მომსახურების ტარიფის კალკულაციის გაშიფვრა, მათ შორის, აღსრულებლის მოსაკრებლები, დამხმარე მოსაკრებლები და ნებისმიერი შეღავათი იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და არადისკრიმინაციული, და რომ მათ არ შექმნა ის წახალისების ფორმები, რომლებიც უკავშირდება შეკვეთების განთავსებას, მათში ცვლილებების შეტანას ან გაუქმეას ან გარიგებების იმგვარად გაფორმებას, რომ ამან ხელი შეუწყოს არაორგანიზებული ვაჭრობის პირობების წარმოქმნას ან ბაზრის წესების ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ ბაზრის რეგულირების ვალდებულებების დაკისრება ინდივიდუალურ აქციებზე ან აქციების შესაბამის პაკეტზე, ნებისმიერი გაკეთებული შეღავათის სანაცვლოდ.

წევრმა სახელმწიფოებმა უფლება უნდა მისცენ რეგულირებულ ბაზარს, გაუქმებული შეკვეთებისთვის თავისი გადასახადების კორექცია მოახდინოს იმ პერიოდის მიხედვით, რომელშიც შეკვეთა იყო შენარჩუნებული, და მოახდინოს იმ თითოეული ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ გადასახადების დაკალიბრება, რომლებზეც ისინი ვრცელდება.

წევრმა სახელმწიფოებმა უფლება უნდა მისცენ რეგულირებულ ბაზარს, დააწესოს უფრო მაღალი გადასახადი შეკვეთის განთავსებისთვის, რომელიც შემდგომში გაუქმდება, ვიდრე იმ შეკვეთისთვის, რომელიც სრულდება, და დაუწესოს უფრო მაღალი გადასახადი იმ მონაწილეებს, რომლებიც აწესებენ გაუქმებული შეკვეთების შესრულებულ შეკვეთებთან მაღალ თანაფარდობას, და იმ მონაწილეებს, რომლებიც იყენებენ მაღალი სიხშირის ალგორითმული ვაჭრობის ტექნიკას სისტემის სიმძლავრეზე დამატებითი ზეწოლის ასახვის მიზნით.

10. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ, რათა მან წევრების ან მონაწილეებისგან მარკირების მეშვეობით შეძლოს იმ შეკვეთების იდენტიფიცირება, რომლებიც გენერირებულია ალგორითმული ვაჭრობით, განსხვავებული ალგორითმებით, რომლებიც გამოიყენება შეკვეთების შესაქმნელად და იმ შესაბამისი პირების მიერ, რომლებიც ახდენენ ამ შეკვეთების ინიცირებას. ეს ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნის შემთხვევაში.

11. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებადი ბაზრის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, რეგულირებულმა ბაზრებმა უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელმისაწვდომი გახადონ ის მონაცემები, რომლებიც უკავშირდება შეკვეთების პორტფელს, რათა მან შეძლოს ვაჭრობის მონიტორინგი.

12. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია, რომელშიც დამატებით განისაზღვრება შემდეგი:

  1. მოთხოვნები იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგულირებული ბაზრების ვაჭრობის სისტემები იყოს მედეგი და მათ გააჩნდეთ სათანადო სიმძლავრე;
  2. მე-6 აბზაცში მითითებული თანაფარდობა, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა შეუსრულებელი შეკვეთების მოცულობა შესრულებული გარიგებების მოცულობასთან მიმართებაში;
  3. კონტროლის ზომები პირდაპირ ელექტრონულ წვდომასთან დაკავშირებით იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს, რომ დასპონსორებული წვდომის მიმართ გამოყენებული კონტროლის ზომები, როგორც მინიმუმ, იყოს ბაზარზე პირდაპირი წვდომის მიმართ გამოყენებული ზომების ექვივალენტური;
  4. მოთხოვნები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უზრუნველოფილ იქნეს კოლოკაციის მომსახურებებისა და მომსახურების ტარიფის კალკულაციის გაშიფვრების სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა და რომ ამ მომსახურების ტარიფის კალკულაციის გაშიფვრებმა არ შექმნან წახალისების ფორმები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობების ან ბაზრის წესების ბოროტად გამოყენებისთვის;
  5. იმის განსაზღვრა, არის თუ არა რეგულირებული ბაზარი არსებითი ამ ფინანსურ ინსტრუმენტში ლიკვიდურობის თვალსაზრისით;
  6. მოთხოვნები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბაზრის შექმნის სქემები იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და განისაზღვროს ბაზრის შექმნის ის მინიმალური ვალდებულებები, რომლებიც რეგულირებულმა ბაზრებმა უნდა გაითვალისწინონ ბაზრის შექმნის სქემის და იმ პირობების შექმნისას, რომლითაც ბაზრის შექმნის სქემის ამოქმედების მოთხოვნა არ არის შესაბამისი, ამ რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობის ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მათ შორის, ის, რეგულირებული ბაზარი იძლევა თუ არა იმის ნებართვას ან შესაძლებლობას, რომ ალგორითმული ვაჭრობა განხორციელდეს მისი სისტემების მეშვეობით;
  7. მოთხოვნები ალგორითმების სათანადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ის, რომ ალგორითმული ვაჭრობის სისტემებმა, მათ შორის, მაღალი სიხშირის ალგორითმული ვაჭრობის სისტემებმა ვერ შექმნან ან ვერ შეუწყონ ხელი ბაზარზე არაორგანიზებული ვაჭრობის პირობების წარმოქმნას.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

13. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ, 2016 წლის 3 იანვრისთვის, უნდა შეიმუშაოს მეთოდური რეკომენდაციები მე-5 აბზაცის მიხედვით ვაჭრობის შეჩერებების სათანადო დაკალიბრების შესახებ, ამ აბზაცში მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით.

 

მუხლი 49

ბიჯის ოდენობები

1. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრებისგან უნდა მოითხოვონ ბიჯის ოდენობების რეჟიმების მიღება აქციებში, სადეპოზიტო მოწმობებში, სააქციო საინდექსო ფონდებში, სერტიფიკატებში და სხვა მსგავს ფინანსურ ინსტრუმენტებში და იმ ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტში, რომლისთვისაც მე-4 აბზაცის მიხედვით შემუშავებულია მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტები.

2. პირველ აბზაცში მითითებული ბიჯის ოდენობების რეჟიმები უნდა:

  1. დაკალიბრდეს სხვადასხვა ბაზარზე ფინანსური ინსტრუმენტის ლიკვიდურობის პროფილისა და შეთავაზებულ და მოთხოვნილ ფასს შორის საშუალო სხვაობის ასახვისთვის, სტაბილური ფასების დაუსაბუთებლად შეუზღუდავად, ფასთაშორისი სხვაობების შევიწროებით;
  2. სათანადოდ ადაპტირდეს ბიჯის ოდენობა თითოეული ფინანსური ინსტრუმენტისთვის.

3. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია, რომლითაც განისაზღვრება ბიჯის მინიმალური ოდენობები ან ბიჯის ოდენობის რეჟიმები კონკრეტული აქციების, სადეპოზიტო მოწმობების, სააქციო საინდექსო ფონდების, სერტიფიკატების ან სხვა მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტებისთვის იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია ბაზრების ორგანიზებული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მე-2 აბზაცში მოცემული ფაქტორებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ფასის, სხვაობებისა და ლიკვიდურობის ხარისხის შესაბამისად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

4. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ შეიძლება შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია, რათა განსაზღვროს ბიჯის მინიმალური ოდენობები ან ბიჯის ოდენობის რეჟიმები კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, იმათი გამოკლებით, რომლებიც ჩამოთვლილია მე-3 აბზაცში, იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია ბაზრების ორგანიზებული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მე-2 აბზაცში მოცემული ფაქტორებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ფასის, სხვაობებისა და ლიკვიდურობის ხარისხის შესაბამისად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

მუხლი 50

ბიზნეს საათების სინქრონიზაცია

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ ყველა ვაჭრობის ადგილმა და მათმა წევრებმა ან მონაწილეებმა მოახდინონ მათ მიერ გამოყენებული ბიზნეს საათების სინქრონიზაცია ნებისმიერი გასაცხადებელი მოვლენის თარიღისა და დროის დასაფიქსირებლად.

2. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაონ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ სიზუსტის ხარისხის განსაზღვრისთვის, რომლითაც უნდა მოხდეს საათების სინქრონიზაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

მუხლი 51

ფინანსური ინსტრუმენტების ვაჭრობაზე დაშვება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებულ ბაზრებს ჰქონდეთ მკაფიო და გამჭვირვალე წესები ვაჭრობაზე ფინანსური ინსტრუმენტების დაშვებასთან დაკავშირებით.

ამ წესებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შესაძლებელი იყოს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტით სამართლიანად, ორგანიზებულად და ეფექტიანად ვაჭრობა და მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, მათი თავისუფლად ბრუნვა.

2. დერივატივების შემთხვევაში, პირველ პუნქტში მითითებული წესებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, კერძოდ, ის, რომ დერივატული კონტრაქტის პროექტი თვალისწინებდეს მის ორგანიზებულ ფასწარმოქმნას, აგრეთვე ეფექტიანი ანგარიშსწორების პირობების არსებობას.

3. აბზაცებში 1 და 2 მოცემული ვალდებულებების გარდა, წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრისგან უნდა მოითხოვონ ეფექტიანი ზომების შემოღება და შენარჩუნება იმის გადასამოწმებლად, რეგულირებად ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების ემიტენტები ასრულებენ თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ თავიანთ ვალდებულებებს, თავდაპირველ, მიმდინარე ან სიტუაციური გამჟღავნების ვალდებულებებთან მიმართებაში.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ რეგულირებული ბაზრის მიერ იმ ზომების დაწესება, რომლებიც მის წევრებს ან მონაწილეებს გაუმარტივებენ წვდომის მოპოვებას იმ ინფორმაციაზე, რომელიც გასაჯაროვდა ევროკავშირის კანონმდებლობით.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგულირებულმა ბაზრებმა შემოიღონ აუცილებელი ზომები იმ ფინანსური ინსტრუმენტების დაშვების მოთხოვნების შესრულების რეგულარულად გადასინჯვის მიზნით, რომლებსაც ისინი უშვებენ სავაჭროდ.

5. ის მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, რომელიც დაშვებულ იქნა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ, შეიძლება შემდგომში დაშვებულ იქნეს სავაჭროდ სხვა რეგულირებულ ბაზრებზე, ემიტენტის თანხმობის გარეშეც და დირექტივის 2003/71/EC შესაბამისი დებულებების მიხედვით. ემიტენტს რეგულირებულმა ბაზარმა უნდა აცნობოს იმ ფაქტის შესახებ, რომ ამ რეგულირებულ ბაზარზე ხდება მისი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ემიტენტი არ უნდა დაექვემდებაროს იმ ნებისმიერ ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მე-3 აბზაცით მოთხოვნილი ინფორმაციის პირდაპირ იმ ნებისმიერი რეგულირებული ბაზრისთვის მიწოდებას, რომელმაც ემიტენტის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაუშვა მისი თანხმობის გარეშე.

6. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია, რომელიც:

  1. განსაზღვრავს რეგულირებული ბაზრის მიერ გასათვალისწინებელი ფინანსური ინსტრუმენტების სხვადასხვა კლასების მახასიათებლებს იმის შეფასებისას, ფინანსური ინსტრუმენტის გამოშვება მოხდა იმგვარად, რომ ის შეესაბამება ბაზრის იმ სხვადასხვა სეგმენტებზე სავაჭროდ დაშვებისთვის პირველი აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მოცემულ პირობებს, რომლებზეც ის ოპერირებს;
  2. აზუსტებს იმ ზომებს, რომელთა განხორციელებაც მოეთხოვება რეგულირებულ ბაზარს, რათა მისი ის ვალდებულება, რომ მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ემიტენტი ასრულებდეს ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს თავდაპირველ, მიმდინარე ან სიტუაციური გამჟღავნების ვალდებულებებთან დაკავშირებით, შესრულებულად ჩაითვალოს;
  3. აზუსტებს იმ ზომებს, რომლებიც რეგულირებულმა ბაზარმა უნდა შეიმუშაოს მე-3 აბზაცის მიხედვით, რათა მის წევრებს ან მონაწილეებს გაუმარტივოს იმ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც გასაჯაროვდა ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილ პირობებით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

მუხლი 52

ფინანსური ინსტრუმენტების შეჩერება და ამოღება რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობიდან

1. მუხლის 69(2) მიხედვით უფლებამოსილი ორგანოს იმ უფლების დაურღვევლად, რომელიც უკავშირდება ვაჭრობიდან ფინანსური ინსტრუმენტის შეჩერების ან ამოღების მოთხოვნას, იმ ბაზრის ოპერატორს უფლება აქვს შეაჩეროს ან ამოიღოს ვაჭრობიდან ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც აღარ შეესაბამება რეგულირებული ბაზრის წესებს, თუ ეს შეჩერება ან ამოღება სავარაუდოდ მნიშვნელოვნად არ დააზიანებდა ინვესტორთა ინტერესებს ან ბაზრის ორგანიზებულ ფუნქციონირებას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ იმ ბაზრის ოპერატორმა, რომელიც აჩერებს ან ვაჭრობიდან იღებს ფინანსურ ინსტრუმენტს, აგრეთვე შეაჩეროს ან ამოიღოს პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული ის დერივატივები, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებული ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, აუცილებლობის შემთხვევაში, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტის შეჩერების ან ამოღების მიზნების მხარდასაჭერად. ბაზრის ოპერატორმა თავისი გადაწყვეტილება ფინანსური ინსტრუმენტისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დერივატივის შეჩერებისა ან ამოღბის შესახებ უნდა გაასაჯაროოს და შესაბამისი გადაწყვეტილება გადაუგზავნოს თავის უფლებამოსილ ორგანოს.

იმ უფლებამოსილმა ორგანომ, რომლის იურისდიქციაშიც დაიწყო შეჩერება ან ამოღება, უნდა მოითხოვონ, რომ სხვა რეგულირებულმა ბაზრებმა, მრავალმხრივმა სავაჭრო სისტემებმა, ორგანიზებულმა სავაჭრო სისტემებმა და არარეგულირებადმა სავაჭრო ფონდებმა, რომლებიც განეკუთვნებიან მის იურისდიქციას და ვაჭრობენ წინამდებარე დირექტივის პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული იმავე ფინანსური ინსტრუმენტით ან იმ დერივატივებით, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, აგრეთვე შეაჩერონ ან ამოიღონ ეს ფინანსური ინსტრუმენტი ან დერივატივები ვაჭრობიდან იმ შემთხვევაში, როცა შეჩერება ან ამოღება გამოწვეულია ბაზრის წესების სავარაუდო ბოროტად გამოყენებით, შთანთქმის შესახებ შეთავაზებით ან ემიტენტის ან რეგულაციის N 596/2014/EU მუხლების 7 და 17 დამრღვევი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ ინსაიდერული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ შეჩერებას ან ამოღებას შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ინვესტორთა ინტერესები ან ბაზრის ორგანიზებული ფუნქციონირება.

თითოეულმა შეტყობინებულმა უფლებამოსილმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება უნდა აცნობოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, მ.შ. განმარტება, თუ გადაწყვეტილებას არ უნდა შეეჩერებინა ან ვაჭრობიდან ამოეღო პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული ფინანსური ინსტრუმენტი ან დერივატივები, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში.

უფლებამოსილმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და დანარჩენი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოს გადაუგზავნოს ეს გადაწყვეტილება.

დანარჩენი წევრი სახელმწიფოების შეტყობინებულმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებულმა ბაზრებმა, სხვა მრავალმხრივმა სავაჭრო სისტემებმა, სხვა ორგანიზებულმა სავაჭრო სისტემებმა და არარეგულირებადმა სავაჭრო ფონდებმა, რომლებიც განეკუთვნებიან მის იურისდიქციას და ვაჭრობენ წინამდებარე დირექტივის პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული იმავე ფინანსური ინსტრუმენტით ან იმ დერივატივებით, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, აგრეთვე შეაჩერონ ან ამოიღონ ეს ფინანსური ინსტრუმენტი ან დერივატივები ვაჭრობიდან იმ შემთხვევაში, როცა შეჩერება ან ამოღება გამოწვეულია ბაზრის წესების სავარაუდო ბოროტად გამოყენებით, შთანთქმის შესახებ შეთავაზებით ან ემიტენტის ან რეგულაციის N 596/2014/EU მუხლების 7 და 17 დამრღვევი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ ინსაიდერული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ შეჩერებას ან ამოღებას შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს ინვესტორთა ინტერესები ან ბაზრის ორგანიზებული ფუნქციონირება.

წინამდებარე ქვეაბზაცი აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული იმ ფინანსური ინსტრუმენტის ან დერივატივების ვაჭრობიდან შეჩერება, რომლებიც უკავშირდება ამ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, იხსნება.

ამ აბზაცში მითითებული შეტყობინების პროცედურა აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პირველი დანართის გ სექციის პუნქტებში 4-10 მითითებული იმ ფინანსური ინსტრუმენტის ან დერივატივების შეჩერების ან ვაჭრობიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება, რომლებიც დაკავშირებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტთან ან მითითებულია ამ ფინანსურ ინსტრუმენტში, მიღებულ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მუხლის 69(2)-ის პუნქტების ნ და ო მიხედვით.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ დერივატივების შეჩერების ან ვაჭრობიდან ამოღების ვალდებულება თანაზომიერად გამოიყენებოდეს, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ შემთხვევების დამატებითი განსაზღვრის მიზნით, როცა კავშირი იმ დერივატივს, რომელიც უკავშირდება შეჩერებულ ან ვაჭრობიდან ამოღებულ ფინანსურ ინსტრუმენტს ან მითითებულია ამ ინსტრუმენტში, და თავდაპირველ ფინანსურ ინსტრუმენტს შორის, გულისხმობს იმას, რომ ეს დერივატივი აგრეთვე უნდა შეჩერდეს ან ამოღებულ იქნეს ვაჭრობიდან, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტის შეჩერების ან ამოღების მიზნის მისაღწევად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

3. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია მე-2 აბზაცში მითითებული კომუნიკაციებისა და გამოქვეყნებების ფორმატისა და დროის განსაზღვრის მიზნით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

4. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების ნუსხის განსაზღვრისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად აზიანებენ ინვესტორთა ინტერესებს და აბზაცებში 1 და 2 მითითებული ბაზრის ორგანიზებულ ფუნქციონირებას.

 

მუხლი 53

რეგულირებად ბაზარზე წვდომა

1. წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებადი ბაზრისგან უნდა მოითხოვონ იმ გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წესების შექმნა, განხორციელება და შენარჩუნება ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებენ რეგულირებად ბაზარზე წვდომას ან ამ ბაზრის წევრობას.

2. პირველ აბზაცში მითითებულ წესებში უნდა განისაზღვროს იმ წევრების ან მონაწილეების ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც მომდინარეობს შემდეგიდან:

  1. რეგულირებული ბაზრის წესდება და ადმინისტრაცია;
  2. ბაზარზე გარიგებებთან დაკავშირებული წესები;
  3. ბაზარზე მოქმედი საინვესტიციო კომპანიებისა ან საკრედიტო დაწესებულებების პერსონალზე დაკისრებული პროფესიული სტანდარტები;
  4. წევრების ან მონაწილეებისთვის (საინვესტიციო კომპანიებისა და საკრედიტო დაწესებულებების გამოკლებით) დადგენილი პირობები, მე-3 აბზაცის მიხედვით;
  5. რეგულირებულ ბაზარზე დადებული გარიგებების კლირინგისა და გაფორმების წესები და პროცედურები.

3. რეგულირებულ ბაზრებს უფლება აქვთ, წევრებად ან მონაწილეებად მიიღოს საინვესტიციო კომპანიები, საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც ავტორიზებულნი არიან დირექტივით 2013/36/EU, და სხვა პირები, რომლებსაც:

  1. გააჩნიათ საკმარისად კარგი რეპუტაცია;
  2. გააჩნიათ ვაჭრობის უნარის, კომპეტენციისა და გამოცდილების საკმარისი დონე;
  3. საჭიროების შემთხვევაში, გააჩნიათ სათანადო ორგანიზაციული ზომები;
  4. გააჩნიათ საკმარისი რესურსები იმ როლისთვის, რომელიც მათ უნდა შეასრულონ, იმ სხვადასხვა ფინანსური ზომების გათვალისწინებით, რომლებიც რეგულირებულ ბაზარს შეიძლება შეემუშავებინა გარიგებების სათანადოდ დადების უზრუნველსაყოფად.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგულირებად ბაზარზე დადებული გარიგებებისთვის, წევრებსა და მონაწილეებს არ ჰქონდეთ მუხლებში 24, 25, 27 და 28 განსაზღვრული ვალდებულებების ერთმანეთის მიმართ გამოყენების მოვალეობა. თუმცა, რეგულირებადი ბაზრის წევრებმა ან მონაწილეებმა მუხლებით 24, 25, 27 და 28 გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა გამოიყენონ თავიანთ კლიენტებთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, როცა, მოქმედებენ რა თავიანთი კლიენტების სახელით, ისინი ასრულებენ მათ შეკვეთებს რეგულირებად ბაზარზე.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგულირებულ ბაზარზე წვდომის ან ამ ბაზრის წევრობის ან მასში მონაწილეობის წესები ითვალისწინებდნენ საინვესტიციო კომპანიების და საკრედიტო დაწესებულებების პირდაპირ ან დისტანციურ მონაწილეობას.

6. წევრმა სახელმწიფოებმა დამატებითი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული მოთხოვნების გარეშე, უნდა ნება დართონ რეგულირებულ ბაზრებს სხვა წევრი სახელმწიფოებიდან, თავიანთ ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომები, მათ ტერიტორიაზე დაფუძნებული ვაჭრობაში დისტანციური მონაწილეების ან მონაწილეების მიერ ამ ბაზრებზე წვდომის და ვაჭრობის გასამარტივებლად.

რეგულირებულმა ბაზარმა თავისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა შეატყობინოს იმ წევრი სახელმწიფოს ვინაობა, რომელშიც ის აპირებს ამ ზომების უზრუნველყოფას. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ეს ინფორმაცია უნდა გადაუგზავნოს იმ წევრ სახელმწიფოს, რომელშიც რეგულირებული ბაზარი აპირებს ამ ზომების უზრუნველყოფას 1 თვის განმავლობაში. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ ინფორმაციაზე წვდომა რეგულაციის N 1095/2010/EU 35-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით და პირობებით.

რეგულირებული ბაზრის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით და დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, უნდა აცნობოს ამ წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული რეგულირებული ბაზრის წევრების ან მონაწილეების ვინაობა.

7. წევრმა სახელმწიფოებმა ბაზრის ოპერატორისგან უნდა მოითხოვონ რეგულირებადი ბაზრის უფლებამოსილი ორგანოსთვის რეგულირებადი ბაზრის წევრების ან მონაწილეების ნუსხის რეგულარულად წარდგენა.

 

მუხლი 54

რეგულირებადი ბაზრის წესებისა და სხვა სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებულმა ბაზრებმა შეიმუშაონ და შეინარჩუნონ ეფექტიანი ზომები და პროცედურები, მათ შორის, აუცილებელი რესურსი მათი წევრების ან მონაწილეების მიერ მათი წესების შესრულების რეგულარული მონიტორინგის მიზნით. რეგულირებულმა ბაზრებმა უნდა განახორციელონ გაგზავნილი შეკვეთების მონიტორინგი, მ.შ. მათი წევრების ან მონაწილეების მიერ მათი სისტემების ფარგლებში განხორციელებული გაუქმებების და გარიგებების, იმისათვის, რათა მოხდეს ამ წესების იმ დარღვევების, არაორგანიზებული სავაჭრო პირობების ან მოქმედების იდენტიფიცირება, რომლებიც შეიძლება მიუთითებდნენ იმ ქცევაზე, რომელიც იკრძალება რეგულაციით N 596/2014/EU ან, ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით სისტემის რღვევებზე.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ რეგულირებული ბაზრების ბაზრის ოპერატორებმა დაუყოვნებლივ შეატყობინონ თავიანთ უფლებამოსილ ორგანოებს ამ წესების ის მნიშვნელოვანი დარღვევების ან არაორგანიზებული ვაჭრობის პირობების ან მოქმედების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიუთითებდნენ იმ ქცევაზე, რომელიც იკრძალება რეგულაციით N 596/2014/EU ან, ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით სისტემის რღვევების შესახებ.

რეგულირებული ბაზრების უფლებამოსილმა ორგანოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და დანარჩენი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიაწოდონ პირველ ქვეაბზაცში მითითებული ინფორმაცია.

იმ მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს იმ ქცევაზე, რომელიც იკრძალება რეგულაციით N 596/2014/EU, უფლებამოსილი ორგანო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს ქცევა ხორციელდება ან განხორციელდა იქამდე, სანამ ის შეატყობინებს დანარჩენი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ ბაზრის ოპერატორმა შესაბამისი ინფორმაცია დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე მიაწოდოს უფლებამოსილ ორგანოს რეგულირებულ ბაზარზე ბაზრის წესების ბოროტად გამოყენების შემთხვევის გამოსაძიებლად და სამართლებრივი დევნისთვის და ამ რეგულირებული ბაზრისთვის სრული დახმარების აღმოსაჩენად ბაზრის წესების ბოროტად გამოყენების იმ შემთხვევის გამოძიებასა და სამართლებრივი დევნის განხორციელებაში, რომელსაც ადგილი აქვს რეგულირებული ბაზრის სისტემებში ან ამ სისტემების მეშვეობით.

4. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც წარმოშობენ ამ მუხლის მე-2 აბზაცში მითითებულ მოთხოვნას.

 

მუხლი 55

ცენტრალურ კონტრაგენტებთან და კლირინგისა და ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებული დებულებები

1. რეგულაციის N 648/2012/EU კარების III, IV ან V დაურღვევლად, წევრმა სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუშალონ რეგულირებულ ბაზრებს ანგარისწორების შესახებ შეთანხმებების დადებაში ცენტრალურ კონტრაგენტთან ან კლირინგის ორგანიზაციასთან ან სხვა წევრი სახელმწიფოს ანგარიშსწორების სისტემასთან, ბაზრის მონაწილეების მიერ მათი სისტემების ფარგლებში დასრულებული ზოგიერთი ან ყველა ვაჭრობის კლირინგის ან/და ანგარიშსწორების გასათვალისწინებლად.

2. რეგულაციის N 648/2012/EU კარების III, IV ან V შეუზღუდავად, რეგულირებული ბაზრის უფლებამოსილ ორგანოს არ აქვს უფლება, შეეწინააღმდეგოს ცენტრალური კონტრაგენტის, კლირინგის ორგანიზაციების ან/და ანგარიშსწორების სისტემების გამოყენებას სხვა წევრ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აშკარად აუცილებელია ამ მარეგულირებელი ბაზრის ორგანიზებული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და წინამდებარე დირექტივის მუხლით 37(2) დადგენილი ანგარიშსწორების სისტემების პირობების გათვალისწინებით.

კონტროლის დაუსაბუთებელი დუბლირების თავიდან ასაცილებლად, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს იმ კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემის მეთვალყურეობა/ზედამხედველობა, რომელსაც უკვე ახორციელებენ ცენტრალური ბანკები, როგორც კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემის ზედამხედველები, ან ის სხვა ზედამხედველობის ორგანოები, რომლებსაც გააჩნიათ კომპეტენცია ამ სისტემებთან დაკავშირებით.

 

მუხლი 56

რეგულირებადი ბაზრების ნუსხა

თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა შეადგინოს იმ რეგულირებული ბაზრების ნუსხა, რომლების რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოსაც ის წარმოადგენს, და ეს ნუსხა გადაუგზავნოს დანარჩენ წევრ სახელმწიფოებსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას. მსგავსი კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს ამ ნუსხაში თითოეულ ცვლილებასთან დაკავშირებით. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ყველა რეგულირებული ბაზრის ნუსხა უნდა გამოქვეყნოს თავის ვებ-გვერდზე და პერიოდულად განაახლოს. ეს ნუსხა უნდა შეიცავდეს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ დადგენილ უნიკალურ კოდს მუხლის 65(6) მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშებში გამოყენებისთვის რეგულირებულ ბაზრებს წინამდებარე დირექტივის მუხლის 65(1) ზ პუნქტისა და მუხლის 65(2) ზ პუნქტის და რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 6, 10 და 26 მიხედვით.

 

კარი IV

პოზიციების ზღვრული ოდენობები და პოზიციის მართვის კონტროლის ზომები სასაქონლო დერივატივებში და ანგარიშგებაში

მუხლი 57

პოზიციის ზღვრული ოდენობები და პოზიციის მართვის კონტროლის ზომები სასაქონლო დერივატივებში

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ დადგენილი გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესაბამისად, განსაზღვრონ და გამოიყენონ იმ ნეტპოზიციის რაოდენობის ზღვრული მნიშვნელობები, რომლის დაკავებაც პირს შეუძლია ყოველთვის იმ სასაქონლო დერივატივებში, რომლებითაც ვაჭრობა ხორციელდება ვაჭრობის ადგილებზე და ეკონომიკურად ექვივალენტ არასაბირჟო კონტრაქტებზე. ზღვრული მნიშვნელობები უნდა განისაზღვროს ყველა იმ პოზიციის საფუძველზე, რომელიც პირს უკავია, და იმ პოზიციების საფუძველზე, რომლებიც მისი სახელით არის დაკავებული ჯგუფის საერთო დონეზე, რათა:

  1. თავიდან იქნეს აცილებული ბაზრის წესების ბოროტად გამოყენება;
  2. მხარი დაეჭიროს ორგანიზებული ფასწარმოქმნისა და ანგარიშსწორების პირობებს, მათ შორის, ბაზრის დამამახინჯებელი პოზიციების თავიდან აცილება, და კერძოდ, კონვერგენციის უზრუნველყოფა მიწოდების თვეში დერივატივების ფასებს და საბაზისო საქონლის სპოტურ ფასებს შორის, საბაზისო საქონლის ბაზარზე ფასის დადგენის შეუზღუდავად.

პოზიციის ზღვრული ოდენობები არ ვრცელდება იმ პოზიციებზე, რომლებიც დაკავებულია არასაფინანსო სუბიექტის მიერ ან მისი სახელით და რომლებიც ობიექტური გაზომვის შედეგად ამცირებენ ამ არასაფინანსო სუბიექტის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს.

2. პოზიციის ზღვრული ოდენობებით უნდა განისაზღვროს მკაფიო რაოდენობრივი ზღვრული მნიშვნელობები სასაქონლო დერივატივში პოზიციის იმ მაქსიმალური რაოდენობისთვის, რომლის დაკავებაც პირს შეუძლია.

3. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს იმ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია გაანგრიშების მეთოდოლოგიის განსაზღვრის მიზნით, რომლებიც უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ თვიური სპოტური პოზიციის ზღვრული ოდენობებისა და სხვა თვეების პოზიციის ზღვრული მნიშვნელობების დასადგენად ფიზიკურად და ნაღდი ფულით ანგარიშსწორებული სასაქონლო დერივატივებისთვის, შესაბამისი დერივატივის მახასიათებლების საფუძველზე. გაანგარიშების მეთოდოლოგიაში, სულ მცირე, უნდა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ფაქტორები:

  1. სასაქონლო დერივატიული კონტრაქტების ვადის ამოწურვა;
  2. გადაუდებელი საბირჟო კონტრაქტის მისაწოდებელი ფინანსური ინსტრუმენტები საბაზისო საქონელში;
  3. ამ კონტრაქტის მიმართ საერთო საჯარო ინტერესი და საერთო საჯარო ინტერესი სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში იგივე საბაზისო საქონელთან ერთად;
  4. შესაბამისი ბაზრების ცვალებადობა, მათ შორის, სათადარიგო დერივატივები და საბაზისო სასაქონლო ბაზრობები;
  5. ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა და სიდიდე;
  6. საბაზისო სასაქონლო ბაზრობების მახასიათებლები, მ.შ. წარმოების ნიმუშები, მოხმარება და ბაზრობამდე ტრანსპორტირება;
  7. ახალი კონტრაქტების შემუშავება.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ის გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია საინვესტიციო კომპანიების ან ვაჭრობის ადგილზე მომუშავე ან სხვა იურისდიქციების მქონე ბაზრის ოპერატორების პოზიციის ზღვრულ ოდენობებთან.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

4. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განსაზღვროს ზღვრული ოდენობები იმ სასაქონლო დერივატივების თითოეული კონტრაქტისთვის, რომლებითაც ვაჭრობა ხორციელდება ვაჭრობის ადგილებზე, მე-3 აბზაცის შესაბამისად ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ განსაზღვრული გაანგარიშების მეთოდოლოგიის საფუძველზე. ეს პოზიციის ზღვრული ოდენობა უნდა მოიცავდეს ეკონომიკურად ექვივალენტურ არასაბირჟო კონტრაქტებს.

უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განიხილოს პოზიციის ზღვრული მნიშვნელობები იმ შემთხვევაში, როცა გადაუდებელი საბირჟო კონტრაქტის მისაწოდებელ ფინანსურ ინსტრუმენტებში ან საჯარო ინტერესში ან ბაზარზე ადგილი აქვს მნიშვნელოვან ცვლილებას, მის მიერ გადაუდებელი საბირჟო კონტრაქტის მისაწოდებელი ფინანსური ინსტრუმენტებისა და საჯარო ინტერესის განსაზღვრის საფუძველზე, და უნდა დაარეგულიროს პოზიციის ზღვრული მნიშვნელობები ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ შემუშავებული გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

5. უფლებამოსილმა ორგანოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა შეატყობინონ პოზიციის ის ზუსტი ზღვრული ოდენობები, რომელთა განსაზღვრასაც ისინი აპირებენ მე-3 აბზაცის მიხედვით ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ დადგენილი გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესაბამისად. შეტყობინების მიღებიდან ორი თვის ვადაში, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს მოსაზრება პოზიციის ზღვრული ოდენობის შედარებითობის შეფასების შესახებ, პირველი აბზაცის მიზნებთან და მე-3 აბზაცის მიხედვით ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ დადგენილი გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან ერთად. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ მოსაზრება თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ პოზიციის ზღვრულ ოდენობებში უნდა შეიტანოს შესწორება ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მოსაზრების შესაბამისად, ან ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა წარუდგინოს დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩაითვალა ცვლილების შეტანა აუცილებლად. იმ შემთხვევაში,როცა უფლებამოსილი ორგანო ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მოსაზრების საპირისპირო ზღვრულ ოდენობებს აწესებს, მან თავის ვებ-გვერდზე დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს შეტყობინება, რომელშიც ის სრულად განმარტავს ამ ქმედების მიზეზებს.

იმ შემთხვევაში, როცა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია განსაზღვრავს, რომ პოზიციის ზღვრული ოდენობა არ შეესაბამება მე-3 აბზაცში მოცემული გაანგარიშების მეთოდოლოგიას, მან უნდა მიიღოს ზომა რეგულაციის N 1095/2010/EU მე-17 მუხლით გათვალისწინებული საკუთარი უფლებამოსილებების შესაბამისად.

6. იმ შემთხვევაში, როცა ერთი და იგივე სასაქონლო დერივატივის მნიშვნელოვანი ოდენობით ვაჭრობა ვაჭრობის ადგილებზე ხორციელდება ერთზე მეტ იურისდიქციაში, იმ სავაჭრო ადგილის უფლებამოსილმა ორგანომ, სადაც ხორციელდება ყველაზე დიდი ოდენობით ვაჭრობა (ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო), უნდა განსაზღვროს პოზიციის ერთი ზღვრული ოდენობა, რომელიც გამოყენებულ იქნება ამ კონტრაქტში ყველა ვაჭრობასთან დაკავშირებით. ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილმა ორგანომ კონსულტაცია უნდა გაიაროს იმ სხვა ვაჭრობის ადგილების უფლებამოსილ ორგანოებთან, სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ოდენობით ამ დერივატივით ვაჭრობა, გამოსაყენებელი პოზიციის ერთ ზღვრულ ოდენობასთან და ამ ოდენობაში შესატან ნებისმიერ შესწორებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანოები არ არიან თანახმა,მათ წერილობით უნდა მიუთითონ ის სრული და დეტალური მიზეზები, რომელთა გამოც ისინი მიიჩნევენ, რომ პირველი აბზაცით განსაზღვრული მოთხოვნები არ სრულდება. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა მოაგვაროს უფლებამოსილ ორგანოებს შორის წარმოშობილი ყველა დავა რეგულაციის N 1095/2010/EU მე-19 მუხლით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებების შესაბამისად.

იმ ვაჭრობის ადგილების უფლებამოსილმა ორგანოებმა, სადაც ხორციელდება იგივე სასაქონლო დერივატივით ვაჭრობა და ამ სასაქონლო დერივატივში პოზიციის მფლობელების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა აამოქმედონ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები, მათ შორის, შესაბამისი მონაცემების გაცვლა ერთმანეთთან, რათა შესაძლებელი გახდეს პოზიციის ერთი ზღვრული ოდენობის მონიტორინგი და აღსრულება.

7. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელოს იმ ფორმის მონიტორინგი, რომლითაც უფლებამოსილმა ორგანოებმა განახორციელეს მე-3 აბზაცის მიხედვით ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მიერ დადგენილი გაანგარიშების მეთოდოლოგიის მიხედვით განსაზღვრული პოზიციის ზღვრული ოდენობები. ამ პროცესში, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა უზრუნველყოს პოზიციის ერთი ზღვრული ოდენობის ეფექტიანად გამოყენება იმავე კონტრაქტთან მიმართებაში, იმ ადგილის მიუხედავად, სადაც ხორციელდება მისით ვაჭრობა მე-6 პუნქტის შესაბამისად.

8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს იმ ვაჭრობის ადგილს, რომელიც ვაჭრობს სასაქონლო დერივატივებით, გამოიყენოს პოზიციის მართვის კონტროლის ზომები. ეს კონტროლის ზომები უნდა მოიცავდნენ, სულ მცირე, ვაჭრობის ადგილის უფლებამოსილებებს შემდეგი მიზნით:

  1. პირების ინტერესთა ღია პოზიციების მონიტორინგი;
  2. პირების ინფორმაციაზე წვდომა, მ.შ. ყველა შესაბამის დოკუმენტზე, პოზიციის სიდიდისა და დანიშნულების ან რეგისტრირებული ზემოქმედებების შესახებ, ინფორმაცია ბენეფიციარი ან საბაზისო მფლობელების შესახებ, ნებისმიერი ერთობლივი შეთანხმება, და ნებისმიერი მათთან დაკავშირებული აქტივი ან ვალდებულება ამ საბაზისო ბაზარში;
  3. პირისგან პოზიციის შეწყვეტის ან შემცირების მოთხოვნა დროებით ან მუდმივად, როგორც ამას კონკრეტული გარემოება მოითხოვს, და ცალმხრივი ზომის მიღება ამ შეწყვეტის ან შემცირების უზრუნველსაყოფად, თუკი ეს პირი ამას არ შეასრულებს; და
  4. საჭიროების შემთხვევაში, პირისგან ბაზრისთვის ლიკვიდურობის დაბრუნების მოთხოვნა შეთანხმებულ ფასად და შეთანხმებული მოცულობით დროებით, მსხვილი ან დომინანტი პოზიციის შედეგების შემსუბუქების მკაფიოდ გამოხატული განზრახვით.

9. პოზიციის ზღვრული ოდენობები და პოზიციის მართვის კონტროლის ზომები უნდა იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, იმის მითითებით, თუ როგორ უნდა გამოიყენებოდეს ისინი პირების მიმართ, და ბაზრის მონაწილეთა ხასიათისა და შემადგენლობისა და იმ ფორმის გათვალისწინებით, რომლითაც ისინი იყენებენ ვაჭრობაზე წარდგენილ კონტრაქტებს.

10. საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს ვაჭრობის ადგილს, უფლებამოსილ ორგანოს უნდა შეატყობინონ პოზიციის მართვის კონტროლის ზომების შესახებ დეტალები.

უფლებამოსილმა ორგანომ იგივე ინფორმაცია, აგრეთვე მის მიერ დადგენილი პოზიციის ზღვრული მნიშვნელობების დეტალები უნდა მიაწოდოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, რომლემაც საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს და დატოვოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც შეჯამების სახით მოცემული იქნება პოზიციის ზღვრული ოდენობები და პოზიციის მართვის კონტროლის ზომები.

11. პირველი აბზაცის პოზიციის ზღვრული მნიშვნელობები უნდა დაადგინონ უფლებამოსილმა ორგანოებმა მუხლის 69(2) პუნქტის ჟ მიხედვით.

12. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია შემდეგის განსაზღვრის მიზნით:

  1. იმის განსაზღვრის კრიტერიუმები და მეთოდები, პოზიცია კვალიფიცირდება თუ არა, როგორც კომერციულ საქმიანობებთან პირდაპირ დაკავშირებული რისკების შემამცირებელი პოზიცია;
  2. იმის განსაზღვრის მეთოდები, თუ როდის უნდა მოხდეს პირის პოზიციების გაერთიანება ჯგუფის შიგნით;
  3. იმის განსაზღვრის კრიტერიუმები, კონტრაქტი არის თუ არა არასაბირჟო კონტრაქტი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით ვაჭრობის ადგილზე ექვივალენტურია იმისა, რომლითაც ვაჭრობა ხორციელდება ვაჭრობის ადგილზე, მითითებული პირველ აბზაცში, იმ ფორმით, რაც ხელს უწყობს იმ პოზიციების შესახებ ანგარიშგებას, რომლებიც დაკავებულია იმ არასაბირჟო კონტრაქტებში, რომლებიც ექვივალენტურია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსი, როგორც ეს განსაზღვრულია მუხლში 58(2);
  4. იმის განსაზღვრება, თუ რას წარმოადგენს იგივე სასაქონლო დერივატივი და მნიშვნელოვანი ოდენობები ამ მუხლის მე-6 აბზაცის მიხედვით;
  5. არასაბირჟო და ადგილზე სასაქონლო დერივატივების პოზიციების გაერთიანებისა და შეჯერების მეთოდოლოგია ნეტო პოზიციის დასადგენად ამ ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის შეფასების მიზნებისთვის. ამ მეთოდოლოგიებით უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები, რომლებითაც განისაზღვრება, თუ რომელი პოზიციების ურთიერთჩათვლა შეიძლება, და მათ არ უნდა შეუწყონ ხელი პოზიციების ოდენობის გაზდას იმ ფორმით, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი აბზაცით განსაზღვრულ მიზნებს;
  6. ის პროცედურა, რომელიც ადგენს, თუ როგორ შეიძლება გააკეთონ პირებმა განაცხადი განთავისუფლების შესახებ ამ მუხლის პირველი აბზაცის მეორე ქვეაბზაცის მიხედვით და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო როგორ დაამტკიცებს ამ განაცხადებს;
  7. გაანგარიშების მეთოდი იმ ადგილის განსაზღვრისთვის, სადაც ხორციელდება სასაქონლო დერივატივით ყველაზე დიდი მოცულობით ვაჭრობა და სადაც ადგილი აქვს მნიშვნელოვან მოცულობებს ამ მუხლის მე-6 აბზაცის მიხედვით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

13. უფლებამოსილმა ორგანოებმა არ უნდა დააწესონ ის ზღვრული ოდენობები, რომლებიც პირველი აბზაცის მიხედვით მიღებულ ზღვრულ ოდენობებზე უფრო შემზღუდველია, იმ გამონაკლისის შემთხვევების გარდა, როცა ისინი ობიექტურად დასაბუთებულია და თანაზომიერია, კონკრეტული ბაზრის ლიკვიდურობისა და ამ ბაზრის ორგანიზებული ფუნქციონირების გათვალისწინებით. უფლებამოსილმა ორგანოებმა საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნონ პოზიციის იმ უფრო მეტად შემზღუდველი ზღვრული ოდენობების დეტალები, რომელთა დაწესებაც მათ გადაწყვიტეს, რომლებიც უნდა ძალაში იყოს იმ თავდაპირველი პერიოდით, რომელიც არ აღემატება ვებ-გვერდზე მათი გამოქვეყნების თარიღიდან ექვს თვეს. პოზიციის უფრო მეტად შემზღუდველი ზღვრული ოდენობები შეიძლება განახლდეს დამატებითი პერიოდებით, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ ჯერზე ექვს თვეს, თუ შეზღუდვის საფუძვლები კვლავ განაგრძობენ მოქმედებას. ამ ექვთვიანი პერიოდით არ გაგრძელების შემთხვევაში, ისინი ავტომატურად ამოიწურება.

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანოები გადაწყვეტენ პოზიციის უფრო მკაცრი შემზღუდველი ოდენობების დაწესებას, მათ ამის შესახებ უნდა აცნობონ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას. შეტყობინებაში უნდა შევიდეს პოზიციის უფრო მკაცრი შემზუდველი ზღვრული ოდენობის დასაბუთება. 24 საათის განმავლობაში, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა წარადგინოს მოსაზრება იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა ის პოზიციის უფრო მკაცრი შემზუდველი ზღვრული ოდენობებს აუცილებლად გამონაკლის შემთხვევაში გამოსაყენებლად. ზემოაღნიშნული მოსაზრება უნდა გამოქვეყნდეს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის ვებ-გვერდზე.

იმ შემთხვევაში,როცა უფლებამოსილი ორგანო ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მოსაზრების საპირისპირო ზღვრულ ოდენობებს აწესებს, მან თავის ვებ-გვერდზე დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნოს შეტყობინება, რომელშიც ის სრულად განმარტავს ამ ქმედების მიზეზებს.

14. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა შეძლონ თავიანთი უფლებამოსილებების გამოყენება წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული სანქციების დასაწესებლად, წინამდებარე მუხლის მიხედვით დადგენილი პოზიციის ზღვრული ოდენობების დარღვევებისთვის, შემდეგთან მიმართებაში:

  1. ის პოზიციები, რომლებიც უკავიათ მის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ მყოფ ან მომუშავე პირებს, რომლებიც აჭარბებენ სასაქონლო დერივატიულ კონტრაქტებზე დაწესებულ იმ ზღვრებს, რომლებიც უფლებამოსილმა ორგანომ დაადგინა იმ ვაჭრობის ადგილების შესახებ კონტრაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მდებარეობენ ან მუშაობენ მის ტერიტორიაზე ან ეკონომიკურად ექვივალენტურ არასაბირჟო კონტრაქტებზე;
  2. იმ პირების მიერ დაკავებული ის პოზიციები, რომლებიც იმყოფებიან ან მუშაობენ მის ტერიტორიაზე, რომლებიც აჭარბებენ სხვა წევრ სახელმწიფოებში უფლებამოსილი ორგანოების მიერ სასაქონლო დერივატიული კონტრაქტების მიმართ დაწესებულ ზღვრულ ოდენობებს.

 

მუხლი 58

პოზიციის შესახებ შეტყობინება პოზიციის მფლობელთა კატეგორიების მიხედვით

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს ვაჭრობის ადგილს, რომელიც ვაჭრობს სასაქონლო დერივატივებით ან ემისიის კვოტებით ან მათი დერივატივებით:

  1. გაასაჯაროონ ყოველკვირეული ანგარიში იმ გაერთიანებულ პოზიციებთან ერთად, რომლებიც დაკავებულია პირთა სხვადასხვა კატეგორიების მიერ, იმ სხვადასხვა სასაქონლო დერივატივების ან ემისიის კვოტების ან მათი დერივატივებისთვის, რომლებითაც ვაჭრობა ხდება მათი ვაჭრობის ადგილზე, ამ კატეგორიების მიხედვით გრძელი და მოკლე პოზიციების რაოდენობის, წინა ანგარიშის შემდეგ მათში შეტანილი ცვლილებების, თითოეული კატეგორიის მიერ წარმოდგენილი საერთო ღია ინტერესის პროცენტული მაჩვენებლისა და იმ პირების რაოდენობის მითითებით, რომლებსაც უკავიათ პოზიცია თითოეულ კატეგორიაში მე-4 აბზაცის შესაბამისად, და ეს ანგარიში წარუდგინონ უფლებამოსილ ორგანოს და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას; ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს ამ ანგარიშებში შეტანილი ინფორმაციის ცენტრალიზებულად გამოქვეყნება;
  2. უფლებამოსილ ორგანოს გაუგზავნონ ყველა პირის მიერ დაკავებული პოზიციების სრული ჩამონათვალი, მათ შორის, მისი წევრების ან მონაწილეების და კლიენტების, ამ ვაჭრობის ადგილზე, სულ მცირე, ყოველდღიურად.

ა პუნქტში მოცემული ვალდებულება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა როგორც პირების, ისე მათი ღია პოზიციების რაოდენობა აღემატება მინიმალურ ზღვრულ მნიშვნელობებს.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჭრობის ადგილის გარეთ სასაქონლო დერივატივებით ან ემისიის კვოტებით ან მათი დერივატივებით მოვაჭრე საინვესტიციო კომპანიებმა იმ ვაჭრობის ადგილების, სადაც ხდება სასაქონლო დერივატივებით ან ემისიის კვოტებით ან მათი დერივატივებით ვაჭრობა, უფლებამოსილ ორგანოს ან იმ ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, სადაც ხდება სასაქონლო დერივატივებით ან ემისიის კვოტებით ან მათი დერივატივებით მნიშვნელოვანი ოდენობით ვაჭრობა ვაჭრობის ადგილებზე ერთზე მეტ იურისდიქციაში, სულ მცირე, ყოველდღიურად, მათი იმ პოზიციების სრული ჩამონათვალი, რომლებიც დაკავებულია იმ სასაქონლო დერივატივებში ან ემისიის კვოტებში ან მათ დერივატივებში, რომლებითაც ხდება ვაჭრობა ვაჭრობის ადგილზე და ეკონომიკურად ექვივალენტურ არასაბირჟო კონტრაქტებში, აგრეთვე მათი კლიენტებისა და ამ კლიენტების კლიენტებისა, მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული საბოლოო კლიენტი, რეგულაციის N 600/2014/EU 26-ე მუხლისა და საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციის N 1227/2011/EU მე-8 მუხლის მიხედვით.

3. რათა შესაძლებელი გახდეს მუხლის 57(1) მიხედვით მონიტორინგის განხორციელება, წევრმა სახელმწიფოებმა რეგულირებული ბაზრების წევრებისა ან მონაწილეების, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემებისა და ორგანიზებული სავაჭრო სისტემების კლიენტებისგან უნდა მოითხოვონ იმ საინვესტიციო კომპანიის ან ბაზრის ოპერატორისთვის, რომელიც ამუშავებს ამ ვაჭრობის ადგილს, იმ კონტრაქტების მეშვეობით დაკავებული მათი საკუთარი პოზიციების შესახებ დეტალური მონაცემების მიწოდება, რომლებითაც ვაჭრობა ხდება ამ ვაჭრობის ადგილზე, სულ მცირე, ყოველდღიურად, აგრეთვე მათი კლიენტებისა და ამ კლიენტების კლიენტებისა მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული საბოლოო კლიენტი.

4. ის პირების, რომლებსაც უკავიათ პოზიციები სასაქონლო დერივატივში ან ემისიის კვოტაში ან მათ დერივატში, კლასიფიცირება უნდა მოახდინოს საინვესტიციო კომპანიამ ან ბაზრის ოპერატორმა, რომელიც ამუშავებს ამ ვაჭრობის ადგილს თავისი ძირითადი საქმიანობის ხასიათის მიხედვით, ნებისმიერი მოქმედი ავტორიზაციის გათვალისწინებით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის:

  1. საინვესტიციო კომპანიები ან საკრედიტო დაწესებულებები;
  2. საინვესტიციო კომპანიები, ან მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიები (UCITS), როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივით 2009/65/EC, ან ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველი, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივით 2011/61/EC;
  3. სხვა საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიები და გადამზღვევი კომპანიები, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივაში 2009/138/EC, და პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის დაწესებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივაში 2003/41/EC;
  4. კომერციული საწარმოები;
  5. ემისიის კვოტებისა ან მათი დერივატივების შემთხვევაში, ის ოპერატორები, რომლებსაც გააჩნიათ დირექტივით 2003/87/EC გათვალისწინებული შესაბამისობის ვალდებულებები.

პირველი აბზაცის ა პუნქტში მითითებულ ანგარიშებში უნდა აღინიშნოს პირების კატეგორიების მიხედვით დაკავებული გრძელი და მოკლე პოზიციების რაოდენობა, წინა ანგარიშის შემდეგ მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, თითოეული კატეგორიით წარმოდგენილი საერთო ღია ინტერესის პროცენტული მაჩვენებელი, და თითოეულ კატეგორიაში პირთა რაოდენობა.

პირველი აბზაცის ა პუნქტში მითითებულ ანგარიშებში და მე-2 აბზაცში მითითებულ დეტალურ პუნქტობრივ ჩაშლაში უნდა ერთმანეთისგან გაირჩეს:

  1. ის პოზიციები, რომლებიც იდენტიფიცირებულია, როგორც პოზიციები, რომლებიც ობიექტურად გაზომვადი ფორმით ამცირებენ კომერციულ საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებულ რისკებს; და
  2. სხვა პოზიციები.

5. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია პირველი აბზაცის ა პუნქტში მითითებული ანგარიშებისა და მე-2 აბზაცში მითითებული დეტალური ჩამონათვალის ფორმატის განსაზღვრის მიზნიტ.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

ემისიის კვოტებისა ან მათი დერივატივების შემთხვევაში, ანგარიშგებამ არა უნდა დააზარალოს დირექტივით 2003/87/EC გათვალისწინებული შესაბამისობის ვალდებულებები.

6. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებული ზღვრული მნიშვნელობების განსაზღვრის მიზნით, ღია პოზიციების საერთო რაოდენობისა და მათი სიდიდის და იმ პირთა საერთო რაოდენობის მითითებით, რომლებსაც უკავიათ პოზიცია.

7. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრობების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ ზომების განსაზღვრის მიზნით, რომლებითაც მოითხოვება პირველი აბზაცის ა პუნქტში მითითებული ყველა ანგარიშის გაგზავნა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრობების კომისიისთვის განსაზღვრულ კვირის პერიოდში, ამ უკანასკნელის მიერ მათი ცენტრალიზებული წესით გამოქვეყნებისთვის.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

კარი V

მონაცემთა შეტყობინების მომსახურებები

სექცია 1

ავტორიზაციის პროცედურები მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლებისთვის

მუხლი 59

ავტორიზაციის მოთხოვნა

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს, რომ პირველი დანართის დ სექციაში აღწერილი მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიწოდება, როგორც მუდმივი სამუშაო ან საქმიანობა, დაექვემდებაროს წინასწარ ავტორიზაციას ამ სექციის მიხედვით. ეს ავტორიზაცია უნდა გაიცეს 67-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. პირველი აბზაციდან გამონაკლისის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა ნებართვა უნდა მისცენ საინვესტიციო კომპანიას ან ბაზრის ოპერატორს, რომელიც ამუშავებს ვაჭრობის ადგილს, ამუშაოს ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერი ან ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმი, მათ მიერ წინამდებარე კარის მოთხოვნების წინასწარი შემოწმების შედეგად. ეს მომსახურება უნდა შეტანილ იქნეს მათ ავტორიზაციაში.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაარეგისტრირონ მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების ყველა მიმწოდებელი. რეესტრი უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი და ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ მომსახურებების შესახებ, რომლის ავტორიზაციაც გააჩნია მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელს. ის რეგულარულად უნდა განახლდეს. ყოველი ავტორიზაციის შესახებ უნდა ეცნობოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეადგინოს ევროკავშირში მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების ყველა მიმწოდებლის ნუსხა. ეს ნუსხა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ მომსახურებების შესახებ, რომლების ავტორიზაციაც გააჩნია მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელს და ის რეგულარულად უნდა განახლდეს. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ეს ნუსხა უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებ-გვერდზე და ის პერიოდულად განაახლოს.

იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო უკან იწვევს ავტორიზაციას 62-ე მუხლის შესაბამისად, ეს გაწვევა უნდა გამოქვეყნდეს ნუსხაში 5 წლის ვადით.

4. წევრმა სახელმწიფოებმა მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლებისგან უნდა მოითხოვონ თავიანთი მომსახურებების მიწოდება უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოების მიერ მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელთა ამ კართან შესაბამისობის რეგულარული განხილვა. მათ აგრეთვე უნდა უზრუნველყონ უფლებამოსილი ორგანოების მიერ იმის მონიტორინგი, რომ მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლები ყოველთვის ასრულებდნენ ამ კარის მიხედვით დადგენილი თავდაპირველი ავტორიზაციის პირობებს.

 

მუხლი 60

ავტორიზაციის მოქმედების სფერო

1. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ავტორიზაციაში აღნიშნული იყოს ის მონაცემთა შეტყობინების მომსახურება, რომელთა განხორციელების ავტორიზაციაც გააჩნია მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელს. მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების იმ მიმწოდებელმა, რომელიც აპირებს თავისი საქმიანობის გაფართოებას დამატებითი მონაცემთა შეტყობინების მომსახურებებზე, უნდა წარადგინოს თავისი ავტორიზაციის გაფართოების მოთხოვნა.

2. ეს ავტორიზაცია მოქმედია მთელ ევროკავშირში და ის მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელს უფლებას აძლევს ის მომსახურებები, რომელთა განხორციელების ავტორიზაციაც მას გააჩნია, გასწიოს მთელს ევროკავშირში.

 

მუხლი 61

ავტორიზაციის მოთხოვნების გაცემისა და მათზე უარის თქმის პროცედურები

1. უფლებამოსილმა ორგანომ არ უნდა გასცეს უფლებამოსილება, თუკი და იმ დრომდე, სანამ ის სრულად არ დაკმაყოფილდება განმცხადებლის მიერ წინამდებარე დირექტივის მიხედვით მიღებული დებულებებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულებით.

2. მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, ოპერაციების პროგრამა, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრულია გათვალისწინებული საქმიანობის სახეობები და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდეს იმაში, რომ მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელმა, თავდაპირველი ავტორიზაციის დროს, შეიმუშავა ყველა აუცილებელი ზომა ამ კარის დებულებებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.

3. სრული განაცხადის წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში, განმცხადებელს უნდა ეცნობოს იმის შესახებ, გაიცა თუ არა ავტორიზაცია.

4. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია შემდეგის განსაზღვრის მიზნით:

  1. უფლებამოსილი ორგანოებისთვის ამ მუხლის მე-2 აბზაცით მისაწოდებელი ინფორმაცია, მ.შ. ოპერაციების პროგრამა;
  2. მუხლის 63(3) მიხედვით შეტყობინებებში შესატანი ინფორმაცია.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

▼C2

5. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ამ მუხლის მე-2 აბზაცითა და მუხლით 63(3) გათვალისწინებული შეტყობინების ან ინფორმაციის მიწოდების სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების განსაზღვრის მიზნით.

▼B

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 62

ავტორიზაციების უკან გაწვევა

უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია უკან გაიწვიოს მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელზე გაცემული ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, როცა მიმწოდებელი:

  1. არ იყენებს ავტორიზაციას 12 თვის განმავლობაში, ცალსახად ამბობს უარს ავტორიზაციაზე ან გასული ექვსი თვის განმავლობაში არ გაუწევია მონაცემთა შეტყობინების მომსახურებები, თუკი შესაბამისი წევრი სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს ავტორიზაციის შეწყვეტას.
  2. ავტორიზაციას მოიპოვებს ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ან სხვა ნებისმიერი არასათანადო საშუალებით;
  3. აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებითაც ავტორიზაცია იქნა მოპოვებული;
  4. სერიოზულად და სისტემატიურად დაარღვია წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU დებულებები.

 

მუხლი 63

მოთხოვნები მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლის მართვის ორგანოს მიმართ

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ ნებისმიერი ბაზრის ოპერატორის მართვის ორგანოს ყველა წევრს ყოველთვის გააჩნდეს საკმარისად კარგი რეპუტაცია, საკმარისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად.

მართვის ორგანო უნდა ფლობდეს კოლექტიურ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას, რათა შეეძლოს გაერკვიოს მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლის საქმიანობაში. მართვის ორგანოს თითოეულმა წევრმა უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად, პატიოსნად და დამოუკიდებელი შეხედულების მიხედვით, რათა ეფექტიანად შეაფასოს და შეეწინააღმდეგოს უფროსი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს, საჭიროების შემთხვევაში, და აუცილებლობის შემთხვევაში,განახორციელოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანი ზედამხედველობა და მონიტორინგი.

იმ შემთხვევაში, როცა ბაზრის ოპერატორი ცდილობს მიიღოს ავტორიზაცია, რათა ამუშაოს ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერი ან ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმი, ან ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციის, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერის ან ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმის მარტვის ორგანოების წევრები არიან იგივე, რაც რეგულირებული ბაზრის მართვის ორგანოს წევრები, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს პირები ასრულებენ პირველი ქვეაბზაცით განსაზღვრულ მოთხოვნას.

2. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ 2016 წლის 3 იანვრისთვის უნდა შეიმუშაოს პირველ აბზაცში აღწერილი მართვის ორგანოს წევრების შესაბამისობის შეფასების მეთოდური რეკომენდაციები, მათ მიერ შესრულებული განსხვავებული როლებისა და ფუნქციების და მართვის ორგანოს წევრებსა და ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციის, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერისა ან ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმის მომხმარებლებს შორის ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

3. წევრმა სახელმწიფოებმა მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლისგან უნდა მოითხოვონ უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება მისი მართვის ორგანოს ყველა წევრისა და მისი წევრების შემადგენლობაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, იმ ყველა ინფორმაციასთან ერთად, რომელიც საჭიროა იმის შესაფასებლად, სუბიექტი ასრულებს თუ არა პირველი აბზაცის მოთხოვნებს.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელმა განსაზღვროს და ზედამხედველობა გაუწიოს იმ მმართველობითი შეთანხმებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციის ეფექტიან და გონივრულ მ.შ. ორგანიზაციაში მოვალეობების გაყოფა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, და ამის იმ ფორმით განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ბაზრის ერთიანობას და მისი კლიენტების ინტერესებს.

5. უფლებამოსილმა ორგანომ უარი უნდა თქვას ავტორიზაციაზე, თუ ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ იმ პირს ან პირებს, რომლებმაც ეფექტიანად უნდა წარმართონ მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლის საქმიანობა, არ გააჩნიათ საკმარისად კარგი რეპუტაცია, ან არსებობს ობიექტური და დადასტურებადი საფუძვლები იმის სავარაუდოდ, რომ მიმწოდებლის მართვაში შეთავაზებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის მის ეფექტიან და გონივრულ მართვას და მისი კლიენტებისა და ბაზრის ერთიანობის ინტერესის სათანადოდ გათვალისწინებას.

 

სექცია 2

ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციების პირობები

მუხლი 64

ორგანიზაციული მოთხოვნები

1. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ავტორიზებული გამომქვყენებელი ორგანიზაციისგან უნდა მოითხოვოს სათანადო პოლიტიკისა და ზომების განხორციელება, რათა გაასაჯაროოს რეგულაციის N 600/2014/EU მუხლებით 20 და 21 მოთხოვნილი ინფორმაცია რეალურად დროსთან ისე ახლოს, რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, გონივრულ კომერციულ საფუძველზე. ინფორმაცია უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციის მიერ მისი გამოქვეყნებიდან 15 წუთის შემდეგ. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციისგან უნდა მოითხოვოს, რათა მან შეძლოს ეფექტიანად და თანმიმდევრულად გაავრცელოს ეს ინფორმაცია იმგვარად, რომ უზრუნველყოს სწრაფი წვდომა ამ ინფორმაციაზე, არადისკრიმინაციულ საფუძველზე და იმ ფორმატით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ინფორმაციის გაერთიანებს სხვა წყაროებიდან მიღებულ მსგავს მონაცემებთან.

2. ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციის მიერ პირველი აბზაცის მიხედვით გასაჯაროებული ინფორმაცია, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  1. ფინანსური ინსტრუმენტის იდენტიფიკატორი;
  2. ის ფასი, რომლითაც დაიდო გარიგება;
  3. გარიგების მოცულობა;
  4. გარიგების დრო;
  5. გარიგების შეტყობინების დრო;
  6. გარიგების ფასის ცნება;
  7. იმ ვაჭრობის ადგილის კოდი, სადაც გარიგება განხორციელდა, ან იმ შემთხვევაში, როცა გარიგება განხორციელდა არარეგულირებადი საინვესტიციო ფონდის კოდის „SI“ ან სხვა შემთხვევაში, კოდის „OTC“ მეშვეობით;
  8. საჭიროების შემთხვევაში, იმის მაჩვენებელი, რომ გარიგება ექვემდებარება კონკრეტულ პირობებს.

3. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციისგან უნდა მოითხოვოს, რომ მან ამუშაოს და შეინარჩუნოს ეფექტიანი ადმინისტრაციული ზომები, რომელთა მიზანია მის კლიენტებთან ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილება. კერძოდ, ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, რომელიც აგრეთვე არის ბაზრის ოპერატორი ან საინვესტიციო კომპანია, უნდა დაამუშაოს არადისკრიმინაციულად შეგროვებული ყველა ინფორმაცია და უნდა გამოიყენოს და შეინარჩუნოს სათანადო ზომები საქმიანობის სხვადასხვა ცალკეულ ფუნქციებთან მიმართებაში.

4. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციისგან უნდა მოითხოვოს, რომ მან აამოქმედოს უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმები, რომელთა მიზანია ინფორმაციის გადაცემის საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა დამახინჯების რისკის და უნებართვო წვდომის მინიმუმამდე შემცირება და გამოქვეყნებამდე ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილება. ავტორიზებულმა გამომქვეყნებელმა ორგანიზაციამ უნდა შეინარჩუნოს სათანადო რესურსები და მას ყოველთვის უნდა ამოქმედებული ჰქონდეს ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები.

5. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციისგან უნდა მოითხოვოს იმ სისტემების ამოქმედება, რომლებითაც შესაძლებელია ვაჭრობის შესახებ ანგარიშების სისრულის ეფექტიანად შემოწმება, დაუდევრობების და აშკარა შეცდომების იდენტიფიცირება და მოითხოვოს ამ ნებისმიერი ხარვეზიანი ანგარიშის ხელახლა გადაგზავნა.

6. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ინფორმაციის კონსოლიდაციის ხელშეწყობისთვის საერთო ფორმატების, მონაცემთა სტანდარტებისა და ტექნიკური ზომების განსაზღვრის მიზნით, ისე, როგორც ეს პირველ აბზაცშია მითითებული.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

7. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, იმის დაზუსტებით, თუ რა შეადგენს გონივრულ კომერციულ საფუძველს ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, როგორც ეს მითითებულია ამ მუხლის პირველ აბზაცში.

8. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია, რომელშიც განისაზღვრება შემდეგი:

  1. ის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ავტორიზებულ გამომქვეყნებელ ორგანიზაციას შეუძლია შეასრულოს პირველ აბზაცში მითითებული ინფორმაციის ვალდებულება;
  2. პირველი აბზაცის მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის, სულ მცირე, მე-2 აბზაცში მითითებული ინფორმაცია იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 64-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაციის გამოქვეყნება;
  3. აბზაცებში 3, 4 და 5 განსაზღვრული კონკრეტული ორგანიზაციული მოთხოვნები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

სექცია 3

პირობები კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერებისთვის

მუხლი 65

ორგანიზაციული მოთხოვნები

1. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს სათანადო პოლიტიკისა და ზომების განხორციელება, რათა შეაგროვოს ის ინფორმაცია, რომელიც გასაჯაროებულია რეგულაციის N 600/2014/EU მუხლებიხ 6 და 20 შესაბამისად, მოახდინოს მისი კონსოლიდაცია უწყვეტი ელექტრონული მონაცემების ნაკადში და ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის რეალურად დროსთან ისე ახლოს, რამდენადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, გონივრულ კომერციულ საფუძველზე.

ეს ინფორმაცია, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

  1. ფინანსური ინსტრუმენტის იდენტიფიკატორი;
  2. ის ფასი, რომლითაც დაიდო გარიგება;
  3. გარიგების მოცულობა;
  4. გარიგების დრო;
  5. გარიგების შეტყობინების დრო;
  6. გარიგების ფასის ცნება;
  7. იმ ვაჭრობის ადგილის კოდი, სადაც გარიგება განხორციელდა, ან იმ შემთხვევაში, როცა გარიგება განხორციელდა არარეგულირებადი საინვესტიციო ფონდის კოდის „SI“ ან სხვა შემთხვევაში, კოდის „OTC“ მეშვეობით;
  8. საჭიროების შემთხვევაში, ის ფაქტი,რომ საინვესტიციო კომპანიაში კომპიუტერის ალგორითმი პასუხისმგებელი იყო საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე და გარიგების შესრულებაზე;
  9. საჭიროების შემთხვევაში, იმის მაჩვენებელი, რომ გარიგება ექვემდებარებოდა კონკრეტულ პირობებს;
  10. თუ რეგულაციის N 600/2014/EU მუხლში 3(1) მითითებული ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებაზე უარი ითქვა ამ რეგულაციის მუხლის 4(1) ა ან ბ პუნქტის შესაბამისად, მარკირება, რომელიც მიუთითებს, ამ უარებიდან რომელს ექვემდებარებოდა გარიგება.

ინფორმაცია უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერის მიერ მისი გამოქვეყნებიდან 15 წუთის შემდეგ. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს, რათა მან შეძლოს ეფექტიანად და თანმიმდევრულად გაავრცელოს ეს ინფორმაცია იმგვარად, რომ უზრუნველყოს სწრაფი წვდომა ამ ინფორმაციაზე, არადისკრიმინაციულ საფუძველზე და იმ ფორმატებით, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და გამოყენებადია ბაზრის მონაწილეებისთვის.

2. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს, რომ მან აამოქმედოს სათანადო პოლიტიკა და ზომები იმ ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც გასაჯაროვდა რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 10 და 21 შესაბამისად, მოახდინოს მისი კონსოლიდაცია ელექტრონულ მონაცემთა უწყვეტ ნაკადთან და ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის რეალურ დროსთან იმდენად ახლოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გონივრულ კომერციულ საფუძველზე, მათ შორის, სულ მცირე, შემდეგი მონაცემები:

  1. ფინანსური ინსტრუმენტის იდენტიფიკატორი ან მაიდენტიფიცირებელი კომპონენტები;
  2. ის ფასი, რომლითაც დაიდო გარიგება;
  3. გარიგების მოცულობა;
  4. გარიგების დრო;
  5. გარიგების შეტყობინების დრო;
  6. გარიგების ფასის ცნება;
  7. იმ ვაჭრობის ადგილის კოდი, სადაც გარიგება განხორციელდა, ან იმ შემთხვევაში, როცა გარიგება განხორციელდა არარეგულირებადი საინვესტიციო ფონდის კოდის „SI“ ან სხვა შემთხვევაში, კოდის „OTC“ მეშვეობით;
  8. საჭიროების შემთხვევაში, იმის მაჩვენებელი, რომ გარიგება ექვემდებარება კონკრეტულ პირობებს.

ინფორმაცია უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერის მიერ მისი გამოქვეყნებიდან 15 წუთის შემდეგ. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს, რათა მან შეძლოს ეფექტიანად და თანმიმდევრულად გაავრცელოს ეს ინფორმაცია იმგვარად, რომ უზრუნველყოს სწრაფი წვდომა ამ ინფორმაციაზე, არადისკრიმინაციულ საფუძველზე და საყოველთაოდ მიღებული იმ ფორმატებით, რომლებიც ურთიერთთავსებადი და ადვილად ხელმისაწვდომია და გამოყენებადია ბაზრის მონაწილეებისთვის.

3. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს იმის უზრუნველყოფა, რომ მიწოდებული მონაცემები იყოს კონსოლიდირებული ყველა რეგულირებული ბაზრისგან, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისგან, ორგანიზებული სავაჭრო სისტემისგან და ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციისგან, და იმ ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტებით მე-8 აბზაცის გ პუნქტის მიხედვით.

4. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს, რომ მან ამუშაოს და შეინარჩუნოს ეფექტიანი ადმინისტრაციული ზომები, რომელთა მიზანია ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილება. კერძოდ, ბაზრის ოპერატორმა ან ავტორიზებულმა გამომქვეყნებელმა ორგანიზაციამ, რომელიც აგრეთვე ამუშავებს კონსოლიდირებულ ჩანაწერს, უნდა დაამუშაოს არადისკრიმინაციულად შეგროვებული ყველა ინფორმაცია და უნდა გამოიყენოს და შეინარჩუნოს სათანადო ზომები საქმიანობის სხვადასხვა ცალკეულ ფუნქციებთან მიმართებაში.

5. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერისგან უნდა მოითხოვოს, რომ მან აამოქმედოს უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმები, რომელთა მიზანია ინფორმაციის გადაცემის საშუალებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა დამახინჯების რისკის და უნებართვო წვდომის მინიმუმამდე შემცირება. ავტორიზებულმა კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერმა უნდა შეინარჩუნოს სათანადო რესურსები და გააჩნდეს ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რათა ყოველთვის შესთავაზოს და შეინარჩუნოს თავისი მომსახურებები.

6. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია, რათა განსაზღვროს რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 6, 10, 20 და 21 შესაბამისად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მონაცემთა სტანდარტები და ფორმატები, მ.შ. ფინანსური ინსტრუმენტის იდენტიფიკატორი, ფასი, რაოდენობა, დრო, ფასის ცნება, ადგილის იდენტიფიკატორი და მაჩვენებლები იმ კონკრეტული პირობებისთვის, რომლებსაც ექვემდებარებოდნენ გარიგებები, აგრეთვე ის ტექნიკური მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმაციის ეფექტიან და თანმიმდევრულ გავრცელებას იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მასზე ადვილი წვდომა და გამოყენება ბაზრის მონაწილეების მიერ, როგორც ეს მითითებულია პუნქტებში 1 და 2, მ.შ. ის დამატებითი მომსახურებების იდენტიფიცირება, რომელთა შესრულება შეუძლია კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერს და რომლებიც ზრდიან ბაზრის ეფექტიანობას.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ევროკომისიას 2015 წლის 3 ივლისისთვის უნდა წარადგინოს პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც გამოქვეყნებულია რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 6 და 20 შესაბამისად და 2015 წლის 3 ივლისისთვის- რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 10 და 21 შესაბამისად გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

7. ევროკომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, იმის დაზუსტებით, თუ რა შეადგენს გონივრულ კომერციულ საფუძველს მონაცემთა ნაკადებზე წვდომის უზრუნველსაყოფად, როგორც ეს მითითებულია ამ მუხლის აბზაცებში 1 და 2.

8. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია, რომელშიც განისაზღვრება შემდეგი:

  1. ის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერს შეუძლია შეასრულოს აბზაცებში 1 და 2 მითითებული ინფორმაციის ვალდებულება;
  2. აბზაცების 1 და 2 მიხედვით გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსი;
  3. ფინანური ინსტრუმენტები, რომელთა თარიღიც უნდა მოცემული იყოს მონაცემთა ნაკადში, და არასააქციო კაპიტალის ინსტრუმენტებისთვის ვაჭრობის ადგილები და ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციები, რომელთა ჩართვაც საჭიროა;
  4. სხვა საშუალებები იმის უზრუნველსაყოფად,რომ სხვადასხვა კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერის მიერ გამოქვყენებული მონაცემები არის თანმიმდევრული და იძლევა ყოვლისმომცველი კარტოგრაფირებისა და ჯვარედინი მითითების შესაძლებლობას სხვა წყაროებიდან მიღებულ მსგავს მონაცემებთან მიმართებაში, და შესაძლებელია ზემოაღნიშნული მონაცემების ევროკავშირის დონეზე გაერთიანება;
  5. აბზაცებში 4 და 5 განსაზღვრული კონკრეტული ორგანიზაციული მოთხოვნები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

სექცია 4

პირობები ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმებისთვის

 

მუხლი 66

ორგანიზაციული მოთხოვნები

1. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმისგან უნდა მოითხოვოს სათანადო პოლიტიკისა და ზომის ამოქმედება, რათა რეგულაციის N 600/2014/EU 26-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია წარადგინოს რაც შეიძლება სწრაფად და არაუგვიანეს იმ დღის მომდევნო სამუშაო დღის ბოლოს, როცა გარიგება განხორციელდა. ეს ინფორმაცია უნდა წარდგენილ იქნეს რეგულაციის N 600/2014/EU 26-ე მუხლში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

2. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმისგან უნდა მოითხოვოს, რომ მან ამუშაოს და შეინარჩუნოს ეფექტიანი ადმინისტრაციული ზომები, რომელთა მიზანია მის კლიენტებთან ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილება. კერძოდ, ანგარიშგების დამტკიცებულმა მექანიზმმა, რომელიც აგრეთვე არის ბაზრის ოპერატორი ან საინვესტიციო კომპანია, უნდა დაამუშაოს არადისკრიმინაციულად შეგროვებული ყველა ინფორმაცია და უნდა გამოიყენოს და შეინარჩუნოს სათანადო ზომები საქმიანობის სხვადასხვა ცალკეულ ფუნქციებთან მიმართებაში.

3. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმისგან უნდა მოითხოვოს უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედება, რომელთა მიზანია ინფორმაციის გადაცემის საშუალებების უსაფრთხოებისა და დამოწმების უზრუნველყოფა, მონაცემთა დამახინჯებისა და უნებართვო წვდომის რისკის მინიმუმამდე შემცირება და ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილება, ამასთან, მონაცემთა კონფიდენციალობის მუდმივად შენარჩუნებით. ანგარიშგების დამტკიცებულმა მექანიზმმა უნდა შეინარჩუნოს სათანადო რესურსები და მასუნდა ამოქმედებული ჰქონდეს ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები თავისი მომსახურებების ყოველთვის შესათავაზებლად და შესანარჩუნებლად.

4. რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ ანგარიშგების ანგარიშგების დამტკიცების მექანიზმისგან უნდა მოითხოვოს იმ სისტემების ამოქმედება, რომლებითაც შესაძლებელია გარიგების შესახებ ანგარიშების სისრულის შემოწმება, საინვესტიციო კომპანიის მიერ დაშვებული გამოტოვებებისა და აშკარა შეცდომების იდენტიფიცირება, და იმ შემთხვევაში, როცა ეს შეცდომა ან გამოტოვება ხდება, ამ შეცდომის ან გამოტოვების შესახებ დეტალური მონაცემები გადაუგზავნოს საინვესტიციო კომპანიას და მოითხოვოს ამ ნებისმიერი ხარვეზიანი ანგარიშის ხელახლა გადაგზავნა.

რეგისტრაციის წევრმა სახელმწიფომ აგრეთვე უნდა მოითხოვოს ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმისგან იმ სისტემების ამოქმედება, რომლებიც ანგარიშგების დამტკიცებულ მექანიზმს მისცემს შესაძლებლობას, გამოავლინოს თავად ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმის მიერ დაშვებული შეცდომები ან გამოტოვებები და მასვე მისცეს შესაძ₾ლებლობა, შეასწოროს და გადაუგზავნოს ან ხელახლა გადაუგზავნოს, როგორც ამას გარემოება მოითხოვს, უფლებამოსილ ორგანოს გარიგების შესახებ სრული ანგარიშები.

5. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია, რომელშიც განისაზღვრება შემდეგი:

  1. ის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ანგარიშგების დამტკიცებულ მექანიზმს შეუძლია შეასრულოს პირველ აბზაცში მითითებული ინფორმაციის მიწოდების ალდებულება;
  2. აბზაცებში 2, 3 და 4 განსაზღვრული კონკრეტული ორგანიზაციული მოთხოვნები.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 10-14 შესაბამისად.

 

კარი VI

უფლებამოსილი ორგანოები

თავი I

განსაზღვრა, უფლებამოსილებები და საკომპენსაციო პროცედურები

მუხლი 67

უფლებამოსილი ორგანოების დადგენა

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებმაც უნდა განახორციელონ რეგულაციის N 600/2014/EU და წინამდებარე დირექტივის სხვადასხვა დებულებებით გათვალისწინებული თითოეული მოვალეობა. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობონ თითოეული ამ მოვალეობის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების ვინაობა და ინფორმაცია ამ მოვალეობების განაწილების შესახებ.

2. პირველ აბზაცში მითითებული უფლებამოსილი ორგანოები უნდა იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, იმ შესაძლებლობის შეუზღუდავად, რომელიც უკავშირდება სხვა სუბიექტებისთვის ამოცანების დელეგირებას, იმ შემთხვევაში, თუ ამას მუხლი 29(4) ცალსახად ითვალისწინებს.

ამოცანების ნებისმიერი გადაცემა სუბიექტებისთვის, პირველ აბზაცში მითითებული ორგანოების გამოკლებით, არ შეიძლება მოიცავდეს არც საჯარო ხელისუფლების განხორციელებას, ან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დისკრეციული უფლებამოსილებების გამოყენებას. წევრმა სახელმწიფოებმა ამ გადაცემამდე უნდა მოითხოვონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა მიიღონ ყველა გონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ სუბიექტს, რომელსაც უნდა გადაეცეს ამოცანები, ჰქონდეს შესაძლებლობა და რესურსები, რათა ეფექტიანად განახორციელოს ყველა ამოცანა და რომ ეს გადაცემა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემუშავებულია ნებისმიერი გადაცემული ამოცანის განხორციელების მკაფიოდ განსაზღვრული და დოკუმენტირებული ჩარჩო, რომელშიც მითითებულია განსახორციელებელი ამოცანები და ის პირობები, რომლებშიც ისინი უნდა განხორციელდეს. ეს პირობები უნდა მოიცავდნენ მუხლს, რომელიც ავალდებულებს შესაბამის სუბიექტს, იმოქმედოს და მისი ორგანიზება მოხდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი და რათა გადაცემული ამოცანების განხორციელების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული არასამართლიანად, ან რათა კონკურენცია იქნეს თავიდან აცილებული. წინამდებარე დირექტივის და მისი განმახორციელებელი ზომების შესრულებაზე ზედამხედველობის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პირველი აბზაცის მიხედვით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანო(ებ)ს.

წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და სხვა წევრების უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობონ ამოცანების გადაცემასთან დაკავშირებით ნებისმიერი ამოქმედებული ზომის შესახებ, მ.შ. ამ გადაცემის მარეგულირებელი ზუსტი პირობები.

3. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს და პერიოდულად განაახლოს აბზაცებში 1 და 2 მითითებული უფლებამოსილი ორგანოების ნუსხა.

 

მუხლი 68

თანამშრომლობა ერთი და იმავე წევრი სახელმწიფოს ორგანოებს შორის

თუ წევრი სახელმწიფო განსაზღვრავს ერთზე მეტ უფლებამოსილ ორგანოს წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU დებულების აღსრულების მიზნით, მათი შესაბამისი როლები მკაფიოდ უნდა განისაზღვროს და მათ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს, რომ ეს თანამშრომლობა, წინამდებარე დირექტივისა და რეგულაციის N 600/2014/EU მიზნებისთვის, აგრეთვე შედგეს უფლებამოსილ ორგანოებსა და იმ უფლებამოსილ ორგანოებს შორის, რომლებიც ამ წევრ სახელმწიფოში პასუხისმგებლები არიან საკრედიტო და სხვა ფინანსური დაწესებულებების, საპენსიო ფონდების, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი საწარმოების, სადაზღვევო და გადამზღვევი შუამავლებისა და სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობაზე.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ,რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა გაცვალონ ის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ან რომელიც უკავშირდება მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას.

 

მუხლი 69

საზედამხედველო უფლებამოსილებები

1. უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიენიჭოთ ყველა საზედამხედველო უფლებამოსილება, მ.შ. საგამოძიებო უფლებამოსილებები და იმ სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაკისრების უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე დირექტივითა და რეგულაციით N 600/2014/EU გათვალისწინებული მათი მოვალეობების შესასრულებლად.

2. პირველ აბზაცში მითითებული უფლებამოსილებები, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდნენ შემდეგის უფლებამოსილებებს:

  1. იმ ნებისმიერ დოკუმენტსა თუ სხვა მონაცემებზე იმ ნებისმიერი ფორმით წვდომა, რომელიც უფლებამოსილ ორგანოს მიაჩნია შესაბამისად მისი მოვალეობების შესასრულებლად, და მისი მიღება ან ასლის გადაღება;
  2. ნებისმიერი პირისგან ინფორმაციის მიწოდების თხოვნა ან მოთხოვნა და საჭიროების შემთხვევაში, პირის გამოძახება და გამოკითხვა ინფორმაციის მიღების მიზნით;
  3. ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;
  4. სატელეფონო საუბრებისა და ელექტრონული კომუნიკაციების არსებული ჩანაწერებისა ან საინვესტიციო კომპანიის, საკრედიტო დაწესებულებისა ან წინამდებარე დირექტივით ან რეგულაციით N 600/2014/EU დარეგულირებული ნებისმიერი სხვა სუბიექტის ხელთ არსებული მონაცემთა მოძრაობის შესახებ ჩანაწერების მოთხოვნა;
  5. აქტივების გაყინვის ან სეკვესტრის ან ორივეს მოთხოვნა;
  6. პროფესიული საქმიანობის დროებითი აკრძალვის მოთხოვნა;
  7. ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიებისგან, რეგულირებული ბაზრებისგან და მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლებისგან ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა;
  8. საკითხების გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით;
  9. აუდიტორებისა ან ექსპერტებისთვის შემოწმებებისა ან გამოძიებების ჩატარების ნებართვის მიცემა;
  10. ინფორმაციის მიწოდების თხოვნა ან მოთხოვნა, მ.შ. ნებისმიერი პირიდან ყველა იმ შესაბამისი დოკუმენტისა, რომელიც ეხება პოზიციის ზომას და მიზანს ან სასაქონლო დერივატივის მეშვეობით ძალაში შესულ ზემოქმედებას და ნებისმიერ აქტივს ან ვალდებულებას საბაზისო ბაზარზე;
  11. იმ ნებისმიერი საქმიანობის ან მოქმედების დროებითი ან მუდმივი შეწყვეტის მოთხოვნა, რომელიც, უფლებამოსილი ორგანოს მოსაზრებით, ეწინააღმდეგება რეგულაციის N 600/2014/EU დებულებებს და წინამდებარე დირექტივის განხორციელების პროცესში მიღებულ დებულებებს, და ამ საქმიანობის ან მოქმედების განმეორების თავიდან აცილება;
  12. ნებისმიერი სახის ზომის მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ საინვესტიციო კომპანიები, რეგულირებული ბაზრები და ის სხვა პირები, რომლებზეც ვრცელდება რეგულაცია N 600/2014/EU კვლავ განაგრძობდეს სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებას;
  13. ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობის შეჩერების მოთხოვნა;
  14. რეგულირებულ ბაზარზე თუ სხვა სავაჭრო შეთანხმებების მიხედვით ვაჭრობიდან ფინანსური ინსტრუმენტის ამოღების მოთხოვნა;
  15. ნებისმიერი პირისთვის ზომების მიღების თხოვნა პოზიციის ან ზემოქმედების სიდიდის შესამცირებლად;
  16. ნებისმიერი პირის იმ შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება სასაქონლო დერივატივის გაფორმებას, მ.შ. იმ პოზიციის სიდიდეზე ზღვრების დაწესება, რომლის დაკავებაც ნებისმიერ პირს შეუძლია მუდმივად, წინამდებარე დირექტივის 57-ე მუხლის შესაბამისად;
  17. საჯარო შეტყობინებების გამოცემა;
  18. რამდენადაც ამის უფლებას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა იძლევა, სატელეკომუნიკაციო ოპერატორის ხელთ არსებული მონაცემთა მოძრაობის შესახებ არსებული ჩანაწერების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში, როცა არსებობს იმის დარღვევის გონივრული ვარაუდის საფუძველი და იმ შემთხვევაში, როცა ეს ჩანაწერები შეიძლება შესაბამისი იყოს წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU დარღვევების გამოძიებისთვის;
  19. ფინანსური ინსტრუმენტების ან სტრუქტურიზებული დეპოზიტების ბაზარზე გატანის ან გაყიდვის შეჩერება იმ შემთხვევაში, როცა სრულდება რეგულაციის N 600/2014/EU მუხლების 40, 41 ან 42 მოთხოვნები;
  20. ფინანსური ინსტრუმენტების ან სტრუქტურიზებული დეპოზიტების ბაზარზე გატანის ან გაყიდვის შეჩერება იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანიას არ შეუმუშავებია ან გამოუყენებია პროდუქტის დამტკიცების ეფექტიანი პროცესი ან როცა მან სხვაგვარად ვერ შეასრულა წინამდებარე დირექტივის მუხლის 16(3) მოთხოვნები;
  21. ფიზიკური პირის საინვესტიციო კომპანიის ან ბაზრის ოპერატორის მართვის ორგანოდან ამოღების მოთხოვნა.

 ►M3 2017 წლის 3 ივლისისთვის ◄, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა შეატობინონ ის კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც ახდენენ აბზაცების 1 და 2 ტრანსპოზიციას. მან ევროკომისიას და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა შეატყობინონ მათში შემდგომში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ამოქმედდეს ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ შეიძლებოდეს კომპენსაციის გადახდა ან სხვა გამოსასწორებელი ზომის მიღება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით იმ ნებისმიერი ფინანსური ზარალის ან დანაკარგისთვის, რომელიც გამოწვეულია წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU დარღვევით.

 

მუხლი 70

სანქციები დარღვევებისთვის

1. საზედამხედველო უფლებამოსილებების, მ.შ. საგამოძიებო უფლებამოსილებებისა და 69-ე მუხლის მიხედვით უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაწესების უფლებამოსილებების და სისხლის სამართლებრივი სანქციების გათვალისწინებისა და დაწესებისთვის წევრი სახელმწიფოების უფლების შეუზღუდავად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ წესები და უზრუნველყონ, რომ მათ უფლებამოსილ ორგანოებს ჰქონდეთ უფლება, დააწესონ ის ადმინისტრაციული სახდელები და ზომები, რომლებიც გამოიყენება წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU და წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU განხორციელებისას მიღებული ეროვნული დებულებების ყველა დარღვევის ფაქტის მიმართ, და მათ უნდა მიიღონ ყველა ის აუცილებელი ზომა, რომელიც აუცილებელია მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად. ეს სახდელები და ზომები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი და ისინი უნდა გამოიყენებოდეს დარღვევებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი კონკრეტულად არაა მითითებული აბზაცებში 3, 4 და 5.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ გადაწყვიტონ, განსაზღვრონ თუ არა იმ დარღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელების წესები, რომლებიც ექვემდებარება მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ სანქციებს. ამ შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა აცნობონ სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისი დებულებები.

 ►M3 2017 წლის 3 ივლისისთვის ◄, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა შეატობინონ ის კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც ახდენენ აბზაცების 1 და 2 ტრანსპოზიციას, მ.შ. ნებისმიერი შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დებულება წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა შეატყობინონ მათში შემდგომში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ეს ვალდებულებები ვრცელდება საინვესტიციო კომპანიებზე, ბაზრის ოპერატორებზე, მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლებზე, საკრედიტო დაწესებულებებზე საინვესტიციო მომსახურებებთან ან საინვესტიციო საქმიანობებთან და დამხმარე მომსახურებებთან მიმართებაში, და მესამე ქვეყნის კომპანიების ფილიალებთან მიმართებაში დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახდელები და ზომები, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით იმ სფეროებში, რომლებიც წინამდებარე დირექტივით არ არის ჰარმონიზებული, იმ საინვესტიციო კომპანიებისა და ბაზრის ოპერატორების მართვის ორგანოს წევრების მიმართ, რომლებიც, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, პასუხისმგებლები არიან დარღვევაზე.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ როგორც მინიმუმ, წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU ქვემოთ მოცემული დებულებების დარღვევა ჩაითვალოს წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU დარღვევად:

  1. წინამდებარე დირექტივასთან დაკავშირებით:
  1. მე-8 მუხლის ბ პუნქტი;
  2. მუხლი 9(1-6);
  3. მუხლი 11(1) და (3);
  4. მუხლი 16(1-11);
  5. მუხლი 17(1-6);
  6. მუხლი 18(1-9) და მუხლის 18(10) პირველი წინადადება;
  7. მე-19 და მე-20 მუხლები
  8. მუხლი 21(1);
  9. მუხლი 21(1);
  10. მუხლი 23(1), (2) და (3);
  11. მუხლი 24(1-5) და (7-10) და მუხლის 24(11) პირველი და მეორე ქვეაბზაცები;
  12. მუხლი 25(1-6);
  13. მუხლის 26(1) მეორე წინადადება და 26(2) და (3);
  14. მუხლი 27(1-8);
  15. მუხლი 28(1) და (2);
  16. მუხლის 29(2) პირველი ქვეაბზაცი, მუხლის 29(2) მესამე ქვეაბზაცი, მუხლის 29(3) პირველი წინადადება, მუხლის 29(4) პირველი ქვეაბზაცი და მუხლი 29(5);
  17. მუხლის 30(1) მეორე ქვეაბზაცი, მუხლის 30(3) მეორე ქვეაბზაცის პირველი წინადადება;
  18. მუხლი 31(1), მუხლის 31(2) პირველი ქვეაბზაცი და მუხლი 31(3);
  19. მუხლი 32(1), მუხლის 32(2) პირველი, მეორე და მეოთხე ქვეაბზაცები;
  20. მუხლი 33(3);
  21. მუხლი 34(2), მუხლის 34(4) პირველი წინადადება, მუხლის 34(5) პირველი წინადადება, მუხლის 34(7) პირველი წინადადება;
  22. მუხლი 35(2), მუხლის 35(7) პირველი ქვეაბზაცი, მუხლის 35(10) პირველი წინადადება;
  23. მუხლი 36(1);
  24. მუხლის 37(1) პირველი ქვეაბზაცი და მეორე ქვეაბზაცის პირველი წინადადება და მუხლის 37(2) პირველი ქვეაბზაცი;
  25. მუხლის 44(1) მეოთხე ქვეაბზაცი, მუხლის 44(2) პირველი წინადადება, მუხლის 44(3) პირველი ქვეაბზაცი და მუხლის 44(5) ბ პუნქტი;
  26. მუხლი 45(1-6) და (8);
  27. მუხლი 46(1) და მუხლის 46(2) პუნქტები ა და ბ;
  28. მუხლი 47
  29. მუხლი 48(1-11);
  30. მუხლი 49(1);
  31. მუხლი 50(1);
  32. მუხლი 51(1-4) და მუხლის 51(5) მეორე წინადადება;
  33. მუხლი 52(1), მუხლის 52(2) პირველი, მეორე და მეხუთე ქვეაბზაცები;
  34. მუხლი 53(1), (2) და (3) და მუხლის 53(6) მეორე ქვეაბზაცის პირველი წინადადება, მუხლი 53(7);
  35. მუხლი 54(1), მუხლის 54(2) პირველი ქვეაბზაცი და მუხლი 54(3);
  36. მუხლი 57(1) და (2), მუხლი 57(8) და მუხლის 57(10) პირველი ქვეაბზაცი;
  37. მუხლი 58(1-4);
  38. მუხლი 63(1), (3) და (4);
  39. მუხლი 64(1-5);
  40. მუხლი 65(1-5);
  41. მუხლი 66(1-4); და
  1. რეგულაციასთან N 600/2014/EU დაკავშირებით;
  1. მუხლები 3(1) და (3);
  2. მუხლის 4(3) პირველი ქვეაბზაცი;
  3. მუხლი 6
  4. მუხლის 7(1) მესამე ქვეაბზაცის პირველი წინადადება;
  5. მუხლი 8(1), (3) და (4);
  6. მუხლი 10;
  7. მუხლის 11(1) მესამე ქვეაბზაცის პირველი წინადადება და მუხლის 11(3) მესამე ქვეაბზაცი;
  8. მუხლი 12(1);
  9. მუხლი 13(1);
  10. მუხლი 14(1), მუხლის 14(2) პირველი წინადადება და მუხლის 14(3) მეორე, მესამე და მეოთხე წინადადება;
  11. მუხლის 15(1) პირველი ქვეაბზაცი და მეორე ქვეაბზაცის პირველი და მესამე წინადადებები, მუხლი 15(2) და მუხლის 15(4) მეორე წინადადება;
  12. მუხლის 17(1) მეორე წინადადება;
  13. მუხლი 18(1) და (2), მუხლის 18(4) პირველი წინადადება, მუხლის 18(5) პირველი წინადადება, მუხლის 18(6) პირველი ქვეაბზაცი, მუხლი 18(8) და (9);
  14. მუხლი 20(1) და მუხლის 20(2) პირველი წინადადება;
  15. მუხლი 21(1), (2) და (3);
  16. მუხლი 22(2);
  17. მუხლი 23(1) და (2);
  18. მუხლი 25(1) და (2);
  19. მუხლის 26(1) პირველი ქვეაბზაცი, მუხლი 26(2-5), მუხლის 26(6) პირველი ქვეაბზაცი, მუხლის 26(7) პირველი-მეხუთე და მერვე ქვეაბზაცები;
  20. მუხლი 27(1);
  21. მუხლი 28(1) და მუხლის 28(2) პირველი ქვეაბზაცი;
  22. მუხლი 29(1) და (2);
  23. მუხლი 30(1);
  24. მუხლი 31(2) და (3);
  25. მუხლი 35(1), (2) და (3);
  26. მუხლი 36(1), (2) და (3);
  27. მუხლი 37(1) და (3);
  28. მუხლები 40, 41 და 42.

4. საინვესტიციო მომსახურებების ან საინვესტიციო საქმიანობების განხორციელება წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU შემდეგი დებულებების მიხედვით მოთხოვნილი ავტორიზაციის ან დამტკიცების გარეშე აგრეთვე უნდა ჩაითვალოს წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU დარღვევად:

  1. წინამდებარე დირექტივის მუხლი 5 ან მუხლი 6(2) ან მუხლები 34, 35, 39, 44 ან 59;
  2. რეგულაციის N 600/2014/EU მუხლის 7(1) მესამე წინადადება ან მუხლი 11(1).

5. თანამშრომლობის ვერ მოხერხება ან გამოძიების დროს ვერ შესრულება ან ინსპექტირებასთან ან მოთხოვნასთან, რომელიც გათვალისწინებულია 69-ე მუხლით, აგრეთვე უნდა ჩაითვალოს წინამდებარე დირექტივის დარღვევად.

6. აბზაცებში 3, 4 და 5 მითითებული დარღვევების შემთხვევებში, წევრმა სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილ ორგანოებს გააჩნდეთ შესაბამისი უფლებამოსილება, სულ მცირე, შემდეგი ადმინისტრაციული სახდელებისა და ზომების მისაღებად და დასაწესებლად:

  1. საჯარო განცხადება, რომელიც მიუთითებს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე და დარღვევის ხასიათზე 71-ე მუხლის შესაბამისად;
  2. ბრძანება, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოითხოვს მოქმედების შეწყვეტას და მისი განმეორებისგან თავის შეკავებას;
  3. შემდეგი სუბიექტების შემთხვევაში: საინვესტიციო კომპანია, ბაზრის ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია ამუშაოს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემა, რეგულირებული ბაზარი, ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაცია, კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერი და ანგარიშგების დამტკიცებული მექანიზმი, დაწესებულების ავტორიზაციის უკან გაწვევა ან შეჩერება მუხლების 8, 43 და 65 მიხედვით;
  4. დროებითი, ან განმეორებითი სერიოზული დარღვევებისთვის, მუდმივი აკრძალვა საინვესტიციო კომპანიის მართვის ორგანოს ნებისმიერი წევრის ან ნებისმიერი სხვა ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია საინვესტიციო კომპანიებში მართვის ფუნქციების განხორციელებაზე;
  5. ნებისმიერი საინვესტიციო კომპანიისთვის იმის დროებითი აკრძალვა, რომ ის იყოს რეგულირებული ბაზრების ან მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების წევრი ან მონაწილე ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემების ნებისმიერი კლიენტი;
  6. იურიდიული პირის შემთხვევაში, მაქსიმალური ადმინისტრაციული ჯარიმები, სულ მცირე, 5 000 000 ევროს ოდენობით ან იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისს ან იურიდიული პირის საერთო წლიური ბრუნვის მაქსიმუმ 10%-ის ოდენობით, მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული არსებული ბოლო ანგარიშების მიხედვით; იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი პირი არის მშობელი საწარმო ან მშობელი საწარმოს შვილობილი საწარმო, რომელმაც უნდა მოამზადოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშები დირექტივის 2013/34/EU მიხედვით, შესაბამისი საერთო წლიური ბრუნვა უნდა იყოს საერთო წლიური ბრუნვა ან შემოსავლის შესაბამისი სახეობა შესაბამისი სააღრიცხვო საკანონმდებლო აქტების მიხედვით, ბოლო მშობელი საწარმოს მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ხელმისაწვდომი უკანასკნელი კონსოლიდირებული ანგარიშების შესაბამისად;
  7. ფიზიკური პირის შემთხვევაში, მაქსიმალური ადმინისტრაციული ჯარიმები, სულ მცირე, 5 000 000 ევროს ოდენობით, ან იმ წევრ სახელმწიფოებში, რომელთა ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 2014 წლის 2 ივლისისთვის;
  8. მაქსიმალური ადმინისტრაციული ჯარიმა, სულ მცირე, დარღვევიდან მიღებული სარგებლის ორმაგი ოდენობით იმ შემთხვევაში, როცა სარგებელი შეიძლება განისაზღვროს, თუნდაც ის აღემატებოდეს პუნქტებში ვ და ზ მოცემულ მაქსიმალურ ოდენობებს.

7. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უფლებამოსილ ორგანოებს მისცენ უფლება, დააწესონ სახდელის სახეობები იმ სახის სახდელების გარდა, რომლებიც მითითებულია მე-6 აბზაცში, ან დააწესონ ჯარიმები, რომლებიც აღემატება მე-6 აბზაცის პუნქტებში ვ, ზ და თ მითითებულ ოდენობებს.

 

მუხლი 71

გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა თავიანთ ვებ-გვერდებზე დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე გამოაქვეყნონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული სახდელის ან ზომების შემოღება რეგულაციის N 600/2014/EU ან წინამდებარე დირექტივის განხორციელების პროცესში მიღებული შიდასახელმწიფოებრივი დებულებების დარღვევებისთვის მას შემდეგ, რაც იმ პირს, რომელსაც ეს სანქცია დაეკისრა, ეცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, ინფორმაციას დარღვევის სახეობასა და ხასიათზე და პასუხისმგებელი პირების ვინაობას. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც ხდება საგამოძიებო ხასიათის მქონე ზომების დაწესება.

თუმცა, თუ უფლებამოსილი ორგანო იურიდიული პირების ვინაობის ან ფიზიკური პირების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას არაპროპორციულად მიიჩნევს ამ მონაცემების გამოქვეყნების პროპორციულობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შეფასების შედეგად, ან იმ შემთხვევაში, როცა ეს გამოქვეყნება საფრთხეს უქმნის ფინანსური ბაზრების სტაბილურობას ან მიმდინარე გამოძიებას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა ან:

  1. გადადონ იმ გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომლითაც ხდება სახდელის ან ზომის დაწესება, იმ მომენტამდე, როცა არ გამოქვეყნების მიზეზების არსებობა წყდება;
  2. გამოაქვეყნონ ის გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება სახდელის ან ზომის დაწესება, ანონიმურად, იმგვარად, რომ ეს შეესაბამებოდეს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, თუ ეს ანონიმური გამოქვეყნება უზრუნველყოფს შესაბამისი პირადი მონაცემების ეფექტიან დაცვას;
  3. საერთოდ არ გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება სანქციის ან ზომის დაკისრების შესახებ იმ შემთხვევაში, როცა პუნქტებში ა და ბ მოცემული ოპციები არასაკმარისად ითვლება იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
  1. ის, რომ ფინანსური ბაზრების სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას;
  2. იმ ზომებთან დაკავშირებული ამ გადაწყვეტილებების გამოქვეყნების თანაზომიერება, რომლებიც უმნიშვნელო ხასიათის მქონედ მიიჩნევა.

სანქციის ან ზომის ანონიმურად გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემების გამოქვეყნება შეიძლება გადაიდოს გონივრული ვადით, თუ გათვალისწინებულია, რომ ამ ვადაში ანონიმური გამოქვეყნების მიზეზების არსებობა შეწყდება.

2. იმ შემთხვევაში, როცა სახდელის ან ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება შესაბამისი სასამართლო ან სხვა ორგანოების წინაშე გასაჩივრებას, უფლებამოსილმა ორგანოებმა თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აგრეთვე დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია და ამ გასაჩივრების შედეგის შესახებ ნებისმიერი შემდგომი ინფორმაცია. ამის გარდა, ნებისმიერი ის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილდება ის გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება სახდელის ან ზომის დაწესება, აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს.

3. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი გამოქვეყნებული ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად უნდა დარჩეს მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მისი გამოქვეყნებიდან სულ მცირე ხუთი წლით. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში შემავალი პერსონალური მონაცემები უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა დარჩეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დაცვის მოქმედი წესების შესაბამისად.

უფლებამოსილმა ორგანოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა აცნობონ ყველა დაწესებული ადმინისტრაციული სახდელის შესახებ, რომლებიც არაა გამოქვეყნებული პირველი აბზაცის გ პუნქტის შესაბამისად, მ.შ. მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი და მისი შედეგი. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა მიიღონ ინფორმაცია და საბოლოო განჩინება ნებისმიერ დაწესებულ სისხლის სამართლებრივ სახდელთან დაკავშირებით და ის ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას გადაუგზავნოს. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა აწარმოოს სახდელების შესახებ მონაცემთა ცენტრალური ბაზა, რომელიც მას მიეწოდება, მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნებისთვის. ეს მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოებისთვის და ის უნდა განახლდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

4. წევრმა სახელმწიფოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა მიაწოდონ გაერთიანებული ინფორმაცია აბზაცების 1 და 2 მიხედვით დაწესებული ყველა სახდელისა და ზომის შესახებ. ეს ვალდებულება არ ვრცელდება საგამოძიებო ხასიათის მქონე ზომებზე. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ეს ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს წლიურ ანგარიშში.

იმ შემთხვევაში, როცა წევრმა სახელმწიფოებმა 70-ე მუხლის შესაბამისად აირჩიეს განსაზღვრონ სისხლის სამართლებრივი სახდელები ამავე მუხლში მითითებული დებულებების დარღვევებისთვის, მათმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ყოველწლიურად უნდა მიაწოდონ ანონიმური და გაერთიანებული ანგარიშები დაწყებულ სისხლის სამართლებრივ გამოძიებებთან და დაწესებულ სისხლის სამართლებრივ სახდელებთან დაკავშირებით. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ დაწესებული სისხლის სამართლებრივი სახდელების შესახებ მონაცემები უნდა გამოაქვეყნოს წლიურ ანგარიშში.

5. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილმა ორგანომ საზოგადოებას გაუმჟღავნა ადმინისტრაციული ზომა, სახდელი ან სისხლის სამართლებრივი სახდელი, ამავე დროს, მან ეს ფაქტი უნდა აცნობოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას.

6. იმ შემთხვევაში, როცა გამოქვეყნებული სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სახდელი ეხება საინვესტიციო კომპანიას, ბაზრის ოპერატორს, მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელს, საკრედიტო დაწესებულებას საინვესტიციო მომსახურებებთან და საქმიანობებთან ან დამხმარე მომსახურებებთან დაკავშირებით ან წინამდებარე დირექტივის შესაბამისად ავტორიზებული მესამე ქვეყნის კომპანიების ფილიალს, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ შესაბამის რეესტრში უნდა დაამატოს მითითება გამოქვეყნებულ სახდელზე.

7. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ინფორმაციის გადაგზავნის პროცედურებთან და ფორმებთან დაკავშირებით, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე მუხლში.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 72

საზედამხედველო უფლებამოსილებებისა და სახდელების დაკისრების უფლებამოსილებების განხორციელება

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ საზედამხედველო უფლებამოსილებები, მათ შორის, საგამოძიებო უფლებამოსილებები და ის სამართლებრივი დაცვის საშუალებები, რომლებიც მითითებულია 69-ე მუხლში, და 70-ე მუხლში მითითებული სახდელების დაკისრების უფლებამოსილებები თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი ჩარჩოების შესაბამისად:

  1. პირდაპირ;
  2. სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით;
  3. თავიანთი პასუხისმგებლობით, იმ სუბიექტებისთვის დელეგირებით, რომლებსაც ფუნქციები გადაეცათ მუხლის 67(2) მიხედვით; ან
  4. უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისთვის მიმართვის გზით.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა, 70-ე მუხლში მოცემული სახდელების დაწესების უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში დაწესებული ადმინისტრაციული სახდელის ან ზომის სახეობისა და დონის განსაზღვრისას გაითვალისწინონ ყველა შესაბამისი გარემოებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში:

  1. დარღვევის სიმძიმე და ხანგრძლივობა;
  2. დარღვევაზე პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის პასუხისმგებლობის ხარისხი;
  3. პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსური სიძლიერე, როგორც ეს მითითებულია, კერძოდ, პასუხისმგებელი იურიდიული პირის საერთო ბრუნვით, ან პასუხისმგებელი იურიდიული პირის წლიური შემოსავლით და წმინდა აქტივებით;
  4. მიღებული მოგების ან იმ დანაკარგების მნიშვნელობა, რომელსაც თავს არიდებს პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, იმდენად, რამდენადაც მათი დადგენა შესაძლებელია;
  5. მესამე მხარეების ზარალი, რომელიც გამოწვეულია დარღვევით, იმდენად, რამდენადაც მათი დადგენა შესაძლებელია;
  6. პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის დონე, იმ უკანონოდ მიღებული მოგების ან ზარალის დაბრუნების უზრუნველყოფის საჭიროების შეუზღუდავად, რომელსაც თავს არიდებს ეს პირი;
  7. პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადრე ჩადენილი დარღვევები.

უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ დამატებითი ფაქტორები იმ ფაქტორებთან ერთად, რომლებიც მითითებულია პირველ ქვეაბზაცში, ადმინისტრაციული სახდელების და ზომების სახეობის ან დონის განსაზღვრისას.

 

მუხლი 73

დარღვევების შესახებ ანგარიშგება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა შექმნან ეფექტიანი მექანიზმები, რათა შესაძლებელი გახდეს რეგულაციის No 600/2014/EU დებულებების და წინამდებარე დირექტივის განხორციელების პროცესში მიღებული ეროვნული დებულებების შესაძლო ან რეალური დარღვევების შესახებ ანგარიშგება უფლებამოსილი ორგანოების წინაშე.

პირველ ქვეაბზაცში მითითებული მექანიზმები უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგს:

  1. სპეციალური პროცედურები ანგარიშების მისაღებად შესაძლო ან რეალური დარღვევების და მათი შემდგომი პროცესების შესახებ, მათ შორის, ამ ანგარიშების უსაფრთხო გადაცემის არხების შექმნა;
  2. ფინანსური დაწესებულებების იმ თანამშრომლების სათანადო დაცვა, რომლებიც ახდენენ ანგარიშგებას იმ დარღვევებზე, რომლებიც ჩადენილია ფინანსურ დაწესებულებაში, როგორც მინიმუმ, სამაგიეროს გადახდის ზომის, დისკრიმინაციის ან უსამართლო მოპყრობის სხვა სახეობების წინააღმდეგ;
  3. როგორც იმ პირის, რომელიც იტყობინება დარღვევის შესახებ, ასევე დარღვევაზე სავარაუდოდ პასუხისმგებელი ფიზიკური პირის ვინაობის დაცვა, პროცედურების ყველა ეტაპზე, თუკი ეს გამჟღავნება მოთხოვნილია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, დამატებითი გამოძიების ან შემდგომი ადმინისტრაციული ან სასამართლო წარმოებების კონტექსტში.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ საინვესტიციო კომპანიების, საბაზრო ოპერატორების, მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებლების, საკრედიტო დაწესებულებებისგან საინვესტიციო მომსახურებებსა ან საქმიანობას და დამხმარე მომსახურებებთან დაკავშირებით, და მესამე ქვეყნის ფილიალებისგან თავიანთი თანამშრეომლებისთვის სათანადო პროცედურების ამოქმედება, რომელიც უკავშირდება შესაძლო ან რეალური დარღვევების შეტყობინებას შიდა დონეზე, კონკრეტული, დამოუკიდებელი და ავტონომიური არხის მეშვეობით.

 

მუხლი 74

გასაჩივრების უფლება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგულაციის N 600/2014/EU დებულებებით ან წინამდებარე დირექტივის მიხედვით მიღებული კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული დებულებებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სათანადოდ იქნეს გააზრებული და ის დაექვემდებაროს მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე გასაჩივრების უფლებას. მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე გასაჩივრების უფლება აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა იმ ავტორიზაციის გამოყენებასთან მიმართებაში, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას, გადაწყვეტილება არ მიიღება მისი წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ერთ ან მეტ შემდეგ ორგანოს, როგორც ეს განსაზღვრულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, აგრეთვე ჰქონდეს უფლება, მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მიიღოს ზომები სასამართლოების ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე, რათა უზრუნველყოს რეგულაციის N 600/2014/EU, და წინამდებარე დირექტივის განხორციელებისას მიღებული ეროვნული დებულებების გამოყენება:

  1. საჯარო ორგანოები ან მათი წარმომადგენლები;
  2. მომხმარებელთა ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ მომხმარებელთა დაცვის კანონიერი ინტერესები;
  3. პროფესიული კავშირები, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი წევრების დასაცავად მოქმედების კანონიერი ინტერესები.

 

მუხლი 75

არასასამართლო მექანიზმი მომხმარებლების საჩივრებისთვის

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტიანი და ეფექტური საჩივრებისა და საკომპენსაციო პროცედურების შექმნა მომხმარებლების იმ დავების არასასამართლო გზით მოსაგვარებლად, რომლებიც ეხება საინვესტიციო კომპანიების მიერ გაწეული საინვესტიციო და დამხმარე მომსახურებების უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში, არსებული ორგანოების გამოყენებით. წევრმა სახელმწიფოებმა დამატებით უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა საინვესტიციო კომპანია მიუერთდეს ერთ ან მეტ იმ ორგანოს, რომელიც ახორციელებს ამ საჩივრებისა და საკომპენსაციო პროცედურებს.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ამ ორგანოებმა აქტიურად ითანამშრომლონ თავიანთ კონტრაგენტებთან სხვა წევრ სახელმწიფოებში, ტრანსსასაზღვრო დავების მოსაგვარებლად.

3. უფლებამოსილმა ორგანოებმა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა აცნობონ პირველ აბზაცში მითითებული იმ საჩივრებისა და საკომპენსაციო პროცედურების შესახებ, რომლებიც მისი იურისდიქციის ფარგლებშია ხელმისაწვდომი.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს და პერიოდულად განაახლოს ყველა სასამართლოს გარეშე მექანიზმის ნუსხა.

 

მუხლი 76

პროფესიული საიდუმლოება

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილ ორგანოებს, ყველა იმ პირს, რომელიც მუშაობს ან რომელსაც უმუშავია იმ უფლებამოსილი ორგანოებისთვის ან სუბიექტებისთვის, რომლებსაც ფუნქციები გადაეცემათ მუხლის 67(2) მიხედვით, აგრეთვე აუდიტორებსა და ექსპერტებს- უფლებამოსილი ორგანოების მითითებით, დაეკისროთ პროფესიული საიდუმლოების ვალდებულება. მათ არ უნდა გაახმაურონ არც ერთი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ თავიანთი ვალდებულებების შესრულების პროცესში, იმ შემაჯამებელი ან გაერთიანებული ფორმის გარდა, ისე, რომ შეუძლებელი იყოს ცალკეული საინვესტიციო კომპანიის, ბაზრის ოპერატორის, რეგულირებული ბაზრის ან სხვა ნებისმიერი პირის იდენტიფიცირება, შიდასახელმწიფოებრივი სისხლის სამართლებრივი ან საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების ან წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU დანარჩენი დებულებების შეუზღუდავად.

2. იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანია, ბაზრის ოპერატორი ან რეგულირებული ბაზარი გამოცხადდა ბანკროტად ან სავალდებულო წესით ხდება მისი ლიკვიდაცია, ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც არ ეხება მესამე მხარეებს, შეიძლება გამჟღავნდეს სამოქალაქო ან კომერციულ წარმოებებში, თუ ეს აუცილებელია წარმოების განსახორციელებლად.

3. შიდასახელმწიფოებრივი სისხლის სამართლებრივი ან საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შეუზღუდავად, უფლებამოსილ ორგანოებს, ორგანოებს ან ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს (გარდა იმ უფლებამოსილი ორგანოებისა, რომლებიც იღებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU მიხედვით), შეუძლიათ მისი გამოყენება მხოლოდ თავიანთი ვალდებულებების შესრულებისას და თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას, უფლებამოსილი ორგანოების შემთხვევაში, წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU მოქმედების სფეროში ან, სხვა ორგანოების, ორგანიზაციების ან ფიზიკური ან იურიდიული პირების შემთხვევაში, რა მიზნითაც ეს ინფორმაცია მათ მიეწოდათ ან/და იმ ადმინისტრაციული ან სასამართლო წარმოებების კონტექსტში, რომელიც სპეციალურად უკავშირდება ამ ფუნქციების განხორციელებას. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო ან სხვა ორგანო, ორგანიზაცია ან პირი, რომელიც გადასცემს ინფორმაციას, თანხმობას ამბობს მასზე, ამ ინფორმაციის მიმღებ ორგანოს უფლება აქვს ის სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს.

4. ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მიღებულია, გაცვლილია ან გადაგზავნილია წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU მიხედვით, უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების პირობებს. თუმცა, ამ მუხლმა ხელი არ უნდა შეუშალოს უფლებამოსილ ორგანოებს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლასა ან გადაცემაში წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU ან იმ სხვა დირექტივების ან რეგულაციების მიხედვით, რომლებიც გამოიყენება საინვესტიციო კომპანიების, საკრედიტო დაწესებულებების, საპენსიო ფონდების, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილი საწარმოების, ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების, დამზღვევი და გადამზღვევი შუამავლების, სადაზღვევო კომპანიების, რეგულირებული ბაზრების ან ბაზრების ოპერატორების, ცენტრალური კონტრაგენტების, ცენტრალური დეპოზიტარების მიმართ ან სხვაგვარად უფლებამოსილი ორგანოს ან იმ სხვა ორგანოს ან ორგანიზაციის ან ფიზიკური ან იურიდიული პირის თანხმობით, რომელმაც გადააგზავნა ეს ინფორმაცია.

5. ამ მუხლმა ხელი არ უნდა შეუშალოს უფლებამოსილ ორგანოებს იმ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლასა ან გადაგზავნაში შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც არ არის მიღებული სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან.

 

მუხლი 77

ურთიერთობები აუდიტორებთან

1. წევრმა სახელმწიფოებმა, როგორც მინიმუმ, უნდა უზრუნველყონ, რომ იმ ნებისმიერ პირს, რომელიც ავტორიზებულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს[9] დირექტივის 2006/43/EC მნიშვნელობით, რომელიც საინვესტიციო კომპანიაში, რეგულირებულ ბაზარში ან მონაცემთა შეტყობინების მომსახურებების მიმწოდებელში ასრულებს დირექტივის 2013/34/EU 34-ე მუხლში ან დირექტივის 2009/65/EC 73-ე მუხლში აღწერილ ან კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ამოცანას, უნდა გააჩნდეს მოვალეობა, უფლებამოსილ ორგანოებს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ის ნებისმიერი ფაქტი თუ გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ამ საწარმოს, რომლისთვისაც ამ პირისთვის ცნობილი გახდა ამ ამოცანის შესრულების პროცესში და რომელიც ექვემდებარება შემდეგს:

  1. წარმოადგენენ იმ კანონების, რეგულაციებისა ან ადმინისტრაციული დებულებების არსებით დარღვევას, რომლებიც განსაზღვრავენ ავტორიზაციის მარეგულირებელ პირობებს ან კონკრეტულად არეგულირებენ საინვესტიციო კომპანიების საქმიანობის განხორციელებას;
  2. გავლენას ახდენენ საინვესტიციო კომპანიის უწყვეტ ფუნქციონირებაზე;
  3. განაპირობებენ ანგარიშების სერტიფიცირებაზე უარის თქმას ან პრეტენზიების გამოთქმას.

ამ პირს აგრეთვე უნდა გააჩნდეს მოვალეობა, მოახდინოს შეტყობინება იმ ნებისმიერი ფაქტისა და გადაწყვეტილების შესახებ, რომლის შესახებაც მისთვის გახდა ცნობილი პირველ ქვეაბზაცში მითითებული ერთ-ერთი ამოცანის იმ საწარმოში შესრულების პროცესში, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს იმ საინვესტიციო კომპანიასთან, რომელშიც ის ასრულებს ამ ამოცანას.

2. დირექტივის 2006/43/EC მნიშვნელობით ავტორიზებული პირების მიერ უფლებამოსილი ორგანოებისთვის კეთილსინდისიერად გამჟღავნება იმ ნებისმიერი ფაქტის თუ გადაწყვეტილების, რომელიც მითითებულია პირველ აბზაცში, არ წარმოადგენს ნებისმიერი იმ სახელშეკრულებო ან სამართლებრივი შეზღუდვის დარღვევას, რომელიც უკავშირდება ინფორმაციის გამჟღავნებას, და ამ გამჟღავნების გამო ამ პირებს არ უნდა დაეკისროთ რაიმე პასუხისმგებლობა.

 

მუხლი 78

მონაცემთა დაცვა

იმ პერსონალური მონაცემების დამუშავება, რომლებიც შეგროვებულია საზედამხედველო უფლებამოსილებების (მ.შ. საგამოძიებო უფლებამოსილებების) განხორციელების პროცესში ან ამ განხორციელების მიზნით, წინამდებარე დირექტივის მიხედვით, უნდა განხორციელდეს იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, რომლითაც ხორციელდება დირექტივა 95/46/EC, და საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციის N 45/2001/EC მიხედვით.

 

თავი II

თანამშრომლობა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას შორის

მუხლი 79

თანამშრომლობის ვალდებულება

1. სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU მიხედვით თავიანთი მოვალეობების შესრულების მიზნით, თავიანთი იმ უფლებამოსილებების გამოყენებით, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე დირექტივით თუ რეგულაციით N 600/2014/EU თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოები, 70-ე მუხლის მიხედვით, ირჩევენ განსაზღვრონ ამ მუხლში მითითებული დებულებების დარღვევებისთვის სისხლის სამართლებრივი სახდელები, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ამოქმედდეს შესაბამისი ზომები, რათა უფლებამოსილ ორგანოებს ჰქონდეთ ყველა აუცილებელი უფლებამოსილება თავიანთ იურისდიქციაში არსებულ ყველა სასამართლო ხელისუფლების ორგანოსთან ურთიერთობისთვის, კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად იმ სისხლის სამართლის გამოძიებებთან ან წარმოებებთან დაკავშირებით, რომლებიც იწყება წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU შესაძლო დარღვევებისთვის, და იგივე უზრუნველყონ სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიისთვის, რათა მათ შეასრულონ ერთმანეთთან და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან თანამშრომლობის თავიანთი ვალდებულება, წინამდებარე დირექტივისა და რეგულაციის N 600/2014/EU მიზნებისთვის.

უფლებამოსილმა ორგანოებმა დახმარება უნდა აღმოუჩინონ დანარჩენი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს. კერძოდ, მათ უნდა გაცვალონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ ნებისმიერ გამოძიებასა ან საზედამხედველო საქმიანობაში.

უფლებამოსილ ორგანოებს აგრეთვე შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ჯარიმების ამოღების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

თანამშრომლების ხელშეწყობისა და დაჩქარების, და კერძოდ, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა საკონტაქტო პირად უნდა განსაზღვრონ ერთი უფლებამოსილი ორგანო წინამდებარე დირექტივისა და რეგულაციის N 600/2014/EU მიზნებისთვის. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს უნდა გადაუგზავნონ იმ ორგანოების დასახელებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე აბზაცის მიხედვით ინფორმაციის გაცვლის ან თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნების მისაღებად. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს და განაახლოს ამ ორგანოების ნუსხა.

2. როცა მასპინძელ წევრ სახელმწიფოში ფასიანი ქაღალდების ბაზრების მდგომარეობის გათვალისწინებისას, იმ ვაჭრობის ადგილის ოპერაციები, რომელმაც შექმნა შეთანხმებები მასპინძელ წევრ სახელმწიფოში, არსებითად მნიშვნელოვანი გახდა ფასიანი ქაღალდების ბაზრების ფუნქციონირებისთვის და ინვესტორების დასაცავად ამ მასპინძელ წევრ სახელმწიფოში, ვაჭრობის ადგილის რეგისტრაციისა და მასპინძელმა უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა შექმნან თანამშრომლობის შესახებ თანაზომიერი შეთანხმებები.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ადმინისტრაციული და ორგანიზაციული ზომები პირველი აბზაცით გათვალისწინებული დახმარების ხელშეწყობის მიზნით.

უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილებები თანამშრომლობის მიზნით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა გამოძიების ფარგლებში ქმედება არ წარმოადგენს ამ წევრ სახელმწიფოში მოქმედი რაიმე რეგულაციის დარღვევას.

4. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილ ორგანოს აქვს საპატიო მიზეზი იმის სავარაუდოდ, რომ მის ზედამხედველობას არ დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ განხორციელებული ის ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU დებულებებს, ხორციელდება ან განხორციელდა სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მან მეორე წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა შეატყობინოს რაც შეიძლება კონკრეტულად. შეტყობინებულმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომა. მან შემტყობინებელ უფლებამოსილ ორგანოსა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა შეატყობინოს მიღებული ზომის შედეგი და შესაძლებელ ფარგლებში, განვითარებული მნიშვნელოვანი შუალედური მოვლენები. წინამდებარე აბზაცით არ უნდა შეიზღუდოს შემტყობინებელი უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენცია.

5. აბზაცების 1 და 4 შეუზღუდავად, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს შემდეგის შესახებ დეტალური მონაცემები:

  1. ნებისმიერი მოთხოვნა პოზიციის სიდიდის შემცირებასთან ან ზემოქმედებასთან დაკავშირებით, მუხლის 69(2) პუნქტის პ მიხედვით;
  2. პირების იმ შესაძლებლობაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება სასაქონლო დერივატივების გაფორმებას მუხლის 69(2) პუნქტის ჟ მიხედვით.

საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინება უნდა შეიცავდეს თხოვნის ან მოთხოვნის შესახებ დეტალურ მონაცემებს მუხლის 69(2) პუნქტის კ მიხედვით, მ.შ. იმ პირის ან პირთა ვინაობა, რომელსაც (რომლებსაც) ის ეხება, და მისი მიზეზები, აგრეთვე, მუხლის 69(2) პუნქტის ო მიხედვით დაწესებული შეზღუდვების მოქმედების სფერო, მ.შ. შესაბამისი პირი, გამოყენებული ფინანსური ინსტრუმენტები, იმ პოზიციების სიდიდეზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვები, რომელთა დაკავებაც პირს შეუძლია ყოველთვის, 57-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული, მასთან დაკავშირებული განთავისუფლებები და მისი მიზეზები.

შეტყობინებები უნდა გაკეთდეს იმ დრომდე არანაკლებ 24 საათით ადრე, როცა აპირებენ ღონისძიებების ან ზომების ამოქმედებას. გამონაკლის შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია შეტყობინებების გაკეთება 24 საათით უფრო ნაკლებ დროში იმ დრომდე, როცა აპირებენ ღონისძიებების ან ზომების ამოქმედებას, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია 24 საათით ადრე შეტყობინების გაცემა.

წევრი სახელმწიფოს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც იღებს შეტყობინებას ამ აბზაცის მიხედვით, შეუძლია მიიღოს ზომები მუხლის 69(2) პუნქტების პ ან ჟ მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა ის დარწმუნებულია, რომ მოცემული ზომა აუცილებელია მეორე უფლებამოსილი ორგანოს მიზნის მისაღწევად. უფლებამოსილმა ორგანომ აგრეთვე უნდა გასცეს შეტყობინება წინამდებარე აბზაცის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა ის გამოდის ზომების მიღების შესახებ წინადადებით.

როცა წინამდებარე აბზაცის პირველი აბზაცის პუნქტებით ა ან ბ გათვალისწინებული ღონისძიება უკავშირდება საბითუმო ენერგოპროდუქციას, უფლებამოსილმა ორგანომ აგრეთვე უნდა აცნობოს ენერგომარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოს, რომელიც შექმნილია რეგულაციით N 713/2009/EC.

6. ემისიის კვოტებთან დაკავშირებით, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, რომლებსაც გააჩნიათ უფლებამოსილება სპოტური და სააუქციონო ბაზრების და უფლებამოსილი ორგანოების ზედამხედველობაზე, რეესტრის ადმინისტრატორებთან და იმ სხვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, რომლებსაც დავალებული აქვთ შესაბამისობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა დირექტივის 2003/87/EC მიხედვით, რათა უზრუნველყონ ის, რომ მათ შეძლონ ემისიის კვოტების ბაზრების კონსოლიდირებული რეზიუმეს მოპოვება.

7. სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო დერივატივებთან დაკავშირებით, უფლებამოსილმა ორგანოებმა ანგარიში უნდა წარუდგინონ და ითანამშრომლონ იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, რომლებსაც გააჩნიათ ფიზიკური სასოფლო-სამეურნეო ბაზრების ზედამხედველობის, ადმინისტრირებისა და რეგულირების უფლებამოსილება რეგულაციის N 1308/2013/EU მიხედვით.

8. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის შესაბამისად, რათა შეადგინოს კრიტერიუმები, რომლებითაც მასპინძელ წევრ სახელმწიფოში ვაჭრობის ადგილის ოპერაციები შეიძლება ჩაითვალოს არსებითად მნიშვნელოვნად ფასიანი ქაღალდების ბაზრების ფუნქციონირებისთვის და ინვესტორთა დასაცავად ამ მასპინძელ წევრ სახელმწიფოში.

9. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელბელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია მე-2 აბზაცში მითითებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების შესაქმნელად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 80

თანამშრომლობა უფლებამოსილ ორგანოებს შორის საზედამხედველო საქმიანობებთან დაკავშირებით, ადგილზე შემოწმების ან გამოძიების მიზნით

1. ერთი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლობა საზედამხედველო საქმიანობაში ან ადგილზე შემოწმების ან გამოძიების მიზნით. იმ საინვესტიციო კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც არიან რეგულირებული ბაზრის დისტანციული მონაწილეები ან მონაწილეები, რეგულირებული ბაზრის უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია აირჩიოს მათზე პირდაპირი რეაგირება, რა შემთხვევაშიც მან უნდა აცნობოს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, შესაბამისად, დისტანციური მონაწილის ან მონაწილის შესახებ.

იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო იღებს მოთხოვნას ადგილზე შემოწმებასთან ან გამოძიებასთან დაკავშირებით, მან, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, უნდა:

  1. თავად ჩაატაროს შემოწმება ან გამოძიება;
  2. მომთხოვნ ორგანოს ნებართვა მისცეს, ჩაატაროს შემოწმება ან გამოძიება;
  3. უფლება მისცეს აუდიტორებს ან ექსპერტებს, ჩაატარონ შემოწმება ან გამოძიება.

2. საზედამხედველო საქმიანობების კონვერგენციის მიზნით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველთა კოლეგიების საქმიანობებში, მ.შ. ადგილზე შემოწმებებსა ან გამოძიებებში, რომლებსაც ერთობლივად ატარებს ორი ან მეტი უფლებამოსილი ორგანო რეგულაციის N 1095/2010/EU 21-ე მუხლის შესაბამისად.

3. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ ინფორმაციის დასაზუსტებლად, რომელიც უნდა გაიცვალოს უფლებამოსილ ორგანოებს შორის, საზედამხედველო საქმიანობებთან, ადგილზე შემოწმებასა და გამოძიებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის პროცესში.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ევროკომისიას უნდა წარუდგინოს 2015 წლის 3 ივლისისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად, რეგულაციის მუხლების 10-14 შესაბამისად. N 1095/2010/EU.

4. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უფლებამოსილი ორგანოებისთვის სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების შესამუშავებლად, საზედამხედველო საქმიანობებთან, ადგილზე შემოწმებასა და გამოძიებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მიზნით.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 81

ინფორმაციის გაცვლა

1. წინამდებარე დირექტივისა და რეგულაციის N 600/2014/EU მიზნებისთვის წინამდებარე დირექტივის მუხლის 79(1) შესაბამისად საკონტაქტო პირებად განსაზღვრულმა წევრი სახელმწიფოების იმ უფლებამოსილმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნონ ერთმანეთს ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა უფლებამოსილი ორგანოების მოვალეობების შესრულების მიზნებისთვის, რაც განსაზღვრულია წინამდებარე დირექტივის მუხლის 67(1) შესაბამისად, მოცემულია წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU მიხედვით მიღებულ დებულებებში.

იმ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან ცვლიან ინფორმაციას წინამდებარე დირექტივის ან რეგულაციის N 600/2014/EU ფარგლებში, უფლება აქვთ, ინფორმაციის მიწოდების დროს მიუთითონ, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა გამჟღავნდეს მათი ცალსახა თანხმობის გარეშე, რა შემთხვევაშიც ეს ინფორმაცია შეიძლება გაზიარებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებისთვისაც ამ ორგანოებმა გასცეს თავიანთი შეთანხმება.

2. მუხლის 79(1) მიხედვით საკონტაქტო პირად განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მუხლში 67(1) მითითებულ ორგანოებს გადასცეს ის ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო ამ მუხლის პირველი პუნქტის და მუხლების 77 და 88 მიხედვით მათ ის არ უნდა გადასცენ სხვა ორგანოებს ან ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს იმ უფლებამოსილი ორგანოების ცალსახა თანხმობის გარეშე, რომლებმაც ის გაამჟღავნეს და მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებისთვისაც ამ ორგანოებმა გასცეს თავიანთი თანხმობა, გარდა სათანადოდ დასაბუთებული გარემოებებისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საკონტაქტო პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ინფორმაციის გამგზავნ საკონტაქტო პირს.

3. 71-ე მუხლში მითითებულ ორგანოებს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი აბზაცისა ან მუხლების 77 და 88 მიხედვით კონფიდენციალური ინფორმაციის მიმღებ ორგანიზაციებს ან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ ის მხოლოდ თავიანთი მოვალეობების შესრულების პროცესში, კერძოდ:

  1. იმის შესამოწმებლად, რომ სრულდება საინვესტიციო კომპანიების საქმიანობის შთანთქმის მარეგულირებელი პირობები, და ამ საქმიანობის წარმართვის მონიტორინგის ხელშესაწყობად, არაკონსოლიდირებულ ან კონსოლიდირებულ საფუძველზე, განსაკუთრებით, დირექტივით 2013/36/EU დაწესებულ კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებთან, ადმინისტრაციულ და სააღრიცხვო პროცედურებთან და შიდა კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით;
  2. ვაჭრობის ადგილების სათანადო ფუნქციონირების მონიტორინგის განსახორცილებლად;
  3. სახდელების დასაწესებლად;
  4. უფლებამოსილი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით;
  5. 74-ე მუხლის მიხედვით დაწყებულ სასამართლო პროცესებში;
  6. 75-ე მუხლით გათვალისწინებული ინვესტორთა საჩივრების არასასამართლო გზით მოგვარების მექანიზმთან დაკავშირებით.

4. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელბელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ინფორმაციის გაცვლის სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების შესაქმნელად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

5. არც წინამდებარე მუხლმა, არც მუხლებმა 76 ან 88 არ უნდა შეუშალონ ხელი უფლებამოსილ ორგანოს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის, ევროპის სისტემური რისკების საბჭოს, ცენტრალური ბანკების, ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემისა ან ევროპის ცენტრალური ბანკის, როგორც ფულად-საკრედიტო ორგანოებისთვის, და საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშსწორებისა და ანგარიშსწორების სისტემების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის იმ კონფიდენციალური ინფორმაციის გადაგზავნაში, რომელიც განკუთვნილია მათი ამოცანების შესასრულებლად. ანალოგიურად, ამ ორგანოებს ან ორგანიზაციებს არ უნდა შეეშალოთ ხელი უფლებამოსილი ორგანოებისთვის იმ ინფორმაციის გაგზავნაში, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ წინამდებარე დირექტივით ან რეგულაციით N 600/2014/EU გათვალისწინებული თავიანთი ფუნქციების შესრულების მიზნისთვის.

 

მუხლი 82

სავალდებულო შუამავლობა

1. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას მიუთითონ ის სიტუაციები, როცა უარი ითქმება ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე, ან როცა ამ მოთხოვნაზე რეაგირება გონივრულ ვადაში არ მოხდება:

  1. საზედამხედველო საქმიანობის, ადგილზე შემოწმების ან გამოძიების განხორციელება, როგორც ამას ითვალისწინებს 80-ე მუხლი; ან
  2. ინფორმაციის გაცვლა, როგორც ამას ითვალისწინებს 81-ე მუხლი.

2. პირველ აბზაცში მითითებულ სიტუაციებში, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას შეუძლია იმოქმედოს რეგულაციის N 1095/2010/EU მე-19 მუხლის მიხედვით, იმ შესაძლებლობების შეუზღუდავად, რომლებიც უკავშირდება წინამდებარე დირექტივის 83-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მოთხოვნის რეაგირებაზე უარის თქმას, და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის იმ შესაძლებლობის შეუზღუდავად, რომელიც უკავშირდება რეგულაციის N 1095/2010/EU მე-17 მუხლის მიხედვით მოქმედებას.

 

მუხლი 83

უარი თანამშრომლობაზე

უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება უარი თქვას, რეაგირება მოახდინოს თანამშრომლობის თხოვნაზე, რომელიც შეეხება გამოძიების, ადგილზე შემოწმების ან საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას, როგორც ეს გათვალისწინებულია 84-ე მუხლით, ან ინფორმაციის გაცვლას, როგორც ეს გათვალისწინებულია 81-ე მუხლით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა:

  1. სასამართლო წარმოება უკვე დაწყებულია იმავე მოქმედებებთან და პირებთან მიმართებაში, შესაბამისი წევრი სახელმწიფოს ორგანოების წინაშე;
  2. შესაბამის წევრ სახელმწიფოში საბოლოო განჩინება უკვე გამოტანილია იმავე პირებთან და იმავე მოქმედებებთან დაკავშირებით.

ამ უარის შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება შესაბამისად შეატყობინოს მომთხოვნ უფლებამოსილ ორგანოს და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას, მაქსიმალურად დეტალური ინფორმაციის მიწოდებით.

 

მუხლი 84

კონსულტაცია ავტორიზაციამდე

1. პროცესში მონაწილე მეორე წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოსთან უნდა გავლილი იქნეს კონსულტაცია იმ საინვესტიციო კომპანიისთვის ავტორიზაციის მიცემამდე, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი:

  1. სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის ან ბაზრის ოპერატორის ან საკრედიტო დაწესებულების შვილობილი კომპანია;
  2. სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიის ან საკრედიტო დაწესებულების მშობელი კომპანიის შვილობილი კომპანია;
  3. კონტროლდება იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ სხვა წევრ სახელმწიფოში ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიას ან საკრედიტო დაწესებულებას.

2. საკრედიტო დაწესებულებების ან საკრედიტო დაწესებულებების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოსთან უნდა გავლილი იქნეს იმ საინვესტიციო კომპანიის ან ბაზრის ოპერატორისთვის ავტორიზაციის მინიჭებამდე, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი:

  1. ევროკავშირში ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო კომპანიის შვილობილი კომპანია;
  2. ევროკავშირში ავტორიზებული საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო კომპანიის მშობელი საწარმოს შვილობილი კომპანია;
  3. კონტროლდება იმავე პირის მიერ, იქნება ის ფიზიკური თუ იურიდიული, რომელიც აკონტროლებს ევროკავშირში ავტორიზებულ საკრედიტო დაწესებულებას ან სადაზღვევო დაწესებულებას.

3. აბზაცებში 1 და 2 მითითებულმა შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა, კერძოდ, ერთმანეთთან უნდა გაიარონ კონსულტაცია აქციონერებისა და წევრების შესაბამისობის და იმ პირების რეპუტაციისა და გამოცდილების შეფასებისას, რომლებიც ეფექტიანად წარმართავენ საქმიანობას, რომელიც ჩართულია იმავე ჯგუფის სხვა სუბიექტის მართვაში. მათ უნდა გაცვალონ ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება აქციონერებისა ან წევრების შესაბამისობას და იმ პირების რეპუტაციასა და გამოცდილებას, რომლებიც ეფექტიანად წარმართავენ საქმიანობას, რომელიც უკავშირდება პროცესში ჩართულ დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს, ავტორიზაციის მისანიჭებლად, აგრეთვე საექსპლუატაციო პირობების შესრულების მიმდინარე შეფასებისთვის.

4. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია სხვა უფლებამოსილი ორგანოების კონსულტირების სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების დასადგენად, ავტორიზაციის მინიჭებამდე.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ ამ განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს ევროკომისიას 2016 წლის 3 იანვრისთვის.

ევროკომისიას გადაეცემა უფლებამოსილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მისაღებად რეგულაციის N 1095/2010/EU მე-15 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 85

უფლებამოსილებები მასპინძელი წევრი სახელმწიფოებისთვის

1. მასპინძელმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილ ორგანოს, სტატისტიკური მიზნებისთვის, უფლება ჰქონდეს მოითხოვოს მათ ტერიტორიებზე ფილიალების მქონე ყველა საინვესტიციო კომპანიისგან, მათთვის პერიოდული ანგარიშის წარდგენა ამ ფილიალების საქმიანობის შესახებ.

2. წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული თავისი პასუხისმგებლობების შესრულებისას, მასპინძელმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილ ორგანოს ჰქონდეს უფლება, საინვესტიციო კომპანიების ფილიალებისგან მოითხოვოს მათ მიერ იმ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმ სტანდარტების შესრულების მონიტორინგისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც მათ მიმართ გამოიყენება მუხლით 35(8) გათვალისწინებულ შემთხვევებში. ეს მოთხოვნები არ შეიძლება იყოს იმ მოთხოვნებზე უფრო მკაცრი, რომლებსაც იგივე წევრი სახელმწიფო უწესებს დაფუძნებულ კომპანიებს მათ მიერ იგივე სტანდარტების შესრულების მონიტორინგისთვის.

 

მუხლი 86

მასპინძელი წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღები უსაფრთხოების წინასწარი ზომები

1. იმ შემთხვევაში, როცა მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს აქვს მკაფიო და დადასტურებადი საფუძვლები იმის სავარაუდოდ, რომ მის ტერიტორიაზე მომსახურების თავისუფალი მიწოდების ფარგლებში მოქმედი საინვესტიციო კომპანია არღვევს იმ ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს წინამდებარე დირექტივის მიხედვით მიღებული დებულებებიდან ან რომ ის საინვესტიციო კომპანია, რომელსაც აქვს ფილიალები მის ტერიტორიაზე, არღვევს წინამდებარე დირექტივის მიხედვით მიღებული დებულებებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს, რომლებიც არ გადასცემენ უფლებამოსილებებს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, მან ეს კვლევის შედეგები განსახილველად უნდა გადაუგზავნოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

თუ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ან იმის გამო, რომ ეს ზომები არასათანადო აღმოჩნდა, საინვესტიციო კომპანია აგრძელებს იმგვარად მოქმედებას, რომელიც აშკარად ზიანის მომტანია მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ინტერესებისათვის ან ბაზრების ორგანიზებული ფუნციონირებისთვის, ადგილი აქვს შემდეგს:

  1. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანისთვის შეტყობინების შემდეგ, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს ის ყველა სათანადო ზომა, რომელიც საჭიროა ინვესტორებისა და ბაზრების სათანადო ფუნქციონირების დასაცავად; ეს ზომები უნდა მოიცავდეს იმ შესაძლებლობას, რომ ზიანის მომტან საინვესტიციო კომპანიებს არ მიეცეთ მათ ტერიტორიებზე რაიმე დამატებითი გარიგების დაწყების საშუალება. ევროკომისიას და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა ეცნობოს ამ ზომების შესახებ; და
  2. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ეს საკითხი განსახილველად ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომპანიას წარუდგინოს, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს მისთვის რეგულაციის N 1095/2010/EU მე-19 მუხლით გადაცემული უფლებამოსილებების მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, როცა მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები დაადასტურებენ, რომ ის საინვესტიციო კომპანია, რომელსაც მის ტერიტორიაზე აქვს ფილიალი, არღვევს წინამდებარე დირექტივის ამ დებულებების მიხედვით ამ წევრ სახელმწიფოში მიღებულ სამართლებრივ ან მარეგულირებელ დებულებებს, რომლებიც უფლებამოსილებებს გადასცემენ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, ამ ორგანოებმა აგრეთვე უნდა მოითხოვონ შესაბამისი საინვესტიციო კომპანიისგან ამ უწესრიგო სიტუაციის დასრულება.

თუ შესაბამისი საინვესტიციო კომპანია ვერ მიიღებს აუცილებელ ზომებს, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისმა საინვესტიციო კომპანიამ დაასრულს ეს უწესრიგო სიტუაცია. ამ ზომების ხასიათის შესახებ უნდა ეცნობოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

იმ შემთხვევაში, როცა მასპინძელი წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, საინვესტიციო კომპანია აგრძელებს მასპინძელ წევრ სახელმწიფოში მოქმედ პირველ ქვეაბზაცში მითითებული სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებების დარღვევას, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების შემდეგ, უნდა მიიღოს ყველა საჭირო სათანადო ზომა ინვესტორებისა და ბაზრების სათანადო ფუნქციონირების დასაცავად. ევროკომისიას და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა ეცნობოთ ამ ზომების შესახებ.

დამატებით, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ეს საკითხი განსახილველად ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომპანიას წარუდგინოს, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს მისთვის რეგულაციის N 1095/2010/EU მე-19 მუხლით გადაცემული უფლებამოსილებების მიხედვით.

3. იმ შემთხვევაში, როცა რეგულირებული ბაზრის მასპინძელი წევრი სახელმწიფოს, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის უფლებამოსილ ორგანოს აქვს მკაფიო და დადასტურებადი საფუძვლები იმის სავარაუდოდ, რომ ეს რეგულირებული ბაზარი, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემა არღვევს წინამდებარე დირექტივის მიხედვით მიღებული დებულებებიდან წარმოშობილ ვალდებულებებს, მან ეს კვლევის შედეგები უნდა წარუდგინოს რეგულირებული ბაზრის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემის უფლებამოსილ ორგანოს.

იმ შემთხვევაში, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ან იმის გამო, რომ ეს ზომები არაადეკვატური აღმოჩნდა, ეს მარეგულირებელი ორგანო ან მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემა აგრძელებს იმგვარად მოქმედებას, რომელიც მკაფიოდ აზიანებს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ინვესტორების ინტერესებს ან ბაზრების ორგანიზებულ ფუნქციონირებას, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირების შემდეგ, უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი სათანადო ზომა ინვესტორების და ბაზრების სათანადო ფუნქციონირების დასაცავად, რომლებიც უნდა მოიცავდეს იმის შესაძლებლობას, რომ რეგულირებულ ბაზარს ან მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას არ მიეცეთ საშუალება, თავიანთი ზომები ხელმისაწვდომი გახადონ დისტანციური მონაწილეების ან მონაწილეებისთვის, რომლებიც დაფუძნებულები არიან მასპინძელ წევრ სახელმწიფოში. ევროკომისიას და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა ეცნობოთ ამ ზომების შესახებ.

დამატებით, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ეს საკითხი განსახილველად ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომპანიას წარუდგინოს, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს მისთვის რეგულაციის N 1095/2010/EU მე-19 მუხლით გადაცემული უფლებამოსილებების მიხედვით.

4. აბზაცების 1, 2 ან 3 მიხედვით მიღებული ნებისმიერი ზომა, რომელიც მოიცავს სახდელებს ან შეზღუდვებს საინვესტიციო კომპანიის ან რეგულირებული ბაზრის საქმიანობებზე, უნდა სათანადოდ დასაბუთდეს და ეცნობოს შესაბამის საინვესტიციო კომპანიას ან რეგულირებულ ბაზარს.

 

მუხლი 87

თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, რეგულაციის N 1095/2010/EU შესაბამისად.

2. უფლებამოსილმა ორგანოებმა დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა მიაწოდონ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისი იმ მოვალეობების შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე დირექტივით და რეგულაციით N 600/2014/EU და რეგულაციის N 1095/2010/EU მუხლების 35 და 36 შესაბამისად.

 

თავი III

თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან

მუხლი 88

ინფორმაციის გაცვლა მესამე ქვეყნებთან

1. წევრ სახელმწიფოებს და რეგულაციის N 1095/2010/EU 33-ე მუხლის მიხედვით, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უფლება აქვთ გააფორმონ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას მესამე ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამჟღავნებული ინფორმაცია ექვემდებარება პროფესიული საიდუმლოების იმ გარანტიებს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, ექვივალენტურია 76-ე მუხლით მოთხოვნილი ანალოგიური გარანტიებისა. ინფორმაციის ეს გაცვლა უნდა განკუთვნილი იყოს ამ უფლებამოსილი ორგანოების ამოცანების შესასრულებლად.

წევრი სახელმწიფოს მიერ მესამე ქვეყნისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს დირექტივის 95/46/EC მე-4 თავის შესაბამისად.

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ მესამე ქვეყნისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს რეგულაცია N 45/2001/EU-ის მე-9 მუხლის მიხედვით.

წევრ სახელმწიფოებს და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უფლება აქვთ აგრეთვე გააფორმონ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებენ ინფორმაციის გაცვლას მესამე ქვეყნის ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან მეტ საკითხზე:

  1. საკრედიტო დაწესებულებების, სხვა საფინანსო ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიების და ფინანსური ბაზრების ზედამხედველობა;
  2. საინვესტიციო კომპანიების ლიკვიდაცია და გაკოტრება და სხვა მსგავსი პროცედურები;
  3. საინვესტიციო კომპანიებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების, საკრედიტო დაწესებულებებისა და სადაზღვევო კომპანიების ანგარიშების კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტების ჩატარება, მათი საზედამხედველო ფუნქციების შესრულებისას, ან რომლებიც მართავენ საკომპენსაციო სქემებს, მათი ფუნქციების შესრულებისას;
  4. საინვესტიციო კომპანიების ლიკვიდაციასა და გაკოტრებაში და სხვა მსგავს პროცედურებში ჩართული ორგანოების ზედამხედველობა;
  5. იმ პირების ზედამხედველობა, რომლებსაც დაკისრებული აქვთ სადაზღვევო კომპანიების, საკრედიტო დაწესებულებების, საინვესტიციო კომპანიებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშების კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტების განხორციელება;
  6. იმ პირების ზედამხედველობა, რომლებიც აქტიურები არიან ემისიის კვოტების ბაზრებზე საფინანსო და სპოტური ბაზრების კონსოლიდირებული მიმოხილვის უზრუნველყოფის მიზნით;
  7. იმ პირების ზედამხედველობა, რომლებიც აქტიურები არიან სასოფლო-სამეურნეო დერივატივების ბაზრებზე საფინანსო და სპოტური ბაზრების კონსოლიდირებული მიმოხილვის უზრუნველყოფის მიზნით;

მესამე ქვეაბზაცში მითითებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გამჟღავნებული ინფორმაცია ექვემდებარება პროფესიული საიდუმლოების იმ გარანტიებს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, ექვივალენტურია 76-ე მუხლით მოთხოვნილი გარანტიებისა. ინფორმაციის ეს გაცვლა უნდა განკუთვნილი იყოს ამ ორგანოების ან ორგანიზაციების ან ფიზიკური ან იურიდიული პირების ამოცანების შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, როცა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოიცავს წევრი სახელმწიფოს მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემას, მან უნდა დააკმაყოფილოს დირექტივის 95/46/EC მე-4 თავისა და რეგულაციის N 45/2001/EC მოთხოვნები იმ შემთხვევაში, როცა ამ გადაცემაში მონაწილეობს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისია.

2. იმ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია სათავეს იღებს სხვა წევრ სახელმწიფოში, არ შეიძლება მისი გამჟღავნება იმ უფლებამოსილი ორგანოების ცალსახა თანხმობის გარეშე, რომლებმაც ის გადასცეს, და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებისთვისაც ამ ორგანოებმა გასცეს თავიანთი თანხმობა. იგივე დებულება ვრცელდება მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე.

 

კარი VII

დელეგირებული აქტები

მუხლი 89

დელეგირების განხორციელება

1. დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება გადაეცემა ევროკომისიას, ამ მუხლით განსაზღვრული პირობების მიხედვით.

2. იმ უფლებამოსილების დელეგირება, რომელიც მითითებულია მუხლებში: 2(3), 4(1)(2)(2), 4(2), 13(1), 16(12), 23(4), 24(13), 25(8), 27(9), 28(3), 30(5), 31(4), 32(4), 33(8), 52(4), 54(4), 58(6), 64(7), 65(7) და 79(8) უნდა გადაეცეს ევროკომისიას განუსაზღვრელი ვადით, დაწყებული 2014 წლის 2 ივლისიდან.

3. იმ უფლებამოსილების დელეგირება, რომელიც მითითებულია მუხლებში: 2(3), 4(1)(2)(2), 4(2), 13(1), 16(12), 23(4), 24(13), 25(8), 27(9), 28(3), 30(5), 31(4), 32(4), 33(8), 52(4), 54(4), 58(6), 64(7), 65(7) და 79(8) შეიძ₾ლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან ევროსაბჭოს მიერ. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებამ უნდა დაასრულოს ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უფლებამოსილების გადაცემა. ის ძალაში შედის გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან უფრო გვიან, იმ თარიღზე, რომელიც მასშია მითითებული. მან გავლენა არ უნდა მოახდინოს უკვე ძალაში არსებული, ნებისმიერი დელეგირებული აქტის ნამდვილობაზე.

4. როგორც კი დელეგირებულ აქტს მიიღებს, ევროკომისიამ ეს ერთდროულად უნდა აცნობოს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს.

5. დელეგირებული აქტი, რომელიც მიღებულია შემდეგი მუხლების შესაბამისად: 2(3), 4(1)(2)(2), 4(2), 13(1), 16(12), 23(4), 24(13), 25(8), 27(9), 28(3), 30(5), 31(4), 32(4), 33(8), 52(4), 54(4), 58(6), 64(7), 65(7) და 79(8), ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ან ევროსაბჭო არ განაცხადებენ უარს ამ აქტის ევროპარლამენტისა ან ევროსაბჭოსთვის შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში ან თუ, ამ ვადის ამოწურვამდე, როგორც ევროპარლამენტი, ისე ევროსაბჭო ევროკომისიას შეატყობინებენ, რომ ისინი უარს არ განაცხადებენ. ევროპარლამენტისა ან ევროსაბჭოს ინიციატივით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სამი თვით.

▼M3

მუხლი 89ა

საკომიტეტო პროცედურა

1. ევროკომისიას დახმარება უნდა გაუწიოს ევროკომისიის გადაწყვეტილებით 2001/528/EC შექმნილმა ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტმა[10]. ეს კომიტეტი უნდა იყოს კომიტეტი ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციის N 182/2011/EU მნიშვნელობით[11].

2. თუ მითითება კეთდება ამ აბზაცზე, გამოიყენება რეგულაციის N 182/2011/EU მე-5 მუხლი.

▼B

 

დასკვნითი დებულებები

მუხლი 90

ანგარიშები და მიმოხილვა

1. ►M32020 წლის 3 მარტამდე, ◄ ევროკომისიამ, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიათან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას უნდა წარუდგინოს ანგარიში შემდეგზე:

  1. ორგანიზებული სავაჭრო სისტემების ფუნქციონირება, მ.შ. მათ მიერ საკუთარი ხარჯით შესაფერისი ვაჭრობის კონკრეტული გამოყენება, უფლებამოსილი ორგანოების მიერ შეძენილი ზედამხედველობითი გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკავშირში ავტორიზებული ორგანიზებული სავაჭრო სისტემების რაოდენობა და მათი წილი ბაზარზე და კერძოდ, იმის შესწავლა, საჭიროა თუ არა რაიმე ცვლილებების შეტანა ორგანიზებული სავაჭრო სისტემის განმარტებაში, და ორგანიზებული სავაჭრო სისტემის კატეგორიით გათვალისწინებული ფინანსური ინსტრუმენტების დიაპაზონი კვლავ შესაბამისია თუ არა;
  2. მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებადი ბაზრებისთვის რეჟიმის ფუნციონირება, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებად ბაზრებად დარეგისტრირებული მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების რაოდენობის, მათზე არსებული ემიტენტების რაოდენობისა და შესაბამისი სავაჭრო ოპერაციების მოცულობების გათვალისწინებით;

კერძოდ, ანგარიშში უნდა შეფასდეს ის, მუხლის 33(3) ა პუნქტში მოცემული ზღვრული მნიშვნელობა კვლავ შესაბამისი მინიმუმია თუ არა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებადი ბაზრების მიერ წინამდებარე დირექტივაში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად;

  1. ალგორითმულ ვაჭრობასთან, მ.შ. მაღალი სიხშირის ალგორითმულ ვაჭრობასთან დაკავშირებული მოთხოვნების ზემოქმედება;
  2. გარკვეული სახის პროდუქტებისა და პრაქტიკების აკრძალვის მექანიზმთან დაკავშირებული გამოცდილება, იმ რაოდენობების მითითებით, რამდენჯერაც ეს მექანიზმები ამოქმედდა, აგრეთვე, მათი შედეგების მითითებით;
  3. ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სახდელების გამოყენება და კერძოდ, წინამდებარე დირექტივასა და რეგულაციაში N 600/2014/EU მოცემული მოთხოვნების დარღვევისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელების დამატებითი ჰარმონიზაციის საჭიროება;
  4. პოზიციის ზღვრული ოდენობების გამოყენების და პოზიციის მართვის ზემოქმედება ლიკვიდურობაზე, ბაზრის წესების ბოროტად გამოყენება და ორგანიზებული ფასწარმოქმნა და ანგარიშწორების პირობები სასაქონლო დერივატივების ბაზრებზე;
  5. ფასების სრულყოფა ვაჭრობის წინა და შემდგომი გამჭვირვალობის მონაცემებისთვის რეგულირებული ბაზრებიდან, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემებიდან, ორგანიზებული სავაჭრო სისტემებიდან და ავტორიზებული გამომქვეყნებელი ორგანიზაციებიდან;
  6. კლიენტისთვის საინვესტიციო ან დამხმარე მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადასახადის, საკომისიოს და არაფულადი ხასიათის მოგების გამჟღავნების მოთხოვნის ზემოქმედება მუხლის 24(9) შესაბამისად, მ.შ. მისი ზემოქმედება შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირებაზე ტრანსსასაზღვრო საინვესტიციო რეკომენდაციაზე.

2. ევროკომისიამ, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიშები მე-5 კარის მიხედვით დაფუძნებული კონსოლიდირებული ჩანაწერის ფუნქციონირების შესახებ. მუხლთან 65(1) დაკავშირებული ანგარიში უნდა წარდგენილ იქნეს ►M3 2019 წლის 3 სექტემბრისთვის ◄. მუხლთან 65(2)დაკავშირებული ანგარიში უნდა წარდგენილ იქნეს ►M3 2021 წლის 3 სექტემბრისთვის ◄.

პირველ ქვეაბზაცში მითითებულ ანგარიშებში უნდა შეფასდეს კონსოლიდირებული ჩანაწერის ფუნქციონირება შემდეგ კრიტერიუმებთან მიმართებაში:

  1. კონსოლიდირებულ ფორმატში ვაჭრობის შემდგომი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და დროულობა, რომელიც თავს უყრის ყველა გარიგებას, იმის მიუხედავად, ისინი ვაჭრობის ადგილებზე ხორციელდება თუ არა;
  2. ვაჭრობის შემდგომი იმ სრული და ნაწილობრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და დროულობა, რომელიც მაღალი ხარისხისაა, იმ ფორმატებით, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია და გამოყენებადია ბაზრის მონაწილეებისთვის და ხელმისაწვდომია გონივრულ კომერციულ საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, როცა ევროკომისია დაასკვნის, რომ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერებმა ვერ მოახერხეს ინფორმაციის იმგვარად წარდგენა, რომელიც შეესაბამება მეორე ქვეაბზაცში მოცემულ კრიტერიუმებს, ევროკომისიამ თან უნდა დაურთოს თავისი ანგარიში ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიმართ მოთხოვნით, რომ დაიწყოს დანიშვნის მოლაპარაკებული პროცედურა იმ დროს, როცა ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ წარმართული, კომერციული სუბიექტის სახელმწიფო შესყიდვის პროცესი ამუშავებს კონსოლოდირებულ ჩანაწერს. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ უნდა დაიწყოს პროცედურა ევროკომისიისგან თხოვნის მიღების შემდეგ იმ პირობებით, რომლებიც მოცემულია ევროკომისიის თხოვნაში და ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციის N 966/2012/EU (ევროატომი) შესაბამისად[12].

3. ევროკომისიას იმ შემთხვევაში, როცა მე-2 აბზაცში განსაზღვრული პროცედურა დაწყებულია, უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები 89-ე მუხლის, რომლითაც ცვლილებები შედის მუხლებში 59-65 და წინამდებარე დირექტივის პირველი დანართის სექცია დ-ს და რეგულაციის N 600/2014/EU მუხლის 2(1) მე-19 პუნქტის შესაბამისად, ზომების მითითებით, რათა:

  1. გათვალისწინებულ იქნეს იმ კომერციული სუბიექტის კონტრაქტის ხანგრძლივობა, რომელიც ამუშავებს კონსოლიდირებულ ჩანაწერს, და კონტრაქტის განახლებისა და ახალი სახელმწიფო შესყიდვის დაწყების პროცესი და პირობები;
  2. უნდა უზრუნველყოს, რომ ის კომერციული სუბიექტი, რომელიც ამუშავებს კონსოლიდირებულ ჩანაწერს, ასე უნდა მოიქცეს ექსკლუზიურ საფუძველზე და რომ არც ერთ სხვა სუბიექტს არ მიეცეს კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერის უფლებამოსილება 59-ე მუხლის შესაბამისად;
  3. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა უზრუნველყოს იმ კომერციული სუბიექტის მიერ სატენდერო პირობების შესრულება, რომელიც ამუშავებს კონსოლიდირებულ ჩანაწერს, რომელიც დანიშნულია სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით;
  4. უზრუნველყოს, რომ იმ კომერციული სუბიექტის მიერ მიწოდებული ვაჭრობის შემდგომი ინფორმაცია, რომელიც ამუშავებს კონსოლიდირებულ ჩანაწერს, იყოს მაღალი ხარისხის, იმ ფორმატებით, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია და გამოყენებადია ბაზრის მონაწილეების მიერ და კონსოლიდირებული ფორმატით, რომელიც მთელ ბაზარს მოიცავს;
  5. უზრუნველყოს, რომ ვაჭრობის შემდგომი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს გონივრულ კომერციულ საფუძველზე, როგორც კონსოლიდირებულ, ისე არაკონსოლიდირებულ საფუძველზე, და დააკმაყოფილოს ევროკავშირის მასშტაბით ამ ინფორმაციის მომხმარებლების საჭიროებები;
  6. უზრუნველყოს, რომ ვაჭრობის ადგილებმა და ავტორიზებულმა გამომქვეყნებელმა ორგანიზაციებმა თავიანთი მონაცემები ვაჭრობის შესახებ ხელმისაწვდომი გახადონ იმ კომერციული სუბიექტისთვის, რომელიც ამუშავებს კონსოლიდირებულ ჩანაწერს, დანიშნულს ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის მიერ მართული სახელმწიფო შესყიდვის პროცესის მეშვეობით, გონივრულ ფასად;
  7. განსაზღვროს გამოყენებადი ზომები იმ შემთხვევაში, როცა ის კომერციული სუბიექტი, რომელიც ამუშავებს კონსოლიდირებულ ჩანაწერს, დანიშნულს სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით, ვერ ახერხებს სატენდერო პირობების შესრულებას;
  8. განსაზღვროს ის ზომები, რომლებითაც 59-ე მუხლით ავტორიზებულ კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერებს უფლება აქვთ განაგრძონ კონსოლიდირებული ჩანაწერის მუშაობა იმ შემთხვევაში, როცა ამ აბზაცის ბ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების მინიჭება არ გამოიყენება, ან იმ შემთხვევაში, როცა სუბიექტი არ ინიშნება სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით, იმ დრომდე, სანამ ახალი სახელმწიფო შესყიდვა არ დასრულდება და არ დაინიშნება კომერციული სუბიექტი, რომელიც ამუშავებს კონსოლიდირებულ ჩანაწერს.

4. ►M3 2019 წლის 1 იანვრისთვის ◄ ევროკომისიამ უნდა მოამზადოს ანგარიში, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიასთან და ენერგეტიკის სფეროში მარეგულირებლების თანამშრომლობის სააგენტოსთან კონსულტაციის გავლის, ენერგეტიკის სფეროში ფასებზე და ენერგობაზრის ფუნქციონირებაზე შესაძლო ზემოქმედების, აგრეთვე იმ შესაბამისობისა და სარგებლის შესწავლის შემდეგ, რომელიც უკავშირდება კონტრაგენტის და სისტემური რისკების და იმ გ6 ენერგოდერივატიული კონტრაქტების პირდაპირი ხარჯების შემცირებას, რომლებიც ექვემდებარება რეგულაციის N 648/2012/EU მე-4 მუხლით განსაზღვრულ კლირინგის ვალდებულებას, ამ რეგულაციის მუხლში 11(3) მოცემული რისკის შემსუბუქების მეთოდების და მათი ჩართვის ამავე რეგულაციის მე-10 მუხლის მიხედვით კლირინგის ზღვრული მნიშვნელობის გაანგარიშებაში.
 

თუ ევროკომისია მიიჩნევს, რომ არ იქნება შესაბამისი და სარგებლის მომტანი ამ კონტრაქტების ჩართვა, მან, საჭიროების შემთხვევაში, ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს უნდა გადაუგზავნოს საკანონმდებლო წინადადებება. ევროკომისიას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე დირექტივის 89-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივის მუხლში 95(1) მითითებული 42-თვიანი ვადის ორი წლით ერთხელ და დამატებით ერთი წლით გასაგრძელებლად.

▼M2 —————

▼B

მუხლი 92

შესწორებები დირექტივაში 2011/61/EU

დირექტივაში 2011/61/EU უნდა შევიდეს შემდეგი შესწორებები:

  1. მუხლის 4(1) პუნქტში (ს), უნდა დაემატოს შემდეგი პუნქტი:

‘(vii) წევრი სახელმწიფო, იმ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს გამოკლებით, რომელშიც ევროკავშირის ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველები უზრუნველყოფენ მუხლში 6(4) მითითებულ მომსახურებებს;’;

  1. მუხლში 33 შედის შემდეგი შესწორებები:
  1. სათაური იცვლება შემდეგით:

‘სხვა წევრ სახელმწიფოებში დაფუძნებული ევროკავშირის ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მართვის და სხვა წევრ სახელმწიფოებში მომსახურების მიწოდების პირობები’;

  1. აბზაცები 1 და 2 უნდა შეიცვალოს შემდეგით:

„1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ევროკავშირის ავტორიზებული ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მმართველებს უფლება ჰქონდეთ, პირდაპირ ან ფილიალის დაფუძნებით:

  1. მართონ სხვა წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული ევროკავშირის ალტერნატიული საინვესტიციო ფონდები, იმ პირობით, თუ ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველი უფლებამოსილია მართოს ამ სახის ალტერნატიული საინვესტიციო ფონდი;
  2. სხვა წევრ სახელმწიფოში გასწიონ მუხლში 6(4) მითითებული ის მომსახურებები, რომლებისთვისაც ის არის ავტორიზებული.

2. იმ ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველმა, რომელიც აპირებს პირველ აბზაცში მითითებული საქმიანობის განხორციელებას და მომსახურებების მიწოდებას პირველად, შემდეგი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს თავისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს:

  1. წევრ სახელმწიფოს, რომელშიც ის აპირებს ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების მართვას პირდაპირ, ან ფილიალის დაფუძნებას, ან/და მუხლში 6(4) მითითებული მომსახურებების გაწევას;
  2. ოპერაციების პროგრამა, რომელშიც, კონკრეტულად, მითითებულია ის მომსახურებები, რომელთა მიწოდებასაც ის აპირებს, ან/და რომელშიც იდენტიფიცირებულია ის ალტერნატიული საინვესტიციო ფონდები, რომელთა მართვასაც ის აპირებს.’.

 

მუხლი 93

ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ, ►M3 2017 წლის 3 ივლისისთვის ◄, ის კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე დირექტივის შესრულების მიზნით. მათ ევროკომისიას დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ ამ ზომების ტექსტი.

წევრმა სახელმწიფოებმა ეს ზომები უნდა გამოიყენონ ►M3 2018 წლის 3 იანვრიდან ◄ გარდა იმ დებულებებისა, რომლებიც ახდენენ მუხლის 65(2) ტრანსპოზიციას, რომელიც გამოიყენება ►M3 2019 წლის 3 სექტემბრიდან ◄.

როდესაც წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აღნიშნულ ზომებს, ისინი უნდა მოიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში, მათ თან უნდა ერთოდეს აღნიშნული მითითება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ გაკეთდება ასეთი მითითება. მათ აგრეთვე უნდა შეიტანონ განცხადება იმის შესახებ, რომ არსებულ კანონებში, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებში მოცემული მითითებები დირექტივებზე, რომლებიც გაუქმებულია წინამდებარე დირექტივით, უნდა განიმარტონ, როგორც მითითებები წინამდებარე დირექტივაზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს მითითება და ეს განცხადება როგორ უნდა ჩამოყალიბდეს.

2. წევრმა სახელმწიფოებმა 92-ე მუხლში მითითებული ზომები უნდა გამოიყენონ 2015 წლის 3 ივლისიდან.

3. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას უნდა გადაუგზავნონ იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ძირითადი დებულებების ტექსტი, რომელსაც ისინი იღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

 

მუხლი 94

ძალადაკარგულად გამოცხადება

დირექტივა 2004/39/EC, რომელშიც შესწორებები შესულია წინამდებარე დირექტივის ა ნაწილის მე-3 დანართში ჩამოთვლილი აქტებით, უქმდება ►M3 2018 წლის 3 იანვრიდან ◄ , წევრი სახელმწიფოების იმ ვალდებულებების შეუზღუდავად, რომლებიც უკავშირდება შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში იმ დირექტივების გადატანის ვადებს, რომლებიც მოცემულია წინამდებარე დირექტივის ბ ნაწილის მე-3 დანართში.

მითითებები დირექტივებზე 2004/39/EC ან 93/22/EEC განიმარტება, როგორც მითითებები წინამდებარე დირექტივაზე ან რეგულაციაზე N 600/2014/EU და იკითხება წინამდებარე დირექტივის მე-4 დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის შესაბამისად.

იმ პირობებზე მითითებები, რომლებიც განსაზღვრულია დირექტივებში 2004/39/EC ან 93/22/EEC ან ამ დირექტივების მუხლები უნდა განიმარტონ, როგორც მითითებები წინამდებარე დირექტივაში განსაზღვრულ ექვივალენტურ პირობაზე ან წინამდებარე დირექტივის მუხლზე.

 

მუხლი 95

გარდამავალი დებულებები

1. ►M3 2021 წლის 3 იანვრამდე ◄:

  1. რეგულაციის N 648/2012/EU მე-4 მუხლში მოცემული კლირინგის ვალდებულება და ამავე რეგულაციის მუხლში 11(3) მოცემული რისკის შერბილების მეთოდები არ გამოიყენება C6 ენერგო დერივატიული კონტრაქტების მიმართ, რომლებსაც აფორმებენ ის არაფინანსური კონტრაგენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ რეგულაციის N 648/2012/EU მუხლში 10(1) მოცემულ პირობებს, ან ის არაფინანსური კონტრაგენტები, რომლებსაც პირველად უნდა მიენიჭოთ უფლებამოსილება, როგორც საინვესტიციო კომპანიებს, ►M3 2018 წლის 3 იანვრიდან ◄; და
  2. ეს C6 ენერგოდერივატიული კონტრაქტები არ უნდა ჩაითვალოს არასაბირჟო დერივატიულ კონტრაქტებად რეგულაციის N 648/2012/EU მე-10 მუხლში მოცემული კლირინგის ზღვრული მნიშვნელობების მიზნებისთვის.

C6 ენერგოდერივატიული კონტრაქტები, რომლებიც სარგებლობენ პირველ ქვეაბზაცში განსაზღვრული გარდამავალი რეჟიმით, უნდა დაექვემდებარონ რეგულაციით N 648/2012/EU განსაზღვრულ ყველა სხვა მოთხოვნას.

2. პირველ აბზაცში მითითებული განთავისუფლება უნდა გაიცეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. უფლებამოსილმა ორგანომ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას იმ C6 ენერგოდერივატიული კონტრაქტების შესახებ, რომლებიც განთავისუფლდნენ პირველი აბზაცის შესაბამისად და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიამ თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ამ C6 ენერგოდერივატიული კონტრაქტების ნუსხა.

 

მუხლი 96

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

 

მუხლი 97

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

 

 

დანართი I

მომსახურებების და საქმიანობების და ფინანსური ინსტრუმენტების ნუსხები

სექცია ა

საინვესტიციო მომსახურებები და საქმიანობები

  1. ერთ ან მეტ ფინანსურ ინსტრუმენტთან მიმართებაში შეკვეთების მიღება და გადაცემა;
  2. შეკვეთების შესრულება კლიენტების სახელით;
  3. საკუთარ ანგარიშზე ვაჭრობა;
  4. პორტფელის მართვა;
  5. საინვესტიციო რეკომენდაცია;
  6. ფინანსური ინსტრუმენტების ანდერრაითინგი ან/და ფინანსური ინსტრუმენტების განთავსება მყარი ვალდებულების საფუძველზე;
  7. ფინანსური ინსტრუმენტების განთავსება მყარი ვალდებულების საფუძვლის გარეშე;
  8. მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის მუშაობა;
  9. ორგანიზებული სავაჭრო სისტემის მუშაობა.

 

სექცია ბ

დამხმარე მომსახურებები

▼M1

  1. კლიენტების სახელით ფინანსური ინსტრუმენტების უსაფრთხო შენახვა და ადმინისტრირება, მ.შ. მზრუნველობა და სხვა შესაბამისი ისეთი მომსახურებები, როგორებიცაა ნაღდი ფულის/გირაოდ ჩადებული უზრუნველყოფის მართვა და უმაღლესი რგოლის დონეზე ფასიანი ქაღალდების ანგარიშების უზრუნველყოფისა და შენარჩუნების გამორიცხვა („ცენტრალური უზრუნველყოფის მომსახურება“), მითითებული რეგულაციის N 909/2014/EU დანართის ა სექციის მე-2 პუნქტში;

▼B

  1. ინვესტორისთვის კრედიტების ან სესხების მიცემა, რათა მას შესაძლებლობა მიეცეს, განახორციელოს გარიგება ერთ ან მეტ ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როცა კრედიტის ან სესხის გამცემი კომპანია ჩართულია გარიგებაში;
  2. რეკომენდაცია საწარმოების მიმართ კაპიტალის სტრუქტურის, სამრეწველო სტრატეგიის და შესაბამის საკითხებზე და შერწყმის შედეგად წარმოქმნილ საწარმოებთან და კომპანიების შესყიდვასთან დაკავშირებული რეკომენდაცია და მომსახურებები;
  3. სავალუტო პოლიტიკასთან დაკავშირებული მომსახურებები იმ შემთხვევაში, როცა ეს მომსახურებები დაკავშირებულია საინვესტიციო მომსახურებების უზრუნველყოფასთან;
  4. ფინანსურ ინსტრუმენტების შესახებ გარიგებებთან დაკავშირებული საინვესტიციო კვლევა და ფინანსური ანალიზი ან ზოგადი რეკომენდაციის სხვა ფორმები;
  5. ანდერრაითინგთან დაკავშირებული მომსახურებები.
  6. საინვესტიციო მომსახურებები და საქმიანობები, აგრეთვე იმ სახის დამხმარე მომსახურებები,რომლებიც შეტანილია პირველი დანართის ა ან ბ სექციაში, დაკავშირებული იმ დერივატივების საფუძვლად ჩადებას, რომლებიც შეტანილია გ სექციის პუნქტების 5, 6, 7 და 10 ფარგლებში იმ შემთხვევაში, როცა ისინი დაკავშირებულია საინვესტიციო ან დამხმარე მოსახურებების მიწოდებასთან.

 

სექცია გ

ფინანსური ინსტრუმენტები

  1. მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები;
  2. ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები;
  3. ერთეულები საინვესტიციო ფონდებში;
  4. ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდული კურსის შესახებ გარიგებები და ნებისმიერი სხვა დერივატიული კონტრაქტები, რომლებიც უკავშირდება ფასიან ქაღალდებს, ვალუტებს, საპროცენტო განაკვეთებს ან შემოსავლებს, ემისიის კვოტები ან სხვა დერივატიული ინსტრუმენტები, ფინანსური ინდექსები ან ფინანსური ზომები, რომელთა ფიზიკურად ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებაც არის შესაძლებელი;
  5. ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები ან ნებისმიერი სხვა დერივატიული კონტრაქტები, რომლებიც უკავშირდება ფართო მოხმარების საქონელს, რომელთა ანგარიშსწორებაც უნდა მოხდეს ნაღდი ფულით ან შეიძლება მოხდეს ნაღდი ფულით ერთ-ერთი მხარის ოპციით, გარდა გადაუხდელობის მიზეზისა ან შეწყვეტის სხვა საფუძვლისა;
  6. ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები და ნებისმიერი სხვა დერივატიული კონტრაქტი, დაკავშირებული ფართო მოხმარების საქონელთან, რომელთა ფიზიკურად ანგარიშსწორებაც შეიძლება მოხდეს, იმ პირობით, თუ მათით ვაჭრობა ხდება რეგულირებულ ბაზარზე, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, გარდა იმ საბითუმო ენერგოპროდუქციისა, რომლით ვაჭრობაც ხორციელდება ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში, რომლის ფიზიკურად ანგარიშსწორებაც უნდა მოხდეს;
  7. ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და ნებისმიერი სხვა დერივატიული კონტრაქტი, დაკავშირებული ფართო მოხმარების საქონელთან, რომელთა ანგარიშსწორებაც შეიძლება მოხდეს ფიზიკურად, რომელიც სხვა შემთხვევაში არაა მოხსენიებული ამ სექციის მე-6 პუნქტში, და არა კომერციული მიზნებისთვის, რომლებსაც აქვთ სხვა დერივატიული ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლები;
  8. დერივატიული ინსტურმენტები საკრედიტო რისკის გადასაცემად;
  9. ფინანსური კონტრაქტები ფასთაშორის სხვაობაზე;
  10. ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდული კურსის შესახებ გარიგებები და სხვა ნებისმიერი დერივატული კონტრაქტები, დაკავშირებული კლიმატურ პარამეტრებთან, სატვირთო განაკვეთები ან ინფლაციის მაჩვენებლები ან სხვა ოფიციალური ეკონომიკური სტატისტიკური მონაცემები, რომელთა ფიზიკური ანგარიშსწორებაც უნდა ან შეიძლება განხორციელდეს ნაღდი ფულით ერთ-ერთ მხარის ოპციით, გარდა გადაუხდელობის მიზეზისა ან შეწყვეტის სხვა საფუძვლისა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა დერივატიული კონტრაქტი, დაკავშირებული აქტივებთან, უფლებებთან, ვალდებულებებთან, ინდექსებთან და ზომებთან, რომლებიც სხვა შემთხვევაში არაა ნახსენები ამ სექციაში, რომლებსაც გააჩნიათ სხვა დერივატიული ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლები, იმის გათვალისწინებით, მათ შორის, ხდება თუ არა მათით ვაჭრობა რეგულირებულ ბაზარზე, ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ან მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში;
  11. ემისიის კვოტები, რომლებიც შედგება იმ ნებისმიერი ერთეულისგან, რომელთა შესაბამისობა დირექტივის 2003/87/EC მოთხოვნებთან აღიარებულია (ემისიებით ვაჭრობის სქემა).

 

სექცია დ

მონაცემთა შეტყობინების მომსახურებები

  1. ამუშავებს ავტორიზებულ გამომქვეყნებელ ორგანიზაციას;
  2. ამუშავებს კონსოლიდირებული ჩანაწერის პროვაიდერს;
  3. ამუშავებს ანგარიშგების დამტკიცებულ მექანიზმს.

 

 

დანართი II

პროფესიული კლიენტები წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის

პროფესიული კლიენტი არის კლიენტი, რომელსაც გააჩნია გამოცდილება, ცოდნა და ექსპერტული კვალიფიკაცია თავისი საკუთარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად და იმ რისკების სათანადოდ შესაფასებლად, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს მოჰყვება. იმისათვის, რათა პროფესიულ კლიენტად ჩაითვალოს, კლიენტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

I. იმ კლიენტის კატეგორიები, რომელიც ითვლება პროფესიონალად

ქვემოთ მოცემული სუბიქტები უნდა ჩაითვალოს პროფესიონალებად ყველა საინვესტიციო მომსახურებასა და საქმიანობაში და ფინანსურ ინსტრუმენტებში დირექტივის მიზნებისთვის.

  1. ის ორგანიზაციები, რომლებსაც მოეთხოვებათ ავტორიზაცია ან რეგულირება ფინანსურ ბაზრებზე საქმიანობისთვის. ქვემოთ მოცემული ნუსხა უნდა ჩაითვალოს ყველა იმ ავტორიზებული ორგანიზაციის შემცველად, რომლებიც ახორციელებენ ნახსენები ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელ საქმიანობას: დირექტივის მიხედვით წევრი სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული ორგანიზაციები, დირექტივაზე მიუთითებლად წევრი სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული ან დარეგულირებული ორგანიზაციები და მესამე ქვეყნის მიერ ავტორიზებული ან დარეგულირებული ორგანიზაციები:
  1. საკრედიტო დაწესებულებები;
  2. საინვესტიციო კომპანიები;
  3. სხვა ავტორიზებული ან დარეგულირებული საფინანსო ინსტიტუტები;
  4. სადაზღვევო კომპანიები;
  5. კოლექტიური საინვესტიციო სქემები და ამ სქემების მართვის კომპანიები;
  6. საპენსიო ფონდები და ამ ფონდების მართვის კომპანიები;
  7. ფართო მოხმარების საქონელი და სასაქონლო დერივატივების დილერები;
  8. ადგილობრივები;
  9. სხვა საინვესტიციო ფონდები;
  1. მსხვილი საწარმოები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგი მოცულობის ორ მოთხოვნას კომპანიის საფუძველზე:
  • საერთო ბალანსი: 20 000 000 ევრო
  • სუფთა ბრუნვა: 40 000 000 ევრო
  • საკუთარი სახსრები: 2 000 000 ევრო
  1. სახელმწიფოსა და რეგიონების მთავრობები, მ.შ. ის სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც მართავენ სახელმწიფო ვალს სახელმწიფოს ან რეგიონულ დონეზე, ცენტრალური ბანკები, საერთაშორისო და ზეეროვნული დაწესებულებები, მაგალითად, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები.
  2. სხვა საინვესტიციო ფონდები, რომელთა ძირითადი საქმიანობაა ფინანსურ ინსტრუმენტებში კაპიტალდაბანდება, მ.შ. ის ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აქტივებისა ან სხვა ფინანსური გარიგებების სეკურიტიზაციაზე;

ზემოაღნიშნული სუბიექტები უნდა ჩაითვალოს პროფესიონალებად. თუმცა, მათ უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ ისინი მიჩნეულ იქნან არაპროფესიონალებად და საინვესტიციო კომპანიებს უფლება აქვთ, თანხმობა თქვან უფრო მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველყოფაზე. იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო კომპანიის კლიენტი არის ზემოაღნიშნული საწარმო, საინვესტიციო კომპანიამ ნებისმიერი მომსახურების მიწოდებამდე მას უნდა აცნობოს, რომ საინვესტიციო კომპანიისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, კლიენტი მიიჩნევა პროფესიონალ კლიენტად, და ის ასეთად იქნება მიჩნეული, თუკი საინვესტიციო კომპანია და კლიენტი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. საინვესტიციო კომპანიამ აგრეთვე უნდა აცნობოს კლიენტს, რომ მას შეუძლია მოითხოვოს ცვლილების შეტანა ხელშეკრულების პირობებში უფრო მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად.

პროფესიონალ კლიენტად მიჩნეული კლიენტის პასუხისმგებლობაა ითხოვოს უფრო მაღალი ხარისხის დაცვა, როცა ის მიიჩნევს, რომ არ შეუძლია სათანადოდ შეაფასოს ან მართოს არსებული რისკები.

ეს უფრო მაღალი ხარისხის დაცვა უზრუნველყოფილი იქნება იმ შემთხვევაში, როცა კლიენტი, რომელიც მიიჩნევა პროფესიონალად, წერილობით შეთანხმებას დებს საინვესტიციო კომპანიასთან იმგვარად, რომ ის არ უნდა იქნეს მიჩნეული პროფესიონალად საქმიანი რეჟიმის მოქმედი შესრულების მიზნებისთვის. ამ შეთანხმებაში უნდა განისაზღვროს, ეს ვრცელდება ერთ თუ მეტ კონკრეტულ მომსახურებასა თუ გარიგებაზე, ან ერთი ან მეტი სახეობის პროდუქტსა თუ გარიგებაზე.

II. ის კლიენტები, რომლებიც მოთხოვნით შეიძლება მიჩნეულ იქნენ პროფესიონალებად

II.1. იდენტიფიცირების კრიტერიუმები

კლიენტებს, პირველ სექციაში მოხსენიებული კლიენტების გამოკლებით, მ.შ. საჯარო სექტორის ორგანოები, სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, მუნიციპალიტეტები და ცალკეული კერძო ინვესტორები, აგრეთვე უფლება აქვთ მიეცეთ ნებართვა, უარი თქვან საქმიანობის წესების განხორციელებით უზრუნველყოფილ ზოგიერთ დაცვაზე.

აქედან გამომდინარე, საინვესტიციო კომპანიებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, ნებისმიერი ეს კლიენტი განიხილონ, როგორც პროფესიონალი, იმ პირობით, თუკი შესაბამისი კრიტერიუმები დაკმაყოფილდება და ქვემოთ მოცემული პროცედურა შესრულდება. თუმცა, არ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ამ კლიენტებს გააჩნიათ ბაზრის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შედარებადია პირველ სექციაში ჩამოთვლილი კატეგორიების ცოდნასა და გამოცდილებასთან.

საქმიანობის რეჟიმის სტანდარტული განხორციელებით უზრუნველყოფილ დაცვაზე ნებისმიერი უარი ძალის მქონედ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო კომპანიის მიერ განხორციელებული, კლიენტის ექსპერტული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და ცოდნის სათანადო შეფასება, გათვალისწინებული გარიგებებისა თუ მომსახურებების ხასიათის თვალსაზრისით, იძლევა იმის გონივრულ გარანტიას, რომ კლიენტს შეუძლია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისი რისკების გაცნობიერება.

დირექტივების ფარგლებში ფინანსურ სფეროში ლიცენზირებული ორგანიზაციების მმართველებისა და დირექტორების მიერ გამოყენებული შესაფერისობის ტესტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ექსპერტული კვალიფიკაციისა და ცოდნის შეფასების მაგალითად. მცირე ორგანიზაციების შემთხვევაში, პირი, რომელიც ექვემდებარება ამ შეფასებას, უნდა იყოს ის პირი, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს გარიგებები ორგანიზაციის სახელით.

ამ შეფასების პროცესში, როგორც მინიმუმ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი ორი კრიტერიუმი:

  • კლიენტმა უნდა აწარმოოს გარიგებები, მნიშვნელოვანი მოცულობით, შესაბამის ბაზარზე, რომელთა საშუალო სიხშირე კვარტლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს 10-ს გასულ ოთხ კვარტალთან მიმართებაში,
  • კლიენტის ფინანსური ინსტრუმენტის პორტფელის მოცულობა, რომელიც განსაზღვრულია, რომ მოიცავს ფულად შენატანებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებს, უნდა აღემატებოდეს 500 000 ევროს,
  • კლიენტი უნდა მუშაობდეს ან ნამუშევარი უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში, პროფესიულ თანამდებობაზე, რაც მოითხოვს გათვალისწინებული გარიგებების ან მომსახურებების ცოდნას.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონკრეტული კრიტერიუმების მიღება იმ მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ექსპერტული კვალიფიკაციისა და ცოდნის შესაფასებლად, რომლებიც ითხოვენ, რომ ისინი განხილული იქნან, როგორც პროფესიონალი კლიენტები. ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს ალტერნატიული ან დამატებითი იმ კრიტერიუმებისა, რომლებიც ჩამოთვლილია მეხუთე აბზაცში.

II.2. პროცედურა

ამ კლიენტებს უფლება აქვთ უარი თქვან ისარგებლონ ქცევის დეტალურ წესებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სრულდება შემდეგი პროცედურა:

  • მათ საინვესტიციო კომპანიას წერილობით უნდა განუცხადონ, რომ სურთ, მიჩნეულ იქნენ პროფესიონალ კლიენტად, ან ზოგადად, ან კონკრეტულ საინვესტიციო მომსახურებასა ან გარიგებასთან ან გარიგების ან პროდუქტის სახეობასთან მიმართებაში,
  • საინვესტიციო კომპანიამ მათ უნდა მისცეს მკაფიო წერილობითი გაფრთხილება იმ დაცვისა და ინვესტორის კომპენსაციის უფლებების შესახებ, რომლებიც მათ შეიძლება დაკარგონ,
  • მათ წერილობით, ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელ დოკუმენტში უნდა განაცხადონ, რომ მათთვის ცნობილია ამ დაცვის დაკარგვის შედეგები.

უარის თქმასთან დაკავშირებით რაიმე მოთხოვნაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საინვესტიციო კომპანიებს უნდა მოეთხოვოთ მიიღონ ყველა გონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის კლიენტი, რომელიც ითხოვს პროფესიონალ კლიენტად აღიარებას, აკმაყოფილებდეს სექციაში II.1. მოცემულ შესაბამის მოთხოვნებს.

თუმცა, თუ უკვე მოხდა კლიენტების პროფესიონალთა კატეგორიაში განაწილება ზემოაღნიშნული პარამეტრებისა და პროცედურების მსგავსი პარამეტრებითა და პროცედურებით, ეს მიზნად არ ისახავს, რომ საინვესტიციო კომპანიებთან მათ ურთიერთობებზე გავლენა მოახდინოს ამ დანართის მიხედვით მიღებულმა რაიმე ახალმა წესებმა.

კომპანიებმა უნდა განახორციელონ სათანადო წერილობითი შიდა პოლიტიკა და პროცედურები კლიენტების კატეგორიებად დასაყოფად. პროფესიული კლიენტები პასუხს აგებენ საინვესტიციო კომპანიის სისტემატიურად ინფორმირებაზე იმ ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიმდინარე კატეგორიებად დაყოფაზე. თუ საინვესტიციო კომპანიისთვის ცნობილი გახდება იმის შესახებ, რომ კლიენტი აღარ ასრულებს იმ თავდაპირველ პირობებს, რომლითაც ის უფლებამოსილი გახდა, რომ აღიარებულ იქნეს პროფესიონალად, საინვესტიციო კომპანიამ უნდა მიიღოს სათანადო ზომა.

 

 

დანართი III

ნაწილი A

გაუქმებული დირექტივა მასში შემდგომში შესული შესწორებების სიასთან ერთად

(მოხსენიებულია 94-ე მუხლში)

 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2004/39/EC (ოფიციალური ჟურნალი L 145, 30.4.2004, გვ. 1).

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2006/31/EC (ოფიციალური ჟურნალი L 114, 27.4.2006, გვ. 60).

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2007/44/EC (ოფიციალური ჟურნალი L 247, 21.9.2007, გვ. 1).

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2008/10/EC (ოფიციალური ჟურნალი L 76, 19.3.2008, გვ. 33).

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2010/78/EC (ოფიციალური ჟურნალი L 331, 15.12.2010, გვ. 120).

 

ნაწილი B

ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ვადების ჩამონათვალი

(მოხსენიებულია 94-ე მუხლში)

დირექტივა 2004/39/EC

კანონმდებლობაში გადმოტანის პერიოდი

31 იანვარი, 2007

განხორციელების პერიოდი

1 ნოემბერი, 2007

 

დირექტივა 2006/31/EC

 

კანონმდებლობაში გადმოტანის პერიოდი

31 იანვარი, 2007

განხორციელების პერიოდი

1 ნოემბერი, 2007

 

დირექტივა 2007/44/EC

 

კანონმდებლობაში გადმოტანის პერიოდი

21 მარტი, 2009

 

დირექტივა 2010/78/EC

 

კანონმდებლობაში გადმოტანის პერიოდი

31 დეკემბერი, 2011

 

 

 

დანართი IV

94-ე მუხლში მითითებული კორელაციის ცხრილი

დირექტივა 2004/39/EC

დირექტივა 2014/65/EU

რეგულაცია N 600/2014/EU

მუხლი 1(1)

მუხლი 1(1)

 

მუხლი 1(2)

მუხლი 1(3)

 

მუხლი 2(1)(ა)

მუხლი 2(1)(ა)

 

მუხლი 2(1)(ბ)

მუხლი 2(1)(ბ)

 

მუხლი 2(1)(გ)

მუხლი 2(1)(გ)

 

მუხლი 2(1)(დ)

მუხლი 2(1)(დ)

 

მუხლი 2(1)(ე)

მუხლი 2(1)(ვ)

 

მუხლი 2(1)(ვ)

მუხლი 2(1)(ზ)

 

მუხლი 2(1)(ზ)

მუხლი 2(1)(თ)

 

მუხლი 2(1)(თ)

მუხლი 2(1)(ი)

 

მუხლი 2(1)(ი)

მუხლი 2(1)(კ)

 

მუხლი 2(1)(კ)

მუხლი 2(1)(ლ)

 

მუხლი 2(1)(ლ)

მუხლი 2(1)(მ)

 

მუხლი 2(1)(მ)

 

მუხლი 2(1)(ნ)

მუხლი 2(1)(მ)

 

მუხლი 2(1)(ო)

მუხლი 2(1)(ნ)

 

მუხლი 2(2)

მუხლი 2(2)

 

მუხლი 2(3)

მუხლი 2(4)

 

მუხლი 3(1)

მუხლი 3(1)

 

მუხლი 3(2)

მუხლი 3(3)

 

მუხლი 4(1)(1)

მუხლი 4(1)(1)

 

მუხლი 4(1)(2)

მუხლი 4(1)(2)

 

მუხლი 4(1)(3)

მუხლი 4(1)(3)

 

მუხლი 4(1)(4)

მუხლი 4(1)(4)

 

მუხლი 4(1)(5)

მუხლი 4(1)(5)

 

მუხლი 4(1)(6)

მუხლი 4(1)(6)

 

მუხლი 4(1)(7)

მუხლი 4(1)(20)

 

მუხლი 4(1)(8)

მუხლი 4(1)(7)

 

მუხლი 4(1)(9)

მუხლი 4(1)(8)

 

მუხლი 4(1)(10)

მუხლი 4(1)(9)

 

მუხლი 4(1)(11)

მუხლი 4(1)(10)

 

მუხლი 4(1)(12)

მუხლი 4(1)(11)

 

მუხლი 4(1)(13)

მუხლი 4(1)(18)

 

მუხლი 4(1)(14)

მუხლი 4(1)(21)

 

მუხლი 4(1)(15)

მუხლი 4(1)(22)

 

მუხლი 4(1)(16)

მუხლი 4(1)(14)

 

მუხლი 4(1)(17)

მუხლი 4(1)(15)

 

მუხლი 4(1)(18)

მუხლი 4(1)(44)

 

მუხლი 4(1)(19)

მუხლი 4(1)(17)

 

მუხლი 4(1)(20)

მუხლი 4(1)(55)

 

მუხლი 4(1)(21)

მუხლი 4(1)(56)

 

მუხლი 4(1)(22)

მუხლი 4(1)(26)

 

მუხლი 4(1)(23)

მუხლი 4(1)(27)

 

მუხლი 4(1)(24)

მუხლი 4(1)(28)

 

მუხლი 4(1)(25)

მუხლი 4(1)(29)

 

მუხლი 4(1)(26)

მუხლი 4(1)(30)

 

მუხლი 4(1)(27)

მუხლი 4(1)(31)

 

მუხლი 4(1)(28)

მუხლი 4(1)(32)

 

მუხლი 4(1)(29)

მუხლი 4(1)(33)

 

მუხლი 4(1)(30)

მუხლი 4(1)(ბ)

 

მუხლი 4(1)(31)

მუხლი 4(1)(35)

 

მუხლი 4(2)

მუხლი 4(2)

 

მუხლი 5(1)

მუხლი 5(1)

 

მუხლი 5(2)

მუხლი 5(2)

 

მუხლი 5(3)

მუხლი 5(3)

 

მუხლი 5(4)

მუხლი 5(4)

 

მუხლი 5(5)

 

მუხლი 6(1)

მუხლი 6(1)

 

მუხლი 6(2)

მუხლი 6(2)

 

მუხლი 6(3)

მუხლი 6(3)

 

მუხლი 7(1)

მუხლი 7(1)

 

მუხლი 7(2)

მუხლი 7(2)

 

მუხლი 7(3)

მუხლი 7(3)

 

მუხლი 7(4)

მუხლი 7(4) და (5)

 

მუხლი 8(ა)

მუხლი 8(ა)

 

მუხლი 8(ბ)

მუხლი 8(ბ)

 

მუხლი 8(გ)

მუხლი 8(გ)

 

მუხლი 8(დ)

მუხლი 8(დ)

 

მუხლი 8(ე)

მუხლი 8(ე)

 

მუხლი 9(1)

მუხლი 9(1) და (3)

 

მუხლი 9(2)

მუხლი 9(5)

 

მუხლი 9(3)

მუხლი 9(4)

 

მუხლი 9(4)

მუხლი 9(6)

 

მუხლი 10(1)

მუხლი 10(1)

 

მუხლი 10(2)

მუხლი 10(2)

 

მუხლი 10(3)

მუხლი 11(1)

 

მუხლი 10(4)

მუხლი 11(2)

 

მუხლი 10(5)

მუხლი 11(3)

 

მუხლი 10(6)

მუხლი 10(3), 11(4)

 

მუხლი 10ა(1)

მუხლი 12(1)

 

მუხლი 10ა(2)

მუხლი 12(2)

 

მუხლი 10ა(3)

მუხლი 12(3)

 

მუხლი 10ა(4)

მუხლი 12(4)

 

მუხლი 10ა(5)

მუხლი 12(5)

 

მუხლი 10ა(6)

მუხლი 12(6)

 

მუხლი 10ა(7)

მუხლი 12(7)

 

მუხლი 10ა(8)

მუხლი 12(8) და (9)

 

მუხლი 10ბ(1)

მუხლი 13(1)

 

მუხლი 10ბ(2)

მუხლი 13(2)

 

მუხლი 10ბ(3)

მუხლი 13(3)

 

მუხლი 10ბ(4)

მუხლი 13(4)

 

მუხლი 10ბ(5)

მუხლი 13(5)

 

მუხლი 11

მუხლი 14

 

მუხლი 12

მუხლი 15

 

მუხლი 13(1)

მუხლი 16(1)

 

მუხლი 13(2)

მუხლი 16(2)

 

მუხლი 13(3)

მუხლი 16(3)

 

მუხლი 13(4)

მუხლი 16(4)

 

მუხლი 13(5)

მუხლი 16(5)

 

მუხლი 13(6)

მუხლი 16(6)

 

მუხლი 13(7)

მუხლი 16(8)

 

მუხლი 13(8)

მუხლი 16(9)

 

მუხლი 13(9)

მუხლი 16(11)

 

მუხლი 13(10)

მუხლი 16(12)

 

მუხლი 14(1)

მუხლი 18(1), მუხლი 19(1)

 

მუხლი 14(2)

მუხლი 18(2)

 

მუხლი 14(3)

მუხლი 19(4)

 

მუხლი 14(4)

მუხლი 18(3), მუხლი 19(2)

 

მუხლი 14(5)

მუხლი 18(6), მუხლი 19(3)

 

მუხლი 14(6)

მუხლი 18(8)

 

მუხლი 14(7)

მუხლი 18(9)

 

მუხლი 15

 

მუხლი 16(1)

მუხლი 21(1)

 

მუხლი 16(2)

მუხლი 21(2)

 

მუხლი 16(3)

 

მუხლი 17(1)

მუხლი 22

 

მუხლი 17(2)

 

მუხლი 18(1)

მუხლი 23(1)

 

მუხლი 18(2)

მუხლი 23(2)

 

მუხლი 18(3)

მუხლი 23(4)

 

მუხლი 19(1)

მუხლი 24(1)

 

მუხლი 19(2)

მუხლი 24(3)

 

მუხლი 19(3)

მუხლი 24(4)

 

მუხლი 19(4)

მუხლი 25(2)

 

მუხლი 19(5)

მუხლი 25(3)

 

მუხლი 19(6)

მუხლი 25(4)

 

მუხლი 19(7)

მუხლი 25(5)

 

მუხლი 19(8)

მუხლი 25(6)

 

მუხლი 19(9)

მუხლი 24(6), მუხლი 25(7)

 

მუხლი 19(10)

მუხლი 24(13) , მუხლი 24(14), მუხლი 25(8)

 

მუხლი 20

მუხლი 26

 

მუხლი 21(1)

მუხლი 27(1)

 

მუხლი 21(2)

მუხლი 27(4)

 

მუხლი 21(3)

მუხლი 27(5)

 

მუხლი 21(4)

მუხლი 27(7)

 

მუხლი 21(5)

მუხლი 27(8)

 

მუხლი 21(6)

მუხლი 27(9)

 

მუხლი 22(1)

მუხლი 28(1)

 

მუხლი 22(2)

მუხლი 28(2)

 

მუხლი 22(3)

მუხლი 28(3)

 

მუხლი 23(1)

მუხლი 29(1)

 

მუხლი 23(2)

მუხლი 29(2)

 

მუხლი 23(3)

მუხლი 29(3)

 

მუხლი 23(4)

მუხლი 29(4)

 

მუხლი 23(5)

მუხლი 29(5)

 

მუხლი 23(6)

მუხლი 29(6)

 

მუხლი 24(1)

მუხლი 30(1)

 

მუხლი 24(2)

მუხლი 30(2)

 

მუხლი 24(3)

მუხლი 30(3)

 

მუხლი 24(4)

მუხლი 30(4)

 

მუხლი 24(5)

მუხლი 30(5)

 

მუხლი 25(1)

 

მუხლი 24

მუხლი 25(2)

 

მუხლი 25(1)

მუხლი 25(3)

 

მუხლი 26(1) და (2)

მუხლი 25(4)

 

მუხლი 26(3)

მუხლი 25(5)

 

მუხლი 26(7)

მუხლი 25(6)

 

მუხლი 26(8)

მუხლი 25(7)

 

მუხლი 26(9)

მუხლი 26(1)

მუხლი 31(1)

 

მუხლი 26(2)

მუხლი 31(2) და (3)

 

მუხლი 27(1)

 

მუხლი 14(1-5)

მუხლი 27(2)

 

მუხლი 14(6)

მუხლი 27(3)

 

მუხლი 15(1-4)

მუხლი 27(4)

 

მუხლი 16

მუხლი 27(5)

 

მუხლი 17(1)

მუხლი 27(6)

 

მუხლი 17(2)

მუხლი 27(7)

 

მუხლი 17(3)

მუხლი 28(1)

 

მუხლი 20(1)

მუხლი 28(2)

 

მუხლი 20(2)

მუხლი 28(3)

 

მუხლი 20(3)

მუხლი 29(1)

 

მუხლი 3(1), (2) და (3)

მუხლი 29(2)

 

მუხლი 4(1), (2) და (3)

მუხლი 29(3)

 

მუხლი 4(6)

მუხლი 30(1)

 

მუხლი 6(1) და (2)

მუხლი 30(2)

 

მუხლი 7(1)

მუხლი 30(3)

 

მუხლი 7(2)

მუხლი 31(1)

მუხლი 34(1)

 

მუხლი 31(2)

მუხლი 34(2)

 

მუხლი 31(3)

მუხლი 34(3)

 

მუხლი 31(4)

მუხლი 34(4)

 

მუხლი 31(5)

მუხლი 34(6)

 

მუხლი 31(6)

მუხლი 34(7)

 

მუხლი 31(7)

მუხლი 34(8) და (9)

 

მუხლი 32(1)

მუხლი 35(1)

 

მუხლი 32(2)

მუხლი 35(2)

 

მუხლი 32(3)

მუხლი 35(3)

 

მუხლი 32(4)

მუხლი 35(4)

 

მუხლი 32(5)

მუხლი 35(5)

 

მუხლი 32(6)

მუხლი 35(6)

 

მუხლი 32(7)

მუხლი 35(8)

 

მუხლი 32(8)

მუხლი 35(9)

 

მუხლი 32(9)

მუხლი 35(10)

 

მუხლი 32(10)

მუხლი 35(11) და (12)

 

მუხლი 33(1)

მუხლი 36(1)

 

მუხლი 33(2)

მუხლი 36(2)

 

მუხლი 34(1)

მუხლი 37(1)

 

მუხლი 34(2)

მუხლი 37(2)

 

მუხლი 34(3)

 

მუხლი 35(1)

მუხლი 38(1)

 

მუხლი 35(2)

მუხლი 38(2)

 

მუხლი 36(1)

მუხლი 44(1)

 

მუხლი 36(2)

მუხლი 44(2)

 

მუხლი 36(3)

მუხლი 44(3)

 

მუხლი 36(4)

მუხლი 44(4)

 

მუხლი 36(5)

მუხლი 44(5)

 

მუხლი 36(6)

მუხლი 44(6)

 

მუხლი 37(1)

მუხლი 45(1) და (8)

 

მუხლი 37(2)

მუხლი 45(7), მეორე ქვეაბზაცი

 

მუხლი 38(1)

მუხლი 46(1)

 

მუხლი 38(2)

მუხლი 46(2)

 

მუხლი 38(3)

მუხლი 46(3)

 

მუხლი 39

მუხლი 47(1)

 

მუხლი 40(1)

მუხლი 51(1)

 

მუხლი 40(2)

მუხლი 51(2)

 

მუხლი 40(3)

მუხლი 51(3)

 

მუხლი 40(4)

მუხლი 51(4)

 

მუხლი 40(5)

მუხლი 51(5)

 

მუხლი 40(6)

მუხლი 51(6)

 

მუხლი 41(1)

მუხლი 52(1)

 

მუხლი 41(2)

მუხლი 52(2)

 

მუხლი 42(1)

მუხლი 53(1)

 

მუხლი 42(2)

მუხლი 53(2)

 

მუხლი 42(3)

მუხლი 53(3)

 

მუხლი 42(4)

მუხლი 53(4)

 

მუხლი 42(5)

მუხლი 53(5)

 

მუხლი 42(6)

მუხლი 53(6)

 

მუხლი 42(7)

მუხლი 53(7)

 

მუხლი 43(1)

მუხლი 54(1)

 

მუხლი 43(2)

მუხლი 54(2) და (3)

 

მუხლი 44(1)

 

მუხლი 3(1), (2) და (3)

მუხლი 44(2)

 

მუხლი 4(1), (2) და (3)

მუხლი 44(3)

 

მუხლი 4(6)

მუხლი 45(1)

 

მუხლი 6(1) და (2)

მუხლი 45(2)

 

მუხლი 7(1)

მუხლი 45(3)

 

მუხლი 7(2)

მუხლი 46(1)

მუხლი 55(1)

 

მუხლი 46(2)

მუხლი 55(2)

 

მუხლი 47

მუხლი 56

 

მუხლი 48(1)

მუხლი 67(1)

 

მუხლი 48(2)

მუხლი 67(2)

 

მუხლი 48(3)

მუხლი 67(3)

 

მუხლი 49

მუხლი 68

 

მუხლი 50(1)

მუხლი 69(1), 72(1)

 

მუხლი 50(2)

მუხლი 69(2)

 

მუხლი 51(1)

მუხლი 70(1) და (2)

 

მუხლი 51(2)

მუხლი 70(5)

 

მუხლი 51(3)

მუხლი 71(1)

 

მუხლი 51(4)

მუხლი 71(4)

 

მუხლი 51(5)

მუხლი 71(5)

 

მუხლი 51(6)

მუხლი 71(6)

 

მუხლი 52(1)

მუხლი 74(1)

 

მუხლი 52(2)

მუხლი 74(2)

 

მუხლი 53(1)

მუხლი 75(1)

 

მუხლი 53(2)

მუხლი 75(2)

 

მუხლი 53(3)

მუხლი 75(3)

 

მუხლი 54(1)

მუხლი 76(1)

 

მუხლი 54(2)

მუხლი 76(2)

 

მუხლი 54(3)

მუხლი 76(3)

 

მუხლი 54(4)

მუხლი 76(4)

 

მუხლი 54(5)

მუხლი 76(5)

 

მუხლი 55(1)

მუხლი 77(1)

 

მუხლი 55(2)

მუხლი 77(2)

 

მუხლი 56(1)

მუხლი 79(1)

 

მუხლი 56(2)

მუხლი 79(2)

 

მუხლი 56(3)

მუხლი 79(3)

 

მუხლი 56(4)

მუხლი 79(4)

 

მუხლი 56(5)

მუხლი 79(8)

 

მუხლი 56(6)

მუხლი 79(9)

 

მუხლი 57(1)

მუხლი 80(1)

 

მუხლი 57(2)

მუხლი 80(2(

 

მუხლი 57(3)

მუხლი 80(3) და (4)

 

მუხლი 58(1)

მუხლი 81(1)

 

მუხლი 58(2)

მუხლი 81(2)

 

მუხლი 58(3)

მუხლი 81(3)

 

მუხლი 58(4)

მუხლი 81(4)

 

მუხლი 58(5)

მუხლი 81(5)

 

მუხლი 58ა

მუხლი 82

 

მუხლი 59

მუხლი 83

 

მუხლი 60(1)

მუხლი 84(1)

 

მუხლი 60(2)

მუხლი 84(2)

 

მუხლი 60(3)

მუხლი 84(3)

 

მუხლი 60(4)

მუხლი 84(4)

 

მუხლი 61(1)

მუხლი 85(1)

 

მუხლი 61(2)

მუხლი 85(2)

 

მუხლი 62(1)

მუხლი 86(1)

 

მუხლი 62(2)

მუხლი 86(2)

 

მუხლი 62(3)

მუხლი 86(3)

 

მუხლი 62(4)

მუხლი 86(4)

 

მუხლი 62ა(1)

მუხლი 87(1)

 

მუხლი 62ა(2)

მუხლი 87(2)

 

მუხლი 63(1)

მუხლი 88(1)

 

მუხლი 63(2)

მუხლი 88(2)

 

მუხლი 64

მუხლი 64ა

მუხლი 65

მუხლი 66

მუხლი 67

მუხლი 68

მუხლი 69

მუხლი 70

მუხლი 71

მუხლი 72

მუხლი 73

დანართი I

დანართი I

 

დანართი II

დანართი II

 

 

 



[1]ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 23 ივლისის რეგულაცია N 909/2014/EU ევროკავშირში ფასიანი ქაღალდების მიხედვით გაანგარიშებებისა და ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის დირექტივებში 98/26/EC და 2014/65/EU და რეგულაციაში  N 236/2012/EU (ოფიციალური ჟურნალი L 257, 28.8.2014, გვ. 1).

[2]ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2012/30/EU იმ გარანტიების კოორდინაციის შესახებ, რომლებსაც, წევრებისა და სხვათა ინტერესების დასაცავად, წევრი სახელმწიფოები ითხოვენ კომპანიებისგან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მუხლის 54(2) მნიშვნელობით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანიების ფორმირებასა და მათი კაპიტალის შენარჩუნებასა და შეცვლასთან დაკავშირებით, ამ ექვივალენტური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით (ოფიციალური ჟურნალი L 315, 14.11.2012, გვ. 74).

[3]ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განმახორციელებელ კომპანიებთან (UCITS) დაკავშირებული კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 302, 17.11.2009, გვ. 32)

[4] ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის დირექტივა 2004/109/EC იმ ემიტენტების შესახებ,  რომელთა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე, ინფორმაციასთან დაკავშირებული გამჭვირვალობის მოთხოვნების ჰარმონიზაციის შესახებ, და რომლითაც ცვლილებები შედის დირექტივაში 2001/34/EC (ოფიციალური ჟურნალი L 390, 31.12.2004, გვ. 38).

[5] ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა 2013/34/EU გარკვეული სახის საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშების, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშებისა და მათთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივაში 2006/43/EC და უქმდება ევროსაბჭოს დირექტივები 78/660/EEC და 83/349/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 182, 29.6.2013, გვ. 19).

[6]ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 16 აპრილის დირექტივა 2014/49/EU დეპოზიტული საგარანტიო სქემების შესახებ (იხილეთ ოფიციალური ჟურნალის გვერდი 149).

[7]ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2013 წლის 17 დეკემბრის რეგულაცია N 1308/2013/EU, რომელიც აფუძნებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზრების საერთო ორგანიზაციას და აუქმებს ევროსაბჭოს რეგულაციებს N 922/72/EEC, N 234/79/EEC, N 1037/2001/EC და N 1234/2007/EC (ოფიციალური ჟურნალი L 347, 20.12.2013, გვ. 671).

[8]ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 4 თებერვლის რეგულაცია N 2014/17/EU მომხმარებლებისთვის იმ საკრედიტო შეთანხმებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება უძრავ საცხოვრებელ ქონებას და რომლითაც შესწორებები შედის დირექტივებში 2008/48/EC და 2013/36/EU და რეგულაციაში N 1093/2010 (ოფიციალური ჟურნალი L 60, 28.8.2014, გვ. 34).

[9] ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006 წლის 17 მაისის დირექტივა 2006/43/EC წლიური ანგარიშებისა და კონსოლიდირებული ანგარიშების კანონმდებლობით განსაზღვრული აუდიტების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის ევროსაბჭოს დირექტივებში 78/660/EEC და 83/349/EEC და რომლითაც უქმდება ევროსაბჭოს დირექტივა 84/253/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 157, 9.6.2006, გვ. 87).

[10] ევროკომისიის 2001 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება 2001/528/EC, რომლითაც იქმნება ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტი (ოფიციალური ჟურნალი L 191, 13.7.2001, გვ. 45).

[11] ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2011 წლის 16 თებერვლის რეგულაცია N 182/2011/EU, რომელიც განსაზღვრავს იმ წესებსა და ზოგად პრინციპებს, რომლებიც უკავშირდება წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკომისიის მიერ განმახორციელებელი უფლებამოსილებების განხორციელების კონტროლის მექანიზმებს (ოფიციალური ჟურნალი L 55, 28.2.2011, გვ. 13).

[12] ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის რეგულაცია N 966/2012/EU (ევროატომი), რომელიც შეეხება ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის მიმართ გამოყენებულ ფინანსურ წესებს და რომელიც აუქმებს ევროსაბჭოს რეგულაციას N 1605/2002/EC (ევროატომი) (ოფიციალური ჟურნალი L 298, 26.10.2012, გვ. 1).