საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 31/07/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
02/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 31/07/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისათვის დროებით ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

 

მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და რთული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად საჭირო ღონისძიებების ოპერატიულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შემდეგი უფლებამოსილებანი:

როგორც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის მეთაურმა, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და გაუძღვეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომებს;

საგანგებო შემთხვევებში გამოსცეს ეკონომიკური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტები, რომლებიც იმოქმედებენ ამ საკითხებზე პარლამენტის მიერ შესაბამისი აქტების მიღებამდე;

თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის ნებისმიერი თანამდებობის პირი, თუ იგი არ ასრულებს მოქმედ კანონმდებლობას, პარლამენტის, სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრთა კაბინეტის ან სხვა ზემდგომი ორგანოების თანამდებობის პირების კანონიერ გადაწყვეტილებებს. ასეთ შემთხვევაში გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე პირს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, თუ საქმე ეხება თანამდებობის იმ პირთ, რომლებსაც ნიშნავს ან ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, მაშინ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება დანიშვნის შესახებ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                      ედუარდ შევარდნაძე.

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                      ვახტანგ გოგუაძე.

 

თბილისი, 1993 წლის 2 ივლისი.