საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12, 31/12/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
21/12/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12, 31/12/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამოქმედდეს 1994 წლის 1 იანვრიდან.

2. „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაუქმდეს „საგადასახადო სისტემის ზოგადი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №7, მუხ. 480).

3. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტის იურიდიულ, საფინანსო-საბიუჯეტო და მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიებთან ერთად ერთი თვის ვადაში მოამზადოს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა:

ა) ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს თავისი დადგენილებების „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;

ბ) 1994 წლის 1 აპრილამდე მოამზადოს და საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი „არასაგადასახადო შემოსავლების შესახებ“.

არასაგადასახადო შემოსავლის შესახებ სათანადო კანონის მიღებამდე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შენარჩუნებულ იქნეს აღნიშნული შემოსავლის გადახდევინების მოქმედი წესი;

გ) შეიმუშაოს და 1994-95 სასწავლო წლის საშუალო სკოლების პროგრამაში შემოიღოს საგადასახადო კანონმდებლობის კურსი;

დ) გამართლოს მოლაპარაკება უცხოეთის სახელმწიფოებთან შემოსავლის (მოგების) და ქონების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე.

5. საბაჟო გადასახადის, სახელმწიფო ბაჟის, გარემოზე ზემოქმედების გადასახადის, სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის, საწარმოთა სახელმწიფო რეგისტრაციისათვის და სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციისათვის გადასახადის შესახებ კანონების მიღებამდე შენარჩუნებულ იქნეს ამ გადასახადების გადახდევინების მოქმედი წესი, ხოლო „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის შესახებ“ კანონის მიღებამდე - სატყეო შემოსავლის, წიაღით სარგებლობის გადასახადისა და წყლის გადასახდელის გადახდევინების მოქმედი წესი.

6. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებს, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას მოამზადონ კომენტარები საგადასახადო კანონთა პაკეტის გამოყენების თაობაზე.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა უზრუნველყოს მათი გამოცემა.

7. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის, იურიდიულმა კომისიებმა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ორი თვის ვადაში მოამზადონ წინადადებები კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის საკონტროლო ფუნქციების დაზუსტებისა და გამიჯვნის შესახებ და წარუდგინონ პარლამენტს განსახილველად.

8. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ გამოქვეყნდეს რესპუბლიკურ პრესაში.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი,

1993 წლის 21 დეკემბერი.