„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 15/03/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 16, 31/03/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
15/03/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 16, 31/03/1994
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., 2, მუხ.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს პარლამენტის წინაშე დასვას მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის საკითხი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება მისი დასმიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული კონკრეტული საკითხი დადებითად გადაწყვეტილად ჩაითვლება. ნდობის გამოცხადებაზე უარის თქმა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას.

პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთ მეხუთედს, უფლება აქვთ პარლამენტის წინაშე დასვან პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის ან მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხი. ამ შემთხვევაში პარლამენტს წარედგინება უნდობლობის მოტივირებული რეზოლუცია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება უნდობლობის რეზოლუციის შეტანიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება უნდობლობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, ასევე მინისტრთა კაბინეტისათვის, ან მინისტრისათვის უნდობლობის გამოცხადება - შესაბამისად მათ გადადგომას.

უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი თუ კაბინეტის ცალკეული წევრი აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და კაბინეტის წევრის დანიშვნამდე.

მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, მინისტრთა კაბინეტის წევრის გადადგომის უფლება და წესი

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს გადადგეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას. გადადგომის შესახებ მოტივირებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტი უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება პრემიერ-მინისტრის თანხმობა.

მინისტრთა კაბინეტის წევრს უფლება აქვს გადადგეს. გადადგომის შესახებ მოტივირებული განცხადება წარედგინება სახელმწიფოს მეთაურსა და პარლამენტს. სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება კაბინეტის წევრის თანხმობა. გადადგომის მიღება არ საჭიროებს პარლამენტის დასტურს.

მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გადადგეს. გადადგომის შესახებ მოტივირებული განცხადება წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება მინისტრთა კაბინეტს თანხმობა.

დადგენილება გადადგომის საკითხთან დაკავშირებით მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, კაბინეტის ცალკეული წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის თუ კაბინეტის წევრის დანიშვნამდე.

2. მე-19 მუხლის მეხუთე აბზაცში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომისა და სოციალური დაცვის“.

3. 21-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი“ შეიცვალოს სიტყვებით „მინისტრთა კაბინეტი“.

4. 22-ე მუხლში:

პირველ ნაწილს სიტყვების „სახელმწიფო ინსპექცია“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო კორპორაცია, სახელმწიფო კონცერნი“.

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს ასეთი რედაქციით:

„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით, ხოლო მოადგილეებს - ამ ორგანოთა ხელმძღვანელები“.

მესამე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

5. 24-ე მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმს“ შეიცვალოს სიტყვებით „მინისტრთა კაბინეტს“.

6. 25-ე მუხლში:

მუხლის სათაურს დაემატოს სიტყვები „და კომიტეტები“;

მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრო“, „სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრო“, „სოციალური უზრუნველყოფის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო“, „ტრანსპორტის სამინისტრო“, „მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტი“, „სპორტის კომიტეტი“, „ტურიზმის კომიტეტი“, „სატყეო მეურნეობის კომიტეტი“, „საბაჟო კომიტეტი“.

სიტყვების „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, ხოლო სიტყვების „ადამიანთა უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის კომიტეტი“ შემდეგ - სიტყვები „არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტი“. მუხლში სიტყვა „ტექნიკის“ შეიცვალოს სიტყვით „ტექნოლოგიის“.

7. 26-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს ასეთი რედაქციით:

„საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები მოიწვევა ორ კვირაში ერთხელ“.

8. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 28-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მისი პრეზიდიუმის“.

10. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ასეთი რედაქციით:

მუხლი 31. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათი შესრულების სისტემატური შემოწმებისათვის მოქმედებს მინისტრთა კაბინეტის აპარატი.

ანალიზური, საინფორმაციო და სხვა მასალების, სათანადო წინადადებების პროექტების მომზადებას, ნორმათშემოქმედებით საქმიანობას, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას და მათი შესრულების კოორდინაციას ახორციელებენ მინისტრთა კაბინეტის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩევლები.

მინისტრთა კაბინეტის აპარატს სათავეში უდგას მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი. აპარატის ხელმძღვანელს, მთავარ სახელმწიფო მრჩევლებს და ძირითად ქვედანაყოფთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრთა კაბინეტი.

აპარატის მუშაკთა უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი.

მინისტრთა კაბინეტის აპარატის სტრუქტურას, შტატებს, შენახვის ხარჯებს და მუშაკთა შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.“.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -                             ედუარდ შევარდნაძე.

სახელმწიფოს მეთაური

 

თბილისი,

1994 წლის 15 მარტი.