საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება№2460 - საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება№2460 - საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 28/05/1984
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1984
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
2460
28/05/1984
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1984
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება№2460 - საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ და „საბინაო საკითხებზე სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტის შეცვლისა და ძალადაკარგულად ჩაითვლის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 30 ოქტომბრისა და 1984 წლის 26 მარტის ბრძანებულებების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს სსრ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., № 36, მუხ. 622; 1966 წ., № 8, მუხ. 125; 1969 წ., № 8, მუხ. 155; 1970 წ., № 8. მუხ. 125; 1972 წ., № 9, მუხ. 189; 1973წ., № 5 მუხ. 74; 174 წ., № 1, მუხ. 5; № 4, მუხ. 70,71 № 8, მუხ. 146; 1975წ., №2, მუხ, 33; № 2, მუხ. 49; 1976წ., № 11, მუხ. 185; 1977 წ., № 3, მუხ. 28; № 8, მუხ. 114; 1983 წ., № 8, მუხ. 274).

1. კოდექსის პრეამბულაში:

ა) პირველი, მეორე და მესამე აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსრ კავშირში, რომლის შემადგენლობაში სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან ნებაყოფლობითი გაერთიანებისა და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე შედის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აშენდა განვითარებული სოციალისტური საზოგადოება – კანონზომიერი ეტაპი კომუნიზმისაკენ მიმავალ გზაზე.

სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფოს მთავარი ამოცანებია: კომუნიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სოციალისტური საზოგადოებრივ ურთიერთობათა სრულყოფა და მათ კომუნისტურ ურთიერთობებად გარდაქმნა, კომუნისტური საზოგადოების ადამიანის აღზრდა, მშრომელთა ცხოვრების მატერიალური და კულტურული დონის ამაღლება.

სსრ კავშირის ეკონომიკური სისტემის საფუძველია წარმოების საშუალებათა სოციალისტური საკუთრება სახელმწიფო (საერთო-სახალხო) და საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრების ფორმით. სახელმწიფო ხელს უწყობს საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრების განვითარებას და მის დაახლოებას სახელმწიფო საკუთრებასთან“;

ბ) მეექვსე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბჭოთა სახელწიფო ეკონომიკას ხელმძღვანელობს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების საფუძველზე, დარგობრივი და ტერიტორიული პრინციპების გათვალისწინებით ისეთ პირობებში, როცა ცენტრალიზებული მართვა შეხამებულია საწარმოების, გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციების სამეურნეო დამოუკიდებლობასთან და ინიციატივასთან“.

2. პირველი მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები “იარაღთა და“ ამოღებულ იქნეს, ხოლო სიტყვები „სახელმწიფო სახალხო-სამეურნეო გეგმა“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმა“.

3. მე-2 მუხლში:

ა) პირველ  ნაწილში სიტყვები „კოოპერაციულ და საზოგადოებრივ“ შეიცვალოს სიტყვებით „კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ“;

ბ) მეთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საოჯახო, აგრეთვე იმ ურთიერთობებს, სამთო, საწყლო, სატყეო ურთიერთობებს, აგრეთვე იმ ურთიერთობებს კოლმეურნეობებში, რომლებიც მათი წესდებებიდან გამომდინარეობს, აწესრიგებს შესაბამისად საოჯახო, შრომის, მიწის, წიაღის, ტყის და საკოლმეურნეო კანონმდებლობა“.

4. მე-3 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსრ კავშირის სამოქალაქო კანონმდებლობა სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად აწესრიგებს ურთიერთობებს სოციალისტურ ორგანიზაციებს შორის პროდუქციის მიწოდებისა და კაპიტალური მშენებლობის დარგში, ურთიერთობებს კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა მეურნეობებისაგან სახალხო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის დარგში, რკინიგზის, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო, მილსადენი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ორგანიზაციებისა და საკრედიტო დაწესებულებების ურთიერთობებს კლიენტურასთან და ერთმანეთს შორის, ურთიერთობებს სახელმწიფო დაზღვევის დარგში, ურთიერთობებს რომელებიც წარმოიშობა სახელმწიფო დაზღვევის დარგში, ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა აღმოჩენებთან, გამოგონებებთან, რაციონალიზატორულ წინადადებებთან, სამრეწველო ნიმუშებთან და მეცნიერებისა და ტექნიკის სხვა მიღწევებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა ურთიერთობებს, რომელთა მოწესრიგება სსრ კავშირის კონსტიტუციით, სსრ კავშირისა და მოკავშირე სხვა საკანონმდებლო აქტებით განეკუთვნება სსრ კავშირის გამგებლობას. ამ კოდექსით და საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობის სხვა აქტებით შეიძლება გადაიჭრას ზემოაღნიშნულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სსრ კავშირის კანონმდებლობით საქართველოს სს რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება.

საგარეო ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეობათა ურთიერთობანი განისაზღვრება სსრ კავშირის სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც აწესრიგებს საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეობებს, და სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საერთო სამოქალაქო კანონმდებლობით“.

5. მე-7 მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ მოქალაქის ან ორგანიზაციის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გავრცელებულია პრესაში და სინამდვილეს არ შეეფერება, მათი უარყოფა პრესის საშუალებითვე უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, რომლებიც სინამდვილეს არ შეეფერება, შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, ასეთი დოკუმენტი უნდა შეიცვალოს. სხვა შემთხვევებში უარყოფის წესს ადგენს სასამართლო“.

6. მე-10 მუხლში სიტყვების „რაციონალიზატორიულ წინადადებათა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები ნიმუშთა“.

7. მე-14 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „განახორციელოს ავტორისა და გამომგონებლის უფლებები“ შეიცვალოს სიტყვებით „განახორციელოს საავტორო უფლებები თავის ნაწარმოებზე, აღმოჩენაზე, გამოგონებაზე, რაციონალიზატორულ წინადადებასა და სამრეწველო ნიმუშზე“.

8. 23-ე მუხლში:

ა) პირველი ნაწილის მეხუთე აბზაცში სიტყვები „სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მათი გაერთიანებანი „შეიცვალოს სიტყვებით „სხვა კოოპერაციული ორგანიზაციები და მათი გაერთიანებანი, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები“;

ბ) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე აბზაცი:

„სხვა ორგანიზაციები სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

9. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იურიდიული პირი თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მისი კუთვნილი (მასზე მიმაგრებული) ქონებით, რომლიდანაც სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება გადახდევინება“.

10. 90-ე, 91-ე, 92-ე და 93-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 90.     

სოციალისტურ საკუთრებას წარმოადგენს: სახელმწიფო (საერთო-სახალხო) საკუთრება: საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრება; პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკუთრება.

სახელმწიფო იცავს სოციალისტურ საკუთრებას და ქმნის მისი შემდგომი ზრდის პირობებს.

არავის არა აქვს უფლება პირადი გამორჩენის და სხვა ანგარებითი მიზნით გამოიყენოს სოციალისტური საკუთრება.

მუხლი 91. პირადი საკუთრება

მოქალაქეთა პირადი საკუთრების საფუძველია შრომითი შემოსავალი. მოქალაქეთა პირად საკუთრებას და მისი მემკვიდრეობის უფლებას სახელმწიფო იცავს.

ქონება, რომელიც პირა საკუთრებად აქვთ მოქალაქეებს, არ შეიძლება იყოს არაშრომითი შემოსავლის წყარო და გამოყენებულ იქნეს საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.

მუხლი 92. სახელმწიფო საკუთრების უფლების სუბიექტი

სახელმწიფო საკუთრება  მთელი საბჭოთა ხალხის საერთო კუთვნილება, სოციალისტური საკუთრების ძირითადი ფორმაა.

სახელმწიფო წარმოადგენს მთელი სახელმწიფო ქონების ერთიან მესაკუთრეს.

მუხლი 93. სახელმწიფო საკუთრების უფლების ობიექტები

მიწა, მისი წიაღი, წყალი და ტყე წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის.

სახელმწიფოს ეკუთვნის წარმოების ძირითადი საშუალებანი მრეწველობაში, მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებანი, ბანკები. სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ სავაჭრო, კომუნალურ და სხვა საწარმოთა ქონება, ძირითადი საქალაქო საბინაო ფონდი, აგრეთვე სახელმწიფოს ამოცანათა განხორციელებისათვის საჭირო სხვა ქონება“.

11. 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის, აგრეთვე კოლმეურნეობების, სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის შენობების, ნაგებობების, მოწყობილობისა და სახელმწიფო ორგანიზაციების ძირითად საშუალებებს მიკუთვნებული დანარჩენი ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.

შენობები და ნაგებობები ერთ სახელმწიფო ორგანიზაციისაგან მეორე სახელწიფო ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადაეცემა“.

12. 96-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საწარმოები, შენობები, ნაგებობანი, მოწყობილობა“ შეიცვალოს სიტყვებით „შენობები, ნაგებობანი, მოწყობილობა“.

13. 98-ე და 99-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 98. კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების საკუთრების უფლების ობიექტები

კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების საკუთრებას წარმოადგენს წარმოების საშუალებანი და საწესდებო ამოცანების განხორცილებისათვის საჭირო სხვა ქონება.

მუხლი 99. გადახდევინების წესი კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების ქონებიდან

კრედიტორთა პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული ორგანიზაციების, მათი გაერთიანებების კუთვნილ შენობებზე, ნაგებობებზე, ტრაქტორებზე, კომბაინებზე, სხვა მანქანებზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვაგვარ ქონებაზე, რომლებიც მათ ძირითად საშუალებებს მიეკუთვნება, აგრეთვე სათესლე და საფურაჟე ფონდებზე“.

14. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრების უფლების ობიექტები

პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრებას წარმოადგენს საწესდებო ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო ქონება“.

15. 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საწარმოების“.

16. 103-ე მუხლში:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირად საკუთრებაში შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო, პირადი მოხმარების, კეთილმოწყობისა და დამხმარე საოჯახო მეურნეობის საგნები, საცხოვრებელი სახლი და შრომითი დანაზოგი“.

ბ) მესამე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

17. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 110. იმ მოქალაქეთა საკუთრება, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას

იმ მოქალაქეთა საკუთრების მიმართ, რომლებიც ეწევიან ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას შინამრეწველურ-ხელოსნური სარეწების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში, აგრეთვე სხვა სახეობის საქმიანობას, დაფუძნებულს მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთა პირად შრომაზე, გამოიყენება მოქალაქეთა პირადი საკუთრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი წესები, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

18. 113-ე მუხლის მეორე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

19. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1131 მუხლი:

„მუხლი 1131. ქონების ოპერატიული მართვა

სახელმწიფო, საკოლმეურნეობათაშორისო, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული ორგანიზაციებისათვის მიჩნეული ქონება იმყოფება ამ ორგანიზაციების ოპერატიულ მართვაში და ისინი კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებენ ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას თავიანთი მიზნების, საგეგმო დავალებებისა და ქონების დანიშნულების შესაბამისად“.

20. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 130. იმ მოქალაქის ოჯახის საერთო თანასაკუთრება, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში

იმ მოქალაქის ოჯახის საკუთრებაში, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, გარდა ამ კოდექსის 122-ე მუხლში აღნიშნული ქონებისა, შეიძლება იყოს მუშა პირუტყვი და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, რომელიც საჭიროა მისთვის სარგებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად სხვისი შრომის გამოყენების გარეშე.

იმ მოქალაქის ოჯახის ცალკეული წევრის პირად საკუთრებაში, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, არ შეიძლება იყოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქონება.

მოქალაქის ოჯახის წევრების ამ მუხლში აღნიშნული ქონება, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, ეკუთვნის მათ თანასაკუთრების უფლებით.

იმ მოქალაქის ოჯახის საერთო თანასაკუთრების უფლების მიმართ, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, გამოიყენება შესაბამისად ამ კოდექსის 123-ე – 129-ე მუხლები“.

21. 131-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხელშეკრულებით შეძენილ ქონებაზე ქონების შემძენის საკუთრების უფლება (ოპერატიული მართვის უფლება) წარმოიშობა ნივთის გადაცემის მომენტიდან, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

22. 142-ე მუხლში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების სასოფლო (სადაბო) საბჭოს“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს“.

23. 162-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ისეთი ხელშეკრულების დადებისას წარმოშობილ უთანხმოებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ორივე მხარისათვის სავალდებულო გეგმური დავალება, გადაწყვეტს სასამართლო, თუ ერთ-ერთი მხარე მაინც არის კოლმეურნეობა, საკოლმეურნეობათაშორისო, სახელმწიფო-საკოლმეურნეო საწარმო, ორგანიზაცია, გაერთიანება და შესაბამისი არბიტრაჟი (სამედიატორო სასამართლო), თუ მხარეებს წარმოადგენენ სახელმწიფო, კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები (კოლმეურნეობების, საკოლმეურნეობათაშორისო, სახელმწიფო-საკოლმეურნეო საწარმოების, ორგანიზაციების, გაერთიანებების გარდა), რამდენადაც კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“.

24. 237-ე მუხლის მეორე ნაწილები გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ მყიდველი სახელმწიფო ორგანიზაცია ან ამ კოდექსის 112-ე მუხლში აღნიშნული სხვა ორგანიზაციაა, მაშინ იგი მოიპოვებს ქონების ოპერატიული მართვის უფლებას“.

25. 242-ე, 257ე, 260-ე და 261-ე მუხლიდან ამოღებული იქნეს სიტყვა „სახელმწიფო“.

26. 243-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ უფლებათა განხორციელების წესს პირი მიერ, რომელმაც ნივთი იყიდა საცალო ვაჭრობის საწარმოში, განსაზღვრავს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა“.

27. 253-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ“ შეიცვალოს სიტყვებით „სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით“.

28. 254-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ან, ამ კოდექსის 92-ე, 113-ე და 131-ე მუხლების შესაბამისად, ოპერატიულ მმართველობაში“ შეიცვალოს სიტყვებით „(ოპერატიულ მართვაში)“.

29. ოცდამესამე თავის სათაურში სიტყვები „კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობებისაგან“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა მეურნეობებისაგან“.

30. 264-ე მუხლს დაემატოს სიტყვები „სსრ კავშირის კანონმდებლობით: შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კონტრაქტაციის ხელშეკრულებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევები სხვა მეურნეობებისაგანაც“.

31. 265-ე მუხლის პირველი ნაწილის მეოთხე აბზაცში სიტყვები „კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა მეურნეობებს“.

32. 290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 290. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება

სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა ხორციელდება საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც იდება გამქირავებელს – საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციასა (თუ ასეთი არ არის – შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას) და დამქირავებელს – მოქალაქეს შორის, რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი.

პირადი საკუთრების უფლებით მოქალაქის კუთვნილ სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებას დამქირავებელი უდებს სახლის მესაკუთრეს.

საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულება დაიდება, შეიცვლება და მოიშლება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებითა და წესით“.

33. 291-ე – 334-ე მუხლები ჩაითვალოს ძალადაკარგულად.

34. 360-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 360. წესები სანარდო ხელშეკრულების ცალკეულ სახეობათა შესახებ

წესებს ორგანიზაციებს შორის სანარდო ხელშეკრულების ცალკეულ სახეობათა შესახებ, აგრეთვე მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა მომსახურების სანარდო ხელშეკრულებების (საყოფაცხოვრებო შეკვეთების) შესახებ ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

მოქალაქეთა მომსახურების ცალკეული სახეობების მიხედვით საყოფაცხოვრებო შეკვეთის ტიპობრივ ხელშეკრულებებს ამტკიცებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო. ტიპობრივი ხელშეკრულებების პირობებისაგან გადახვევა, რაც შემკვეთის უფლებებს ზღუდავს, ბათილია“.

35. 378-ე მუხლის მეხუთე ნაწილში სიტყვა „შეთანხმებებით“ შეიცალოს სიტყვებით „ხელშეკრულებებით“.

36. 459-ე და 460-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 459. პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული მმართველობის დარგში სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე თანამდებობის პირთა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის

ადმინისტრაციული მმართველობის დარგში სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე თანამდებობის პირების უკანონო მოქმედებით, მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძველზე (ამ კოდექსის 357-ე და 458-ე მუხლები), თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ორგანიზაციისათვის ასეთი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა დგება კანონით გათვალისწინებული წესით.

„მუხლი 460. მოკვლევის, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

მოქალაქისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ სრული ოდენობით მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, კანონით გათვალისწინებული წესით“.

37. 487-ე მუხლის მესამე პუნქტში სიტყვები „რაციონალიზატორული წინადადებებისათვის“  შეიცვალოს სიტყვებით:  „რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშისათვის“.

38. 492-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომლებშიც მონაწილეობს სსრ კავშირის“ შეიცვალოს სიტყვებით „სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად“. ამავე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან საერთაშორისო შეთანხმებებით“.

39. 501-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საერთაშორისო შეთანხმებების პირობათა დაცვით, რომლებშიც მონაწილეობს სსრ კავშირი“ შეიცვალოს სიტყვებით „სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობათა დაცვით“.

40. 507-ე მუხლის მეოთხე პუნქტში სიტყვა „ნაწარმოების“ შეიცვალოს სიტყვებით „გამოქვეყნებული ნაწარმოების“.

41. 516-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11 ხელშეკრულება ხელნაწერის დეპონირების შესახებ“.

42. მეექვსე კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად“

„გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების და სამრეწველო ნიმუშის უფლება“.

43. 532-ე მუხლში:

ა) სათაურის სიტყვის „პატენტი“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „გამოგონებაზე“;

ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „მხოლოდ თავისი ავტორობის აღიარება ან ავტორების აღიარება და განსაკუთრებული უფლების მინიჭება გამოგონებაზე“ შეიცვალოს სიტყვებით „თავისი ავტორობის აღიარება სახელმწიფოსათვის გამოგონებაზე განსაკუთრებული უფლების გადაცემით, ან თავისი ავტორობის აღიარება გამოგონებაზე მისთვის განსაკუთრებული უფლების მიკუთვნებით“.

44. 533-ე მუხლში:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ შემთხვევაში, როდესაც გამოგონებაზე გაცემულია საავტორო მოწმობა, სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლება ამ გამოგონებაზე მოქმედებს თხუთმეტი წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან. სახელმწიფო კისრულობს იზრუნოს გამოგონების განხორციელებისათვის მისი დანერგვის მიზანშეწონილობის გათვალისწინებით“;

ბ) მეორე ნაწილში სიტყვები „კოოპერაციულ და საზოგადოებრივ“ შეიცვალოს სიტყვებით „კოოპერაციულ და სხვა საზოგადოებრივ“ და დაემატოს ნაწილს სიტყვები „აღნიშნულ გარემოებათა გამოყენება სხვა ორგანიზაციებისა და პირების მიერ რეწვის მიზნით თხუთმეტი წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან დასაშვებია მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ნებართვით“;

გ) მესამე ნაწილში სიტყვები „თუ მისი გამოგონება მიღებულ იქნა დასანერგად“ და „გამოგონების დანერგვის“ შეიცალოს სიტყვებით „მისი გამოგონების გამოყენების შემთხვევაში“ და „გამოგონების გამოყენების“.

45. 534-ე მუხლში:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 534. გამოგონებაზე პატენტის მფლობელის უფლებები

ბ) პირველ ნაწილს სიტყვები „დაუთმოს პატენტი სხვა პირს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „პატენტის მოქმედება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ვადამდე სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილ შემთხვევებში და წესით“;

გ) ტექსტში სიტყვები „პატენტის მქონებელი“ შეიცვალოს სიტყვებით „პატენტის მფლობელი“.

46. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 5351 მუხლი:

„მუხლი 5351. სამრეწველო ნიმუშის უფლება

სამრეწველო ნიმუშის ავტორს თავისი არჩევანით შეუძლია მოითხოვოს ან თავისი ავტორობის აღიარება სახელმწიფოსათვის სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების გადაცემით, ან თავისი ავტორობის აღიარება სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მიკუთვნებით. პირველ შემთხვევაში სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა მოწმობა, მეორე შემთხვევაში – პატენტი. მოწმობა და პატენტი გაიცემა სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესით.

იმ შემთხვევაში, როდესაც სამრეწველო ნიმუშზე გაცემულია მოწმობა. სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლება ამ ნიმუშზე მოქმედებს ათი წლის განმავლობაში ნიმუშის პრიორიტეტის თარიღიდან.

პატენტზე დამყარებული განსაკუთრებული უფლება სამრეწველო ნიმუშზე მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში ამ ნიმუშის პრიორიტეტის თარიღიდან. აღნიშნული ვადა პატენტის მფლობელის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს ხუთი წლისა.

სამრეწველო ნიმუშის ავტორს, რომელსაც მოწმობა მიეცა, ამ ნიმუშის გამოყენების შემთხვევაში აქვს უფლება გასამრჯელოზე, აგრეთვე შეღავათების უფლება სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების შესაბამისად.

სსრ კავშირის ფარგლებში შექმნილი სამრეწველო ნიმუშების საზღვარგარეთ დაპატენტება და საბჭოთა მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ შექმნილი სამრეწველო ნიმუშების დაპატენტება, აგრეთვე საბჭოთა სამრეწველო ნიმუშების ნებისმიერი გადაცემა საზღვარგარეთ დაიშვება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი წესით“.

47. 536-ე და 537-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 536. გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორის მონაწილეობა წინადადების დანერგვაში

გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორები მონაწილეობენ თავიანთი წინადადებების დანერგვის სამუშაოთა განხორციელებაში სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილი წესით.

მუხლი 537. გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორის უფლებების გადასვლა მემკვიდრეობით

საავტორო მოწმობის ან გამოგონებაზე პატენტის, რაციონალიზატორულ წინადადებაზე მოწმობის, სამრეწველო ნიმუშზე მოწმობის ან პატენტის და გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშისათვის გასამრჯელოს მიღების უფლება, აგრეთვე პატენტზე დამყარებული განსაკუთრებული უფლება გამოგონებასა და სამრეწველო ნიმუშზე მემკვიდრეობით გადადის კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 537. გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორის უფლებების გადასვლა მემკვიდრეობით

საავტორო მოწმობის ან გამოგონებაზე პატენტის, რაციონალიზატორულ წინადადებაზე მოწმობის, სამრეწველო ნიმუშზე მოწმობის ან პატენტის და გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშისათვის გასამრჯელოს მიღების უფლება, აგრეთვე პატენტზე დამყარებული განსაკუთრებული უფლება გამოგონებასა და სამრეწველო ნიმუშზე მემკვიდრეობით გადადის კანონით დადგენილი წესით“.

48. 538-ე მუხლში:

ა) პირველ ნაწილს სიტყვის „გამოგონების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები და სამრეწველო ნიმუშის“;

ბ) მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებისა და სამრეწველო ნიმუშებისათვის მისაღები გასამრჯელოს ოდენობის გამოანგარიშების წესის და გაცემის ვადების საკითხზე დავა გადაწყდება შესაბამისად აღმოჩენის, გამოგონების და რაციონალიზატორული წინადადების შესახებ დებულებით და სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულებით გათვალისწინებული წესით, ამასთან ავტორს, რომელსაც მიღებული გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნიათ, შეუძლია მიმართოს სასამართლოს“.

49. 569-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 569. მემკვიდრეობა საკოლმეურნეო კომლში

საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების  შემთხვევაში კომლის (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება.

თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემდეგ კომლში (იმ მოქალაქის ოჯახში, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომითს საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენება ამ კარით დადგენილი წესები.

კომლის (ოჯახის) წევრების გარდაცვალების შემდეგ მათი პირადი ქონება გადადის მათ მემკვიდრეებზე საერთო საფუძველზე“.

50. მერვე კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებაუნარიანობა. უცხოეთის სახელმწიფოთა სამოქალაქო კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება“.

51. 578-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 578. საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

ასეთივე წესი გამოიყენება საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობის მიმართ, თუ საქართველოს სსრ საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია საქართველოს სსრ სამოქალაქო კანონმდებლობისაგან განსხვავებული სხვა წესები“.

52. მე-4, 33-ე, 35-ე, 37-ე, მე-40, 44-ე, 64-ე, 66-ე, 119-ე, 148-ე, 170-ე, 228-ე, 268-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 367-ე, 452-ე და 570-ე მუხლებში სიტყვები „კოოპერაციული და საზოგადოებრივი“, „კოოპერაციული ან სხვა საზოგადოებრივი“, „კოოპერაციული ან საზოგადოებრივი“ და „კოოპერაციული თუ საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვებით „კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი“.

53. 87-ე, 112-ე, 148-ე, 385-ე და 387-ე მუხლებში სიტყვები „კოლმეურნეობა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი“ და „კოლმეურნეობა თუ სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვებით „კოლმეურნეობა და სხვა კოოპერაციული და სხვა საზოგადოებრივი“.

54. 44-ე და 65-ე მუხლებში სიტყვები „იმ სახლმმართველობის მიერ“,        

„სახლმმართველობამ“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს იმ სახლის ექსპლუატაციას“, „საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციამ, რომელიც უზრუნველყოფს იმ სახლის ექსპლუატაციას, სადაც იგი ცხოვრობს, სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“.

55. 104-ე, 105-ე, 107-ე, 108-ე, 120-ე, 136-ე, 137-ე, 139-ე, 140-ე, 239-ე, 240-ე 551-ე, 553-ე, 564-ე და 565-ე მუხლებში სიტყვები „მშრომელთა დეპუტატების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახალხო დეპუტატთა“.

56. 398-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „პროფკავშირთა საფაბრიკო, საქარხნო და ადგილობრივ კომიტეტებთან“ შეიცვალოს სიტყვებით „საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტთან“.

11. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ 1972 წლის 13 ივნისის კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972წ., № 6, მუხ. 101) 31-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და საქართველოს სსრ“

III. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ. 96) 66-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „სამოქალაქო სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის“ შეიცვალოს სიტყვებით „საბინაო კოდექსის 109-ე მუხლის“.

IV. „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსების სამოქმედოდ შემოღების წესის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 მაისის ბრძანებულების (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1965 წ., №16, მუხლი 340):

ა) მე-12 მუხლში სიტყვები „კოოპერაციული ან საზოგადოებრივი“ შეიცვალოს სიტყვებით „კოოპერაციული ან სხვა საზოგადოებრივი“;

ბ) მე-14 მუხლი ჩაითვალოს ძალადაკარგულად.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                       პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                                 თ. ლაშქარაშვილი

თბილისი, 1984 წლის 28 მაისი

№2460-X