ევროკომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის დელეგირებული რეგულაცია (EU) 2016/341, რომელიც ემატება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას (EU) No 952/2013 ევროკავშირის საბაჟო კოდექსის ცალკეული დებულებების გარდამავალი წესების შესახებ იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი ელექტრონული სისტემები ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა და რომელსაც შეაქვს შესწორება დელეგირებულ რეგულაციაში (EU) 2015/2446

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის დელეგირებული რეგულაცია (EU) 2016/341, რომელიც ემატება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას (EU) No 952/2013 ევროკავშირის საბაჟო კოდექსის ცალკეული დებულებების გარდამავალი წესების შესახებ იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი ელექტრონული სისტემები ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა და რომელსაც შეაქვს შესწორება დელეგირებულ რეგულაციაში (EU) 2015/2446

ევროკომისია,

ითვალისწინებს რა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას,

ითვალისწინებს რა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაციას (EU) No 952/2013 , რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის საბაჟო კოდექსს („კოდექსი"), ([i]) ხოლო კერძოდ მის მე-6, მე-7, 131-ე, 153-ე, 156-ე და 279-ე მუხლებს,

ვინაიდან:

(1) კოდექსი, ხელშეკრულების 290-ე მუხლის შესაბამისად, კომისიას ანიჭებს უფლებას, კოდექსს დაამატოს მეორეხარისხოვანი ელემენტები.

(2) კოდექსი ხელს უწყობს ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს გადაწყვეტილებაში No 70/2008/EC( [ii]), რომელიც მას მთავარ ელემენტად აღიარებს ვაჭრობის ხელშეწყობისა და ამავდროულად საბაჟო კონტროლის ეფექტურობის უზრუნველყოფაში. კონკრეტულად, კოდექსის  მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მთელი ინფორმაციის გაცვლა საბაჟო ორგანოებსა და ეკონომიკურ ოპერატორებსა და საბაჟო ორგანოებს შორის და ასეთი ინფორმაციის შენახვა უნდა განხორციელდეს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ზოგადი წესით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემებმა უნდა შესთავაზონ იგივე შესაძლებლობები ყველა წევრი სახელმწიფოს ეკონომიკურ ოპერატორს.

(3) არსებული გეგმარებითი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საბაჟო პროექტებს, რომლებიც შედგენილია გადაწყვეტილების 70/2008/EC შესაბამისად, კომისიის განმახორციელებელი გადაწყვეტილება 2014/255/EU ([iii])(„სამუშაო პროგრამა“) შეიცავს იმ ელექტრონული სისტემების ჩამონათვალს, რომლებიც შემუშავებული უნდა იქნეს წევრი სახელმწიფოების მიერ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე იმისათვის, რომ კოდექსი გახდეს პრაქტიკაში გამოყენებადი.

(4) ამ თვალსაზრისით, კოდექსის 278-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებები, გარდა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარდამავლობის საფუძველზე, ყველაზე გვიან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, იმ პირობებში, როდესაც კოდექსის დებულებების გამოყენებისათვის აუცილებელი ელექტრონული სისტემები ჯერ კიდევ არ არის მოქმედი.

(5) მიუხედავად იმისა, რომ ძირითადში, ამ რეგულაციაში მოცემული გარდამავალი ზომები უნდა ამოქმედდეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ყველაზე გვიან, სამუშაო პროგრამის პრაქტიკული და პროექტის მართვასთან დაკავშირებული მოსაზრებების გათვალისწინებით, სადაც ელექტრონული სისტემის შემოღების თარიღი დგება გარდამავალი დებულებების გამოყენებისთვის კოდექსში დადგენილ საბოლოო თარიღამდე, ინფორმაციის გაცვლისა და შენახვისთვის შესაბამისი საშუალებების გამოყენება, გარდა ამ რეგულაციით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებებისა, უნდა იქნეს მიღებული, ოპერატორების სამართლებრივი განსაზღვრულობის დაცვის მიზნით, როგორც შესაბამისი ელექტრონული სისტემის ალტერნატივა, როდესაც ხდება მისი გამოყენება და შემდეგ შეჩერება.

(6) თუ საბაჟო ორგანოებს შორის და ეკონომიკურ ოპერატორებსა და საბაჟო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის აუცილებელი ელექტრონული სისტემები ხელმიუწვდომელია, უნდა განისაზღვროს გარდამავალი ზომები ასეთი განცხადებების და გადაწყვეტილებების ფორმასთან დაკავშირებით. წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების ნებისმიერი დამუშავება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირისა და მონაცემთა დაცვის შესახებ ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე მოქმედ დებულებებთან.

(7) როდესაც ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოებს შორის კონსულტაციების ჩატარებაა საჭირო საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ ეს კონსულტაცია დაკავშირებული იქნება მონაცემთა გაცვლასა და შენახვასთან ისეთი ელექტრონული საშუალებებით, რომლებიც ჯერ არ არის შემოღებული, საჭირო იქნება გარდამავალი ზომების დაწესება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ასეთი კონსულტაციების გაგრძელება.

(8) მას შემდეგ, რაც ‘BTI’-თან დაკავშირებული ელექტრონული სისტემა ჯერ კიდევ განსაახლებელია, იმისათვის, რომ ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს ჰქონდეთ სწორი სატარიფო კლასიფიკაციის განსაზღვრის შესაძლებლობა, ამჟამად გამოყენებული საშუალებების გამოყენება ტარიფის განსაზღვრის შესახებ სავალდებულო ინფორმაციასთან (BTI) დაკავშირებული განცხადებებისა და გადაწყვეტილებებისთვის, როგორც ქაღალდზე ამობეჭდილი, ისე ელექტრონული ფორმით, უნდა გაგრძელდეს სისტემის სრულ განახლებამდე.

(9) ვინაიდან ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსისთვის განცხადების შეტანაზე და ამ სტატუსის მინიჭების უფლებამოსილებაზე მოქმედი კოდექსის დებულებების გამოყენებისათვის აუცილებელი ელექტრონული სისტემა ჯერ კიდევ განსაახლებელია, ამჟამად გამოყენებული საშუალებების გამოყენება, ქაღალდზე ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით, უნდა გაგრძელდეს სისტემის განახლებამდე.

(10) ვინაიდან, იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოხდება იმპორტის ეროვნული სისტემების განახლება, საჭიროა გამოყენებულ იქნეს საბაჟო ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალების დეკლარირების არსებული სისტემა ('DV1'), წინამდებარე რეგულაციაში უნდა განისაზღვროს გარდამავალი დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის საბაჟო ღირებულების ზოგიერთი ელემენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან.

(11) კომისიის განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 ([iv])147-ე მუხლი შეეხება ინფორმაციის გაცვლისა და შენახვისთვის შექმნილ ელექტრონულ სისტემებს იმ გარანტიებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოში. აღნიშნული ელექტრონული სისტემის არარსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის სხვა საშუალებები.

(12) ვინაიდან, იმპორტის კონტროლის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარირების მარეგულირებელი კოდექსის დებულებების გამოყენებისთვის, ჯერ კიდევ არ არის მთლიანად განახლებული, უნდა გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლისა და შენახვისთვის ამჟამად გამოყენებული საშუალებების გამოყენება, გარდა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებებისა, რომელიც მითითებულია კოდექსის მე-6(1) მუხლში.

(13) იმავე თვალსაზრისით, რადგან იმპორტის კონტროლის ამჟამინდელ სისტემას შეუძლია მხოლოდ მიიღოს საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია მონაცემთა ერთი კომპლექტის წარდგენით, მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს მონაცემთა მიწოდებას მონაცემთა ერთზე მეტი კომპლექტის მეშვეობით, იმპორტის კონტროლის სისტემის (ICS) განახლებამდე, დროებით უნდა შეჩერდეს და უნდა დაწესდეს ალტერნატიული მოთხოვნები.

(14) ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის, საქონლის შეტანასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის მიზნით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბაჟო ზედამხედველობა დაიწყოს შესაბამის დროს და სათანადოდ იქნეს შესრულებული ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების, წარდგენის შესახებ შეტყობინების და დროებითი შენახვის სისტემების შემოღებამდე, უნდა განისაზღვროს ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც გავრცელდება ჩამოსვლის შესახებ შეტყობინებაზე, გადამისამართების შესახებ შეტყობინებაზე, წარდგენის შესახებ შეტყობინებასა და დროებით შენახვაზე .

(15) საქონლის გარკვეული საბაჟო პროცედურების  გავლასთან დაკავშირებული ოპერაციების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ქაღალდზე ამობეჭდილი საბაჟო დეკლარაციების გამოყენება უნდა იქნეს დაშვებული იმპორტის არსებულ ეროვნულ სისტემებთან ერთად, სანამ ეს უკანასკნელი არ განახლდება.

(16) იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსით მოთხოვნილი მონაცემთა ახალი კრებული და ფორმატები და ამასთან დაკავშირებით კოდექსის საფუძველზე მიღებული დებულებები არ იქნება ხელმისაწვდომი იმპორტის ეროვნული სისტემების განახლებამდე, უნდა დადგინდეს საბაჟო დეკლარაციების სხვადასხვა მონაცემთა კომპლექტით წარდგენის შესაძლებლობა ოპერატორებისთვის სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფის მიზნით.

(17) გამარტივებული დეკლარაციის გამოყენებისას და ავტომატიზებული საექსპორტო სისტემისა და იმპორტის ეროვნული სისტემების განახლებამდე, ოპერატორებს უნდა მიეცეთ სხვადასხვა ვადები დამატებითი დეკლარაციის წარსადგენად. ამრიგად, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ კომისიის დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 146-ე მუხლში განსაზღვრული ვადებისაგან განსხვავებული ვადების უზრუნველყოფა[v].

(18) მსგავსად ამისა, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მოახდინონ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ავტორიზაცია, რათა მან მიიღოს კომერციული ან ადმინისტრაციული დოკუმენტის ფორმა.

(19) იმ შემთხვევებში, თუ საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქონლის წარდგენამდე, ელექტრონული სისტემების შემოღებამდე და განახლებამდე, დაშვებული უნდა იყოს საქონლის წარდგენის შესახებ შეტყობინების წარდგენა საბაჟო ორგანოებისთვის არსებული ეროვნული სისტემების, ან სხვა საშუალებების მეშვეობით.

(20) კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული საშუალებით საბაჟო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება და საფოსტო ტვირთის ზოგადი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებაზე უარის თქმის მიმდინარე პროცესის დასრულება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის საფოსტო ოპერატორებისათვის. შემცირებულ მონაცემთა კომპლექტის შემცველი დეკლარაციის გამოყენების შესაძლებლობა ზოგიერთი საფოსტო ტვირთისთვის ასევე მოითხოვს მონაცემთა ნაკადის და საფოსტო ოპერატორებისა და წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოების დამხმარე საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის დარეგულირებას. ამიტომ, აუცილებელია გარდამავალი წესები იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს დელეგირებულ რეგულაციაში (EU) 2015/2446 განსაზღვრულ წესებში შესწორებების სწორად შეტანა.

(21) ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) საბაჟო გადაწყვეტილებების სისტემის არარსებობის პირობებში, ცენტრალიზებული გაფორმებისთვის განცხადებით მიმართვასა და ავტორიზაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა გაგრძელდეს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, კომისიის მიერ მათი ხელმისაწვდომობისა და წევრი სახელმწიფოების მიერ მათი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით.

(22) რკინიგზით საქონლის შეუფერხებელი და უწყვეტი ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, ახალი კომპიუტერული სატრანზიტო სისტემის (NCTS) განახლებამდე, უნდა დადგინდეს ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, გაგრძელების წესები, რკინიგზით საქონლის გადაზიდვასთან მიმართებით.

(23) მანიფესტის გამოყენების გაგრძელების წესები უნდა შედგეს ქაღალდზე ამობეჭდილი ან ელექტრონული ფორმით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ავიაკომპანიებისა და გადამზიდავი კომპანიების მიერ უწყვეტი და ეფექტური გადაადგილება შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორების სისტემების განახლებამდე.

(24) ზემოთ აღწერილი გარდამავალი ღონისძიებების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისად უნდა შესწორდეს დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 გარკვეული დებულებები.

(25) წინამდებარე რეგულაციის არცერთმა დებულებამ არ უნდა დაუწესოს კომისიას ან წევრ სახელმწიფოებს ტექნიკური სისტემების განახლების ან გამოყენების მოთხოვნა, გარდა იმ მოთხოვნისა, რომლის შესრულება განსაზღვრულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მოცემული სამიზნე თარიღებისთვის.

(26) წინამდებარე რეგულაციის დებულებები ძალაში შედის 2016 წლის 1 მაისიდან, რათა შესაძლებელი იყოს კოდექსის სრული გამოყენება.

მიიღო წინამდებარე რეგულაცია:

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

საგანი

1. წინამდებარე რეგულაცია ადგენს გარდამავალ ზომებს კოდექსის 278-ე მუხლში მითითებული მონაცემების გაცვლისა და შენახვის საშუალებების შესახებ, სანამ ამოქმედდება ელექტრონული სისტემები, რომლებიც აუცილებელია კოდექსის დებულებების გამოყენებისათვის.

2. მონაცემთა მიმართ მოთხოვნები, ფორმატები და კოდები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული იმ გარდამავალი პერიოდების მიმართ, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე რეგულაციაში, დელეგირებულ რეგულაციაში (EU) 2015/2446, დამატებით რეგულაციაში (EU) No 952/2013 და განმახორციელებელ რეგულაციაში (EU) 2015 / 2447, რომლებიც ადგენენ რეგულაციის (EU) No 952/2013 გარკვეული დებულებების განხორციელების დეტალურ წესებს, მოცემულია წინამდებარე რეგულაციის დანართებში.

 

სექცია 1

საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

 

მუხლი 2

განცხადებები და გადაწყვეტილებები

განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) საბაჟო გადაწყვეტილებების სისტემის შემოღების თარიღამდე, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებებისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან და ნებისმიერ თანმდევ მოვლენასთან მიმართებით, რამაც შეიძლება იმოქმედოს იმ თავდაპირველ განცხადებასა თუ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ზემოქმედება გააჩნია ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოში.

 

მუხლი 3

ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებები

1. განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) საბაჟო გადაწყვეტილებების სისტემის შემოღების თარიღამდე, საბაჟო ორგანოები უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებების ხელმისაწვდომობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსულტაციები, რომლებიც უნდა გაიმართოს განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 მე-14 მუხლის შესაბამისად.

2. თითოეული საბაჟო ორგანო ნიშნავს საკონტაქტო პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლაზე მათსა და სხვა საბაჟო ორგანოებს შორის, ასევე მათსა და კომისიას შორის, და საკონტაქტო პირების საკონტაქტო დეტალებს გადასცემენ კომისიას.

3. კომისია ადგენს საკონტაქტო პირების ნუსხას, რომელიც ხელმისაწვდომია მის ვებგვერდზე.

 

სექცია 2

ტარიფის განსაზღვრის შესახებ სავალდებულო ინფორმაციასთან (BTI) დაკავშირებული გადაწყვეტილებები

 

მუხლი 4

ტარიფის განსაზღვრის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის (BTI) თაობაზე განცხადებისა და გადაწყვეტილებების ფორმები

1. განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული BTI-ის განახლების თარიღებამდე, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებებისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება BTI-თან დაკავშირებული განცხადებებისა და გადაწყვეტილებებისთვის, ან ნებისმიერი შემდგომი მოვლენისთვის, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს თავდაპირველ განცხადებასა თუ გადაწყვეტილებაზე.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული შემთხვევების მიმართ გამოიყენება შემდეგი:

(a) ელექტრონული სისტემის პირველი ეტაპის განახლების თარიღამდე:

(i) განცხადებები BTI-ის შესახებ გადაწყვეტილებისთვის უნდა გაკეთდეს დანართში 2 მოცემული ფორმის გამოყენებით; და

(ii) BTI-ის შესახებ გადაწვეტილება მიიღება დანართში 3 მოცემული ფორმის გამოყენებით;

(b) ელექტრონული სისტემის პირველი ეტაპის განახლების თარიღიდან ელექტრონული სისტემის მეორე ეტაპის განახლების თარიღამდე:

(i) BTI-ის შესახებ გადაწყვეტილებისთვის უნდა გაკეთდეს დანართში 4 მოცემული ფორმის გამოყენებით; და

(ii) BTI-ის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება დანართში 5 მოცემული ფორმის გამოყენებით.

 

სექცია 3

განცხადება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (აეო) სტატუსის მისაღებად

 

მუხლი 5

განცხადებისა და ავტორიზაციების ფორმები

1. განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (აეო) სისტემის განახლების თარიღამდე, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებებისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორთან დაკავშირებული განცხადებებისა და გადაწყვეტილებებისთვის ან ნებისმიერი შემდგომი მოვლენისთვის, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს თავდაპირველ განცხადებაზე ან გადაწყვეტილებაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში გამოიყენება შემდეგი:

(a) განცხადებები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (აეო) სტატუსის შესახებ წარდგენილი უნდა იყოს მე – 6 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით; და

(b) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (აეო) სტატუსის მიმნიჭებელი ავტორიზაციები გაიცემა  მე-7 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით.

 

თავი 2

საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის

 

მუხლი 6

საბაჟო ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემების დეკლარაცია

1. იმპორტის ეროვნული სისტემების განახლების თარიღებამდე, რომლებიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში შეიტანება მონაცემები საბაჟო ღირებულების შესახებ.

2. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებებისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება პირველ პუნქტში მითითებული მონაცემების მიწოდებასთან დაკავშირებით.

3. თუ პირველ პუნქტში მითითებული მონაცემები უზრუნველყოფილია მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებებისგან განსხვავებული საშუალებების მეშვეობით, ეს უნდა განხორციელდეს  მე-8 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით.

4. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უარი თქვან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულებაზე, თუ ამ საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა შეუძლებელია კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე.

5. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია საბაჟო ღირებულების სწორად განსაზღვრისთვის, საბაჟო ორგანოებმა უარი უნდა თქვან პირველ პუნქტში მითითებული მონაცემების მიწოდების ვალდებულებაზე ნებისმიერ შემდეგ შემთხვევაში:

(a) იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება სასაქონლო პარტიაში არ აღემატება 20 000 ევროს, თუ ეს პარტია არ არის გაყოფილი პარტიის ან სხვადასხვა სასაქონლო პარტიის ნაწილი იმავე ტვირთგამგზავნისაგან იმავე ტვირთმიმღებისთვის;

(b) თუ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას საფუძვლად უდევს არაკომერციული ხასიათის გარიგება;

(c) როდესაც შესაბამისი დეტალური ინფორმაციის წარდგენა არ არის აუცილებელი საერთო საბაჟო ტარიფის გამოყენებისათვის;

(d) თუ საერთო საბაჟო ტარიფით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადებით არ ხდება დაბეგვრა.

6. საქონლის იმავე მიმწოდებლისგან იმავე მყიდველის მიმართ უწყვეტი გადაზიდვების შემთხვევაში, იმავე კომერციულ პირობებში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უარი თქვან პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდების შესახებ მიმდინარე მოთხოვნაზე.

 

თავი 3

გარანტია პოტენციური ან არსებული საბაჟო ვალდებულებისათვის

 

მუხლი 7

ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის საშუალებები

1. განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული ევროკავშირის საბაჟო კოდექსის გარანტიების მენეჯმენტის (GUM) სისტემის შემოღების თარიღებამდე, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული ტექნიკის საშუალებებისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლისა და შენახვისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის შესახებ გარანტიების მიმართ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოში, როგორც ეს მითითებულია განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 147-ე მუხლში და რომლებიც შეტანილია ტრანზიტის გარდა ნებისმიერი სხვა მიზნით, გამოიყენება შემდეგი:

(a) ინფორმაციის შენახვა უნდა მოხდეს თითოეული წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოს მიერ, არსებული ეროვნული სისტემის შესაბამისად, და

(b) საბაჟო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ელექტრონული ფოსტა.

3.  მე-3 (2)მუხლის შესაბამისად დანიშნული საკონტაქტო პირი პასუხისმგებელია მე-2 (b) პუნქტში მითითებულ გაცვლაზე.

 

მუხლი 8

საბაჟო ორგანოების მიერ საორიენტაციო თანხის მონიტორინგი

1. გარანტიის მენეჯმენტის (GUM) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 155 (4) -ე მუხლში მითითებულმა პირმა, სრული საბაჟო გარანტიის მიწოდების შესახებ განაცხადში, უნდა განსაზღვროს საორიენტაციო თანხის გაყოფა იმ წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებშიც იგი ახორციელებს ოპერაციებს, გარდა იმ საქონელთან მიმართებით მოქმედი საორიენტაციო თანხისა, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურას, რომელზეც უნდა გავრცელდეს გარანტია.

2. განცხადების მიმღებმა გარანტიის წარდგენის საბაჟო პუნქტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია სხვა წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც მითითებულია განცხადებაში, იმ პირის მიერ მოთხოვნილი საორიენტაციო თანხის განაწილების შესახებ, რომელსაც მოეთხოვება გარანტიის წარმოდგენა განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 157-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული წევრი სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი მისი წილი საორიენტაციო თანხის მონიტორინგზე.

 

თავი 4

საქონლის ჩამოსვლა და დროებითი შენახვა

 

მუხლი 9

საზღვაო ხომალდის ან საჰაერო ხომალდის ჩამოსვლის შესახებ შეტყობინება

ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების, წარდგენის შესახებ შეტყობინების და დროებითი შენახვის სისტემების შემოღების თარიღებამდე, რომლებიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება საზღვაო ხომალდის ან საჰაერო ხომალდის ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების წარდგენისთვის, კოდექსის 133-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 10

საბაჟოზე საქონლის წარდგენა

ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების, წარდგენის შესახებ შეტყობინების და დროებითი დასაწყობების სისტემების შემოღების თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება საბაჟოზე საქონლის წარდგენისთვის, კოდექსის 139-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 11

დროებითი შენახვის შესახებ დეკლარაცია

ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების, წარდგენის შესახებ შეტყობინების და დროებითი შენახვის სისტემების შემოღების თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება დროებითი შენახვის შესახებ დეკლარაციის წარდგენისთვის, კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად.

 

თავი 5

საბაჟო სტატუსი და საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევა

 

სექცია 1

საქონლის საბაჟო სტატუსი

 

მუხლი 12

ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ ცნობა საქონლისთვის, რომელიც ექცევა ევროკავშირის გამარტივებულ სატრანზიტო პროცედურის ფარგლებში

ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემაზე დაფუძნებული გაუმართაობის აღმოფხვრის პროცედურის (NCTS) განახლების თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, სადაც საჰაერო ან საზღვაო საშუალებებით გადაზიდული საქონლის მიმართ გამოიყენება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურა, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით წინამდებარე რეგულაციის 24-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, ცნობა ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ უნდა იყოს მიწოდებული მანიფესტზე შესაბამისი პუნქტების გვერდით ასო-ბგერა „C“-ს („T2L“-ის ეკვივალენტის) შეყვანის გზით.

 

მუხლი 13

ფორმები ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ ცნობისთვის

1. ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება იმ ინფორმაციის გაცვლისა და შენახვისთვის, რომელიც შეეხება ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ ცნობას.

2. როდესაც გამოიყენება მონაცემთა ელექტრონული დამუშავების მეთოდისგან განსხვავებული საშუალებები ევროკავშირის საქონლისთვის საბაჟო სტატუსის დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იყოს „T2L“ ან „T2Lf“დოკუმენტი დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 დანართის B-01, III თავში მოცემული ეგზემპლარი 4-ის ან ეგზემპლარი 4/5-ის ფორმის გამოყენებით.

3. საჭიროების შემთხვევაში, ამ ფორმას უნდა დაემატოს ერთი ან მეტი დამატებითი ფურცელი, რომელიც შეესაბამება ეგზემპლარ 4-ს ან ეგზემპლარ 4/5-ს, რომელიც მოცემულია დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 დანართის B-01 IV თავში.

4. ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებმა უნდა დაუშვან „T2L“ ან „T2LF“ დოკუმენტის აღწერილობითი ნაწილის სახით იმ ტვირთის ნუსხების გამოყენება, რომლებიც შედგენილია განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 დანართის 72-04 II ნაწილის III თავში მოცემული ფორმის გამოყენებით.

5. თუ საბაჟო ორგანოები იყენებენ მონაცემთა დამუშავების ელექტრონულ მეთოდს „T2L“ ან „T2LF“ დოკუმენტის შესადგენად და ის არ იძლევა დამატებითი ფურცლების გამოყენების საშუალებას, ამ მუხლის  მე-2 პუნქტში მითითებულ ფორმას უნდა დაემატოს ეგზემპლარი 4-ის ან ეგზემპლარი 4/5-ის შესაბამისი ერთი ან მეტი ფორმა, რომლებიც მოცემულია დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 დანართის B-01 III თავში.

6. თუ უფლებამოსილი გამცემი იყენებს დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 129a(2)(e)(ii)-ე მუხლში მითითებულ სპეციალურ შტამპს, ეს შტამპი დამტკიცებული უნდა იყოს საბაჟო ორგანოების მიერ და უნდა შეესაბამებოდეს ნიმუშს, რომელიც მოცემულია დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 დანართის 72-04 II ნაწილის II თავში მოცემულ ნიმუშს. გამოიყენება განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 დანართის 72-04, 23 -ე და 23.1 სექცია.

 

სექცია 2

საქონლის მოქცევა საბაჟო პროცედურაში

 

მუხლი 14

მონაცემთა გაცვლის საშუალებები

იმპორტის ეროვნული სისტემების განახლების თარიღებამდე, რომლებიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდებისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება საბაჟო დეკლარაციების წარსადგენად საქონლის შემდეგი საბაჟო პროცედურების ქვეშ მოქცევისთვის:

(a) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება;

(b) საბაჟო დასაწყობება;

(c) დროებითი დაშვება;

(d) მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება;

(e) შიდა გადამუშავება.

 

მუხლი 15

საბაჟო დეკლარაციების ფორმები

იმპორტის ეროვნული სისტემების განახლების თარიღებამდე, განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული სისტემები, როდესაც ელექტრონული დამუშავების მეთოდისგან განსხვავებული საშუალებები გამოიყენება  მე-14 მუხლში ჩამოთვლილი საბაჟო პროცედურების მიმართ, საბაჟო დეკლარაციები უნდა იქნეს წარდგენილი დანართი 9-ის, შესაბამისად, დანართებში B1-D1 მოცემული ფორმების გამოყენებით.

 

მუხლი 16

გამარტივებული საბაჟო დეკლარაციების ფორმები

1. იმპორტის ეროვნული სისტემების განახლების თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, როდესაც გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, როგორც მითითებულია კოდექსის 166-ე მუხლში, შეტანილია მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენებით, წინამდებარე რეგულაციის მე-14 მუხლში მითითებული პროცედურისთვის ეს უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფორმების გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებულია დანართი 9-ის დანართებში B1-დან B5 - მდე.

2. პირველ პუნქტში მითითებული სისტემების განახლებამდე, როდესაც პირს აქვს მინიჭებული ნებართვა გამარტივებული დეკლარაციის რეგულარული გამოყენებისათვის, როგორც ეს მითითებულია კოდექსის 166 (2)-ე მუხლში, რომელიც ეხება წინამდებარე რეგულაციის  მე-14 მუხლში მითითებულ პროცედურას, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ კომერციული ან ადმინისტრაციული დოკუმენტი, როგორც გამარტივებული დეკლარაცია იმ პირობით, თუ ამ დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება მინიმუმ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიკაციისათვის და თუ თან ახლავს განცხადება საქონლის განთავსებისათვის შესაბამის საბაჟო პროცედურის დაცვით.

 

მუხლი 17

საბაჟო დეკლარაციის წარდგენა საქონლის წარდგენამდე

ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) ავტომატიზებული საექსპორტო სისტემის (AES) შემოღების შესაბამის თარიღებამდე და იმპორტის ეროვნული სისტემების განახლებამდე, რომლებიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, როდესაც საბაჟო დეკლარაცია შეტანილია საქონლის წარდგენამდე კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან ელექტრონული მონაცემთა დამუშავების მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება, საქონლის წარდგენის შესახებ შეტყობინების ჩასაბარებლად.

მუხლი 18

საქონლის ცენტრალიზებული გაფორმებისთვის ინფორმაციის გაცვლის საშუალებები

1. ევროკავშირის საბაჟო კოდექსის იმპორტის სისტემისთვის ცენტრალიზებული გაფორმების (CCI) და ავტომატიზებული საექსპორტო სისტემის (AES) შემოღების თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებმა, რომლებიც ჩართულნი არიან ცენტრალიზებული გაფორმების ავტორიზაციაში, უნდა ითანამშრომლონ, რათა განსაზღვრონ ღონისძიებები კოდექსის 179 -ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებთან შესაბამისობისთვის.

2. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება ინფორმაციის გაცვლისათვის საბაჟო ორგანოებს და საბჟო ორგანოებსა და ავტორიზაციების მფლობელებს შორის, ცენტრალიზებული გაფორმების განსახორციელებლად.

 

მუხლი 19

ინფორმაციის შენახვა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაწოდონ კომისიას ცენტრალიზებული გაფორმების შესახებ განცხადებების და ავტორიზაციების ნუსხა, რომელსაც ეს უკანასკნელი ინახავს შესაბამის ჯგუფში ადმინისტრაციის, ბიზნესისა და მოქალაქეების საკომუნიკაციო და საინფორმაციო რესურსცენტრში (CIRCABC).

2. წევრმა სახელმწიფოებმა მუდმივად უნდა განაახლონ პირველ პუნქტში მითითებული ნუსხა.

 

მუხლი 20

უარი ცენტრალიზებული გაფორმების შესახებ განცხადებაზე

ცენტრალიზებული გაფორმების (CCI) და ავტომატიზებული საექსპორტო სისტემის (AES) შემოღების შესაბამის თარიღებამდე, რომლებიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, გადაწყვეტილების მიმღებმა კომპეტენტურმა საბაჟო ორგანომ შეიძლება უარყოს ცენტრალიზებული გაფორმების შესახებ განცხადებები, თუ ავტორიზაცია შექმნის არაპროპორციულ ადმინისტრაციულ ტვირთს.

 

მუხლი 21

მონაცემის შეტანა დეკლარანტის ჩანაწერებში

1. იმპორტის ეროვნული სისტემების განახლებისა და ავტომატიზებული საექსპორტო სისტემის შემოღების შესაბამის თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება წარდგენის შესახებ შეტყობინების ჩასაბარებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის საბაჟოზე წარდგენის ვალდებულება გაუქმებულია კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2. ავტომატიზებული საექსპორტო სისტემის შემოღების თარიღამდე, როგორც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის პროცედურაში მოსაქცევად, საბაჟო ორგანოებმა შეილება დაუშვან წარდგენის შეტყობინების ჩანაცვლება დეკლარაციით, გამარტივებული დეკლარაციის ჩათვლით.

 

თავი 6

სპეციალური პროცედურები

სექცია 1

ზოგადი დებულებები სპეციალური პროცედურებისთვის გარდა ტრანზიტისა

 

მუხლი 22

სპეციალურ პროცედურებთან დაკავშირებული განცხადებებისა და ავტორიზაციების ფორმები

1. ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) საბაჟო გადაწყვეტილებების სისტემის დანერგვის თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, სადაც კოდექსის 211 (1)-ე მუხლში მითითებული ავტორიზაციის შესახებ განცხადება არ არის დაფუძნებული საბაჟო დეკლარაციაზე და თუ იგი წარდგენილია მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებებით, ეს განცხადება უნდა გაკეთდეს ამ რეგულაციის მე-12 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით.

2. თუ საბაჟო ორგანოები, რომელიც კომპეტენტურია 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, გადაწყვეტენ ავტორიზაციის მინიჭებას, ისინი ამას განახორციელებენ  მე-12 დანართში მოცემული ფორმის გამოყენებით.

 

მუხლი 23

ინფორმაციის სტანდარტიზებული გაცვლისთვის გამოსაყენებელი საშუალებები

1. სპეციალური პროცედურების სისტემისთვის ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) საინფორმაციო ფურცლების (INF) შემოღების თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება ინფორმაციის სტანდარტიზებული გაცვლისთვის.

2. თუ ინფორმაციის სტანდარტიზებული გაცვლისთვის გამოყენებულია მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებები, როგორც მითითებულია დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 181-ე მუხლში, გამოყენებული უნდა იქნეს საინფორმაციო ფურცლები, რომლებიც მოცემულია წინამდებარე რეგულაციის დანართში 13.

3. პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დანართში 13 მოცემული საინფორმაციო ფურცლები, წაკითხული უნდა იქნეს მის დანართში მოცემული შესაბამისობის ცხრილის მიხედვით.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 181-ე მუხლში მითითებული ინფორმაციის სტანდარტიზებული გაცვლა საჭიროა ამ რეგულაციის 1 (27)-ელ მუხლში მითითებული ბიზნეს შემთხვევისთვის, ინფორმაციის სტანდარტიზებული გაცვლის ნებისმიერი მეთოდი შეიძლება იქნეს გამოყენებული.

 

სექცია 2

ტრანზიტი

 

მუხლი 24

ზოგადი დებულებები

1. ახალი კომპიუტერული სატრანზიტო სისტემის (NCTS) განახლების თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, გამოიყენება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურა, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით სარკინიგზო, საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდული საქონლისათვის, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე რეგულაციის 25-ე, 26-ე და 29-იდან 51-მდე მუხლებში.

2. 2018 წლის 1 მაისამდე, ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურები, რომლებიც დაფუძნებულია ელექტრონულ მანიფესტზე საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდული საქონლისათვის, როგორც ეს მითითებულია ამ რეგულაციის 27 -ე, 28 -ე, 29 -ე, 52 -ე და 53 -ე მუხლებში, ვრცელდება იმ ეკონომიკურ ოპერატორებზე, რომლებსაც ჯერ არ აქვთ განახლებული კოდექსის 233(4)(e)-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელი სისტემები.

აღნიშნულ თარიღამდე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 52-ე და 53 -ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურები ჩაითვლება კოდექსის 233(4)(e)-ე მუხლში განსაზღვრული პროცედურის ეკვივალენტურად და არ იქნება საჭირო გარანტია კოდექსის 89(8)(d)-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 25

ავტორიზაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის

1. რკინიგზით გადაზიდულ საქონლისთვის ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, გამოყენების ავტორიზაცია გაიცემა განმცხადებლებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

(a) განმცხადებელი არის სარკინიგზო კომპანია;

(b) განმცხადებელი დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;

(c) განმცხადებელი რეგულარულად იყენებს ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურას ან კომპეტენტური საბაჟო ორგანოსთვის ცნობილია, რომ მას შეუძლია შეასრულოს პროცედურის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები; და

(d) განმცხადებელს არ ჩაუდენია რაიმე მძიმე დანაშაული ან განმეორებითი სამართალდარღვევა საბაჟო ან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით.

2. რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, ავტორიზაცია გამოიყენება ყველა წევრ სახელმწიფოში.

 

მუხლი 26

ავტორიზაცია სატრანზიტო პროცედურების გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, საჰაერო და საზღვაო გზით გადაზიდული საქონლისთვის

1. ავტორიზაცია სატრანზიტო პროცედურების გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო გზით გადაზიდული საქონლისთვის, გაიცემა განმცხადებლებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

(a) სატრანზიტო პროცედურის შემთხვევაში, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, საჰაერო გზით გადაზიდული საქონლისთვის განმცხადებელი არის ავიაკომპანია;

(b) სატრანზიტო პროცედურის შემთხვევაში, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, საზღვაო გზით გადაზიდული საქონლისთვის განმცხადებელი არის საზღვაო კომპანია;

(c) განმცხადებელი დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;

(d) განმცხადებელი რეგულარულად იყენებს ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურას, ან კომპეტენტური საბაჟო ორგანოსთვის ცნობილია, რომ მას შეუძლია შეასრულოს ვალდებულებები პროცედურის შესაბამისად; და

(e) განმცხადებელს არ ჩაუდენია რაიმე მძიმე დანაშაული ან განმეორებითი სამართალდარღვევა საბაჟო ან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით.

2. ავტორიზაცია სატრანზიტო პროცედურების გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, საჰაერო ან საზღვაო გზით გადაზიდული საქონლის მიმართ გამოიყენება ავტორიზაციაში მითითებულ წევრ სახელმწიფოებში.

 

მუხლი 27

ავტორიზაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენების ელექტრონული მანიფესტისთვის საჰაერო გზით გადაზიდული საქონლისათვის

1. ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენების ავტორიზაცია ელექტრონული მანიფესტის საფუძველზე საჰაერო გზით გადაზიდული საქონლისათვის გაიცემა განმცხადებლებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

(a) განმცხადებელი არის ავიაკომპანია, რომელიც ასრულებს საჰაერო რეისების მნიშვნელოვან რაოდენობას ევროკავშირის აეროპორტებს შორის;

(b) განმცხადებელი დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, ან აქვს რეგისტრირებული ოფისი, ცენტრალური შტაბი ან მუდმივი ბიზნეს საწარმო ევროკავშირში;

(c) განმცხადებელი რეგულარულად იყენებს ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურას, ან კომპეტენტური საბაჟო ორგანოსთვის ცნობილია, რომ მას შეუძლია შეასრულოს პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულებები; და

(d) განმცხადებელს არ ჩაუდენია რაიმე მძიმე დანაშაული ან განმეორებითი სამართალდარღვევა საბაჟო ან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით.

2. აღნიშნული ავტორიზაციის შესახებ განცხადების მიღებისთანავე, კომპეტენტურმა საბაჟო ორგანომ უნდა შეატყობინოს სხვა წევრ სახელმწიფოებს, რომელთა ტერიტორიებზეც არის განთავსებული ელექტრონული სისტემებით ერთმანეთთან დაკავშირებული გამგზავრებისა და დანიშნულების აეროპორტები, რაც ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა.

თუ პრეტენზია არ იქნება მიღებული შეტყობინების თარიღიდან 60 დღის ვადაში, კომპეტენტური საბაჟო ორგანოები გასცემენ ავტორიზაციას.

3. ავტორიზაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის ელექტრონულ მანიფესტზე დაფუძნებული საჰაერო გზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით ვრცელდება ევროკავშირის სატრანზიტო ოპერაციებზე ავტორიზაციაში განსაზღვრულ აეროპორტებს შორის.

 

მუხლი 28

ავტორიზაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის ელექტრონულ მანიფესტზე დაფუძნებული საზღვაო გზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით

1. ავტორიზაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის ელექტრონულ მანიფესტზე დაფუძნებული საზღვაო გზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით ენიჭება განმცხადებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

(a) განმცხადებელი არის საზღვაო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვანი რაოდენობის გასვლებს ევროკავშირის პორტებს შორის;

(b) განმცხადებელი დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, ან აქვს რეგისტრირებული ოფისი, ცენტრალური შტაბი ან მუდმივი ბიზნეს საწარმო ევროკავშირში;

(c) განმცხადებელი რეგულარულად იყენებს ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურას, ან კომპეტენტური საბაჟო ორგანოსთვის ცნობილია, რომ მას შეუძლია შეასრულოს პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულებები; და

(d) განმცხადებელს არ ჩაუდენია რაიმე მძიმე დანაშაული ან განმეორებითი სამართალდარღვევა საბაჟო ან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით.

2. ამ ავტორიზაციის შესახებ განცხადების მიღებისთანავე, კომპეტენტურმა საბაჟო ორგანოებმა უნდა შეატყობინონ სხვა წევრ სახელმწიფოებს, რომელთა ტერიტორიებზე მდებარეობს ერთმანეთთან ელექტრო სისტემებით დაკავშირებული გამგზავრების და დანიშნულების პორტები, რაც იძლევა ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საშუალებას.

თუ შეტყობინების თარიღიდან 60 დღის ვადაში პრეტენზია არ მიიღება, კომპეტენტური საბაჟო ორგანოები გასცემენ ავტორიზაციას.

3. ავტორიზაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის ელექტრონულ მანიფესტზე დაფუძნებული საზღვაო გზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის სატრანზიტო ოპერაციებზე ავტორიზაციაში განსაზღვრულ პორტებს შორის.

 

მუხლი 29

დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, გამოყენების ავტორიზაციასთან, რკინიგზის, საჰაერო ან საზღვაო გზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით და რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურების გამოყენების ავტორიზაციასთან ელექტრონული მანიფესტის საფუძველზე საჰაერო ან საზღვაო გზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით

1. 25-ე, 26,-ე, 27-ე და 28 -ე მუხლებში მითითებული ავტორიზაცია გაიცემა მხოლოდ იმ პირობით, თუ:

(a) კომპეტენტური საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ მან შეეძლება ზედამხედველობა გაუწიოს ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებას და განახორციელოს კონტროლი იმ ადმინისტრაციული ძალისხმევის გარეშე, რომელიც შესაბამისი პირის მოთხოვნების არაპროპორციულია;

(b) განმცხადებელი აწარმოებს ჩანაწერებს, რომლებიც კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ქმედითი კონტროლი.

2. თუ განმცხადებელი ფლობს კოდექსის 38(2)(a) მუხლში მითითებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ავტორიზაციას, 25(1)(d), 26(1)(e), 27(1)(d), 28(1)(d) მუხლებში და ამ მუხლის პირველი პუნქტში მოცემული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ითვლება.

 

მუხლი 30

CIM (სარკინიგზო ტვირთის ზედდებული), როგორც სატრანზიტო დეკლარაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით

იმ პირობით, თუ იგი გამოიყენება სატრანსპორტო ოპერაციებისთვის, რომლებსაც ახორციელებენ ავტორიზებული სარკინიგზო კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობით, სარკინიგზო ტვირთის ზედდებული ჩაითვლება სატრანზიტო დეკლარაციად, ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით.

 

მუხლი 31

ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მფლობელი, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით და მფლობელის ვალდებულებები

1. ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მფლობელი, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით, არის ერთ-ერთი შემდეგი:

(a) ავტორიზებული სარკინიგზო კომპანია, რომელიც დაფუძნებულია წევრ სახელმწიფოში და იღებს საქონელს გადასაზიდად სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის თანხლებით, როგორც სატრანზიტო დეკლარაციას კავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით და რომელიც შედის სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის 58b გრაფაში „დიახ“ გრაფის მონიშვნით და მისი რკინიგზის საერთაშორისო კავშირის (UIC) კოდის შეყვანით; ან

(b) თუ სატრანსპორტო ოპერაცია იწყება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ და საქონელი შედის ამ საბაჟო ტერიტორიაზე, ნებისმიერი სხვა ავტორიზებული სარკინიგზო კომპანია, რომელიც დაფუძნებულია წევრ სახელმწიფოში და რომლის სახელითაც ივსება 58b გრაფა მესამე ქვეყნის სარკინიგზო კომპანიის მიერ.

2. ამ პროცედურის მფლობელი პასუხისმგებლად თვლის საკუთარ თავს იმ ცალსახა განცხადებაზე, რომ შემდგომი ან შემცვლელი სარკინიგზო კომპანიები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის სატრანზიტო ოპერაციის გამოყენებისთვის, რომელიც სრულდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, ასევე აკმაყოფილებენ ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მოთხოვნებს, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით.

 

მუხლი 32

უფლებამოსილი სარკინიგზო კომპანიის ვალდებულებები

1. საქონელი თანმიმდევრულად მიიღება და გადაიზიდება სხვადასხვა ავტორიზებული სარკინიგზო კომპანიების მიერ ეროვნული მასშტაბით და ჩართული ავტორიზებული სარკინიგზო კომპანიები ერთობლივად აცხადებენ საბაჟო ორგანოს წინაშე, რომ პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერ პოტენციურ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით.

2. მიუხედავად პროცედურის ვალდებულებების მფლობელისა, როგორც მითითებულია კოდექსის 233 -ე მუხლის 1 -ელ და მე-2 პუნქტებში, სხვა ავტორიზებული სარკინიგზო კომპანიები, რომლებიც იღებენ საქონელს სატრანსპორტო ოპერაციის დროს და რომლებიც მითითებულია სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის 57 გრაფაში, ასევე პასუხისმგებელი იქნებიან ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით, რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით.

3. სარკინიგზო კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობით უნდა მართავდნენ საყოველთაოდ შეთანხმებულ სისტემას, რათა შეამოწმონ და დაადგინონ დარღვევები მათი საქონლის გადაადგილებისას და პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ შემდეგზე:

(a) სატრანსპორტო ხარჯების ცალკეული ანგარიშსწორება, ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი ევროკავშირის თითოეული სატრანზიტო ოპერაციისთვის რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით და ყოველთვიურად, თითოეულ წევრ სახელმწიფოში შესაბამისი დამოუკიდებელი ავტორიზებული სარკინიგზო კომპანიისთვის.

(b) თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის სატრანსპორტო ხარჯების დეტალურად წარმოდგენისთვის, რომლის ტერიტორიაზეც შემოდის საქონელი ევროკავშირის სატრანზიტო ოპერაციის გამოყენებისას რკინიგზით გადაზიდულ საქონელთან მიმართებით; და

(c) თითოეული თანამშრომელი ავტორიზებული სარკინიგზო კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების შესაბამისი წილის გადახდისათვის.

 

მუხლი 33

ფორმალობები გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

1. თუ საქონელი მოთავსებულია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მიხედვით, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის და თუ ევროკავშირის სატრანზიტო ოპერაცია იწყება და უნდა დასრულდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, საქონელი და სარკინიგზო ტვირთის ზედდებული წარდგენილი უნდა იყოს გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში.

2. გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტი გარკვევით უნდა იქნას ჩაწერილი გრაფაში, რომელიც გამოყოფილია საბაჟოსთვის სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის 1-ელ, მე-2 და მე-3 ფურცლებზე.

(a) კოდი „T1“, როდესაც საქონელი გადაადგილდება ევროკავშირის გარე სატრანზიტო პროცედურის შესაბამისად, კოდექსის 226 (1)-ე და 226 (2)-ე მუხლების თანახმად;

(b) კოდი „T2“, როდესაც საქონელი გადაადგილდება ევროკავშირის შიდა სატრანზიტო პროცედურის შესაბამისად, კოდექსის 227(1) -ე მუხლის შესაბამისად; ან

(c) კოდი „T2F“, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 188-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში.

კოდები „T2“ და „T2F“ დამოწმებული უნდა იყოს გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტის ბეჭდით.

3. სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის ყველა ასლი უნდა დაუბრუნდეს შესაბამის პირს.

4. რკინიგზის ავტორიზებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რკინიგზით გადაზიდული საქონლისათვის ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით განხორციელებული ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის ფარგლებში გადაზიდული საქონელის სახეობა დადგინდეს პიქტოგრამის მქონე ეტიკეტებით, რომლის ნიმუში მოცემულია დანართში 10. ეტიკეტები უნდა იყოს დატანილი ან პირდაპირ დაბეჭდილი სარკინიგზო ტვირთის ზედდებულზე და შესაბამის სარკინიგზო ვაგონზე სრული დატვირთვის შემთხვევაში, ან სხვა შემთხვევებში, ცალკეულ პაკეტზე ან პაკეტებზე. ეტიკეტები შეიძლება ჩანაცვლდეს ბეჭდით, რომელიც წარმოადგენს დანართში 10 მოცემული პიქტოგრამის რეპროდუქციას.

5. თუ სატრანსპორტო ოპერაცია იწყება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ და უნდა დასრულდეს ამ ტერიტორიის ფარგლებში, სასაზღვრო სადგურისთვის მოქმედი საბაჟო პუნქტი, რომლის მეშვეობითაც საქონელი შემოდის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, მოქმედებს როგორც გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტი.

გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში ფორმალობების განხორციელება არ არის საჭირო.

 

მუხლი 34

დატვირთული საქონლის ჩამონათვალი

1. სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს ერთზე მეტ ვაგონს ან კონტეინერს, შეიძლება გამოყენებული იყოს მე-11 დანართში მოცემულ ფორმაში გათვალისწინებული დატვირთული საქონლის ჩამონათვალი.

2. დატვირთული საქონლის ჩამონათვალები უნდა შეიცავდეს ვაგონის ნომერს, რომელზეც სარკინიგზო ტვირთის ზედდებული მიუთითებს, ან, საჭიროების შემთხვევაში, საქონლის შემცველი კონტეინერის ნომერს.

3. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში დაწყებული სატრანსპორტო ოპერაციების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს როგორც ევროკავშირის საგარეო სატრანზიტო პროცედურის მიხედვით გადაადგილებულ საქონელს, ასევე საქონელს, რომელიც გადაადგილდება ევროკავშირის შიდა სატრანზიტო პროცედურის მიხედვით, უნდა შედგეს დატვირთული საქონლის ცალკე ჩამონათვალები.

დატვირთული საქონლის ჩამონათვალების სერიული ნომრები, რომლებიც ეხება საქონლის ამ ორი კატეგორიიდან თითოეულს, უნდა იყოს შეტანილი გრაფაში სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის საქონლის აღწერისთვის დატოვებულ გრაფაში.

4. დატვირთული საქონლის ჩამონათვალები, რომლებიც თან ახლავს სარკინიგზო ტვირთის ზედდებულს, ამ უკანასკნელის განუყოფელი ნაწილია და გააჩნია იგივე იურიდიული ძალა.

5. დატვირთული საქონლის ჩამონათვალების დედანი დამოწმებული უნდა იყოს დისპეტჩერიზაციის სადგურის ბეჭდით.

 

მუხლი 35

ფორმალობები სატრანზიტო საბაჟო გამშვებ პუნქტზე

თუ გამოიყენება სატრანზიტო პროცედურა, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის, სატრანზიტო საბაჟო გამშვებ პუნქტზე არანაირი ფორმალობის ჩატარება არ არის საჭირო.

 

მუხლი 36

ფორმალობები დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე

1. როდესაც დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში შედის საქონელი, რომელიც განთავსებულია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მიხედვით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტების საშუალებით, სარკინიგზო კომპანიის მიერ საბაჟო პუნქტში წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი:

(a) საქონელი;

(b) სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის ფურცელი 2 და ფურცელი 3;

დანიშნულების საბაჟო გამშვებმა პუნქტმა შტამპის დასმის შემდეგ უფლებამოსილ სარკინიგზო კომპანიას უნდა დაუბრუნოს სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის მე-2 ფურცელი და დაიტოვოს სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის მე-3 ფურცელი.

2. საბაჟო პუნქტმა, რომელიც პასუხისმგებელია დანიშნულების სადგურზე, უნდა იმოქმედოს, როგორც დანიშნულების საბაჟო გამშვებმა პუნქტმა.

ამასთან, თუ საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში ან მოქცეულია სხვა საბაჟო პროცედურაში შუალედურ სადგურზე, ამ სადგურისთვის კომპეტენტურმა საბაჟო პუნქტმა უნდა იმოქმედოს, როგორც დანიშნულების საბაჟო გამშვებმა პუნქტმა. ამ საბაჟო პუნქტმა უნდა დაასვას შტამპი სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის ფურცელ 2-ზე და ფურცელ 3-ზე და სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის ფურცელი 3-ის დამატებით ეგზემპლარზე, რომელიც წარდგენილია რკინიგზის უფლებამოსილი კომპანიის მიერ და უნდა მოახდინოს მათი ვიზირება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი პირობის მითითებით:

— განბაჟებულია;

— Dédouané;

— Verzollt;

— Sdoganato;

— Vrijgemaakt;

— Toldbehandlet;

— Εκτελωνισμένο;

— Despachado de aduana;

— Desalfandegado;

— Tulliselvitetty;

— Tullklarerat;

— Propuštěno;

— Lõpetatud;

— Nomuitots;

— Išleista;

— Vámkezelve;

— Mgħoddija;

— Odprawiony;

— Ocarinjeno;

— Prepustené;

— Оформено; or

— Vămuit.

საბაჟო პუნქტმა შეფერხების გარეშე უნდა დაუბრუნოს სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის ფურცლები 2 და 3 უფლებამოსილ სარკინიგზო კომპანიას, მათზე შტამპის დასმის შემდეგ და უნდა დაიტოვოს სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის ფურცელი 3-ის დამატებითი ეგზემპლარი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პროცედურა არ ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც ექვემდებარება აქციზის გადასახადებს, როგორც განსაზღვრულია 2009 წლის 16 დეკემბრის საბჭოს დირექტივის 2008/118/EC ([vi]) 1(1)-ლ მუხლში, რომელიც ეხება აქციზის გადასახადის ზოგად ღონისძიებებს და აუქმებს დირექტივას 92/12/EEC.

4. ამ მუხლის  მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურმა საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს ინდოსამენტების გადამოწმება აპოსტერიორი, რომელიც გაკეთებულია კომპეტენტური საბაჟო ორგანოს მიერ შუალედური სადგურისთვის სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის მე-2 და მე-3 ფურცლებზე.

5. 33-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტი ვრცელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით განხორციელებული ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებაზე რკინიგზით გადაზიდული საქონლისათვის, როდესაც სატრანსპორტო ოპერაცია იწყება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში და უნდა დასრულდეს აღნიშნული ტერიტორიის გარეთ.

საბაჟო პუნქტი, რომელიც პასუხისმგებელია სასაზღვრო სადგურისათვის, რომლის გავლითაც სატრანზიტო პროცედურაში მოქცეული საქონელი, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის, ტოვებს ევროკავშირის საბაჟოს ტერიტორიას, უნდა იმოქმედოს, როგორც დანიშნულების საბაჟო გამშვებმა პუნქტმა. დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში ფორმალობების განხორციელება არ არის საჭირო.

 

მუხლი 37

გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლა

როდესაც გადაზიდვის ხელშეკრულება იცვლება ისე, რომ:

(a) სატრანსპორტო ოპერაცია, რომელიც უნდა დასრულებულიყო ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მთავრდება ამ ტერიტორიაზე, ან

(b) სატრანსპორტო ოპერაცია, რომელიც უნდა დასრულებულიყო ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში, მთავრდება მის ფარგლებს გარეთ,

ავტორიზებულმა სარკინიგზო კომპანიებმა არ უნდა შეასრულონ შეცვლილი ხელშეკრულებები გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ყველა სხვა შემთხვევაში ავტორიზებულმა სარკინიგზო კომპანიებმა შეიძლება შეასრულონ შეცვლილი ხელშეკრულება; მან დაყოვნების გარეშე უნდა აცნობოს გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტს შესრულებული ცვლილებების შესახებ.

 

მუხლი 38

სატრანზიტო პროცედურა, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის, როდესაც ტრანსპორტირება იწყება და მთავრდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ

როდესაც გამოიყენება სატრანზიტო პროცედურა, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით და ტრანსპორტირება იწყება და უნდა დამთავრდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ, საბაჟო პუნქტები, რომელთაც უნდა იმოქმედონ, როგორც გასვლის საბაჟო პუნქტმა და დანიშნულების საბაჟო გამშვებმა პუნქტმა, უნდა იყოს, შესაბამისად 33(5)-ე და 36(5)-ე მუხლებში მითითებული საბაჟო პუნქტები.

გასვლის ან დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში არანაირი ფორმალობის განხორციელება საჭირო არ არის.

 

მუხლი 39

შიდა სატრანზიტო პროცედურა

1. როდესაც გამოიყენება კონვენციის პირობები ტრანზიტის საერთო პროცედურის შესახებ და ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის ტრანსპორტირება ხდება საერთო სატრანზიტო სისტემაში შემავალი ქვეყნების გავლით, საქონელი უნდა იყოს მოთავსებული შიდა სატრანზიტო პროცედურაში მთელი ტრანსპორტირების განმავლობაში, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე არსებული გასვლის სადგურიდან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე არსებული დანიშნულების სადგურამდე, თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად, სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის და საქონლის გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის გარეშე და 33(4)-ე მუხლში მითითებული ეტიკეტების მიმაგრების ან დაბეჭდვის გარეშე.

დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში არანაირი ფორმალობის განხორციელება არ არის საჭირო.

2. როდესაც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი იგზავნება რკინიგზით წევრი სახელმწიფოს ერთი პუნქტიდან სხვა წევრ სახელმწიფოში მდებარე პუნქტში, მესამე ქვეყნის ერთი ან მეტი ტერიტორიის გავლით, რომელიც არ არის საერთო სატრანზიტო ქვეყნის ტერიტორია, გამოიყენება ევროკავშირის შიდა სატრანზიტო პროცედურა.  ასეთ შემთხვევაში პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება სათანადო ცვლილებებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, სატრანზიტო პროცედურა, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის, უნდა შეჩერდეს მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 40

გარე სატრანზიტო პროცედურა

33 (5)-ე და 38 -ე მუხლებში მითითებულ შემთხვევებში საქონელი ექცევა ევროკავშირის გარე სატრანზიტო პროცედურაში, თუ ევროკავშირის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი დადგენილი არ არის კოდექსის 153 -ე, 154 -ე და 155 -ე მუხლების შესაბამისად.

 

მუხლი 41

სარკინიგზო და საბაჟო კონტროლის კომპანიების ბუღალტერია

1. უფლებამოსილმა სარკინიგზო კომპანიებმა ბუღალტერიაში უნდა აწარმოონ ჩანაწერები და გამოიყენონ ბუღალტერიაში დანერგილი საყოველთაოდ შეთანხმებული სისტემა ხარვეზების გამოძიების მიზნით.

2. იმ წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოს, სადაც დაფუძნებულია უფლებამოსილი სარკინიგზო კომპანია, უნდა ჰქონდეს წვდომა ამ კომპანიის ბუღალტერიის მონაცემებზე.

3. საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის, რკინიგზის უფლებამოსილმა საწარმომ დანიშნულების ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს ყველა სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის გამოყენება, როგორც სატრანზიტო დეკლარაციისა ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით განხორციელებული სატრანზიტო პროცედურის გამოსაყენებლად რკინიგზით გადაზიდული საქონლისათვის, რომელიც ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოსთვის დანიშნულების წევრ სახელმწიფოში, ამ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული ყველა დებულების შესაბამისად.

 

მუხლი 42

ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენება

1. როდესაც გამოიყენება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურა, 25-ე და 29-დან 45-ე მუხლები არ უნდა გამორიცხავდეს დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 188-ე, 189-ე და 190-ე მუხლებისა და განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447, დანართის 72-04 მე-19 პუნქტის და 291-დან 312-ემდე მუხლების გამოყენებას, წინამდებარე რეგულაციის 33(4) -ე მუხლი და 41 -ე მუხლი ყველა შემთხვევაში გამოიყენება.

2. 1 -ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სატრანზიტო დეკლარაციის MRN -ზე მითითება გარკვევით უნდა იქნეს შეტანილი იმ გრაფაში, რომელიც დატოვებულია თანმხლები დოკუმენტების მონაცემებისთვის სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის შედგენის დროს.

3. გარდა ამისა, სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის ფურცელი 2 დამოწმებული უნდა იყოს ევროკავშირის სატრანზიტო ოპერაციაში ჩართული ბოლო სარკინიგზო სადგურზე პასუხისმგებელი სარკინიგზო კომპანიის მიერ. ეს კომპანია ამოწმებს დოკუმენტს მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ საქონლის გადაზიდვაზე ვრცელდება ევროკავშირის სატრანზიტო დეკლარაცია.

 

მუხლი 43

უფლებამოსილი ტვირთგამგზავნი

თუ არ არის საჭირო სატრანზიტო დეკლარაციის, როგორც სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის და საქონლის წარდგენა გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში იმ საქონლისთვის, რომელიც უფლებამოსილი ტვირთგამგზავნის მიერ უნდა მოექცეს ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურაში, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის, გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტი მიიღებს აუცილებელ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის 1-ლ, მე-2 და მე-3 ფურცლებზე დატანილი იყოს „T1“, „T2“ ან „T2F“ კოდები.

 

მუხლი 44

უფლებამოსილი ტვირთმიმღები

თუ საქონელი ჩადის კოდექსის 233(4)(b)-ე მუხლში მითითებული უფლებამოსილი პირის საქმიანობის ადგილზე, როგორც მითითებულია კოდექსის 233(4)(b)-ე მუხლში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უზრუნველყონ განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 315 -ე მუხლიდან გამონაკლისის სახით, რომ სარკინიგზო ტვირთის ზედდებულის მე-2 და მე –3 ფურცლები უშუალოდ უფლებამოსილ სარკინიგზო კომპანიის, ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ გადაეცეს დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტს.

 

მუხლი 45

ევროკავშირის სხვა სატრანზიტო პროცედურის გამოყენება, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის

იმ პირობით, თუ ევროკავშირის ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურაში მოქცეულ საქონელზე, გარანტირებულია:

(a) წევრ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, რომ განაგრძონ ევროკავშირის სხვა სატრანზიტო პროცედურის გამოყენება, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის, რომელიც უკვე დადგენილია ერთმანეთთან ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებით; და

(b) თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ განაგრძოს ევროკავშირის სხვა სატრანზიტო პროცედურის გამოყენება, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით რკინიგზით გადაზიდული საქონლისთვის, ისეთი საქონლის მიმართ, რომლის გადაადგილება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ არის მოთხოვნილი.

 

მუხლი 46

მანიფესტი, როგორც სატრანზიტო დეკლარაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით საჰაერო გზით გადაზიდული საქონლისთვის

1. ავიაკომპანიას შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ გამოიყენოს მანიფესტი, როგორც სატრანზიტო დეკლარაცია, როდესაც ის არსებითად შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის საერთაშორისო კონვენციის დანართი 9-ის დამატებაში 3 მოცემულ ფორმას.

2. 26 -ე მუხლში მითითებული ავტორიზაცია უნდა მიუთითებდეს მანიფესტის ფორმასა და გამგზავრების და დანიშნულების აეროპორტებს ევროკავშირის სატრანზიტო ოპერაციებისთვის.  26 -ე მუხლის შესაბამისად ავტორიზებული ავიაკომპანია უგზავნის ამ ავტორიზაციის დამოწმებულ ასლს თითოეული შესაბამისი აეროპორტის კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს.

3. თუ სატრანსპორტო ოპერაცია მოიცავს საქონელს, რომელიც გადაადგილდება ევროკავშირის გარე სატრანზიტო პროცედურის მიხედვით, კოდექსის 226 -ე მუხლის შესაბამისად ან საქონელს, რომელიც გადაადგილდება დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 188 -ე მუხლის შესაბამისად, ამ საქონლის ჩამოთვლა უნდა მოხდეს ცალკეულ მანიფესტზე.

 

მუხლი 47

ავიაკომპანიის მიერ განსახორციელებელი ფორმალობები

1. ავიაკომპანიამ მანიფესტში უნდა შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:

(a) კოდი „T1“, როდესაც საქონელი გადაადგილდება ევროკავშირის გარე სატრანზიტო პროცედურის შესაბამისად კოდექსის 226-ე მუხლის მიხედვით;

(b) კოდი „T2F“, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 188-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში.

(c) საქონლის გადამზიდავი ავიაკომპანიის დასახელება;

(d) რეისის ნომერი;

(e) რეისის თარიღი;

(f) გაგზავნის აეროპორტი და დანიშნულების აეროპორტი.

2. 1-ელ პუნქტში მოთხოვნილი ინფორმაციის გარდა, ავიაკომპანიამ თითოეულ ტვირთზე ამ მანიფესტში უნდა შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:

(a) საჰაერო გზით გადაზიდული საქონლის სასაქონლო ზედნადების ნომერი;

(b) შეფუთვების ნუმერაცია;

(c) საქონლის სავაჭრო აღწერა, მათი იდენტიფიკაციისათვის საჭირო ყველა მონაცემის ჩათვლით;

(d) ბრუტო მასა.

3. საქონლის დაჯგუფების შემთხვევაში, მათი აღწერა მანიფესტში ჩანაცვლდება, საჭიროების შემთხვევაში, ჩანაწერით „კონსოლიდაცია“, რომელიც შეიძლება შემოკლდეს. ასეთ შემთხვევაში საჰაერო გზით გადაზიდული საქონლის სასაქონლო ზედნადებებში უნდა შედიოდეს საქონლის სავაჭრო აღწერილობა, რომელიც უნდა შეიცავდეს მათი იდენტიფიკაციისთვის საჭირო ყველა მონაცემს. ეს სასაქონლო ზედნადებები თან უნდა დაერთოს მანიფესტს.

4. ავიაკომპანიამ უნდა დაათარიღოს და ხელი მოაწეროს მანიფესტს.

5. მანიფესტის სულ მცირე ორი ეგზემპლარი წარედგინება კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს გაგზავნის აეროპორტში, რომელიც იტოვებს ერთ ეგზემპლარს.

6. მანიფესტის ერთი ეგზემპლარი უნდა წარედგინოს კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს დანიშნულების აეროპორტში.

 

მუხლი 48

საჰაერო გზით გადაზიდული საქონლისთვის ქაღალდზე ამობეჭდილი სატრანზიტო დეკლარაციის სახით გამოყენებული მანიფესტის ნუსხების გადამოწმება

1. თვეში ერთხელ, თითოეული დანიშნულების აეროპორტის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანომ უნდა დაამოწმოს ავიაკომპანიების მიერ შედგენილი მანიფესტების სია, რომელიც წარდგენილ იქნა ამ ორგანოებისთვის წინა თვის განმავლობაში და გადასცემს მას საბაჟო ორგანოებს გაგზავნის თითოეულ აეროპორტში.

2. ეს სია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას თითოეული მანიფესტისთვის:

(a) მანიფესტის ნომერი;

(b) კოდი, რომელიც ახდენს მანიფესტის, როგორც სატრანზიტო დეკლარაციის იდენტიფიცირებას 47(1)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად;

(c) ავიაკომპანიის დასახელება, რომელმაც მოახდინა ტვირთის გადაზიდვა;

(d) რეისის ნომერი; და

(e) რეისის თარიღი.

3. ავტორიზაცია, როგორც მითითებულია 26-ე მუხლში, შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს, რომ თავად ავიაკომპანიებს შეეძლოთ 1-ლ პუნქტში მითითებული სიის გადაცემა თითოეული გაგზავნის აეროპორტის კომპეტენტური საბაჟო ორგანოებისათვის.

4. სიაში არსებული მანიფესტის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დანიშნულების აეროპორტის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანომ უნდა აცნობოს გაგზავნის აეროპორტის კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს და კომპეტენტურ საბაჟო ორგანოს, რომელმაც გასცა ავტორიზაცია, შესაბამისი საქონლის სასაქონლო ზედნადებებზე კონკრეტული მითითებით.

 

მუხლი 49

მანიფესტი, როგორც სატრანზიტო დეკლარაცია სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის, რომელიც ხორციელდება ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტების საშუალებით ზღვით გადაზიდული საქონლისთვის

1. 26 -ე მუხლის შესაბამისად ავტორიზებული საზღვაო გადაზიდვის კომპანია იყენებს მანიფესტს, როგორც ავტორიზაციაში მითითებულ ფორმაში მოცემულ სატრანზიტო დეკლარაციას.

2. ავტორიზაციაში მითითებული უნდა იყოს გასვლისა და დანიშნულების პორტები ევროკავშირის სატრანზიტო ოპერაციებისთვის. 26 -ე მუხლის შესაბამისად ავტორიზებული საზღვაო გადამზიდავი კომპანია უგზავნის ავტორიზაციის დამოწმებულ ასლს თითოეული შესაბამისი პორტის საბაჟო ორგანოებს.

3. თუ სატრანსპორტო ოპერაცია მოიცავს საქონელს, რომელიც გადაადგილდება ევროკავშირის გარე სატრანზიტო პროცედურის მიხედვით, კოდექსის 226 -ე მუხლის შესაბამისად ან საქონელს, რომელიც გადაადგილდება დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 188 -ე მუხლის შესაბამისად, ეს საქონელი უნდა იყოს ჩამოთვლილი ცალკეულ მანიფესტზე.

 

მუხლი 50

საზღვაო გადამზიდავი კომპანიის მიერ განსახორციელებელი ფორმალობები

1. საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ მანიფესტში უნდა შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:

(a) კოდი „T1“, როდესაც საქონელი მოძრაობს ევროკავშირის გარე სატრანზიტო პროცედურის შესაბამისად კოდექსის 226-ე მუხლის მიხედვით;

(b) კოდი „T2F“, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 188-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში;

(c) საქონლის საზღვაო გადამზიდავი კომპანიის დასახელება და სრული მისამართი;

(d) ხომალდის სახეობა;

(e) გასვლის პორტი;

(f) დანიშნულების პორტი;

(g) საზღვაო სატრანსპორტო ოპერაციის თარიღი.

2. 1-ელ პუნქტში მოთხოვნილი ინფორმაციის გარდა, საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ თითოეულ ტვირთზე ამ მანიფესტში უნდა შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:

(a) კონოსამენტის ნომერი;

(b) შეფუთვების ნომერი, სახეობა, ეტიკეტები და შეფუთვების საიდენტიფიკაციო ნომრები;

(c) საქონლის სავაჭრო აღწერა, მისი იდენტიფიკაციისათვის საჭირო ყველა მონაცემის ჩათვლით;

(d) ბრუტო მასა;

(e) საჭიროების შესაბამისად, კონტეინერების საიდენტიფიკაციო ნომერი.

3. საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ უნდა დაათარიღოს მანიფესტი და ხელი მოაწეროს მას.

4.  მანიფესტის სულ მცირე ორი ეგზემპლარი წარედგინება კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს გასვლის პორტში, რომელიც იტოვებს ერთ ეგზემპლარს.

5. მანიფესტის ერთი ეგზემპლარი უნდა წარედგინოს კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს დანიშნულების პორტში.

 

მუხლი 51

ზღვით გადაზიდული საქონლისთვის ქაღალდზე ამობეჭდილი სატრანზიტო დეკლარაციის სახით გამოყენებული მანიფესტების სიების გადამოწმება

1. თვეში ერთხელ, დანიშნულების პორტის თითოეულმა კომპეტენტურმა საბაჟო ორგანომ უნდა დაამოწმოს საზღვაო გადამზიდავი კომპანიების მიერ შედგენილი მანიფესტების სია, რომლებიც წარდგენილ იქნა ამ ორგანოსთვის წინა თვის განმავლობაში და უნდა გადასცეს იგი კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს გასვლის თითოეულ პორტში.

2. ეს სია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას თითოეული მანიფესტისთვის:

(a) მანიფესტის ნომერი;

(b) კოდი, რომელიც ახდენს მანიფესტის, როგორც სატრანზიტო დეკლარაციის იდენტიფიცირებას 50(1)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად;

(c) საქონლის გადამტანი საზღვაო გადამზიდავი კომპანიის დასახელება; და

(d) საზღვაო სატრანსპორტო ოპერაციის თარიღი.

3. ავტორიზაცია, როგორც მითითებულია 26-ე მუხლში, შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს, რომ თავად საზღვაო გადამზიდავ კომპანიებს შეეძლოთ 1-ელ პუნქტში მითითებული სიის გადაცემა გამგზავრების პორტის თითოეული კომპეტენტური საბაჟო ორგანოსთვის.

4. სიაში არსებული მანიფესტის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, დანიშნულების პორტის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანომ უნდა აცნობოს გასვლის პორტის კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს და კომპეტენტურ საბაჟო ორგანოს, რომელმაც გასცა ავტორიზაცია, შესაბამისი საქონლის კონოსამენტზე კონკრეტული მითითებით.

 

მუხლი 52

ელექტრონული მანიფესტი, როგორც სატრანზიტო დეკლარაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის, საჰაერო გზით გადაზიდული საქონლისთვის

1. ავიაკომპანია გადასცემს გაგზავნის აეროპორტს დანიშნულების აეროპორტში შედგენილ მანიფესტს ელექტრონული სისტემის გამოყენებით, რომელიც იძლევა ინფორმაციის გაცვლის საშუალებას.

2. ავიაკომპანიამ მანიფესტში მოცემული შესაბამისი სასაქონლო ერთეულების გვერდით უნდა შეიტანოს ერთ-ერთი შემდეგი კოდი:

(a) „T1“, როდესაც საქონელი გადაადგილდება ევროკავშირის გარე სატრანზიტო პროცედურის შესაბამისად კოდექსის 226-ე მუხლის მიხედვით;

(b) „T2F“, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 188-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში;

(c) „TD“ საქონლისთვის, რომელიც უკვე გადაადგილდება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის შესაბამისად ან გადაზიდვა ხდება შიდა გადამუშავების, საბაჟო საწყობის ან დროებით შემოტანის პროცედურის მიხედვით. ასეთ შემთხვევებში ავიაკომპანიამ ასევე უნდა შეიტანოს კოდი „TD“ შესაბამის სასაქონლო ზედნადებში, ასევე უნდა მიუთითოს სატრანზიტო დეკლარაციის ან სატრანსფერო დოკუმენტის ნომერი და თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება;

(d) „C“ ევროკავშირის საქონელი, რომელიც არ გადაადგილდება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მიხედვით;

(e) „X“ ევროკავშირის საექსპორტო საქონელი, რომელიც არ გადაადგილდება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მიხედვით.

3. მანიფესტი ასევე უნდა შეიცავდეს 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის (c)-(f) ქვე-პუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4. ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურა დასრულებულად ჩაითვლება, როდესაც ელექტრონული სისტემით გადაცემული მანიფესტი, რომელიც ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა, ხელმისაწვდომი იქნება დანიშნულების აეროპორტის კომპეტენტური საბაჟო ორგანოებისთვის და მათ წარედგინება საქონელი.

5. ავიაკომპანიის მიერ წარმოებული ჩანაწერები, 29 (1) (b) მუხლის შესაბამისად, უნდა შეიცავდეს სულ მცირე მე- 2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ინფორმაციას.

საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულების აეროპორტის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანოებმა გაგზავნის აეროპორტის კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს გადამოწმების მიზნით უნდა გადასცენ ელექტრონული სისტემის მიერ მიღებული მანიფესტის შესაბამისი მონაცემები, რაც იძლევა ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას.

6. ავიაკომპანიამ კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს უნდა აცნობოს ყველა სამართალდარღვევისა და ხარვეზის შესახებ.

7. დანიშნულების აეროპორტის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანოებმა გაგზავნის აეროპორტის კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს და ავტორიზაციის გამცემ კომპეტენტურ საბაჟო ორგანოს შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობოს ყველა სამართალდარღვევისა და ხარვეზის შესახებ.

 

მუხლი 53

ელექტრონული მანიფესტი, როგორც სატრანზიტო დეკლარაცია ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის გამოყენებისთვის ზღვით გადაზიდული საქონლისთვის

1. საზღვაო გადამზიდავი კომპანია გამგზავრების პორტში შედგენილ მანიფესტს დანიშნულების პორტში აგზავნის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, რაც იძლევა ინფორმაციის გაცვლის საშუალებას.

2. საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს ერთიანი მანიფესტი ყველა გადაზიდული საქონლისთვის. ასეთ შემთხვევაში, მანიფესტში მოცემული შესაბამისი სასაქონლო ერთეულების გვერდით მან უნდა შეიტანოს ერთ-ერთი შემდეგი კოდი:

(a) „T1“, როდესაც საქონელი გადაადგილდება ევროკავშირის გარე სატრანზიტო პროცედურის შესაბამისად კოდექსის 226-ე მუხლის მიხედვით;

(b) „T2F“, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 188-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში;

(c) „TD“ საქონლისთვის, რომელიც უკვე გადაადგილდება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის შესაბამისად ან გადაზიდვა ხდება შიდა გადამუშავების, საბაჟო საწყობის ან დროებით შემოტანის პროცედურის მიხედვით. ასეთ შემთხვევებში საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ ასევე უნდა შეიტანოს კოდი „TD“ შესაბამის კონოსამენტში ან სხვა შესაბამის კომერციულ დოკუმენტში ასევე უნდა მიუთითოს სატრანზიტო დეკლარაციის ან სატრანსფერო დოკუმენტის ნომერი და თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება;

(d) „C“ ევროკავშირის საქონელი, რომელიც არ გადაადგილდება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მიხედვით;

(e) „X“ ევროკავშირის საექსპორტო საქონელი, რომელიც არ გადაადგილდება ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურის მიხედვით.

3. მანიფესტი ასევე უნდა შეიცავდეს 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის (c)-(d) ქვე-პუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4. ევროკავშირის სატრანზიტო პროცედურა დასრულებულად ჩაითვლება, როდესაც ელექტრონული სისტემით გადაცემული მანიფესტი, რომელიც ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა, ხელმისაწვდომი იქნება დანიშნულების პორტის კომპეტენტური საბაჟო ორგანოებისათვის და მათ წარედგინება საქონელი.

5. საზღვაო გადაზიდვის კომპანიის მიერ წარმოებული ჩანაწერები 29 (1) (b) მუხლის შესაბამისად უნდა შეიცავდეს სულ მცირე  მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ინფორმაციას.

საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულების პორტის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანოებმა გაგზავნის პორტის კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს გადამოწმების მიზნით უნდა გადასცენ ელექტრონული სისტემით მიღებული მანიფესტის შესაბამისი მონაცემები, რაც იძლევა ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას.

6. საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ უნდა აცნობოს კომპეტენტურ საბაჟო ორგანოს ყველა სამართალდარღვევისა და ხარვეზის შესახებ.

დანიშნულების პორტის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანოებმა გაგზავნის პორტის კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს და ავტორიზაციის გამცემ კომპეტენტურ საბაჟო ორგანოს შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობოს ყველა სამართალდარღვევისა და ხარვეზის შესახებ.

 

თავი 7

ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ გატანილი საქონელი

 

მუხლი 54

საქონლის გატანა

ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (UCC) ექსპორტის ავტომატიზებული სისტემის (AES) შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან მონაცემთა დამუშავების ელექტრონული მეთოდისგან განსხვავებული საშუალებების გამოყენება ინფორმაციის გაცვლისა და შენახვისთვის, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან.

თავი 8

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 55

დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 შესწორებები

დელეგირებული რეგულაცია (EU) 2015/2446 შესწორებულია შემდეგი სახით:

(1) მე-2 მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტები:

„3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, ტარიფის განსაზღვრის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის (“BTI”) სისტემის და „ზედამხედველობა 2“ სისტემის განახლების პირველი ეტაპის დაწყების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, წინამდებარე რეგულაციის დანართი A-ს 1a სვეტი არ გამოიყენება და გამოიყენება შესაბამისი მონაცემების მიმართ მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია კომისიის მიერ დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 (*) დანართებში 2-დან - 5-მდე.

ამ მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სისტემის განახლების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, წინამდებარე რეგულაციის დანართის  A სვეტი 2 არ გამოიყენება და გამოიყენება შესაბამისი მონაცემების მიმართ მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია კომისიის მიერ დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 (*) დანართში 6 და დანართში 7-ში.

4. ამ მუხლის  მე-2 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 დანართში 1 ჩამოთვლილი საინფორმაციო ტექნოლოგიების IT სისტემებისთვის, განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების განახლების დაწყების შესაბამის თარიღებამდე, წინამდებარე რეგულაციის დანართში B მოცემული საერთო მონაცემების მიმართ მოთხოვნები არ გამოიყენება.

დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 დანართში 1 ჩამოთვლილი საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სისტემებისთვის, განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული შესაბამისი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების განახლების ან შემოღების შესაბამის თარიღებამდე, დეკლარაციებისათვის, შეტყობინებებისთვის და საბაჟო სტატუსის დამოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცვლა და შენახვა ექვემდებარება მონაცემთა მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 დანართში 9.

თუ დეკლარაციებისთვის, შეტყობინებებისა და საბაჟო სტატუსის დადასტურებისთვის საჭირო ინფორმაციის გაცვლისა და შენახვისთვის მონაცემების მოთხოვნები არ არის განსაზღვრული დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 დანართში 9, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შესაბამისი მონაცემების მოთხოვნები იყოს იმ დებულებების გამოყენების გარანტია, რომლებიც არეგულირებს ამ დეკლარაციებს, შეტყობინებებს და საბაჟო სტატუსის მტკიცებულებას.

5. ევროკავშირის საბაჟო კოდექსის საბაჟო გადაწყვეტილებების სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ წინამდებარე რეგულაციის A დანართში განსაზღვრული მონაცემების მოთხოვნების შესაბამისი ალტერნატიული მონაცემების მოთხოვნები უნდა გამოიყენებოდეს შემდეგ განცხადებებთან და ავტორიზაციებთან დაკავშირებით:

(a) განცხადებები და ავტორიზაციები, რომლებიც დაკავშირებულია თანხების განსაზღვრის გამარტივებასთან, რომელიც ნაწილია საქონლის საბაჟო ღირებულებისა;

(b) განცხადებები და ავტორიზაციები, რომლებიც დაკავშირებულია სრულ ყოვლისმომცველ გარანტიასთან;

(c) განცხადებები და ავტორიზაციები გადავადებული გადახდისათვის;

(d) განცხადებები და ავტორიზაციები დროებითი შენახვის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, როგორც მითითებულია კოდექსის 148-ე მუხლში;

(e) განცხადებები და ავტორიზაციები გადაზიდვასთან დაკავშირებული რეგულარული მომსახურებისთვის;

(f) განცხადებები და ავტორიზაციები უფლებამოსილი გამცემისთვის;

(g) განცხადებები და ავტორიზაციები ავტორიზებული ბანანების ამწონის სტატუსისთვის;

(h) განცხადებები და ავტორიზაციები თვითშეფასებისათვის;

(i) განცხადებები და ავტორიზაციები ტვირთის უფლებამოსილი მიმღების სტატუსისთვის TIR -- ოპერაციებისთვის;

(j) განცხადებები და ავტორიზაციები უფლებამოსილი ტვირთგამგზავნის სტატუსისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტისთვის;

(k) განცხადებები და ავტორიზაციები უფლებამოსილი ტვირთმიმღების სტატუსისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტისთვის;

(l) განცხადებები და ავტორიზაციები სპეციალური ტიპის ბეჭდების გამოყენებისთვის;

(m) განცხადებები და ავტორიზაციები სატრანზიტო დეკლარაციის გამოყენებისთვის შემცირებული მონაცემთა კრებულით;

(n) განცხადებები და ავტორიზაციები საბაჟო დეკლარაციის სახით ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტის გამოყენებისათვის.

6. როდესაც წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს მე-5 პუნქტის შესაბამისად, რომ უნდა იყოს გამოყენებული მონაცემთა ალტერნატიული მოთხოვნები, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მონაცემების ამ ალტერნატიულმა მოთხოვნებმა საშუალება მისცეს წევრ სახელმწიფოს გადაამოწმოს, რომ ავტორიზაციის მინიჭების შესაბამისი პირობები შესრულებულია და რომ ისინი მოიცავს მინიმუმ შემდეგ მოთხოვნებს:

(a) ავტორიზაციისათვის განმცხადებლის/ავტორიზაციის მფლობელის ვინაობა (მონაცემთა ელემენტი 3/2 განმცხადებელი /ავტორიზაციის მფლობელი ან გადაწყვეტილების იდენტიფიკაცია ან, როდესაც განმცხადებლის მოქმედი ნომერი ეკონომიკური ოპერატორების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სისტემაში არ არსებობს, მონაცემთა ელემენტი 3/1 განმცხადებელი/ავტორიზაციის ან გადაწყვეტილების მფლობელი);

(b) განცხადების ან ავტორიზაციის ტიპი (მონაცემთა ელემენტი 1/1 განცხადების/გადაწყვეტილების კოდის ტიპი);

(c) ავტორიზაციის გამოყენება ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში (მონაცემთა ელემენტი 1/4 გეოგრაფიულ სივრცეში მოქმედება - ევროკავშირი), საჭიროების შემთხვევაში.

7. ევროკავშირის საბაჟო კოდექსის საბაჟო გადაწყვეტილებების სისტემის შემოღების თარიღამდე, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ დაუშვან, რომ დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 დანართში 12 მოცემული მოთხოვნები განცხადებისა და ავტორიზაციებისთვის გამოყენებულ იქნეს წინამდებარე რეგულაციის დანართში A მოცემული მონაცემების მოთხოვნების ნაცვლად შემდეგი პროცედურებისათვის:

(a) განცხადებები და ავტორიზაციები გამარტივებული დეკლარაციის გამოყენებისთვის;

(b) განცხადებები და ავტორიზაციები ცენტრალიზებული გაფორმებისთვის;

(c) განცხადებები და ავტორიზაციები დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების შეტანისათვის;

(d) განცხადებები და ავტორიზაციები შიდა გადამუშავებაში გამოყენებისთვის;

(e) განცხადებები და ავტორიზაციები საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების გამოყენებისთვის;

(f) განცხადებები და ავტორიზაციები მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისთვის;

(g) განცხადებები და ავტორიზაციები დროებითი შემოტანის გამოყენებისთვის;

(h) განცხადებები და ავტორიზაციები საბაჟო დასაწყობებისთვის შესანახი ობიექტების ფუნქციონირებისათვის;

8.  მე-7 პუნქტის მიუხედავად, ევროკავშირის საბაჟო კოდექსის ავტომატიზებული საექსპორტო სისტემის (AES) შემოღების თარიღამდე ან იმპორტის ეროვნული სისტემების განახლებამდე, როდესაც ავტორიზაციის შესახებ განცხადება დამოკიდებულია საბაჟო დეკლარაციაზე, წინამდებარე რეგულაციის 163 (1)-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაცია ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

(a) მონაცემთა მიმართ მოთხოვნები, რომლებიც საერთოა ყველა პროცედურისათვის:

— საქონლის დამუშავების ან გამოყენების ხასიათი;

—საქონლის ან/და გადამუშავებული პროდუქციის ტექნიკური აღწერილობა და მათი იდენტიფიკაციის საშუალებები;

— დაცლის სავარაუდო პერიოდი;

— დაცლის სავარაუდო პუნქტი ( არა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისთვის); და

— გამოყენების ან დამუშავების ადგილი.

(b) მოთხოვნები კონკრეტული მონაცემების მიმართ შიდა გადამუშავების მიზნით:

— დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 დანართში 12 მითითებული ეკონომიკური პირობების კოდები;

— საქონლის გამოსავლიანობის ნორმის სავარაუდო მაჩვენებელი ან მეთოდი, რომლითაც ეს მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს; და

— უნდა მოხდეს თუ არა იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება კოდექსის 86 - ე მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად (მიუთითეთ „დიახ" ან „არა").

(*) კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის დელეგირებული რეგულაცია (EU) 2016/341, რომელიც ემატება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას (EU) No 952/2013 ევროკავშირის საბაჟო კოდექსის ცალკეული დებულებების გარდამავალ წესებთან დაკავშირებით, როდესაც შესაბამისი ელექტრონული სისტემები ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს და რომლითაც შესწორება შეაქვს დელეგირებულ რეგულაციაში (EU) 2015/2446 (ოფიციალური ჟურნალი L 69, 15.03.2016, გვ. 1).’;"

(2)  მე-3 მუხლში დამატებულია შემდეგი პუნქტები:

„პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, EORI სისტემის განახლების თარიღამდე, რომელიც გათვალისწინებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართით, არ იქნება გამოყენებული დანართში 12-01 განსაზღვრულ მონაცემთა მიმართ საერთო მოთხოვნები.

ეკონომიკური ოპერატორების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სისტემის (EORI) განახლების თარიღამდე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეაგროვონ და შეინახონ შემდეგი მონაცემები, როგორც ეს მოცემულია დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341დანართის 9 დანართში E, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკური ოპერატორების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სისტემის (EORI) ჩანაწერს:

(a) დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 დანართის 9 დანართის E 1 -დან მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები;

(b) ეროვნული სისტემების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2016/341 დანართის 9 დანართის E მე-5 -დან მე-12 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები.

წევრმა სახელმწიფოებმა რეგულარულად უნდა ატვირთონ ამ მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად შეგროვებული მონაცემები ეკონომიკური ოპერატორების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის (EORI) სისტემაში.

ამ მუხლის მეორე და მესამე პუნქტიდან გამონაკლისის სახით, წევრი სახელმწიფოებისათვის არჩევითი იქნება მონაცემების ელემენტის შეგროვება, რომელიც ჩამოთვლილია დანართის 12-01 კარის 1, თავის 3, მე-4 პუნქტში. სადაც აღნიშნული ელემენტი გროვდება წევრი სახელმწიფოების მიერ, ის უნდა აიტვირთოს ეკონომიკური ოპერატორების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის (EORI) სისტემაში მისი განახლებისთანავე.";

(3) 104-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტები:

„3. განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული იმპორტის კონტროლის სისტემის განახლების თარიღამდე, ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება და საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენა უქმდება საფოსტო ტვირთების მიმართ;

4. იმპორტის კონტროლის სისტემის განახლების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება უქმდება სასაქონლო პარტიაში შემავალი იმ საქონლისთვის, რომლის ნამდვილი ღირებულება არ აღემატება 22 ევროს, იმ პირობით, თუ საბაჟო ორგანოები თანახმა იქნებიან, რომ ეკონომიკურ ოპერატორთან შეთანხმებით, განახორციელონ რისკების ანალიზი იმ ინფორმაციის გამოყენებით, რომელსაც შეიცავს ეკონომიკურ ოპერატორის მიერ გამოყენებული სისტემა ან მიწოდებულია ეკონომიკური ოპერატორის მიერ გამოყენებული სისტემის მიერ.";

(4) 106-ე მუხლს დამატებულია შემდეგი პუნქტი:

„3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებიდან გამონაკლისის სახით, იმპორტის კონტროლის სისტემის განახლებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწვეტილების 2014/255/EU დანართში, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცია უნდა იყოს წარდგენილი შემდეგ ვადებში:

(a) ოთხ საათზე ნაკლები ხანგრძლივობის საჰაერო რეისებისთვის, არაუგვიანეს საჰაერო ხომალდის ფაქტობრივი გამგზავრების დროისა; და

(b)ოთხი საათის ან მეტი ხანგრძლივობის საჰაერო რეისებისთვის, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე პირველ აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოსვლამდე არაუგვიანეს ოთხი საათისა.";

(5) 112-ე მუხლში დამატებულია შემდეგი პუნქტი:

„3. განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული იმპორტის კონტროლის სისტემის განახლების თარიღებამდე, წინამდებარე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ გამოიყენება.";

(6) 113-ე მუხლში დამატებულია შემდეგი პუნქტი:

„4. განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული იმპორტის კონტროლის სისტემის განახლების თარიღებამდე, წინამდებარე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები არ გამოიყენება.";

(7) ჩამატებულია შემდეგი 122a მუხლი:

 

„მუხლი 122a

RSS საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემა

(კოდექსის 155 (2) - ე მუხლი)

1. ევროკავშირის საბაჟო კოდექსის საბაჟო გადაწყვეტილებების სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, კომისიასა და წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა, რეგულარული გადაზიდვის სამსახურების ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის გამოყენებით, უნდა შეინახონ და იქონიონ წვდომა შემდეგ ინფორმაციაზე:

(a) განცხადებების მონაცემები;

(b) რეგულარული გადაზიდვის სამსახურების ნებართვები და საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორების შეტანა ან მათი გაუქმება;

(c) დანიშნულების პორტების დასახელებები და სამსახურისთვის გამოყოფილი ხომალდების დასახელებები;

(d) ყველა დანარჩენი შესაბამისი ინფორმაცია.

2. იმ წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოებმა, რომელთა მიმართაც გაკეთდა განცხადება, უნდა შეატყობინონ სხვა წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გადაზიდვის მომსახურებით, რეგულარული გადაზიდვის სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით, რომელიც მითითებულია 1-ლ პუნქტში.

3. თუ საბაჟო ორგანოებმა, რომელთაც გაეგზავნათ შეტყობინება, უარი თქვეს განცხადებაზე, იგი უნდა გადაეცეს რეგულარული გადაზიდვის სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით, რომელიც მითითებულია 1-ელ პუნქტში.

4. რეგულარული გადაზიდვის სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც მითითებულია 1-ელ პუნქტში, გამოიყენება ავტორიზაციის შესანარჩუნებლად და იმისათვის, რომ ეცნობოს წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გადაზიდვის სამსახურით, ავტორიზაციის გაცემის შესახებ.

5. თუ ავტორიზაცია გაუქმებულია საბაჟო ორგანოს მიერ, რომლის მიმართაც გაკეთდა განცხადება, ან გადამზიდავი სამსახურის მოთხოვნით, ამ საბაჟო ორგანომ გაუქმების შესახებ უნდა შეატყობინოს სხვა წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არის გადაზიდვის მომსახურებით, რეგულარული გადაზიდვის სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით, რომელიც მითითებულია 1-ელ პუნქტში.

(8) 124-ე მუხლს დაემატება შემდეგი პუნქტი:

განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული ევროკავშირის საბაჟო კოდექსის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS) სისტემის შემოღების თარიღებამდე, წინამდებარე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ გამოიყენება.";

(9) ჩამატებულია შემდეგი 124a მუხლი:

 

„მუხლი 124a

ცნობა ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ „T2L“ ან "T2LF“ დოკუმენტის საშუალებით

(კოდექსის მე- 6(3)(a) მუხლი)

ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (PoUS) სისტემის შემოღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში და როდესაც ქაღალდზე ამობეჭდილი T2L’ ან ‘T2LF’ დოკუმენტია გამოყენებული, გამოიყენება შემდეგი პირობები:

(a) შესაბამისმა პირმა უნდა შეიყვანოს „T2L“ ან „T2LF“ფორმის მარჯვენა მხარეს, გრაფა 1-ის ქვედანაყოფში და „T2Lbis“ ან „T2LFbis“ ყველა გამოყენებული ფურცლის გაგრძელების მარჯვენა მხარეს გრაფა 1-ის ქვედანაყოფში.

(b) საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ ნებისმიერ პირს მიანიჭონ ავტორიზაცია, რათა ამ უკანასკნელმა გამოიყენოს დატვირთული საქონლის ჩამონათვალი, რომელიც არ აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, როდესაც:

— ეს პირები დაფუძნებულნი არიან ევროკავშირში;

— ეს პირები რეგულარულად გასცემენ ცნობას ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ, ან რომლის საბაჟო ორგანოებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ კანონიერი ვალდებულებები ამ ცნობების გამოყენებისათვის;

— ამ პირებს არ ჩაუდენიათ რაიმე მძიმე ან განმეორებითი სამართალდარღვევა საბაჟო ან საგადასახადო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

(c) (b) პუნქტში მითითებული ავტორიზაცია უნდა მიენიჭოს მხოლოდ მაშინ, როდესაც:

— საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ პროცედურის ზედამხედველობა და კონტროლის განხორციელება ადმინისტრაციული ძალისხმევის გარეშე, რომელიც არ არის პროპორციული შესაბამისი პირის მოთხოვნებისა, და

— შესაბამისი პირი აწარმოებს ჩანაწერებს, რომელიც საშუალებას აძლევს საბაჟო ორგანოებს, განახორციელონ ქმედითი კონტროლი.

(d) "T2L“ ან „T2LF“ დოკუმენტი უნდა იქნეს შედგენილი მხოლოდ ერთ ორიგინალ პირად.

(e) საბაჟოს მიერ ინდოსირების შემთხვევაში იგი უნდა შეიცავდეს შემდეგს, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა ჩაიწეროს „C“ გრაფაში. გასვლის პუნქტი:

— „T2“’ ან „T2LF“ დოკუმენტების შემთხვევაში, კომპეტენტური პუნქტის დასახელება და შტამპი, აღნიშნული პუნქტის თანამდებობის პირის ხელმოწერა, ინდოსამენტის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი ან გასვლის დეკლარაციის ნომერი, როდესაც აღნიშნული მოითხოვება;

— ფურცლების გაგრძელების ან დატვირთული საქონლის ჩამონათვალების შემთხვევაში, ნომერი, რომელიც აღინიშნება „T2L“’ან „T2LF“დოკუმენტზე, რომელიც უნდა იქნეს შეტანილი შტამპის საშუალებით, მათ შორის კომპეტენტური პუნქტის დასახელება, ან შეტანილი უნდა იყოს ხელით; როდესაც იგი შეტანილია ხელით, მას თან უნდა ერთოდეს აღნიშნული პუნქტის ოფიციალური შტამპი.

დოკუმენტი უნდა დაუბრუნდეს შესაბამის პირს.“;

(10) 126-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„3. ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწვეტილების 2014/255/EU დანართში, საბაჟოს მიერ ინდოსირების შემთხვევაში, ინდოსამენტი უნდა მოიცავდეს კომპეტენტური საბაჟო პუნქტის დასახელებას და შტამპს, ამ პუნქტის თანამდებობის პირის ხელმოწერას, ინდოსირების თარიღს და რეგისტრაციის ნომერს, ან გაგზავნის დეკლარაციის ნომერს, სადაც მოთხოვნილია ასეთი დეკლარაცია.“;

(11) ჩამატებულია შემდეგი 126a მუხლი:

 

„მუხლი 126a

ცნობა ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ საზღვაო გადამზიდავი კომპანიის მანიფესტის წარდგენით

(კოდექსის 6(3)(a)-ე მუხლი)

1. ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწვეტილების 2014/255/EU დანართში, გადამზიდავი კომპანიის მანიფესტში უნდა შედიოდეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

(a) საზღვაო გადამზიდავი კომპანიის დასახელება და სრული მისამართი;

(b) ხომალდის დასახელება;

(c) დატვირთვის ადგილი და თარიღი;

(d) გადმოტვირთვის ადგილი.

თითოეული ტვირთისათვის მანიფესტი ასევე უნდა შეიცავდეს:

(e) მითითებას კონოსამენტზე ან სხვა კომერციულ დოკუმენტზე;

(f) ფუთების ნომერს, აღწერას, აღნიშვნებს და საცნობარო ნომრებს;

(g) საქონლის სავაჭრო სახელწოდებას, რომელშიც შედის საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიკაცია;

(h) ბრუტო მასა კილოგრამებში;

(i) კონტეინერის საიდენტიფიკაციო ნომრები, არსებობის შემთხვევაში; და

(j) შემდეგი ჩანაწერები საქონლის სტატუსისთვის:

— ასო-ბგერა „C“ (რომელიც ეკვივალენტურია „T2L“-ისა) საქონლისთვის, რომლის ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსის დემონსტრირება შესაძლებელია,

— ასო-ბგერა „F“ (ეკვივალენტურია „T2LF’-ისა) საქონლისათვის, რომლის ევროკავშირის საქონლის სტატუსის დემონსტრირება შესაძლებელია, რომელიც გაგზავნილია ან წარმოშობილია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც დირექტივის 2006/112/EC დებულებები არ გამოიყენება,

— ასო-ბგერა „N“ ყველა სხვა საქონლისთვის.

2. საბაჟოს მიერ ინდოსირების შემთხვევაში საზღვაო გადამზიდავი კომპანიის მანიფესტში უნდა შევიდეს კომპეტენტური საბაჟო პუნქტის დასახელება და შტამპი, აღნიშნული პუნქტის თანამდებობის პირის ხელმოწერა და ინდოსირების თარიღი.“;

(12) 128-ე მუხლში შევიდა შემდეგი შესწორება

(a) სათაური შეიცვალა შემდეგით:

„უფლებამოსილი მოთხოვნის გამცემის მიერ დამადასტურებელი საშუალების გაცემის ხელშეწყობა“

(b) მე-2 პუნქტი შეიცვალა შემდეგით:

„2. ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, ყველა წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მიანიჭონ ავტორიზაცია ნებისმიერ პირს, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე და რომელიც ითხოვს ავტორიზაციას იმისათვის, რომ მიანიჭოს ავტორიზაცია ევროკავშირის საქონლისთვის საბაჟო სტატუსის მისანიჭებლად, ანგარიშფაქტურის ან სატრანსპორტო დოკუმენტის მეშვეობით, რომელიც შეეხება საბაჟო სტატუსის მქონე ევროკავშირის საქონელს, რომლის ღირებულება აჭარბებს 15000 ევროს, ან „T2L“ ან „T2LF“ დოკუმენტის ან საზღვაო გადამზიდავი კომპანიის მანიფესტის საშუალებით, რათა ეს დოკუმენტები გამოყენებულ იქნეს ინდოსირებისთვის კომპეტენტური საბაჟო პუნქტისთვის მათი წარდგენის გარეშე."

(c) დამატებულია შემდეგი პუნქტები:

„3. 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებული ავტორიზაცია უნდა გაიცეს კომპეტენტური საბაჟო პუნქტის მიერ შესაბამისი პირის მოთხოვნით.

4. მე-2 პუნქტში მითითებული ავტორიზაციის მინიჭება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც:

(a) შესაბამის პირს არ ჩაუდენია რაიმე მძიმე ან განმეორებითი დანაშაული საბაჟო ან საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით.

(b) კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გააკონტროლონ პროცედურა და განახორციელონ კონტროლი ადმინისტრაციული ძალისხმევის გარეშე, რომელიც დაინტერესებული პირის მოთხოვნების არაპროპორციულია.

(c) დაინტერესებული პირი აწარმოებს ჩანაწერებს, რაც საბაჟო ორგანოებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ეფექტური კონტროლი; და

(d) შესაბამისი პირი რეგულარულად გასცემს ცნობას ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ, ან რომლის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანოებმა იციან, რომ მას შეუძლია შეასრულოს კანონიერი ვალდებულებები აღნიშნული ცნობების გამოყენებისათვის.

5. როდესაც შესაბამის პირს მინიჭებული აქვს აეო-ს (ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის) სტატუსი კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის (a), (b) დან (c) ქვე-პუნქტებში ჩამოთვლილი პირობები მიიჩნევა შესრულებულად.“;

(13) დაემატოს მუხლები 129a-დან 129d -მდე:

 

მუხლი 129a

უფლებამოსილი გამცემის მიერ „T2L“ ან „T2LF“ დოკუმენტის, ანგარიშფაქტურის ან სატრანსპორტო დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული ფორმალური მხარეები

(კოდექსის მე- 6(3)(a) მუხლი)

1. ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, უფლებამოსილ გამცემმა უნდა გადაიღოს თითოეული გაცემული „T2L“ ან „T2LF“ დოკუმენტის ასლი. საბაჟო ორგანოებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ პირობები, რომელთა მიხედვითაც ასლის წარდგენა უნდა მოხდეს კონტროლის მიზნით და უნდა შენარჩუნდეს არანაკლებ სამი წლის განმავლობაში.

2. 182(2)-ე მუხლში მითითებული ავტორიზაცია, კერძოდ, უნდა განსაზღვრავდეს:

(a) საბაჟო პუნქტს, რომელსაც გადაეცა პასუხისმგებლობა შესაბამისი დოკუმენტების შედგენისთვის გამოყენებული „T2L“ ან „T2LF“ ფორმების წინასწარი დამოწმებისთვის, 129b(1)-ე მუხლის მიზნებისათვის;

(b) წესს, რომლითაც უფლებამოსილმა გამცემმა უნდა დაადგინოს, რომ ფორმები გამოყენებული იყო სათანადო წესით;

(c) საქონლის გამორიცხულ კატეგორიებს ან საქონლის გადაადგილებას;

(d) პერიოდს, რომლის განმავლობაშიც და წესს, რომლის მიხედვითაც უფლებამოსილმა გამცემმა უნდა აცნობოს კომპეტენტურ საბაჟო პუნქტს, რათა მისცეს საშუალება, განახორციელოს ნებისმიერი აუცილებელი კონტროლი საქონლის გაგზავნამდე.

(e) აღნიშნული შესაბამისი კომერციული დოკუმენტების წინა მხარე ან გრაფა „C“. „გამგზავრების პუნქტი" ფორმების წინა ნაწილზე, რომლებიც გამოიყენება „T2L" ან „T2LF" დოკუმენტის შედგენის მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო ფურცლებზე, წინასწარ უნდა იყოს დატანილი 2(a) პუნქტში მითითებული საბაჟო პუნქტის შტამპი და უნდა იყოს ხელმოწერილი ამ საბაჟო პუნქტის თანამდებობის პირის მიერ; ან

(i) წინასწარ უნდა იყოს დასმული 2(a) პუნქტში მითითებული საბაჟო პუნქტის შტამპი და ხელმოწერილი უნდა იყოს ამ საბაჟო პუნქტის თანამდებობის პირის მიერ; ან

(ii) შტამპი დასმული უნდა იყოს უფლებამოსილი გამცემის მიერ სპეციალური შტამპით. შტამპი შეიძლება წინასწარ იყოს დაბეჭდილი იმ ფორმებზე, რომლებზეც ბეჭდვა განხორციელდება ამ მიზნებისთვის დამტკიცებული პრინტერით. სპეციალური შტამპის გრაფა 1 და გრაფა 2 და გრაფები 4, 5, 6 უნდა იქნეს შევსებული შემდეგი ინფორმაციით:

— გერბი ან ნებისმიერი სხვა ნიშანი ან ასო-ბგერა, რომელიც ახასიათებს ქვეყანას;

— კომპეტენტური საბაჟო პუნქტი;

— თარიღი;

— უფლებამოსილი გამცემი; და

— ავტორიზაციის ნომერი.

(f) არაუგვიანეს საქონლის გაგზავნის დროისა, უფლებამოსილმა გამცემმა უნდა შეავსოს და ხელი მოაწეროს ფორმას. მან ასევე უნდა შეიტანოს გრაფაში „D“. „T2L" ან „T2LF" დოკუმენტის კონტროლი „გასვლის პუნქტის" მიერ ან გამოყენებულ კომერციულ დოკუმენტზე ამისათვის მკაფიოდ განსაზღვრულ ადგილას, კომპეტენტური საბაჟო ორგანოს დასახელება, დოკუმენტის შევსების თარიღი და ერთ - ერთი შემდეგი ინდოსამენტი:

— Expedidor autorizado

— Godkendt afsender

— Zugelassener Versender

— Εγκεκριμένος αποστολέας

— უფლებამოსილი ტვირთგამგზავნი

— Expéditeur agréé

— Speditore autorizzato

— Toegelaten afzender

— Expedidor autorizado

— Hyväksytty lähettäjä

— Godkänd avsändare

— Schválený odesílatel

— Volitatud kaubasaatja

— Atzītais nosūtītājs

— Įgaliotas siuntėjas

— Engedélyezett feladó

— Awtorizzat li jibgħat

— Upoważniony nadawca

— Pooblaščeni pošiljatelj

— Schválený odosielateľ

— Одобрен изпращач

— Expeditor agreat

 

მუხლი 129b

უფლებამოსილი გამცემის ხელშეწყობა

(კოდექსის მე-6(3)(a) მუხლი)

1. ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, უფლებამოსილ გამცემს შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, არ მოაწეროს ხელი „T2L“ ან „T2LF“დოკუმენტებს ან გამოყენებულ კომერციულ დოკუმენტებს, რომლებზედაც დასმულია 129a(2)(e)(ii)-ე მუხლში მითითებული სპეციალური შტამპი, რომლებიც შედგენილია მონაცემთა ელექტრონული ან ავტომატური დამუშავების სისტემის მეშვეობით.  ასეთი ავტორიზაცია ექვემდებარება პირობას, რომ უფლებამოსილ გამცემს ადრე ჰქონდეს ამ ორგანოებისთვის მინიჭებული წერილობითი ვალდებულება, რომელშიც აღიარებულია მისი პასუხისმგებლობა სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიქმნება ყველა გაცემული და სპეციალური შტამპის მქონე „T2L“ ან „T2LF“დოკუმენტების, ან კომერციული დოკუმენტების შედეგად.

2. T2L ან T2LF დოკუმენტები ან კომერციული დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია 1-ლი პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილი გამცემის ხელმოწერის ადგილას უნდა შეიცავდეს ერთ-ერთ შემდეგ ინდოსამენტს:

— Dispensa de firma

— Fritaget for underskrift

— Freistellung von der Unterschriftsleistung

— Δεν απαιτείται υπογραφή

— ხელმოწერა არ მოითხოვება

— Dispense de signature

— Dispensa dalla firma

— Van ondertekening vrijgesteld

— Dispensada a assinatura

— Vapautettu allekirjoituksesta

— Befriad från underskrift

— Podpis se nevyžaduje

— Allkirjanõudest loobutud

— Derīgs bez paraksta

— Leista nepasirašyti

— Aláírás alól mentesítve

— Firma mhux meħtieġa

— Zwolniony ze składania podpisu

— Opustitev podpisa

— Oslobodenie od podpisu

— Освободен от подпис

— Dispensă de semnătură

— Oslobođeno potpisa.

 

მუხლი129c

გაგზავნის შემდეგ გადამზიდავი კომპანიის მანიფესტის შედგენის უფლებამოსილება

(კოდექსის 153(2)-ე მუხლი)

ევროკავშირის სტატუსის დამადასტურებელი (PoUS ) სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მისცენ უფლებამოსილება გადამზიდავ კომპანიებს, არ შეადგინონ განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 199(2) -ე მუხლში მითითებული გადამზიდავი კომპანიის მანიფესტი, რომელიც ემსახურება ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დემონსტრირებას, ყველაზე გვიან, ხომალდის გამგზავრებიდან მომდევნო დღეს და ნებისმიერ შემთხვევაში, დანიშნულების პორტში მის ჩასვლამდე.

 

მუხლი 129d

გაგზავნის შემდეგ გადაზიდვის კომპანიის მანიფესტის შესადგენად უფლებამოსილების მინიჭების პირობები

(კოდექსის 153(2)-ე მუხლი)

1. ევროკავშირის საბაჟო კოდექსის საბაჟო გადაწყვეტილებების სისტემის შემოღების თარიღამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყევტილების 2014/255/EU დანართში, ავტორიზაცია საზღვაო გადამზიდავი კომპანიის მანიფესტის არშედგენასთან დაკავშრებით, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის დემონსტრირებისთვის, ყველაზე გვიან ხომალდის გამგზავრების მომდევნო დღემდე და ნებისმიერ შემთხვევაში, დანიშნულების პორტში მის ჩასვლამდე, გადაეცემა მხოლოდ საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

(a) ისინი დაფუძნებული არიან ევროკავშირში;

(b) ისინი რეგულარულად გასცემენ ცნობას ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსის შესახებ, ან რომელთა საბაჟო ორგანოებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ სამართლებრივი ვალდებულებების დაკმაყოფილება ამ ცნობების გამოყენებისათვის;

(c) მათ არ ჩაუდენიათ რაიმე მძიმე ან განმეორებითი სამართალდარღვევა საბაჟო ან საგადასახადო კანონმდებლობის წინააღმდეგ;

(d) ისინი იყენებენ მონაცემთა გაცვლის ელექტრონულ სისტემებს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე გამგზავრებისა და დანიშნულების პორტებს შორის ინფორმაციის გადასაცემად;

(e) ისინი ასრულებენ მნიშვნელოვანი რაოდენობის რეისებს წევრ სახელმწიფოებს შორის აღიარებული მარშრუტების გამოყენებით.

2. პირველ პუნქტში მითითებული ავტორიზაცია მინიჭებული უნდა იყოს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

(a) საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ ზედამხედველობა გაუწიონ პროცედურას და განახორციელონ კონტროლი ადმინისტრაციული ძალისხმევის გარეშე, რომელიც არაპროპორციულია შესაბამისი პირის მოთხოვნებისა, და

(b) შესაბამისი პირები აწარმოებენ ჩანაწერებს, რომლებიც კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ეფექტური კონტროლი.

3. როდესაც შესაბამისი პირი ფლობს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სერტიფიკატს, რომელიც მითითებულია კოდექსის 38(2)a -ე მუხლში, ამ მუხლის 1(c) და 2(b) პუნქტებში მოცემული მოთხოვნები მიიჩნევა დაკმაყოფილებულად.

4. განცხადების მიღების შემდეგ, წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოებმა, სადაც დაფუძნებულია საზღვაო გადამზიდავი კომპანია, სხვა წევრ სახელმწიფოებს უნდა აცნობონ, რომელთა შესაბამის ტერიტორიებზეც არის განლაგებული გასვლის პორტები და მიზნობრივი დანიშნულების ადგილები, აღნიშნული განცხადების მიხედვით.

თუ ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებიდან 60 დღის ვადაში აღნიშნული განცხადების საწინააღმდეგოდ არ იქნება რაიმე მიღებული, საბაჟო ორგანოებმა უნდა დაუშვან ისეთი გამარტივებული წესის გამოყენების უფლებამოსილება, რომელიც აღწერილია 129c-ე მუხლში.

აღნიშნული უფლებამოსილება ძალაშია შესაბამის წევრ სახელმწიფოებში და ვრცელდება მხოლოდ სატრანსპორტო ოპერაციებზე იმ პორტებს შორის, რომელიც მასშია მითითებული.

5. გამარტივება განხორციელდება შემდეგი წესით:

(a) გასვლის პორტის მანიფესტი გადაეცემა დანიშნულების პორტს ელექტრონულ მონაცემთა მიმოცვლის სისტემის მეშვეობით;

(b) საზღვაო გადამზიდავი კომპანია შეიტანს მანიფესტში მე-126a მუხლში მითითებულ ინფორმაციას;

(c) მანიფესტი, რომელიც გადაეცემა ელექტრონული მონაცემთა მიმოცვლის (მონაცემთა მიმოცვლის მანიფესტი) მეშვეობით, უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოებს გასვლის პორტში, ყველაზე გვიან ხომალდის გამგზავრების მომდევნო სამუშაო დღისა და ნებისმიერ შემთხვევაში დანიშნულების პორტში მის მისვლამდე. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ მონაცემთა გაცვლის ამობეჭდილი მანიფესტის წარდგენა, როდესაც მათ ხელი არ მიუწვდებათ საბაჟო ორგანოების მიერ დადასტურებულ ინფორმაციულ სისტემაზე, რომელიც შეიცავს მონაცემთა გაცვლის მანიფესტს;

(d) მონაცემთა გაცვლის მანიფესტი უნდა წარედგინოს კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს დანიშნულების პორტში. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ მონაცემთა გაცვლის ამობეჭდილი მანიფესტის წარდგენა, როდესაც მათ ხელი არ მიუწვდებათ საბაჟო ორგანოების მიერ დადასტურებულ ინფორმაციული სისტემაზე, რომელიც შეიცავს მონაცემთა გაცვლის მანიფესტს;

6. უნდა გაიგზავნოს შემდეგი შეტყობინებები:

(a) საზღვაო გადამზიდავმა კომპანიამ საბაჟო ორგანოებს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება ყველა სამართალდარღვევისა და ხარვეზის შესახებ;

(b) დანიშნულების პორტის კომპეტენტურმა საბაჟო ორგანოებმა შეძლებისდაგვარად ადრე უნდა აცნობონ გამგზავრების პორტის კომპეტენტურ საბაჟო ორგანოებს და ორგანოს, რომელმაც გასცა ავტორიზაცია, ყველა სამართალდარღვევისა და ხარვეზის შესახებ.

(14) 138-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„თუმცა, იმ წევრი სახელმწიფოს იმპორტის ეროვნული სისტემების განახლების თარიღების მიმართ, სადაც საქონელი ითვლება დეკლარირებულად, როგორც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, გამოიყენება შემდეგი:

(a) პირველი პუნქტის (f) ქვეპუნქტი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი საქონელი განთავისუფლებულია სხვა გადასახდელებისაგან, და

(b) საქონელი, რომლის შიდა ღირებულება არ აღემატება 22 ევროს მიიჩნევა დეკლარირებულად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის 141-ე მუხლის შესაბამისად.’;

(15) 141-ე მუხლში დამატებულია შემდეგი პუნქტი:

„5. იმ წევრი სახელმწიფოს იმპორტის ეროვნული სისტემების განახლების თარიღამდე, სადაც საქონელი ითვლება დეკლარირებულად, როგორც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საქონელი, რომლის შიდა ღირებულება არ აღემატება 22 ევროს მიიჩნევა დეკლარირებულად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის, მათი საბაჟოსთვის წარდგენის გზით, კოდექსის 139-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნილი მონაცემები მიღებულია საბაჟო ორგანოების მიერ.“

(16) 144-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტები:

„იმპორტის ეროვნული სისტემების განახლების თარიღამდე, რომელიც აუცილებელია პრეზენტაციის შესახებ შეტყობინებების წარსადგენად, როგორც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, საფოსტო სასაქონლო პარტიაში არსებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დეკლარაცია, რომელიც მითითებულია პირველ პუნქტში, მიიჩნევა წარდგენილად და მიღებულად მათი საბაჟოსთვის წარდგენით, თუ საქონელს თან ახლავს CN22 დეკლარაცია ან CN23 დეკლარაცია, ან ორივე.

141-ე მუხლის პირველ ქვე-პუნქტში და აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, ტვირთმიმღები ითვლება დეკლარანტად, ხოლო სადაც საჭიროა, მოვალედ. 141-ე მუხლის მეორე ქვე-პუნქტში და აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, ტვირთმიმღები ითვლება დეკლარანტად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოვალედ.  საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ საფოსტო ოპერატორი ჩაითვალოს დეკლარანტად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - მოვალედ.’;

(17) 146-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„4. ავტომატიზებული საექსპორტო სისტემის (AES) შემოღების შესაბამის თარიღებამდე და იმპორტის შესაბამისი ეროვნული სისტემების განახლებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში და კოდექსის 105(1) - ე მუხლისათვის ზიანის მიყენების გარეშე, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება დაუშვან წინამდებარე მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტებში მოცემულისაგან განსხვავებული საბოლოო ვადები.

(18) 181-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„5. ევროკავშირის საბაჟო კოდექსის საინფორმაციო ფურცლების (INF) შემოღების თარიღებამდე, სპეციალური პროცედურების სისტემისთვის, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით შეიძლება გამოყენებული იყოს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული ტექნიკისგან განსხვავებული საშუალებები.”

(19) 184-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტი:

ტრანზიტის ახალი კომპიუტერული სისტემის (NCTS) განახლების თარიღებამდე, რომელიც მითითებულია განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში, სატრანზიტო დეკლარაციის MRN უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოებს, პირველი პუნქტის (b) და (c) ქვე-პუნქტებში მითითებული საშუალებებით.“

 

მუხლი 56

შესაბამისი ელექტრონული სისტემების განახლების ან შემოღების თარიღები

1. კომისიამ მის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული ელექტრონული სისტემების განახლების ან შემოღების თარიღების დეტალური განხილვა. კომისიამ მუდმივად უნდა განაახლოს მიმოხილვა.

2. წევრმა სახელმწიფოებმა დაწვრილებით უნდა აცნობონ კომისიას მათი სახელმწიფოებრივი დაგეგმარების შესახებ განმახორციელებელი გადაწყვეტილების 2014/255/EU დანართში მითითებული ვინდოუს სისტემების შემოღებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად და არავითარ შემთხვევაში არაუგვიანეს ექვსი თვისა მოცემული საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემის შემოღების დაგეგმილ თარიღამდე.  წევრმა სახელმწიფოებმა მუდმივად უნდა მიაწოდონ კომისიას განახლებული ინფორმაცია ამ მიმართულებით მათი სახელმწიფოებრივი დაგეგმარების შესახებ.

 

მუხლი 57

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს

იგი ამოქმედდება 2016 წლის 1 მაისიდან.

წინამდებარე რეგულაცია შესასრულებლად სავალდებულოა წევრი სახელმწიფოებისათვის მთლიანად და გამოიყენება უშუალოდ ყველა წევრ სახელმწიფოში.

შესრულებულია ბრიუსელში, 2015 წლის 17 დეკემბერს.

კომისიის სახელით

თავმჯდომარე

ჟან-კლოდ იუნკერი

 


[i] ოფიციალური ჟურნალი L 269, 10.10.2013, გვ. 1.

[ii] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება No 70/2008/EC საბაჟოსა და ვაჭრობისთვის უქაღალდო გარემოს შექმნის შესახებ, ოფიციალური ჟურნალი L 23, 26.01.2008, გვ. 21.

[iii] კომისიის 2014 წლის 29 აპრილის განმახორციელებელი გადაწყვეტილება 2014/255/EU, რომლის საფუძველზეც დგება სამუშაო პროგრამა ევროკავშირის საბაჟო კოდექსისთვის (ოფიციალური ჟურნალი L 134, 07.05.2014, გვ. 46).

[iv] 2015 წლის 24 ნოემბრის კომისიის განმახორციელებელი რეგულაცია (EU) 2015/2447, რომელიც ადგენს დეტალურ წესებს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU) No 952/2013 გარკვეული დებულებების განხორციელებისთვის, რომლებიც განსაზღვრავს ევროკავშირის საბაჟო კოდექსს (ოფიციალური ჟურნალი L 343, 29.12.2015, გვ. 558).

[v] კომისიის 2015 წლის 28 ივლისის დელეგირებული რეგულაცია (EU) 2015/2446, რომელიც ემატება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას (EU) No 952/2013 ევროკავშირის საბაჟო კოდექსის ზოგიერთი დებულების დაზუსტების დეტალური წესების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 343 , 29.12.2015, გვ. 1).

[vi] 2008 წლის 16 დეკემბრის საბჭოს დირექტივა 2008/118/EC ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით აქციზის გადასახადისთვის და აუქმებს დირექტივას 92/12/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 9, 14.01.2009, გვ. 12).