უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 06/12/1979
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1979
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
06/12/1979
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1979
000000000.00(0).000.000000
უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახე

 

უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები:

1. მუხლი 133-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 133. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა

ვინმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რომელიც ჩადენილია ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, ანდა თექვსმეტი წლის ასაკამდე არასრულწლოვანის მიმართ, ანდა განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ანდა დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში საშუალებით, ან რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ტანჯვის მიყენება ანდა მოკვლის ან დიდი ზიანის მიყენების მუქარა დაზარალებულის ან მისი ახლობლების მიმართ, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ და გასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან განსახლების გარეშე“.

2. 127-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 127. ბავშვის შეცვლა

ბავშვის შეცვლა, რომელიც ჩადენილია ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.

3. ეს ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე . გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი . ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1979 წლის 6 დეკემბერი.