ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 18/04/1979
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1979
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
18/04/1979
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1979
000000000.00(0).000.000000
ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

ითვალისწინებს რა მოქალაქეთა მრავალრიცხოვან სურვილებს, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ორგანიზაციათა წინადადებებს ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 243. ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა გატაცება

ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა ან სხვა თვითმავალი მანქანების გატაცება დროებით გამოყენების მიზნით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ან ჩადენილი სიმთვრალეში, ან პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება არა აქვს, ანდა დაკავშირებული ძალადობასთან, რომელიც საშიში არაა დაზარალებულის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარასთან, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა ან სხვა თვითმავალი მანქანების გატაცება, რაც დაკავშირებულია დაზარალებულის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობასთან, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარასთან, 

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე               . გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                        თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1979 წლის 18 აპრილი.