ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 20/03/1979
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 30/03/1979
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
20/03/1979
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 30/03/1979
000000000.00.00.000000
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ბრძანებულება  საქართველოს  სსრ  უმაღლესი  საბჭოს  პრეზიდიმისა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 14 აპრილის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „წვრილმანი სპეკულაციისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულებაში (საქართველოს სსრ უმაღლესი საჭოს უწყებები, 1969 წ., №6, მუხ. 123):

1) პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „პატიმრობით ვადით ათიდან თხუთმეტ დღემდე, ან“;

2) მე-3 და მე-4 მუხლებში სიტყვა „ღონისძიებათა“ შეიცვალოს სიტყვით „ღონისძიების“;

3) მე-5 და მე-6 მუხლები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი.

2. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულებაში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები; 1973 წ., წ, №5, მუხ. 81; 1975 წ., №11, მუხ. 204):

1) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესდეს, რომ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება, თუ იგი ჩადენილია პირველად, გამოიწვევს ადმინისტრაციულ  პასუხისმგებლობას – ჯარიმას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, მატერიალური ზარალის ანაზღაურებით“.

2) მე-6, მე-7 და მე-9 მუხლები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი.

3. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილს ციფრების „150-153“ შემდეგ დაემატოს ციფრები „240, 2521“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                              . გილაშვილი

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                         . ლაშქარაშვილი.

 

თბილისი, 1979 წლის 20 მარტი