ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ანდა სხვა ნარჩენებითა და მასალებით ზღვის გაჭუჭყიანების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ანდა სხვა ნარჩენებითა და მასალებით ზღვის გაჭუჭყიანების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 18/07/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1980
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
18/07/1980
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1980
000000000.00.00.000000
ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ანდა სხვა ნარჩენებითა და მასალებით ზღვის გაჭუჭყიანების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ანდა სხვა ნარჩენებითა და მასალებით ზღვის გაჭუჭყიანების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

„ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ზღვის გაჭუჭყიანების გამო პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1761 მუხლი:

„მუხლი 1761. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ნარჩენებისა და მასალების ზღვაში უკანონოდ ჩაყრა

გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან
სსრ კავშირის შინაგანი საზღვაო და ტერიტორიული წყლების ფარგლებში ჩამარხვის მიზნით ადამიანების ჯანმრთელობის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ისეთი ნარჩენებისა და მასალების უკანონოდ ჩაყრა, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, აგრეთვე საბჭოთა გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან ღია ზღვაში ჩამარხვის მიზნით აღნიშნული ნივთიერებების, ნარჩენებისა და მასალების უკანონოდ ჩაყრა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით 10 000 მანეთამდე“.

2. კოდექსის 1761 და 1762 მუხლები ჩაითვალოს შესაბამისად 1762 და 1763 მუხლებად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1762. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ანდა სხვა ნარჩენებითა და მასალებით ზღვის გაჭუჭყიანება

სსრ კავშირის შინაგანი საზღვაო და ტერიტორიული წყლების გაჭუჭყიანება იმის შედეგად, რომ ამ წყლებში გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან უკანონოდ ჩაყარეს ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებები ანდა ნარევები, რომლებიც ასეთ ნივთიერებებს შეიცავენ დადგენილი ნორმების გადამეტებით, ან სხვა ისეთი ნარჩენები და მასალები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, ანდა არ მიიღეს საჭირო ზომები მათი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ღია ზღვის გაჭუჭყიანება იმის შედეგად, რომ საბჭოთა გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან, სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებათა დარღვევით, უკანონოდ ჩაყარეს აღნიშნული ნივთიერებები, შენარევები, ნარჩენები  და მასალები ანდა არ მიიღეს საჭირო ზომები მათი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით 15000
მანეთამდე. 

იგივე მოქმედება, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადამიანების ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ რესურსებს, დასვენების ზონებს ანდა ზღვის კანონიერი გამოყენების სხვა სახეობებს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით 25000 მანეთამდე.

მუხლი 1763. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ნარჩენებისა და მასალების ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი შეტყობინებისათვის

გემების და სხვა მცურავი საშუალებების, საჰაერო ხომალდების, პლატფორმების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების სათანადო პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა მიერ უახლოესი საბჭოთა პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის, შეუტყობინებლობა იმისა, რომ სსრ კავშირის შინაგანი საზღვაო ან ტერიტორიული წყლების ფარგლებში მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის შედეგად მოხდა ჩაყრა ან აუცდენელი დაკარგვა ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებისა ან ისეთი შენარევებისა, რომლებიც ასეთ ნივთიერებებს დადგენილი ნორმების გადამეტებით შეიცავენ, ანდა სხვა ნარჩენების და მასალებისა, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, აგრეთვე საბჭოთა გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების, საჰაერო ხომალდების, პლატფორმების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების სათანადო პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა მიერ უახლოესი საბჭოთა პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის, შეუტყობინებლობა იმისა, რომ მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის შედეგად მოხდა აღნიშნული ნივთიერებების, შენარევების, ნარჩენებისა და მასალების ჩაყრა ღია ზღვაში, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით 500 მანეთამდე“.
II. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1761 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის ორგანოების გამომძიებლები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის „1762“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1763“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                       პ. გილაშვილი.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                   თ. ლაშქარაშვილი

 

თბილისი, 1980 წლის 18 ივლისი