ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 29/07/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1980
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
29/07/1980
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1980
000000000.00.00.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„გაუპატიურებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 აპრილის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I  შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 25' მუხლის პირველ პუნქტში, 44-ე მუხლის პირველ პუნქტში, 54-ე მუხლის მეექვსე ნაწილის პირველ პუნქტში და 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვები „გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი)“ შეიცვალოს სიტყვებით „გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის ან მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“.

2. 117-ე მუხლში:

ა) მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაუპატიურება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ან არასრულწლოვანის გაუპატიურება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე“.

ბ) ამ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„გაუპატიურება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე ან ისჯება
სიკვდილით“.
II. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლში სიტყვები „117-ე მუხლის III ნაწილი“ შეიცვალოს სიტყვებით “117-ე მუხლის IV ნაწილი“.
III. ეს ბრძანებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს 1980 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი. 1980 წლის 29 ივლისი.