ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სოციალისტური საკუთრებისა და მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სოციალისტური საკუთრებისა და მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 21/05/1980
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 30/05/1980
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
0
21/05/1980
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 30/05/1980
000000000.00.000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სოციალისტური საკუთრებისა და მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

სოციალისტური საკუთრებისა და მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ითვალისწინებს რა მოქალაქეთა, შრომითი კოლექტივებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მრავალრიცხოვან სურვილებს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე, 92-ე, 150-ე, 151-ე და 152-ე მუხლებში შემდეგი ცვლილებები:

1. 91-ე მუხლში:

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ქურდობა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე“;

ამ მუხლის შენიშვნას ციფრების „150-153-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები 240, 2521“.

2. 92-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაძარცვა, ძალადობის გამოყენებით, რაც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ან ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან განმეორებით, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე“.

3. 150-ე მუხლში:

მეორე და მესამე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოქალაქეთა პირადი ქონების ქურდობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ან ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან განმეორებით, ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

ქურდობა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან საცხოვრებელ სადგომში შეღწევით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე“;

ამ მუხლის შენიშვნაში ციფრები „961 და 152-ე“  შეიცვალოს ციფრებით 96¹, 152-ე, 240-ე და 252¹“.

4. 151-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაძარცვა, დაკავშირებული ძალადობასთან, რომელიც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარასთან, აგრეთვე გაძარცვა, რომელმაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ან ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან განმეორებით, ანდა პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს
საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

გაძარცვა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან საცხოვრებელ სადგომში,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან  ათ წლამდე“.

5. 152-ე მუხლის მეორე ნაწილს დაემატოს მეხუთე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყაჩაღობა, ჩადენილი:

1) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით;

2) სხეულის მძიმე დაზიანებით;

3) განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ;

4) იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით,
ან ბანდიტიზმი;

5) საცხოვრებელ სადგომში,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.“

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი. 

თბილისი. 1980 წლის 21 მაისი.