საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2888
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 04/01/1985
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1985
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
2888
04/01/1985
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1985
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

„საქართველოს სს რესპუბლიკაში მსჯავრდებულებზე შრომა-გასწორებითი ზემოქმედების ღონისძიებებთან დაუკავშირებელი სისხლისსამართლებრივ სასჯელთა აღსრულების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 4 იანვრის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1982 წ., №12, მუხ. 371) შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 

1. 29-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით სასჯელის აღსრულების ვადები გამოითვლება საქართველოს სს რესპუბლიკაში მსჯავრდებულებზე შრომა-გასწორებითი ზემოქმედების ღონისძიებებთან დაუკავშირებელი სისხლისსამართლებრივ სასჯელთა აღსრულების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული წესით“.

2. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. სამხედრო და სხვა წოდებათა, აგრეთვე ორდენების, მედლების, საპატიო სიგელებისა და საპატიო წოდებების ჩამორთმევა

მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს სამხედრო თუ სპეციალური წოდების მქონე პირს ეს წოდება შეიძლება ჩამოერთვას სასამართლოს განაჩენით.

მძიმე დანაშაულისათვის იმ პირის მსჯავრდებისას, რომელიც დაჯილდოებულია ორდენით, მედლით, საპატიო სიგელით, ან რომელსაც აქვს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ ან სხვა მოკავშირე რესპუბლიკის, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მინიჭებული საპატიო წოდება, ან სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს სსრ ან სხვა მოკავშირე რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ მინიჭებული სამხედრო თუ სხვა წოდება, სასამართლო განაჩენის გამოტანისას გადაწყვეტს მსჯავრდებულისთვის ორდენის, მედლის, საპატიო სიგელის ან საპატიო, სამხედრო თუ სხვა წოდების ჩამორთმევის შესახებ წარდგინების იმ ორგანოში შეტანის მიზანშეწონილობის საკითხს, რომელმაც მსჯავრდებული ორდენით, მედლით თუ საპატიო სიგელით დააჯილდოვა ან წოდება მიანიჭა მას“.

3. 202-ე მუხლში:

მუხლის სათაურს დაემატოს სიტყვები „ანდა იმ ქონების დამალვა ან მითვისება, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება“;

მუხლი შეივსოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილით:

„იმ ქონების დამალვა ან მითვისება, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება, 

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.

4. 2032 მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმებში“ შეიცვალოს სიტყვებით „შრომა-აღმზრდელობით ან სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმებში“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე         . გელაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი            . ლაშქარაშვილი.

თბილისი. 1985 წლის 4 იანვარი.

N2888-X