საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 01/07/1985
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1985
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
164
01/07/1985
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1985
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევებთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10; 1968 წ., № 12, მუხ. 173; 1978 წ., ვ 9, მუხ. 180; 1982 წ., № 12, მუხ. 371) შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალ მეოთხე ნაწილი:

„იმ პირთა მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს ნასვამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სატრანსპორტო დანაშაული, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს დამატებითი სასჯელი პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშულების ჩამორთმევის სახით“;

ამასთან დაკავშირებით ამ მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მეხუთე და მეექვსე ნაწილებად.

2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:

„მუხლი 341. სატრანსპორტო საშულების ჩამორთმევა

სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა მდგომარეობს დამნაშავე პირის პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების იძულებით ჩამორთმევისა და დადგენილი წესით მის შემდგომ რეალიზაციაში, ყოფილი მესაკუთრისათვის მიღებული თანხის გადაცემით, რომელსაც გამოაკლდება რეალიზაციის ხარჯები.

სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სასჯელის აღსრულების წესი განისაზღვრება საქართველოს სს რესპუბლიკაში მსჯავრდებულებზე შრომა-გასწორებითი ზემოქმედების ღონისძიებებთან დაუკავშირებელ სისხლისსამართლებრივ სასჯელთა აღსრულების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დებულებით“.

3. 241-ე, 2411 და 2412 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 241. მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირთა მიერ, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებებს მართავენ

მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირთა მიერ, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს, ესე იგი ყველა სახის ავტომობილებს, ტრაქტორებს და სხვა თვითმავალ მანქანებს, ტრამვაი-ტროლეიბუსებს, აგრეთვე მოტოციკლებსა და სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს მართავენ, რასაც მოჰყვა დაზარალებულის სხეულის ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, ან რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, ხოლო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში, – თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი  სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე და პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით.

იგივე მოქმედება, რასაც მოჰყვა დაზარალებულის სხეულის მძიმე დაზიანება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ხოლო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში, – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან ხუთ წლამდე და პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშულების ჩამორთმევით.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, რასაც მოჰყვა დაზარალებულის სიკვდილი,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ხოლო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში, – თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამიდან ხუთ წლამდე და პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშულების ჩამორთმევით.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, რასაც მოჰყვა რამდენიმე პირის დაღუპვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ხოლო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში, – თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ხუთი წლის ვადით და პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით.

მუხლი 2411. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა ნასვამ მდგომარეობაში, უკანონო მართვა და სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა

სატრანსპორტო საშუალებების, ესე იგი ყველა სახის ავტომობილების, ტრაქტორებისა და სხვა თვითმავალი მანქანების, ტრამვაი-ტროლეიბუსების, აგრეთვე მოტოციკლებისა და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ, განმეორებით ჩადენილი წლის განმავლობაში, აგრეთვე პირის მიერ, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება ამგვარი დარღვევისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მართვისას, – აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით.

იგივე მოქმედება, ჩადენილი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ადრე ნასამართლევი პირის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ხუთი წლის ვადით, ხოლო პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მართვისას – აგრეთვე სატრანსპორტო საშულების ჩამორთმევით.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა, განმეორებით ჩადენილი წლის განმავლობაში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის განმავლობაში იმავე დარღვევისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორასი მანეთის ოდენობით, მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის ვადით ხუთ წლამდე, ხოლო პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მართვის გადაცემისას – აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით.

ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალებათა ნასვამ მდგომარეობაში მართვისათვის, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე, ხოლო პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების მართვისას – აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ.

მუხლი 2412. ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება ან მათი ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევა

წინასწარი შეცნობით ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა, ესე იგი ყველა სახის ავტომობილების, ტრაქტორებისა და სხვა თვითმავალი მანქანების, ტრამვაი-ტროლეიბუსების, აგრეთვე მოტოციკლებისა და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციოდ გაშვება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად დაშვება, ანდა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების სხვა უხეში დარღვევა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის ან ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, თუ ამას მოჰყვა ამ კოდექსის 241-ე მუხლში მითითებული შედეგები, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის ან ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე           პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი          თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1985 წლის 1 ივლისი.

№ 164 –XI