საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 25/07/1985
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1985
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
196
25/07/1985
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1985
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
 
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
 

 

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებსა და სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების შრომა-გასწორების კანონმდებლობის საფუძვლებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 2 აპრილის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10; 1977 წ., №4, მუხ. 40; 1982 წ., № 12, მუხ. 371) შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 25-ე მუხლში:

მესამე ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილი“;

მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შრომა-გასწორების კოლონიებში სასჯელის მოხდა დაენიშნებათ მამაკაცებს:

რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, – გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში;

რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით არა უმეტეს ხუთი წლისა ისეთი არამძიმე განზრახი დანაშაულისათვის, როგორიცაა: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება თაღლითობით დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე (93-ე მუხლის პირველი ნაწილი); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება მითვისებით, გაფლანგვით ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე (94-ე მუხლის პირველი ნაწილი); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გამოძალვა (97-ე მუხლის პირველი ნაწილი); ქონებრივი სარგებლობის მიღება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით (98-ე მუხლი); აბორტის უკანონოდ გაკეთება (123-ე მუხლი); ალიმენტის გადახდის ან შვილების რჩენისათვის ბოროტად თავის არიდება (124-ე მუხლი); საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება (128-ე მუხლი); განსაცდელში მიტოვება (129-ე მუხლი); ცილისწამება (137-ე მუხლი); უხარისხო, უსტანდარტო ან უკომპლექტო პროდუქციის გამოშვება (160-ე მუხლი); უხარისხო საქონლის გასაყიდად გამოშვება (161-ე მუხლი); წამატება და სხვა დამახინჯება გეგმის შესრულების ანგარიშგებაში (1631 მუხლი); კერძო მეწარმეობითი საქმიანობა (164-ე მუხლი); სპეკულაცია დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე (165-ე მუხლის პირველი ნაწილი); კომერციული შუამავლობა (167-ე მუხლი); მყიდველთა და დამკვეთთა მოტყუება (169-ე მუხლის მეორე ნაწილი); მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოს შესრულებისათვის მოქალაქეებისაგან უკანონო გასამრჯელოს მიღება (1692 მუხლი მეორე ნაწილი); ვაჭრობის წესების დარღვევა (1693 მუხლის მეორე ნაწილი); ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა (1693 მუხლის მეორე ნაწილი); ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა (1694 მუხლის მეორე ნაწილი); ყალბი სამგზავრო დოკუმენტების დამზადება (170-ე მუხლი); ყალბი საფოსტო მარკების და სხვა საფოსტო დოკუმენტების გაკეთება, გამოყენება და გასაღება (171-ე მუხლი); შინნახადი მაგარი სპირტიანი სასმელების დამზადება, გასაღება, შენახვა (173-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები); თევზისა და სხვა მოპოვებითი სარეწების უკანონო წარმოება (175-ე მუხლი); უკანონო ნადირობა (177-ე მუხლი); ძვირფასბეწვიანი ტყავის შესყიდვა, გაყიდვა, გაცვლა (1771 მუხლი); ტყის უკანონო გაჩეხვა (178-ე მუხლი); სახელმწიფოსათვის ოქროს ჩაბარების წესების დარღვევა (182-ე მუხლის მეორე ნაწილი); სავეტერინარო წესების დარღვევა (183-ე მუხლი); მცენარეთა დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლის წესების დარღვევა (184-ე მუხლი); ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე (186-ე მუხლის პირველი ნაწილი); ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე (187-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამსახურებრივი სიყალბე (191-ე მუხლი); შეგნებულად ცრუ დასმენა (196-ე მუხლი); შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემა (197-ე მუხლი); დანაშაულის განუცხადებლობა (206-ე მუხლი); არასრულწლოვანის დათრობა (2361 მუხლი); სატრანსპორტო საშუალებათა მართვა ნასვამ მდგომარეობაში, უკანონო მართვა და სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა (2411 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები) – განზრახი დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია – დასახლებებში;

რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით არამძიმე განზრახი დანაშაულისათვის, ამ მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე აბზაცში ჩამოთვლილ დანაშაულთა გარდა, – საერთო რეჟიმის კოლონიებში;

რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით მძიმე დანაშაულისათვის, – გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებში;

რომლებსაც მსჯავრი ედებათ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე – 74-ე მუხლები), ანდა რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, – მკაცრი რეჟიმის კოლონიებში;

რომლებიც ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად – განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიებში.

ქალებს, რომლებსაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის მოხდა შრომა-გასწორების კოლონიებში დაენიშნებათ: თუ ისინი ცნობილი არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად, აგრეთვე მსჯავრი ედებათ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე – 74-ე მუხლები) – მკაცრი რეჟიმის კოლონიებში; რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, – გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებებში; რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი ამ მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე აბზაცში ჩამოთვლილი განზრახი დანაშაულისათვის, – განზრახი დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში; სხვა ქალებს, რომლებსაც მსჯავრი ედებათ თავისუფლების აღკვეთით, – საერთო რეჟიმის კოლონიებში.

სასჯელის მოხდა შრომა-აღმზრდელობით კოლონიებში დაენიშნებათ:

მამრობითი სქესის არასრულწლოვანებს, რომლებსაც პირველად ედებათ მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით, აგრეთვე მდედრობითი სქესის არასრულწლოვანებს, – საერთო რეჟიმის კოლონიებში;

მამრობით სქესის არასრულწლოვანებს, რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, – გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებში.

ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს, მიღებული გადაწყვეტილების მოტივების აღნიშვნით, შეუძლია თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნოს: პირველად მსჯავრდებულის გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ამ მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე აბზაცში მითითებული განზრახი დანაშაულისათვის, – საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიებში; სხვა პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ არ არიან ცნობილი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად, – ნებისმიერი სახეობის შრომა-გასწორების კოლონიებში, გარდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიებისა და კოლონია-დასახლებებისა; მამრობითი სქესის არასრულწლოვან მსჯავრდებულებს – საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიებში, ნაცვლად გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებისა“.

2. 54-ე მუხლის მეექვსე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადების ან გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი); სავალუტო წესების დარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (89-ე მუხლის მეორე ნაწილი); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (961 მუხლი), გარდა ყაჩაღობით ჩადენილი გატაცებისა; გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია ჯგუფის მიერ, ან არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117- მუხლის მესამე ნაწილი); ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (189-ე, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები); გასაღების მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის, ანდა გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის მეორე ნაწილი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, გარდა ყაჩაღური თავდასხმით, აგრეთვე დიდი ოდენობით ჩადენილი გატაცების (2521 მუხლის მეორე ნაწილი), -

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ სამი მეოთხედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ“.

3. 541 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) რომელიც მსჯავრდებულია ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); მოქმედებისათვის, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (781 მუხლი); ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები); ყაჩაღობის გზით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის (961 მუხლი); განზრახ მკვლელობისათვის (104-ე, 105-ე მუხლები და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი), გარდა მკვლელობისა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს ან ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში; სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (110-ე მუხლის მეორე ნაწილი); გაუპატიურებისათვის, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მეოთხე ნაწილი); მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათს სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2091 მუხლი); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისთვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი); ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით (240-ე მუხლის მესამე ნაწილი); საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (2422 მუხლი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით, აგრეთვე დიდი ოდენობით (2521 მუხლის მესამე ნაწილი)“.

II. ეს ბრძანებულება შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1985 წლის 1 ოქტომბრამდე.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                          თ. ლაშქარაშვილი.

 

თბილისი, 1985 წლის 25 ივლისი.

№ 196 – XI