ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 52-ე და 84-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 52-ე და 84-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 27/07/1978
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1978
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
1173
27/07/1978
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1978
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 52-ე და 84-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 52-ე და 84-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძველების 22-ე მუხლში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ მიწის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 52-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) საწარმოებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის შეიძლება მიეცეს მიწის ნაკვეთები იმ წესითა და პირობებით, რომლებსაც ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა და ამ კოდექსის 84-88-ე მუხლები“.

2. 84-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღნიშნული მიწების უქონლობისას კოლექტიური მებაღეობისათვის, როგორც გამონაკლისი, შეიძლება გამოყოფილი იქნეს არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა დამხმარე მეურნეობით დაკავებული მიწებიდან, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების მოუმარჯვებელი მიწები, აგრეთვე არასასოფლო-სამეურნეო სავარგულები სატყეო მეურნეობაში გამოუყენებელი და სახელმწიფო ტყის ფონდის იმ მიწებიდან, რომლებიც გატყევებას არ ექვემდებარება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების მწვანე ზონებში“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                    პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                              თ. ლაშქარაშვილი

თბილისი, 1978 წლის 27 ივლისი

№ 1173