დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 004, 05/04/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს კანონი
|
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) 104-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“. ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10 ჩადენილი ეროვნული, რასობრივი, რელიგიური ან პოლიტიკური შუღლის ნიადაგზე“. 32-ე მუხლში სიტყვების „117-ე IV ნაწილით“ შემდეგ დაემატოს ციფრები „133-ე, 1331“, 46-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს ერთ საქმეში ორი ან მეტი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის დამცველი, თუ ერთი მათგანის ინტერესები ეწინააღმდეგება მეორის ინტერესებს“. III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1996 წლის 7 მარტი. |
დოკუმენტის კომენტარები