საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება №450 „საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეობის დადგენის წესის შესახებ დებულების თაობაზე“

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება №450 „საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეობის დადგენის წესის შესახებ დებულების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 10/06/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, -, 10/06/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 010020000.00.000.000523
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
450
10/06/1993
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, -, 10/06/1993
010020000.00.000.000523
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება №450 „საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეობის დადგენის წესის შესახებ დებულების თაობაზე“
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/06/1993 - 09/11/1998)

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

დადგენილება № 450

1993 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეობის დადგენის წესის შესახებ დებულების თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეობის დადგენის წესის შესახებ.

  საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ მინისტრი                 თ. სიგუა

 

დამტკიცებულია

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა

კაბინეტის 1993 წლის 10 ივნისის

№ 450 დადგენილებით

დებულება

საქართველოს მოსახლეობის მოქალაქეობის დადგენის წესის შესახებ

1. დებულება განსაზღვრავს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონის (შემდგომში „კანონი“) მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მოქალაქეობის დადგენის წესს.

2. პირები, რომლებიც მუდმივად მცხოვრებ საქართველოში არანაკლებ 5 წლისა და ცხოვრობენ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის, ჩაითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად და აღნიშნულზე განცხადებათა შეტანა არ მოეთხოვებათ.

ეს პირები ვალდებულნი არიან 1993 წლის 28 ივლისამდე მიიღონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოში არანაკლებ 5 წლისა და ცხოვრობენ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის და არ სურთ საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულნი არიან 1993 წლის 28 ივნისამდე წერილობითი განცხადებით მიმართონ შინაგან საქმეთა ორგანოებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს ადგილის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ.

4. საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ ოჯახის სრულწლოვანი წევრები განცხადებით მიმართავენ ინდივიდუალურად. 18 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათ კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად.

14-დან 18 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტისას კანონიერ წარმომადგენელთა განცხადების დაერთვის მათი წერილობითი თანხმობა.

5. პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და წერილობით უარს განაცხადებენ საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩაითვლებიან მოქალაქეობის არმქონე პირებად. ამ პირთა თხოვნით, შინაგან საქმეთა ორგანოებს უფლება აქვთ გასცენ აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში წარსადგენად.

6. პირები, რომლებიც არასაპატიო მიზეზით არ განაცხადებენ უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ჩაითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად და დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

7. პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნებს, ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ და ფლობენ საქართველოს ტერიტორიაზე გაცემულ ყოფილ სსრკ-ს პასპორტებს, საქართველოს მოქალაქეებიდან არ ჩაითვლებიან. ამ პირთა თხოვნით საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები გასცემენ აღნიშნულის დამადასტურებელ ცნობას სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებში წარსადგენად.

8. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ, ჩაითვლებიან მოქალაქეობის არმქონე პირებად.

9. უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად, თუ უარს იტყვიან თავდაპირველად მოქალაქეობაზე და წარმოადგენენ შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ცნობას მათი მოქალაქეების არმქონე პირებად აღიარების შესახებ.

10. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები ვალდებულნი არიან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებამდე გაიარონ სათანადო რეგისტრაცია შინაგან საქმეთა ორგანოებში.

11. საქართველოს მოქალაქეების, უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესით.

12. პირები, რომლებიც დროებით საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, საქართველოს მოქალაქეობაზე უარით თქმის, რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მისაღებად მიმართავენ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

13. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ახალი ნიმუშების შემოღებამდე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია სსრ კავშირის მოქალაქის პასპორტი, რომელშიც შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამსახურების მიერ დასმულია შტამპი სიტყვებით: „საქართველოს მოქალაქე“.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქალაქეობის არმქონე პირებად რეგისტრირებულ პირთა შესაბამის დოკუმენტში დაისმის შტამპი სიტყვებით: „მოქალაქეობის არმქონე პირი“.