„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017217
40
29/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
280120000.22.026.017217
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №40

2024 წლის 29 მარტი

ქ.თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 51-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

,,კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ოჯახის წევრს/წევრებს, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირების მიერ შეუძლებელია  ფასიანი საჩუქრის/ფულადი დახმარების მოთხოვნა ან/და მიღება.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი