„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 08
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016567
08
27/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
190020020.35.159.016567
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2024 წლის 27 მარტი

ქ.მარნეული

 

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 14/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.159.016361) დანართი №1-ში და

დადგენილების დანართი №1-ის 8-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა განიხილოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების განცხადება, შეისწავლოს მათი მდგომარეობა და გაუწიოს დაფინანსების რეკომენდაცია მუნიციპალიტეტის მერს ან/და მის მიერ უფლებამოსილ პირს, ბენეფიციარისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის (არაუმეტეს 2000 ლარისა) ან/და ჯანმრთელობის დაცვის (ოპერაცია, გამოკვლევა) მიმართულებით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე