„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 350090000.18.011.016844
79/04
01/04/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
350090000.18.011.016844
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №79/04

2024 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06.07.2018, ს/კ: 350090000.18.011.016321) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული ბანკი ლიცენზიის გაცემის შესახებ ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს ლიცენზიის მაძიებელს ამის თაობაზე. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია ლიცენზიის მაძიებელს წერილობით აცნობოს დასაბუთებული პასუხი.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საბროკერო კომპანიის ლიცენზირების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა