შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016855
122
29/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
010250050.35.160.016855
შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №122

2024 წლის 29 მარტი

ქ. რუსთავი

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 ( www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 26/11/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016653) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1662 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ (ს/ნ:216416180 ).“;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის და დანართი №1-ის სახელწოდება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1662 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);“;

გ) დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).“;

დ) დადგენილების მე-2 მუხლის „ბ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2.1);“;

ე) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში:

ე.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება), 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა), 1662 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს;“;

ე.ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სამართალსუბიექტი“ უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1662 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“'

ე.გ) მე-3 მუხლის 41 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან (ქ. რუსთავი, ხალხთა მეგობრობის გამზირი №20ბ) და შემდგომ  რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქუჩა №6);“;

ე.დ) მე-3 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ე.ე) მე-3 მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1662 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300063253;“;

ე.ვ) 31 მუხლის მე-6 პუნქტის 6.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.2. მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან (ქ. რუსთავი, ხალხთა მეგობრობის გამზირი №20ბ) და შემდგომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქუჩა №6).“;

ე.ზ) 31 მუხლის მე-6 პუნქტის 6.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ე.თ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან (ქ. რუსთავი, ხალხთა მეგობრობის გამზირი №20) და შემდგომ – რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქუჩა №6).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია