ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016514
17
29/03/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
010250020.35.125.016514
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2024 წლის 29 მარტი

ქ. ტყიბული

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე და 2401 მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს ახსნა-განმარტების ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.

4. დამტკიცდეს უბილეთო მგზავრობისათვის შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების ჟურნალის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს  „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებას“.
მუხლი 3
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე



დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. რეგულირების  საგანი

წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების, საურავის დარიცხვისა და გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2. უბილეთო მგზავრად მიჩნევის პირობები

1. მგზავრი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (შემდგომ – ავტობუსი) მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ უფლებამოსილ თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა და მის მიმართ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგება ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

2. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებით განსაზღვრული უფასო მგზავრობის უფლების მქონე მგზავრი ვალდებულია, უფასო მგზავრობის ელექტრონული გადახდის საშუალებით (უფასო მგზავრობის პლასტიკური ბარათი) ავტობუსში დამონტაჟებულ ელექტრონული გადახდის სპეციალურ მოწყობილობაზე დააფიქსიროს მგზავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა და მის მიმართ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგება ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

მუხლი 3. უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის უფლებები  და  მოვალეობები

1. უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ (შემდეგომ – სამართალსუბიექტი) უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომ – თანამშრომელი).

2. სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილ თანამშრომელს განსაზღვრავს ბრძანებით.

3. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით (ვიდეოჩამწერ მოწყობილობასთან ერთად), რომლის საშუალებით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას თანამშრომელი დააფიქსირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოთხოვოს ავტობუსში ან/და ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მგზავრს.

5. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა სამგზავრო ბილეთი ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა და მგზავრს აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 256-ე მუხლის თანახმად არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ მის შესახებ საჭირო ცნობები ან/და არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, მაშინ თანამშრომელს შეუძლია ჩათვალოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით გამოკვლევას და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე და შეუდგინოს მას ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით. ამის თაობაზე თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

6. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე საქმისწარმოების დროს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა, მაშინ, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის თანამშრომელმა შეიძლება მიიღოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პოლიციაში  მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება, რა მიზნითაც ის მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს/პირს. სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დახმარებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის პირადი მონაცემების დადგენის შემდეგ, თანამშრომელი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

7. თანამშრომელმა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უნდა განუმარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე, 273-ე და 2341 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები:

ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მიღებული დადგენილება;

ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანების“ დირექტორთან (მისამართი: ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი №3), რომლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა №4). აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება აღადგინოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დირექტორმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის განცხადების საფუძველზე;

გ) თანამშრომელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს უნდა განუმარტოს, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადის გასვლის შემდეგ დაერიცხება საურავი, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8. საჯარიმო ქვითრის შევსება ხდება ელექტრონულად და მისი ამონაბეჭდი ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

9. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდს ხელს აწერს მისი შემდგენელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი და თუ არიან მოწმეები, ან სხვა მონაწილე პირები.

10. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, თანამშრომელმა მას უნდა მიუთითოს შეავსოს ახსნა-განმარტების ფორმა (დანართი №3), სადაც წარმოდგენილი იქნება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარებაზე უარის თქმის ახსნა-განმარტებები და მოტივები.

11. შევსებული ახსნა-განმარტების ფორმაზე ხელს აწერს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი და თარჯიმანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

13. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი, ხოლო არასწორად ამობეჭდილი საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

14. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი 4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსების წესი

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.

3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

5. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები (დანართი №2):

ა) ქვითრის შედგენის თარიღი;

ბ) შემდგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა;

გ) სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;

დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო, ავტობუსის მარშრუტის №, ავტობუსის სახელმწიფო №, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი;

ე) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

ვ) ჯარიმის ოდენობა 20 (ოცი) ლარი;

ზ) საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300273255;

თ) მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი, ხელმოწერა;

ი) სამართალდამრღვევის ხელმოწერა ქვითრის ჩაბარებაზე, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა;

კ) შემდგენლის ხელმოწერა;

ლ) ელექტრონული საჯარიმო ქვითარზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

ლ.ა) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება;

ლ.ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანების“ დირექტორთან (მისამართი: ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი №3), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა №4);

ლ.გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი

1. სამართალსუბიექტი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის აწარმოებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალს (შემდგომ – ჟურნალი), (დანართი №4).

2. სამართალსუბიექტის დირექტორი ბრძანებით ნიშნავს ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.

4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონრის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის დირექტორის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით.

5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად: შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, სახელი და გვარი).

7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

9. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამართალსუბიექტთან, რომელიც შემდგომში, მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, გადაეცემა არქივს.

10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.

11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში შეტანილი მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 6. ჯარიმის გადახდა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 290-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 7. საურავის დარიცხვა

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდის ჩაბარების თარიღიდან 30 კალენდარულ დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, სამართალსუბიექტიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.

მუხლი 8. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება

1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს სამართალსუბიექტის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანების“ დირექტორთან, რომლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში.

2. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, შეიძლება იგი გაასაჩივროს ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში.

3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამავე კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

4. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს გადაწყვეტილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.

მუხლი 9. ვადის ათვლა

ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 94-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები.


დანართი №2

 


უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი N

(ფორმა)

1. შედგენის თარიღი: ________________________________________________________________

2. შემდგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა: ________________________________________

3. სამართალდამრღვევის პირადი №___________________ სახელი და გვარი:________________

რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი:

_______________________________________________________________________________

4. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი: ______________________ და დრო: _______________

ავტობუსის მარშრუტის № __ ავტობუსის სახელმწიფო № __________________

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი: ________________________________________

5. პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

6. ჯარიმის ოდენობა: 20 (ოცი) ლარი.

7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300273255.

8. მოწმე ან სხვა მონაწილე: _______________________________________________ სტატუსი,

ხელმოწერა: ___________________________

9. სამართალდამრღვევის ხელმოწერა ქვითრის ჩაბარებაზე: ______________________________

ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: ____________________

10. შემდგენლის ხელმოწერა: _____________________________________________

11. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმისწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მას უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დირექტორთან (მისამართი: ტყიბული, კარლო ლომაძის მოედანი №3), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა №4).

13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მიეცა განმარტება, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


დანართი №3

 


ახსნა-განმარტება

(ფორმა)

1. მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის შესახებ:

ა) სახელი და გვარი _______________________________________________________________

ბ) პირადი № ___________________________________

გ) მისამართი ______________________________________________________________________

(რეგისტრაციის ადგილის, ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით)

დ) დაბადების თარიღი ___________________________________

ე) სამუშაო ადგილი _____________________________________________________________

2. მონაცემები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შესახებ:

ა) ელექტრონული ქვითრის № ______________________________

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილი, თარიღი, დრო და არსი _____________

______________________________________________________________________________

3. ახსნა-განმარტების ან/და შენიშვნის შინაარსი _______________________________________

______________________________________________________________________________

ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ხელმოწერა __________________

რიცხვი, თვე, წელი ______________

თარჯმინის (ასეთის არსებობისას) ხელმოწერა ______________________

რიცხვი, თვე, წელი _____________________________

ახნა-განმარტების მიმღები თანამშრომლის ხელმოწერა _____________________________

რიცხვი, თვე, წელი ____________________

 


დანართი №4

 


უბილეთო მგზავრობისათვის შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის

აღრიცხვა–ანგარიშგების ჟურნალი

(ფორმა)

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენლის სახელი და გვარი

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენლის ხელმოწერა

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელმოწერა

შენიშვნა:

ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გაუქმების შესახებ და სხვა