„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.024502
109
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
310150000.10.003.024502
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2024 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 310150000.10.003.017898) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) „ავტომობილის შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ნიმუში“ (დანართი №20);

ფ) „მოტოციკლის შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ნიმუში“ (დანართი №21);“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტზე, ტრანზიტულ ნომერსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუში“ (დანართი №24);

შ) „მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), შიდა ტრანზიტსა და ტრანზიტულ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუში“ (დანართი №25);“;

დ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის, „TEST“ ნომრის ტექნიკური მახასიათებლები და სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრისა (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომრის გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები“ (დანართი №27);“.

2. დადგენილებით დამტკიცებული:

ა) დანართი №22 ამოღებულ იქნეს;

ბ) დანართ №24-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტზე, ტრანზიტულ ნომერსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუში“;

გ) დანართ №25-ს სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), შიდა ტრანზიტსა და ტრანზიტულ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუში“;

დ) დანართ №27-ის:

დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის, „TEST“ ნომრის ტექნიკური მახასიათებლები და სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრისა (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომრის გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები“;

დ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დანართი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ტექნიკურ მახასიათებლებსა და სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრისა (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომრის გაყალბებისაგან დამცავ საშუალებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე