„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №318 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.024503
110
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
310150000.10.003.024503
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №318 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №110

2024 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №318 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №318 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 21/08/2023, 310150000.10.003.024152) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. დანართ №20-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ავტომობილის შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ნიმუში“.

2. დანართ №21-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მოტოციკლის შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ნიმუში“.

3. დანართ №27-ს მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. შიდა ტრანზიტი და ტრანზიტული ნომერი:

ა) შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ფირფიტა მზადდება ალუმინის შენადნობისაგან, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულ მაჩვენებლებს:

სანომრე ნიშნის ფირფიტის შენადნობის მახასიათებელი

 შენადნობი:

 ალუმინის შემცველობა არანაკლებ 60%-ისა

სანომრე ნიშნის ფირფიტის მექანიკური მახასიათებელი

 სისქე

 0,5 მმ − 1.0 მმ;

ბ) შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ფირფიტის წინა მხარეს დატანილი შუქამრეკლი ფირის ან თეთრი ფერის საღებავის (რომელიც უნდა იყოს შუქამრეკლი) ფოტომეტრული და ფერომეტრული მახასიათებლები,  50-იანი შესვლის კუთხის გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულ მაჩვენებლებს:

ფოტომეტრული და ფერომეტრული მახასიათებლები

50-იანი შესვლის კუთხის გათვალისწინებით

 სადამკვირვებლო კუთხე

0,20

0,330

2,00

სინათლის დაბრუნების კოეფიციენტი (კანდელი/ლუქსი/მ2) უნდა იყოს

არანაკლებ 16,77

არანაკლებ

13,67

არანაკლებ

2,63;

გ) შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ფირფიტების გვერდები უნდა დაიპრესოს ნახაზზე ნაჩვენები ფორმით:

დ) შიდა ტრანზიტსა და ტრანზიტულ ნომერზე:

დ.ა) საქართველოს დროშა, საქართველოს საერთაშორისო კოდი − „GE“ და წარწერა − „TRANSIT“:

დ.ა.ა) შუქამრეკლ ფირზე დაიტანება შრეებს შორის ბეჭდვის მეთოდით;

დ.ა.ბ) თეთრი ფერის საღებავით შესრულებულ ფონზე დაიტანება შესაბამისი ფერის (შავი, წითელი, თეთრი) საღებავებით;

დ.ბ) ე. წ. „2D ბარკოდი“ დაიტანება ლაზერის საშუალებით.

ცხრილი №1

მექანიკური მახასიათებლები

სიმტკიცე ჭიმვაზე

> 80 Mpa

დენადობის პირობითი ზღვარი

> 70 Mpa

წელვადობა

> 9%

სისქე

0,98 мм

(დასაშვები გადახრა: +/- 0,03 мм).“.

მუხლი 2
დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტრანზიტული ნომრის ახალი ნიმუშის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების 2024 წლის 1 აპრილამდე განხორციელება.

მუხლი 3
2024 წლის 1 აპრილამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი მოქმედების ვადით.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე