„ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024498
105
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
300160070.10.003.024498
„ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2024 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის №342 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ივნისის №342 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2020, 300160070.10.003.022061) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, გარდა თევზსაჭერი გემისა, საგემბანე განყოფილების მქონე არათვითმავალი ბარჟისა, იახტისა, სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემისა და სალოცმანო კატარღისა, განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ №1-ის №4 ცხრილის შესაბამისად.

6. იმ სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, განისაზღვრება ამ რეგლამენტის დანართ    №1-ის №5 ცხრილის შესაბამისად.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. შიდა ნაოსნობაში ჩართული სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემების ეკიპაჟის წევრებს უნდა ჰქონდეთ STCW კონვენციის რეგულაციის V/2-ის შესაბამისად გაცემული შემდეგი სერტიფიკატები:

ა) უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები მგზავრთა მომსახურე პერსონალისათვის;

ბ) კრიზისის მართვა და ადამიანთა ქცევა.“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე