„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024499
106
28/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
300160070.10.003.024499
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2024 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  03/10/2018,  300160070.10.003.020792) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:   

1. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მწარმოებელმა ბაზარზე განთავსებამდე სამშენებლო პროდუქტს უნდა დაურთოს შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.“.

2. მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე, ხოლო, თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში, იმპორტის შემდეგ, მის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფამდე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

4. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელსაც თან ერთვის ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულ ენაზე.“.

3. VII დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი VII

 

სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალი

 

სამშენებლო პროდუქტის დასახელება

სტანდარტი

 

თაბაშირ-მუყაოს პროდუქტები

 

  1.  

თაბაშირ-მუყაოს ფილა

სსტ ენ 520:2004:+A1:2009/2013

  1.  

ქარხნული წარმოების თაბაშირ-მუყაოს პანელები, ფიჭური მუყაოს შიგთავსით

სსტ ენ 13915:2009

  1.  

თაბაშირ-მუყაოს თერმო/აკუსტიკური საიზოლაციო კომპოზიტური პანელები

სსტ ენ 13950:2014/2015 

  1.  

გადამუშავებული მასალისგან დამზადებული თაბაშირ-მუყაოს ფილები

სსტ ენ 14190:2014 /2015 

  1.  

თაბაშირ-მუყაოს დაფები ბოჭკოვანი გამაგრებით − ბოჭკოვანი დაფები

სსტ ენ  15283-2:2008+A1:2009/2018 

  1.  

თაბაშირის ბლოკი

სსტ ენ 12859:2011/2015 

 

კედლის, ჭერისა და იატაკის მოსაპირკეთებელი პროდუქტები

 

  1.  

ჩამოსაკიდი ჭერი

სსტ ენ 13964:2014/2015

  1.  

გასაჭიმი ჭერი

სსტ ენ 14716:2009

  1.  

კერამიკული ფილები

სსტ ენ 14411:2012/2013

 

ცემენტი

 

  1.  

პორტლანდცემენტი

სსტ ენ 197-1:2011/2012

  1.  

ძალიან დაბალტემპერატურული სპეციალური ცემენტი

სსტ ენ 14216:2015/2018

  1.  

ცემენტი თიხა-მიწოვანი

სსტ ენ 14647:2005/2009

სსტ ენ 14647:2009/AC

  1.  

ცემენტი სუპერსულფატური

სსტ ენ 15743:2010+A1:2015/2018

  1.  

ცემენტი სამშენებლო (სალესი, ცემენტი სამშენებლო ხსნარებისთვის)

სსტ ენ 413-1:2011/2015

  1.  

ადჰეზივები ფილებისათვის (წებოცემენტი)

სსტ ენ 12004:2007+A1:2012/2013

 

ლითონის პროდუქტები

 

  1.  

ბეტონის არმირებისთვის განკუთვნილი არმატურა

ტექნიკური რეგლამენტის IV დანართით გათვალისწინებული სტანდარტები

  1.  

სტრუქტურული ფოლადის ცხლად ნაგლინი ნაკეთობები (შველერი, კოჭი, კუთხოვანა, წნელი, ძელი, ლითონის ზოლი, ფურცელი, ფირფიტა)

სსტ ენ 10025-1:2010

  1.  

უჟანგავი რკინის შველერი, კოჭი, კუთხოვანა, წნელი, ძელი, ლითონის ზოლი, ფურცელი, ფირფიტა, მავთული

სსტ ენ 10088-5:2009/2018

  1.  

ცხლად დამუშავებული კონსტრუქციული ღრუ სექციები, არალეგირებული და წვრილდისპერსული ფოლადები (მრგვალი, კვადრატული, მართკუთხა და ოვალური)

სსტ ენ 10210-1:2009

  1.  

ცივი ფორმირების შედუღებული კონსტრუქციული ღრუ სექციები არალეგირებული და წვრილდისპერსული ფოლადებისგან (მრგვალი, კვადრატული და მართკუთხა)

სსტ ენ 10219-1:2009

 

სხვა სამშენებლო პროდუქტები

 

  1.  

სამშენებლო პლასტმასის მილები

  1.  

სამშენებლო ელექტროკაბელები

სსტ ენ 50575:2014/2016

სსტ ენ 50575:2014/A1:2016/2016

 

 

ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაზის ჩაქრობის სისტემების კომპონენტები

 

 

  1.  

წნევის მრიცხველები და წნევის გადამრთველები

სსტ ენ 12094-10:2009

  1.  

მექანიკური ასაწონი მოწყობილობები

სსტ ენ 12094-11:2009

  1.  

ელექტრული ავტომატური კონტროლისა და შეკავების მოწყობილობები

 

სსტ ენ 12094-1:2009

  1.  

პნევმატური საგანგაშო მოწყობილობები

სსტ ენ 12094-12:2009

  1.  

შემამოწმებელი და არადაბრუნებადი სარქველები

სსტ ენ 12094-13:2001/AC:2002/2018

  1.  

არაელექტრული ავტომატური კონტროლისა და შეკავების მოწყობილობები

სსტ ენ 12094-2:2009

 

  1.  

ხელით ჩასართავი და შეკავების მოწყობილობები

სსტ ენ 12094-3:2009

  1.  

კონტეინერების სარქველების კვანძები და მათი ამძრავები

სსტ ენ 12094-4:2009

  1.  

მაღალი და დაბალი წნევის გადამრთველი სარქველები და მათი ამძრავები

სსტ ენ 12094-5:2009

 

  1.  

არაელექტრული გამორთვის მოწყობილობები

სსტ ენ 12094-6:2009

  1.  

CO2 სისტემების ბრანდსპოიტები

სსტ ენ 12094-7:2009/A1

  1.  

შემაერთებლები

სსტ ენ 12094-8:2009

 

  1.  

ხანძრის სპეციალური დეტექტორები

სსტ ენ 12094-9:2009

 

კვამლისა და სითბოს საკონტროლო სისტემები

 

  1.  

ენერგომომარაგების მოწყობილობები

სსტ ენ 12101-10:2009

  1.  

კვამლის ზღუდეები/შემაკავებლები

სსტ ენ 12101-1:2009

  1.  

ბუნებრივი კვამლისა და სითბოს გამწოვი ვენტილატორები

სსტ ენ 12101-2:2009

 

  1.  

მექანიკური კვამლის გამონაბოლქვისა და სითბოს კონტროლის ვენტილატორი

სსტ ენ 12101-3:2015/2016

 

  1.  

წნევის დიფერენციული სისტემების კომპლექტები

სსტ ენ 12101-6:2009

 

 

  1.  

კვამლის არხის სექციები

სსტ ენ 12101-7:2011/2018

 

  1.  

კვამლის კონტროლის დამპერი

სსტ ენ 12101-8:2011/2018

 

ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა − საფრქვევებისა და წყლის შესხურების სისტემების კომპონენტები

 

  1.  

საფრქვევები

სსტ ენ 12259-1:1999 + A1:2001/2016

  1.  

საგანგაშო აგრეგატების ტენიანი სარქველი

სსტ ენ 12259-2:2010

 

  1.  

საგანგაშო აგრეგატების მშრალი სარქველი

სსტ ენ 12259-3:2010

  1.  

საგანგაშო მოწყობილობები წყლის ძრავით               

სსტ ენ 12259-4:2010

  1.  

წყლის ნაკადის დეტექტორები

სსტ ენ 12259-5:2009

 

  1.  

მიწისქვეშა სახანძრო ჰიდრანტები

სსტ ენ 14339:2009

 

  1.  

სახანძრო ჰიდრანტის სვეტი

სსტ ენ 14384:2009

  1.  

კვამლის სიგნალიზატორები

სსტ ენ 14604:2005/AC:2008/2018

  1.  

შენობების ვენტილაცია − ხანძარსაწინააღმდეგო საკეტი

სსტ ენ 15650:2010/2018

 

 

ხანძრის გამოვლინებისა და სახანძრო განგაშის სისტემები

 

  1.  

აალების წერტილოვანი დეტექტორები

სსტ ენ 54-10:2010

  1.  

მექანიკური ხმოვანი პუნქტები

სსტ ენ 54-11:2010

  1.  

კვამლის ხაზოვანი დეტექტორები ოპტიკური სინათლის სხივის გამოყენებით

სსტ ენ 54-12:2015/2018

 

  1.  

ხმოვანი განგაშის კონტროლისა და მიმთითებელი მოწყობილობა

სსტ ენ 54-16:2008/2013

 

  1.  

მოკლე ჩართვის იზოლატორები

სსტ ენ 54-17:2009

  1.  

შემავალი/გამომავალი მოწყობილობები

სსტ ენ 54-18:2009

  1.  

კვამლის გამწოვი (ასპირაციული) დეტექტორები

სსტ ენ

54-20:2006/AC:2008/2018

  1.  

განგაშის გადაცემისა და ავარიის გამაფრთხილებელი გადამცემი მოწყობილობა

სსტ ენ 54-21:2009

  1.  

კონტროლისა და მაჩვენებელის მოწყობილობა

სსტ ენ

54-2:1997/AC:1999/2018

  1.  

ვიზუალური განგაშის მოწყობილობები

სსტ ენ 54-23:2010/2013

 

  1.  

ავარიული სიგნალიზაციის სისტემების ხმის კომპონენტები − აკუსტიკური სისტემები

სსტ ენ 54-24:2010

 

 

  1.  

რადიოკავშირის კომპონენტები

სსტ ენ

 54-25:2008/AC:2012/2018

  1.  

ხმოვანი სიგნალიზაცია

სსტ ენ 54-3:2001/2018

  1.  

ენერგომომარაგების მოწყობილობა

სსტ ენ 54-4:2010

  1.  

წერტილოვანი თბოდეტექტორები

სსტ ენ

54-5:2017+A1:2018/2020

  1.  

წერტილოვანი კვამლის დეტექტორები, რომლებიც მუშაობენ გაფანტული სინათლის გადაცემის ან იონიზაციის გამოყენებით

სსტ ენ 54-7:2010

 

ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. შლანგის სისტემები

 

  1.  

ნახევრად ხისტი საშლანგე კოჭები

სსტ ენ 671-1:2012/2015

 

  1.  

ბრტყლად დასახვევი შლანგები

სსტ ენ 671-2:2012/2015

 

 

თბოიზოლაციის პროდუქტები. კომპოზიტური საიზოლაციო კომპლექტები/სისტემები

 

  1.  

მინერალური ბამბის ნაწარმი (MW) (ქვაბამბა)

სსტ ენ 13162:2012+A1:2015/2015

  1.  

გაფართოებული პოლისტიროლის (EPS) პროდუქცია (პენოპლასტი)

სსტ ენ 13163:2012+A1:2015/2015

  1.  

წნეხილი პოლისტიროლის ქაფოვანი (XPS) პანელი

სსტ ენ 13164:2012+A1:2015/2015

  1.  

ხისტი პოლიურეთანის ქაფოვანი (PU) პროდუქტები

სსტ ენ 13165:2012+A2:2016/2018

  1.  

ფენოლური ქაფის პროდუქტები (PF)

სსტ ენ 13166:2012+A2:2016/2018

  1.  

ბოჭკოვანი მინის (CG) პროდუქტები (მინაბამბა)

სსტ ენ 13167:2012+A1:2015/2015

  1.  

ხებამბის (WW) პროდუქტები

სსტ ენ 13168:2012+A1:2015/2015

  1.  

აფუებული პერლიტის პანელური (EPB) პროდუქტები

სსტ ენ 13169:2012+A1:2015/2015

  1.  

გაფართოებული კორპის პანელური (ICB) პროდუქტები

სსტ ენ 13170:2012+A1:2015/2015 

  1.  

ხის ბოჭკოვანი (WF) პროდუქტები

სსტ ენ 13171:2012+A1:2015/2015

  1.  

ბუნებრივად ფორმირებული, გაფართოებული თიხის მსუბუქი აგრეგატები (LWA)

სსტ ენ

14063-1:2004/2012

  1.  

ბუნებრივად ფორმირებული, ფხვიერი მინერალური ბამბის (MW) პროდუქტები

სსტ ენ 14064-1:2010/2016

  1.  

მინერალური ბამბის (MW) პროდუქტები

სსტ ენ 14303:2009+A1:2013/2018

  1.  

მოქნილი ელასტომერული ქაფის (FEF) პროდუქტები

სსტ ენ 14304:2009+A1:2013/2018

  1.  

ბოჭკოვანი მინის (CG) პროდუქტები

სსტ ენ 14305:2009+A1:2013/2018

  1.  

კალციუმის სილიკატის (CS) პროდუქტები

სსტ ენ

14306:2009+A1:2013/2018

  1.  

ექსტრუდირებული პოლისტიროლის ქაფოვანი (XPS) პროდუქტები

სსტ ენ 14307:2009+A1:2013/2018

  1.  

ხისტი პოლიურეთანისა (PUR) და პოლიიზოციანურატის ქაფოვანი (PIR) პროდუქტები

სსტ ენ 14308:2009+A1:2013/2018

  1.  

გაფართოებული პოლისტირონის (EPS) პროდუქტები

სსტ ენ 14309:2009+A1:2013/2018

  1.  

პოლიეთილენის ქაფოვანი (PEF) პროდუქტები

სსტ ენ 14313:2009+A1:2013/2018

  1.  

ფენოლის ქაფოვანი (PF) პროდუქტები

სსტ ენ 14314:2009+A1:2013/2018

  1.  

ბუნებრივად ფორმირებული, შესასხურებელი ხისტი პოლიურეთანისა (PUR) და პოლიიზოციანურატის ქაფოვანი (PIR) პროდუქტები

სსტ ენ 14315-1:2013/2016

  1.  

ბუნებრივად ფორმირებული, გაფართოებული პერლიტის (EP) პროდუქტები

სსტ ენ 14316-1:2009

  1.  

ბუნებრივად ფორმირებული, განშრევებული ვერმიკულიტის (EV) პროდუქტები

სსტ ენ 14317-1:2009

  1.  

ბუნებრივად ფორმირებული, დისპანსერული ხისტი პოლიურეთანისა (PUR) და პოლიიზოციანურატის ქაფოვანი (PIR) პროდუქტები

სსტ ენ 14318-1:2013/2016

  1.  

გაფართოებული პოლისტიროლის (EPS) პროდუქტები

სსტ ენ 14933:2009

  1.  

ექსტრუდირებული პოლისტიროლის (XPS) პროდუქტები

სსტ ენ 14934:2009

  1.  

გაფართოებული პერლიტისა (EP) და განშრევებული ვერმიკულიტის (EV) პროდუქტები

სსტ ენ 15501:2013/2018

  1.  

ბუნებრივად ფორმირებული გაფართოებული პერლიტის (EP) პროდუქტები

სსტ ენ 15599-1:2010/2018

  1.  

ბუნებრივად ფორმირებული განშრევებული ვერმიკულიტის (EV) პროდუქტები

სსტ ენ 15600-1:2010/2018

  1.  

გაფართოებული თიხის მსუბუქი აგრეგატები (LWA)

სსტ ენ 15732:2012/2018

  1.  

პოლიეთილენის ქაფოვანი (PEF) პროდუქტები

სსტ ენ 16069:2012+A1:2015/2015

 

სახურავის საფარი

 

  1.  

თიხის გადახურვის ფილები და ფიტინგები (კრამიტი)

სსტ ენ 1304:2009

  1.  

ბეტონის გადახურვის ფილები და ფიტინგები

სსტ ენ 490:2011/2015

  1.  

ბოჭკოვანი ცემენტის ფიქალები (შიფერი) და ფიტინგები

სსტ ენ 492:2012+A2:2018/2018

  1.  

ლითონის თვითდამჭერი ფურცელი გადახურვისთვის

სსტ ენ 14782:2009

  1.  

სრულად დამაგრებული ლითონის ფურცლები გადახურვისთვის

სსტ ენ 14783:2013/2015

  1.  

ხისტი საფენები უწყვეტი გადახურვისთვის

სსტ ენ 14964:2009

  1.  

გამჭვირვალე ბრტყელი მრავალფურცლიანი პოლიკარბონატის (PC) ფურცლები

სსტ ენ 16153:2013+A1:2015/2015

  1.  

ბიტუმის გოფრირებული გადახურვის ფურცლები

სსტ ენ 534:2006+A1:2010/2018

  1.  

ბიტუმის კრამიტი

სსტ ენ 544:2011/2013

  1.  

დამოუკიდებელი ორმაგი ლითონის ზედაპირის საიზოლაციო პანელები (სენდვიჩ-პანელი)

სსტ ენ 14509:2013/2018

 

ქვის წყობა და მასთან დაკავშირებული პროდუქტები

 

  1.  

ბათქაშისა და თაბაშირის სამშენებლო ხსნარები/ფითხები (გაჯი, ბათქაში)

სსტ ენ 998-1:2016/2018

  1.  

სამშენებლო კირი

სსტ ენ 459-1:2015

  1.  

სამშენებლო წყობის ხსნარი

 (ქვიშა-ცემენტის ნაზავი)

სსტ ენ 998-2:2016/2018

  1.  

თიხის სამშენებლო ელემენტები (აგური)

სსტ ენ

771-1:2011+A1:2015/2015

  1.  

ბეტონის ელემენტების შემავსებლები (ბლოკი)

სსტ ენ

771-3:2011+A1:2015/2015

 

იატაკზე დასაგები პროდუქტები

 

  1.  

ბეტონის მოსაპირკეთებელი ბლოკები

სსტ ენ 1338:2009

  1.  

თიხის მოსაპირკეთებელი ფილები

სსტ ენ 1344:2013/2015

  1.  

ხის იატაკი და პარკეტი

სსტ ენ 14342:2013/2015

  1.  

ელასტიკური, ტექსტილის, ლამინატისა და მოდულური მრავალშრიანი იატაკის საფარი

სსტ ენ 14041:2009

 

სივრცის გათბობის მოწყობილობები

 

  1.  

რადიატორები და კონვექტორები

სსტ ენ 442-1:2014/2015

 

ბრტყელი მინა, პროფილირებული მინა და მინის ბლოკის პროდუქტები

 

  1.  

მინის ბლოკები და მინის მოსაპირკეთებელი ფილები

სსტ ენ 1051-2:2010  

 

ხისგან დამზადებული პანელები და ელემენტები

 

  1.  

ხეზე დაფუძნებული პანელები, ფანერები, ბოჭკოვანი დაფები

სსტ ენ 13986:2004+A1:2015/2015.“.

 

მუხლი 2
1. 2025 წლის 1 იანვრამდე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული VII დანართის ცხრილის 23-ე − 123-ე პუნქტებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები მათ შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

 

 

მუხლი 3
დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

         

 

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე