„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017448
20
29/03/2024
ვებგვერდი, 29/03/2024
310150000.22.034.017448
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №20

2024 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. მე-3 მუხლის 93-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„93. სატრანზიტო სანომრე ნიშანი − „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი სანომრე ნიშანი.“.

2. 131 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) დასატანი ასოებისა და ციფრების შრიფტი უნდა შეესაბამებოდეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №24-ით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე), შიდა ტრანზიტზე, ტრანზიტულ ნომერსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუშს;“;

ბ) „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ვ) დასატანი ასოებისა და ციფრების შრიფტი უნდა შეესაბამებოდეს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №24-ით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე), შიდა ტრანზიტზე, ტრანზიტულ ნომერსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუშს;“.

3. მე-17 მუხლის:

ა) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. შიდა ტრანზიტის (ცალის ან წყვილის) დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა არ ხორციელდება.“;

ბ) მე-15 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მიმოქცევიდან ამოღებულად მიჩნეული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და „TEST“ ნომერი და ამ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) და „TEST“ ნომრის სერიისა და ნომრის კომბინაციის მქონე სანომრე ნიშანი განმეორებით გაუშვას მიმოქცევაში სერიულად ან დაამზადოს/გასცეს იგი ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. დაუშვებელია იმავე ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის მქონე შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის როგორც შიდა ტრანზიტად, ასევე ტრანზიტულ ნომრად განმეორებით გაცემა, გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

22. სააგენტო უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებაზე გასცეს სააგენტოსათვის დაბრუნებული (ჩაბარებული) ის დროებითი სანომრე ნიშანი, რომელიც იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევამდე ან საბაჟო საწყობში დროებით შენახვამდე ბოლოს იყო გაცემული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო საწყობში სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება გადაცემულ იქნა მესამე პირზე.“.

5. დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №5

 

დროებითი მოწმობა

დაინტერესებული პირი ______________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(პირის მონაცემები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და №)

 

მისამართი: __________________________________________________________________________

 

სატრანსპორტო საშუალების მარკა/მოდელი და საიდენტიფიკაციო ნომერი:

_____________________________________________________________________________________

 

გაცემული შიდა ტრანზიტი ___________________________________________________________

 

შიდა ტრანზიტის გაცემის თარიღი: ------------------ 20     წ.

შიდა ტრანზიტის მოქმედების ვადა: ----------------- 20     წ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს _____________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

(გამცემი სარეგისტრაციო სამსახური)

 

 

----------------------------------------------------      ბ .ა

                                                                                                (თანამდებობის პირის ხელმოწერა) “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური