„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016494
7
29/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
190020020.35.130.016494
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 29 მარტი

ქ. საჩხერე

 ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (სსმ ვებგვერდი 04/02/2016 წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.130.016181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 90-დან 95 ქულამდე, შეადგენს 625 ლარს, ხოლო სტუდენტზე, რომელსაც ერთ სასწავლო წელს მოპოვებული აქვს 95-დან 100 ქულამდე, შეადგენს 875 ლარს.“;

ბ) მეექვსე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჯილდოს ოდენობა ერთ წარმატებულ აბიტურიენტზე შეადგენს 875 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე