„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38-21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.017200
38-21
29/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
010250020.35.101.017200
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38-21

2024 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 28/12/2023, სარეგიტრაციო კოდი: 010250020.35.101.017168) და დადგენილების:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, „ა.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.თ1“ ქვეპუნქტი:

„ა.თ1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე მხარის სატრანსპორტო საშუალებებზე, შემსყიდველი ორგანიზაციის ინიციატივით საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ღონისძიების შემჭიდროვებულ ვადებში ჩასატარებლად, შესაბამისი ვადით.“.

3. 11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კუთვნილი M3, N2, N3 კატეგორიიის სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის აკრძალულ პერიოდში და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილობითი ინფორმაცია (აუცილებლობისას ზეპირი მოთხოვნით, რომელიც წერილობით უნდა მიიწეროს პირველივე სამუშაო დღეს) იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაქტორის M3, N2, N3 კატეგორიიის სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის ნომრის მითითებით, გამოიყენება აკრძალულ პერიოდში იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის (კონკრეტული პროექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით), რომელიც აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ღონისძიების შემჭიდროვებულ ვადებში დასრულებისათვის და დაურთოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემული თანხმობები ძალას კარგავენ ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი აპრილიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე