„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017450
22
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
140130000.22.034.017450
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №22

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/12/2012, 140130000.22.034.016149) დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 21-22 პუნქტებისა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე სამინისტროს მოსამსახურე ირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 772 მუხლის შესაბამისად აკადემიაში სამინისტროს მოსამსახურის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის ინიციატივით/წარდგინებით გაგზავნის შემთხვევაში. სამინისტროს აღნიშნულ მოსამსახურეზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის 21-22 პუნქტებისა.“.

2.  მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„22. ამ მუხლის 21 პუნქტისგან განსხვავებული წესით მსმენელის შესაბამის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარდგინებით და აკადემიის რექტორის ბრძანებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური